forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Indi ან კასუალური ორიგინალური თამაშები, Go Goo-s Go !!!
Hitmani
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5902
წევრი No.: 12624
რეგისტრ.: 6-September 05

გამოგზავნილია: 5 Dec 2008, 23:17  #11772733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
დიდი ხნის წინ, როცა გეიმერული სამყარო ჯერ კიდევ ახალი და ქაოტური იყო და ჩვენი მონიტორის ეკრანებზე ყოველდღიურად ათასობით 3პიქსელიანი მონსტრი განუტევებდა სულს vik.gif , თამაშების მწარმოებლებს არ ეშინოდათ ექპერიმენტული იდეების და გიჟური სიახლეების ძიების.

ეს იყო დრო როცა შეიძლებოდა შექმნილიყო თამაშები სადაც შეიძლება ყოფილიყო: ელსატიურ ტანსაცმელში ჩაცმული სუპერგმირი ჯაშუში რომელიც გიგანტურ კოსმოსურ მაღაროსმთხრელზე, "მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ბომბის" lol.gif მეშვეობით უმკლავდებოდა ბოროტ უცხოპლანეტელებს[mdk] , ფოლადისკვერცხებიანი დუკ ნუკემი [duke nukem] , პატარა ანგელოზი ბობი რომელსაც მხოლოდ სხვების სხეულში ჩასახლებით შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა[messiah],სულების ტურისტული აგენტი გრიმ რიპერი რომელიც თავის ერთგულ ცელს ინახავს იქ სადაც ადრე მისი გული იყო love.gif [grim fandango] და ასე [გენიალურად] შემდეგ.

დღევანდელი გეიმინგ ვორლდი აღარ არის ასეთი ქაოტური და სამწუხაროდ დიდი გეიმკომპანიების ვერ რისკავენ ასეთი გიჟური პროექტების გაკეთებას. mo.gif

საბედნიეროდ იგივეს რისკავენ ინდი დეველოპერები. bis.gif და უკვე არსებობს რამდენიმე პატარა მაგრამ ორიგინალურ და საინტერესო ექსპერიმენტალური გეიმპლეის მქონე თამაში. ეს თემაც ასეთ საინტერესო პატარა თამაშებს ეძღვენება.

This post has been edited by Hitmani on 5 Dec 2008, 23:20


--------------------
"ქარს მოყვებოდა ყვირილის ხმები დასავლეთიდან, არ შემეძლო არ გამეცინა, ვიღაცა ამ სამყაროში ჩემზე მეტად იტანჯებოდა" - კეინი
cannabis
射殺せ, 神鎗!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21282
წევრი No.: 5302
რეგისტრ.: 29-May 04

გამოგზავნილია: 5 Dec 2008, 23:21  #11772800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეჰ, სადღაა ეგეთი თამაშები, შტამპების და მეწველი ძროხების მეტი არაფერი არ გამოდის ბაზარზე.
--------------------
Hitmani
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5902
წევრი No.: 12624
რეგისტრ.: 6-September 05

გამოგზავნილია: 5 Dec 2008, 23:28  #11772893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
i'll throw in some games for discussion

ასეთ თამაშებზე ლაპარაკი არ შეიძლება გენიალური World Of Goo-ს გარეშე jump.gif
user posted image

თუ არ გითამაშიათ ეს თამაში აუცილებლად გამოასწორეთ ეს შეცდომა!
ამის გაკეთება ამ თემაში შეგიძლიათ
World Of Goo

+აუცილებლად წაიკითხეთ 7th Guest-ის World Of Goo-ს მიმოხილვა ქართულ ენაზე Here
cannabis
射殺せ, 神鎗!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21282
წევრი No.: 5302
რეგისტრ.: 29-May 04

გამოგზავნილია: 5 Dec 2008, 23:30  #11772935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ასეთ თამაშებზე ლაპარაკი არ შეიძლება გენიალური World Of Goo-ს გარეშე

