მეგობრებო, თვეების რესერჩის შემდეგ გთავაზობთ ჩემს 2 რაუნდიან მოკ-რძალებულ დრაფტს
ეს ჩემი პირადი მოსაზრებებია და შეეცადეთ, ნაკლებად კრიტიკულები იყოთ
თანმიმდევრობა დაწყობილია ამჟამინდელი მდგომარეობით. გასაგებია, რომ ბევრი ტრეიდი იქნება, თუმცა ამწუთას რაც არის, ეს არის.
პირველი რაუნდი
1. Houston Texans - Jadeveon Clowney DE
პირველ ფიქზე ჩემთვის 2 აზრი არ არსებობს. კლოუნის ყველა მონაცემი აქვს, რომ ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ამაში ძალიან დაეხმარება ისეთ ჭკვიან და დაწყობილ ორგანიზაციაში მოხვედრა, როგორიცაა ტექსანსი. გასაგებია, რომ კაროლინაში 4-3 დაცვაში თამაშობდა DE-ს, მაგრამ ამაში ამხელა ტალანტის გათვალისწინებით ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ჰიუსტონში სავარაუდოდ OLB-ს ითამაშებს. წარმოიდგინეთ, ქუოთერებს ორივე მხრიდან ვატი და კლოუნი რომ შეუტევენ...
ჰიუსტონს ქუოთერის დიდი საჭიროებაც აქვს, მაგრამ ამ დრაფტზე ვერ ვხედავ ისეთ ქუოთერს, რომლის გამოც კლოუნიზე უარის თქმა ღირს.
2. St Louis Rams - Sammy Watkins WR
ალბათ ყველაზე მზა პროდუქტი წლევანდელ დრაფტზე. რემსს ოფენსივ ლაინის გაძლიერებაც ძალიან სჭირდება, მაგრამ მათ პირველ რაუნდში კიდევ ერთი საკმაოდ მაღალი (მე-13) ფიქი აქვთ.
უოტკინსის მე-13-მდე ჩაღწევა გამორიცხულია, თექლებიდან რომელიმე კი ნამდვილად ჩააღწევს. კენი ბრიტი კი დაიმატეს, მაგრამ ეს WR-ს პრობლემას ნამდვილად ვერ მოაგვარებს, აი ოსტინი-უოტკინსი კი ძალიან მაგარი წყვილი იქნება.
3. Jacksonville Jaguars - Khalil Mack OLB/DE
აქაც უმრავლესობა ქუოთერბექს ელოდება, მაგრამ ვფიქრობ, წელს ბევრი გუნდი თავს შეიკავებს პირველ რაუნდში ქუოთერის აყვანისგან, შედარებით დაბალ რაუნდებში შედარებით უფრო სარისკო ხალხს აიყვანს და მომავალ დრაფტს დაელოდება. ამის მიზეზი ერთი პიროვნებაა - მარკუს მარიოტა, რომელმაც კიდევ ერთი წლით კოლეჯში დარჩენა გადაწყვიტა.
ჯექსონვილმაც ჰენეს გაუხანგრძლივა კონტრაქტი და მთლად კატასტროფაც არ აქვს ამწუთას ქუოთერის პოზიციაზე.
მეკის არჩევას რაც შეეხება, ჯექსონვილის პას რაში საცოდაობა იყო (ყველაზე ცოტა სეკი სეზონში). 2 სიეტლელი (ბრაიანტი, კლემონსი) კი წამოიყვანეს, მაგრამ მეკი აყვანის შემთხვევაში აუცილებლად სასტარტო იქნება და ყველა პირობას შეუქმნიან, რომ დაცვის ხაზის ლიდერობა აიღოს საკუთარ თავზე.
ისე მე მეკით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ექსპერტები იპუტავენ და ალბათ მართლა აქვს ყველანაირი ფიზიკური და მენტალური მონაცემი, რომ NFL-ში ვარსკვლავი გახდეს.
