Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > ნარიყალას ციხესიმაგრე

Posted by: punisher 11 13 Sep 2012, 22:50
რა აზრისა ხართ ნარიყალას განახლებასთან დაკავშირებით?
იმავე რაბათის მაგალითზე ?
მე პირადად მივესალმები და ძალიან მოუხდება თბილისს .

ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს.
ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც "შურის ციხე". VII საუკუნეში და მოგვიანებით დავით აღმაშენებლის მიერ (1089-1125) მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
ციხესიმაგრე რთული სისტემის თავდაცვითი ნაგებობა იყო, მტკიცე კედლებით, კოშკებითა და ბასტიონებით გამაგებული, ძნელად მისადგომი და ასაღები. ადრეული მშენებლობის ნაშთები დღესაც არის შემორჩენილი ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მდგომი კოშკის კედლებში, თლილი ქვის კვადრ\ტების სახით.
XVII საუკუნემდე ციხის შიგნითა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან განლაგებული ყოფილა ,,მეფის სასახლე". ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801წ.)დედაციხემ დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა, რის გამოც იქ განთავსდა რუსის ჯარის ტყვია-წამლის საწყობი. კერძოდ კი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოფილა განთავსებული, რომელიც 1847 წელს მეხის დაცემის შემდეგ აფეთქდა.
ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული.მას მუდმივად სტუმრობს უამრავი სტუმარი და მნახველთA შორის დიდ ინტერესს იწვევს. ნარიყალა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

Posted by: ივანიჩ 13 Sep 2012, 23:17
აღადგინონ
ოღონდ ნორმალურად
არ იჩქარონ და ისე

Posted by: Kublicha 13 Sep 2012, 23:17
რა თქმა უნდა მივესალმები

Posted by: Trocadero 13 Sep 2012, 23:54
მე მივესალმები ამ მთავრობის ციხეში ნახვას უახლოეს მომავალში

ვეღარ გაძღა ამათი მუცელი

ვითომ ქვეყანაზე ზრუნავენ. თქვენ კი ტაშს უკრავთ.

მაგ ფულით რამე სასარგებლო გააკეთონ ბევრად უკეთესი იქნება. ხალხს შიმშილით კუჭი უხმება ამათ კი ციხე მოინდომეს. ნამუსი აღარაა???

Posted by: gia-gia-gia 14 Sep 2012, 00:01
ძალიან კარგი იდეაა და აქამდე უნდა დაეწყოთ ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის რეაბილიტაცია. და ისმის რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით? სადმე გაჟღერდა?

ისე, თუ ვინმეს მოგეპოვებათ, დადეთ ნარიყალას გეგმა ან რეკონსტუქცია ან რამენაირი სქემა

Posted by: ტემპერა 14 Sep 2012, 00:24
რაბათივით თუ აღადგინეს ვეღარ მოვითმენ!

Posted by: ტემპერა 14 Sep 2012, 00:30
ვახუშტის გეგმა..
http://www.radikal.ru

მეტი არ არსებობს. მაგის მერე დაინგრა

Posted by: Accident 14 Sep 2012, 01:09
QUOTE
რაბათის მაგალითზე ?

QUOTE
ძალიან მოუხდება თბილისს

და რომს არ მოუხდებოდა განახლებული კოლიზეუმი?!
ან ათენს პართენონი?!
ან სფინქსს ცხვირი?!

თუ ჩვენს გარდა ყველა დებილია და ვერ ხვდება რომ გარემონტების შემდეგ უფრო ლამაზი იქნება?!

Posted by: d_tsabo 14 Sep 2012, 01:50
ეხლა საშინელი შესახედია ახლოდან ნესტი გამოდის კედლებშI და ასე შემდეგ რაღაც უნდა ეშველოს

Posted by: m@lish 14 Sep 2012, 02:19
რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ასული და მართლაც რომ ცუდ დღეშია.

http://imageshack.us/photo/my-images/837/img0103ps.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/17/img0068pi.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/266/img0067pn.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/690/img0073te.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/401/img0075wz.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/88/img0082up.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/818/img0083ur.jpg/

ერთო ორ ადგილზე ახალი ამოშენებული კედლებიც შევნიშნე. უბრალოდ არ გადამიღია და ასე ნაჭერ ნაჭერ კეთებას მართლა ჯობია რომ კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარდეს.

Posted by: Dface 14 Sep 2012, 04:20
ტემპერა
QUOTE
ვახუშტის გეგმა..

შეგიძლია მაგ გეგმაზე მონიშნო კედლის ის ნაწილი რომელიც ეხლა არის შენარჩუნებული?

Posted by: GEORGIA007 14 Sep 2012, 07:39
punisher 11
QUOTE
რა აზრისა ხართ ნარიყალას განახლებასთან დაკავშირებით?
იმავე რაბათის მაგალითზე ?
მე პირადად მივესალმები და ძალიან მოუხდება თბილისს .

შესანიშნავი იდეაა, მარა მას სერიოზული მიდგომა სჭირდება და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით მიღბული ნაგებობა

Posted by: 9999 14 Sep 2012, 09:52
Trocadero
QUOTE
მე მივესალმები ამ მთავრობის ციხეში ნახვას უახლოეს მომავალში
ვეღარ გაძღა ამათი მუცელი
ვითომ ქვეყანაზე ზრუნავენ. თქვენ კი ტაშს უკრავთ.

+100

punisher 11
QUOTE
რა აზრისა ხართ ნარიყალას განახლებასთან დაკავშირებით?
იმავე რაბათის მაგალითზე ?

ანუ დაშალონ ბოლომდე და გიფსოკარდონით ააშენონ ახალი? არ გვინდა, მადლობა vis.gif

Posted by: ნიკა 14 Sep 2012, 10:23
9999
QUOTE
გიფსოკარდონით

ერთი გიფსოკარდონი მანახე რაბათზე სადაა.

თუმცა რაბათივით აღდგენის იდეა არც მე მომწონს. იქ ფაქტიურად არაფერი იყო შემორჩენილი ძველი და ნორმალური. და თითქმისნ 0-დან აშენდა.
მარ მისახედი როა ეგ ფაქტია.

Posted by: ტემპერა 14 Sep 2012, 11:06
Dface
QUOTE
შეგიძლია მაგ გეგმაზე მონიშნო კედლის ის ნაწილი რომელიც ეხლა არის შენარჩუნებული?

http://www.radikal.ru

Posted by: ხორხე 14 Sep 2012, 11:11
აი ეკლესიის აღება რომ შეიძლებოდეს რა კარგი იქნებოდა user.gif

ძალიან არ უხდება მაგხელა ეკლესია მაგ ადგილს user.gif

Posted by: SaNi 14 Sep 2012, 11:15
დაე აღდგეს

Posted by: Niku7a 14 Sep 2012, 11:23
აღადგინონ, მთავარია არ იჩქარონ

Posted by: gia-gia-gia 14 Sep 2012, 12:35
QUOTE (ტემპერა @ 14 Sep 2012, 11:06 )
Dface
http://www.radikal.ru

ეს რაღაცნაირი შემჭიდროებული გეგმაა. გალავანი როგორც ვიცი უფრო დიდ ფართობს ევლებოდა გარს.

რათქმაუნდა ყველაფერი ამის აღდგენა შეუძლებელია, მაგრად იქნებ იქ მაინც აღადგინონ, სადაც შენობები არაა და ცარიელი სივრცეებია. საერთოდ მგონია ამ პროექტში დიდი თანხა უნდა ჩაიდოს, მერე ათმაგად და ასმაგად ამოიღებენ, ჩვენც თბილისის ისტორიული იერსახე შემოგვრჩება.

პოსტ სკრიპტუმ. თემპერ, მგონი კიდევ არსებობს ამ გალავნის ტოპოგრაფიული გეგმა, აი პუშკინზე გალავნის აღდგენის მინი ვიდეო როლიკში რომ არის გამოყენებული...

Posted by: Accident 14 Sep 2012, 14:34
gia-gia-gia
QUOTE
ჩვენც თბილისის ისტორიული იერსახე შემოგვრჩება

ისტორიული იერსახე ვეღარ შემოგვრჩება დაინგრა უკვე.

