Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > აივ ინფექცია/შიდსი

Posted by: adjarafun 21 Oct 2017, 11:19
რა არის აივ?
აივ არის ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის აბრევიატურა. ეს არის ვირუსი, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმოაჩინეს და რომლის ეპიდემიაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში დაიწყო, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა.
ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში იწყებს "გააქტიურებას", რა დროსაც შესაძლოა გამოვლინდეს გაციების მსგავსი სიმპტომები - ცხელება, სისუსტე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება და სხვ. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი აღმოჩენა ანალიზის საშუალებით შეუძლებელია და ამას ჰქვია ე.წ. ფანჯრის პერიოდი. როდესაც პირველი სიმპტომები ჩნდება, ექიმთა ნაწილი, რომლებიც არ არიან გათვითცნობიერებული აივ ინფექციის მოქმედების სპეციფიკაში, გამოვლენილ სიმპტომებს ამსგავსებს ინფექციურ მონონუკლეოზს. აღნიშნული სიმპტომები 2-3 კვირაში დღეში ქრება. ეს სიმპტომები არის პირველადი რეაქცია ორგანიზმში აივ ინფექციის შეჭრაზე და ის შეიძლება განსხვავებული იყოს და სიმპტომების გარეშეც წარიმართოს. შესაბამისად, ადამიანთა დიდი ნაწილი ვერც კი მიხვდება, რომ დაინფიცირდა. აივ ინფექციის პირველადი სიმპტომებიც ხშირად ერევათ მსუბუქ გაცივებაში და ყურადღებას არ აქცევენ.
აივ ინფექცია ორგანიზმში როცა იჭრება, მისი მთავარი სამიზნე ხდება სისხლის CD4+ უჯრედები, რომლებსაც მარტივად "იმუნიტეტის უჯრედებს" ეძახიან. აივ აზიანებს CD4+ უჯრედებს, სახლდება მათში და იწყებს გამრავლებას, რაც დროთა განმავლობაში ამ უჯრედების კვდომას იწვევს. აღნიშნული უჯრედების კვდომა კი შესაბამისად ნიშნავს ადამიანის იმუნური სისტემის დასუსტებას.

ზოგადად, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის სისხლში CD4+ უჯრედების რაოდენობა არის 600-დან 1200 ერთეულამდე მმ3-ში. როდესაც დაინფიცრების შემდეგ CD4+ ლიმფოციტები კვდება, წლების განმავლობაში სისხლში პირდაპირპროპორციულად იზრდება ვირუსის უჯრედების რაოდენობა და ის მილიონებს აღწევს. როდესაც დაინფიცირების შემდეგ სისხლში CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა 500-ს ჩამოცდება, ამ დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება, რათა ვირუსის რაოდენობა შემცირდეს, იმუნიტეტის უჯრედების რაოდენობა კი აღდგეს. მსოფლიოში არსებული უკანასკნელი გაიდლაინებით მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია მიუხედავად CD4+ ლიმფოციტების რაოდენობისა.

რა არის შიდსი?
შიდსი არის იგივე შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი. აივ ვირუსით დაინფიცირება იმთავითვე არ ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შიდსი. შიდსი აღნიშნავს აივ-ით დაინფიცირების შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას, უხეშად რომ ვთქვათ, აივ ინფექციით გამოწვეული დაავადების ბოლოს სტადიას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აივ ინფექცია იწვევს ორგანიზმში ე.წ. იმუნიტეტის უჯრედების კვდომას. პროცესი რამდენიმე წელი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ინფიცირებიდან დაახლოებით 5-7 წლის შემდეგ (ეს პერიოდი დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურობაზე), CD4+ უჯრედების რაოდენობა მმ3 სისხლში ჩამოდის 200-ზე დაბლა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებულია და შესაძლოა, ნებისმიერი დაავადება მარტივად განვითარდეს, მათ შორის სიმსივნეები. როდესაც იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად ჩნდება მსგავსი დაავადებები, სწორედ ამ მდგომარეობას ეძახიან შიდსს. შესაბამისად, არასწორია თავიდანვე იმის თქმა, რომ ვისაც აივ ინფექცია აქვს, მას აქვს შიდსი. შიდსი არის დავადების ბოლო სტადია, რომელიც იმ შემთხვევაში ვითარდება, თუ ადამიანმა თავისი დიაგნოზი არ იცის და არ მკურნალობს.
შიდსის განვითარება იწყება მაშინ როდესაც იმუნური სისტემა სერიოზულად ზიანდება და უკვე სახეზე გვაქვს სხვადასხვა ინფექციები რომელიც შესაძლოა გახდეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

მკურნალობა
აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს ამ ვირუსისგან ორგანიზმის საბოლოოდ განდევნის მეთოდი, თუმცა, შესაძლებელია ვირუსის გამრავლებისა და იმუნიტეტის დასუსტების პროცესის შეჩერება, მკურნალობის უახლესი მეთოდების შედეგად, აივ ინფექცია გადაიქცა მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად, ვირუსი ორგანიზმში რჩება, მაგრამ ის არ აზიანებს მას. მკურნალობის შედეგად, ადამიანები სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ ათწლეულების განმავლობაში, რა თქმა უნდა, თუ მათი სიკვდილის მიზეზი რომელიმე სხვა დაავადება, ან უბედური შემთხვევა არ გახდა.

რაც უფრო ადრე იქნება დასმული აივ/შიდსის დიაგნოზი, მით უფრო მარტივად და ეფექტიანად მოხდება მასთან გამკლავება. დიაგნოზის დასმის შემდეგ იწყება მკურნალობა, რაც გულისხმობს ექიმის მიერ განსაზღვრულ დროს, დღეში ერთხელ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში 1, 2, ან 3 აბის მიღებას, რომელსაც თითქმის არ გააჩნია გვერდითი ეფექტი.

მედიკამენტი კლავს აივ-ის უჯრედებს, შესაბამისად, მცირდება მათი რაოდენობა. მათი მოსპობის პარალელურად გამრავლებას იწყებენ CD4+ უჯრედები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას ნიშნავს. თუ ადამიანი იცავს ექიმის რეკომენდაციებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანის სისხლში ვირუსის რაოდენობა 0-ს უტოლდება, იმუნური უჯრედების რაოდენობა კი უბრუნდება ჯანმრთელ მდგომარეობას (600-დან 1200-მდე ერთეული მმ3 სისხლში).
მკურნალობის ფონზე აივის გადაცემის შანსი მინიმუმამდე მცირდება.მკურნალობის შედეგად სისხლში ვირუსი როცა ჩამოსცდება 40-ს, ეს ნიშნავს, რომ ის არის "შეუმჩნეველი" (undetectable). მისი რაოდენობა შესაძლოა ნულსაც კი გაუტლოდეს. ამ დროს სისხლში, სპერმაში, საშვილოსნოსა და საშოს სეკრეტში აივ-ის უჯრედები არ ფიქსირდება. თუმცა, ის რჩება ადამიანის ძვლის ტვინში. ასეთ მდგომარეობაში დაუცველი სექსუალური კავშირის დროს, აივ დადებითი პირიდან პარტნიორზე ვირუსის გადაცემის რისკი, თეორიულად, მხოლოდ 4 პროცენტია. ამ დროს ექიმი პაციენტსა და მის პარტნიორს რთავს ნებას, ბუნებრივი გზით იყოლიონ შვილი, თუმცა, აფრთხილებს ვირუსის გადაცემის 4 პროცენტიანი შანსის შესახებ. საქართველოს შიდსის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, მათ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთ დროს ინფიცირებული პირიდან მის პარტნიორს ვირუსი გადაეცა. შიდსის ცენტრს აქვს შემთხვევები, როცა პირი დაორსულდა აივ დადებითი პარტნიორისგან, რომლის სისხლში ვირუსის რაოდენობა 0 იყო, თუმცა, არც მას და არც ბავშვს, აივ ინფექცია არ გადასცემია.
აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა. მას საქართველოს მთავრობასთან ერთად გლობალური ფონდი აფინანსებს. საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, მისი სოციალური სტატუსისა და მოქალაქეობის მიუხედავად, შეუძლია საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში გაიკეთოს ანალიზი უფასოდ. თუ მას აღმოაჩნდა აივ ინფექცია, მას ასევე უფასოდ ჩაუტარდება დამატებითი გამოკვლევები ჰეპატიტებსა, სხვადასხვა დაავადებასა და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. სწორედ ამის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს. აივ/შიდსის სამკურნალო წამლებს პაციენტები შიდსის ცენტრში თვეში ერთხელ, უფასოდ იღებენ. ისინი ასევე უფასოდ იტარებენ საჭირო გამოკვლევებს 4-5 თვეში ერთხელ.

გადაცემის გზები
აივ/შიდსის გადაცემის მხოლოდ სამი გზა არსებობს:

დაუცველი სექსუალური კავშირი;
სისხლით (არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოები, ნემსი, ინფიცირებული სისხლის გადასხმა);
ვერტიკალური - ინფიცირებული დედიდან შვილზე;
აივ/შიდსი არ გადადის საერთო აბაზანა-ტუალეტის გამოყენებით, ხელის ჩამორთმევით, ჩახუტებით, დაცული სექსით, ჰაერ-წვეთოვანი გზით.
აივ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ არის ცნობილი საერთო მაკრატლის, წვერსაპარსის ან კბილის ჯაგრისის გამოყენების შედეგად, თუმცა სასურველია ინფიცირებულმა პირმა დაიცვას უსაფრთხოება და გამოიყენოს ინდივიდუალური ხელსაწყოები.
აივ/შიდსზე ტესტირება კერძო კლინიკების გარდა, აივ/შიდსზე შესაძლებელია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში (ანალიზები, კონსულტაცია და მკურნალობა უფასოა), რომელიც მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #16

დაიმახსოვრეთ: აივ/შიდსი არ ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს!
დროული მკურნალობა გარანტირებულად უზრუნველყოფს ინფიცირებული ადამიანის ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას.

http://forum.ge/?f=43&showtopic=33669797

Posted by: Milana_ 21 Oct 2017, 22:54
ველოდები შედეგს, აღარ გავიდა ეს ერთი თვე რო გადავამოწმო sad.gif დეპრესია მალევე დავძლიე, წამლებისგან გვერდითი მოვლენები საერთოდ არ მქონია, მაგაში მაინც გამიმართლა smile.gif)))

Posted by: adjarafun 22 Oct 2017, 08:41
Milana_
როგორც წესი გვერდითი მოვლენები იშვიათია.
ჯანმრთელობას გისურვებ smile.gif

Posted by: allohaman18 23 Oct 2017, 23:27
ჯანმრთელობას გისურვებ. პასუხებს რო გაიგებ დაწერე

Posted by: Milana_ 25 Oct 2017, 00:55
adjarafun
ხო არ ვიცი ექიმმა მითხრა შეიძლება გქონდესო და, მადლობა გაიხარე allohaman18 გაიხარე აუცილებლად

Posted by: Milana_ 30 Oct 2017, 16:43
ვინც იცით პირველად წამლების მიღებიდან ერთი თვის მერე ხდება იმუნიტეტის და ვირუსული დატვირთვის გადამოწმება?? ექიმმა მითხრა ანალიზს რო აიღებ იქიდან ოთხ თვეშიო, დღეს გამივიდა ერთი თვე წამლების მიღებიდან და მეგონა გადამამოწმებდნენ, ანალიზის აღებიდან 4 თვე ნოემბრის ბოლოს გაგდის და მაშინ გადავამოწმებთო

Posted by: adjarafun 30 Oct 2017, 17:09
Milana_
QUOTE
ვინც იცით პირველად წამლების მიღებიდან ერთი თვის მერე ხდება იმუნიტეტის და ვირუსული დატვირთვის გადამოწმება?? ექიმმა მითხრა ანალიზს რო აიღებ იქიდან ოთხ თვეშიო, დღეს გამივიდა ერთი თვე წამლების მიღებიდან და მეგონა გადამამოწმებდნენ, ანალიზის აღებიდან 4 თვე ნოემბრის ბოლოს გაგდის და მაშინ გადავამოწმებთო

მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის თავზე ხდება ანალიზების გაკეთება-შემდეგ 3 თვეში ერთხელ შემდეგ 6 თვეში ანალიზის შედეგების მიხედვით.

Posted by: Milana_ 30 Oct 2017, 23:13
რავიცი მეც მასე ვიცოდი და რატო არ უნდა გავიკეთოთქო ვკითხე და თბილისში მასე აკეთებენ თქო და არა გენაცვალე პროგრამა მთელ საქართველოში ერთნაირიაოო რავიციი დაველოდები კიდე ერთი თვე ჯანდაბას

Posted by: Erovnuli_liga 15 Nov 2017, 17:00
Mokled megobrebo medzavtan mkonda daucveli sexsi gagijebuli var ise meshinoa da damden dgeshi gadavamowmo ro uechveli shedegi mkondes?....

Posted by: mashinesiyos 29 Nov 2017, 18:58
ორალური სექსით უფრო დიდია შიდსის გადადების შანსი თუ ვაგინალურით? და რამდენად დიდია პროცენტულად ალბათობა რო ინფიცირებულთან სექსის შემთხვევაში გადაგედება? თუ აუცილებლად გადაგედება?

Posted by: White_Shark 29 Nov 2017, 23:59
QUOTE (mashinesiyos @ 29 Nov 2017, 18:58 )
ორალური სექსით უფრო დიდია შიდსის გადადების შანსი თუ ვაგინალურით? და რამდენად დიდია პროცენტულად ალბათობა რო ინფიცირებულთან სექსის შემთხვევაში გადაგედება? თუ აუცილებლად გადაგედება?

nprotected vaginal or anal sex puts you at risk of HIV and other sexually transmitted infections (STIs).
During unprotected sex, HIV can be transmitted via the bodily fluids of an infected person (blood, semen, vaginal fluid, pre-cum or anal mucus) to their sexual partner.
There is higher risk of HIV infection during anal sex because the lining of the anus is more delicate than the lining of the vagina and is more easily damaged, providing entry points for HIV.
The risk of HIV transmission during unprotected oral sex is very low, but there is a risk of other STIs.
Using condoms is the most effective way to prevent HIV and STI transmission.

Posted by: Litosh 30 Nov 2017, 13:50
პარტნიორი, რომელთანაც უკვე 10 თვეა სექსი მაქვს ვაგინალურიც და ორალურიც შეემოწმა და სრულიად ჯანმრთელია. სხვასთან არც მას აქვს კავშირი და არც მე, ხოდა არ მაქვს ხო სანერვიულო რო შეიძლება მანამდე გადამდებოდა რამე? ამდენი ხნის მანძილზე მასაც ხო გადაედებოდა ამ შემთხვევაში?

Posted by: computermania 4 Dec 2017, 17:42
Litosh 98% არ გაქ სანერვიულო (არის ძალიან გამონაკლისი შემთხვევებიც)

Posted by: Litosh 5 Dec 2017, 02:14
QUOTE (computermania @ 4 Dec 2017, 17:42 )
Litosh 98% არ გაქ სანერვიულო (არის ძალიან გამონაკლისი შემთხვევებიც)

არის შემთხვევები ანუ რომ 10 თვის მანძილზე ყოველ დღე თუ არა პრაქტიკულად ყოველ მეორე დღეს გქონდეს სექსი (ვაგინალური,ორალური) , აივი გქონდეს და პარტნიორს არ გადაედოს ?

Posted by: computermania 5 Dec 2017, 12:07
Litosh
ბოდიში ეხლა გადავხედე შეკითხვას და მე ცოტა სხვაგან წავედი .. არ გაქ სანერვიულო შეგიძლია მშვიდად იყო wink.gif

Posted by: პოზიტიური 6 Dec 2017, 01:32
შარშანდელი ინფოა მაგრამ ვინმე რამე დამატებით ინფოს ხომ არ ფლობთ? http://www.timesofisrael.com/israeli-scientists-see-breakthrough-in-aids-cure/
რამდენიმე დღეში კი independent-მა დაწერა სტატია http://www.independent.co.uk/news/science/scientists-develop-drug-that-could-cure-aids-israel-hiv-a7395871.html

Posted by: adjarafun 6 Dec 2017, 12:22
QUOTE
შარშანდელი ინფოა მაგრამ ვინმე რამე დამატებით ინფოს ხომ არ ფლობთ?

ისრაელს სერიოზული გარღვევები აქვს ამ მხრივ და ამ წამალზეც დიდ იმედებს ამყარებენ.
ჯერ-ჯერობით ოფიციალური ლიცენზია წამლის წარმოებაზე არ გაცემულა

Posted by: GEO_5 7 Dec 2017, 08:43
გამარჯობათ. რა მაინტერესებს მეგობრებო ადრე ვიყავი ტესტზე ექიმმა რა სახის რისკ ქცევააო. სექსი ქალთან გქონდა თუ კაცთანო facepalm.gif თუ სისხლით კონტაქტიო თუ რაღაც. სისხლთან დაკავშირებული. და ამას რატო გეკითხებიან? ამ პასუხის მერე წყვიტავს ექიმი რა სახის ანალიზი ჩატარდეს? კვლვის რა მეთოდი იქნეს გამოყნებული თუ ანალიზი ყველას ერთი მეთოდით უტარდება? ასევე როგორც გავიგე თუ სისხლით კონტაქტი იყო განმეორებით რეკომედირებულია ანალიზის გაკეთებაო ასევე კაცთან სექსის შემხვევაშიო. და ქალთან სექსის შემთხვევაში რატო არაა განმეორება საჭირო? თუ პასუხი უარყოფითია-უარყოფითია ყველა კონტაქტის შემთხვევაში რაღატო უნდა განმეორდეს?

მადლობთ წინასწარ

Posted by: Milana_ 8 Dec 2017, 16:28
ორთვიანი წამლების სმის შემდეგ იმუნიტეტმა აწევის მაგივრად დაიწიააა, სისხლიც რომელიც ნორმაში მქონდა ლეიკოციტები დაწეულია, ისეთი იმედით მივედი პასუხებზე ზუსტად ვიცოდი აწეული იქნებოდა კარგად, ვირუსული დატვირთვის პასუხი ჯერ არააა ერთ კვირაში იქნებაო, შეიძლება რო ვირუსები იყოს დაწეული და იმუნიტეტმა მაინც არ მოიმატოს?? ვინმეს თუ გქონიათ ასე

Posted by: adjarafun 8 Dec 2017, 18:19
GEO_5
QUOTE
გამარჯობათ. რა მაინტერესებს მეგობრებო ადრე ვიყავი ტესტზე ექიმმა რა სახის რისკ ქცევააო. სექსი ქალთან გქონდა თუ კაცთანო  თუ სისხლით კონტაქტიო თუ რაღაც. სისხლთან დაკავშირებული. და ამას რატო გეკითხებიან? ამ პასუხის მერე წყვიტავს ექიმი რა სახის ანალიზი ჩატარდეს? კვლვის რა მეთოდი იქნეს გამოყნებული თუ ანალიზი ყველას ერთი მეთოდით უტარდება? ასევე როგორც გავიგე თუ სისხლით კონტაქტი იყო განმეორებით რეკომედირებულია ანალიზის გაკეთებაო ასევე კაცთან სექსის შემხვევაშიო. და ქალთან სექსის შემთხვევაში რატო არაა განმეორება საჭირო? თუ პასუხი უარყოფითია-უარყოფითია ყველა კონტაქტის შემთხვევაში რაღატო უნდა განმეორდეს?

მადლობთ წინასწარ

მაგას კითხულობენ იმიტომ რომ დადასტურების შემტხვევაში გადადების გზები გამოიკვეთოს, სტატისტიკისთვის სხვა არაფერი.
Milana_
შესაძლებელია, იმუნიტეტი რამდენი გქონდა თავიდან?ეხლა რამდენი გაქვს?ზოგადად იმუნიტეტზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს კვებიდან დაწყებული ნერვიულობა/სტრესით დამთავრებული.
თუ ძალიან დაბალი გქონდა იმუნიტეტი შესაძლებელია მის აღდგენას დასჭირდეს დიდი დრო.
ასევე შესაძლებელია ვირუსული დატვირთვა იყოს 0 და იმუნიტეტი არ იყოს მომატებული.

Posted by: Milana_ 8 Dec 2017, 20:11
აჰაა გასაგებია ექიმმაც მითხრა დაველოდოთ ვირუსული დატვირთვის პასუხს ჯერო, კვებას არ ვაქცევ ყურადღებას ცუდად ვიკვებები, 318 მქონდა სანამ დავიწყებდი მკურნალობას, პასუხიდან ორ თვეში დავიწყე წამლების სმა და წამლების სმიდან ორ თვეში არის 288, არადა თავს ისე კარგად ვგრძნობ მეგონა კარგად მომატებული იქნებოდა სამწუხაროდ შევცდი sad.gif((

Posted by: White_Shark 8 Dec 2017, 21:11
ძმაკაცს აინტერესებს ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მუშაობს და დღეს გადმოზიდვისასო ტომარი რო ავიღეო ხელში ნემსი შემერჭოო ერთჯერადიო , და რამე ხო არ მომივაო ? ნერვიულობს
ჰეპატიტები ან შიდსი ხო არ დაემართება მართლა
ვაბშე ფიქრობს ტეტანუსზე ხო არ ავიცრაო

Posted by: phenom animal 8 Dec 2017, 22:40
თუ საიდუმლო არ არის რა გზით დაინფიცირდით adjarafun, Milana_ ? და როგორ გაიგეთ რამე გაწუხებდათ? ასევე მკურნალობა ფასიანია?

Posted by: Solveig 9 Dec 2017, 01:11
RammShark1995

შარია sad.gif

2-3 თვეში გაესინჯოს აუცილებლად...ინფექციურში მივიდეს და სისხლის ანალიზი ჩააბაროს შიდსზე, ჰეპატიტებზე. სიფილისიც კარგი იქნებოდა.

ტეტანუსის აცრა კარგი აზრია. ღმერთმა იცის, სად იყო ნაგდები ის ნემსები.

Posted by: White_Shark 9 Dec 2017, 01:16
Solveig
აუფ არ მეგონა ამას თუ მეტყოდი :დ
გაგიჟდება ეხლა ეს რო ვუთხრა მომიწევს შეპარება
ტეტანუსზე ავაცრევინებ ხვალე .. მარა რავი ცოცხლობს მასე ვირუსი ნემსში ეგრე დიდი ხანი ?

Posted by: Solveig 9 Dec 2017, 13:58
RammShark1995
QUOTE
ცოცხლობს მასე ვირუსი ნემსში ეგრე დიდი ხანი ?

გარკვეული დროის მერე კვდება ყველა ვირუსი, მაგრამ, შენ ხომ არ იცი-რამდენი ხნის წინ გამოიყენეს ის ნემსი. ასე რომ, საფრთხე მაინც არის.
* * *
ხო კიდევ-ჯართზე თუ მუშაობს, ბ ჰეპატიტის აცრაც კარგი იქნებოდა. ოღონდ ახლა არა. ჯერ ანალიზი უნდა გაიკეთოს და გამოირიცხოს ინფექცია. ანუ, 3 თვის მერე, როცა ყველაფერზე შეიმოწმებს თავს...

Posted by: medium 9 Dec 2017, 20:54
QUOTE (Solveig @ 9 Dec 2017, 01:11 )
RammShark1995

ინფექციურში  შიდსზე, ჰეპატიტებზე. სიფილისიც კარგი იქნებოდა.

თუ იცი ეგ ანალიზები ფასიანია?
ადრე ერთი მეუბნებოდა უფასოა ც და, აივზეო

Posted by: Milana_ 9 Dec 2017, 21:08
phenom animal
როგორც მე მგონია მეუღლისგან გადმომედო მაგრამ ექიმი მეუბნება შენ უფრო ადრე შეგხვდაო არ ვიცი

Posted by: White_Shark 9 Dec 2017, 21:14
Solveig
გასაგებია მადლობ და 3 თვე შიშში უნდა იცხოვროს ? ეგ ვიცი რომ 3 თვის მერე ჩანს სხეულაკები უკვე ვირუსის სისხლში

ბარემ გკითხავ ნათესავს ჭირს ბ ჰეპატიტი და მაგასთან ვჭამ ხოლმე საჭმელს და არის შანსი რამე რო გადმომედოს ?
თუ ჩემს მიზოფობიას მივაწერო lol.gif

Posted by: Solveig 10 Dec 2017, 00:46
RammShark1995

არა, ეგ მხოლოდ სისხლით და ქსოვილური სითხეებით გადადის. სექსითაც, თუმცა, მგონი, იშვიათია მაინც ეგრე გადაცემა.