4. Cleveland Browns - Blake Bortles QB
კლივლენდი მარიოტას ნამდვილად ვეღარ დაელოდება. ვიდენი უკვე დალასშია, კემპბელი - ცინცინატიში. რჩება მხოლოდ ნიჭიერი, მაგრამ სასტიკად არასტაბილური ჰოიერი, რომელიც არასტაბილურობის გარდა მუდამ დამტვრეულია. ბორტლსი სტაბილური, ფიზიკურად დიდი, ფოქეთის ქუოთერია (ბიგ ბენის და ლაქის სტილის), რომლისგანაც სრულიად შესაძლებელია ფრენჩაიზ ქუოთერბექის გამოძერწვა.
ისიც ცნობილია, რომ ბრაუნსის აბსოლუტურად იდიოტი მფლობელი ჰასლემი შეყვარებულია ჯონი მანზიელზე, მაგრამ ვფიქრობ, კლივლენდში მთლად დალასის დონის იდიოტიზმიც არ სუფევს და ჰასლემსაც აუხსნიან, რომ რასაც ჯონი ფუტბოლი კოლეჯში აკეთებდა, იგივეს NFL-ში არავინ გააკეთებინებს.
5. Oakland Raiders - Greg Robinson OT
GM მაკენზის სიბრიყვის გამო, რაც მან ველდერის გაშვების და როჯერ საფოლდის აყვანა/გაშვების დროს გამოიჩინა, ოკლენდი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ოფენსივ ლაინში. დონალდ პენს შარშან სუსტი სეზონი ჰქონდა ტამპა ბეიში და საეჭვოა, ოკლენდში უცებ რენესანსი დაეწყოს. OT-ს პოზიციაზე წლევანდელ დრაფტზე 2 მთავარი კანდიდატურაა - რობინსონი და მეთიუზი. თუ მეთიუზი უფრო მზა პროდუქტია, რობინსონს გაცილებით უკეთესი ფიზიკური მონაცემები და პოტენციალი აქვს. ოკლენდს არსად ეჩქარება, გამორიცხულია, ახალ სეზონშიც რაიმე წარმატებას მიაღწიონ, ამიტომ რობინსონს აიყვანს, გაასასტარტოებს და მის კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბებასაც დაელოდება.
6. Atlanta Falcons - Jake Matthews OT
რობინსონი უკვე გასულია, ასე რომ ატლანტას სხვა ვარიანტი არც აქვს - ჯეიკ მეთიუზი. შარშანდელი რომ არ განმეორდეს, მეტ რაიანის ბლაინდ საიდი აუცილებლად საიმედოდ უნდა იყოს დაცული.
7. Tampa Bay Buccaneers - Mike Evans WR
მაიკ უილიამსის ბაფალოში დატრეიდებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ბაქსის პირველი რაუნდის ფიქი ვაიდ რისივერი იქნება. ვისაც ჯონი მანზიელის ვიდეოები გინახავთ, ალბათ დაგამახსოვრდებოდათ გიგანტური 13 ნომერი, რომელიც ჯონის მიერ ნასროლ აბსოლუტურად დაუჯერებელ ბურთებს იჭერს. ევანსი არ გამოირჩევა სისწრაფით, მაგრამ ტანმაღალი და ძალიან ფიზიკურია. ასევე აქვს ძალიან საიმედო ხელები. სწრაფი და ფეთქებადი ფლორიდელებს ვინსენტ ჯექსონიც ჰყავთ, ასე რომ 2 უმაღლესი დონის და სხვადასხვა სტილის დამჭერი ეყოლებათ.
8. Minnesota Vikings - Teddy Bridgewater QB
მინესოტაში ყველას ყელში ამოუვიდა იმის ლოდინი, თუ როდის გაიხსნება პონდერი და დაუმტკიცებს კრიტიკოსებს, რომ ის, რასაც კოლეჯში აჩვენებდა, NFL-შიც შეუძლია, გააკეთოს. მე-8 არჩევნისთვის ბრიჯუოთერიც არ არის ცუდი ვარიანტი, რადგან სანამ ბორტლსი 1 წლის გამოტოვებას და პირდაპირ დრაფტზე დადგომას გადაწყვეტდა, ნომერ პირველ ქუოთერადაც ითვლებოდა.