მაქსიმალური რაც შეიძლება გააკეთო უნდა გაამაგრო და მიხედო. არ სჭირდება ევრო-რემონტი

QUOTE
მგონი კიდევ არსებობს ამ გალავნის ტოპოგრაფიული გეგმა

Wikipedia-ზე დევს
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98:Map_of_Tbilisi_1735.jpg

Posted by: Carver 14 Sep 2012, 15:08
ნიკა
QUOTE
თუმცა რაბათივით აღდგენის იდეა არც მე მომწონს. იქ ფაქტიურად არაფერი იყო შემორჩენილი ძველი და ნორმალური. და თითქმისნ 0-დან აშენდა.
მარ მისახედი როა ეგ ფაქტია.

0-დან არ აშენებულა.. ციხის გალავნის უდიდესი ნაწილი (თავის კოშკებიანად) კარგად იყო შემონახული დღემდე..

0-დან აშენდა მინარეთები, არ არსებული კაფე ბარები და ათასი სისულელე....
http://www.radikal.ru

Accident
QUOTE
ისტორიული იერსახე ვეღარ შემოგვრჩება დაინგრა უკვე.

მაქსიმალური რაც შეიძლება გააკეთო უნდა გაამაგრო და მიხედო. არ სჭირდება ევრო-რემონტი

ციხე-სიმაგრეების თავდაპირველი სახით აღდგენაში რა პრობლემას ხედავ ან ევრო რემონტი რა შუაშია?

ჩეხეთის სიმაგრეების სია მაქვს ჩემი თვალით ნანახი სადაც დაახლობით 2000 სიმაგრიდან 1500- ზე მეტს აწერია Reconstructed....

Posted by: punisher 11 14 Sep 2012, 15:40
9999
არ გვინდა ეგ პათოსი , გიფსკარდონებზე და თურქულ კრამიტზე .
მთავრობის სამშენებლო პოლიტიკის პირველ თუ არა მეორე ან (მეასე) გამკრიტიკებლად მაინც მიმაჩნია თავი .
მაგრამ ზოგიერთებივით მაისურს არ ვიხევ ყველაფერზე.
რაც შეეხება ყბადაღებული გიფსკარდონის თემას, სრულიად უადგილოა აქ და დილეტანტობისა და ვაიპატრიოტობის დემონსტრირებას უფრო ნიშნავს ,
ყოფილი კონტროლის პალატის შენობის გარშემო ატეხილი ეგ ისტერია იმდენად მდარე ხარისხის პიარაქცია იყო რომ პირადად მე ღიმილის გრძნობა დამეუფლა.
კარდონის კედელი ,კედელი გაიხა )))) არა ზოგისთვის მართლა გაიხა, თან კედელი. ჰმ . ისე კედლები არ იხევა საზოგადოდ .
რაც შეეხება ამ თემას ნარიყალასთან დაკავშირებით ,ეს თემა ჩემთვის და ბევრი თბილისელისთვის ძალიან მტკივნეულია.
არიან აქაც ის ხალხი ვისთვისაც მნიშვნელოვანია თუ რა მდგომარეობაში იქნება ეს ქალაქი . იგივე ჰამქრის წევრები ჩვენი ტემპერას და იუნკერის თამადობით. აგრეთვე ყველგან მავალი ფაბიანი, რავი კუბლიჩა და სხვა მრავალი .
მე სულ მოუმზადებლად არ გამიხსნია ეს თემა ,უბრალოდ ეხლა დრო არ მაქვს შესაძლებელი რეკონსტრუქციის ჩემეული გეგმის აქ დასადებათ ,მოგვიანებით დავდებ და ყველას მოუწოდებ თავისი აზრი გამოთქვას თუნდაც არარეალური ,
შეიძლება ინვესტორებიც შემოვიყვანოთ ??? რა ვიცი .რა ვიცი?

Posted by: ნიკა 14 Sep 2012, 16:05
პირველ რიგში ნარიყალას უკან რო ულტრათანამედროვე შენობაა ის უნდა მოშორდეს.

Posted by: 9999 14 Sep 2012, 16:34
ნიკა
QUOTE
პირველ რიგში ნარიყალას უკან რო ულტრათანამედროვე შენობაა ის უნდა მოშორდეს.

ვერ ეღირსებით ნაცებო!

Posted by: Salvador 14 Sep 2012, 16:40
ტემპერა
არასწორ ინფორმაციას აძლევ ხალხს. შენ რომ შახტახტი გგონია მანდ დღეს საბაგიროს ზედა სადგურია. 18 ნომერი ყველაზე მაღალი კოშკია დღეს რომ დროშა ფრიალებს. ახლად ნაპოვნი კედელი რაც გგონია ეგ კედელი მაღალი კოშკიდან იწყებოდა, ჩამოდიოდა თუმანიანის ქუჩაზე და მანთაშევის რიგებთან მთავრდებოდა მტკვრის ნაპირას.

gia-gia-gia
რეალურად ასეა განლაგება. ზოგადად ვახუშტის გეგმა არაპროპორციულია, მაგრამ მემგონია ადვილი მისახვედრია სად რა არის.

http://www.radikal.ru

Posted by: strabo 14 Sep 2012, 16:56
Salvador

მართალია, ასეა, მაგრამ 18 ნომრით ვახუშტის მონიშნული აქვს უშუალოდ ნარიყალას ციხე, ანუ მაღალი ციხე, როგორც მაშინ ერქვა. 19 ნომერი არის ყველაზე მაღალი კოშკი, ანუ სტამბოლის გოდოლი, სადაც ეხლა დროშა ფრიალებს.

Posted by: ხორხე 14 Sep 2012, 17:02
ნიკა
QUOTE
პირველ რიგში ნარიყალას უკან რო ულტრათანამედროვე შენობაა ის უნდა მოშორდეს.

მიშას რო მანდ აეშენებინა რეზიდენცია გადადგამდნენ თავისი რეზიდენციიანად :დ

პირველი პრეტენზია ეგ იქნებობა

Posted by: strabo 14 Sep 2012, 17:06
punisher 11
QUOTE
რა აზრისა ხართ ნარიყალას განახლებასთან დაკავშირებით?

კონსერვაციას, ნაწილობრივ აღდგენას მივესალმები, მაგრამ ახალციხის მსგავსად ბარბაროსულ რეკონსტრუქციას - არა.

ალბათ აჯობებს, ნარიყალას "რეაბილიტაცია" მისი ისტორიული სახელწოდების აღდგენით დავიწყოთ - "მაღალი ციხე".

QUOTE
მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას "ნარინ ქალა" ("მცირე ციხესიმაგრე") დაარქვეს.

ეს ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია, მონღოლების დროს არსად ფიქსირდება მაღალი ციხის ეს სახელწოდება. ნარინკალა მონღოლურიდან სპარსულ ენაში შევიდა (სპარსულში ნარინკალა ბევრგან გვხვდება, დერბენდის სპარსულ ციხესაც ნარინკალა ქვია). სპარსულიდან დამკვიდრდა თბილსში მე-18 საუკუნის ბოლოს, განსაკუთრებით მე -19 საუკუნეში, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობდა არაქართული სახელწოდებების პოპულარიზაციას.

QUOTE
1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.

ესეც სიცრუეა, ციხე და სასახლე დაინგრა (თუ დაანგრიეს) დენთის აფეთქების დროს და მთლიანად რუსების კისერზეა მისი დანგრევა (ისევე, როგორც როსტომის ციხის დანგრევა). ციხის და სასახლის აგურით და ქვით ააშენეს მაშინ ნახევარი თბილისი

Posted by: ტემპერა 14 Sep 2012, 19:00
Salvador
QUOTE
არასწორ ინფორმაციას აძლევ ხალხს.

დავაი რაა!
გამომივიდა ქალაქის მერი

რაც მქონდა რუკა იმაზე მივუთითე, საიდან რა ჩამოუყვებოდა გადაღეჭილი მაქვს

Posted by: Fabian 14 Sep 2012, 19:06
strabo
QUOTE
ცნობილია, რომ ერეკლე მეორემ ფართომაშტაბიანი სამუშაობები ჩაატარა თბილისის ფორტიფიკაციული სისტემის და ქალაქის მისადგომების გასამაგრებლად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ციხესიმაგრის აგება ნავთლუღში, რომელსაც ხალხმა `ერეკლეს ციხე` შეარქვა. 1772წელს თბილისში იყო რუსეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი იოან-ანტონი გიუელდენშტედტი, რომელიც იხსენიებს ნავთლუღს და ერეკლეს ციხეს. ამ დროისათვის სოფელში 50 სახლი და მრავალი მიწური ყოფილა. გიულდენშტედტის ცნობით, სოფლის მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მისივე აღწერით, ოთხკუთხა ციხის სიგრძე 80 ნაბიჯი იყო და მას მრგვალი კოშკი აგვირგვინებდა. ერეკლეს მეფობის ხანაში სოფელი ნავთლუღი გაპარტახებული ყოფილა და ციხის აშენებასთან ერთად მეფეს მოსახლეობის აღდგენაზეც უზრუნვია.

