Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > "სტაიანშიკს" რა მოვუხერხო? დამეხმარეთ


Posted by: maxoooooo 28 Jan 2022, 12:28
მოკლედ, ვცხოვრობ ბაზართან ახლოს და ეზოში არის სტაიანშიკი, რომელიც, როგორც მივხვდი ნახევრად ყრუა, შესაბამისად ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს. იმდენად, რომ ლაპარაკიც კი ამოდის მე-6 სართულზე და ყვირილისას რა ხდება ხომ წარმოგიდგენიათ user.gif

დილის 7-8 საათიდან მოდის ხოლმე და იწყება ეს ყველაფერი. ამას კიდევ აიტანს კაცი, მაგრამ ჰყავს ძაღლი, რომელიც როგორც მითხრა თავისია, ეს ძაღლი ამაზე უარესია, გამუდმებით ყეფს და უყეფს მანქანებს და ხალხს, დილით-შუადღეს-საღამოს.
რამდენჯერმე მოხდა ისეც, რომ ხალხზეც გაიწია და მათი ყვირილი მესმოდა.

რა გავაკეთე მე:
1 წლის წინ, როცა ამ სახლში გადმოვედი და რამდენჯერმე ამ კაცის ყვირილმა გამაღვიძა, ჩავედი და გარკვევით ვუთხარი, რომ მაწუხებს და ნუ ლაპარაკობს ხმამაღლა... არ გამოიღო შედეგი...
მთელი ეს დრო, როცა შემაწუხებს ძალიან, აივნიდანაც ჩავძახებ ხოლმე... არ გამოიღო შედეგი
ლამის ფიზიკურადაც გავიწიე, როცა ძალიან გაუტია... არ გამოიღო შედეგი

ეს ძაღლი 2 თვეა რაც ჰყავს. ძაღლზეც გავაფრთხილე, რომ ან დააწყნაროს, ნუ აყეფებს და ხალხს აწუხებს - ან არ მოიყვანოს საერთოდ (მგონი არ ცხოვრობს ახლოს)... 3-4 ჯერ გვქონდა ეს საუბარი. არ გამოიღო შედეგი...

მეზობლებს რაც შეეხება, მე არავის ვიცნობ აქ, მაგრამ 1-2 ჯერ როცა სერიოზული საუბარი გვქონდა გამომეხმაურეს, მაგრამ მერე არ იბერტყავენ ყურებს. ძაღლის თაობაზე ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებლად მოსაშორებელია და ყველას გვაწუხებს.

გთხოვთ მირჩიეთ რა შეიძლება გავაკეთო ჯერ სამართლებრივად და გავაკეთებ ყველაფერს.
თუ არაფერი გამოვიდა და არც გაქვთ იმედი, რომ გამოვა, მაშინ არასამართლებრივი გზები მირჩიეთ.

მადლობა.

Posted by: Правовед 28 Jan 2022, 12:43
maxoooooo
დაწერეთ გარკვევით ...
თქვენს სახლს აქვს ეზო და ამ ეზოშია მოწყობილი ავტოსადგომი? ანუ საკადასტრო გეგმის ფარგლებშია?
ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა!
"ეზო" და "ქუჩა", სხვადასხვა შინაარსის სიტყვებია ...

Posted by: ფენრირ 28 Jan 2022, 12:43
QUOTE
გთხოვთ მირჩიეთ რა შეიძლება გავაკეთო

lol.gif
drug.gif

https://gorgia.ge/ka/mshenebloba/saizolacio-masalebi/xmis-da-tboizolacia

Posted by: Hawley 28 Jan 2022, 12:48
სამართლებრივად: ტერიტორიაზე რომელიც უშუალოდ ემიჯნება მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ხმაურის დასაშვები დონე დღისით, ესეიგი 8-დან 11-მდე, არის 55 დეციბელი. ღამით 45.
პატრული მოიყვანე და გააზომინე, რაც არასერიოზულია რათქმაუნდა, არ გადააჭარბებს 55-ს.

არასამართლებრივად: ჩაანაცვლე ეგ სტაიანშიკი, რომელიმე სტაიანშიკს გაურიგდი რომ გაუცვალოს ტერიტორია მაგ კაცს , გადაუხადე თანხა და თვითონ მიხედავენ. იმედია ცემას და ჩხუბს და ასეთ რამეებს არ ფიქრობდი არასამართლებრივში , არ გაამართლებს. სტაიანშიკს დღეში 10-მდე ადამიანთან აქვს კამათი და ჩხუბი, მისთვის ეს ყოველდღიურობაა.

მეტალო პლასტმასის ფანჯრები დააყენე, ზამთარში გიშველის, ზაფხულში რა გითხრა აბა.

Posted by: maxoooooo 28 Jan 2022, 13:48
QUOTE (Правовед @ 28 Jan 2022, 12:43 )
maxoooooo
დაწერეთ გარკვევით ...
თქვენს სახლს აქვს ეზო და ამ ეზოშია მოწყობილი ავტოსადგომი? ანუ საკადასტრო გეგმის ფარგლებშია?
ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა!
"ეზო" და "ქუჩა", სხვადასხვა შინაარსის სიტყვებია ...

მართალი ბრძანდებით.
ეგ ტერიტორია, სადაც პარკინგია და "სტაიანშიკი" დგას არ არის ჩემი კორპუსის ეზო და როგორც საკადასტრო რუკიდან ვიცი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა
* * *
QUOTE
არასამართლებრივად: ჩაანაცვლე ეგ სტაიანშიკი, რომელიმე სტაიანშიკს გაურიგდი რომ გაუცვალოს ტერიტორია მაგ კაცს , გადაუხადე თანხა და თვითონ მიხედავენ. იმედია ცემას და ჩხუბს და ასეთ რამეებს არ ფიქრობდი არასამართლებრივში , არ გაამართლებს. სტაიანშიკს დღეში 10-მდე ადამიანთან აქვს კამათი და ჩხუბი, მისთვის ეს ყოველდღიურობაა.

