წარმოგიდგენთ
http://www.genimo.com/ -ის ერთერთ თამაშს Puzzle Hero.

ეს თამაში არის პაზლი რპგ-ს ელემენტებით სადაც ქმნი პერსონაჟ გოგონას

რომელსაც ნელ-ნელა ანვითარებ მას სხვა და სხვა მონსტრებთან ჭიდილში, აბრძოლებ მასთან და ხსნი პაზლებს რის შედეგად დაგროვილი ფულით ნელნელა ყიდულობ შენი გმირი გოგონასათვის უკეთეს იარაღს, აღჭურვილობას და სამკაულს

და ისევ ბრძოლას უბრუნდები უფრო ძლიერ მონსტრებთან და მათ ბოსებთან შესაჭიდებლად!

მართალია საკმაოდ ლამაზი და ჩამთრევი თამაშია, მაგრამ იტყვით ალბათ, რომ დიდი ამბავი სხვა მრავალი მსგავსი ასეთი სტილის თამაშებით სავსეა ინტერნეტიო და ყველას ხომ არ გაუხსნით თემასო ... მაგრამ არის ამ თამაშში რაღაც განსაკუთრებული, საინტერესო ჩვენთვის ფორუმელი გეიმეებისათვის და ჯერ არ ვიტყვი თქვენ კომენტარებს დაველოდები, იქნებ თქვენითაც მიხვდეთ თუ რითია ეს თამაში განსაკუთრებული. (მე რომ ვნახე საკმაოდ გაოცებული დავრჩი... სასიამოვნოდ გაოცებული

)
გადმოწერეთ ეს თამაში
აქ ავტვირთე (37,2მბ)ქართულ სერვერზე რომ ადვილად გადმოგეწერათ და დატოვეთ ამ თემაში თქვენი კომენტარები

მოდერებს კი ვთხოვ ცოტა ხნით მიპინონ ეს თემა, მერწმუნეთ ეს ამას იმსახურებს
This post has been edited by OHO on 19 May 2008, 02:58
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs