forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Call of Champions
SpringtimeOfYouth
ქაზიმ ქოიუნჯუ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4584
წევრი No.: 203786
რეგისტრ.: 17-June 15

გამოგზავნილია: 7 Apr 2017, 19:56  #50317932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
https://play.google.com/store/apps/details?id=sts.ch

ეს თამაში არის ყველაზე განსხვავებული და ინოვაციური მობა. თამაში მიმდინარეობს ორ ხაზზე 3 vs 3 პრინციპით ლიმიტირებულ 5 წუთში.

როგორც სხვა მობა თამაშებში აქაც მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის ბაზის განადგურებაა, ოღონდ ის განსხვავებაა რომ არ არსებობს არანაირი მინიონები რომლებიც ამაში გვეხმარებიან და სამაგიეროდ დამხმარე საშუალებას წამოადგენს სფეროები, რომლებით თითოა თითო საბრძოლო ხაზში. სფეროს ასამოძრავებლად საჭიროა რომ უბრალოდ მისი სამოძრავებელი რადიუსის შიგნით ვიმყოფებოდეთ; ამ სფეროს მოძრაობა შეჩერდება თუ ასამოძრავებელ რადიუსში მოწინააღმდეგეც იმყოფება, მაგრამ ისევ გააგრძელებს მოძრაობას თუ მეორე თანაგუნდელი შემოვა რადიუსში ან მოწინააღმდეგე გავა ან მოკვდება. ეს სფერო ესვრის და ასევე ამცირებს მოწინააღმდეგის თავდაცვითი ნაგებობის დარტყმის სიძლიერეს თუ მას მივუახლოვებთ მას. სფეროს გარეშე კოშკთან მიახლოება სასიკვდილოა.

ხაზში ორი კოშკის განადგურებაა საჭირო ბაზასთან მიახლოებისთვის. ბაზას იცავს კედელი რომლის დასანგრევად სფეროს ამისთვის განკუთვნილ ადგილას მიტანაა საჭირო. მიტანის ნაცვლად უფრო სწორი გამოთქმა მიცილება იქნება რადგან მხოლოდ სფეროს სიახლოვეს მოძრაობა საჭირო და ის თავისით იმოძრავებს დანიშნულებისამებრ.

თუ 5 წუთის ამოწურვის შემდეგ ვერცერთი ბაზა ვერ განადგურდა, მაშინ ის გუნდი გაიმარჯვებს რომელსაც მეტი კოშკი ექნება განადგურებული, თუ თანაბარი რაოდენობის კოშკებია განადგურებული, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოკლული გმირების რაოდენობას, თუ ამ მხრივაც ფრეა მაშინ გმირებზე და ნაგებობებზე მიყენებული ზიანის რაოდენობა ითვლება მოგების წინაპირობად.

ამ მობაში ასევე არაა არანაირი "ცხოველები" რომლის დახოცვით ოქროს და xp-ების მიღებაა შესაძლებელი, როგორც ასეა სხვა თამაშებში. არენაზე თამაშის მიმდინარეობისას არც აქვს xp ქულების მიღებას აზრი, რადგან მატჩის დაწყებისთანავე ყველა განსაკუთრებული საბრძოლო შესაძლებლობა უკვე "გახსნილია". ასევე არ არის მაღაზია სადაც ნივთების ყიდვაა შესაძლებელი, რომლებიც შესაძლებლობებს ზრდიან. ყველაფერი დამოკიდებულია ტალანტებზე. ტალანტის დამატების საშუალება ყოველ გმირს ახალ დონეზე გადასვლის დროს ეძლევა. მაქსიმალური დონეა 10, ყოველ დონეზე გადასვლისას საჭიროა ორი განსხვავებული ახლადგახსნილი ტალანტიდან ერთის არჩევა.

თამაში ძალიან მარტივია სხვა მობა თამაშებთან შედარებით, ზომა კი 100 მეგაბაიტის ფარგლებშია, რაც ძალიან დიდი პლიუსია.


--------------------
New
Wave
Of
British
Heavy
Metal
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0146 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]