ცემა და ჩხუბი რომ მდომოდა აქამდეც მოვახერხებდი, მითუმეტეს აქ დაწერის გარეშეც. მინდა ისე მოვაგვარო საკითხი, რომ ზედმეტად არ დაზარალდეს ვინმე.

QUOTE
მეტალო პლასტმასის ფანჯრები დააყენე, ზამთარში გიშველის, ზაფხულში რა გითხრა აბა.

მეტალო-პლასტმასის ორმაგი მინები მიყენია და ხმაურის იზოლაციაც არის გაკეთებული აივნის მხარეზე. მაგრამ მაინც შემოდის ხმა.
წარმოიდგინეთ ვინმე ეზოში, ფანჯრის ქვეშ ძალიან ხმამაღლა რომ ლაპარაკობდეს. მაგას რა იზოლაცია გააჩერებს.

Posted by: jorjevanelle 28 Jan 2022, 14:43
როგორ მესმის თქვენი. სამეზობლომ ჩემი საკუთარი სახლიდან გამომაქცია ზუსტად მაგ მიზეზების გამო. კერძო დასახლებაში ვცხოვრობ ქუთაისში იქ გავიზარდე და მოკლედ უწყნარესი უბრანი იყო, დიდი-დიდი შუადღის პირველ საათზე მანქანა თუ გაივლიდა და ღია ფანჯრებში მძინარეს გამაღვიძებდა... შემდეგ ძველმა მოსახლეებმა თითქმის სულ გაყიდეს სახლები და ახალი ხალჩი ასაიდან ჩამოეხეტა.აბსოლუტურად ყველამ (არ ვხუმრობ) მოიყვანა გერმანული ნაგაზები (ავჩარკა) მოდას აყვნენ თუ რა ხდება არ ვიცი და მოკლედ რო დაიწყებენ ყეფას არასდროს არ ჩუმდებიან. მხატვარი ვარ და მაგით ვშოულობ ფულს და ეგაა ჩემი ერთადერთი შემოსავალი, შესაბამისად მჭირდება ჰარნომიული გარემო, დალაგებული გონება და კონცენტრაცია. მომეშალა ნერვული სისტემა, ვპარალიზდი, ვეღარ ვმუშაობდი, ვეღარ ვვარჯიშობდი, საერთოდ ფუნქცია დავკარგე. არანაირმა თხოვნამ არ გამოიღო შედეგი. ჩემს გვერდით ზუსტად რომელიცაა მოვა და ჩემ ფანჯარასთან აივანზე ყეფს ღამის 5 საათზე.6 ძაღლი მყოლია მეთვითონ და მაგათი არსებობა არავის არ გაუგია. არგუმენტი ''ძაღლია და დაიყეფებს'' ანუ ამ მაძუნგალი ძაღლების გამო ჩვენ უნდა ვიღვიძოთ და დაკვარგოთ საქციელი? მოკლედ მსგავსი პრობლემები საქართველოში ყველანაირ საზღვარს სცდება და საზოგადოებაც იმდენად გონებაჩლუნგია რო ეს ნორმალური გონიათ. რა ფანჯრებიც არუნდა ჩასვა ამ ქაოსს ეგ მაიცნ ვერ დააკავებს. ისე მენატრება ჩემი მშობლები და ჩემი სახლი,მაგრამ იქ ყოფნას სიკვილი ჯობია. ეხლა თბილისში ვარ და იქაურობასთან შედარებით აქ სამოთხე მგონია.აქაც მაგრად დარიძგინობს მეზობელი კედლის იქეთ მაგრამ ნაუშნიკებს ვიკეთებ და დილით მაინც არ მაღვიძებს ჯოჯოხეთური ხმაური.
აქ დაწერას კიდევ არ აქვს აზრი, მეც დავწერე და ვიღაც სირბანჯოები გამოდგნენ და სასაცილოდ ამიგდეს, გირჩევ იურისტს გაესაუბრო და დაიკიდო ყველა,ვინც ხელს გიშლის ცხოვრებაში შესაბამისად უნდა მიხედო.

Posted by: maxoooooo 28 Jan 2022, 15:15
QUOTE (jorjevanelle @ 28 Jan 2022, 14:43 )
როგორ მესმის თქვენი. სამეზობლომ ჩემი საკუთარი სახლიდან გამომაქცია ზუსტად მაგ მიზეზების გამო. კერძო დასახლებაში ვცხოვრობ ქუთაისში იქ გავიზარდე და მოკლედ უწყნარესი უბრანი იყო, დიდი-დიდი შუადღის პირველ საათზე მანქანა თუ გაივლიდა და ღია ფანჯრებში მძინარეს გამაღვიძებდა... შემდეგ ძველმა მოსახლეებმა თითქმის სულ გაყიდეს სახლები და ახალი ხალჩი ასაიდან ჩამოეხეტა.აბსოლუტურად ყველამ (არ ვხუმრობ) მოიყვანა გერმანული ნაგაზები (ავჩარკა) მოდას აყვნენ თუ რა ხდება არ ვიცი და მოკლედ რო დაიწყებენ ყეფას არასდროს არ ჩუმდებიან. მხატვარი ვარ და მაგით ვშოულობ ფულს და ეგაა ჩემი ერთადერთი შემოსავალი, შესაბამისად მჭირდება ჰარნომიული გარემო, დალაგებული გონება და კონცენტრაცია. მომეშალა ნერვული სისტემა, ვპარალიზდი, ვეღარ ვმუშაობდი, ვეღარ ვვარჯიშობდი, საერთოდ ფუნქცია დავკარგე. არანაირმა თხოვნამ არ გამოიღო შედეგი. ჩემს გვერდით ზუსტად რომელიცაა მოვა და ჩემ ფანჯარასთან აივანზე ყეფს ღამის 5 საათზე.6 ძაღლი მყოლია მეთვითონ და მაგათი არსებობა არავის არ გაუგია. არგუმენტი ''ძაღლია და დაიყეფებს'' ანუ ამ მაძუნგალი ძაღლების გამო ჩვენ უნდა ვიღვიძოთ და დაკვარგოთ საქციელი? მოკლედ მსგავსი პრობლემები საქართველოში ყველანაირ საზღვარს სცდება და საზოგადოებაც იმდენად გონებაჩლუნგია რო ეს ნორმალური გონიათ. რა ფანჯრებიც არუნდა ჩასვა ამ ქაოსს ეგ მაიცნ ვერ დააკავებს. ისე მენატრება ჩემი მშობლები და ჩემი სახლი,მაგრამ იქ ყოფნას სიკვილი ჯობია. ეხლა თბილისში ვარ და იქაურობასთან შედარებით აქ სამოთხე მგონია.აქაც მაგრად დარიძგინობს მეზობელი კედლის იქეთ მაგრამ ნაუშნიკებს ვიკეთებ და დილით მაინც არ მაღვიძებს ჯოჯოხეთური ხმაური.
აქ დაწერას კიდევ არ აქვს აზრი, მეც დავწერე და ვიღაც სირბანჯოები გამოდგნენ და სასაცილოდ ამიგდეს, გირჩევ იურისტს გაესაუბრო და დაიკიდო ყველა,ვინც ხელს გიშლის ცხოვრებაში შესაბამისად უნდა მიხედო.

ვწუხვარ. ვისაც არ გამოუცდია მაგისთვის რთული გაგება. ძაღლი მეც მყოლია და არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ძაღლები, მაგრამ მთელი დღე, წამდაუწუმ უმისამართო ყეფის მოსმენა მართლა ძალიან რთულია.

მიტუმეტეს თუ ამას ერთვის ნახევრად-ყრუ პატრონის ყვირილი და მოწოდება გაჩერებისკენ, რომელიც უფრო აფუჭებს საქმეს.

მოკლედ ერთი ამბავია რა. მაგრამ არ ვიცი რა მოვუხერხო.

Posted by: jorjevanelle 28 Jan 2022, 15:47
maxoooooo
ეგ ტერიტორია როგორც აღნიშნე მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, შესაბამისად ალბათ მიხვიდე და შესაბამის ადგილას განიხილო ეს პრობლემა ჯობს. სავარაუდოდ ადეკვატური რეაგირება არ ექნებათ რადგან საზოგადოებისთვის მართლა გაუგებარია მსგავსი პრობლემები. შემდეგ კი შეგიძლია იჩივლო. აქ აღარ არის ლაპარაკი დეციბელებზე და ხმის სიხშირეებზე, ჩივილი შეგიძლია ზოგადად შეწუხებისთვის. მეც შემიძლია ეგ,მაგრამ ჯერჯერობით თავი შევიკავე, ამ გვერდითა მეზობლებთან ყოველდღიური შეხება გვაქვს, რადგან სახლები მიდგმულია ერთანეთზე და ჩემ მშობლებს არ უნდათ უერთერთობის გაფუჩება, თუმცა შვილი რო გაექცათ არც ეგ მოწონთ biggrin.gif ერთ მეზობელს მაინც გავაჩუქებინე ძაღლი რომელიც მართლა დღე და ღამე ყეფდა. რამოდენიმეჯერ ვთხოვე ადეკვატურად რომ ღამე რამე ქენითთქო, მაგრამ მიკიდებნდნე, შემდეგ ერთ ღამეს მივედი და ვუთხარი პირდაპირ, შენ ხო *ლეზე გკიდივართთქო, მე საერთოდ არ გიცნობ ვინ ხარ აქ გავიზარდე და მე მითუმეტეს *ლზე მკიდიხართქო, ან მაგ ძაღლს გააჩუმებ ან პენტაგონს დაგაყენებ თავზეთქო biggrin.gif და რაღაცნაირად ჩეიჯვა. ანუ რა თემაა აქ იცი? აი მეზობლობა, ქუთეისელობა, ძველი ბიჭობა და რაღაცეები ხო ხვდები, რო აი ამას არ იზამს იმას არ იზამს, და ბევრს ბედავენ,მარა თავზე რო დაგაჯდებიან ყველაფერს ვიზამ და ეგ ყველაფერი ძაან მაგრა მკიდია. ათასობით დოლარის ზარალში წავედი მაგათ გამო. ვინ მომცემს მაგ ფულს? ჩემ გამო ვინმე ზარალში წავა? არა! ამიტომ არ გაჩერდე და წაუყრუო მაგ პრობლემას, უფრო და უფრო გაგიმწვავდება. გაუსაძლისია და პირდაპირ ნერვულ სისტემას ურტყამს. ძალიან კარგად მესმის. ისეთები გადავიტანე ეხლა პატარა ხმაურზე უკვე საშინელი რეაქციები მაქ,ამიტომ სანამ ჩემსავით იქნები რამე ქენი.

