მაშ ასე, შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსს კბილების გათეთრების ამბავში.
1. ხახვის სუნს ისევ ყვითელი კბილები ჯობია მემგონი.
2. უხეში აბრაზიული საშუალებები (ნახშირი, სოდა, ცარცი და ა.შ.) აზიანებს მინანქარს აცილებს რა მას ბუნებრივ დამცავ შრეს, რომელსაც კუტიკულა ეწოდება. თანაც ეს მეთოდი ქსოვილის ფერს ვერ ცვლის, უბრალოდ მინანქარს სიპრიალეს და ბზინვარებას ანიჭებს. სპეციალური აბრაზიული პასტებით გაპრიალება ხდება კბელების ულტრაბგერითი წმენდის შემდეგ, ჯანსაღი პირის ღრუს შემთხვევაში 6 თვეში ერთხელ.
3.ყვეალზე ეფექტურად ითვლება მინანქრის ქიმიური გათეთრება, რომლის დროსაც კბილის ფერი 3-5 ტონით ღიავდება. უნდა მოგახსენოთ, რომ თბილისში მავანნი (სტომატოლოგები , რა თქმა უნდა) ქიმიური გათეთრებისათვის და სწრაფი ეფექტის მისაღებად იყენებენ სხვადასახვა კონცენტრაციის მჟავის შემცველ გელებს. ეფექტი მართლაც რომ სწრაფია. მაგრამ შორეული შედეგებისა კი რა მოგახსენოთ. საქმე იმაშია, რომ კბილის მინანქარი არაორგანული ანუ მინერალური შემადგენლობისაა და მჟავის მოქმედებით ხდება აუცილებელი მარილების ანუ მინერალების გამორეცხვა. რის შედეგადაც ქსოვილის სტრუქტურა იცვლება (ირღვევა) და მთელი რიგი არასასიამოვნო მოვლენები იჩენს თავს.
4. ქიმიური გათეთრების ოპტიმალურ საშუალებას (ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში) წარმოადგენს ატომური ჟანგბადის მოქმედებაზე დაფუძნებული მეთოდი.
* * *
ამ დროს გამოიყენება ასევე გელები, მათი მოქმედების დროს ქსოვილთან შეხებაში გამოიყოფა ატომური ჟანგბადი, რომელსაც მათეთრებელი ეფექტი აქვს.
ამ მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია, გელების კონცენტრაციაზე, სეანსების რაოდენობაზე, მასალის ხარისხზე, მინანქრის ფერზე... და პაციენტის ჯიბეზე.
P.S. ეს მოკლედ, რამდენადაც შევძელი. თუ დაინტერესდით, დეტალების შესახებ შეგიძლიათ კითხვით მომმართოთ.