QUOTE
ეგ ვიცი რომ 3 თვის მერე ჩანს სხეულაკები უკვე ვირუსის სისხლში

ვირუსი მალევე ჩნდება სისხლში, მაგრამ, მაგას მხოლოდ ვირუსის გენეტიკური ანალიზით დაადგენ და ეგ ძალიან ძვირია. ხოლო, ანტისხეულების გამოჩენას კი დაახლოებით 3 თვე სჭირდება. იგივეა ც და ბ ჰეპატიტის ვირუსებზეც. თუმცა, ბ ჰეპატიტს ხშირად კლინიკური გამოვლენებიც აქვს ხოლმე, ასევე სიფილისსაც და მაგითიც შეიძლება მიხვედრა.

Posted by: Hokie-D 10 Dec 2017, 17:35
გამარჯობათ,
ამ ფორუმის მომხმარებელი რეალურად ინფიცირებული რამდენია, ან საერთოდ რომლებიხართ,
ხშირად პოსტების ავტორები არიან უბრალოდ დაინტერესებული მხარე ან გულშემატკივრები,
რეალურად ინფიცირებული ხაართ?

- სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრება კულუარული რომ საქართველოში არის ელიტარული ჯგუფი რომელთაც აძლევენ ერთ აბს აივის სამკურნალოდ, ისევე როგორც ეს ევროპაშია დღეს, და დანარჩენ ადამიანებს ამას უმალავენ, ეს ბარბაროსობა დავიჯერო მარტო მე მესმის, და მარტო ჩემამდე მოდის ინფორმაცია, რატომ არგაქვთ ამაზე რეფლექსია, რა უბედურებაა, ადრეც დავწერე ამაზე და ყველას გკიდიათ, საკუთარი ჯანმრთელობა არგადარდებთ, ხმა რომ ამოიღოთ და სამართლიანობა აღდგეს არგინდათ, იკითხეთ თქვენი წყაროებით ეს ჭორია თუ რეალობა, იქნებ რეალობაა და მოხდეს სასამართლოში გასაჩივრება, ხომ არიან ადამიანები ვინც არ მალავს სტატუს, ღიად აფიქსირებენ და სწორედ ეს ადამიანები იქნებიან სარჩელზე ხელის მომწერნი, უზენაესამდეც რომ მივიდეს საქმე საბრძოლი საქმეა თუ კი ეს რეალობაა,
მართლა ბევრისგან გავიგე, ისეთი ადამიანებისგან რომლებიც არარიან თავად ინფიცირებულები და მათაც უთქვამთ რომ ესეთი ჯგუფი არსებობს, რომ არამბობენ ამაზეო,
იკითხეთ თქვენი მხრივ რახდება, რატომ არის ეს აზრი ხალხში, არასამთავრობოებში მოიკითხეთ, სამინისტროებში, სადმე ხალხო მარტო იმის წერა რომ უი ესეა ავიკიდე და ესე გადამედო საქმეს არ შველის.
თქვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ეს კლასიკაა.

პატივისცემით
Hokie

Posted by: White_Shark 10 Dec 2017, 17:45
Hokie-D
არამგონია იმუნოდეფიციტის სრული მკურნალობა ხდებოდეს სადმე , სამწუხაროა რომ ვამბობ მაგრამ ესე მგონია
არამგონია შეესაბამებოდეს ეგ სიმართლეს
ამერიკლებს იაპონელებს არ გაუკეთბიათ მსგავსი განცხადება მე პირადად ცრუი ინფორმაცია მგონია

Posted by: Hokie-D 10 Dec 2017, 19:47
არა, არვამბობ რომ მკურნალობენ, რათქმაუნდა არსად არინკურნება, არასწორად დავწერე ტერმინი მკურნალობა, უნდა მეტქვა თერაპია,
მაგრამ ერთაბიან თერაპიაზე არისო პატარა ჯგუფი, ამაზე ვსაუბრობ,
ევროპაში მაგალითად ერთაბიან თერაპიაზე არიან

Posted by: phenom animal 10 Dec 2017, 22:14
QUOTE (Milana_ @ 9 Dec 2017, 21:08 )
phenom animal
როგორც მე მგონია მეუღლისგან გადმომედო მაგრამ ექიმი მეუბნება შენ უფრო ადრე შეგხვდაო არ ვიცი

Mkurnaloba upasoa tu ixdit rames?

Posted by: White_Shark 10 Dec 2017, 22:24
ისე მაინტერესებს აიფ ინფექციას მკურნალობა რას გულისხმობს ანუ იმუნიტეტი სულ მწყობრში უნდა იყოს არა ?
საბუნებისმეტეყველო მაქვს დამთავრებული და საინტერესოა ესეთი თემები smile.gif)

Posted by: Hokie-D 10 Dec 2017, 22:41
საკუთრივ იმუნიტეტს ვერ მოიყვან მწყობრში ცალკე აღებულს თუ ვირუსის შეკავება არ მოხდება ანტირეტროვირუსული თერაპიით,
ეს ორი ურთიერთ გამომრიცხავი მოცემულობაა

Posted by: Milana_ 10 Dec 2017, 23:44
http://oxotv.com/index.php?newsid=5179 ნეტა სიმართლეა???

Posted by: phenom animal 11 Dec 2017, 08:26
Milana_ მკურნალობა უფასოა ჩვენთან?

Posted by: adjarafun 11 Dec 2017, 10:36
Hokie-D

საქართველოში ერთაბიანი კომბინირებული პრეპარატი არ შემოდის. ის რაც ევროპაში უკვე გავრცელებულია სამკურნალოდ საკმაოდ ძვირი ღირს.
ქართულ რეალობაში ის მედიკამენტები რაც შემოდის (2 აბიანი კომბინირებული თერაპია) ასევე საკმაოდ ძვირიანი და მაღალხარისხიანი წამლებია.
განსხვავება მათ ხარისხში არ არის არანაირი

Posted by: phenom animal 11 Dec 2017, 11:14
QUOTE (adjarafun @ 11 Dec 2017, 10:36 )
Hokie-D

საქართველოში ერთაბიანი კომბინირებული პრეპარატი არ შემოდის. ის რაც ევროპაში უკვე გავრცელებულია სამკურნალოდ საკმაოდ ძვირი ღირს.
ქართულ რეალობაში ის მედიკამენტები რაც შემოდის (2 აბიანი კომბინირებული თერაპია) ასევე საკმაოდ ძვირიანი და მაღალხარისხიანი წამლებია.
განსხვავება მათ ხარისხში არ არის არანაირი

რა ღირს წამლბი? და ზოგადად ჩვენთან უფასოაა მკურნალობა თუ გიწევთ გადახდა თანხის

Posted by: adjarafun 11 Dec 2017, 12:22
phenom animal
QUOTE
რა ღირს წამლბი? და ზოგადად ჩვენთან უფასოაა მკურნალობა თუ გიწევთ გადახდა თანხის

მკურნალობა უფასოა, სახელმწიფო ყიდულობს

Posted by: GEO_5 11 Dec 2017, 16:05
adjarafun

QUOTE
მაგას კითხულობენ იმიტომ რომ დადასტურების შემტხვევაში გადადების გზები გამოიკვეთოს, სტატისტიკისთვის სხვა არაფერი.

მადლობა

თუიცი ანალიზი ყველას ერთი მეთოდით და ტექნოლოგიით უტარდება? ეს ტერმინები ვნახე ცენტრის საიტზე და ვერეფერი გავიგე ELIZA, ELISA, RFLP, LIPA, Western Blot, PCR ( ტერმინების დანიშნულება და განმარტება არმინდა ) უბრალოდ ყველას ერთნაირად იკვლევენ მაინტერესებს?

ანალიზის ჩასაბარებლად მშიერი ხოარუნდა მივდეს ადამიანი როგორც სისხლის საერთო ანალიზის დროს?

Posted by: Solveig 11 Dec 2017, 20:44
GEO_5
QUOTE
ELIZA, ELISA

ELIZA არაა სწორი. სწორია ELISA ანუ იმუნოფერმენტული ანალიზი. ეს ყველაზე მარტივი და იაფი ტესტია. აღმოაჩენს ვირუსის ანტიგენს და მის საწინააღმდეგო ანტისხეულებს, ცალ-ცალკე

QUOTE
Western Blot,

ეს ვირუსის ცილებს აღმოაჩენს. ელ. ფორეზი კეთდება, რის დროსაც ცილები იყოფა ელექტრულ ველში.

QUOTE
PCR

ეს არის ყველაზე ზუსტი და ძვირი. აღმოაჩენს ვირუსის გენომს.

QUOTE
ანალიზის ჩასაბარებლად მშიერი ხოარუნდა მივდეს ადამიანი როგორც სისხლის საერთო ანალიზის დროს?

არა.

QUOTE
თუიცი ანალიზი ყველას ერთი მეთოდით და ტექნოლოგიით უტარდება?

პირველად კეთდება ELISA. თუ დადებითი იქნა, მერე კეთდება გადასამოწმებელი გამოკვლევები სხვა მეთოდებით, მაგალითად, იმუნობლოტით და პჯრ-თი.
* * *
QUOTE
RFLP

ამას არა მგონია, ვინმე აკეთებდეს. ყოველ შემთხვევაში, როცა PCR არსებობს, იქ, მგონი, აღარც არის საჭირო.

Posted by: GEO_5 11 Dec 2017, 21:00
Solveig

მადლობა. არვიცი მე მაგდენი და შიდსის ცენტრში რითაც აკეთებენ ეგ სანდოა? ანუ სიზუსტეს ვგულისხმობ 5 თვის და 2 კვირის თავზე გაკეთებული ანალზის უარყოფითი პასუხის მერე შემიძლი მშვიდად დავიძინო? biggrin.gif PCR ხოარ გავიკეთო საჭიროა შენ აზრით?

QUOTE
მარტივი და იაფი ტესტია

ეს მარტივი და იაფი ხარისხზე ხოარ აისახება? სანდოა მაგის პასუხი?

Posted by: White_Shark 11 Dec 2017, 22:22
ავცერი ძმაკაცე ტეტანუსზე :დ მიარჭეს იმუნოგლუბულინი და ვაქცინა .. იმ ექიმმაც უთხრა ვინც აცრა გაიკეთეო ეგ შიდსი ჰეპატიტების ანალიზიო yes.gif

Posted by: The DoctoR 11 Dec 2017, 22:49
ვირუსის გადადების გზები რა არის? სექსი ვიცი და სხვები?
და კიდევ პირველ პოსტში ეწერა რომ თავიდან ვირუსის ნიშნები შეიძლება ადამიანს გაცივებაში "აერიოსო". აბა როდის უნდა მიხვდეს რომ აივ ინფიცირებულია? 5 წლის მერე? smile.gif)

Posted by: White_Shark 11 Dec 2017, 22:59
The DoctoR
ინტრავენური და საპარსი ბრიტვა და ეგეთები სალონის ინსტრუმენტებით
ისე ჩემი უბნელი იყო ვენაში რო იკეთებდა ნარკოტიკებს მაქედან გადაედო...
ერთმა ჩემმა ახლობელმა ჯარში აიკიდა არ ვიციო საიდანო ეს ადრე და მკურნალობს იმ დღიდან
ისე კი გავს სიმპტომები და სიცხეები იცის 38 39 აი ჩემმა ახლობელმა რო აიკიდა ეგრე ჭირდა სიცხეები ქონდა და ანალიზი რო სისხლის რაღაც უცხო სხეულები არისო და მოდი აიღეო აივზეო და ეგრე აღმოუჩინეს
5 წლის განმავლობაში რაღაც სიმპტომები ყველა პონტში გექნება

Posted by: Shelo9123 11 Dec 2017, 23:11
გამარჯობა მეგობრებო,

თბილისში შესაძლებელია აივ სქრინინგ ტესტის ყიდვა, რომ ეს ტესტირევბა სახლის პირობებში გაკეთდეს? მადლობა წინასწარ.

Posted by: adjarafun 11 Dec 2017, 23:33
The DoctoR

ვირუსის გადაცემის გზებია
1. სექსი
2. სისხლით
3. ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე)

ნემსი შემერჭო,ბრიტვა გამოვიყენე, ინფიცირებულის ჭეიქით დავლიე და ა.შ არის ლირიკა.
მედიცინა გარდა ჩამოთვლილი გზებისა სხვა გადაცემის გზებს არ იცნობს.Shelo9123
არრა მგონია იყიდებოდეს.

აივ ვირუსს არ აქვს სიმპტომები ის ხშირად გავს მარტივ გაციებას,ამიტომ ადამიანი წლების განმავლობაში შეიძლება იყოს ინფიცირებული და ვერ გაიგოს.
დაავადებას აქვს გამოვლინება უკვე გვიანეულ სტადიაზე როგორიცაა შიდსი ეს ორი კი განსხვავდება ერთმანეთისგან.
შიდსი არის დაავადების ტერმინალური სტადია რა დროსაც შეიძლება პაციენტისთვის მომაკვდინებელი იყოს ნებისმიერი დაავადება:
პნევმონია
ტუბერკულოზი
სხვადასხვა სოკოვანი და ინფექციური დაავდებები
სიმსივნე და ა.შ
შიდსის სტადიაზე იმუნიტეტის უკიდურესად დაქვეითების გამო თავს იჩენს სხვადასხვა დაავადება. თავად ცალკე აღებული შიდსი არაფერს არ შვრება ადამიანის სიკვდილს იწვევს დაავადეება შიდსის თანმხლები დ ასოცირებული ინფექციები/დაავადებები

Posted by: White_Shark 11 Dec 2017, 23:34
adjarafun
ლირიკა ?
და ნარკოდამოკიებულია ადამიანების უმეტესობ საიდან დაინფიცირდა ?

Posted by: adjarafun 11 Dec 2017, 23:44
RammShark1995
სწორედ რომ სისხლით.
აბა რა გგონიათ შპრიცში აივ ვირუსი შედის და გადაესხმება თუ?
საერთო შპრიცის გამოყენებისას ხდება ინფიცირებულ სიხლთან კონტაქტი და აი ასე.

Posted by: White_Shark 11 Dec 2017, 23:47
adjarafun
მაგა ვგულისხმობ მერე საერთო მოხმარების შპრიცში ხვდება ინფიცირებულის სისხლი ...
ისიც უახლოეს დროში უნდა მოხვდეს ძალიან მალე კვდება ვირუსი ორგანიზმის გარეთ

Posted by: GEO_5 12 Dec 2017, 00:18
აივ ვირუსი თუ მცირე რაოდენობით მოხვდა ორგანიზმში სქესობრივი კონტაქტის დროს. მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა რამე გავლენას ახდენს ტესტში გამოჩენის ან ანტისხეულების გამომუშავებაზე. ვთქვათ მცირე რაოდნობის მოხვდრის გამო გვიან გამომუშავდეს ანტისხეულები? თუ 3 თვის შემდგომ ასეც და ისეც შესაძლბელია დადგენა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვირუსი რა რაოდენობით მოხვდა ?!

Posted by: Solveig 12 Dec 2017, 01:03
GEO_5
QUOTE
მარტივი და იაფი ხარისხზე ხოარ აისახება? სანდოა მაგის პასუხი?

არ აისახება, სანდოა smile.gif
იაფი პჯრ-სთან შედარებითაა, თორემ, კაპიკები ეგეც არ ჯდება smile.gif

RammShark1995
QUOTE
ავცერი ძმაკაცე ტეტანუსზე :დ მიარჭეს იმუნოგლუბულინი და ვაქცინა .. იმ ექიმმაც უთხრა ვინც აცრა გაიკეთეო ეგ შიდსი ჰეპატიტების ანალიზიო

აი, შენისთანა უნდა იყოს ძმაკაცი smile.gif
იმედია, მშვიდობიანად ჩაუვლის ეს ინციდენტი და როცა გაიკეთებს ვირუსებზე კვლევას, ყველაფერი უარყოფითი იქნება.

The DoctoR
QUOTE
აბა როდის უნდა მიხვდეს რომ აივ ინფიცირებულია? 5 წლის მერე? )

არსებობს "სარისკო ქცევის" ცნება. თუ სალონში გაგიჭრეს კანი, გქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი სექს-მუშაკთან, ან არამუშაკთან, მაგრამ ისეთთან, ვის ჯანმრთელობაშიც არ ხარ დარწმუნებული, ან პრეზერვატივი გაიხა/მოგძვრა, ან სისხლი გადაისხი, ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგჭირდა საველე პირობებში, ან გარკვეული პროფესიისა ხარ (ექიმი, ექთანი, პოლიციელი, ჯარისკაცი, კრიმინალისტი, დამლაგებელი, მეჯართე..) და უეცარი დაუცველი კონტაქტი მოგიხდა სისხლთან ან სისხლიან ნივთთან... ყველაფერი ეს გიქმნის აუცილებლობას, რომ წახვიდე და გაიკეთო ანალიზები.
* * *
Shelo9123
QUOTE
თბილისში შესაძლებელია აივ სქრინინგ ტესტის ყიდვა, რომ ეს ტესტირევბა სახლის პირობებში გაკეთდეს? მადლობა წინასწარ.

ამაზონიდან თუ გამოიწერ, თორემ სხვაფრივ არა მგონია, რომ იშოვებოდეს.

GEO_5
არსებობს მინიმალური მაინფიცირებელი დოზის ცნება. შეიძლება, ძალიან მცირე იყოს ვირუსი და არ დაინფიცირდე, მაგრამ, თუ დაინფიცირდი, ვირუსი გამრავლდება და შესაბამისად, იმუნური პასუხიც გამომუშავდება.

Posted by: GEO_5 12 Dec 2017, 01:45
Solveig

გასაგებია მადლობა და 5 თვისა და 2 კვირის თავზე უარყოფითი პასუხის მერე მშვიდად ვიყო? მაინც ვერ ვიშორებ ფიქრს
სადმე რამე სტატისტიკა არის 6 თვის ან უფრო გვიან რო შეეცვალათ პასუხი?

Posted by: Solveig 12 Dec 2017, 01:49
GEO_5
სტატისტიკას არ ვფლობ და არ ვიცი, მართალი გითხრა. ისე კი ლოგიკურად, თუ მაგ დროის მერე უარყოგითია პასუხი, არანაირი საფუძველი არ უნდა გქონდეს შიშის smile.gif

Posted by: GEO_5 12 Dec 2017, 01:58
Solveig

ექმიმმაც ეგრე თქვა. სანდოაო ტესტები ზუსტიაო. დაჟე 2 თვეშიც შეიძლება გამოვლენაო მაგრამ ფანჯრის პერიოდია და არის შანსი ზუსტი არიყოსო 3 თვის იქით კიდე 100 000 კაცში 1 კაცი მოდისო რომ 6 თვის ან უფრო მეტი დროის მერე შიცვალოს პასუხიო. მარა ფსიქიკა ისე დამზიანდა პარანოია ჩამომიყალიბდა მესმის ექიმი რასაც ამბობს მაგრამ შეგნების დონეზე არ მესმის biggrin.gif

ეხ პერიოდულად მაინც გადავმოწმები ხოლმე

Posted by: adjarafun 12 Dec 2017, 11:46
RammShark1995
QUOTE
მაგა ვგულისხმობ მერე საერთო მოხმარების შპრიცში ხვდება ინფიცირებულის სისხლი ...
ისიც უახლოეს დროში უნდა მოხვდეს ძალიან მალე კვდება ვირუსი ორგანიზმის გარეთ

დიახ ვირუსი მალე იღუპება ორგანიზმის გარეთ.GEO_5
QUOTE
აივ ვირუსი თუ მცირე რაოდენობით მოხვდა ორგანიზმში სქესობრივი კონტაქტის დროს. მოხვედრილი ვირუსის რაოდენობა რამე გავლენას ახდენს ტესტში გამოჩენის ან ანტისხეულების გამომუშავებაზე. ვთქვათ მცირე რაოდნობის მოხვდრის გამო გვიან გამომუშავდეს ანტისხეულები? თუ 3 თვის შემდგომ ასეც და ისეც შესაძლბელია დადგენა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვირუსი რა რაოდენობით მოხვდა ?!

ზოგადად აივ ვირუსი თავისი ბუნებით ძალიან სუსტია, იმისთვის რომ ინფიცირება მოხდეს საჭიროა მისი დიდი ოდენობით მოხვედრა ორგანიზმში.

Posted by: White_Shark 12 Dec 2017, 11:54
საინტერესოა ვაქცინა მაინც რო შეიქმნას ამის
თუ ასეთი სუსტია ვირუსი რო დაამზადონ ვაქცინა და მნიშვენლოვნად შემცირდება ავადობა ხალხში

Posted by: GEO_5 12 Dec 2017, 14:14
Solveig
adjarafun

მადლობთ კიდევ ერთხელ

Posted by: Solveig 12 Dec 2017, 17:08
RammShark1995
QUOTE
თუ ასეთი სუსტია ვირუსი რო დაამზადონ ვაქცინა და მნიშვენლოვნად შემცირდება ავადობა ხალხში

ვირუსის სისუსტე არაფერ შუაში არაა მის იმუნოგენურობასთან. ხარისხიანი ვაქცინა აქამდე იმიტომ ვერ დამზადდა, რომ რაც გააკეთეს, იმის წინააღმდეგ 100%-ით დამცავი იმუნური პასუხი ვერ გამომუშავდებოდა, ანუ, აცრის მიუხედავად, მაინც ხდებოდა ინფიცირება შემდეგში.

Posted by: Hokie-D 12 Dec 2017, 18:27
მშვიდობა თქვენდა,

არვიცი ძლიერმა ტრანვამ თუ თავად ვირუსის ცხოველმყოფელობამ, ვფიქრობ ნერვული სისტემა დამიზიანა,
სანამ ვირუსის დატვირთვა მაღალია, ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებსო, ორიდღის წინ ამოვიკითხე ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურმალში.
სისტემატიურად ანტიდეპრესანტებს ვიღებ, ძილის საშუალებებს და ფსიქოტროპულებსაც ხშირად, დიდი ხანი არა არის რაც საჭიროდ ჩავთვალე დავხმარებოდი საკუთარ ფსიქიკას ქიმიური საშუალებებით, ფსიქოლოგია აღარ მშველოდა.
თუმცა ადრევე შევამჩნიე რომ მეხსიერების პრობლემები გამიჩნდა, ასაკი არმაქვს ისეთი რომ ვთქვა ამ ასაკში ნორმალურიაო, ოცდაათი წლისვარ.

წარსული ფრაგმენტული გახდა, სურათს ვერ ვაერთიანებდი, თითქოს ფრაქციებად დაიყო და განიბნა, როდესაც ძალისხმევას ვიჩენ, ვჯდები და ვცდილობ წარსული ავაწყო, უძლურივარ, არგამომდის.
ეს ჩემს მეგობარ ბიჭს არესმის, ის აივ უარყოფითია.
- როგორ არუნდა გახსოვდეს სად და როგორ აიკიდეო?
რეალურად ვერ ვიღდგენ დეტალებს, მაგრამ კარგად მახსოვს 2013-2014 წლებში არაბუნებრივი ოფლიანობა ღამით, მძინარეს, სრულიად სველი ვიღვიძებდი, ზოგჯერ გაყინული, დასველებური ზეწარი რომ გეკვრის ტანზე, მაგრამ ჯიუტად აგრძელებ წოლას და ცდილობ ძილი განაგრძო, დილით სამსახურში ხარ წასასვლელი ეხლა გაღვიძების დრო არარის ეუბნები შენს თავს.
ვხვდებოდი რომ ეს არიყო ნორმალური, ჯერ ფილტვებს დავაბრალე, მაგრამ სიცხეები არ მქონდა, არც სამსახურში მიჭირდა მუშაობა, სულ ერთხელ იყო როდესაც სისუსტემ მუხლი მომაყრევინა, თავიც დამახრევინა, მაგრამ ეს ჩვეულევრივ გრიპს მივაწერე, მაშინ ხომ აზრადაც ვერ გავივლებდი რომ აივ-ის ვირუს ვატარებდი უკვე.
შვებულება ავიღე, სისუსტისგან საკუთარი ხელითაც ვერ ვჭამდი საჭმელს, ოჯახოს ექიმის ინსტიტუტმა ფილტვების აწ უკვე გადატანილ ანთებას ან წინარე პერიოდს მიაწერა, დამინიშნეს ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ენერგოსტიმულატორები, მინერალევი, გადასხმა დამიდგეს და ერთკვირაში დაახლოვებით დავბრუნდი დედამიწაზ.
მეც დავიჯერე რომ გრიპის ვირუსი მქონდა, იმაზე რთული ვირუსი იყოთქო ვარწმუნებდი თავს ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმეთქო.
ამ ენერგო სტიმულატორს ნარკოტიკივით მივეჩვიე, ყოველდგე ვიღებდი, წყალში იყო გასახსნელი და არვიცი პლაცებო იყო თუ მართლა მეხმარებოდა რომ თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ წონაში დავიკელი, ესეც ამ "ჯადოსნურ" სითხეს მივაწერე.
თუმცა დროში ქრონოლოგია არეულიმაქვს, მახსოვს ფაქტები, მოცემულობები და დროის ჯაჭვში ვერვსვავ თანმიმდევრულად
ვერ ვიხსენებ ესეთი ოფლიანობა მანამდე მქონდა თუ მერე რაც უკონტაქტო ვიწექი საწოლში, მაგრამ ეს არაბუნებრივი ჰიპერჰიდროზია მხოლოდ ძილისას პერმანენტულად მქონდა ბოლო წლებში, არუნდა ვცდებოდე თუ ვიტყვი ბოლო ორწელს, სანამ ლაბორატორიულად აღმომიჩენდნენ აივს და თერაპიას დავიწყებდი.

ასევე უცბად განმივითარდა რინიტი, მანამდე არმქონია, ოღონს მან უფრო ადრე მოიკიდა ფეხი ჩემში, ერთ ჩვეულებრივ დღესაც აღმოვაჩინე რომ მწვავე, ჰიპერაქტიური რინიტი დამიდგინდა ალერგიული, მტანჯავდა, მკლავდა, სულ ოთახში ვიყავი, თითქოს მზის სხივებისაც კი მეშინოდა, დავიწყე მკურმალობა, ცოტა შვება მომცა და მას მერე ქრონიკულად ვმკურნალობდი.

მაგრამ რასაც ვერვხსნი, ისე წავალ ამ სამყაროდან ალბათ ეს პასუხგაუცემელი დარჩება რატომ ვერაღმოაჩინეს ტესტში რომელიც გავიკეთე 2015 წელს როცა ზამთარი ადგულს უთმობდა გაზაფხულს და მე მაშინდელ ტესტის პასუხში მიწერია აივ ნეგატივი, დღესაც შენახულიმაქვს ის ფურცელი.

ხოლო 2016 წელს ზაფხულში ისევ ლოგინს მივეჯაჭვე, გაუსაძლისი სისუსტე, ისევ ჯოჯოხეთური ოფლიანობა ღამით, არმაძინებდა იმაზე შიში რომ მთელი თეთრეული დასველდებოდა და გამოსაცვლელი გამიხდებოდა, ისტერიულად წამოვარდებოდი და აბაზანას ვიღებდი, ყოველი ღამე კოშმარს დაემსგავსა, ძილის მეშინოდა
CD4 - 540 მქონდა, HIV - 3550, ეს ტიტრი არარის ბევრი, არც სიდი4-ია ნორმის ქვემოთ, ქვედა ზღვარზე იყო, თერაპიიდან საშუალოდ ორთვეში ეს სინდრომი გაქრა, მაგრამ შიში დღესაც დამრჩა.

ამ ორ იდენტურ მდგომარეობას ვერ ვხსნი და 2015 წელი, ტესტში არაღმოჩენილი აივი.
თუ სამსჯავრო მართლა იარსებებს ალბათ რასაც ვიკითხავ პირველი ეს იქნება smile.gif

კეთილი სურვილებით,
Davit Hokie +

Posted by: GEO_5 12 Dec 2017, 19:09
QUOTE
ამ ორ იდენტურ მდგომარეობას ვერ ვხსნი და 2015 წელი, ტესტში არაღმოჩენილი აივი.

ესეთი რამ თუ ხდბოდა არმეგონა. ასეთი ძლიერი სიმპტომები თუ გქონდა მაშინ ანტისხეულები ხოუნდა გამომუშავებულიყო? შესაბამისად ტეტსტს უნდა ეჩვენებინა ეს რა ანომლიაა?

არ კითხე ექიმს რა პასუხი გითხრეს?

მე ვიყავი ანალიზებზე და ამათ იმედად ვიყო ეხლა facepalm.gif

მეც მქონდა სიმპტომები მცირე ოფლიანობა და დაბალი სიცხეები რამდენიმე დღე მერე უცებ 38 ავარდა სიცხე და ძაან გავიოფლე. ეგიყო და ეგ გამიარა ანალიზებზე ვიყავი უარყოფითი პასუხი იყო. ეხლა ამის მერე მთლაად დავზმენდი

QUOTE
2015 წელი, ტესტში არაღმოჩენილი აივი

ამის დედავატირე. ჩამერთო ისევ განგაშს და უძილო ღამეების სიგნალი ტვინში

facepalm.gif

Posted by: White_Shark 12 Dec 2017, 19:36
GEO_5
ეჭვი გაქვს რამის ?
მეც ვიყავი მსგავს მდგომარეობაში
აივ ინფიცირებულის დანა ჩანგლით ვჭამე დდდ ერთხელ მაშინ ღლაპი ვიყავი არ ვიცოიდ რეალურად რა იყო საფრთხე და ჩუმად წავედი ანალიზზე ხოდა ექიმი მეღადავებოდა არ გინდა არაფერი წადი სახლში დაისვენეო ზაფხული იყო მარა .. სანამ არ ამიღო ანალიზი არ მოვისმენ ისიც იმიტომ რომ აღარ მენერვიულა დ

GEO_5
მაშინ თუ ვერ აღმოგიჩინეს არამგონია რამე შეცვლილიყო დიდი ხანი გავიდა ? :დ

Posted by: GEO_5 12 Dec 2017, 22:16
RammShark1995

მქონდა ეჭვი და საეჭვო კონტაქტიდან 5 თვე და 2 კვირა იყო გასული ანალიზი გავიკეთე და უარყოფითი იყო. ექიმა საჭირო არ არისო განმეორება. ცოტა დამშვიდებული წამოვედი მარა ახლა თემას რო გადავხედე და აგერ Hokie-D-მ რო დაწერა რაც დავაციტირე აი მანდ დამეწყო ისევ პანიკა. უკვე ვეღარ გამგია რას და ვის დავუჯერო
ერთის მხრივ გეუბნებიან 3 თვის მერე სანდოა + ამატებენ შესაძლოა 6 თვის მერეც გამოვლინდესო ანუ უფრო გვიანო. აგერ კაცი იძახის ასეთი ძლიერი სიმპტომების მერე არაღმოაჩნდა ანტისხეულები და 1 წლის მერე აღმოაჩნდა. ანუ გამოდის დაზღვული არა ადამიანი მომენტ ახლა იმაშიც მეპარება ეჭვი საერთოდ როგორ კეთდდება ეგ ანალიზები შეიძლება ვაბშემ იმასაც ვფიქრობ საერთოდ ტარდება? აიღებენ სისხლს გაისვრიან ნაგვის ურნაში და ფულს ტეხავენ biggrin.gif facepalm.gif რავი უკვე ამდენი ფიქრისგან ყველაფერს ვფიქრობ

QUOTE
აივ ინფიცირებულის დანა ჩანგლით ვჭამე დდდ ერთხელ მაშინ ღლაპი ვიყავი არ ვიცოიდ რეალურად რა იყო საფრთხე და ჩუმად წავედი ანალიზზე ხოდა ექიმი მეღადავებოდა არ გინდა არაფერი წადი სახლში დაისვენეო ზაფხული იყო მარა .. სანამ არ ამიღო ანალიზი არ მოვისმენ ისიც იმიტომ რომ აღარ მენერვიულა

biggrin.gif
ხო. როცა რაღაცაზე ინფორმირებული არ ხარ და ცოდნა არ გაქ მაგარი ძნელია პანიკდები ადამიანი. მეც ეგრე ვიყავი
რავიცი რეალურად ალბათ უნდა მოვიშორო ამაზე ფიქრი მარა ვერ ვიშორებ. საეჭვო კონტაქტიდან მალევე რამდენიმე დღეში დაბალი სიცხეები მომცა და სუსტად ვოფლიანობდი მერე ძლიერ ოფლიანობაში და მაღალ სიცხეში გადაიზარდა. და სიცხე და ოფლიანობა ახასიათებსო სიმპტომები წაკითხული რო მქონდა აი მანდ დამერხა დღემდე 2 ხმა მესმის თავში 1 უბრალოდ გაციება იყო მეორე სიმპტომები მერე მიდის მკითხაობა რომელი იყო და ა.შ biggrin.gif

Posted by: White_Shark 12 Dec 2017, 22:25
GEO_5
არამგონია რამე იყო აქამდე გამოგიჩდნებოდა მამენტ რო ჩაურტყა ერთი ანალიზი კი ჯობია :დ

Posted by: GEO_5 12 Dec 2017, 22:31
RammShark1995

QUOTE
მამენტ რო ჩაურტყა ერთი ანალიზი კი ჯობია

ეს მინდოდა კიდე ეხლა :დ

ეხ რავიცი მივალ კიდე რამდენიმე თვეში

Posted by: medium 12 Dec 2017, 23:06
სა3ჭვო სექსუალური კავშირიდან 3 თვეში შეიძლება ტესტის გაკეთება ესეიგი, და 3 თვის მანძილზე რომ სხვასთან სექსით დაკავდე ხომ გადაედება sad.gif
ანუ სიმპტომები რომ გამოვლინდება ესეიგი უკვე ვიღაც დაავირუსე?

Posted by: adjarafun 13 Dec 2017, 11:31
QUOTE
ამ ორ იდენტურ მდგომარეობას ვერ ვხსნი და 2015 წელი, ტესტში არაღმოჩენილი აივი.

ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა მქონდა.
2013 წელს უარყოფითი
2015 წელს დადებითი

სავარაუდო ინფიცირების პერიოდი ვირუსის აღმოჩენისას 5-6 წელი smile.gif

უცნაურია მაგრამ ასეა. ექიმებს პასუხი არ აქვთ

პ.ს არანაირი სიმპტომი არასდროს არ მქონია

Posted by: GEO_5 13 Dec 2017, 11:45
QUOTE
ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა მქონდა.
2013 წელს უარყოფითი
2015 წელს დადებითი

სავარაუდო ინფიცირების პერიოდი ვირუსის აღმოჩენისას 5-6 წელი smile.gif

უცნაურია მაგრამ ასეა. ექიმებს პასუხი არ აქვთ

ესეთი რამ მარტო ამქვეყანაშ ხდება თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში სადაც მედიცინა განვთარებულია მანდაც ეგრე?
თუ ორგანიზმს გააჩნია. თუ ექიმების არაპროფესინალიზმის ბრალია?

რავივი მე მითხრა სავსებით საკმარისი დროა განმეორებით ტესტს არ საჭიროებო. 100 000 კაცზე 1 ადამიანი მოდისო ის რაც შენ დაწერე გვიან რო გამოუვლინდეს
ტესტებიც ზუსტია და სანდოვო

თურქეთში ამ მხრივ როგორაა საქმე მედცინის მხრივ? იქ რო წავიდე და გავკეთო ანალიზი? თუ არღირს?

QUOTE
სავარაუდო ინფიცირების პერიოდი ვირუსის აღმოჩენისას 5-6 წელი

ეგ ექიმმა გითხრა საშუალო 5-6 წლის წინ მოხდა დაინფიცრებაო? თუ ექიმმა გითხრა რავი სანდოა იმ ექიმის ნათქვამი რომელიც ამხნის განმავლობაში ინფიცრებული იყო ადამიანი და ვერ გაიგო? იმას გამორიცხავ რო 2013 წლეს მართლა არაფერი გჭირდა და მერე მოხდა ინფიცირება?

Posted by: White_Shark 13 Dec 2017, 11:49
GEO_5
მე მგონი თურქეთში მაგის გამო წასვლა თუ მაჩ რა

აქ გაიკეთე არამგონია მაშინ შეცდომა მოსვლოდათ

Posted by: GEO_5 13 Dec 2017, 11:58
RammShark1995

ვახ. რავი ვეღარ გამიგია აგერ მეორე ადამიანი იძახის 2 წლის მერე დაგვიდგინდაო.
მეორე ანალიზსაც გავიკეთებ 3 თვეში მარა ძლივს დალაგებული ფსიქიკა ისევ ამერია რა გამოდის ესე იზმენაში უნდა იცხოვრო ადამიანმა?

Posted by: adjarafun 13 Dec 2017, 12:35
GEO_5
QUOTE
ეგ ექიმმა გითხრა საშუალო 5-6 წლის წინ მოხდა დაინფიცრებაო? თუ ექიმმა გითხრა რავი სანდოა იმ ექიმის ნათქვამი რომელიც ამხნის განმავლობაში ინფიცრებული იყო ადამიანი და ვერ გაიგო? იმას გამორიცხავ რო 2013 წლეს მართლა არაფერი გჭირდა და მერე მოხდა ინფიცირება?

სამწუხაროდ ინფიცირების ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, სავარაუდო პერიოდი დგინდება ვირუსის რაოდენობისა და იმუნური სისტემის მდგომარეობის მიხედვით.
ფაქტია რომ ან ერთ შემთხვევაში შეცდა მედიცინა ან მეორეში, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ რადგან ახსენეს მაგიტომ ვთქვი.RammShark1995
QUOTE
აივ ინფიცირებულის დანა ჩანგლით ვჭამე დდდ ერთხელ მაშინ ღლაპი ვიყავი არ ვიცოიდ რეალურად რა იყო საფრთხე და ჩუმად წავედი ანალიზზე ხოდა ექიმი მეღადავებოდა არ გინდა არაფერი წადი სახლში დაისვენეო ზაფხული იყო მარა .. სანამ არ ამიღო ანალიზი არ მოვისმენ ისიც იმიტომ რომ აღარ მენერვიულა დ

დანა-ჩანგლით არაფერი არ გადაგედებოდა smile.gif)0
არ გადადის მასე გამორიცხულია

Posted by: White_Shark 13 Dec 2017, 12:37
adjarafun
ხო ვიცი მაგრამ მაშინა არ ვიცოდი და ჩავვარდი პანიკაში :დ სანამ არ გავიკეთე ანალიზი

Posted by: Solveig 13 Dec 2017, 13:51
QUOTE
სავარაუდო ინფიცირების პერიოდი ვირუსის აღმოჩენისას 5-6 წელი

IMHO ეს ძალიან სუბიექტურია.

ყველა ადამიანის იმუნური სისტემა და მთელი ორგანიზმი ინდივიდუალურია და ყველა სხვადასხვანაირი დინამიკით რეაგირებს ვირუსზე ინფიცირების შემდგომ.

ზემოთ ჰოკი-დ-ს მიერ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას რაც შეეხება-ღამის ოფლიანობა არის ძლიერ საყურადღებო სიმპტომი, რომელიც სრულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ადამიანის ძირეული გამოკვლევა მოხდეს, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ შეიძლება, ძალიან საშიშ დაავადებებზე მიუთითებდეს, მ.შ. ფილტვების ქრონიკულ ანთებაზე (რაა დროსაც აივ ინფექციაზეც შეიძლება იქნას ეჭვი მიტანილი), ასევე ტუბერკულოზზე, ფილტვის სიმსივნეზე, ლიმფომაზე.

Posted by: Hokie-D 13 Dec 2017, 15:36
მშვიდობა თქვენდა,

GEO-5
არმინდა შეგაშინო ბუნებრივია,
ჩემს შემთხვევაზე რაც უფრო მეტად ვფიქრობ სულ უფრო ვრწმუნდები რომ კი, მე ვიყავი უკვე ინფიცირებული და რატომღაც ანტისხეულები არ ან ვერ აღმოჩნდა. ძალიან უცნაურია მაგრამ ფაქტის წინაშე რომდესაც დგები გაიძულებს აღიარო რომ, კი.

ორგანიზმი უნიკალური სისტემაა, იმუნური სისტემა კიდევ უფრო რთული, ანტისხეული ცილაა, ცილის მოლეკულა რაც აკავებს ვირუსის სიცოცხლის უნარიანობას,
ბუნებრივია არმაქვს ის გენეტიკური კოდი რომ აივის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი გამაჩნდეს.
BBC-ს გადაცემას ვუყურე სადაც აფრიკის კონტინენტზე აივ-ის ისტორიას განიხილავდნენ, და იყო ერთი ფერადკანიანი სექსმუშაკი ქალი რომელსაც აივ ვირუსის მატარებელი იყო, მაგრამ ვირუსი მას არაზიანებდა, მხომოდ გაცამცემს წარმოადგენდა. ეს იყო უნიკალური გენეტიკური შემთხვევა რომელსაც ჰქონდა სპეციფიური ცილის სტრუქტურა რასაც ვერ ხედავდა ვირუსი რომ თავისი რეცეპტორული მექანიზმის მიმაგრებოდა CD4-ს.
მე ამ შემთხვევას არ ვეკუთვნი smile.gif მე აივი მაქვს, მაგრამ ეს დაწყევლილი სიმტომი 2013 წელს...

Solveig
ჩამოთვლილიდან ერთადერთი ყველაზე რაფინირებულ შემთხვევაში შესაDლებელია დავტოვო ანთება, რაც მაინც სუსტი იქნება როგორც საყრდები მოსაზრება, და მაინც.
რაცშეეხება ტუბერკულიოზს, სიმსივნეს და ლიმფომას არმაქვს, მას მერე ფილტვების რენდგენი გავიკეტე მინიმუმ ორჯერ ეს იყო 2014 წლის მიწურული და მეორე 2016 წლის ზაფხული (ეს ბოლო ის არის როდესაც უკვე დადასტურებულია აივი და თერაპია მენიშნება)
ფილტვის კვლევისას სიმსივნეც გამოჩნდებოდა და ტუბიც, ისე სად გაქრებოდა თუ ანტიბიოტიკს არ მივიღებდი, ლოგიკური მახეა.
სისხლის კვლება დეტალური არაერთხელ მაქვს გაკეთებული მას მერე და ყველა მონაცემში ლიმფოტიტები ნორმაშია, გადახრა არარის, რაც მაფიქრებინებს რომ ლიმფომაც უნდა გამოვრიცხო გაუსის მეთოდით.

ძლიერი ოფლიანობა ღამით, რატომ აღარ მემართება ანტირეტროვირუსული თერაპიის დაწყების შემდეგ?
იმიტომ რომ ეს აივ ვირუსის კლინიკა იყო ბატონებო.

პატივისცემით
Davit Hokie +

Posted by: პოზიტიური 14 Dec 2017, 15:41
adjarafun
QUOTE
ჯერ-ჯერობით ოფიციალური ლიცენზია წამლის წარმოებაზე არ გაცემულა

ანუ რეალურად მართლა არსებობს და ტესტირებას გადის?

Hokie-D
QUOTE
რეალურად ინფიცირებული ხაართ?

გახლავარ smile.gif

QUOTE
სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრება კულუარული რომ საქართველოში არის ელიტარული ჯგუფი რომელთაც აძლევენ ერთ აბს აივის სამკურნალოდ, ისევე როგორც ეს ევროპაშია დღეს, და დანარჩენ ადამიანებს ამას უმალავენ, ეს ბარბაროსობა დავიჯერო მარტო მე მესმის, და მარტო ჩემამდე მოდის ინფორმაცია

პირველდ მემსის შენგან

რაც შეეხება 1 აბიან მკურნალობას მსმენია, კონკრეტულად კი გერმანიის მაგალითი ვიცი

QUOTE
იქნებ რეალობაა და მოხდეს სასამართლოში გასაჩივრება

მაგას ვერ გაასაჩივრებ რადგან ჩვენთან არსებული "2 აბიანი" მკურნალობაც ეფექტურია და იაფი ვიდრე "1 აბიანი". მაშინ დონორ კომპანიასთან, რომელიც საქართველოსთვის ყიდულობს წამლებს, უნდა აწარმოო მოლაპარაკება და დაიყოლო იმ 1 აბის ყიდვა და შემოტანა smile.gif

მასე თუ მიუდგები მკურნალობის ხარისხს, მაშინ ჩვენთან შემოტანლი წამლების ხარისხიც არ უნდა მოგწონდეს რადგან ინდოეთში იწარმოება და განკუთვნილია ნაკლებად განვითარებულ სახლემწიოფოებისთვის smile.gif

Posted by: datka1000 14 Dec 2017, 19:51
პრეზერვატივი გამეხა დამთავრდების მომენტში ქალთან , ნუ ბორდელის ქალი არ არის მაგრამ აი საიტებზე რომ უდევთ რაა ფულზ ევეტობიო , ხო ხვდებით არა . ძაან მაგრად ვნერვიულობბ იძახის შანსი არაა სუფთა ვარო მაგრამ მაინც . თუ არსსებობს შანშI რომ არაფერი გადამედოსს
* * *
და სად უნდა გავიკეთო გამოლვლევები და რამდენ ხანში იქნებ იცოდეთ ,ყველანაირი გამოკვლევა რომ ჩავიტარო რა

Posted by: White_Shark 14 Dec 2017, 19:59
datka1000
სუფთაა თუ არა ეგ სახეზე არ აწერია
2 -3 თვეში ანალიზი აიღე სისხლის

Posted by: Solveig 14 Dec 2017, 20:07
პოზიტიური
QUOTE
მაშინ ჩვენთან შემოტანლი წამლების ხარისხიც არ უნდა მოგწონდეს რადგან ინდოეთში იწარმოება და განკუთვნილია ნაკლებად განვითარებულ სახლემწიოფოებისთვის

საქ. ბაზარი სავსეა ევროპაში, უკრაინა-ბელორუსსა და თურქეთში გამოშვებული წამლებით. ინდური წამალი ერთი ფესტალი იყო ჩემს ბავშვობაში და დღეს ეგეც არ გამიგია. ხო, კიდევ, ვოლტარენი.
და რაც მთავარია-ადგილობრივი ფარმ. საწარმოს გამოშვებული წამლები, რომელთაც ჯიუტად ატენიან ექიმები პაციენტებს, არადა, ბევრი ამბობს, რომ უცხოურ ანალოგებზე ნაკლებეფექტური არისო.

Posted by: datka1000 14 Dec 2017, 20:23
QUOTE (RammShark1995 @ 14 Dec 2017, 19:59 )
datka1000
სუფთაა თუ არა ეგ სახეზე არ აწერია
2 -3 თვეში ანალიზი აიღე სისხლის

მანამდე არ შეილება ანალიზის გაკეტება ? ანუ მანამდე იზმენებში უნდა ვიყო ტო ? მეტქი ამ დგეებშ გავაკეტებნტქო

Posted by: White_Shark 14 Dec 2017, 22:54
datka1000
გაიკეთებ მაგრამ არ ჩანს არაფერი , ჯერ ვირუსის ანტისხეულები უნდა გამოჩნდეს პლაზმაში თუ გამოჩენაა ... რა
ამიტომ მოგიწევს დაცდა

Posted by: datka1000 15 Dec 2017, 00:22
QUOTE (RammShark1995 @ 14 Dec 2017, 22:54 )
datka1000
გაიკეთებ მაგრამ არ ჩანს არაფერი , ჯერ ვირუსის ანტისხეულები უნდა გამოჩნდეს პლაზმაში თუ გამოჩენაა ... რა
ამიტომ მოგიწევს დაცდა

ანუ რაც ვენერიული დაავადებაა , ვერცერთშ ვერ დავადგენ ჯერრ სანამ არ გავა ეგ დრო ?

Posted by: Shelo9123 15 Dec 2017, 20:37
გამარჯობა მეგობრებო,

არის თუ არა რკინის ნაკლებობა ანემიის გარეშე და დ ვიტამინის ნაკლებობა აივთან კავშირში?

მადლობა წინასწაარ..

Posted by: Solveig 15 Dec 2017, 20:59
Shelo9123
QUOTE
არის თუ არა რკინის ნაკლებობა ანემიის გარეშე და დ ვიტამინის ნაკლებობა აივთან კავშირში?

კითხვა როგორ გავიგოთ?

2 ვარიანტია

1. რკინის და დ ვიტამინის ნაკლებობა ნიშნავს თუ არა იმს, რომ ადამიანს აქვს აივ?
2. შეიძლება, თუ არა, რომ ინფიცირებულ ადამიანს ვირუსის ქონის გამო განუვითარდეს რკინის და დ ვიტამინის ნაკლებობა?

ჰოდა, შენ რომელის გულისხმობ?

Posted by: Shelo9123 15 Dec 2017, 21:03
ჰო, მეორე.

შესაძლებელია თუ არა რომ ვირუსის გამო განვითარდეს რკინა და ვიტამინ დ დეფიციტი?

Posted by: Solveig 16 Dec 2017, 01:51
Shelo9123
იმდენ უვირუსო ადამიანს უვითარდება ეგ დეფიციტები, რომ საეჭვოა, ვირუსით ინფექციასთან იყოს კავშირში მაინცდამაინც. მით უმეტეს, თუ მკურნალობს ადამიანი და ვირუსული დატვირთვა აღარ აღენიშნება.

გარდა ამისა, რკინის მეტაბოლიზმი ზოგადად არაა სწორხაზოვნად მიმდინარე პროცესი. შეიძლება, საკვებში გაკლდეს რკინა, შეიძლება-საკმარისად იყოს, მაგრამ, ნაწლავებიდან არ შეიწოვებოდეს, შეიძლება-ღვიძლში იყოს გადანახვა-გადმოსროლის პროცესი დარღვეული და სხვ.

დ ვიტამინის ნაკლებობა არაა რთული შესავსები-ტაბლეტებს მიიღებ და მორჩა. რკინის დეფიციტიც აღმოიფხვრება, თუ მიზეზი დადგინდა.