Posted by: trendygirl.me 28 Jan 2022, 15:58
მიდიხართ აფთიაქში, ყიდულობთ წამალს იზონიაზიდს
რეცეპტი უნდა მარა არაა არც დასაკაიფებელი და არც ფსიქოტროპული
და ისეც მოგცემენ - ბებია მყავს ავადმყოფი და მაგისთვის მინდაო.
საშუალო ძაღლზე, ნახევარ ტაბლეტს წვრილად ფხვნით
ურევთ ცოტა ხორცის ფარშში და დაუგდეთ.
ეგაა და ეგ.

Posted by: jorjevanelle 28 Jan 2022, 16:01
trendygirl.me
მეც მირჩიე ეგ შენ :დ ხოდა სქრინშოთი შენახული მაქ შავი დღისთვის biggrin.gif

Posted by: rachveli1 28 Jan 2022, 16:20
trendygirl.me
ნორმალური ხარ? ძაღლის მოკვლისკენ უბიძგებ ადამიანს?

Posted by: jorjevanelle 28 Jan 2022, 16:25
rachveli1
თუ არჩევანი ჩემს სიცოცხლეს და ძაღლის სიცოცხლეს შორის დადგება, ავირჩევ ჩემსას, ღმერთმა არ გამოგაცდევინოს ეგ შოკი და ტერორი რაც მე გამოვიარე.

Posted by: L/F 28 Jan 2022, 17:18
ვაგზალზე პასაჟის უკან რომ არის პარკინგი მაგაზე წერ?

Posted by: maxoooooo 28 Jan 2022, 22:47
jorjevanelle
1 წელია, რაც ვიყიდე და გადმოვედი ამ ბინაში. იმდენად მეშლება ხოლმე ნერვები რომ მცოდნოდა ასე იქნებოდა არც კი ვიყიდდი :/

QUOTE
მიდიხართ აფთიაქში, ყიდულობთ წამალს იზონიაზიდს

QUOTE
ურევთ ცოტა ხორცის ფარშში და დაუგდეთ

მადლობა რჩევისთვის, მაგრამ ამ ვარიანტს ან არ, ან ძალიან უკიდურეს შემთხვევაში განციხილავ :/

QUOTE
ვაგზალზე პასაჟის უკან რომ არის პარკინგი მაგაზე წერ?

არა, გლდანის ბაზართან არის ჩემი კორპუსი

Posted by: Just_Test 28 Jan 2022, 23:45
QUOTE (maxoooooo @ 28 Jan 2022, 22:47 )

QUOTE
ვაგზალზე პასაჟის უკან რომ არის პარკინგი მაგაზე წერ?

არა, გლდანის ბაზართან არის ჩემი კორპუსი


მ.ნოზაძის ქუჩა როა მად ? თუ რომელია ეგ ვერ ვხვდები მივალ და გავაფრთხილებ იქნებ ფორმით გამოიღოს შედეგი თუ მუნიციპალური ტერიტორიაა ოღონდ და მერიას გვეკუთვნის .

Posted by: jorjevanelle 29 Jan 2022, 00:13
maxoooooo
მაგის ძალიან მეშინია მეც, დღე და ღამე ვმუშაობ რო შევაგროვო და ვიყიდო რაიმე ბინა, ამდენი წვალების შემდეგ, ისევ ქაოსში რომ აღმოვჩნდე, მერე ნამდვილად საბოლოოდ გავგიჟდები. ვითომ ევროპას და ამერიკას რო დაცინიან ესენი, ეგეთ რამეს იქ გაბედავ და თავი აღარ გებმება, რაც ძაანაც სწორია.
იმედი მაქვს მოაგვარებ მაგ პრობლემას,როგორც ზევით გითხარი არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდე და დანებდე.

Posted by: Raven 29 Jan 2022, 00:43
სხვაგან გადადი საცხოვრებლად...........................

Posted by: trendygirl.me 29 Jan 2022, 00:45
rachveli1

სამწუხაროდ, კოვიდმა სარესტორნო ბიზნესს მოუღო ბოლო
თორე იყო ადრე იზონიაზიდის ალტერნატივა- კორეული კერძების რესტორანი biggrin.gif

Posted by: jorjevanelle 29 Jan 2022, 01:11
Raven
სტაიანშიკის წივილის და მისი ძაღლის გამო გადავიდეს? სადაც არ უნდა გადახვიდე საქართველოში უმეტეს ადგილებში მსგავსი პრობლემებია,თუ მართლა სადმე სოფლის კენწეროში არ დასახლდი. ადამიანებს არ აქვთ კულტურა, განათლება და შესაბამისად ეთიკა. შენი ნაგვით რო სხვა არ უნდა შეაწუხო მაგას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება. პირველი საათია და ფილმს ყურასასმენებით,ვუყურებ როცა შემიძლია ავუწიო და დავაწიოკო მეზობლები. ჩემ თავს არ ვაკადრებ.

Posted by: Raven 29 Jan 2022, 02:04
QUOTE
სტაიანშიკის წივილის და მისი ძაღლის გამო გადავიდეს?

yes.gif
რადგანაც
QUOTE
სტაიანშიკი, რომელიც, როგორც მივხვდი ნახევრად ყრუა, შესაბამისად ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს.

ამას ხმას ვერ დააწევინებს ვერანაირად
QUOTE
ძაღლზეც გავაფრთხილე, რომ ან დააწყნაროს, ნუ აყეფებს და ხალხს აწუხებს

ვერც ამას ვერ გააჩუმებს, ძაღლია და იმიტომ.

1 ვარიანტია ორივეს დახოცვა, რაც არ მგონია აწყობდეს თემის ავტორს, ამიტომ რაც მე დავწერე ისაა ყველაზე რეალური და უმტკივნეულო.