რამე იცი ამ ციხის შესახებ? სად მდებარეობდა და ა.შ.

Posted by: gia-gia-gia 14 Sep 2012, 19:11
არა რა, ძალიან მაგარია და მნიშვნელოვანი ამ ძეგლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია-კონსერვაცია!

მგონი უპრიანი იქნებობა პირველ რიგში ვინმე პროფესიონალს და საქმის მცოდნეს არქიტექტორებთან, ისტორიკოსებთან და არქეოლოგებთან ერთად ხარისხიან 3D მოდელი შეექმნა ნარიყალას ციხის ყველა არქიტექტურულ-დიზაინერული ნიუანსის გათვალისწინებით.

Posted by: Carver 14 Sep 2012, 19:19
strabo
QUOTE
ალბათ აჯობებს, ნარიყალას "რეაბილიტაცია" მისი ისტორიული სახელწოდების აღდგენით დავიწყოთ - "მაღალი ციხე".
QUOTE

პირველად მესმის "მაღალი ციხე"..

ნარიყალას შურის ციხე ერქვა რამდენადაც მე ვიცი, და ნარინ ყალა სპარსულად თუ მონღოლურად მცირე ციხეს ნიშნავს..

Posted by: strabo 16 Sep 2012, 11:17
Carver
QUOTE
strabo
QUOTE
ალბათ აჯობებს, ნარიყალას "რეაბილიტაცია" მისი ისტორიული სახელწოდების აღდგენით დავიწყოთ - "მაღალი ციხე".
QUOTE

პირველად მესმის "მაღალი ციხე"..

სამწუხაროა, რომ პირველად გესმის. არადა, ნამდვილად ასე ერქვა, ვახუშტის თბილისის გეგმაზე და აღწერილობაშიც ასეა დაფიქსირებული. ვახუშტი საერთოდ არ იცნობს სახელწოდებას "ნარიყალა"
QUOTE
ნარიყალას შურის ციხე ერქვა რამდენადაც მე ვიცი, და ნარინ ყალა სპარსულად თუ მონღოლურად მცირე ციხეს ნიშნავს..

მონღოლურად, რომელიც სპარსულში შევიდა. დავწერე ამაზე წინა პოსტში:

QUOTE
ნარინკალა მონღოლურიდან სპარსულ ენაში შევიდა (სპარსულში ნარინკალა ბევრგან გვხვდება, დერბენდის სპარსულ ციხესაც ნარინკალა ქვია). სპარსულიდან დამკვიდრდა თბილსში მე-18 საუკუნის ბოლოს, განსაკუთრებით მე -19 საუკუნეში, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობდა არაქართული სახელწოდებების პოპულარიზაციას.

* * *
Fabian
QUOTE
strabo
QUOTE
ცნობილია, რომ ერეკლე მეორემ ფართომაშტაბიანი სამუშაობები ჩაატარა თბილისის ფორტიფიკაციული სისტემის და ქალაქის მისადგომების გასამაგრებლად. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოადგენს ციხესიმაგრის აგება ნავთლუღში, რომელსაც ხალხმა `ერეკლეს ციხე` შეარქვა. 1772წელს თბილისში იყო რუსეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი იოან-ანტონი გიუელდენშტედტი, რომელიც იხსენიებს ნავთლუღს და ერეკლეს ციხეს. ამ დროისათვის სოფელში 50 სახლი და მრავალი მიწური ყოფილა. გიულდენშტედტის ცნობით, სოფლის მოსახლეობას ქართველები შეადგენდნენ. მისივე აღწერით, ოთხკუთხა ციხის სიგრძე 80 ნაბიჯი იყო და მას მრგვალი კოშკი აგვირგვინებდა. ერეკლეს მეფობის ხანაში სოფელი ნავთლუღი გაპარტახებული ყოფილა და ციხის აშენებასთან ერთად მეფეს მოსახლეობის აღდგენაზეც უზრუნვია.

რამე იცი ამ ციხის შესახებ? სად მდებარეობდა და ა.შ.

ამ საკითხით სპეციალურად არ დავინტერესებულვარ, თუმცა ვიცი, რომ სოფელ ნავთლუღს ერეკლემ ციხე აუშენა და შემდეგ ერეკლეს ციხე ერქვა ამ ადგილს. გიულდენშტედტს ეს ადგილი მოხსენიებული აქვს ნავთის მოპოვების კონტექსტში. ალბათ ნავთლუღის ეკლესიები გალავნის შიგნით იყო მოქცეული და მისი ნაშთებიც მიმდებარედ უნდა ვეძიოთ

Posted by: ნიკა 16 Sep 2012, 12:27
და ეგებ უფრო ბანალურად ნარიყალა ნიშნავს ადგილს სადაც ადრე რიყე იყო და ახლა აღარაა

Posted by: Laegel 16 Sep 2012, 15:41
აუცილებლად, მისახედია ნარიყალა. არამგონია რაბათივით რესტორნები გახსნან შიგნით, ვერც დაეტევა, მაგრამ, მისი რესტავრაცია აუცილებელია!

strabo

QUOTE
მისი ისტორიული სახელწოდების აღდგენით დავიწყოთ - "მაღალი ციხე".

კარგი აზრია, მომწონს. Vyšehrad-ის პონტში არა? biggrin.gif

Posted by: Carver 16 Sep 2012, 18:44
strabo
QUOTE
სამწუხაროა, რომ პირველად გესმის. არადა, ნამდვილად ასე ერქვა, ვახუშტის თბილისის გეგმაზე და აღწერილობაშიც ასეა დაფიქსირებული. ვახუშტი საერთოდ არ იცნობს სახელწოდებას "ნარიყალა"

"შურის ციხედ" როდისღა მოიხსენიებდნენ?

Posted by: strabo 16 Sep 2012, 20:08
QUOTE
strabo
QUOTE
სამწუხაროა, რომ პირველად გესმის. არადა, ნამდვილად ასე ერქვა, ვახუშტის თბილისის გეგმაზე და აღწერილობაშიც ასეა დაფიქსირებული. ვახუშტი საერთოდ არ იცნობს სახელწოდებას "ნარიყალა"

"შურის ციხედ" როდისღა მოიხსენიებდნენ?

ადრეულ შუასაუკუნეებში

QUOTE
strabo

QUOTE
მისი ისტორიული სახელწოდების აღდგენით დავიწყოთ - "მაღალი ციხე".

კარგი აზრია, მომწონს. Vyšehrad-ის პონტში არა?

კი, ნამდვლად smile.gif

Posted by: Janiashvili 16 Sep 2012, 20:19
მემგონი აღსადგენია.
მემგონი კი არა, ნამდვილად აღსადგენია

არ ვიცი ახალციხე როგორაა - მარა ეს აღსადგენია.

QUOTE
ან ათენს პართენონი?!

აღადგინეს ეგ, აღადგინეს yes.gif

Posted by: Fabian 16 Sep 2012, 20:22
strabo
QUOTE
ამ საკითხით სპეციალურად არ დავინტერესებულვარ

ეხლაც არ დაინტერესდი? biggrin.gif

QUOTE
რომ სოფელ ნავთლუღს ერეკლემ ციხე აუშენა და შემდეგ ერეკლეს ციხე ერქვა ამ ადგილს. გიულდენშტედტს ეს ადგილი მოხსენიებული აქვს ნავთის მოპოვების კონტექსტში.

ეს ისედაც ვიცი...

QUOTE
ალბათ ნავთლუღის ეკლესიები გალავნის შიგნით იყო მოქცეული და მისი ნაშთებიც მიმდებარედ უნდა ვეძიოთ

ერთი უეჭველი ხმელნიცკის ბარბარეს ეკლესიაა, კიდევ რომელია მანდ ერეკლესდროინდელი?

Posted by: Trocadero 16 Sep 2012, 20:49
არჩევნებამდე მორჩებიან მაგ ციხეს????????????????????????????????