სამწუხაროდ ეს მხოლოდ და მხოლოდ კაზუალია და ოფისების მდივნების და ზოგიერთი ჩვენნაირის კომპიუტერის მეტს არავის არ ესტუმრება, სერიოზულ ინდუსტრიაში ნოვაციები და იდეები კი 0. ერთი Sporeში იყო რაღაცის მცდელობა და ისიც Age OF Empire-ად გადააქციეს..
_GHOST_
Luke, I'm your father!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19565
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05

გამოგზავნილია: 6 Dec 2008, 00:00  #11773366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
World of Goo სასიამოვნო სათამაშო იყო,თუმცა ძალიან პატარა, პაზლები ადვილია(პაზლებს ალბათ ვერ დაარქმევ),მაგრამ პროექტი ორიგინალურია ,მუსიკით და ა.შ. :]



--------------------
Lorelei,A poet of tragedies, scribe I lauds to Death,Yet who the hell was I to dare?......

If we can't drink when we are alive, then how the hell can we drink when we are dead...
Hitmani
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5902
წევრი No.: 12624
რეგისტრ.: 6-September 05

გამოგზავნილია: 6 Dec 2008, 00:03  #11773403      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
cannabis
ხო სერიოზულ კომპანიები ვერაფერი მსგავსის გაკეთებას ვერ რისკავენ mo.gif და დღეს როგორც ჩანს ინდი კასუალური თამაშები ერთადერთი playground-ია ასეთი ინოვაციებისთვის. ეს თემაც ამიტომ გავსხენი, გეიმერებისთვის ვისაც ძველი ორიგინალური თამაშების ნოსტალგიას უკლავს ცოტათი ასეთი პატარა პროექტები. რომ არ გამოგვეპაროს ესეთი არამეინსტრიმ თამაშები ვისაც გვაინტერესებს, მაინც rare stuff არის ადვილია გამოგეპაროს.

კიდევ ერთი საინტერესო პროექტი რომელიც სამწუხაროდ ჯერ pc-ზე არ გამოსულა
user posted image
http://braid-game.com/

user posted image user posted image

Trailer

ამ ერთი შეხედვით ტიპიურ კასუალურ 2D პლატფორმერს(თამაში პრაქტიკულად მარიოს რემეიკია, თამაშს შეარქვეს კიდეც Mario meets... a tape recorder) საინტერესოს ხდის გეიმპლეის ერთი ძალიან საინტერესო ელემენტი.
თამაშში შესაძლებელია დროში უკან დაბრუნება, თან ეს რაიმე პორტალების დარმარებით კი არ ხდება, არამედ უბრალოდ პერსონაჟის ეკრანზე "უკან" წაყვანით. ზუსტად ისე როგორც ფილმის უკან დაბრუნება შეგიძლიათ უკან გადახვევით. თქვენი პერსონაჟი მოკვდა რამი პაზლის შესრულებისას ? უბრალოდ დააჭირეთ უკან გადახვევას იმ მომენტამდე სადაც პროტაგონისტს არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. ეს დროის უკან გადახვევა მარტო სიცოცხლის გადასარჩენად არ გამოიყენება და თამაშის პაზლების განუყოფელი ნაწილია. თუ როგორ ამის ახსნა მთელ სტატიის დაწერას საჭიროებს რისი გაკეთებაც მეზარება givi.gif ამიტომ უბრალოდ ლინკს დავაგდებ სადაც რევიუ დევს გეიმპლეის მაგალითებით

Link

ამ სტატიის წაკითხვა კი ნამდვილად ღირს, დროის გადახვევა თამაშში ბევრ წარმოუდგენელ და ორიგინალურ პაზლებს ამატებს. რომლებმაც შეიძლება world of goo-ს პაზლები მიწასთან გაასწოროს თავისი ორიგინალურობით. მაგრამ ამის შეფასება მარტო მაშინ შეგვეძლება როცა ეს თამაში pc-ზე გამოვა. (რათქმა უნდა თუ xbox-live ში ჩართული Xbox 360 არ გაქვთ და 10$ გადახდას არ აპირებთ ამ თამაშისთვის)