Posted by: bigmaster 29 Jan 2022, 02:09
მეტალოპლასმასის ფანჯარა ჩასვი მაგდენ ნერვიულობას საწყალ კაცს ლუკმაპური რატო გინდა წაართვა, ან მაგ ძაღლმა რა დააშავა

Posted by: jorjevanelle 29 Jan 2022, 02:57
bigmaster
ნამდვილად არ ვიცი რა წარმოდგენა გაქვთ მეტალო პასტმასზე,მითუმეტეს ამ ადამიანმა თქვა რომ მაქვსო, მაგრამ ეგრე ახლო და გამჭოლ ხმაურს არ აკავებს. თუ ფხიზელი ძილი აქვს ადამიანს უეცარ ხმაურზე სულ გაეღვიძება. ძაღლიც ცოდოა და ყრუ სტაიანშიკიც, მაგრამ მისი გადასახდელი ეგ არ არის, საკუთარ სახლში ვერ დაუძინია. ესე მწვავედ იმიტომ ავღიქვამ რომ მსგავსმა პრობლემამ სრული პარალიზება გამიკეთა. ჩემს შემთხვევაში გამოსავალი მხოლოდ ძაღლის მოკვლაში ან მოტაცებაშია. დანარჩენი ყველაფერი ვცადე.
Raven
რომ დახოცოს არანაირი გარანტია არ არის იმის რომ უარესი ვინმე არ მოვა 2 ძაღლით, ამიტომ ეგ პრობლემა დიპლომატიურად მაგრამ ხმაურიანად უნდა მოაგვაროს, გადასვლა არ განიხილება. ვიღაცის ტრაკის ქეიფის გამო საკუთარი ტერიტორიები არ უნდა დათმო!

Posted by: GRAN123 29 Jan 2022, 07:08
კაცმა რამე მირჩიეთო და ამათმაც მეტალოპლასტმასის ფანჯრებიო ჩემი.....
ბარემ ყურზე ოპერაცია გაუკეთოს მაგ სტაიანშიკს და დაუწევს ხმას
სად ვცხოვრობ ჩემი.... facepalm.gif

Posted by: trendygirl.me 2 Feb 2022, 08:52
პოლიციას შეატყობინოს ანონიმურად, ეს და ეს, აქ და აქ რო დგას, ვითომ სტაიანშიკია მარა, ვიღაცა ტიპები აკითხავენ, რაღაცა ტერაქტის თემაზე ლაპარაკობენ სულ თქო, მიხედეთო biggrin.gif

Posted by: interstelarr 2 Feb 2022, 17:12
იურიდიულად მათხოვრობაში გადის, სახელმწიფო ამიტომაც ვერ აჯარიმებს, მათხოვრობა დაშვებულია

Posted by: kodeqsi 6 Feb 2022, 03:50
QUOTE
გთხოვთ მირჩიეთ რა შეიძლება გავაკეთო ჯერ სამართლებრივად და გავაკეთებ ყველაფერს.

მიმართე წერილობით პოლიციას და აღუწერე დეტალურად ეს ყველაფერი (ფაქტობრივი გარემოებები). ამასთანავე მიეცი სამართლებრივი შეფასებები _ სტაიანშიკი ეწევა უკანონო ეკონომიკურ საქმიანობასო ან თუ არ ეწევა საქმიანობას, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი საქმიანობა საერთოდ არაა ნებადართული, მაშინ მათხოვრობსო, რაც სსკ 171-ე მუხლით ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაა და ადმინისტრაციული წესით სასწრაფოდ აღსაკვეთიაო. მოითხოვე კანონშესაბამისი რეაგირებები პოლიციის მხრიდან და მოუწევთ შესაბამისი რეაგირება. ცალკედ დარეკე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში (აქაც ჯობია წერილობით მიმართო) და მოითხოვე ხშირი ძლიერი ყეფის გამო ამ მოცემულო უპატრონო ძაღლის მოცილება მითითებული ლოკაციიდან. ამათაც მოუწევთ შესაბამისი რეაგირების მოხდენა.

ამ ასეთ სამართლებრივ სვლებს აქვთ, ცხადია, თავისი ზნეობრივი ხარვეზები, ამიტომ მათ განხორციელებამდე, ჯობს ისევ დაელაპარაკო ადამიანურად იმ საცოდავ სტაიანშიკს, თუმცა ბევრად მტკიცედ და აგრესიულად, თანაც მრავლობითში, მაცხოვრებლების სახელით. საუბრის მთავარი ლაიტმოტივი უნდა იყოს _ არ გაგდებთ აქედანო, მარა ჩვენთვის, აქ მაცხოვრებლებისთვის ნამდვილად გაუსაძლისია შენგან სისტემატიური მაღალხმაურიანობა და გონივრულ უხმაურობას კატეგორიულად მოვითხოვთ შენგანო, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შემართებით და პრინციპულობით მივმართავთ ისეთ სამართლებრივ ზომებს, რომ საერთოდ დაკარგავ ამ ორკაპიკიან სამსახურსაც და ამის გარდა, კაი თანხითაც დაჯარიმდებიო... წესით და რიგით ყველაფერმა ამან მეტ-ნაკლებად უნდა გაჭრას...