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: punisher 11 17 Sep 2012, 23:31
სამწუხაროდ აქ ბევრს გონია რომ ნარიყალის ციხის აღდგენას მარტო ბუტაფორული მნიშვნელობა ექნება ,
ბევრი საერთოდ არ იცნობს ანალოგიურ პროექტებს მსოფლიოს გარშემო და შიშნარევ ეჭვს გამოთქვამს თითქოსდა
ამით ციხე დაკარგავს თავის ავთენტურობას და გადაიქცევა დისნეილენდის მსგავს კიჩურ კოშკად, რაც თითქმის
განხორციელდა ახალციხეში ,რაბათის რეკონსტრუქციის დროს და არა რესტავრაციისაა,
მაგრამ რაბათი სხვა თემაა . დარწმუნებული ვარ მოსახლეობის 90% წარმოდგენაც არ ქონდა თუ რა იყო რაბათი ,ან სად მდებარეობდა, უბრალოდ პიარმა თავისი გაიტანა, ციხე ცნობილი გახდა და ამასთან ერთად გაიზარდა ინტერესი და კრიტიკაც
ზოგჯერ დაუმსახურებელიც კი, რადგან ბევრი მიიჩნევს რომ ეს პროექტი არის ნაცმოძრაობის საარჩევნო სვლა .
მაგრამ აქ კი სრულიად ნიველირებულია თვითონ ახალციხის მოსახლეობის ინტერესები, არ დაგვავიწყდეს რომ რაბათთან ერთად მათ უჩნდებათ უფრო ბევრი შესაძლებლობა და ინტერესები ვიდრე იყო ამ მართლაცდარომ ჩაშვებულ მხარეში.
ამიტომ რაბათის თუნდაც ამ სახით აღდგენა მაინც გამართლებულად მიმაჩნია.
ახლა რაც შეეხება ნარიყალას , ეს არის დედაქალაქის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და მისი ამ სახით დატოვება როგორშიც დღეს არის დანაშაულს თუ არა იმ დიდი პოტენციალის არ გამოყენებას ნიშნავს რაც მიუტევებელი შეცდომაა,
დავიწყოთ შესასვლელით , საკმაოდ უსახური ნანგრევი რომელიც შესასვლელ თაღს ამშვენებს არა მგონია ესთეტიურად გამართლებული იყოს ქალაქის მთავარი ციხის მნახველთათვის,
აგრეთვე ციტადელის მთავარი გოდოლი სადაც დროშა კიდია სრულიად მიგდებულია, უნდა მოწესრიგდეს შეძლებისდაგვარად და დაიდგას ბუტაფორული ზარბაზანი, (ცნობისათვის კრწანისის ომის დროს ნარიყალიდან მტერს გიორგი გურამიშვილის მეზარბაზნენი დიდ ზიანს აყენებდნენ)
აგრეთვე თუ ტურისტი საქართველოს ისტორიით ვერ დაიკვეხნის მისთვის სრულიად ბუნდოვანი ხდება ციხის დანიშნულება და ისტორია რადგან გარშემო არ არსებობს არანაირი ინფორმაციის წყარო. ,ამიტომ საჭიროა რომ შეიქმნას კრწანისის ომის ისტორიის მუზეუმი , თუნდაც იმ ადგილას მარჯვნივ რომ მიტოვებული შენობაა და საეჭვოდ აწერია საბერძნეთის რესპუბლიკის საკუთრებაო???? (ვინ და რა დროს მიყიდა?)
აგრეთვე შიგა პერიმეტრზე ბოტანიკური ბაღის მხარეს აუცილებლად უნდა დაიგოს ხელოვნური ბალახი (პოლიციის შენობებს ხო გარს აკრავს) რათა თბილისელებს და უცხოელ სტუმრებს მიეცეს წამოწოლის საშუალება ზაფხულში.
დიდი ბონუსი იქნებოდა ბოტანიკურის მხარეს ესკალატორის გაკეთება თავისი სალაროთი ,ამით დაიტვირთებოდა ბოტანიკური ბაღიც მნახველთაგან რაც მისი ბიუჯეტისთვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა,
ხოლო შაბათ კვირას აუცილებელი იქნება ციხე დაიტვირთოს თეატრალური წარმოდგენებით რაღაც ამდაგვარი
როგორიც BTN -ის ავტორ იან მაკენზის ამ ფოტოშია

user posted image

და კიდევ აქ ზოგიერთი იუზერის მიერ ნარიყალას აღდგენის იდეა ირონიულად იყო აღთქმული და შედარებული იყო რომის კოლიზეუმსა და ეგვიპტურ სფინქსის ქანდაკებას.
არ შეიძლება მეგობრებო ყველაფერში მხურვალე კონსერვატიზმი
რადგან რომის შთამბეჭდავი კოლიზეუმი თვისობრივად და მსოფლიო მნიშვნელობით დიდად აღემატება ჩვენს დედაციხეს ,
სამწუხაროდ ნარიყალას უფრო ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიული მისია გააჩნია, მისი მდარე მხატვრული ღირებულება უდაოდ იძლევა განახლების წინაპირობას ,
მითუმეტეს რა სახითაც ეხლა ჩვენ ვხედავთ ეგეც საბჭოთა საქართველოს მიერ წარმოებული რესტავრაციის შედეგი უფროა ვიდრე ის რაც აღა მაჰმადმა, ქრისტოფორე კასტელმა და ჟან შარდენმა ნახეს(((
გვაქვს მაგალითები თითქმის ანალოგიურ ციხეკოშკების შთამბეჭდავი აღდგენისა და ის უნდა გამოვიყენოთ.
არის ასეთი ქალაქი ჰერატი ავღანეთში , უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ძეგლებით .
ხოდა ამ მუდმივად მეომარმა ქვეყანამ შეძლო და 2009 წელს აღადგინა თავისი საგანძური , ჰერატის ლეგენდარული ციხე, რომელიც ჩ.წ.აღრიცხვამდე 330 წელს შტურმით აიღო თვით ალექსანდრე მაკედონელმა და დაარსა ქალაქი ალექსანდია-არიანა და მისი მთავარი საუნჯე ჰერატის ციხეკოშკი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სასანიდურ და არაბი ხალიფების ირანულ -პართიულ პერიოდში ,
მაშ ასე ჰერატი :

როგორ გამოიყურებოდა იგი 1975 წელს.
user posted image

და როგორ გამოიყურება ის ეხლა

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

და ეს ყველაფერი იუნესკოს დაკვეთით ,

ხოლო არის სხვა მაგალითები თანამედროვე და წარსულის დიდების შერწყმისა , მაგალითად შუაგულ ლონდონში ვინჩესტერის სასახლის ნაშთები სრულ ჰარმონიაშია თანამედროვ არქიტექტურასთან

user posted image

user posted image

და ბოლოს ჩემი ფავორიტი ედინბურგის ციხეკოშკი რომელიც ძალიან გავს თბილისის ნარიყალას, ))))))))))))) რამდენჯერაც მინახია იმდენჯერ თბილისს მახსენებდა ,

user posted image

user posted image

Posted by: Bodzali 18 Sep 2012, 16:03
საინტერესოა...

აღდგენა კარგია, მაგრამ ამ აღდგენას თავისი საზღვრები აქვს...მოკლედ ისე არ უნდა აღადგინო რომ ისტორია დაიკარგოს !

ახალციხე-ხო...ცოტა ფენტეზი გამოვიდა მარა არაუშავს...იმედია სხვა ძეგლებს უფრო რეალურს მიუახლოებენ.

ნარიყალას არ ჭირდება ზედმეტი ფაცი-ფუცი...უნდა გაიწმინდოს და გამაგრდეს სადაც საჭიროა, რაც საბჭოთა და შევარდნაძის დროს დააშენეს ეგეც საკმარისია, ისე არ უნდა "აღადგინო" ზედ ისტორიული არაფერი დაგრჩეს...მთავარი რათქმაუნდა სისუფთავე.

მეორე რკინა ბეტონით ? იქნებ ძველი წესით კირით აშენდეს... ბევრად გამართლებული იქნება...

ერთი სათხოვარი მექნება: თუ აქვს ვინმეს დადოს ნარიყალას და ახალციხის თანამედროვე მდგომარეობის გეგმები.

თუ აშენებაა თაბორის ციხე აშენდეს...თბილისის ფორთიფიკაციული სამკუთხედი= ისანი/მეტეხი-თაბორი-ნარიყალა.