This post has been edited by Hitmani on 6 Dec 2008, 00:06
_GHOST_
Luke, I'm your father!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19565
წევრი No.: 14092
რეგისტრ.: 31-October 05

გამოგზავნილია: 6 Dec 2008, 00:14  #11773581      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
I'm sorry but the princess is in another castle biggrin.gif
ვახტანგი
Знаешь, почему твоя мечта не сбылась? Ты выбрал не ту мечту


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12077
წევრი No.: 32602
რეგისტრ.: 6-April 07

გამოგზავნილია: 7 Dec 2008, 15:22  #11790872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაგარი თემაა ზაან მაგრად მომწონს ინდი თაამაშები მეც დავყრი რამოდენიმეს
http://pixelpickle.com/games.html# ჯერ არ გამოსულა
http://torrents.ru/forum/viewtopic.php?t=455119 ამას ყველას გირჩევთ თემაც კი გავხსენი ფორუმზე მაგრამ რაგაც არავისი ყურადღება არ მიიქცია
http://nifflas.ni2.se/ აქაც საინტერესო თამაშებია
ეს საიტიც ნახეთ http://www.gametunnel.com/
http://www.igf.com/ ესეც
კიდე აქ დებენ საინტერესო თამაშებს http://yoo.ge/download.php


--------------------
Однажды, во время съёмок фильма "Пятый элемент" Брюс Уиллис подошёл к Люку Бессону и спросил: -"Почему в фильме есть летающие машины, люди бороздят космос, днк могут воссоздать человека, но мой герой до сих пор пользуется спичками?"
На что Люк Бессон ему ответил:
- Иди нах..., Брюс
7th Guest
ქართული ცელოკრატიის მამა


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 18526
წევრი No.: 7777
რეგისტრ.: 13-December 04

გამოგზავნილია: 7 Dec 2008, 17:16  #11791947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
კარგი თემაა. up.gif

cannabis
QUOTE
ეჰ, სადღაა ეგეთი თამაშები, შტამპების და მეწველი ძროხების მეტი არაფერი არ გამოდის ბაზარზე.


ცოტა გადახვევაა თემიდან, მაგრამ EA-მ გამაკვირვა Dead Space-ით. კაკ რაზ სულ ძროხების წველაზე იყო გადასული ეს კომპანია და სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის ასეთი კარგი თამაში მათგან.

რაც შეეხება "ინდიელებს" ( biggrin.gif ), აქ ერთი პრობლემაა ხოლმე -- ტრადიციულად დაბალი ტექნოლოგიური ხარისხი. მაგრამ როდესაც თამაში პროფესიონალების გაკეთებულია -- როგორც World of Goo, რომლის ავტორებიც დამოუკიდებელ დეველოპმენტში პროფესიონალური, "კომერციული" ინდუსტრიიდან მოვიდნენ -- მაშინ შედეგი ყველაზე კარგი გამოდის.

დასკვნა -- რაც შეიძლება მეტმა პროფესიონალმა დეველოპერმა უნდა დაიწყოს "დამოუკიდებელი აზროვნება". არაა აუცილებელი, ოფისები მიატოვონ და ტყეში გაიხიზნონ რობინ ჰუდის პონტში და იქედან "იბრძოლონ ინდუსტრიის მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად", მაგრამ მეტი "შემოქმედებითი თავმოყვარეობაა" მათგან საჭირო.

მესმის, რომ ფული ყველას სჭირდება, მაგრამ მე რომ სტუდიის ხელმძღვანელი ვიყო და ვხედავდე, რომ პაბლიშერს სურს "მწველავად" მაქციოს, უარს ვიტყოდი ასეთ პაბლიშერზე.