Posted by: Shelo9123 16 Dec 2017, 02:20
გასაგებია. დიდი მადლობა ინფორმაციისთვის :)

Posted by: datka1000 16 Dec 2017, 17:49
როცა შიდსით ავადდება ადამიანი რამდენ ხანში უჩნდება დაავადების სიმპტომები ხო ვერ მეტყვით

Posted by: White_Shark 16 Dec 2017, 17:56
datka1000
გააჩნია ორგანიზმის იმუნურ სტატუს , ვირუსის შეგუებას შენს პლაზმასთან და როგორი ტიპის ვირუსი შეგხვდა აგრესიული თუ არა აგრესიული ანუ ამას ავხსნი (რაც მასწავლეს იმას ვამბობ smile.gif)) )
1 აგრესიული ვირუსის ტიპი მალე ვრცდება და ადვილად გაგრძნობინებს თავს
2 არაგრესიული ნელა მრავლდება და ნელა იწყებს ზიანის მიყენებას

ეხლა წარმომიდგენია შენი თავი იზმენებში , არ ინერვიული
საშუალოდ 3-4 თვეში გამოჩნდება შენს სისხლში ვირუსის ანტისხეულები .. შეიძლება მაგ დროს სიმპტომებს ვერც გრძნობდე

Posted by: datka1000 16 Dec 2017, 19:08
თუშეიძება რომ ერთი ორი სამი ან ერთი კვირის განმავლობაშ გამოვლინდეს სიმპტომი
* * *
QUOTE (RammShark1995 @ 16 Dec 2017, 17:56 )
datka1000
გააჩნია ორგანიზმის იმუნურ სტატუს , ვირუსის შეგუებას შენს პლაზმასთან და როგორი ტიპის ვირუსი შეგხვდა აგრესიული თუ არა აგრესიული ანუ ამას ავხსნი (რაც მასწავლეს იმას ვამბობ smile.gif)) )
1 აგრესიული ვირუსის ტიპი მალე ვრცდება და ადვილად გაგრძნობინებს თავს
2 არაგრესიული ნელა მრავლდება და ნელა იწყებს ზიანის მიყენებას

ეხლა წარმომიდგენია შენი თავი იზმენებში , არ ინერვიული
საშუალოდ 3-4 თვეში გამოჩნდება შენს სისხლში ვირუსის ანტისხეულები .. შეიძლება მაგ დროს სიმპტომებს ვერც გრძნობდე

არ ვინერვიულო კი არაა ორი დღეა ვერ დავძIნე ტო , ვერ ამოვიგდე თავიდდან ნეტა თუ რაიმე იქნება ისეთი მაინც იყოსს ორმ იკურნებიდესს , ფუ ამის რა ...
* * *
ვაფშეე ერთ დღესი ორ დღეშI ან სამშI ან ერთ კვირაშI თუ შეიძLება რომ გამოჩნდეს სიმპტომებით ?
* * *
იძახის პრეზერვატივის გარეშე არავისთან არ მქინია რაც ეს საქმე დავიწყეო და არავისთAნ გამხევიაოო , პირველი ხარო და იქნებ გამიმარტლოს

Posted by: White_Shark 16 Dec 2017, 21:38
datka1000
ძაან მცირე შანსია რომ რამე დაგემართოს .....
აქამდე ის სექს მუშაკაცი ვერ იმუშაკებდა biggrin.gif
და უძილობაზე მესმის შენი ..
ერთხელ ძაღლი მომახტა ფეხზე და დამდორბლა დალშე შენც იცი

Posted by: პოზიტიური 17 Dec 2017, 00:57
Solveig
QUOTE
საქ. ბაზარი სავსეა ევროპაში, უკრაინა-ბელორუსსა და თურქეთში გამოშვებული წამლებით

სხვა წამლები არ ვიცი და აივის სამკურნალო წამლები, რომელიც შიდსის ცენტრში გაიცემა ინდურია

Posted by: Solveig 18 Dec 2017, 21:03
სხვა რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით, ამას მივაგენი.

აივ-ის სრული "გაიდლაინია". იყოს აქ, გამოადგებათ დაინტერესებულ ადამიანებს.

http://www.moh.gov.ge/uploads/guidelines/2017/06/08/95e4bc8ab52e412c633fee88eb7fb0ae.pdf

Posted by: White_Shark 18 Dec 2017, 21:19
გამარაჯობათ ისე კითხვა მაქვს
ჰეპატიტები შეიძლება რომ აიკიდო საპარიკმახეროში ?

Posted by: Solveig 18 Dec 2017, 21:22
RammShark1995

საერთო გაუსტერილებელი სამართებლით თუ გაგპარსავენ წვერს ან გადაგპარსავენ თმას, მაშინ-კი.
თმის საკრეჭი მანქანებიც არაა მაინცდამაინც უსაფრთხო.
მანიკურის და პედიკურის ხელსაწყოებზე საერთოდ რაღა უნდა ითქვას.

საერთოდ, ბასრ ნივთებთან რაცაა ასოცირებული, ყველაფერი საშიშია ინფიცირების მხრივ.

Posted by: White_Shark 18 Dec 2017, 21:25
Solveig
ამდენი ხანია ვიჭრი ერთ საპარიკმახეროში თმას და ეხლა დავუფიქრდი :დ :დ

Posted by: m24 20 Dec 2017, 06:08
ზემოთ ნახსენები ერთაბიანი მკურნალობა ნამდვილად არსებობს ევროპაში Eviplera ასე ეწოდება წამალს, რაც შეეხება ამ წამლის დანერგვას ჩვენთან ჯერ შიდცის ცენტრშია ბევრი რამ შესაცვლელი პირველ რიგში ექიმების ზოგადი კულტურის დონის ამაღლება პაციენტებთან მიმართებაში...

Posted by: GEO_5 20 Dec 2017, 21:42
ცოტა გავცივდისავით და მაცემინებს და ტანში ცოტა შემაციებს ხოლმე და ეს სიმპტომები იცის. აივმა გაციების მაგავრი სიმპტომები იცისო. და ცემინება და შემცივნება იცის?

საპარიკმახეროში თმის შეჭრისას თუ გაგიჭრა პარიკმახერმა მაშინ არის საფრთხე მარტო?

Posted by: პოზიტიური 25 Dec 2017, 14:34
მაინტერესებს აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება დასაქმებულს მოსთხოვს აივის ცნობა?

Posted by: White_Shark 27 Dec 2017, 18:19
გოგოსთან ვიმაუმენე დღეს ხოდა lol.gif აი ნაღდად ვიცი რო არაფერი არ ჭირს უბრალოდ დავაკვირდე გოგოს 2- 3 თვე თუ მაინც გავიკეთო ანალიზი

Posted by: Berobero12 27 Dec 2017, 19:02

გამარობა. იქნებ ვინმემიცოდეთ სამი დღეა მაწუხებს საშინელი ქავილი სასქესო ორგანოსი და უკანანტანის ფეხებს შორის. როდესაც ვწევარ ან ვზივარ განსაკუთრებით მაშინ. არანაირი გამონაყარი არმაქ და არანაირი ტკვიკის შეგძნება. ისტერიულად მეწყება ქავილი დგეში 5-6 ჯერ. არვიცი რას დავაბრალო არვარ საქართვლოში დავერმივდივარ ექიმთან. ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელში ვფიქრობ უნიტაზიდან ხომ არ გადამედო რამე? გერმანიაში რა წამალი შეიძლება რომ ვიყიდო ?

Posted by: adjarafun 27 Dec 2017, 22:24
პოზიტიური

არა, რატომ უნდა მოსთხოვოს?
ჯანმრთელობის ცნობა შეიძლება მაგრამ ცალკე აივისბარ გამიგია

Posted by: ევროპელი... 31 Dec 2017, 01:39
QUOTE
სხვა რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით, ამას მივაგენი.

აივ-ის სრული "გაიდლაინია". იყოს აქ, გამოადგებათ დაინტერესებულ ადამიანებს.

http://www.moh.gov.ge/uploads/guidelines/2...e88eb7fb0ae.pdf

წონაში კლება 10% რო წერია. როგორ გამოითვლება? ბოლო დროს ბევრი ვიმაიმუნე ცოტა წონაშიც დავიკელი

75 კილო ვიყავი 4 კილო მაქ დაკლებული და შეიძლება ეს 10% ჩაითვალოს?

Posted by: პოზიტიური 31 Dec 2017, 14:59
ევროპელი...
ნერვიულობას ჯობია ანალიზი გაიკეთა და ეგაა yes.gif

Posted by: Solveig 31 Dec 2017, 15:23
ევროპელი...

წონის კლებას შეიძლება ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს-ძლიერი ემოციური სტრესი, ფიზიკური გადაღლა, საკვების ნაკლებობა, საჭმლის მომნელებელი სისტეის დაავადებები, რომლებიც ფაღარათით მიმდინარეობს, აივ, ტუბერკულოზი, ჰიპერთირეოზი და სხვა ენდოკრინული დარღვევები, სიმსივნეც კი. ამიტომ, თუ რამეზე ეჭვი გეპარება და თავს რაღაც ისეთს ამჩნევ, გარდა წონის კლებისა, რაც აქამდე არ გქონია, ექიმთან მიდი და გამოკვლევები ჩაიტარე.

პ.ს. მე ყველაზე მეტად იმის ეჭვი მაქვს, რომ ასეთი სასხვათაშორისო პოსტებით, უბრალოდ პოსტების რაოდენობას იმატებ. ჰოდა, მაგისათვის ონკოლოგიის და აივ-ის თემები ვერაა მთლად კარგი ადგილი.

Posted by: Erovnuli_liga 4 Jan 2018, 19:53
ra mainteresebs icit ? simptomi temperatora roa magali temperatura icis tu 37 gdzeldeba

Posted by: Wasley 5 Jan 2018, 18:34
მეძავთან ვიყავი საშინელ ადგილას . დამცავი მეკეთა ვიცი ეგ. დეტალები ცუდათ მახსოვს და ვნერვიულობ რამე ხომ არ ამკიდა, პენისზე ძირში ჭრილობაც შევამჩნია და თავზარი დამეცა
2 დღის მერე მქონდა გაციების ნიშნები სურდო,დაბალი სიცხეები. მაინტერესებს თუ ახასიათებს შიდს ასეთი რამე პირველადი ნიშნების სახით ,ზოგადად ძალიან იშვიათად ვცივდები ხოლმე

Posted by: Solveig 5 Jan 2018, 20:56
Wasley

QUOTE
2 დღის მერე მქონდა გაციების ნიშნები სურდო,დაბალი სიცხეები. მაინტერესებს თუ ახასიათებს შიდს ასეთი რამე პირველადი ნიშნების სახით ,

QUOTE
2 დღის მერე

no.gif

QUOTE
ჭრილობაც შევამჩნია და თავზარი დამეცა

რამდენ ხანში შეამჩნიე?

* * *
QUOTE
მეძავთან ვიყავი საშინელ ადგილას . დამცავი მეკეთა ვიცი ეგ.

დამცავის მიუხედავად, მე მგონი, არ იქნებოდა ურიგო, რომ ვენეროლოგთან მისულიყავი.

Posted by: White_Shark 5 Jan 2018, 21:04
Wasley
არამგონია რამე მოხდეს ისე საშინელ ადგილში რატო წახვედი შენც ??

Posted by: Wasley 5 Jan 2018, 21:21
QUOTE
დამცავის მიუხედავად, მე მგონი, არ იქნებოდა ურიგო, რომ ვენეროლოგთან მისულიყავი.

ეს რა შედეგს მოიტანს მაინტერესებს მართლა?
სანამ 3 თვის მერე ტესტს ჩავიტარებ არის რამე სიმპტომები რითაც ეჭვი შეიძლება გამიჩნდეს?

QUOTE
არამგონია რამე მოხდეს ისე საშინელ ადგილში რატო წახვედი შენც ??

მთვრალი ვიყავი ძალიან და სახლში მოვდიოდი ,გზაზე დავინახე მეძავი და ავყევი ცდუნებას, რაღაცეები კარგად არ მახსოვს და მაგიტომ ვნერვიულობ.

QUOTE
რამდენ ხანში შეამჩნიე?

ბანაობის დროს შევნიშნე შუა ნაწილზე, ფრჩხილით გაკაწრულს გავს, წესით მაგ ადგილს უნდა ფარავდეს რეზინა ,თუ არ დაფარა ბოლომდე, შარში ვარ სისხლის კონტაქტი თუ მოხდა.

Posted by: Solveig 7 Jan 2018, 23:33
Wasley
QUOTE
სანამ 3 თვის მერე ტესტს ჩავიტარებ არის რამე სიმპტომები რითაც ეჭვი შეიძლება გამიჩნდეს?

აივს თუ გულისხმობ, შეიძლება, არაფერი სიმპტომიც არ იყოს.
ბაქტერიულმა ინფექციებმა (სიფილისი, გონორეა) უფრო შეიძლება, რომ გამოავლინოს თავი, თუმცა, შეიძლება, არ გამოიხატოს სიმპტომები ისე, რომ შეამჩნიო.
QUOTE
ეს რა შედეგს მოიტანს მაინტერესებს მართლა?

შეემოწმები ვენერულ დაავადებებზე და უარეს შემთხვევაში-ანუ, თუ დაინფიცირდი რაიმეთი-რაც ადრე დაიწყებ ანტიბიოტიკებით მკურნალობას, მით მალე განიკურნები.
* * *
QUOTE
ბანაობის დროს შევნიშნე შ

რა ადგილზე კი არა, კონტაქტიდან რამდენ ხანში-მეთქი, ეგ გკითხე.

თუმცა, როგორც აღწერ (ნაკაწრს გავსო), ნაკლებმოსალოდნელია, რომ ეგ შანკრი იყოს, რაც სიფილისით ინფიცირების შემთხვევაში (კონტქტიდან გარკვეული დროის მერე) ჩნდება.

Posted by: regorego 8 Jan 2018, 21:17
QUOTE (Hokie-D @ 10 Dec 2017, 17:35 )
გამარჯობათ,
ამ ფორუმის მომხმარებელი რეალურად ინფიცირებული რამდენია, ან საერთოდ რომლებიხართ,
ხშირად პოსტების ავტორები არიან უბრალოდ დაინტერესებული მხარე ან გულშემატკივრები,
რეალურად ინფიცირებული ხაართ?

- სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრება კულუარული რომ საქართველოში არის ელიტარული ჯგუფი რომელთაც აძლევენ ერთ აბს აივის სამკურნალოდ, ისევე როგორც ეს ევროპაშია დღეს, და დანარჩენ ადამიანებს ამას უმალავენ, ეს ბარბაროსობა დავიჯერო მარტო მე მესმის, და მარტო ჩემამდე მოდის ინფორმაცია, რატომ არგაქვთ ამაზე რეფლექსია, რა უბედურებაა, ადრეც დავწერე ამაზე და ყველას გკიდიათ, საკუთარი ჯანმრთელობა არგადარდებთ, ხმა რომ ამოიღოთ და სამართლიანობა აღდგეს არგინდათ, იკითხეთ თქვენი წყაროებით ეს ჭორია თუ რეალობა, იქნებ რეალობაა და მოხდეს სასამართლოში გასაჩივრება, ხომ არიან ადამიანები ვინც არ მალავს სტატუს, ღიად აფიქსირებენ და სწორედ ეს ადამიანები იქნებიან სარჩელზე ხელის მომწერნი, უზენაესამდეც რომ მივიდეს საქმე საბრძოლი საქმეა თუ კი ეს რეალობაა,
მართლა ბევრისგან გავიგე, ისეთი ადამიანებისგან რომლებიც არარიან თავად ინფიცირებულები და მათაც უთქვამთ რომ ესეთი ჯგუფი არსებობს, რომ არამბობენ ამაზეო,
იკითხეთ თქვენი მხრივ რახდება, რატომ არის ეს აზრი ხალხში, არასამთავრობოებში მოიკითხეთ, სამინისტროებში, სადმე ხალხო მარტო იმის წერა რომ უი ესეა ავიკიდე და ესე გადამედო საქმეს არ შველის.
თქვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ეს კლასიკაა.

პატივისცემით
Hokie

ახლა გავიგე შენი პოსტიდან რომ ელიტარული ჯგუფი ერთ აბს იღებს. მე ორი წელია თითქმის და 2 აბს ვსვამ. 2 აბს იღებს ყველა ინფიცირებული ვინც ვიცი და გამიგია. თუ ეგ ინფორმაცია სწორია თქვი რამდენად სარწმუნოა და დარწმუნებული ვარ ბევრი დავსვამთ კითხვებს ჩვენს ექიმებთან. ჯანმთელობას გისურვებთsmile.gif

* * *
რაც შეეება რატომ ვერ გებულობენ თუ რა ხდება არ ვიცი. პირადად მე 2014 წლის ოქტომბერში გაბიკეთრ ანალიზი და უარყოფითი იყო. შემდეგ გავიკეთე 2016 წლის ოქტომბერში და დადებითი იყო. ექიმს რომ ვკითხე რამდენი წელია დაახლოებით რაც ინფიცირებული ვიყავი მითხრა, რომ 3 - 4 წელიო (ვირუსი მქონდა 75000. იმუნიტეტი 650) მეც გამიჩნდა კითხვები ,რატომ არ გამოჩნდა პირველ ჯერზე.მითუმეტეს ზუსტად აღვიდგინე დაინფიცირების დრო და მაგ პერიოდში ვირუსის მატარებელი ვიყავი. ჩემი რჩევაა არ იფიქრო მსგავს დეტალებზე, ვერაფერს ვერ შეცვლი smile.gif ეცადე საკუთარ თავზე იმუშაო და არ იფიქრო ბევრი. მიყევი მკურნალობას და მოუფრთხილდი მეტად თავს. მე ძაან გამიჭირდა, უმართავი გავხდი ემოციურად, მაგრამ გამოვედი მდგომარეობიდან, ძალიან ბევრი ბრძოლები გამოვიარე საკუთარ თავთან და დღრმდე ასე ვაგრძელებ და ბევრად უკეთ ვარ ყვლა მხრივ .
* * *
ორი წლის თავზე მომემატა ვირუსი რაოდენობა 75 მდე და ცოტა შემაშინა ამ ფაქტმა, მაგრამ ერთ თვეში ისევ განულდა და მეც დავმშვიდდი. ექიმებიც მეუბნებოდნენ რომ არ უნდა მენერვიულა smile.gif თავიდან ჩემი ექიმი არ მომწონდა, ვფიქრობდი, რომ ცივი, უგულისყურო და უემოციო ადამიანი იყო, მაგრამ ახლა ვიცო რომ ასე არ არის და მე ვითხოვდი იმ პერიოდში გადამეტებულ ყურადღებას. ძალიან ბევრია დამოკიდებული ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და აუცილებელია მის მოწესრიგებაზე მუშაობა, რაც ორჯერ გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას და გააუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას.

Posted by: ევროპელი... 9 Jan 2018, 15:12
Solveig

კითხვა უნდა დავსვა და იმედია რამე არ მოგეჩვენება კიდე პოსტების მომატება არ დამაბრალო ეხლა ისევ facepalm.gif

-----------------------------

გამარჯობათ.

ამაზე მაინტერესებს

QUOTE
ვირუსის გადაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსით ინფიცირებული ბიოლოგიური სითხე მოხვდა ჯანმრთელი ადამიანის სისხლში. დაინფიცირებისთვის საკმარისი კონცენტრაციით

თუ არასაკმარისი რაოდენობით მოხვდა, ხო მაინც მოხვდა ორგნზმში ამ შემთხვევაში რასქვია საკმარისი და არასაკმარისი? ამდროს რა ქრება ორგანიზმიდან და არ მრავლდება? ფაქტია ორგანიზმშია და სად მიდის ის ვრუსი?

regorego

გამარჯობა.

QUOTE
2014 წლის ოქტომბერში გაბიკეთრ ანალიზი და უარყოფითი იყო. შემდეგ გავიკეთე 2016 წლის ოქტომბერში და დადებითი იყო. ექიმს რომ ვკითხე რამდენი წელია დაახლოებით რაც ინფიცირებული ვიყავი მითხრა, რომ 3 - 4 წელიო (ვირუსი მქონდა 75000. იმუნიტეტი 650) მეც გამიჩნდა კითხვები ,რატომ არ გამოჩნდა პირველ ჯერზე.მითუმეტეს ზუსტად აღვიდგინე დაინფიცირების დრო და მაგ პერიოდში ვირუსის მატარებელი ვიყავი.

რა გიპასუხა ამაზე ექიმმა? სად გაიკეთე ანალიზი ცენტრში?

Posted by: adjarafun 9 Jan 2018, 21:07
ევროპელი...
იმას ქვია რომ ინფიცირებისთვის აუცილებელია ორგანიზმში ვირუსი მოხვდეს დიდი რაოდენობით. თუ მცირე რაოდენობა ხვდება არ მრავლდება ისე სწრაფად და იმუნიტეტი ერევა ანუ არ ინფიცირდება ადამიანი

Posted by: regorego 9 Jan 2018, 22:30
არაფერი არ მიპასუხა და აღარც მე არ მიკითხავს არაფერი. კი, ცენტრში გავიკეთე. პარანოია მჭირდა და სულ მანდ გავრბოდი ანალიზზე :დ ვიცოდი რომ რაღაც მჭირდა, ვგრძნობდი და ბოლოს კი აღმოვჩნდი მართალი smile.gif

Posted by: Wasley 9 Jan 2018, 23:12
შიდსის ცენტრში მე4 თაობის anti hiw anti gn ტესტი კეთდება?ადრე ერთერთ კლინიკაში გავიკეთე და anti-hiw 1/2 ეწერა და ეს რომელი თაობის გამოდის?

Posted by: ევროპელი... 10 Jan 2018, 01:04
adjarafun

და როცა იმუნიტეი ერევა გარკვეული ბრძოლა არ მიდის ორგანიზმში? და ამ ბრძოლის შედეგად შეიძლება რამე სიმპტომები გამოვლინდეს? თუ უბრალოდ შეუმჩნევლად ამარცხებს იმუნიტეტი?

მოდი პირდაპირ ვიკითხავ რა. ნუ დასამალი რა არის biggrin.gif ნასვამი ვიყავი რა და ჯერ მინეტი გავუკეთეთ ერთმანეთს facepalm.gif იმის მერე არ მინახია თავს მარიდებდა და აქედან დავეჭვდი მაინც ხოდა ანალიზების გაკეთება მინდა. ხოდა იმის კითხვა მინდა აი მაგ დროს სითხეებით გადადისო ვირუსი. ხოდა რავი სისველე არ მგრძვნია ან რამე სითხე lol.gif facepalm.gif + მალევე შევწყვიტე რაღაც არ მევასა lol.gif facepalm.gif ხოდა სითხის მოხვეედრის გარეშე არის რამე რისკი გადადების? ან თუ ცოტა ოდენობით მოხვდა? კაროჩე კარგად არ მახსოვს რა რამე სითხე ან შეიძლება ცოტა იყო რავიცი ნასვამი ვიყავი

regorego

უცნაურია. მთელი გალდიანები მეცნიერები ექიმები ფაქტიურად 100% გარწმუნებენ 3 თვეზე გაკეთებული პასუხი ზუსტიაო.
სულ რამდენჯერ იყავი ანალიზზე?

შენ როცა იკეთებდი იყო ის ტექნკა ანტისხეულებამდე ანტიგენებსაც რო იჭერსო. უფრო ზუსტიაო ამბობენ და რავიცი

რამე სიმპტომები გქონდა? თუ შინაგანად გრძნობდი განცდით?

ბოდიში თუ ძაან პირადულზე გეკითხები.

ბედნერებას გამძლეობას. სიმხნევეს და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ yes.gif

Posted by: Solveig 10 Jan 2018, 01:53
ევროპელი...
QUOTE
ფაქტია ორგანიზმშია და სად მიდის ის ვრუსი?

არ არის ორგანიზმში.

ძლიერ მცირე რაოდენობით როცა ხვდება, მას ბლოკავს ორგანიზმში არსებული ანტივირუსული ექსპრეს-მექანიზმები. მაგრამ, როცა დიდი რაოდენობით ხვდება, ეს მექანიზმები უკვე უძლურია-ვეღარ ერევა ამდენ ნაწილაკს. შედეგად, ვირუსი ახდენს უჯრედების ინფიცირებას.
QUOTE
მ ბრძოლის შედეგად შეიძლება რამე სიმპტომები გამოვლინდეს? თუ უბრალოდ შეუმჩნევლად ამარცხებს იმუნიტეტი?

კარგი კითხვაა. მე რამდენადაც ვიცი, ითვლება, რომ არა. იმიტომ, რომ ვირუსული ნაწილაკი მანამ იბლოკება, სანამ რამენაირად გამოავლენდეს თავს.

adjarafun
QUOTE
იმუნიტეტი ერევა

yes.gif

Posted by: ევროპელი... 10 Jan 2018, 02:14
Solveig

მადლობა. და ზემოდ რაც დავწერე მანდ არის ინფიცირების რისკი შენი აზრით?

აი კაი საიტი აღმოვაჩინე დეტალურაად არის ყველაფერი მოცემული https://soropositivo.org ყველა კითხვაზეა პასუხი და იმედია ბევრს გამოადგება ვისაც ინფორმაცია არ აქვს და კითხვები აქ

ორალურ სექსზეც თუ მეეტყვთ რა წერია მადლობელი ვიქნები მე ნო ენგლიშ facepalm.gif

Posted by: adjarafun 10 Jan 2018, 09:35
ევროპელი...
დიდი ალბათობით არა.თუ ინფიცირებული მკურნალობდა მითუმეტეს

Posted by: ევროპელი... 10 Jan 2018, 13:14
adjarafun

მადლობა

გამძლეობას ბედიერებას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის

წარმატებები ყველას

Posted by: Coin 13 Jan 2018, 03:08
მეგობრებო
მთავარს რასაც გირჩევთ არის ის რომ დაანებეთ რაღაცეების ძებნას თავი, გაგაგიჟებთ
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით.
მიდით და გაიკეთეთ ანალიზი. პირველ რიგში არის ის რომ შიდსი არ არის მომაკვდინებელი, აღარ არის უფრო სწორად.მეორე, შვილსაც ჯანმრთელს იყოლიებთ ჩვეულებრივად თუ იმკურნალებთ და მესამე, ადამიანებს ჭირთ შაქარი ხო? და კიდე არაერთი დაავადებაა ასეთი, ცხოვრობენ ჩვეულებრივ, უბრალოდ შედარებით ჯანსაღად და გარკვეული წამლების მიღება უწევთ, მეტი არაფერი.
მე ძალიან დიდი ხანი ვინერვიულე სანამ ანალიზს გავიკეთებდი, გავიკეთე და არაფერი არ აღმოჩნდა, არადა მანამდე სადღაც 1 წელი ნერვიულობით მოვკვდი, თურმე სულ ტყუილად.
მოკლედ გირჩევთ წახვიდეთ და ანალიზი გაიკეთოთ, ჯერ ერთი 99.9 % არის ალბათობა რომ არაფერი აღმოგაჩნდეთ და თუ 0.1%-ში მოხვდით, საჭიროა დროულად დაიწყოთ მკურნალობა. გასული საუკუნისგან განსხვავებით, კიდევ ვიმეორებ რომ შიდსი მომაკვდინებელი აღარ არის

Posted by: Hokie-D 14 Jan 2018, 16:36
regorego

თქვენი პოსტი საკმაოდ მწყობრია და მშვიდი ემოცია გასდევს, ემპათია გამიჩინა და თბილია.
რაც შეეხება "ელიტურ ჯგუფს" ეს ტერმინი პირობითად გამოვიყენე რადგან თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა გამოდის რომ პრივილეგირებულია, მე არვიცი ზუსტად და ბუნებრივია ვერ დავამტკიცებ, თავშივე ავღნიშნე რომ უკვე ორი ადამიანისგან მოვისმინე იგივე რამ, ერთი ჩემი ახლო მეგობარია, თავად აივ ნეგატივი და მან მითხრა რომ ერთ ცნობად გეი ბიჭს უთქვამს რომ თუ დადგებოდა ამ რეალობის წინაშე არშეშინებოდა და ჩართავდა ამ რაღაც მიმალულ პროგრამაში, შეიძლება ჩვეულებრივი ჭორია და სანერვიულო არც არაფერია, უბრალოდ ის ვთქვი რომ ამაზე იკითხოთ თქვენს ექიმებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამინისტროში და მედიაში.

მეორე სტროფს გამოვეხმაურები, ანალოგიური მოცემულობა მქონდა, ზუსტად ვიცი რომ გაცილებით ადრე დავინფიცირდი ვიდრე აღმომიჩენდა ტესტი, და მანამდე გაკეთებულ ანალიზში აივ ნეგატივი ვიყავი, ხატოვანი იქნება მაგრამ არვიცი რადავარქვა ამ შემთხვევას, იმუნიტეტი სიმართლეს გადაეფარა და სიცრუე დამანახა, მეგონა რომ ჯანმრთელი ვიყავი, რემისიის პერიოდში ვირუსი თავის ანტისხეულებიანად სადღაც ჩაიკეტა, როდესაც კრიზი მქონდა და ვირუსი გამოჩნდა 2016 წელი იყო 2015 ტში შემოდგომა იდგა, უარყოფითი ვიყავი ეს წარმოუდგენელია და რაც ყველაზე შოკის მომგვრელია ეს ანალიზი ევროპაში გავიკეთე ორივე. რატომ ვერ იპოვეს ანტისხეული, პასუხი არმაქვს.

მშვიდობა თქვენდა
Davit Hokie HIV+

Posted by: regorego 26 Jan 2018, 22:51
ვკითხავ ექიმს ამის შესახებ, მაგრამ არა
გონია სიმართლე მითრას ვინმემ ასეც რომ იყოს.
თუ ბევრი იკითხავს იქნებ შევძლოთ ზეწოლის მოხდენა და გავარკვიოთ სიმართლე. ასე რომ ვიკითხოთ ყველა ინფიცირებულმა ელიტურ ჯგუფზე და ერთ აბიან მკურნალობაზე.

Posted by: datka1000 29 Jan 2018, 12:08
დამთავრების მომენტში როცაა გაგეხევა პრეზერვატივი და სპერმა შიგნით მოხვდებაა რამდენი პროცენტია იმიშ შანსი რომ შიდსი აიკიდო , თუ ქალი ინფიცირებულიაა და თუ დამთავრებამდე გაგეხევა მაშIნ რამდენი პროცენტია შანსი . ? თუ იცით ვინმემ მიპასუხეთ რა . დამთავრდების დროს გამეხა და შIგნით მოხვდაა სპერმა მაგრამ რაიმე სითხეე არ მქონია არაფერი სპერმის გარდა შევბ=ნიშნე და რამდენი პროცრნტია შანსი რომ ავიკიდო

Posted by: adjarafun 29 Jan 2018, 23:01
datka1000
დამთავრებას და დაუმთავრებლობას მნიშვნელობა მაშინ აქვს თუ შენ ხარ ინფიცირებული.ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ გამოდის რო მალე გამოიღე და დიდი კონტაქტიც არ გქონია შესაბამისად მცირეა შანსი

Posted by: m24 30 Jan 2018, 01:31
მე ვკითხე ექიმს და თურმე მადლობა უნდა თქვან ქართველმა ინფიცირებულებმა და დიდი მიღწევაა ეს 2 აბიც რომ ფინანსდება ასეთი იყო პასუხი სავარაუდოდ დიდი გზაა 1 აბიან მკურნალობამდე ...
P.S. ზოგადად სულ მებადება კითხვა ეს ფორუმი რას უწყობს ხელს ან რა ჯიშის ხალხი შემოდის აქ ყველა ერიდება თემას ყვრლა გაურბის დიალოგს ყველა ნეგატიუტია პირადად მე აივ - ვირუსი რომ არა ამ ფორუმის არსებობაც არ ვიცოდი სანამ შინაგანი კულტურა არ ამაღლდება ჩემი გიჟი ექიმის არ იყოს ერთ აბიანი მკურნალობა კი არა ორაბიანიც ზედმეტია ...

Posted by: Solveig 30 Jan 2018, 01:44
QUOTE
სანამ შინაგანი კულტურა არ ამაღლდება ჩემი გიჟი ექიმის არ იყოს ერთ აბიანი მკურნალობა კი არა ორაბიანიც ზედმეტია ...

რატომ ასე მწარედ? ეგ ორაბიანიც რომ არ იყო მისაწვდომი კარგა ხანს, მაგიტომაც შეიქმნა სტიგმა მოსახლეობაში. სტიგმას უსაშველობა და არაინფორმირებულობა ქმნის, მეტი კი არაფერი.

თქვენ ალბათ ახალი იუზერები ხართ, ვინც ფორუმს უჩივით. მე 2005 წლიდან ვწერ ფორუმზე , ბარე 5 წელი იქნება, რაც ამ განყოფილების მოდერატორი ვარ და, მშვენივრად მახსოვს, რომ წლების წინ სათოფეზე არავინ ეკარებოდა აივ-ის თემას. ინფიცირებულობის აღიარება კი არა, ზოგი ადამიანი დაწერდა, მიიღებდა პასუხს და მერე მოდერატორს სთხოვდა-პოსტი წამიშალეო. ბოლო წლებია, უფრო შეიცვალა დამოკიდებულება.

რაც შეეხება ამ ყბადაღებულ 'ელიტურ ჯგუფს", მეეჭვება, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს ფაქტი იმის შესახებ, რომ ორნაირი წამლები შემოაქვთ და ერთი მხოლოდ "ელიტარებისათვის" არის მისაწვდომი უფასოდ.. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომელიც "1 აბით" მკურნალობენ, უბრალოდ, უცხოეთში არიან რომელიმე პროგრამაში ან დაზღვეულები და წამლებსაც იქიდან იღებენ და, ფინანსური მდგომარეობა კი ისეთი აქვთ, რომ აძლევთ ამის საშუალებას. ც ჰეპატიტზეც ხომ ეგრე იყო. სანამ ახლანდელი პროგრამა დაიწყებოდა, საქართველოში ხალხი საკუთარი ძალებით მკურნალობდა. იყო ისეთი დროც, რომ ის ინტერფერონ-რიბავირინიც საერთოდ არ იყო საქართველოში და ხალხს უცხოეთიდან ჩამოჰქონდა. ამიტომაც, მართლა მხოლოდ "ელიტარული" (იმდენი მაგათ რა ვუთხარი) პაციენტები მკურნალობდნენ.

Posted by: ენერმაქსი 1 Feb 2018, 00:44
სალამი მეგობრებო

მოკლედ გუშინ ძაან დიდი ###ობა ვქენი.

სადღაც ვიყავი მოკლედ და ნასვამზე ერთ-ერთ გოგოსთან მქონდა სექსი, დამცავით თუმცა ორალურიც მივაყოლე facepalm.gif

ხოდა არვიცი იმ გოგოს ჭირს რამე არ ჭირს, ხოდა ორალურით რო გადმომედოს არის შანსი? 3 თვე სჭირდება რო ანალიზმა ანახოსო და ის 3 თვე უნდა მოვკვდე ნერვიულობით

Posted by: m24 1 Feb 2018, 03:03
Solveig... zustad magas vgulisxmob umjobesia ak sachiro temebze isaubros adamianebma camis shecla ( rogorc vici globaluri fondi agar afinansabs camals da ra camali chaenacvla) ra gaketda ra ketdeba vidre vin sad sheyo da gaexa tu gaebzara rezibi !!!
Komunistebis droidan gadmonasht jurnalebshi rom awerieben xalxs xels camlis agebis dros ( agaraferc vamvob gofonaze romelic wamals gascems sul mis dziebashia xalxi) da shen win gacemuli saxeli da gvarebi ro shegidzlia chaikktxo es normaluria a tema da daweret tu magrebi xart !!!

Posted by: adjarafun 1 Feb 2018, 12:18
პრობლემა ისაა,რომ სახელმწიფო შიდსის მკურნალობის პროგრამას ახორციელება მხოლოდ შიდსის ცენტრთან ერთად.
სამწუხაროდ ალტერნატივა არ არსებობს განსხვავებით ც ჰეპატიტის პროგრამისგან.
გამოსავალი ის არის რომ შეიცვალოს მიდგომა და ეს პროგრამა განხორციელდეს რამოდენიმე კლინიკაში შესაბამისად პაციენტებს არჩევანის და უკეთესი სერვისის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ

Posted by: Solveig 1 Feb 2018, 16:53
adjarafun

QUOTE
სამწუხაროდ ალტერნატივა არ არსებობს განსხვავებით ც ჰეპატიტის პროგრამისგან.

როგორც ც ჰეპატიტის, ისე აივის შემთხვევაში სახელმწიფოს შემოაქვს წამლები და იხდის მათ საფასურს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აივის შემთხვევაში არის 1 დიდი ცენტრი (შიდსისა და კლინ. იმუნოლოგიის) და იმას ემორჩილება ყველა, ხოლო ც ჰეპატიტის შემთხვევაში -სხვადასხვა კლინიკები დამოუკიდებლად მოქმედებენ.
QUOTE
პაციენტებს არჩევანის და უკეთესი სერვისის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ

წამლების თვალსაზრისით ეს არაფერს შეცვლის. სანამ სახელმწიფო იქნებ აპასუხისმგებელი წამლის შემოტანაზე, ის შემოიტანს მხოლოდ 1 მწარმოებლისას, რომელსაც ერთდროულად ჩათვლის სასარგებლოდ, სამკურნალო თვალსაზრისით და ამავდროულად, ფინანსურად ხელსაყრელადაც. აი, სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით კი იქნება სხვაობა და პაციენტებს მეტი არჩევნის საშუალება ექნებათ, რომ თავიანთთვის სასურველ ექიმთან მივიდნენ. სხვა საკითხია კიდევ, თუ არის საქართველოში საკმარისი რაოდენობა ექიმი-ინფექციონისტების, რომლებიც პაციენტში აივ ინფექციის მართვას შეძლებენ.

Posted by: Hokie-D 1 Feb 2018, 18:38
მე ვკითხულობ ამ პოსტებს და გული რისხვისგან მევსება,
ადამიანებს ეუბნებიან რომ მადლობლები იყავით რომ სულ არ გხოცავდნენო,
ქალბატონები და ბატონებო საქართველო ევროპის კონვენციებზე ხელმომწერი სახელმწიფოა, და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, რატომ უდგება მოდერატორი მსგავსი რიტორიკით ჩემთვის გაურკვეველია, იმის მაგივრად რომ ამბოხი იყოს და კი აიძულო პასუხისმგებელი სტრუქტურები სერვისი იყოს ღირსეული და ადამიანისთვის ღირსების არშემლახველი, სტრასბურგისთვის მიმართვა უმარტივესია ბატონებო, ელექტრონულად ავსებ სარჩელს და გზავნი, ერთი მოქნილი იურისტი უნდა და გამართულად დაწერს ამ ყველაფერს, რაუდგას ამას წინ რომ სახელმწიფო აიძულოთ იყოს ღირსეული, მისი მაგიერ იძახოთ მადლობა თქვით რომ ეს მაინც გვაქვს რაც გვაქვსო,
არა მეტი უნდა იყოს, მე რომ აივ დადებითივარ ეს არნიშნავს რომ კრიმინალი ვარ და უნდა სასჯელი მოვიხადო, ნუ სპეკულირებთ წარსულით, წარსულში რა იყო არარელევანტურია, დღეს რაც არის იმ გაიდლაინით იხემძღვანელეთ.

მე მაქვს უტოპიური იდეა, ყველა აივ დადებითს მოვუწოდებ დატოვონ ქვეყანა, მასობრივად დატოვეთ და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოითხოვეთ თავშესაფარი რომ თქვენი ქვეყანა ვერზრუნავს თქვენზე, გეპყრობათ არასათანადოდ, თავშესაფრის მოთხოვნა არარის სამართალ დარღვევა ეს ყველას კანონიერი უფლებაა ჟენევის კონვენციით აღიარებული, ეს არნიშნავს რომ დააკმაყოფილებს ევროპა თქვენს მოთხოვნას თავშესაფარზე მაგრამ დიდი რეზონანსი ექნება და საქართველოს აიძულებენ რეაგირებისკენ, ისევე როგორც მიაღებინეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რისგამოც ქართველებს ცა ჩამოექცათ თავზე, ასევე აიძულებენ ქართულ სახელმწიფოს გაატაროს სწორი და სამართლებრივი რეფორმა ამ მტვერმიყრილ პრობლემაზე.

პატივისცემით

Posted by: Solveig 1 Feb 2018, 19:07
Hokie-D
QUOTE
რატომ უდგება მოდერატორი მსგავსი რიტორიკით ჩემთვის გაურკვეველია,

აბა რიტორიკა?
QUOTE
იმის მაგივრად რომ ამბოხი იყოს და კი აიძულო პასუხისმგებელი სტრუქტურები სერვისი იყოს ღირსეული და ადამიანისთვის ღირსების არშემლახველი,

და, ფორუმი და მოდერატორი რა შუაშია აქ? ვინმემ ვინმეს რაიმე დაუშალა?

რაიმე ღონისძიების (თუნდაც საპროტესტო ან გამაფრთხილებელი) გამართვა და საამისოდ აქ საუბრების წარმოება აკრძალული არაა, თუ პროტესტს მშვიდობიანი ფორმა აქვს. ფორუმული შეხვედრები ხშირად იგეგმება ფორუმის თემებში.

აქ არავინ არაფერს კრძალავს და მე მგონი, დამამცირებელიც არაფერი დაწერილა აივ ინფიცირებული ადამიანების მიმართ. წლების განმავლობაში არსებობს ეს თემა. შემოდის ხალხი, კითხულობს რაღაცას, იღებს პასუხს და გრძელდება ასე.

ასევე პატივისცემით..

Posted by: Hokie-D 1 Feb 2018, 19:25
ამცირებს სახელმწიფო და თქვენ აცხადებთ რომ მადლობლები იყავით იმითი რაც გვაქვს,
ეს არარის სწორი მიდგომა,
თუ არიხმაურებთ არასდროს გადადგავს სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს,
რაც მესმის აუღებელი ციხე სიმაგრეა ეს შიდსის და იმუნოლოგიის ცენტრი, მათ ხალხის და სამართლის ძალა არუგრძვნიათ და მაგიტომ,
რამე გააკეთეთ ქმედით,
მხოლოდ წერა საქმეს არ გამოასწორებს.

Posted by: ევროპელი... 3 Feb 2018, 00:14
გამარჯობათ. ინფექციის შემთხვევაში რო იძახიან ჯირკვლები დიდდებაო რომელ ჯირკვლებზეა საუბარი ან სად არის ეს ჯირკვლბი ყელში?

user posted image

აი ამ სურათზე რომ არის შავად მონიშნული ხელით მოსინჯვისას ვგრძნოობ პატარა ბურთივით როცა ხელს მოვუჭერ მერე მტკივა ცოტახანი. ისე არა და ეგ ჯირკვალი გადიდებულია ეხლა ხელით რო ვგრძნობ თუ ეგრე უნდა იგრძნობოდეს ისედაც?

პ.ს გლანდები ამოჭრილი მაქ

Posted by: m24 4 Feb 2018, 12:38
Solveig piradshi ver gwert dambloket ramdenime tvis win sruliad unizezod chemi postebi washale !!!

* * *
Cixesimagre araa ufro sworad araadamianebis brboa paciebtebs ucxoplanetelebivit uyureben stigma mad mdzvinvarebs yvelaze metad !!!
* * *
Solveig getayvat gtxovt washalot yvela chemi posti please ... ))) ak chemi fexi agar ikneba sxva frontiz xazs vxsnii )))

Posted by: Milana_ 5 Feb 2018, 01:13
ევროპელი...
მე ეგ ჯირკვალი მქონდა ძალიან გადიდებული, ჩიყვი მეგონა რატომღაც და ენდოკრინოლოგთან რომ მივედი, ერთი ათი ანალიზი მაინც ამიღო თავის ეხოთი და ყველაფერი რიგზე გაქვს და ეს ჯირკვალი რატომ გაქვს გადიდებული ვერ ვხვდებიო, ისე სხვა დარგის ექიმებსაც რომ ქონდეთ ცოტა წარმოდგენა და გადაამისამართონ ხოლმე საჭირო ადგილას კარგი იქნება, მეც წამოვედი დამშვიდებული რომ ჩიყვი არ მქონდა მაგრამ თურმე რა ჩიყვი 5 თვის შემდეგ ჩემით მოვინდომე აივის ანალიზი და ...
* * *
m24
ვინ გაგაბრაზა ?? smile.gif))
* * *
მე ჩემი ექიმი მომწონს 31 დეკემბერს მივედი წამლებზე ბავშვი ცუდად მყავდა და ჩემი თავი სულ გადამავიწყდა და რათქმაუნდა არავინ დამხვდა, დავურეკე წამლები არ მაქვს თქო რათქმაუნდა მოვუბოდოშე და ნახევარ საათში სამი ადამიანი მოიყვანა საავადმყოფოში რო კაბინეტების კარებები გაეღოთ

Posted by: Solveig 5 Feb 2018, 10:49
Milana_
როგორ ხარ?

-----------

Posted by: Milana_ 5 Feb 2018, 11:43
უკეთესად, ვირუსული დატვირთვა 130 000 იდან 160 ზე ჩამომივიდა

Posted by: ]3eaTlES 5 Feb 2018, 11:56
ევროპელი...
საიმტერესო კითხვა დასვა ამ ადამიანმა, ეგ ჯირკვალი ერთ მხარეს რო მივაწვები მეც მხვდება ხელში, მაგრამ, მე როგორც ვიცი, როდესაც გადიდებულია მაშინ მიწოლა კიარა ისედაც შესამჩნევადაც უნდა მოგხვდეს ხელში, იქნებ დაწეროთ ვინც იცით ამაზე უფრო მეტი ??????

Posted by: m24 5 Feb 2018, 11:58
http://primetime.ge/%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94/

Posted by: adjarafun 5 Feb 2018, 22:51
რაც შეეხება სიმპტომებს,ძალიან პირობითია და ინდივიდუალური.არასდროს არანაირი სიმპტომი რაც ახასიათებს შიდსს არ მქონია.
ზოგადად აივ ვირუსმა განიცადა ტრანსფორმაცია ბევრი სამედიცინო დასკვნა ამბობს რომ ის აღარ არის ისეთი აგრესიული როგორც იყო 80-90 წლებში.
შესაბამისად გამოვლინებები არის მინიმალური და ინდივიდუალური

Posted by: Erovnuli_ligaa 11 Feb 2018, 23:04
მეგობრებო ანალიზის გაკეთება მინდა და რომლიდან რომლამდე არიან ?

Posted by: პოზიტიური 14 Feb 2018, 23:36
QUOTE (Erovnuli_ligaa @ 11 Feb 2018, 23:04 )
მეგობრებო ანალიზის გაკეთება მინდა და რომლიდან რომლამდე არიან ?

10-დან 1-მდე

Posted by: justonetime 16 Feb 2018, 07:44
გამარჯობათ მოკლედ თქვენი დახმარება მჭირდება
გავიკეთე აივ ანალიზი, შიდსის ცენტრში, პასუხი იყო უარყოფითი.

უბრალოდ ეხლა მაგრად ვნერვიულობ შემდეგ თემაზე:
ვინც სისხლს მიღებდა არ ვუყურებდი და შესაბამისად არც ვიცი ახალი შპრიცით ამიღო სისხლი თუ ნახმარით
სახლში ეგრევე დავსერჩე და შიდსის ცენტრის საიტზე წავაწყდი ტექსტს რომ ხმარობენ მხოლოდ ერთჯერად შპრიცებს სისხლის ასაღებად

ვინმემ თუ იცით, ერთჯერადი შპრიცით მეორეჯერ სისხლის აღება შესაძლებელია?
ანუ თვითონ შპრიცი თუ მისცემს მაგის საშუალებას?

Solveig
თქვენ ჩანხართ გამოცდილი იქნებ რაიმე პასუხი გქონდეთ
მადლობთ წინასწარ.

Posted by: Solveig 16 Feb 2018, 11:16
justonetime
აბა მაგაზე რა პასუხი უნდა გაგცე smile.gif გამორიცხულია, რომ სისხლის სინჯარაში ჩაცლის მერე შპრიცს არ დაეტყოს სისხლის კვალი. არ არსებობს უბრალოდ.
გარდა ამისა, შიგნით დედდება სისხლის ნარჩენი გარკვეული დროის მერე და ვერ აუღებ ახალ პაციენტს სისხლს იგივე შპრიცით smile.gif

ჰოდა, ახლა იმას თუ წარმოვიდგენთ, რომ შპრიცებს და ნემსებს ვიღაც რეცხავს smile.gif )))) მაგას აფრიკის რომელიმე ჩამორჩენილ სახელმწიფოში აღარ იზამენ უკვე.

ასე რომ, დამშვიდდი smile.gif

Posted by: justonetime 16 Feb 2018, 11:42
Solveig

გაიხარე, დიდი მადლობა პასუხისთვის.
უბრალოდ აი ამ მომენტს ვერ ვიხსენებ და თუ შეგიძლიათ თქვენ ან ვინმე სხვამ დამიმოწმოს რომ ასეა

როდესაც სისხლს აიღებენ, შპრიცს ხომ ეგრევე აგდებენ
და სინჯარაში შპრიცის გარეშე გადააქვთ უკვე?
თუ ვინმეს აგიღიათ სისხლი და დაკვირვებულხართ

აი როგორც აქ არის,
შიდსის ცენტრშიც იგივე პრინციპით არ აკეთებენ?
ანუ ნემსს ხო ეგრევე აგდებენ.