Posted by: Carver 18 Sep 2012, 23:13
QUOTE
თუ აშენებაა თაბორის ციხე აშენდეს...თბილისის ფორთიფიკაციული სამკუთხედი= ისანი/მეტეხი-თაბორი-ნარიყალა.

ისნის იგივე მეტეხის ციხეზე ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ ზღაპარია მისი 0 დან აშენება.. თაბორზე არ ვიცი შემორჩენილი თუა რამე..

QUOTE
ახლა რაც შეეხება ნარიყალას , ეს არის დედაქალაქის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და მისი ამ სახით დატოვება როგორშიც დღეს არის დანაშაულს თუ არა იმ დიდი პოტენციალის არ გამოყენებას ნიშნავს რაც მიუტევებელი შეცდომაა,
დავიწყოთ შესასვლელით , საკმაოდ უსახური ნანგრევი რომელიც შესასვლელ თაღს ამშვენებს არა მგონია ესთეტიურად გამართლებული იყოს ქალაქის მთავარი ციხის მნახველთათვის,
აგრეთვე ციტადელის მთავარი გოდოლი სადაც დროშა კიდია სრულიად მიგდებულია, უნდა მოწესრიგდეს შეძლებისდაგვარად და დაიდგას ბუტაფორული ზარბაზანი, (ცნობისათვის კრწანისის ომის დროს ნარიყალიდან მტერს გიორგი გურამიშვილის მეზარბაზნენი დიდ ზიანს აყენებდნენ)

+++

QUOTE
ნარიყალას არ ჭირდება ზედმეტი ფაცი-ფუცი...უნდა გაიწმინდოს და გამაგრდეს სადაც საჭიროა, რაც საბჭოთა და შევარდნაძის დროს დააშენეს ეგეც საკმარისია

ეკლესიის გარდა კიდევ რამეა დაშენებული?

ნარიყალაზეც ბევრია გასაკეთებელი, მარტო გაწმენდა, კონსერვაცია არაა საკმარისი... კოშკები საშინელ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ყველაზე მაღალი კოშკი, მივარდნილი სანაგვეა..

http://www.radikal.ru

Posted by: d_tsabo 14 Oct 2012, 23:43
http://photohost.aisiforce.org/st135/00088_1350243740_oqs2o.jpg

Posted by: Fabian 9 Sep 2016, 19:38
ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია, თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება.
ნარიყალას ციხე-სიმაგრე სხვადასხვა დროში აშენებული მრავალფენიანი ისტორიული ძეგლია, გაშლილია ვრცელ ფართობზე და მოცულობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. პროექტი გრძელვადიანია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს:
• სამუშაოები დაიწყება ციტადელის აღმოსავლეთის კედელ-ბურჯის რესტავრაციით, კერძოდ N15 და N16 კოშკებს შორის კედლის დაშლით, რადგან აღნიშნული კედელი ძლიერი წვიმების შედეგად დანესტიანებული და დაზიანებულია;
• ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი როლი ტაძარს უჭირავს, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სატრაპეზო მნიშვნელოვანია. არსებული სატრაპეზო აგებულია სპონტანურად და ფარავს კედლის მნიშვნელოვან ისტორიულ ნაწილს. ახალი პროექტით აიგება ახალი სატრაპეზო, კომუნიკაციების ნაკლებ სახიფათო ზოლში გადატანით, რის შემდეგაც მოხდება ძველი სატრაპეზოს დემონტაჟი;
• გამაგრდება კლდოვანი ფუძე-საძირკვლები;
ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა, როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და 1089-1125 წლებში, კი დავით აღმაშენებლის მიერ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.
თბილისის განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ნარიყალას ისტორიული ციხე-სიმაგრის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

Posted by: Carver 10 Sep 2016, 21:47
QUOTE
ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია

წინასაარჩევნო დაპირება სერიოზულად არ უნდა აღიქვას ადამიანმა.. თუმცა, თუ რეალურად ამოქმედდება, ვიტყვი, რომ ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა ასრულდა..

Posted by: GEORGIA007 18 Sep 2016, 14:44
QUOTE
ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაცია, თბილისის განვითარების ფონდის პროექტის „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მსხვილი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ ხორციელდება.
ნარიყალას ციხე-სიმაგრე სხვადასხვა დროში აშენებული მრავალფენიანი ისტორიული ძეგლია, გაშლილია ვრცელ ფართობზე და მოცულობით სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს. პროექტი გრძელვადიანია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს:
• სამუშაოები დაიწყება ციტადელის აღმოსავლეთის კედელ-ბურჯის რესტავრაციით, კერძოდ N15 და N16 კოშკებს შორის კედლის დაშლით, რადგან აღნიშნული კედელი ძლიერი წვიმების შედეგად დანესტიანებული და დაზიანებულია;
• ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანი როლი ტაძარს უჭირავს, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის სატრაპეზო მნიშვნელოვანია. არსებული სატრაპეზო აგებულია სპონტანურად და ფარავს კედლის მნიშვნელოვან ისტორიულ ნაწილს. ახალი პროექტით აიგება ახალი სატრაპეზო, კომუნიკაციების ნაკლებ სახიფათო ზოლში გადატანით, რის შემდეგაც მოხდება ძველი სატრაპეზოს დემონტაჟი;
• გამაგრდება კლდოვანი ფუძე-საძირკვლები;
ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხესიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა, როგორც „შურის ციხე“. VII საუკუნეში და 1089-1125 წლებში, კი დავით აღმაშენებლის მიერ მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მოგვიანებით შემოსულმა მონღოლებმა მას „ნარინ ქალა“ („მცირე ციხესიმაგრე“) დაარქვეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება.
თბილისის განვითარების ფონდმა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ნარიყალას ისტორიული ციხე-სიმაგრის პირველი ეტაპის სამუშაოები ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

up.gif up.gif

Posted by: Carver 22 Sep 2016, 16:44
ციხე გვიანი და ადრეული შუა საუკუნეების მიქსის იერზეა, მაგრამ პირველი რეაბილიტაციის დროს აღდგენილი ქონგურა ( ქონგურის კბილები, როგორც ჰქვია) ციხის საერთო ვიზუალიდან ამოვარდნილს ჰგავს.. თუ იცით ვინმემ რის საფუძველზე მოხდა ამ პატარა კოშკის რეაბილიტაცია და ავთენტურია ეს ქონგურის "კბილები" და სათოფურები?

http://radikal.ru

http://radikal.ru

Posted by: darlan 26 Sep 2016, 23:27
QUOTE
თქვენი აზრი განახლებასთან დაკავშირებით

განახლება ძალიან მოუხდება, კედლების გარეცხვა, შეღებვა, კარგ ფერზე დაჯენა

Posted by: punisher 11 27 Sep 2016, 00:15
მეტეხი , ვირის ხიდი და ნარიყალა 1839

Posted by: Fabian 27 Sep 2016, 00:18
ნარიყალა ძალიან ჰგავს ზოგიერთ ირანულ ციხეს, რაც პრინციპში არაა გასაკვირი.
რუდხანის ციხე მაგრად ჰგავს ნარიყალას >>> https://www.drive2.ru/c/3115475/
იმჰო

Posted by: spider77 28 Sep 2016, 16:59
QUOTE (Carver @ 18 Sep 2012, 23:13 )
QUOTE
თუ აშენებაა თაბორის ციხე აშენდეს...თბილისის ფორთიფიკაციული სამკუთხედი= ისანი/მეტეხი-თაბორი-ნარიყალა.

ისნის იგივე მეტეხის ციხეზე ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ ზღაპარია მისი 0 დან აშენება.. თაბორზე არ ვიცი შემორჩენილი თუა რამე..

QUOTE
ახლა რაც შეეხება ნარიყალას , ეს არის დედაქალაქის ერთერთი მთავარი ღირშესანიშნაობა და მისი ამ სახით დატოვება როგორშიც დღეს არის დანაშაულს თუ არა იმ დიდი პოტენციალის არ გამოყენებას ნიშნავს რაც მიუტევებელი შეცდომაა,
დავიწყოთ შესასვლელით , საკმაოდ უსახური ნანგრევი რომელიც შესასვლელ თაღს ამშვენებს არა მგონია ესთეტიურად გამართლებული იყოს ქალაქის მთავარი ციხის მნახველთათვის,
აგრეთვე ციტადელის მთავარი გოდოლი სადაც დროშა კიდია სრულიად მიგდებულია, უნდა მოწესრიგდეს შეძლებისდაგვარად და დაიდგას ბუტაფორული ზარბაზანი, (ცნობისათვის კრწანისის ომის დროს ნარიყალიდან მტერს გიორგი გურამიშვილის მეზარბაზნენი დიდ ზიანს აყენებდნენ)

+++

QUOTE
ნარიყალას არ ჭირდება ზედმეტი ფაცი-ფუცი...უნდა გაიწმინდოს და გამაგრდეს სადაც საჭიროა, რაც საბჭოთა და შევარდნაძის დროს დააშენეს ეგეც საკმარისია

ეკლესიის გარდა კიდევ რამეა დაშენებული?