This post has been edited by 7th Guest on 7 Dec 2008, 17:16


--------------------
დაანებეთ ჩემს ცელს თავი!!! ™
Hitmani
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5902
წევრი No.: 12624
რეგისტრ.: 6-September 05

გამოგზავნილია: 26 Mar 2009, 04:10  #13107800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თამაში, ძაან მაგარი პროტაგონისტით!! biggrin.gif
სამწუხაროდ ჯერ მარტო Mac-ზეა.

ორი სტუდენტის გაკეთებულია!


http://kotaku.com/5050941/own-a-mac-try-feist-its-great

This post has been edited by Hitmani on 26 Mar 2009, 04:11
prince_meo
just meo


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3346
წევრი No.: 22988
რეგისტრ.: 8-September 06

გამოგზავნილია: 26 Mar 2009, 09:00  #13108335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი და ორიგინალური თამაშის გაკეთება არ ნიშნავს. რომ აუცილებლად არ გაიყიდება და ძაან დიდ რისკზე მიდიან.. სხვათაშორის ორიგინალური თამაშები რაც ამ ბოლო დროს გამოვიდა ყველა ძაან პოპულიარული იყო.. თუნდაც spore ესეც დიდი პროექტია.. და საკმაოდ კარგად იყო გაპიარებული..(ნუ უკეთაც შეიძლებოდა) მაგრამ სამწუხაროდ ორიგინალური იდეა იდეად დარჩა და spore ის სახით ვერ ვიხილეთ ის რასაც ველოდებოდით.. ეს კიდევ უკვე აღარ არის იმის ბრალი რომ დეველოპერები ცარიელ კომერციაზე საზღვრავენ თამაშებს... თუნდაც mirrors edge. assasin's creed. prince of persia.. ყველა მცდელობაა რომ გაეკეთებინათ რაღაც ახალი.. აქ ვერ იტყვის კაცი რომ თუ ამ თამაშებს რამე პრობლემა აქვთ იმის გამოა რომ პაპსას მიაწვნენ დეველოპერები... აგერ კიდევ ერთი ჯერ მარტო კაცი რომ შეხედავს რომელს უფრო მეტი აქვს პაპსავიკური ელემენტები.. Fallout 3 თუ Far cry 2 არადა fallout 3 იმ მართლაც აჯობა კომერციის თვალსაზრისით., ძაან ბევრისთვის ეს მეტად განსხვავებული სტილი იყო.. დაჟე იმათთვისაც ვისაც პირველი ორი ნათამაშები ქონდათ.. ზოგიერთმა ჯერ fallout 3 ითამაშა და მერე გაარკვია თუ წინები რას წარმოადგენდნენ.. გაყიდვების მხრივ კიდევ fallout 3 მა ჩამოიხია,, თანაც არც თუ ისე კარგად იყო რეკლამირებული... ნუ ყოველ შემთხვევაში.. Far cry 2 სანამ გამოვიდოდა უკვე ყველაფერი ვნახეთ. ვიდეოებში და სტატიებში.

მარტო ორიგინალურ თამაშზეც არაა.. საერთოდაც ვფიქრობ რომ იდეების ნაკლებობას განიცდიან.. იმიტომ რომ თუნდაც არა ორიგინალური იდეა და სთორი, დაჟე GAMEPLAY შესაძლებელია რომ გააკეთო ისეთი რომ შეუდარებელი შედევრი გახადო..

თუნდაც call of duty ის პირველი ნაწილი მაშინ გამოვიდა.. როცა უკვე wwII თემა რასაც ქვია 100 ჯერ გატკეპნილი იყო.. მარა თამაშიც უძლიერესი გამოვიდა და იმის მიუხედავათ რომ სუფთა medal of honor ის კლონი იყო.. თამაშის დროს მაინც განსხვავებული შეგრძნებები გამოიწვია..
* * *
ხო თან კაზუალურ თამაშებს რაც შეეხება იქაც ბევრია უტვინოდ გადაკოპირებული კლონები.. თუმცა დღეს ორიგინალურობა მაინც კაზუალურ თამაშებში ჭარბობს