9. Buffalo Bills - Ha Ha Clinton-Dix S
გუნდმა დაკარგა ჯარუს ბერდი, ასე რომ გასაკვირი არ იქნება, თუ ბილზი პირველივე რაუნდში სეიფთის პოზიციას გააძლიერებს.
10. Detroit Lions - Eric Ebron TE
დეტროიტს ავაყვანინე თავისი არჩევის დროს უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია. ერიკ ებრონი უკვე არაერთხელ შეადარეს ვერნონ დევისს. ის არ არის სუპერ-სწრაფი, მაგრამ ეს თაით ენდისთვის არც არის უმთავრესი პრიორიტეტი. რაც მთავარია, ის არის ძალიან კარგი ბლოკერი და დაიჭერს ყველაფერს, რასაც მოკლე და საშუალო დისტანციაზე ესვრის სტაფორდი.
* * *
11. Tennessee Titans - Justin Gilbert CB
ტენესიმ ალტერან ვერნერი დაკარგა, თუმცა მათთვის საბედნიეროდ, მე-11 ფიქამდე ჩამოაღწია დრაფტის საუკეთესო ქორნერბექმა და ერთერთმა საუკეთესო რითერნერმა ჯასტინ გილბერმა.
12. New York Giants - Anthony Barr DE/OLB
ჯაიანთსს აღარ ჰყავს თავისი ერთერთი სიმბოლო ჯასტინ ტაკი. დენვერიდან რობერტ ეიერსი კი გაიფორმეს, მაგრამ ეიერსი ჯერ კიდევ შარშან დენვერშივე ძალიან მოისუსტებდა.
ენტონი ბარი ყოფილი რანინგ ბექია, რომელმაც კოლეჯის მეორე წელს გადაწყვიტა, დაცვაში ეცადა ბედი და სეკების მანქანად იქცა.
13. St Louis Rams - Taylor Lewan OT
როგორც სემი უოტკინსის აყვანის დროს დავდეთ პირობა, მე-13 ფიქით რემსს OT აყავს. ლევანი ფიზიკურად ბევრი არაფრით ჩამოუვარდება რობინსონს და მეთიუზს რომ არა 2 პრობლემა - ხშირი ფეისმასკზე მოქაჩვის ჯარიმები და საშინელი ხასიათი, რომლის გამოც მუდმივად პრობლემები აქვს სამართალდამცველებთან. თუკი ფიშერი მის მორჯულებას მოახერხებს, ძალიან კარგი ფიქი გამოდგება.
14. Chicago Bears - Darqueze Dennard CB
ასე ცხვირწინ ვაცლი ჩემს პიტსბურგს ძალიან კარგ და ფიზიკურ ქორნერბექს, რომელიც ნამდვილად მისწრება იქნებოდა სთილერზისთვის.
ჩიკაგოს რაც შეეხება, ჯენინგსმა შარშან ჩაისვარა. ტილმანი ახლანელ ასაკში სეიფთიობას თუ შეძლებს მაღალ დონეზე. ჰეიდენი კარგი ნიქელბექია. ასე რომ ქორნერბექის საჭიროება ნამდვილად არის, მით უმეტეს, დენარდი თუ ჩამოაღწევს.
15. Pittsburgh Steelers - C.J. Mosley ILB
ძალიან მინდოდა ვაიდ რისივერი, ან ქორნერი, მაგრამ უოტკინსი/ევანსი და გილბერი/დენარდი უკვე აყვანილები არიან.
როგორც ყოველთვის, პიტსბურგი აიყვანს იმ დროისთვის საუკეთესო ფეხბურთელს. ამჯერად ასეთია სიჯეი მოსლი.