ნარიყალაზეც ბევრია გასაკეთებელი, მარტო გაწმენდა, კონსერვაცია არაა საკმარისი... კოშკები საშინელ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ყველაზე მაღალი კოშკი, მივარდნილი სანაგვეა..

http://www.radikal.ru

ძველი ნარიყალა.

http://pix.ge/

Posted by: Carver 28 Sep 2016, 18:13
კოშკი, სადაც კარიბჭეა გამოჭრილი, გაცილებით მაღალი ყოფილა ამ ფოტოს მიხედვით...
http://radikal.ru

http://www.dzeglebi.ge/statiebi/arqeologia/nariyala_cixesimagris.html

Posted by: tre kronor 6 Oct 2016, 14:50
QUOTE (ხორხე @ 14 Sep 2012, 10:11 )
აი ეკლესიის აღება რომ შეიძლებოდეს რა კარგი იქნებოდა user.gif

ძალიან არ უხდება მაგხელა ეკლესია მაგ ადგილს user.gif

+1

Posted by: ტემპერა 6 Oct 2016, 15:26
Fabian
QUOTE
ნარიყალა ძალიან ჰგავს ზოგიერთ ირანულ ციხეს, რაც პრინციპში არაა გასაკვირი.

ნარიყალა გავს გორის ციხეს : ))

Posted by: system32 7 Oct 2016, 12:11
შუაში რო ეკლესიაა ახალი აშენებული ის აუცილებალად ასაღებია იქიდან ამახინჯებს ყველაფერს
მაგაზე მმკ და ჭეშმარიტები რაც დარჩენილიაქვთ გაიბრდღვნიან ყველაფერს ასე რო ჯერ ეგ საკითხია მოსაგვარებელი

ეგ ციხესიმაგრე რო ახალციხის ციხესავით აღდგეს ძაან მაგარი იქნება smile.gif

Posted by: d_tsabo 7 Oct 2016, 13:17
system32
QUOTE
შუაში რო ეკლესიაა ახალი აშენებული ის აუცილებალად ასაღებია იქიდან ამახინჯებს ყველაფერს
მაგაზე მმკ და ჭეშმარიტები რაც დარჩენილიაქვთ გაიბრდღვნიან ყველაფერს ასე რო ჯერ ეგ საკითხია მოსაგვარებელი

უამრავი ადგილი ვნახე საქართველოში ბლო 5 წლის განმავლობაში და ახალი ტენდეცია აქვს შავოსნებს სადაც ყველაზე მაგარი პოტენციალის მქონე ადგილია იქ აშენებენ ეკლესიებს გურია,სვანეთი,იმერეთი კახეთი რავი ბევრგან

Posted by: system32 9 Oct 2016, 17:39
QUOTE (d_tsabo @ 7 Oct 2016, 13:17 )
system32
QUOTE
შუაში რო ეკლესიაა ახალი აშენებული ის აუცილებალად ასაღებია იქიდან ამახინჯებს ყველაფერს
მაგაზე მმკ და ჭეშმარიტები რაც დარჩენილიაქვთ გაიბრდღვნიან ყველაფერს ასე რო ჯერ ეგ საკითხია მოსაგვარებელი

უამრავი ადგილი ვნახე საქართველოში ბლო 5 წლის განმავლობაში და ახალი ტენდეცია აქვს შავოსნებს სადაც ყველაზე მაგარი პოტენციალის მქონე ადგილია იქ აშენებენ ეკლესიებს გურია,სვანეთი,იმერეთი კახეთი რავი ბევრგან

პატრონი არ ყავს ქვეყანას და აბა რა იქნება cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: Carver 9 Oct 2016, 20:51
QUOTE
რუდხანის ციხე მაგრად ჰგავს ნარიყალას

არადა არაფრით გავს კონკრეტულად მაგ სიმაგრეს...

QUOTE
ნარიყალა გავს გორის ციხეს

გორის 5 დონიან ციხეს ნაკლებად..
თმოგვი-აწყურიც იგივე სისტემაა კლდეზე შერწყმული ასიმეტრიული კედლები, გამოყოფილი ციტადელი, ქვედა ციხე, კედლების და კოშკების ფორმა, მაგრამ რომელიმეს გავსო მაინც ვერ იტყვი ნარიყალაზე..

Posted by: Anti-Totleben 10 Aug 2021, 22:42
ნარიყალას ციხის კედელი პემზის ბლოკით ამოავსეს
28.04.21 17:38
user posted image
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/2877-narikalas-tsikhis-kedeli-pemzis-blokit-amoavses

Posted by: Fabian 13 Aug 2021, 22:58
Anti-Totleben
QUOTE
ნარიყალას ციხის კედელი პემზის ბლოკით ამოავსეს

მავნებლები mad.gif

არადა როგორ მინდა ციხის აღდგენა, თორემ ეკლესიამ დაუკარგა მაშტაბურობა და ეფექტურობა.

Posted by: GEORGIA007 14 Aug 2021, 15:08
QUOTE
ნარიყალას ციხის კედელი პემზის ბლოკით ამოავსეს
28.04.21 17:38

ეგ კიდევ 90-იანებიდან მახსოვს

Posted by: Hif 25 Aug 2021, 17:18
QUOTE (Anti-Totleben @ 10 Aug 2021, 22:42 )
ნარიყალას ციხის კედელი პემზის ბლოკით ამოავსეს
28.04.21 17:38
user posted image
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/2877-narikalas-tsikhis-kedeli-pemzis-blokit-amoavses

ეს ძველი გაკეთებულია.

სულ ეს იყო?
პროექტი - ნარიყალას რეაბილიტაცია მხოლოდ აღმოსავლეთის კედლით შემოიფარგლა?
5 წელია დაანონსდა, არაფერი ეტყობა.

Posted by: punisher 11 29 Sep 2022, 14:58
ნარიყალას მსგავსი გარემო აღმოვაჩინე სარდინიაში ))))

user posted image

Posted by: Hif 5 Oct 2022, 12:48
QUOTE (punisher 11 @ 29 Sep 2022, 14:58 )
ნარიყალას მსგავსი გარემო აღმოვაჩინე სარდინიაში ))))

user posted image

კარგია რომ ჩვენი უფრო შუა საუკუნეების ვიზუალზეა. იმედია მირზა შაფის თანამედროვე მშენებლობა სარდინიის მაგ მაგალითს არ დაამსგავსებს.

რატომ არ გრძელდება ციხის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპები?

Posted by: punisher 11 17 Oct 2022, 13:58
კიდევ ერთი ნარიყალას მიმდებარე ტერიტორიის ვიზუალი ოღონდ პორტუგალიაში .

user posted image

Posted by: Fabian 17 Oct 2022, 17:57
ნარიყალას წყალსადენის სათავე ნაგებობა
https://kvamli.wordpress.com/2022/04/26/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90/

Posted by: Fabian 22 Dec 2022, 00:05
საქართველოს ციხე-სიმაგრეები
https://kvamli.wordpress.com/2022/12/22/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%94/

Posted by: Volkssturm 19 Aug 2023, 18:28
....................................................................................................................................................................

Posted by: GEORGIA007 24 Aug 2023, 17:41
QUOTE
რატომ არ გრძელდება ციხის რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპები?

მეც მაინტერესებს ეგ და ვინც იცის პირველი ეტაპი დასრულდა უკვე?

Posted by: GEORGIA007 8 Nov 2023, 20:53
ნარიყალის ციხეზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
11:35, 01.11.2023

თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალს ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისი მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.

„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალის ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივნისისთვის იგეგმება.