Posted by: JSB14BSJ 7 Feb 2022, 01:06
QUOTE
ასეთ სამართლებრივ სვლებს აქვთ, ცხადია, თავისი ზნეობრივი ხარვეზები

ჭკუიდან გადაჰყავს ადამიანი და ჩივილს თურმე ზნეობრივი ხარვეზები ჰქონია. ე. ი. დისკომფორტს ვინც უქმნის დაზარალებულს და აზარალებს, მისი ქმედება ზნეობრივად უხარვეზოა და დაზარალებულის მიერ მდგომარეობის შემსუბუქების და გამოსწორების მცდელობა თურმე ზნეობრივ ხარვეზებზე გადის. მერამდენედ ვრწმუნდები, რო სპეციალობის მიუხედავად, ქართველისთვის უბანი, კაიბიჭობა, ქუჩა, გაგება და სიძველე და კაიბიჭის სიტყვით მოგვარება ძმაო უმაღლესი სათნოებაა. ჩივილი და სამართლებრივი სვლები ბოზებისთვისაა. აბა კაცი არ ჩივის. კაცს ვერ აჩივლინებ. კაცური კაცი პოლიციებში არ რეკავს და კრისასავით არ დარბის სასამართლოებში.

maxoooooo
ეს:
QUOTE
მიმართე წერილობით პოლიციას და აღუწერე დეტალურად ეს ყველაფერი (ფაქტობრივი გარემოებები). ამასთანავე მიეცი სამართლებრივი შეფასებები _ სტაიანშიკი ეწევა უკანონო ეკონომიკურ საქმიანობასო ან თუ არ ეწევა საქმიანობას, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი საქმიანობა საერთოდ არაა ნებადართული, მაშინ მათხოვრობსო, რაც სსკ 171-ე მუხლით ანტისაზოგადოებრივი საქმიანობაა და ადმინისტრაციული წესით სასწრაფოდ აღსაკვეთიაო. მოითხოვე კანონშესაბამისი რეაგირებები პოლიციის მხრიდან და მოუწევთ შესაბამისი რეაგირება. ცალკედ დარეკე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში (აქაც ჯობია წერილობით მიმართო) და მოითხოვე ხშირი ძლიერი ყეფის გამო ამ მოცემულო უპატრონო ძაღლის მოცილება მითითებული ლოკაციიდან. ამათაც მოუწევთ შესაბამისი რეაგირების მოხდენა.

სწორია და გააკეთე.

Posted by: iMaximuSi 7 Feb 2022, 09:36
QUOTE (jorjevanelle @ 29 Jan 2022, 00:13 )
maxoooooo
მაგის ძალიან მეშინია მეც, დღე და ღამე ვმუშაობ რო შევაგროვო და ვიყიდო რაიმე ბინა, ამდენი წვალების შემდეგ, ისევ ქაოსში რომ აღმოვჩნდე, მერე ნამდვილად საბოლოოდ გავგიჟდები. ვითომ ევროპას და ამერიკას რო დაცინიან ესენი, ეგეთ რამეს იქ გაბედავ და თავი აღარ გებმება, რაც ძაანაც სწორია.
იმედი მაქვს მოაგვარებ მაგ პრობლემას,როგორც ზევით გითხარი არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდე და დანებდე.

ეჰ მეც ეგრე ვიყავი და რო გადავედი მეგონა დავისვენე სანამ მეზობებიც შესახლდნენ

საშინლად ატარებს ხმას ახალი კორპუსების კედლები, პლიუს თუ შანსი გაქვს ყიდვამდე გაარკვიე ზევით და გვერდით მეზობლები დღიურად ხომ არ აქირავებენ ბინებს. ჩემს ზევით ვინცაა აქირავებს დღიურად და თვითონ ხო შეუგნებელია ზოდიაქოთი და ვინც მოდის და ქირაობს კიდე უარესი და*ლევებულები

შუაღამეს სიმღერა, ღნავილი, სირბილი, ნივთების ლეწვა, გამწოვის დატოვება მთელი ღამე და მაგის მატორის ხმა, დილით აივანზე სიგარეტის ფერფლები, ჩვეულებრივი მოვლენაა უკვე ჩემთვის.

კანონი კიდე თურმე თმენის ვალდებულებას გვაკისრებს რაც მოვიძიე ინფო

Posted by: trendygirl.me 7 Feb 2022, 12:57
მასე ჩემს ქვემოთ აქირავებს მეზობელი საათობრივად და გასაგებია რო ძირითადად სადღნაუროდ მოდის ხალხი.
ძალიან კარგად ისმის ეგ ხმები ჩემს ტუალეტში რატომღაც. ამიტომაც, მიკროფონი დავდე ტუალეტში, და დინამიკი გავდგი აივანზე, ისე რო არ ჩანდეს სადაა biggrin.gif და მივდი მოვდივარ, მთელი კორპუსი სიამოვნებაში იყო biggrin.gif

Posted by: UFolk 7 Feb 2022, 22:21
ფული აუგროვეთ მეზობლებმა და ყურის აპარატი ჩაუდგით ეგეც მადლიერი დარჩება, შეძლების ფარგლებში ნაკლებად შეგაწუხებთ და ძაღლსაც აღარ მოიყვანს. თქვენც კარმა ფოინთები მოგემატებათ yes.gif მადლი დაგერიცხებათ ანუ რა. biggrin.gif

ან არა და დამამშვიდებელი იყიდე, რომ ხმაურმა ნერვები არ მოგიშალოს.
სხვა რა ქნას მაგ კაცმა აბა? შენ რა გამოსავალს სთავაზობ?
შენი პრობლემის მოგვარება რომ გინდა, მაგისას ვინ მოაგვარებს? როგორც შეუძლია, ისე აკეთებს.
შენ სადაც შეგეძლო, იქ იყიდე ბინა. თორემ წახვიდოდი და ტყეში აიშენებდი ან სადმე, უფრო მშვიდ ადგილზე იყიდდი და არა გლდნის ბაზართან.

Posted by: kodeqsi 8 Feb 2022, 14:10
JSB14BSJ
QUOTE
ჩივილი და სამართლებრივი სვლები ბოზებისთვისაა.

კანონმდებლობის ფარგლებში არსებულ მედიაციის ინსტიტუტზე გსმენია ალბათ... ანდაც ფასილიტაციის ინსტიტუციაზე... ჩათვალე, იმ პოსტის მეორე ნაწილი ფასილიტატორული (ხასიათის და დანიშნულების) იყო...


პ.ს. და არც კაი ბიჭობაა გრეხი... ცუდი ბიჭობის ფონზე... givi.gif

Posted by: maxoooooo 15 Apr 2022, 13:14
მადლობა ყველას, ვინც ცოტათი მაინც მომცა რჩევა.
საკითხი ისევ ღიაა.
და მე პირადად, დავრწმუნდი, რომ საშინელ დღეშია ამ ქვეყანაში სამართალი და ყველამ თავისთვის უნდა იმოქმედოს, მაგრამ მე არ შემაქვს წვლილი ანარქიის ჩამოყალიბებაში და ჯერჯეობით ვცდილობ, რომ ადამიანურად მოვაგვარო. (თუმცა არ გამოდის), ამასობაში ვერთობი კიდევაც და ვიცინი იმაზე, თუ რამდენად დაუცველია თითოოეული ჩვენგანი და რამდენად არაპროფესინალები არიან ყველგან.

თებერვალში, დილით, როცა ეს ძაღლი ვიღაცას გამოეკიდა ატყდა ყვირილი და ერთი ამბავი, ჩავედი მეც, ვეჩხუბე და ვუყვირე "სტაიანშიკს" და ამის შემდეგ პატრული გამოვიძახე.
პატრულმა გააფრთხილა და უთხრა, რომ ალიკაპის გარეში არ ჩამოიყვანოს ძაღლი.

რამდენიმე დღის მერე, ისევ იგივე შემთხვევა მოხდა, საშუალო ხნის ქალი ლამის დაკბინა, გამოვიძახე ისევ პატრული, ვუთხარი, რომ გაფრთხილებულია ალიკაპის გარეშე ჩამოყვანაზე.
პატრულის ოფიცრის თვალწინ გამოეკიდა ეს ძაღლი ვიღაც კაცს. მიუხედავად ამისა, ამ პატრულის ოფიცერმა არ გამოიძახა მონიტორინგის სამსახური.

რამდენიმე დღის წინაც მოხდა იგივე შემთხვევა, რის შემდეგაც ვითომ "დააბა" ძაღლი.

დავრეკე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში, მანდაც ცალკე ბიუროკრატიაა, 5 დღეა ვცდილობ მოვიდნენ.
დღეს მოვიდნენ და დახვდათ ძაღლი დაბმული, ვუთხარი რა და როგორც ხდება, რომ ძაღლი აგრესიულია და ერთმა მეზობელმაც დაადასტურა. ის სტაიანშიკი არაადეკვატურია, გამოსირებულია და ვუთხარი რომ 8 ლარიანი ჯარიმის დაწერას აზრი არ ჰქონდა, წაეყვანათ ძაღლი. დაბმული რახან არისო და იძახის ჩემიაო ვერ წავიყვანთო. რამდენიმე კითხვა დავუსვი და მივიღე ასეთი პასუხები.
1. რა უნდა გავაკეთო, რომ წაიყვანოთ ძაღლი? - ვერაფერს იზამთ, იძახის ჩემიაო.
2. თქვენ რას გააკეთებთ ახლა? - დავუწერთ 8 ლარიან ჯარიმას, რადგან აუცრელი და არაგრიფირებული ძაღლი ჰყავსო
3. ხომ რამდენჯერმე დავაფიქსირე, რომ ძაღლი აგრესიულია, მეც მომსდევს, ხალხსაც და აწუხებს ყველას. ხვალ რომ უკბინოს ადამიანს, ვინ არის პასუხისმგებელი? - პატრონია პასუხისმგებელი
4. ვინ არის პატრონი? - ოფიციალურად არავინ
6. ეს ძაღლი აქ რომ აბია და წკმუტუნებს და ყეფს მთელი დღე და ესეც უყვირის მაგაზე რა გავაკეთო? - ვერაფერს იზამთ

ეს პასუხები არის მოკლე შინაარსი, თუ რა პასუხს მცემდნენ.

დღეს ამათი ვიზიტი იმითი დამთავრდა, რომ ამან ძაღლი სადღაც წაიყვანა, გადამალა და არც თვითონ სჩანს, ადრეც იყო ასე, ხვალ ისევ მოიყვანს და მეც ისევ დავრეკავ და მოვიყვან მონიტორინგის სამსახურს, თუ კიდევ არაფერი გამოვა, მაშინ მომიწევს იმის გაკეთება, რომლისთვისაც ისედაც ვიყავი მზად და ახლა ამდენი სისულელის შემდეგ, არც გამიჭირდება და არც სინდისი შემაწუხებს.

სტაიანშიკის ყვირილს მერე მივხედავ, ცალკე.

Posted by: illmatic 15 Apr 2022, 14:33
ამ ქვეყანაში სამართალი არ მუშაობს, ყველაფერი შენით უნდა მოაგვარო.

სამი ვარიანტია:

1. უბედური შემთხვევა. მანქანით უნდა დაეჯახო. ბამპერის ფული დაგიჯდება ეს ამბავი + სინდისის ქენჯნა
2. გატაცება. მარშრუტკა ფორდს მიუჩერებ და დააბაგაჟნიკებ, მერე სადმე აფრიკაში ჩამოსვამ.
3. მოიჩვიო და გადასვა. მაგრამ მოტაცებაა ესეც პრინციპში

ძაღლზე ვამბობ

Posted by: Bаtistuta 15 Apr 2022, 15:32
QUOTE (trendygirl.me @ 7 Feb 2022, 12:57 )
მასე ჩემს ქვემოთ აქირავებს მეზობელი საათობრივად და გასაგებია რო ძირითადად სადღნაუროდ მოდის ხალხი.
ძალიან კარგად ისმის ეგ ხმები ჩემს ტუალეტში რატომღაც. ამიტომაც, მიკროფონი დავდე ტუალეტში, და დინამიკი გავდგი აივანზე, ისე რო არ ჩანდეს სადაა biggrin.gif და მივდი მოვდივარ, მთელი კორპუსი სიამოვნებაში იყო biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif ..............................................