ტიმონსის გვერდითა ადგილისთვის ამწუთას ვინს უილიამსი და არტურ მოუტსი კონკურირებენ. მოსლი ორივე მათგანზე უკეთესი ვარიანტია. ამ დამატებით სთილერსს ძალიან მრისხანე ლაინბექერების კვარტეტი ეყოლება: ჯარვის ჯოუნსი - ლოურენს ტიმონსი - სიჯეი მოსლი - ჯეისონ უორილდსი.
16. Dallas Cowboys - Aaron Donald DT
ამ ბიჭს მართლა სუპერ-სეზონი ჰქონდა პიტსბურგის უნივერსიტეტში. დალასმა ჯეისონ ჰეჩერი დაკარგა, ასე რომ ისეთ დივიზიონში, რომელშიც წელიწადში 2-ჯერ უწევს ლეშონ მაკკოისთან და ალფრედ მორისთან შეხვედრა, ჰენრი მელტონის გვერდით საიმედო თექლი უნდა იდგეს.
17. Baltimore Ravens - Calvin Pryor S
სეიფთი ალბათ ყველაზე სუსტი პოზიციაა ბალტიმორში. ბევრი კელვინ პრაიორს ჰა ჰა კლინტონ-დიქსზე უკეთეს ვარიანტადაც თვლის, ასე რომ ოზი ნიუსომი ამჯერადაც არ უშვებს შეცდომას და გუნდის სექენდერის აძლიერებს.
18. New York Jets - Zack Martin OG/OT
ეს ფიქი ნაკლებად მოსალოდნელი და ნამდვილი შოკი იქნება მაიამისთვის, რომელიც უკვე ლამის მარტინის მაისურებს ყიდის საფირმო მაღაზიებში
ლოგიკური იქნებოდა, ჯეთსს ვაიდ რისივერი აეყვანა, მაგრამ მარტინს შეტევის ხაზის ხუთივე პოზიციაზე შეუძლია თამაში და საკმაოდ კარგი გაძლიერება იქნება ჯეთსისთვის.
19. Miami Dolphins - Johnny Manziel QB
ზაკ მარტინის დაკარგვისგან მაიამი პანიკაში ვარდება და ჯონი ფუტბოლი აყავს
უსიამოვნო სიურპირიზი რაიან ტენეჰილისთვის.
ოფსეზონის კონკურენცია ქუოთერებს შორის, რომელსაც ისევ ტენეჰილი იგებს და მაიამი წყალში ყრის პირველი რაუნდის საკმაოდ მაღალ და კარგ ფიქს, რომლითაც კარგი ვაიდ რისივერის აყვანაც შეეძლოთ.
20. Arizona Cardinals - Marqise Lee WR
არიზონას ლარის გარდა საშუალოზე მაღალი დონის ვაიდ რისივერი ამწუთას არ ჰყავს, ასე რომ მარკიზ ლი სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილებაა.
* * *
21. Green Bay Packers - Kony Ealy DE/OLB
გრინ ბეის, რომელსაც ამ პოზიციაზე საკმაოდ ბევრი, მაგრამ უფრო საშუალო დონის ფეხბურთელები ჰყავს, აჰყავს მიზუს მასზე ბევრად უფრო პოპულარული თანაგუნდელისგან განსხვავებით ბევრად უკეთესი, თან ჰეტეროსექსუალი ფეხბურთელი
22. Philadelphia Eagles - Bradley Roby CB
ზედმეტი კომენტარების გარეშე, ჩიპ კელი თავისი გუნდის ერთერთ უსუსტეს პოზიციას აძლიერებს.
23. Kansas City Chiefs - Brandin Cooks WR
ნაცვლად იმისა, რომ არნახულად დასუსტებული ოფენსივ ლაინი გააძლიეროს, ჩიფსი ვერ უძლებს ბრენდინ კუკსის აყვანის ცდუნებას. თან ვაიდ რისივერის პოზიციაც არანაკლებ პრობლემატურია ენდი რიდის გუნდში და ოფენსივ ლაინის მოძლიერებას შემდეგ რაუნდებში ეცდებიან. ისე კი ვფიქრობ, რომ წელს ჩიფსს პლეიოფში სასწაული თუ გაიყვანს.
