გაზაფხულის ძილი ყველაზე გემრიელია, გარეთ აყვავებული კვირტების სუნი დგას, ჩიტები ჭიკჭიკებენ, მზეს კი სასიამოვნო სითბო აქვს.
ვინ გაცდის ამ ბედნიერებას, ხელზე ვიბრაციაა (ღამით ხმას ვუთიშავ ხოლმე) დავხედე მაჯას და [MTAVROBA] აწერია დიდი ასოებით-: Gtkhovt gamotskhaddet adgilobriv poliklinikashi gifiqsirdebat organizmis momatebuli temperatura 38.6
-თქვენი დედაც, გულში ვფიქრობ
ისევ ვიბრაციაა, დავხედე [შსს] mogicodebt shetckvitot aghmasrulebeli khelisuflebis misamartit, ukhamsi azrebi
ვდგები, წუხანდელმიყრილ ტანსაცმელს ვაგროვებ და ვიცმევ, თან ვცდილობ რამე აზრმა არ გამიელვოს თავში თორემ იმ ჩემი მეზობელი "სპილოსავით" არ დამემართოს, ტიპი პრემიერ მინისტრზე ფიქრობდა, აუზში ბანაობისას ფეხი რომ აუსხლტეს და წყალში ჩავარდესო.
ამათმა კი სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობისათვის დაიჭირეს
მაჯაზე მანქანის აპლიკაცია მოვძებნე და დავქოქე, სანამყავას დავლევ ძრავს შევათბობთქო
წავედი პოლიკლინიკაში, მანამდე კი უნდა დავრეგისტრირდე,
-112 გისმენთ
-გამარჯობათ, პაატა ცერცვაძის სახელობის პოლიკლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა მსურს 10:00 საათზე
-გასაგებია ბატონო, დავაზუსტებ თუ შეიძლება: დილის 10:00 საათზე პაციენტი ერმილე უღრაძე პირადი ნომრით 00110012893 რეგისტრირდებით პაატა ცერცვაძის სახელობის ქალაქ ლაზიკის პოლიკლინიკაში უბნის ექიმთან, ასეა?
-დიახ დიახ, სწორია მადლობა
-მადლობა ზარისთვის
ჰეჰ, მეცინება ჩემს ახალგაზრდობაში 112-ში რომ დავრეკავდით ოპერატორს უნდა გამოეკითხა ვინ ხარ რამდენი წლის ხარ რა გაწუხებს