Posted by: Z-owner 16 Apr 2022, 03:30
კაროჩე ადრე ერთი ტვინს ტყნავდა რა, ყოველ დილას 7-8 საათზე, მთელი ხმით "კაააახუუურიიიი შოოოოთიიი, კაააახუუურიიიი შოოოოოთიიიიი, შოოოოთიიიი შეეეეშიიიიის შოოოოთიიიი" იმენა კარგი #####ა რა ამისმა ყვირილმა, ერთხელაც მამაჩემმა - შეენი დედაც #####ან და შოთებისაც რა წაიღე ტვინი ხომ ხედავ ###სავით დაგაქ ეგ შოთები და არავინ არ ყიდულობსო.

მაგის მერე კი იყო - შო-თი, კახური შო-თი, შეშის შო-თი, ისე დაბალ ხმაზე ბაზრობდა რომ საერთოდ დაეკარგა მოსვლა და შოთის მოტანას აზრი.

მორალი: - ძალა აღმართს ხნავს, ხან ტყნავს, სხვანაირად ###ს ვერაფერს ვერ აუხსნი და არც უნდა აუხსნა ის, რაც ისედაც გასაგებია.

Posted by: GIGAGOLD 16 Apr 2022, 11:46
maxoooooo
ეს ბიუროკრატია შენ კიდევ ლაითად ჩამოაყალიბე ამას ემატება ცხოველთა დამცველები "იიი ცოდოა ძაღლი" "ცუგააა"
თუ რამე ბრუტალურს გადაწყვეტ რაშიც მე როგორც იურისტი გამართლებს ასი პროცენტით(ჩემი კლიენტი რო იყო შეიძლება მეც ეგრე მომეგვარებინა)
ჩუმად გაიტაცა,ჩუმად დაუყარე რამე უკვე სისხლის სამართლის კოდექსშია ეგ მუხლია და რამდენიმემ ჩააყუდეს
ამ პოლიციასაც მეტი საქმე არ აქვთ და იძიებენ ძაღლის მკვლელობას
ნუ მაგათაც ლიბერალურ,ენჯეოშნიკურ,უცხოური გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები აწუხებენ
იი ძაღლის უფლებები დავიცვა

ცხოველების უფლებები მოვ$%ან მე

ბოდიშით
მაგრამ ეს უნდა მეთქვა,ზოგჯერ ძაან ზედმეტებში გადადიან და სახელმწიფოს ვერ გეხმარება შენ

Posted by: T-mademoiselle 16 Apr 2022, 13:12
QUOTE
ძაღლი

ნერვები დამაგლიჯა ძაღლმა მეც, ჩემთან დაძუნძულებდა გამხდარი გაუბედურებული რამდენჯერმე საჭმელიც ჩავუტანე.
სამეზობლომ სახლი გაუკეთა ახლოს კორპუსთან დაუდგა, აცრა, გაასუქა და ეხლა არის გასიებული. დღე და ღამე ყეფს! მეც კი მიყეფს უმადური რამდნჯერ ვაჭამე )))
დავწერე ჯგუფში ამ ხაღლს რამე მოუხერხეთთქო 2 კვირას გაძლევთ ვადას, ან დავრეკავ შესაბამის სამსახურში ან წაიყვანეთ გააჩუქეთთქო. ნუ აი მე რო დამჭირდეს ალბათ ჩემზე არ გადაიჭრიან ვენებს , იცი რა ამბავი ატყდა? აი შენ ძაღლები არ გიყვარს (ირიბად ნათქვამი) ჩათვალე მოსაკლავად იმეტებ.. facepalm.gif

ყოველი ჩემი შვილის დაძინება ამ ძაღლის გაღვიძებით მთავრება და ერთხელ ისეთ რაღაცას ვაჭმევ სამუდამოდ დავაძინებ.

ნერვები დამაგლიჯა! ერთმა რუსაპეტა ნაშაჩკა მეზობელმა დაწერა ჩემს პოსტზე ვაიმე როგორ მინდა ჩავიდე და ძაღლს ადამიანურად ვთხოვო არ იყეფოს!
მეც ძალიან მინდა ადამიანურად ავუხსნა რომ ჩემი შვილის ამდენ დამფრთხალ ძილს ვერ ვაპატიებთქო!

ამოვთქვი! უფ!

Posted by: Tengiz@@ 16 Apr 2022, 18:39
T-mademoiselle
წაიყვანე სადმე და დატოვე
გლდანიდან ვარკეთილის ამბავში

Posted by: CoolKing 25 Apr 2022, 00:37
ნუ... არ მინდა ###სავით გითხრა, მაგრამ... აბა ბაზართან რომ იყიდე სახლი რა გეგონა? ხმაურია ყველა ბაზართან. ეგ კაცი რომც წავიდეს, მაგის ადგილას მეორე მოვა. ბაზრიდან 3 კილომეტრში ვცხოვრობ მაგრამ აქაც კი მესმის ხოლმე ღამე იქ როგორ ჭამენ და გლეჯენ ძაღლები ერთმანეთს.

ბოდიში ### კომენტარისთვის user.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)