Posted by: HiStorian 9 Nov 2023, 02:17
რომანა გვენცაძის აშენებული ტაძარი არ უხდება ნარიყალას ციხესიმაგრეს.
სრულიად უადგილოა და ზომებიც ძალიან დიდი, და პლუს პირველად მნახველს აფიქრებინებს თითქოს ის ისტორიული ნაგებობა იყოს

Posted by: Fabian 9 Nov 2023, 10:33
QUOTE
ნარიყალის ციხეზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

ნეტა პირველი ეტაპი რას მოიცავდა?! boli.gif

HiStorian
QUOTE
რომანა გვენცაძის აშენებული ტაძარი არ უხდება ნარიყალას ციხესიმაგრეს.
სრულიად უადგილოა და ზომებიც ძალიან დიდი, და პლუს პირველად მნახველს აფიქრებინებს თითქოს ის ისტორიული ნაგებობა იყოს

თავის დროზე ტუფის მაგივრად, აგურის ფაქტურით რომ მოეპირკეთებინათ უფრო ჩაჯდებოდა გარემოში.

Posted by: TiredMan 10 Nov 2023, 11:39
QUOTE
რომანა გვენცაძის აშენებული ტაძარი არ უხდება ნარიყალას ციხესიმაგრეს.

ძალიან განუკითხაობა იყო, როგორ ააშენებინეს მანდ საერთოდ. ეხლა მაგის დანგრევა და ციხისთვის აუთენტური სახის დაბრუნება პრობლემაა ...

Posted by: Passe-Partout 14 Nov 2023, 21:44
შესანიშნავი საინვესტიციო პროექტია. ნარიყალა-თაურსში მ2 მინიმუმ 3000 დოლარი უნდა იყოს

Posted by: ივანიჩ 15 Nov 2023, 11:58
QUOTE
ნარიყალა-თაურს

ეს რამე ახალია?
რა თაუერსი?

Posted by: SAROKAWA 31 Jan 2024, 15:39

თბილისის მერია ნარიყალას ციხის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის განვითარების ფონდმა აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება. ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება, კერძოდ, 2024 წელს გამოიყოფა - 5,268,648 ლარი, 2025 წელი კი 7,893,638 ლარი.

user posted image

ნეტა რა გამოვა?

Posted by: emre 31 Jan 2024, 17:41
ეკლესიის აღებაზე ვოცნებობდით და მეორეს უშენებენ

Posted by: GEORGEXIII 31 Jan 2024, 18:18
QUOTE
თბილისის მერია ნარიყალას ციხის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის განვითარების ფონდმა აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება. ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება, კერძოდ, 2024 წელს გამოიყოფა - 5,268,648 ლარი, 2025 წელი კი 7,893,638 ლარი.

რაც რენდერზეა მასე თუ გააკეთეს და გულით მიუდგნენ კაი რამე გამოვა. თან ტურისტებსაც უფრო მეტად მიიზიდავს.

Posted by: TiredMan 31 Jan 2024, 23:00
ეგ ეკლესია მოაშორონ მაქედან, მუწუკივით რომაა მანდ. საერთოდ ამახინჯებს მაქაურობას.

Posted by: Hif 31 Jan 2024, 23:55
QUOTE (SAROKAWA @ 31 Jan 2024, 15:39 )
თბილისის მერია ნარიყალას ციხის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის განვითარების ფონდმა აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება. ჯამში სამუშაოები 13 162 286 ლარი დაჯდება, კერძოდ, 2024 წელს გამოიყოფა - 5,268,648 ლარი, 2025 წელი კი 7,893,638 ლარი.

user posted image

ნეტა რა გამოვა?

მერამდენე წელია ანონსდება, იწყება და არაფერი კეთდება .
შახტახტის დიდი კოშკი ფოტოდან აღადგინონ.

ეკლესია საერთოდ არ ზის ცუდად კომპოზიციაში.
პრობლემას ქმნის მისი გარე ფასადი და გადახურვა.

Posted by: SAROKAWA 1 Feb 2024, 10:06
QUOTE
ეგ ეკლესია მოაშორონ

მოაშორონ რა, ხოარ დაანგრევენ

Posted by: emre 1 Feb 2024, 15:07
QUOTE (SAROKAWA @ 1 Feb 2024, 10:06 )
QUOTE
ეგ ეკლესია მოაშორონ

მოაშორონ რა, ხოარ დაანგრევენ

კრუნჩხვებში ჩავარდება მრევლი, ეკლესეიბს ანგრევენ და ესრერიკები...
სამწუხაროდ მაგის დამგრევი არავინაა
სახაბასი თუ არ სემოგვივარდა :დ

Posted by: otokarcobra 1 Feb 2024, 23:50
ეკლესიამდე ის ყლისშვილი ბუშტი მოაშორონ რიყედან ბიჭო, მთელ ხედს ფარავს, რა უბედურებაა, ვინ გასცა მაგის ნებართვა რა არის ეს

Posted by: something1 2 Feb 2024, 01:44
ვაბშე რიყე რას გავს, უმახინჯესი პარკია. ეგ პარკი ვაბშე მოსაშლელია იმ დოქებიანად, კარგი იქნებოდა ძველი რიყის უბნის რეკონსტრუქცია. ნახევარი პოლონეთი რეკონსტრუქცირებულია ისტორიული ფოტოებით. ისეთი მოცარიელებულია ეგ სივრცე, ერთადერთი ძველი შენობების რეკონსტრუქცია თუ უშველის ხედს. არაბული კაფეების გარეშე ოღონდ.

Posted by: LOLZ 2 Feb 2024, 02:09
რაც აღა მაჰმად ხანმა დააკლო, ქოცებმა უნდა დაუმატონ "რემონტისას?" rolleyes.gif

Posted by: SAROKAWA 2 Feb 2024, 10:44
QUOTE
ძველი რიყის უბნის რეკონსტრუქცია.

რიყე ძირითადად მე-19 საუკუნეში საქონლის გასაჩერებლად და დასაპურებლად გამოიყენებოდა
ხიდთან იყო რამდენიმე ქარვასლა
და დუქნები
და ეგ უნდა აღადგინონ?

საერთოდაც ის შენობები რაც იდგა (ქარვასლების გამოკლებით) იმიტომ დაანგრიეს რომ მტკვრის ადიდების გამო იტბორებოდა ხშირად

Posted by: emre 2 Feb 2024, 10:57
ამ სურატზეც ეტყობა ახალი აგურის ფენები
ფაქტიურად ხელახლა აშენებულია ახლა რაცარის...

user posted image

Posted by: ნიკა 2 Feb 2024, 12:26
რიყე მუდმივად იტბორებოდა. ზაჰესმა და ორთაჭალჰესმა მოაგვარეს ეგ პრობლემა.. მაშინ ამოვთხაროთ ეგ ადგილკი და რამე ჭაობიანი გუბურები გავაკეთოთ?

მშრალი ხიდსაც დავუბრუნოთ ისტორიული ფუნქცია? ვაი რომ ამ შემთხევავში იუსტიციის სახლი კუნძულზე აღმოჩნდება და ისევ იმ ხიდით მოგვიწევს სიარული რომელსაც ასე ებრძვიან აქ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: SAROKAWA 2 Feb 2024, 13:24
QUOTE
ზაჰესმა და ორთაჭალჰესმა მოაგვარეს ეგ პრობლემა.

60 იანებში და 70 იანებშიც იყო წყალდიდობა, არსებობს მაგისი ფოტოებიც
ის კი არა
დაჟე 90 იანების ბოლოსაც კი იყო ერთხელ, მახსოვს სანაპიროზე რომ დიდი სტალინკებია იქ იმათი პირველი სართულები დაიტბორა

Posted by: ნიკა 2 Feb 2024, 15:51
SAROKAWA
იყო ერთეული შემთხვევები, თუმცა მერე ჟინვალიც დაემატა კიდევ და მთლად გაუმჯობესდა. მანამდე კი სულ იტბორებოდა წელიწადში რამდენჯერმე.

Posted by: TiredMan 2 Feb 2024, 16:20
SAROKAWA
QUOTE
საერთოდაც ის შენობები რაც იდგა (ქარვასლების გამოკლებით) იმიტომ დაანგრიეს რომ მტკვრის ადიდების გამო იტბორებოდა ხშირად

მაგ დატბორვის გამო 1970-იანების დასაწყისში თბილისში ქოლერის ეპიდემია იყო. მაშინ გაასახლეს მაქედან ხალხი და საბოლოოდ დაანგრიეს მანდ არსებული ქოხები. ჩემი ძმაკაცი გადაასახლეს მაქედან თემქაზე მაშინ.

Posted by: Fabian 2 Feb 2024, 17:47
ეკლესიას აგურით თუ მოაპირკეთებენ კიდე ჩაჯდება ასე თუ ისე საერთო ხედში...

Posted by: SAROKAWA 2 Feb 2024, 17:55
QUOTE
ეკლესია

ეგ ეკლესია საერთოდ ისეა აშენებული
მარტო გრავიურებზე ჩანს რომ გუმბათიანი იყო
ახლა ვიღა მოკიდებს ხელს

Posted by: something1 4 Feb 2024, 03:01
ნიკა

ძაან შორს წახვედი, არ მითქვამს მიწა გამოვუღოთ და დავტბოროთთქო. smile.gif რეკონსტრუქციაში შენობების რეკონსტრუქცია ვიგულისხმე, ცნობისთვის დასახლებული უბანი იყო და მხოლოდ წისქვილებისთვის და საქონლის გასაჩერებლად არ გამოიყენებოდა. საკმაოდ უნიკალური უბანი იყო არქიტექტურულად და ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნებოდა ამ შენობების რეკონსტრუქცია, ვიდრე ეს უფუნქციო, უსახური პარკი და დოქები. საიდანაც არ უნდა გადმოხედო, ისეა მოცარიელებული ეგ სივრცე, აშკარად ეტყობა რომ ქალაქის რაღაც ისტორია არის წაშლილი. ისტორიული რეკონსტრუქცია კი ბევრ ქალაქში მოსულა, ნახევარი პოლონეთი მეორე მსოფლიოს შემდეგ რეკოსნტრუქტირებულია. მშრალი ხიდი არაფერ შუაშია, ქოლმ დაუნ.

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: TiredMan 4 Feb 2024, 11:50
something1
QUOTE
ძაან შორს წახვედი, არ მითქვამს მიწა გამოვუღოთ და დავტბოროთთქო.  რეკონსტრუქციაში შენობების რეკონსტრუქცია ვიგულისხმე, ცნობისთვის დასახლებული უბანი იყო და მხოლოდ წისქვილებისთვის და საქონლის გასაჩერებლად არ გამოიყენებოდა. საკმაოდ უნიკალური უბანი იყო არქიტექტურულად და ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნებოდა ამ შენობების რეკონსტრუქცია, ვიდრე ეს უფუნქციო, უსახური პარკი და დოქები. საიდანაც არ უნდა გადმოხედო, ისეა მოცარიელებული ეგ სივრცე, აშკარად ეტყობა რომ ქალაქის რაღაც ისტორია არის წაშლილი. ისტორიული რეკონსტრუქცია კი ბევრ ქალაქში მოსულა, ნახევარი პოლონეთი მეორე მსოფლიოს შემდეგ რეკოსნტრუქტირებულია. მშრალი ხიდი არაფერ შუაშია, ქოლმ დაუნ.

1971 თუ 72 წელს დატბორვის და ქოლერის გაჩენის გამო დაანგრიეს ეგ უბანი კომუნისტებმა.
ეხლა მანდ პარკის არსებობა უშლის ხელს კალოშას და მის საძმაკაცოს მანდ კორპუსების შენებაში. არადა რა ფასს დაადებდნენ კვადრატულ მეტრს!

Posted by: პაწა 9 Feb 2024, 14:19
რიყეზე, ის უაზრო, უშნო, და ჭუჭყიანი ბურთი როდის უნდა მოაშორონ? ვისია საერთოდ?

Posted by: idallgo 10 Feb 2024, 08:29
პაწა
QUOTE
რიყეზე, ის უაზრო, უშნო, და ჭუჭყიანი ბურთი როდის უნდა მოაშორონ? ვისია საერთოდ?

რამდენჯერაც გავივლი სულ ეგ კითხვა მაქვს biggrin.gif

ისეა მტვრით დაფარული, თეთრის ფერის ნაცვლად ყავისფერია. ან დაფუშონ და გარეცხონ. ტეხავს sad.gif

Posted by: SAROKAWA 13 Feb 2024, 13:07
ისე
სანამ რამეს დაიწყებენ
კარგი არქეოლოგიური გათხრები არ უნდა ჩატარდეს?
მგონი საფუძვლიანი შესწავლა არც არის განხორციელებული...

Posted by: ShaqroPapa 24 Feb 2024, 00:28
განახლებით უნდა განაახლონ მაგრამ პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ ეგ საქმე. ვიღაცა "პრარაბს" არ უნდა გააკეთოს. ცემენტი არ უნდა მიაკარონ, კირი უნდა, და ისიც უნდა გაირკვეს თუ როგორი კირია საჭირო. უნდა აიღონ სინჯები და ლაბორატორიულად გაირკვეს თუ როგორი კირი იყო გამოყენებული და ეს კიდევ ზღვაში წვეთია იმხელა წინა-სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი.

Posted by: Nanik11 13 Mar 2024, 18:46
QUOTE (TiredMan @ 4 Feb 2024, 11:50 )
something1
QUOTE
ძაან შორს წახვედი, არ მითქვამს მიწა გამოვუღოთ და დავტბოროთთქო.  რეკონსტრუქციაში შენობების რეკონსტრუქცია ვიგულისხმე, ცნობისთვის დასახლებული უბანი იყო და მხოლოდ წისქვილებისთვის და საქონლის გასაჩერებლად არ გამოიყენებოდა. საკმაოდ უნიკალური უბანი იყო არქიტექტურულად და ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნებოდა ამ შენობების რეკონსტრუქცია, ვიდრე ეს უფუნქციო, უსახური პარკი და დოქები. საიდანაც არ უნდა გადმოხედო, ისეა მოცარიელებული ეგ სივრცე, აშკარად ეტყობა რომ ქალაქის რაღაც ისტორია არის წაშლილი. ისტორიული რეკონსტრუქცია კი ბევრ ქალაქში მოსულა, ნახევარი პოლონეთი მეორე მსოფლიოს შემდეგ რეკოსნტრუქტირებულია. მშრალი ხიდი არაფერ შუაშია, ქოლმ დაუნ.

1971 თუ 72 წელს დატბორვის და ქოლერის გაჩენის გამო დაანგრიეს ეგ უბანი კომუნისტებმა.
ეხლა მანდ პარკის არსებობა უშლის ხელს კალოშას და მის საძმაკაცოს მანდ კორპუსების შენებაში. არადა რა ფასს დაადებდნენ კვადრატულ მეტრს!

ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ მსგავსი მიზეზების გამო დანგრეულ უბნებს. ბოლოს და ბოლოს, კომუნისტებთან გვაქვს საქმე და მათ გავრცელებულ ინფოსთან, რომელიც როგორც წესი, ან ისტორიას შლიდა, ან რაღაცას მალავდა.

იგივეს ვფიქრობ, ,,მეწყერის გამო" სხვადასხვა ადგილებში/რეგიონებში გადასახლებულ ოჯახებზე. არც მეწყერი ფიქსირდება, საიდანაც ამ ხალხს ასახლებდნენ და არც სხვა სტიქიური უბედურება. ძირითადად, ექსპერიმენტებს ატარებდნენ ალბათ. როგორ იგრძნობდა თავს მაღალმთიანი აჭარიდან გადასახლებული ოჯახი ბოლნისის ყველაზე ხრიოკ სოფელში, სადაც 3 ხე ხარობს მხოლოდ.

ამ ადამიანებს ეტყობათ იმ სტრესის კვალი, რომელიც გარემო-პირობების შეცვლამ განაპირობა. cry.gif

Posted by: TiredMan 14 Mar 2024, 05:13
Nanik11
QUOTE
ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ მსგავსი მიზეზების გამო დანგრეულ უბნებს. ბოლოს და ბოლოს, კომუნისტებთან გვაქვს საქმე და მათ გავრცელებულ ინფოსთან, რომელიც როგორც წესი, ან ისტორიას შლიდა, ან რაღაცას მალავდა.

რა ეჭვი, სახლიდან არ მიშვებდნენ გარეთ სათამაშოდ, თან დედაჩემი სამედიცინო პერსონალი იყო და პირდაპირი სეხება ჰქონდა ამ ყველაფერთან.

ისე ყველაფერზე ეჭვის თვალით ყურება არაა კარგი, ძირითადად ჰომო სოვიეტიკუსების ჩვევაა ეგ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)