This post has been edited by prince_meo on 26 Mar 2009, 09:07


--------------------
250 GAMES IN MY LIST

http://jumporfall.wordpress.com/
Death Bringer
חתול אלים


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3967
წევრი No.: 13872
რეგისტრ.: 23-October 05

გამოგზავნილია: 27 Mar 2009, 11:54  #13123969      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · msn
მთლად ინდი არაა მარა ამ თემაში ყოფნა ეკუთვნის. ძალიან მაგარი იდეა იყო ჩემი აზრით ყოველკვირეული თამაშების გაკეთება. თან Grim იმენა სუპერ კარაბას ბარაბას როჟაა.
user posted image



Season 1
"A Boy Learns What Fear Is" (Released July 31)[5]
"Little Red Riding Hood" (Released August 7)[6]
"The Fisherman and His Wife" (Released August 14)[7]
"Puss in Boots" (Released August 21)[8]
"The Girl Without Hands" (Released August 28)[9]
"Godfather Death" (Released September 4)[10]
"The Devil and His Three Golden Hairs" (Released September 11)[11]
"Beauty and the Beast" (Released September 18)[12]

[edit] Season 2
"The Master Thief" (Released October 30)[13]
"The Singing Bone" (Released November 6)[14]
"King Midas" (Released November 13)[15]
"Cinderella" (Released November 20)[16]
"The Golden Goose" (Released November 27)[17]
"Iron John" (Released December 4)[18]
"The Pied Piper" (Released December 11)[19]
"A Christmas Carol" (Released December 18)[20]

გამოსვლის პროცესშია უკვე მესამე სეზონიც ეგ არ მითამაშია სამწუხაროდ mo.gif

[edit] Season 3
"The Frog King" (February 12)
"Jack and the Beanstalk" (February 19)
"Mulan" (February 26)
"Pinocchio" (March 5)
"Sleeping Beauty" (and "Rapunzel" & "Rumpelstiltskin") (March 12)
"The Adventures of Thumbling" (April 2)
"Snow White" (April 9)




--------------------
შტუკატურკა და ბუღლამა
ბუდა და ის დალაილამა
სპილო ცხენი კიდო ლამა
სექსი დრაგზი პენტოგრამა
Hitmani
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5902
წევრი No.: 12624
რეგისტრ.: 6-September 05

გამოგზავნილია: 28 Mar 2009, 01:17  #13134429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
the path ინდიელი არ არის მაგრამ მემგონი პატარა კომპანიისაა.
http://tale-of-tales.com/ThePath/gallery.html

საინტერესო ჩანს, სტილიზებული ჰორორი.
†SLaYeR†
DarK Knight ^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1463
წევრი No.: 62555
რეგისტრ.: 28-May 08

გამოგზავნილია: 30 Mar 2009, 09:29  #13158063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
Death Bringer
American McGee's Grimm PC ზე არის? მაგათ კიდე ერთი რაღაც თამაშI აქვთ American McGee's Alice ^^



--------------------
Even if I go to hell, I will live to the end of this world. And if the world does not come to an end... I will destroy it with my own hands!

Death Bringer
חתול אלים


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3967
წევრი No.: 13872
რეგისტრ.: 23-October 05

გამოგზავნილია: 30 Mar 2009, 10:53  #13158544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · msn
†SLaYeR†
american mcgee ძაან ცნობილი მასტია ერთ კაცს ქვია ქუეიქის გამოშვებაშია ქ მონაწილეობა მიღებული და სხვა ლეგენდარნი თამაშებში.
აქვთ კიდე სხვა რაღაცეებიც Bad Day LA. და ეგეთი ვეშები ალისაზე მუშაობენ ეხლა ახალი უნდა გამოვიდეს ახალი რა Remake ძველის jump.gif
კი გრიმი არი პც ზე და მარტო პც ზეა მე რამდენადაც ვიცი ^^
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0197 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]