24. Cincinnati Bengals - Timmy Jernigan DT
ალბათ დროა, დომატა პეკოს წვალება ცინცინატის სასტარტო შემადგენლობაში დამთავრდეს და ატკინსს გვერდით ვინმე წესიერი ამოუყენონ. ჯერნიგანი ამ კრიტერიუმს სავსებით აკმაყოფილებს.
25. San Diego Chargers - Louis Nix III DT
იქიდან გამომდინარე, რომ 3-4 დაცვის ნოუს თექლი არც თუ ისე მოთხოვნადი პოზიციაა, ჩარჯერსამდე ნიქსის დონის ფეხბურთელი აღწევს. ნიქსით გაძლიერებული ჩარჯერსის რანის დაცვის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი რანინგ ბექისთვის ძალიან უსიამოვნო იქნება.
26. Cleveland Browns - Odell Beckham Jr WR
როგორც NFL-ის გუნდებს სჩვევიათ ხოლმე, პირველ რაუნდში აყვანილი ქუოთერბექის შემდეგი ფიქი მისთვისვე ნაყიდი ახალი სათამაშოა. ბლეიკ ბორტლსიც ფრიად ნასიამოვნები დარჩება ბექჰემის დამატებით.
27. New Orleans Saints - Ryan Shazier LB
მორიგი მშვენიერი ინსტრუმენტი რობ რაიანის დაცვითი ორკესტრისთვის. ლაინბექერი, რომელსაც თანაბარ დონეზე შიგნითაც შეუძლია თამაში და გარეთაც.
28. Carolina Panthers - Kelvin Benjamin WR
გასაცოდავებული კაროლინას ვაიდ რისივერების შემადგენლობისთვის და პირადად კემ ნიუტნისთვის ბენჯამინი ნამდვილად მისწრება იქნება. ის მაიკ ევანსის სტილის ფიზიკურად დიდი ვაიდ რისივერია, როგორიც კემ ნიუტონს მთელი თავისი შარლოტური კარიერის განმავლობაში არ ჰყოლია.
29. New England Patriots - Xavier Su'a-Filo OG
რაიან ვენდელისა და დენ კონოლის შარშანდელი კოლაფსის შემდეგ ნიუ ინგლენდს აუცილბლად სჭირდება ცენტრი და გარდი. ამჯერად უფრო მაღალი დონის გარდი აღმოჩნდა ხელმისაწვდომი და ბელიჩიკმაც მისი აყვანა არ დაახხანა.
30. San Francisco 49ers - Kyle Fuller CB
სან ფრანცისკოს ამ ეტაპზე ყველაზე უპრობლემო შემადგენლობა ჰყავს. შედარებით პრობლემატურია ქორნერბექის პოზიცია, რომელზეც ტარელ ბრაუნსა და ტრემონ ბროკს უკან არავინ წესიერი არ ჰყავთ. კაილ ფულერის აყვანა და ეს პრობლემაც მოგვარებულია.
* * *
31. Denver Broncos - Jason Verrett CB
აქაც იგივე პრობლემაა ქორნერბექზე, რაც სან ფრანცისკოში. თუმცა განსხვავება ის არის, რომ ვერეს ექნება შესაძლებლობა, ჰარისს სასტარტოობისთვის გაუწიოს კონკურენცია.
32. Seattle Seahawks - Ra'Shede Hageman DT/DE
სიეტლის ისედაც მრისხანე დაცვის ხაზი ძლიერდება ძალიან კარგი ფეხბურთელით, რომელსაც ხაზის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
ახლა გავდივარ და მეორე რაუნდს მოგვიანებით დავდებ, სახლში როცა დავბრუნდები
Ash nazg durbatulûk, ash nazg gimbatul, ash nazg thrakatulûk, agh burzum-ishi krimpatul