იმიტომ გეკითხებით ამას ყველას, რომ ჩემამდე რამდენიმე სხვას აუღეს სისხლი
და მალევე ამიღეს მეც და შედედება შეიძლება არ მოესწრო
და ადამიანურ მომენტსაც ვუშვებ რომ ყველანი ადამიანები ვართ და ექიმსაც შეიძლება შეშლოდა
მაგრამ თუ სინჯარაში ისე გადააქვთ რომ ნემსს აძრობენ, ყველა ჩემი შიში ავტომატურად გაქარწყლდება.

და იქნებ ვინმემ დამიმოწმოთ რომ ჩვენებიც ისე აკეთებენ როგორც ვიდეოში? biggrin.gif
OCD მაქვს და ასეთ თემებზე ცოტა არ იყოს და ვრეკავ ხოლმე.

Posted by: Solveig 16 Feb 2018, 14:20
justonetime

ნამდვილად არ ვიცი, შენ როგორ აგიღეს, მაგრამ, არ შეეშლებოდათ, დამშვიდდი smile.gif
მართლა ვერ ვხვდები, ეგ როგორ უნდა შეშლოდათ. მით უმეტეს, მაგათ ინსტრუქცია აქვთ მიღებული, რომ ნახმარი მაშინვე უნდა გადააგდონ, ისევ თავისივე უსაფრთხოებისათვის.
ყველა ადამიანი, ვინც მანდ სისხლის ასაღებად მიდის, პოტენციურ ინფიცირებულად განიხილება და ნახმარ შპრიცს ვინ დაუწყებს ჩალიჩს ხელმეორედ გამოსაყენებლად? შანსი არ არსებობს, დამიჯერე.
მთავარია, რომ პასუხი უარყოფითია smile.gif

Posted by: justonetime 16 Feb 2018, 14:43
Solveig

მადლობთ, წარმატებები smile.gif

Posted by: webuda 16 Feb 2018, 18:47
საეჭვო აქტიდან 1 წლის შემდეგ მეორე პასუხიც უარყობითია. რაღა მესამე იქნება დადებითი

Posted by: datka1000 17 Feb 2018, 15:57
თუ ვინმეაა აქ დაინფიცირებული , იქნებ მიტხრატ რა სიმპტომები გქონდატტ და საეჭვავო აქტიდან რამდენ ხანში, ადა ზოგადად როგორ გრდზნობდიტ ტავს , მადლობა წინასწარ

Posted by: Solveig 20 Feb 2018, 20:31
datka1000
QUOTE
რა სიმპტომები გქონდატტ და საეჭვავო აქტიდან რამდენ ხანში, ადა ზოგადად როგორ გრდზნობდიტ ტავს

მაგას ვერ დაენდობი, იმიიტომ, რომ შეიძლება, არანაირი სიმპტომი არ ჰქონდეს ადამიანს.
ან ჰქონდეს რაღაც, მაგრამ, სხვა მიზეზის გამო და არა იმიტომ, რომ ინფიცირებულია.
ერთადერთი უტყუარი პასუხი მიიღება მხოლოდ ანალიზით, რომელიც უნდა გაიკეთო ე.წ. ფანჯრის პერიოდის გავლის შემდეგ..

ძალიან დამთრგუნველია მოლოდინის პერიოდი, მაგრამ, გამოკვლევის ჩატარებას ალტერნატივა არ გააჩნია.

Posted by: s0uL 22 Feb 2018, 09:42
გამარჯობა მეგობრებო,
ლიმფური კვანძები მაქ გადიდებული ყელში და სასქეაო ორგანოსთან და რამე კავშირში შეიძლება იყოს აივ ინფექციასთან? 3 ჯერ ვიყავი 1 წელიწადში ანალიზე და უარყოფითი ხარო მეუნებიან, მაგრამ ჯირყვლები გაწრპბოს მაგივრად მემატება , მეზრდება და ვერ ვხდები, ოფლიანობით ღამო ვოფლიანობ მაგრამ მოსაწევს ვაბრალებ რო აღარ ვეწევი. მოკლედ პაეანოია დამეწყო

Posted by: Solveig 22 Feb 2018, 11:37
s0uL
ღამე ოფლიანობა მარტო აივ ინფექციას არ ახასიათებს. ფილტვების და ლიმფური კვაძების დაავადებაზე (მ.შ. ტუბსა და ლიმფომაზეც) საეჭვოა. თერაპევტთან მიდი და ის დაგინიშნავს შესაბამის გამოკვლევებს.

Posted by: s0uL 23 Feb 2018, 01:55
Solveig
ამოწურული მაქ თერაფევთან ვიზით დაზღვევით და ფული ჯერ ჯერობით არ მაქ უცხოეთში ვაღ და ღა ღა მაინტერესებს თუ იცი რა თქმა უნდა ეგენი კარგი და ინფექციას თუ შეუძლია რო გამოიწვიოს რამდეიმე ადგილას ჯირყვალი?

Posted by: Solveig 23 Feb 2018, 14:49
s0uL
QUOTE
ინფექციას თუ შეუძლია რო გამოიწვიოს რამდეიმე ადგილას ჯირყვალი?

ანთებითი პროცესის დროს ლიმფური კვანძები, როგორც წესი, იმ ადგილებში დიდდება, სადაც ლოკალიზებულია ანთების (მათ შორის, ინფექციით გამოწვეულის) "მთავარი" კერა(ები).
მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციების დროს, როგორც წესი, დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, რადგან ამ დროს პროცესები ცხვირხახის მიდამოებში მიდის. გარეგანი სასქესო ორგანოების, ქვედა საშარდე გზების ინფექციების დროს -საზარდულის არეში.
მწერმა რომ გიკბინოს მხარზე და გაგისივდეს ნაკბენი, იღლიის ლიმფური კვანძი გადიდდება და სხვ.

როცა ერთდროულად არის გადიდებული ლიმფური კვანძები სხეულის სხვადასხვა და ერთმანეთისაგან დაშორებულ ადგილას, მაშინ უფრო სისტემური პათ. პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის, შეიძლება, ინფექციურიც.
QUOTE
ამოწურული მაქ თერაფევთან ვიზით დაზღვევით

რა გამოკვლევები ჩაგიტარა თერაპევტმა? აივზე ანალიზი მაგან გაგაკეთებინა, თუ შენი ინიციატივა იყო?
რამდენი ხანია, რაც ეგ ღამეული ოფლიანობა გაქვს? ძალიან ოფლიანობ, ისე, რომ გამოსაცვლელი გიხდება თეთრეული?

Posted by: პოზიტიური 23 Feb 2018, 15:01
QUOTE (datka1000 @ 17 Feb 2018, 15:57 )
თუ ვინმეაა აქ დაინფიცირებული , იქნებ მიტხრატ რა სიმპტომები გქონდატტ და საეჭვავო აქტიდან რამდენ ხანში, ადა ზოგადად როგორ გრდზნობდიტ ტავს , მადლობა წინასწარ

არანაირი სიმპტომები არ მქონია, შემთხვევით გავიგე smile.gif

წელზე მეტია წამლებს ვსვავ და თავს მშვენივარდ ვგრძნობ popcorn.gif

ხშირე შემთხვევაში მავიწყდება კიდეც ჩემი სტატუსი იმდენად კარგად ვარ gigi.gif

Posted by: phenom animal 24 Feb 2018, 22:39
QUOTE (პოზიტიური @ 23 Feb 2018, 15:01 )
QUOTE (datka1000 @ 17 Feb 2018, 15:57 )
თუ ვინმეაა  აქ დაინფიცირებული , იქნებ მიტხრატ რა სიმპტომები გქონდატტ  და საეჭვავო აქტიდან რამდენ ხანში,  ადა ზოგადად როგორ გრდზნობდიტ ტავს , მადლობა წინასწარ

არანაირი სიმპტომები არ მქონია, შემთხვევით გავიგე smile.gif

წელზე მეტია წამლებს ვსვავ და თავს მშვენივარდ ვგრძნობ popcorn.gif

ხშირე შემთხვევაში მავიწყდება კიდეც ჩემი სტატუსი იმდენად კარგად ვარ gigi.gif

თუ საიდუმლო არა რა გიზთ გადმოგეცათ?

და საერთოდ არაფერი გაწუხებდათ?

Posted by: tbilisi_georgia 25 Feb 2018, 03:57
გამარჯობათ. ენაზე თეთრი ნადები ინფიცირებისას იცის ვირუსის გამრავლებისას თუ უკვე შიდსში რო გადავა?

webuda

QUOTE
საეჭვო აქტიდან 1 წლის შემდეგ მეორე პასუხიც უარყობითია. რაღა მესამე იქნება დადებითი

რატო ფიქრობ რომ შეიძლება იყოს? ანუ ეჭვი რატო გეპარება რომ პასუხი შეიცვალოს?

Posted by: s0uL 26 Feb 2018, 03:42
Solveig
მადლობა დიდი მეგობაეო,
ჩემი ინიციატივით იყო იმიტო რო საეაჭვო აქტი მქონდა , 3 ჯერ გავაკეთებინე ტიპს მგონი გიჟი ვგონივარ მარა ეს ჯირყცლები არ მიქრება, გასვლის მაგივრად მემატება, ექიმა ესეთი რამე მითხრა რო ძველმა ვორუსმა ავადმყოფობამ დაგიტოვაო, ანალიზებზე ყველაფრი რორმაში მაქ, მეც რო ვნახულობ ყველაფერი რიგზეა, პროსტა სუსტად ვარ, ა მაწუხებს ჯირყცლები თითქოს ყრუდ მტკივა, ცოტახანია, არა ეგრე აე ვოფლიანობ, პროსტა სველს მეარვიძება და გადაბმულად არა შეიძლება თვე გავიდეს არაფწრი და მერე უცებ 3-4 დღე სუ სველი ვარ, კანაფია მოწევას ვაბრალებდო, პროსტა ეს ჯირყვლები რო არა, ხვა ოსეთი არაფწრი არ მაწუხება, პროსტა ისეთი დისკონფორტი მაქვს ორგანიზმში რო სხვის სხეულსი მგონია ვარ და ამ
ბოლო დროს ვიზუალურადათს, თითქოს სხვანაირად ვზედავ, დაბლურული მაქვს, აი ძალიან მაგრად რო ნევიულობ და თალები გიფეთქავს ეგრე.
პახოდუ ტიპი მეუბნება რო არ გაქვს ჯირყცლებიო და ვაფშე არ მქონდა სდრე ეგრე როგორც ეხლა, აშკარად მაქვს ბურთულეი ხელის შეხებისას რამდნეიმე ადგილას და მამშვიდებს რაფერი არ არისო ეხლა ფულს ველოდები და სხვასთანნივალ, პროსტა სანამ მივალ იმენანუკვე ღამეები აღარ მძინავს

Posted by: tbilisi_georgia 26 Feb 2018, 15:44
s0uL

შიდსზე ჩაიტარე ტესტი 1 წლის განმავლობაში 3 ჯერ? რა ტესტი ჩაიტარე სწრაფი თუ ჩვევლებრივი?

არმინდა შეგაშინო გუშინ ამ და წინა თემას ვკითხულობდი და წერდნენ რამდენიმე უარყოფითი ანალიზის მერე დადებითი ამოვიდაო ერთი წერდა მასე ღამე ოფლიანი მეღვიძებოდაო მაგრამ 1 წლის მერე ამოვიდა დადებითიო. ვიცი ეხლა რა დღეშიც ხარ მეც გამომიცდია ეგ იზმენა 2 ჯერ გავკეთე ანალიზი და დღემდე თუ მოვატანდი არ მეგონა სრული აშლილობა მჭირდა ეხლა ნადებიც გამიჩნდა ენაზე სულ შემშალა ჭკუიდან 2 ტესტი უარყოფითია მესამეს გავიკეთებ 3 თვეში

ისე მოსაწევს თუ აბრალებ დაიწყე ისევ მოწევა 1-2 კვირა და დაუკვირდი თუ გადაგივლის. მერე რო დაანებებ იგივე სიმპტომები თუ გექნება

Posted by: angelozistvaleba 26 Feb 2018, 23:50

ორალური სექსით უფრო დიდია შიდსის გადადების შანსი თუ ვაგინალური

Posted by: s0uL 27 Feb 2018, 02:44
tbilisi_georgia
ენაზე ნადები მეც მაქვს, რამე შუაშია ეგ?
სწრაფი ტესტიც გაკეთებყლი მაქვს და მეოთხე თაობის ტესტს ეძახიან აქ ადრეულ პერიოდშიც შესაძლებწლია გაოვლენაო და სამივეჯერ უარყოფითია, ეხპა სხვასთანაც ვაპირებ ისვლას რავიცი ზპგჯერ უკვე ვფიეობ რო პროსტა გავგიჟდი იმდენად ხსირად ვფიქეობ უკვე, ანალიზის პსუხიც არ მამშვიდებს.

ისე რო ვეწევიი აღაე ვარ ოფლიანი ღამღამოვიათ ხოლმე, პროსტა ეს ოფლიანობა 3 დღეში გამდიოდა ხოლმე მანამდე თუ ვანებდი მოწევას თავს და ეხლა უკან ბრუნდებასავით რწმდნეიმე დრე ეგრე ვარ მერე გამივლის ისევ, რო არ ვეწევი. ენაზე ნადები აივ მა იცის ?

Posted by: tbilisi_georgia 27 Feb 2018, 03:48
s0uL

ენაზე ნადები ყველაზე პირველი სიმპტომია და 90% აღენიშნებაო ასე წავიკითხე უცხოურ საიტებზე. მაგრამ ენაზე ნადების სხვადასხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს

შეიძლება მართლა ფსიქოლოგიური პრობლემა გაქ. მც 4 თაობის ტესტი გავიკეთე და მეც ეგრე მითხრეს სანერვიულო არ გაქო არაფერი გჭირსო დაჟე მეორედ რომ მივედი ექიმმა მიცნო და ვერისვენებ მაინცო biggrin.gif მერე დამიჯდა და ამიხსნა ხშირ შემთხვევაში 2 თვეშიც დგინდება ანალიზთო. 4 თაობის ტესტი ზუსტიაო 0.1% არის იმის შანსი რომ 6 თვიანი ტესტის მერე პასუხი შეიცვალოსო. მოკლედ კარგად ჩამომიყალიბა. მარა მაინც გარეკილი მაქ რამე რო შმაწუხებს ეგრევე ეგ აზრი მომდის თავში. თან წავიკითხე რომ ხშირად ემართებათ ადამიანებს სტრესისგან მიღებული ტრამვების გამო რამდენი უარყოფითიც არუნდა უთხრა მაინც არ სჯერავთ და დარბიან სხვადასხვა კლინიკებშიო ასეთ ხალხს ფსიგოლოგი სჭირდება უკვეო ყოფილან ეგეთი კატეგორიაც. ხოდა მიღებული სტრესი ალბათ კვალს ტოვებს. მე იმხელა სტრესი მივიღე ანალიზებამდე სანამ მივაღწევდი ოდესმე თუ მოვიშორებ ამაზე ფიქრს არვიცი biggrin.gif

მოკლედ 1 ანალიზიც გაიკეთე და მერე ეცადე ფსიქიკა მოიწესრიგო yes.gif და განდევნო შავბნელი აზრები biggrin.gif

Posted by: webuda 28 Feb 2018, 08:13
tbilisi_georgia
იმირომტომ რამდენიმეს აქვს ნათქვამი 2-3 ანალიზის მერე დამიდასტურდაო

Posted by: tbilisi_georgia 28 Feb 2018, 17:04
webuda

ხო გასაგებია. პირადში მოგწერე ნახე smile.gif

Posted by: zewa 8 Mar 2018, 16:55
QUOTE (s0uL @ 27 Feb 2018, 02:44 )
tbilisi_georgia
ენაზე ნადები მეც მაქვს, რამე შუაშია ეგ?
სწრაფი ტესტიც გაკეთებყლი მაქვს და მეოთხე თაობის ტესტს ეძახიან აქ ადრეულ პერიოდშიც შესაძლებწლია გაოვლენაო და სამივეჯერ უარყოფითია, ეხპა სხვასთანაც ვაპირებ ისვლას რავიცი ზპგჯერ უკვე ვფიეობ რო პროსტა გავგიჟდი იმდენად ხსირად ვფიქეობ უკვე, ანალიზის პსუხიც არ მამშვიდებს.

ისე რო ვეწევიი აღაე ვარ ოფლიანი ღამღამოვიათ ხოლმე, პროსტა ეს ოფლიანობა 3 დღეში გამდიოდა ხოლმე მანამდე თუ ვანებდი მოწევას თავს და ეხლა უკან ბრუნდებასავით რწმდნეიმე დრე ეგრე ვარ მერე გამივლის ისევ, რო არ ვეწევი. ენაზე ნადები აივ მა იცის ?

სად ხდება ამ ანალიზების ჩატარება? რომელ ქვეყანაში?
დღეს თუ აქტიდან გასულია 3 თვე (და ამ პერიოდში არ გქონია სხვა დაუცველი სექსუალური კავშირი), და ჩაიტარე ტესტი, რომელმაც უარყოფითი რეზულტატი აჩვენა, უკვე აღარ არის საჭირო გადამოწმება! ასე რომ მოეშვი დარდს და მიხედე ჯანმრთელობას! ალბათ სხვა რამეშია პრობლემა და აუცილებლად მიდი ექიმთან, რომ სწორ გზაზე დაგაყენოს!

Posted by: Coin 11 Mar 2018, 21:58
მეგობრებო
თუ 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღიურად გაქვს დაუცველი სექსი და არამხოლოდ სექსი და პარტნიორი 1 წლის შემდეგ შეემოწმა და არაფერი ჭირს, შეგიძლია დარწმუნდე რომ არაფერი გჭირს? ანუ, პარტნიორს ხომ გადაედებოდა რამე რომ გჭირდეს?

Posted by: zewa 15 Mar 2018, 20:52
ActionCoin
აივ სტატუსის შემოწმების ერთადერთი სანდო საშუალება არის თავის შემოწმება ანალიზით!
სხვა ყველაფერი არის ვარაუდი!

Posted by: Coin 16 Mar 2018, 16:29
zewa
მესმის
მაგრამ როცა პარტნიორთან ერთი წლის მანძილზე გაქვს ყველანაირი სექსუალური ურთიერთობა, რამდენია იმის ალბათობა რომ არ გადაედოს თუ რაიმე გაქვს?

Posted by: adjarafun 18 Mar 2018, 18:11
ActionCoin
არსებობს ალბათობა რომ არ გადაგედოს 1 წელში და გადაგედოს 1.5 წელში ან 2 თვეში ან პირველივე აქტზე.
დამოკიდებულია მიმღებ ორგანიზმზე ასევე ინფიცირებულის ვირუსებია რაოდენობაზე

Posted by: Coin 19 Mar 2018, 11:54
QUOTE (adjarafun @ 18 Mar 2018, 18:11 )
ActionCoin
არსებობს ალბათობა რომ არ გადაგედოს 1 წელში და გადაგედოს 1.5 წელში ან 2 თვეში ან პირველივე აქტზე.
დამოკიდებულია მიმღებ ორგანიზმზე ასევე ინფიცირებულის ვირუსებია რაოდენობაზე

გავეცანი სხვადასხვა უცხოურ სტატიებს და 0.000001%ზე ქვემოთააო იმის ალბათობა რომ ადამიანთან 100ზე მეტჯერ გქონდეს სექსი სხვადასხვა ფოორმით და რამე თუ გჭირს არ გადაედოსო old.gif

Posted by: Coin 27 Mar 2018, 23:39
არაა ეს ასე ქვემოთ ჩასაგდები თემა sa.gif

Posted by: s0uL 28 Mar 2018, 11:11
zewa
ამერიკაში ვარ, ხო ეგრე ვაპირებ, პროსტა ამ ჯირყვლებმა დამანერვოზა, რამდენიმე ადგილას მაქვს და ანალიზებს სუფთაა და ექიმიც მეუბნება ჩვეულებრივიაო ეგ, ეხლაც რო ვიყავი მისული, არადა მემატება და ზომაშიც იზრდება 2 თვის მერე დამიბარეს მოდიო, სოკო გჭირს და ნუ იმკუენალეო და ანალიზმა რაც ანახა ერთი ექიმა რაც მიტხრა არის ის რომ ადრე რაღაც ვირისი გქონდაო და აჩვენებს მაგასო, ანალიზები ჩემით გადავამოწმე მერე სა ნუ ჰერპესია. მოვეშვი და დავიკიდე კიდე მივალ რომ მექნება საშუალება მაინც თაის დაზღვევის მიზნით, დაზღვევა რომ დამიფინანსებს ისევ, ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდო მაგაზე ფიქრმა ბოლოს ვფიქეობდი ექიმი ხომ აე მიმავალს რო მჭირს რამეს თქო სხვასთან მივდიოდი)))
ექიმები კიდე ამ ჯირყვლებზე მებნეიან რომ ნორმაო არ გაქ ეგრე უნდა იყოსო და ვერ გავიგე მოკლედ, არადა მაქვს :|
აქტი წლი ნახევრის წინ იყო მაქსიმუმ, უპრეზერვატივოთ, ვაგინაშინარა და ეგ მაპანიკიდება ყველაზე მეტად, მაგის გარდა არ მქონია საეჭვო, სუ ერთ პარტბიორთან მაქვს, ნუ ცოლია უკვე და სრულებით ჯანმრთელია..
tbilisi_georgia
გაიხარე, ცვეტში ეგ ბაზარი მჭირს მგონი, სტრესი ნამსვილად არ მაკლია აქ ყოფნის განმალპბაში, პროსტა რაღაც მიზეზი ხო უნდა არსებობდეს , ამ ლიმფურ კვანძებთან დაკავშირებით, პატარებია მარა მაინც.. :/

ისე რა მაინტერესებს მეგობრებო იცით, თუ დაუდგინდა ადამიანს რომ აივ დადებითია, შესაძლებელია ტუ არა იმის გაგება დაახლოებით რა პერიოდში დაემართა და რამდენი ხნისაა ვირუსი?

Posted by: Charlie5 30 Mar 2018, 02:48
ფრანგული კოცნის დროს (ზასაობისას), შესაძლოა რაიმე დაავადების გადადება?

Posted by: Coin 30 Mar 2018, 20:43
QUOTE (Charlie5 @ 30 Mar 2018, 02:48 )
ფრანგული კოცნის დროს (ზასაობისას), შესაძლოა რაიმე დაავადების გადადება?

შიდსის არა no.gif no.gif no.gif no.gif no.gif

Posted by: Charlie5 30 Mar 2018, 23:09
და თუ პირის ღრუში მოხვდება დაავადებულის სისხლი?

Posted by: PATIOSANI333 1 Apr 2018, 11:59
ჰერპესის ქონის შემთხვევაში კოცნისას შესაძლებელია რო გადაგედოს ადამიანს?
და თუ აქტიურ ფაზაში არაა მაგ შემთხვევაშიც მაინტერესებს.
მადლობა.

Posted by: medium 1 Apr 2018, 14:30
მაინტერესებს პაპილომა თუ გადადის კუნილინგუსით?

Posted by: Solveig 1 Apr 2018, 15:27
medium
დიახ, გადადის.

პაპილომავირუსზე შესაბამის თემაში უნდა დაწერო.

Posted by: Charlie5 4 Apr 2018, 22:11
აივის სიმფტომები როდის ეწყება ადამიანს? გადადებიდან ცოტახანში, თუ უფრო მოგვიანებით?

Posted by: medium 4 Apr 2018, 22:15
QUOTE (Solveig @ 1 Apr 2018, 15:27 )
medium
დიახ, გადადის.

პაპილომავირუსზე შესაბამის თემაში უნდა დაწერო.

იქაც დავწერე და იქ არავინაა პასუხის გამცემი smile.gif
..........................

Posted by: პოზიტიური 13 Apr 2018, 23:41
მაინტერესებს მოგზაურობის დროს, აეროპორტში წამალზე რამე პრობლემა შეგქმნიათ?

1 თვეში ვაპირებ გერამნიაში წასვლას

Posted by: adjarafun 14 Apr 2018, 17:58
პოზიტიური
არანაირი პრობლემა არ შეგექმნება შეგიძლია წაიღო

Posted by: eterna2000 17 Apr 2018, 20:45
მოკლედ ეხლა გადავიკიტხე წინა გვერდები და ჯირკვლებზე რო ვნახე შემეშინდა ადრე მქონდა მქონდა რა ეხლაც მაქ გენიტალური ჰერპესი ხოდა ამ დროს ამიღეს ანალიზები აივზეც 8 თვის წინ და 6 თვის წინაც და HIV ძე უარყოფითია არ ინევრიულოო მარა ეს ანალიზები ამიღეს დიღომში და ამ ჯირკვლებზე მეშინია სულ გადიდებული მაქ ყელთან და მარცხენა იღლიაში პატარაზე . ხოდა იმენა შიდსის ცენტრში მივიდე ? უფასოა გამოკვლევა? და რომელ საათებშია ხომ ვერ მეტყვით ?

Posted by: adjarafun 17 Apr 2018, 22:44
eterna2000
თუ უარყოფითია რა განერვიულებს?ჯირკვლები მაინცდამაინც აივით არაა გამოწვეული აპრიორი. რაც შეეხება ცენტრში ტესტირებას ჯობია იქ გაიკეთო არსებობს სწრაფი ტესტების ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი პასუხები სხვადასხვა კლინიკებში საეჭვო პასუხებს ძირითადად იკიდებენ ცენტრში კი ასეთ შემთხვევაში გადამოწმება ხდება კონფირმაციული მეთოდით.
ანალიზები 3 საათამდე შეგიძლია ჩააბარო

Posted by: dato55dato 21 Apr 2018, 16:07
გამარჯობათ. გთხოვთ მიპასუხოთ. ორალური სექსისას თუ პრეზერვატივი დაზიანდა და არ შეწყდა აქტი შეიძლება აივის გადადედება? დაზიანებული პრეზერვატივიდან ნერწყვი ან რაიმე სითხე რო შეერიოს პირის ღრუდან. და თუ პრეზერვატივი ნახევრად ფარავს ასოს ბოლომდე არაა გაკეთებული ასეთ დროსაც არის საფრთხე? გთხოვთ მიპასუხოთ.დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: jorjevanelle 24 Apr 2018, 13:57
მოკლედ გუშინწინ ვუყურე ფილმს და ნუ ამეკვიატა რომ აივი შეიძება მქონდეს,არანაირი სიმფტომი მაგრამ მაინც. როგორც კი გათენდა არ ვიცი რა ძალა მოვიკრიბე არც მიჭამია არაფერი ტაქსში ჩავჯექი და მივედი შიდსის ცენტრში. გასაუბრების შემდეგ ექიმმა მითხრა რომ 80%ით გამორიცხულია მქონდეს თუმცა ანალიზი დავტოვე. ეს 24 საათი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი.პასუხის მოლოდინი შოკის რეჟიმში. როგორ გათენდა და მეორედ როგორ მივედი არ მახსოვს, ზოგადად პანიკიორობა მჩვევია ყველაფერზე, უკვე იმაზე ფქირობდი როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება დადებითი პასუხის შემთხვევაში. სულ ტყუილად ვინერვიულე ,არ მაქვს არაფერი.
თითქოს ხელახლა დავიბადე. ამ ბანალურ ისტორიას იმიტომ არ ვპოსტავ რომ ვინმეს გავუზიარო. უბრალოდ თუ ვინმეს 1% ეჭვი მაინც გაქვთ იმის რომ შესაძლებელია გჭირდეთ აუცილებლად მოიკრიბეთ ძალა და გაიკეთეთ ტესტი, რომელიც სრულიად უფასოა და ექიმბიც საყვარლები არიან. განსაკუთრებით ფსიქოლოგები. ძალიან ბევრი რამით გადადის და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მშვიდად ყოფნა არ ღირს, ადრეული სტადიის პერიოდში აღმოჩნეა ჯობს რადგან ადვილად სამართავი ვირუსია. წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: iny 1 May 2018, 03:14
dato55dato
თეორიული შანსი არის, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად ყოფილა ეგეთი შემთხვევა ვერ გეტყვი. მგონი არაფერი გაქვს სანერვიულო
jorjevanelle
რა თქმა უნდა
არარის აუცილებელი მაინცდამაინც სიმპტომების დროს მიხვიდე ადამიანი. ადრეული დიაგნოსტიკა ყველაზე კარგი წამალია smile.gif

Posted by: datka1000 8 May 2018, 12:59
შეგიძიათ მითხრათტ , სისხლის ანალიზი რომ გავიკეთოო ნებისმიერი ვენერიულ დაავადება შეიძლება გამოჩნდესს რომელის სქესობრიბი გზითაა გადამდები ? სიფილისი თუ შეიძება რომ სისხლის ანალიზშ გამოჩნდეს ? ანი რა შეიძლ;ება გამოჩნდეს და რა არააა

Posted by: White_Shark 8 May 2018, 13:37
jorjevanelle
აი თუ სექსი არ გქონია დაუცველი ინტრავენური ნარკამანი არ ხარ და ცუდი სისხლი არ გადაისხი როგორ გექნება შიდსი ??

Posted by: alexxv 8 May 2018, 18:25
datka1000
ვენერიულ დაავადებებზე თუ გინდა სისხლის გამოვლევა, რომ მიხვალ ექიმს უნდა უთხრა რომ ვენერიულ დაავადებებზე სხვადასხვაზე გინდა ანალიზის ჩაბარება. დაკონკრეტდე უნდა აუცილებლად

Posted by: witeli-eshmaki 9 May 2018, 13:30
ხალხო, თმის გადანერგვის კლინიკაში ვიყავი, იქ ყოველი შემთხვევისთვის გამიკეთეს ე.წ. სწრაფი ანალიზი, რომელმაც აჩვენა ანტისხეულების არსებობა. როგორც მითხრეს ეს ანალიზი არაა საბოლოო და არის შანსი რომ ინფიცირებული არც ვიყო. თუ იცით ვინმემ, რამდენად ხშირად ცდება ეს სწრაფი ანალიზი?
* * *
იქნებ ვინმემ მიპასუხოთ, გამისკდა გული. თუ დამიდასტურდა აუცილებლად თავს დავიბრიდავ. ნამდვილად ვერ ვიცხოვრებ ამ ტვირთით.
* * *
არავინ არაფერს მიპასუხებთ? ხვალ მივდივარ გამოკვლევაზე და გული მისკდება...
* * *

Posted by: witeli-eshmaki 10 May 2018, 16:13
ვინმემ რამე მითხარით ხალხი არ ხართ?

Posted by: White_Shark 10 May 2018, 16:16
witeli-eshmaki
მე რაც შემიზლია გითხრა
1 დაუცველი სექსი გქონდა ?
2 უცხო სისხლი ხომ არ მოგხვდა ჭრილობიან სხეულზე
3 ვენაში ხომ არ გაიკეთე რაიმე ცუდი ნემსი ?
აბა გაიხსენე კარგად
მთავარი ინფექციის წყაროები ეს არის

Posted by: witeli-eshmaki 10 May 2018, 16:30
მქონდა პირველი. მაგრამ ხომ შეიძლება რო არ იყო ის ადამიანი ინფიცირებული? ანუ ჩემი კითხვა იმაშია, რო ხომ შეიძლება ეს სწრაფი ტესტი შეცდეს?

Posted by: White_Shark 10 May 2018, 16:35
მაშინ ეგ უნდა გაარკვიო თუ იმ ადამიანს არაფერი არ სჭირს ესეიგი შენც არაფერი გემუქრება
ზოგადად უშუალოდ აივზე უნდა აიღო ანალიზი რო იმენა სწორი შედეგი გქონდეს
რათქმაუნდა შეიძლება შეცდეს თან ისეთ დაწესებულებაში არის ეგ აღებული სადაც შიდსზე არც მუშაობენ ასე რომ ხვალე გაარკვიე კარგად
და სხვა ნიშნები გაქვს რამე ???
სიცხე გამონაყარი და ეგეთი

Posted by: Coin 10 May 2018, 18:28
QUOTE (witeli-eshmaki @ 10 May 2018, 16:30 )
მქონდა პირველი. მაგრამ ხომ შეიძლება რო არ იყო ის ადამიანი ინფიცირებული? ანუ ჩემი კითხვა იმაშია, რო ხომ შეიძლება ეს სწრაფი ტესტი შეცდეს?

კი შეიძლება რომ შეცდეს
და არც ის იქნება თავის მოსაკლავი, შეცდომა რომ არ იყოს
შიდსი აღარ კლავს ეს ერთი
და წამალის დალევა დიაბეტი ვისაც აქვს იმასაც უწევს, ეს მეორე
ნუ ატრაგიკულებთ

რა ქენი, იყავი გამოკვლევებზე?
QUOTE
მქონდა პირველი.

რამდენი ხნის წინ?

Posted by: witeli-eshmaki 10 May 2018, 19:24
არა საერთოდ არანაირი ნიშნები არ მაქ. არც ოფლიანობა, სისუსტეზე საუბარი ზედმეტია, ჩემი ენერგიის ყველას შურს. არც სხვა სიმპტომები მაქ.
QUOTE
კი შეიძლება რომ შეცდეს
და არც ის იქნება თავის მოსაკლავი, შეცდომა რომ არ იყოს
შიდსი აღარ კლავს ეს ერთი
და წამალის დალევა დიაბეტი ვისაც აქვს იმასაც უწევს, ეს მეორე
ნუ ატრაგიკულებთ

რა ქენი, იყავი გამოკვლევებზე

ვიცი მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ტვირთის ტარება ძნელია. თავს დავიბრიდავ.
კი ვიყავი გამოკვლევაზე, ჯერო ისევ სწრაფ ტესტს გაგიკეთებთო, ასე მითხრა თმის გადანერგვის კლნიკის ანალიზი ზეპირია და წერილობით არ მოუმართავთ და არც სისხლი გადმოუგზავნიათო. ასე რომ ჯერ სწრაფი ტესტიო და მერე ვნახოთო.

Posted by: adjarafun 10 May 2018, 21:37
witeli-eshmaki
ტესტის ცდომილება არსებობს.თუ პასუხი საეჭვოა არსებობს კონფირმაციული მეთოდი. პასუხი იცი თუ არ გაგიკეთებია?
სიმპტომები შეიძლება არ გქონდეს.
რაც შეეხება ტვირთს რა თქმა უნდა ძნელია თუმცა თავის მოკვლა და მსგავსი ფიქრები დაივიწყე სისულელეა.
ათეულობით წელი ცხოვრობენ ადამიანები ჯანმრთელად და ბედნიერად smile.gif

Posted by: White_Shark 10 May 2018, 21:40
მოდი ჯობია ვიმედოვნოთ რომ ამ ადამიანს არაფერი არ ჭირს მე ასე ვფიქრობ smile.gif

Posted by: witeli-eshmaki 10 May 2018, 21:53
QUOTE
პასუხი იცი თუ არ გაგიკეთებია?

სწრაფ ტესტზე ანტისხეულები გამოჩნდა თმის გადანერგვის კლინიკაში. ეხლა შიდსის ცენტრში მივედი და ისევ სწრაფი ტესტი გამიკეთეს. თუ ისევ დადასტურდა, მერე გამიკეთებენ კონფირმაციულ ანალიზს.
QUOTE
მოდი ჯობია ვიმედოვნოთ რომ ამ ადამიანს არაფერი არ ჭირს მე ასე ვფიქრობ

დიდი მადლობა. ნეტა ეგრე იყოს.

Posted by: Coin 11 May 2018, 01:05
QUOTE (witeli-eshmaki @ 10 May 2018, 19:24 )
არა საერთოდ არანაირი ნიშნები არ მაქ. არც ოფლიანობა, სისუსტეზე საუბარი ზედმეტია, ჩემი ენერგიის ყველას შურს. არც სხვა სიმპტომები მაქ.
QUOTE
კი შეიძლება რომ შეცდეს
და არც ის იქნება თავის მოსაკლავი, შეცდომა რომ არ იყოს
შიდსი აღარ კლავს ეს ერთი
და წამალის დალევა დიაბეტი ვისაც აქვს იმასაც უწევს, ეს მეორე
ნუ ატრაგიკულებთ

რა ქენი, იყავი გამოკვლევებზე

ვიცი მაგრამ მთელი ცხოვრება ამ ტვირთის ტარება ძნელია. თავს დავიბრიდავ.
კი ვიყავი გამოკვლევაზე, ჯერო ისევ სწრაფ ტესტს გაგიკეთებთო, ასე მითხრა თმის გადანერგვის კლნიკის ანალიზი ზეპირია და წერილობით არ მოუმართავთ და არც სისხლი გადმოუგზავნიათო. ასე რომ ჯერ სწრაფი ტესტიო და მერე ვნახოთო.

მესმის მეგობარო რომ ძნელია, მაგრამ არა ისეთი რომ "თავის დაბრედვას" ღირდეს. მერწმუნე, ჭკუას არ გარიგებ, უბრალოდ მართლა ასეა

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 09:02
QUOTE

მესმის მეგობარო რომ ძნელია, მაგრამ არა ისეთი რომ "თავის დაბრედვას" ღირდეს. მერწმუნე, ჭკუას არ გარიგებ, უბრალოდ მართლა ასეა

ვიცი რასაც გულისხმობ. ვაცნობიერებ. მაგრამ რა აზრი აქვს ცხოვრებას საყვარელი ადამიანი თუ ამის გამო მიგატოვებს? ნამდვილად არ აქვს აზრი.

Posted by: adjarafun 11 May 2018, 12:05
მაგის გამო არავინ მიგატოვებს smile.gif
დაწერე შედეგი რო გეცოდინება მზად ვართ დაგეხმაროთ

Posted by: White_Shark 11 May 2018, 12:43
მეც ვუერთდები ამ ხალხის აზრს
ნამდვილად არ იქნება კატასტროფა .. გააკეთებ რაც საჭიროა და კარგად იქნები ..

Posted by: mtersasruti 11 May 2018, 15:38
სადაა შიდსის ცენტრი სადაც გავიკეთებ ანალიზს? იქნებ დაწეროთ მისამართი. დიდი ხანია მინდა შევემოწმო თავის დაზღვევის მიზნით,ჰეპატიტზეც და ამაზეც. ჰეპატიტზეც თუ დაწერთ სად შეიძლება უფასოდ ავიღო ანალიზი მადლობელი ვიქნები.

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 16:59
QUOTE
მაგის გამო არავინ მიგატოვებს
დაწერე შედეგი რო გეცოდინება მზად ვართ დაგეხმაროთ

მიმატოვა უკვე.
სწრაფი ტესტი გავიკეთე განმეორებით და ისევ აჩვენა ანტისხეულები.
ორშაბათს იქნება კონფირმაციული ანალიზის პასუხი.

QUOTE
მეც ვუერთდები ამ ხალხის აზრს
ნამდვილად არ იქნება კატასტროფა .. გააკეთებ რაც საჭიროა და კარგად იქნები ..

ეჰ, ვერა ვერა. ვერ ვიცხოვრებ ამ ტვირთით.

QUOTE
სადაა შიდსის ცენტრი სადაც გავიკეთებ ანალიზს? იქნებ დაწეროთ მისამართი. დიდი ხანია მინდა შევემოწმო თავის დაზღვევის მიზნით,ჰეპატიტზეც და ამაზეც. ჰეპატიტზეც თუ დაწერთ სად შეიძლება უფასოდ ავიღო ანალიზი მადლობელი ვიქნები.

ყაზბეგის 16 ნომერში. მანდ მიხვალ, აივზე აიღებ ანალიზს, თუ დაგიდასტურდა მერე ყველაფერზე ჩაგიტარებენ გამოკვლევებს უფასოდ. თუ აივი არ აღმოგაჩნდა, მერე გაიკეთებ ჰეპატიტებზე მანდვე, მაგრამ უკვე ფასიანი იქნება.

Posted by: adjarafun 11 May 2018, 20:37
witeli-eshmaki
ვხხოვრობთ აქ ხალხი წლებია smile.gif
ყველაფერი კარგად იქნება რაც შეეხება საყვარელ ადამიანს ძალიან სამწუხაროა რომ მიგატოვა.სამწუხაროდ ამ დაავადებაზე სტიგმისა დ არასწორი ინფორმაციის გამო ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა ადამიანებში

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 21:10
QUOTE
ვხხოვრობთ აქ ხალხი წლებია
ყველაფერი კარგად იქნება რაც შეეხება საყვარელ ადამიანს ძალიან სამწუხაროა რომ მიგატოვა.სამწუხაროდ ამ დაავადებაზე სტიგმისა დ არასწორი ინფორმაციის გამო ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა ადამიანებში

ყველაზე სამწუხარო ისაა, რო მასაც ჭირს იგივე სავარაუდოდ. ან მე გადამედო მისგან, ან მას ჩემგან. ჰოდა მაინც მიმატოვა. არადა ყველაზე მეტად ახლა მჭირდება გვერდში დგომა.
* * *
იცი რისი მეშინია, ცოტა გულმავიწყი ვარ და ერთ დღეს წამლის დალევა რომ დამავიწყდეს მერე? ხო წყალში ჩამეყრება ამდენი წვალება და ბოლო მაინც სიკვდილი იქნება. ჰოდა ხოარ ჯობია დინებას მივყვე და რაც იქნება, იქნება... ან ვაფშე რამე დავლიო რო დილით აღარ გამეღვიძოს. გავგიჟდები მართლა.

Posted by: White_Shark 11 May 2018, 21:19
witeli-eshmaki
შენს ადგილზე მოვიკითახვდი სავარაუდო დაინფიცირების მიზეზს .. გაქვს რაიმე ფაქტზე ეჭვი ??? კარგად გაიხსენე
როდის იკეთებ საბოლოო ანალიზს ?

Posted by: adjarafun 11 May 2018, 21:23
witeli-eshmaki
მითუმეტეს ერთად უფრო გაგიადვილდებოდათ გადატანა.რაც შეეხება წამლებს მეც ასე მეგონა მაგრამ იმდენად ეხვევი შენი ყოველდღიურიბა ხდება ფაქტიბრივად ინსტინქტურად იწყებ წამლების დალევას. არ არსებობს მთელი დღე დაგავიწყდეს ასე რომ მაგაზე ტყუილად ფიქრობ

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 21:30
QUOTE
შენს ადგილზე მოვიკითახვდი სავარაუდო დაინფიცირების მიზეზს .. გაქვს რაიმე ფაქტზე ეჭვი ??? კარგად გაიხსენე
როდის იკეთებ საბოლოო ანალიზს ?

საქმეც მაგაშია რო არა. ეჭვი არავისზე და არაფერზე მაქ.
საბოლოო ანალიზის პასუხი ორშაბათს იქნება.
QUOTE
მითუმეტეს ერთად უფრო გაგიადვილდებოდათ გადატანა

მეც ზუსტად მაგას ვეუბნებოდი მაგრამ პანიკაშია და არც კი მისმენს. არც მპასუხობს.

QUOTE
.რაც შეეხება წამლებს მეც ასე მეგონა მაგრამ იმდენად ეხვევი შენი ყოველდღიურიბა ხდება ფაქტიბრივად ინსტინქტურად იწყებ წამლების დალევას. არ არსებობს მთელი დღე დაგავიწყდეს ასე რომ მაგაზე ტყუილად ფიქრობ

რავიცი მე გულმავიწყი ვარ

Posted by: adjarafun 11 May 2018, 21:34
witeli-eshmaki
შეიძლება სტრესი აქვს გაუვლის და დაბრუნდება.
დაიმახსოვრე მთავარია დროული აღმოჩენა.
აივით დღეს (თუ მიყვები მკურნალობას)არავინ კვდება.
შეგიძლია იყოლიო ჯანმრთელი შვილები ასე რომ ეხადენაკლები იფიქრო ამაზე

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 21:39
QUOTE
შეიძლება სტრესი აქვს გაუვლის და დაბრუნდება.
დაიმახსოვრე მთავარია დროული აღმოჩენა.
აივით დღეს (თუ მიყვები მკურნალობას)არავინ კვდება.
შეგიძლია იყოლიო ჯანმრთელი შვილები ასე რომ ეხადენაკლები იფიქრო ამაზე

ეგ ყველაფერი მე კი ვიცი, მაგრამ იმას არ ესმის. თუ არ დამიბრუნდა, ვისთვის უნდა ვიცოცხლო? ან სხვა როგორ შევიყვარო როცა აივ ინფიცირებული ვარ?

Posted by: adjarafun 11 May 2018, 21:42
witeli-eshmaki
აივ ვირუსი სიყვარულის უფლების წართმევას არ ნიშნავს. პანიკა გაივლის და კითხვებზე თავად გექნება ლოგიკური პასუხი.
პირველ რიგში კითხე შენს თავს შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილზე

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 21:44
მეც მის დღეში ვარ რეალურად. მე მივიდოდი, მოვეხვეოდი და ვეტყოდი, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ მეთქი. ასეც მოვიქეცი და ხელი მკრა.

Posted by: adjarafun 11 May 2018, 21:48
witeli-eshmaki
ეხლა იფიქრე საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ცოტა ხანს გვერდით გადადე პირადი ცხოვრება.
ყველაფერი კარგად იქნება

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 21:50
QUOTE
ეხლა იფიქრე საკუთარ ჯანმრთელობაზე.
ცოტა ხანს გვერდით გადადე პირადი ცხოვრება.
ყველაფერი კარგად იქნება

მის გარეშე აზრი არ აქვს ჩემს ჯანმრთელობას. მადლობა გახნევებისთვის მაგრამ თავს არ ვიცოცხლებ თუ დავკარგე.

Posted by: adjarafun 11 May 2018, 21:56
adjarafun
ყველაფერი წინაა იქნებ არც კარგავ.ჯობია იფიქრო ჯანმრთელობაზე

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 21:56
დიდი მადლობა ყველას, თერაპიასავითაა თქვენთან საუბარი
* * *
QUOTE
ყველაფერი წინაა იქნებ არც კარგავ.ჯობია იფიქრო ჯანმრთელობაზე

ეგ თუ მოხდება, ყველა ტკივილი დამავიწყდება. მასთან ერთად მთებსაც გადავდგამ. მეც არ ვკარგავ იმედს რომ დამიბრუნდება, რადგან ჩემსავით ვერავინ გაუგებს, მითუმეტეს ახლა.
* * *
QUOTE
adjarafun

შენ გოგო ხარ თუ ბიჭი თუ საიდუმლო არ არის?

Posted by: Coin 11 May 2018, 22:11
witeli-eshmaki
ძალიან ცუდია თუ მიგატოვა, მე პირიქით, მეუღლემ გამაძლიერა, როცა ვუთხარი რომ ეჭვი მქონდა "წარსული ცოდვების" გამო, ანუ მანამდელი სანამ ერთად ვიქნებოდით, მითხრა რომ მერე რა, თუ გაქვს, ესეიგი მეც მაქვს და ერთმანეთს შევავსებთო.
მერე წავიდა და ანალიზი გაიკეთა, მე შემეშინდა გულწრფელად ვამბობ და საბედნიეროდ არაფერი აღმოაჩნდა და ამით გავიგეთ რომ ჩემი ეჭვები გადამეტებული იყო. ერთსაც გეტყვი თუ ძალიან შენს პირადს არ შევეხები, თუ ადამიანმა მაშინ მიგატოვა, როცა თავი ძლიერ ცუდად იგრძენი, ესეიგი ადრე თუ გვიან მაინც მიგატოვებდა და მასზე დარდი არც ღირს.
რაც შეეხება აივს, რაც არ უნდა გულმავიწყი იყო, წესით და რიგით, არ უნდა დაგავიწყდეს.

QUOTE
ან სხვა როგორ შევიყვარო როცა აივ ინფიცირებული ვარ?

რა შუაშია? იცი რომ ვირუსი იყინება და საერთოდ აღარ არის მკურნალობის შემდეგ გადამდები? მეტსაც გეტყვი, მკურნალობის შემდეგ ბავშვიც აბსოლუტურად ჯანმრთელი გეყოლება

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 22:21
QUOTE
თუ ადამიანმა მაშინ მიგატოვა, როცა თავი ძლიერ ცუდად იგრძენი, ესეიგი ადრე თუ გვიან მაინც მიგატოვებდა

ამწამს მომწერა, არ მიმიტოვებიხარ, უბრალოდ ცოტახანი საკუთარ თავთან მარტო დამტოვეო.
QUOTE
იცი რომ ვირუსი იყინება და საერთოდ აღარ არის მკურნალობის შემდეგ გადამდები? მეტსაც გეტყვი, მკურნალობის შემდეგ ბავშვიც აბსოლუტურად ჯანმრთელი გეყოლება

ეგ არ ვიცოდი.

Posted by: Coin 11 May 2018, 22:26
witeli-eshmaki
QUOTE
ამწამს მომწერა, არ მიმიტოვებიხარ, უბრალოდ ცოტახანი საკუთარ თავთან მარტო დამტოვეო.

ძალიან კარგი, მიხარია. მაშინ ადროვე, ნუ შეაწუხებ ცოტახანი და თითონ გამოჩნდება
QUOTE
ეგ არ ვიცოდი.

აი, ამაშია პრობლემა. თავის მოკვლას აპირებდი იმის გამო რომ დღეში 2 აბის მიღება მოგიწევდა და მეტი არაფერი.
მოკლედ, დროულად დაიწყე მკურნალობა და ყველაფერი კარგად იქნება.
წარმატებებს გისურვებ

Posted by: witeli-eshmaki 11 May 2018, 22:30
QUOTE
ძალიან კარგი, მიხარია. მაშინ ადროვე, ნუ შეაწუხებ ცოტახანი და თითონ გამოჩნდება

მთელ ცხოვრებას ვადროვებ, თუ მეცოდინება, რომ ჩემს ბოლო ამოსუნთქვას მაინც მოუსწრებს.
QUOTE
აი, ამაშია პრობლემა. თავის მოკვლას აპირებდი იმის გამო რომ დღეში 2 აბის მიღება მოგიწევდა და მეტი არაფერი.
მოკლედ, დროულად დაიწყე მკურნალობა და ყველაფერი კარგად იქნება.
წარმატებებს გისურვებ

თავის მოკვლას საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო ვაპირებდი, დამამძიმებელი ფონია უბრალოდ აივი.

Posted by: adjarafun 12 May 2018, 00:31
witeli-eshmaki
სტრესი გაივლის დრო გჭირდება.
გაგიმართლა რომ 21 საუკუნეში დაგემართა და არა მეოცწ საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში.
რისკი იმისა რომ თავში რაღაც დაგეცემა და მოკვდები გაცილებით მაღალია ვიდრე ის რომ აივი მოგკლავს.
წარმატებებს გისურვებ

Posted by: witeli-eshmaki 12 May 2018, 06:57
QUOTE
სტრესი გაივლის დრო გჭირდება.
გაგიმართლა რომ 21 საუკუნეში დაგემართა და არა მეოცწ საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში.
რისკი იმისა რომ თავში რაღაც დაგეცემა და მოკვდები გაცილებით მაღალია ვიდრე ის რომ აივი მოგკლავს.
წარმატებებს გისურვებ

მადლობა. ძალიან გამამხნევა შენმა სიტყვებმა.

Posted by: mtersasruti 12 May 2018, 15:31
QUOTE
ყაზბეგის 16 ნომერში. მანდ მიხვალ, აივზე აიღებ ანალიზს, თუ დაგიდასტურდა მერე ყველაფერზე ჩაგიტარებენ გამოკვლევებს უფასოდ. თუ აივი არ აღმოგაჩნდა, მერე გაიკეთებ ჰეპატიტებზე მანდვე, მაგრამ უკვე ფასიანი იქნება.

რატო იქნება ფასიანი_ ჰეპატიტის ტესტიც ხო უფასო პროგრამაშია?

Posted by: witeli-eshmaki 12 May 2018, 16:41

QUOTE
რატო იქნება ფასიანი_ ჰეპატიტის ტესტიც ხო უფასო პროგრამაშია?[/quote]
თუ აივი გაქვს კი, უფასოა. მაგრამ თუ არ გაქ ფასიანი
* * *
გაზაფხულია.
ბუნებამ გაიღვიძა.
სიცოცხლით აივსო დედამიწა...
და სწორედ ახლა მე რატომ მართმევ სიცოცხლეს ღმერთო!!!!!

Posted by: witeli-eshmaki 13 May 2018, 20:18
ხვალ კონფირმაციული ანალიზის პასუხი უნდა იყოს და თუ დამიდასტურდა (და ვფიქრობ რომ 99.99 % დამიდასტურდება) ნამდვილად არ ვიცი რას ჩავიდენ.

Posted by: Solveig 13 May 2018, 20:30
witeli-eshmaki

მცირე, მაგრამ, მაინც ხომ არის შანსი, რომ არ დადასტურდეს ვირუსი და წინასწარ სულით ნუ დაეცემი.

თუ დადებითი აღმოჩნდი და-აივზე უფრო ცუდი დიაგნოზებიც არსებობს... რასაც არანაირი წამალი არ შველის, მკურნალობაც საშინელი ტანჯვაა ხშირად და დიაგნოზიდან 1 წელიღაა გასული (ხან მაგდენიც არა), ხელიდან ეცლება ადამიანი ოჯახს..
ზემოთ სწორად გითხრეს ყველაფერი. დღეს წამლები მაინც არის. მიიღებ და გაჩერდება დაავადება. პირიქით, დროზე რომ აღმოაჩინე, ეგ მომავალში გართულებების საფრთხეს მინიმუმამდე ამცირებს, რაკი მკურნალობასაც დროზე დაიწყებ.

გამაგრდი და ხვალ პასუხების გასაგებად მარტო არ წახვიდე. ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი წაიყვანე. მათთვის თქმა მაინც მოგიწევს, ყველა ვარიანტში. დამალვით უფრო გაიხეთქავ გულს.
გრეგ ლუგანისი 80-იანი წლებიდან არის ინფიცირებული, მაგრამ, დღემდე ცოცხალია, უკვე 60 წელს მიატანა.. https://en.wikipedia.org/wiki/Greg_Louganis

Posted by: witeli-eshmaki 13 May 2018, 20:59
QUOTE

მცირე, მაგრამ, მაინც ხომ არის შანსი, რომ არ დადასტურდეს ვირუსი და წინასწარ სულით ნუ დაეცემი.

შენ პირადად გჯერა ეხლა მაგის?
QUOTE
პასუხების გასაგებად მარტო არ წახვიდე. ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი წაიყვანე. მათთვის თქმა მაინც მოგიწევს, ყველა ვარიანტში. დამალვით უფრო გაიხეთქავ გულს.

ოჯახის წევრებმა უკვე იციან. ვუთხარი. მაგრამ იმას არ ვეტყვი თავის დაბრედვას რომ ვაპირებ.

Posted by: Solveig 13 May 2018, 21:27
witeli-eshmaki
QUOTE
შენ პირადად გჯერა ეხლა მაგის?

ფაქტს ვამბობ. მე რის მჯერა და რის-არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
QUOTE
თავის დაბრედვას რომ ვაპირებ.

ამაზე დიდ სისულელეს ვერ ჩაიდენ სხვას..
როდესმე სიკვდილის დროც მოვა, უკვდავი არცერთი არ ვართ. ჰოდა, არაა საჭირო მოსახდენის დაჩქარება. მით უმეტეს, როცა ჯერ არაფერს გრძნობ და დაავადებაზე ეჭვი შემთხვევით გაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდეც რომ იყო ინფიცირებული, უარყოფითი ცვლილებები ჯერ არ იქნება დაწყებული.

Posted by: witeli-eshmaki 13 May 2018, 21:29
QUOTE
. ეს იმას ნიშნავს, რომ კიდეც რომ იყო ინფიცირებული, უარყოფითი ცვლილებები ჯერ არ იქნება დაწყებული.

და მე რა ვიცი როდის დავინფიცირდი? იქნებ არც ისე ახალია და იქნებ პროცესი საკმაოდ ღრმადაა წასული? კი მართალია არაფერი .აწუხებს ამჟამად მაგრამ, არც აქვს აივს სიმპტომები.

Posted by: jorjevanelle 13 May 2018, 21:31
witeli-eshmaki
გამარჯობა ნუ ბოდიალობ ძალიან გთხოვ, აივ ინფექცია სიკვდილს არ ნიშნავს. ჩემს ძალიან ახლო მეგობარს ჭირს და ამ თემაზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ და მე მითუმეტეს დისკომფორტს არ მიქმნის. ადვილად სამართავი ვირუსია და მოხარული იყავი რომ ეხლა აღმოაჩინე და არა 10 წლის შემდეგ. რათმქუნდა არასასიამოვნოა მაგრამ ამის გამო ისე ფიქრი ნამდვილად არ ღირს როგორც შენ ფიქრობ. მაგით ყველაფერი არ მთავრდება. რაც შეეხება საყვარელ ადამიანს და მის საქციელს ამას გამართლება არ აქვს. როდესაც ნმადვილად გიყვარს ვინმე ესეთ დროს თუარ დაუდექი გვერდში როდის უნდა დაუდგე აბა? 2მა შეყვარებულმა მიმატოვა მაგრამ არ გადავრჩი.ის გახსოვდეს რომ შენი თავის გარდა არავინ არ გყავს. და ის მეორე საყვარელი ადამიანი მაინც ეგოისტია და თავის თავზე ფიქრობს ყოველთვის. აივი არ მაქვს. ესე რომ აივის ქონა არქონდა შენ პიროვნებას საერთოდ არ ცვლის და კარგი იქნება თუ ადეკვატურად აღიქვამ მოვლენებს. რათმქუნდა შენიც მესმის მე რომ ეჭვი მქონდა და ანალიზი ჩავაბარე ის 24 საათი 90ჯერ მოვკვდი მაგრამ ექიმმა ყველაფერი კარგად ამიხსნა და დადებითი პასუხის შემთხვევაშიც თავს არ მოვიკლავდი. წარმატებებს გისურვებ.

Posted by: witeli-eshmaki 13 May 2018, 21:42
QUOTE
რაც შეეხება საყვარელ ადამიანს და მის საქციელს ამას გამართლება არ აქვს. როდესაც ნმადვილად გიყვარს ვინმე ესეთ დროს თუარ დაუდექი გვერდში როდის უნდა დაუდგე აბა?

საქმეც მაგაშია, არ მიმატოვა. უბრალოდ ცოტახანი საკუთარ თავთან მარტო დამტოვეო. მე კიდე ეხლა მჭირდება გვერდში დგომა. ისიც ავუხსენი რო ერთად უფრო გადავლახავთ ამასთქო და ვერ გავაგებინე. მარტო დარჩენა მინდაო ცოტახანი და ამასობაში მე ძალიან მიჭირს.

Posted by: Solveig 13 May 2018, 21:44
witeli-eshmaki
QUOTE
იქნებ პროცესი საკმაოდ ღრმადაა წასული?

ღრმად როცაა წასული პროცესი და უკვე შიდსია, მაშინ გამოვლინებები არ დააყოვნებს ხოლმე.

წამლები ვირუსის გამრავლებას აჩერებს და დაქვეითებული CD4+ T ლიმფოციტებიც აღდგება, გამრავლდება ისევ...

დაივიწყე, გამოიგდე თავიდან თვითმკვლელობაზე ფიქრიც კი. სასიამოვნო ნამდვილად არაა ინფიცირება, მაგრამ, არც განაჩენი აღარაა დღეს და არაერთი მაგალითია იმის, ამ თემაში საკუთარი გამოცდილებით მწერლების ჩათვლით, რომ ადამიანები ცხოვრობენ, შრომობენ, სწავლობენ და ოჯახებსაც კი ქმნიან და ჯანსაღი შვილები ჰყავთ.

jorjevanelle
შენ გაიხარე. გადასარევად ჩამოაყალიბე.
* * *
witeli-eshmaki
QUOTE
მარტო დარჩენა მინდაო ცოტახანი და ამასობაში მე ძალიან მიჭირს.

გაუგე ცოტა მაგასაც. ყველა ადამიანი ერთნაირი ხომ არ არის.

გაივლის ეს კრიზისი, შეეგუებით ორივენი მდგომარეობას და ყველაფერი ჩადგება კალაპოტში, მით უფრო, რომ თავად გეუბნება-შენს მიტოვებას არ ვაპირებო;.

Posted by: witeli-eshmaki 13 May 2018, 21:55
QUOTE
ღრმად როცაა წასული პროცესი და უკვე შიდსია, მაშინ გამოვლინებები არ დააყოვნებს ხოლმე.

ხო რავი იმედია რამე ფარული არ მჭირს კიდე.
QUOTE
გაუგე ცოტა მაგასაც. ყველა ადამიანი ერთნაირი ხომ არ არის.

გაივლის ეს კრიზისი, შეეგუებით ორივენი მდგომარეობას და ყველაფერი ჩადგება კალაპოტში, მით უფრო, რომ თავად გეუბნება-შენს მიტოვებას არ ვაპირებო;.

ჰო ვცდილობ გავუგო. მაგრამ ამასობაში მეც ძალიან მიჭირს და კი ხედავთ რეებზე ვფიქრობ

Posted by: White_Shark 13 May 2018, 22:39
დამიჯერე ეგ რომ წასული იყოს ძაან ცუდად იქნებოდი აი ძაან ცუდად .. ერთი ჩემს უბნელს აღმოაჩნდა მასე წასული ნუ მოდი არ გვინდა მაგაზე საუბარი ...
ჩემს ძმაკაცს აქვს დიაბეტი 7 წლიდან .. იცი მაგას უფრო დიდი შანსი აქვს რო ვერ მართოს თავისი დაავადება და უფრო ცუდ მდგომარეობაშია ..
თვალებში ვერ ხედავს და ასე შემდეგ ...
მითუმეტეს თუ ცუდად არ გრძნობ თავს კარგად იქნები
და სახლში რა გითხრეს ისე ?

Posted by: witeli-eshmaki 14 May 2018, 07:26
QUOTE
და სახლში რა გითხრეს ისე ?

არაფერი. მამხნევებენ. იგივეს მეუბნებიან რასაც თქვენ.
QUOTE
დამიჯერე ეგ რომ წასული იყოს ძაან ცუდად იქნებოდი აი ძაან ცუდად ..

ჰო ეგ ვიცი.
ჩემზე ის მოქმედებს, რომ საყცარელი ადამიანი ამ დროს არ მიდგას გვერდში. და მეც ვერ ვუდგავარ.

Posted by: adjarafun 14 May 2018, 16:16
witeli-eshmaki
პასუხი გაიგე თუ არა ჯერ?

Posted by: witeli-eshmaki 14 May 2018, 16:41
QUOTE
პასუხი გაიგე თუ არა ჯერ?

ოფიციალურად, აივ ინფიცირებული ვარ.
არ ვნერვიულობ. თუ ჩემი სიყვარული ჩემ გვერდით იქნება, ყველაფერს გადავიტან და ბედნიერიც ვიქნები. თუ არა და ცხოვრების აზრს დავკარგად და როგორც დავასრულებ იცით უკვე.

Posted by: adjarafun 14 May 2018, 17:41
witeli-eshmaki
ჯობია თავი ხელში აიყვანო და გაძლიერდე.
სისულელეზე ფიქრს მოეშვი.
ეხლა გაგიკეთებდნენ ანალიზს ვირუსის რაიდენობასა და იმუნურ მდგომარეობაზე.
ანუ ოფიციალური ვერსია რა არის რა გზით დაინფიცირდი?

Posted by: witeli-eshmaki 14 May 2018, 19:51
QUOTE
ანუ ოფიციალური ვერსია რა არის რა გზით დაინფიცირდი?

სექსი მხოლოს საყვარელ ადამიანთან მქონდა. ან იმან დამაინფიცირა და ან მე. მანამდე დაუცველი სექსი არასდროს მქონია. მაგრამ იყო ნაგავში ჩაგდებული შპრიცის ხელში შემთხვევით შერჭობის ფაქტი. ჰოდა არ ვიცი მოკლედ საიდან მოხდა რა ზუსტად. ის ამბობს რო ჩემამდე სექსი არ ქონია საერთოდ. ჰოდა არ ვიცი რა...
* * *
QUOTE
ეხლა გაგიკეთებდნენ ანალიზს ვირუსის რაიდენობასა და იმუნურ მდგომარეობაზე.

გამიკეთეს უკვე და პასუხი 10 დღეში იქნებაო. ანუ სადღაც თვის ბოლოს რა...
* * *
QUOTE
ჯობია თავი ხელში აიყვანო და გაძლიერდე.

გულახდილად გეუბნები, აივი კიარა, კიბოც რომ მქონდეს, თუ საყვარელი ადამიან გვერდით მეყოლება, ბადნიერი ვიქნები ის პერიოდი, სანამ ცოცხალი ვიქნები. მაგრამ თუ საყვარელი ადამიანი მიმატოვებს, მაშინ ჯანმრთელიც რომ ვიყო მაინც არაფრად მიღირს სიცოცხლე. საერთოდ არ მივიღებ წამლებს, ის თუ ჩემს გვერდით არ იქნება...

Posted by: Natuka NGN 14 May 2018, 22:19
witeli-eshmaki
QUOTE
ან იმან დამაინფიცირა და ან მე.

აუცილებლად უნდა გაესინჯოს ისიც.
არ ინერვიულო!!! შეიძლება იფიქრო, რომ ადვილია შენთვის ამის თქმაო, მაგრამ საკმაოდ გადამიტანია და ნერვიულობით არაფერი მომიგია.
საინტერესოა დაინფიცირების გზა.
აგერ, ჩემი მეგობრის ძმას აღმოაჩნდა. სულ ვაფრთხილებდი, ნუ ეკიდები ამ სლავებს ან თავი დაიცავითქო. რუსეთში და უკრაინაში კატასტროფულად არის გავრცელებული, შესაძლოა თავადაც არ იცოდნენ ქალებმა რომ სჭირთ. დაგვცინოდა....

Posted by: witeli-eshmaki 14 May 2018, 22:34
QUOTE

აუცილებლად უნდა გაესინჯოს ისიც.
არ ინერვიულო!!! შეიძლება იფიქრო, რომ ადვილია შენთვის ამის თქმაო, მაგრამ საკმაოდ გადამიტანია და ნერვიულობით არაფერი მომიგია.

რავიცი არეულია ისიც. ვწერ და არ მპასუხობს. გავგიჟდები.

Posted by: White_Shark 14 May 2018, 22:38
და თუ იმას არაფერი არ ჭირს ეგ გამოირიცხება ..
ნაგავში ჩავარდნილი შპრიცით არამგონია .. ვირუსი ძაან მალე კვდება ჰაერზე წამებში

Posted by: witeli-eshmaki 14 May 2018, 22:46
QUOTE
და თუ იმას არაფერი არ ჭირს ეგ გამოირიცხება ..

კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაუცველი სექსი. ხან დილამდე 5-6 ჯერ. როგორ ფიქ
რობ, მე თუ მჭირს, ის სუფთა იქნება?
QUOTE
ნაგავში ჩავარდნილი შპრიცით არამგონია .. ვირუსი ძაან მალე კვდება ჰაერზე წამებში

ჰო მაგრამ აბა რა ვიფირო. სხვასთან სექსი არ მქონია.

Posted by: adjarafun 14 May 2018, 22:46
witeli-eshmaki
შპრიცით გამორიცხულია.
თუ ბოლო წლებში ერთი პარტნიორი გყავდა აუცილებლად უნდა გაესინჯოს ისიც თუ დიდი ხანია სექსი გაქვთ დიდი ალბათობით ისიც ინფიცირებული იქნება.

Posted by: witeli-eshmaki 14 May 2018, 23:47
2 თვეა სექსი გვაქ. 10 ჯერ გვქონდა სექსი. ინფიცირებული იქნება აბა რა იქნება. მაგრამ საიდან ვირუსი თუ შპრიციდან არ მომხდარა?

Posted by: adjarafun 15 May 2018, 00:00
witeli-eshmaki
სხვასთან სექსი არ გქონიათ არცერთს?

Posted by: witeli-eshmaki 15 May 2018, 00:30
QUOTE
სხვასთან სექსი არ გქონიათ არცერთს?

არა და ზუსტად მაგიტომ მგონია შპრიციდან დავინფიცირდი.

Posted by: White_Shark 15 May 2018, 00:32
მდაა ესეიგი ის შპრიცი ახალი გადაგებული იყო მაგრამ მაინც როგორ ??? იშვიათია ძაან ეგრე

Posted by: witeli-eshmaki 15 May 2018, 06:58
QUOTE
მდაა ესეიგი ის შპრიცი ახალი გადაგებული იყო მაგრამ მაინც როგორ ??? იშვიათია ძაან ეგრე

კი ახალი გადაგდებული იყო, იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე დიდხანს არ გააჩერებდნენ შპრიცს. დამლაგებლები ხშირად მოძრაობენ.
* * *
მოკლედ ამწამს გაიკეთა ანალიზი ჩემმა სიყვარულმა და ხვალ იქნება პასუხი.
ძალიან ვნერვიულობ.
* * *
მე ყველა ვარიანტში ვზარალდები. თუ ინფიცირებულია, ვიდარდებ რათქმაუნდა. თუ ჯანმრთელია, მიმატოვებს და მაინც ვიდარდებ. ჰოდა როგორ უნდა მიხაროდეს სიცოცხლე?
* * *
ეხლა მომწერა თუ არაფერი მჭირსო ვიმეგობროთო. დაცული სექსიც არ მინდაო შენთან. თუ აივ ინფიცირებული ვარ მაშინ ვიფიქრებო და სავარაუდოდ დავქორწინდები შენზეო.... ეხლა როგორ უნდა ვინატრო რო აივი ქონდეს? sad.gif

Posted by: adjarafun 15 May 2018, 19:24
witeli-eshmaki
შიშის ფაქტორია ამ ადამიანს უნდა აუხსნა რომ მკურნალობის შემთხვევაში სრულიად დაცული იქნება ინფიცირებისგან.

Posted by: Solveig 15 May 2018, 20:33
witeli-eshmaki
QUOTE
მაგრამ იყო ნაგავში ჩაგდებული შპრიცის ხელში შემთხვევით შერჭობის ფაქტი. ჰოდა არ ვიცი მოკლედ საიდან მოხდა რა ზუსტად. ის ამბობს რო ჩემამდე სექსი არ ქონია საერთოდ. ჰოდა არ ვიცი რა...

ვა, რა უიღბლობაა, თუ მართლა ვიღაც ოხრისაგან გადაგდებული შპრიცით გადაგედო sad.gif ჰეპატიტებზე აგიღეს სისხლი?

თუ ინფიცირებულია შენი შეყვარებული, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ ვის გადასდო... ისე, სექსი და ნარკომანია სულაც არაა ინფიცირების ერთადერთი საშუალება. სამედიცინო პროცედურა, სილამაზის სალონი, პირსინგი და ა.შ.-ც შეიძლება იყოს მიზეზი.

QUOTE
საერთოდ არ მივიღებ წამლებს, ის თუ ჩემს გვერდით არ იქნება...

QUOTE
თუ ჯანმრთელია, მიმატოვებს და მაინც ვიდარდებ. ჰოდა როგორ უნდა მიხაროდეს სიცოცხლე?

QUOTE
ეხლა მომწერა თუ არაფერი მჭირსო ვიმეგობროთო. დაცული სექსიც არ მინდაო შენთან. თუ აივ ინფიცირებული ვარ მაშინ ვიფიქრებო და სავარაუდოდ დავქორწინდები შენზეო....

ასეთ ვითარებაში თუ მიგატოვებს, ესე იგი, არ ყვარებიხარ...
თუ ინფიცირებული იქნა, მხოლოდ იმიტომ დარჩება შენთან, რომ "სხვა გზა აღარ აქვს"....

მაპატიე, ძალიან უხეშად გამომდის, მაგრამ, ფაქტია-ეგრეა.

არადა, მკურნალობის შედეგაც სისხლში ვირუსი ქრება და მერე აღარაა პრობლემა. აივ ინფიცირებულები ოჯახებსაც ქმნიან და შვილებსაც აჩენენ, ჯანმრთელს.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ნუ გაამტყუნებ და ნურც თავს მოიკლავ. პოსტებზე გეტყობა, რომ ახალგაზრდა ხარ.. იმკურნალებ, განულდება ვირუსი და მერე სხვანაირად დაიწყებ ფიქრს... და ვინმეც გამოგიჩნდება, ვისთვისაც არ იქნება მნიშვნელოვანი შენს დნმ-ში ჩაშენებული ვირუსის გენომი.

adjarafun
QUOTE
შიშის ფაქტორია ამ ადამიანს უნდა აუხსნა რომ მკურნალობის შემთხვევაში სრულიად დაცული იქნება ინფიცირებისგან.

რა თქმა უნდა, ოღონდ, მიზანშეწონილია, რომ სპეციალისტმა ქნას ეგ...

Posted by: adjarafun 15 May 2018, 20:50
არ ვიცი მაგრამ ძალიან მეეჭვება შპრიცის ჩხვლეტის შედეგად ინფიცირება.
რა რაოდენობით უნდა მომხდარიყო სისხლთან კონტაქტი რომ ინფიცირება გამოეწვია?

Posted by: witeli-eshmaki 15 May 2018, 21:02
QUOTE
შიშის ფაქტორია ამ ადამიანს უნდა აუხსნა რომ მკურნალობის შემთხვევაში სრულიად დაცული იქნება ინფიცირებისგან

არ უნდა ჩემი მოსმენა. თვითმკვლელობაზეც ფიქრობს მგონი.
QUOTE
ვა, რა უიღბლობაა, თუ მართლა ვიღაც ოხრისაგან გადაგდებული შპრიცით გადაგედო  ჰეპატიტებზე აგიღეს სისხლი?

კი ჰეპატიტებზეც ამიღეს და ზოგადად ყველაფერზე.
QUOTE
თუ ინფიცირებულია შენი შეყვარებული, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ ვის გადასდო..

ჰო მაგრამ რა ვქნა როგორ ავუხსნა
QUOTE
ასეთ ვითარებაში თუ მიგატოვებს, ესე იგი, არ ყვარებიხარ...
თუ ინფიცირებული იქნა, მხოლოდ იმიტომ დარჩება შენთან, რომ "სხვა გზა აღარ აქვს"....

უკვე მეც მაფიქრებს ეგ. თუმცა შეიძლება პანიკის ბრალიც იყოს.
QUOTE
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ნუ გაამტყუნებ და ნურც თავს მოიკლავ

არ გავამტყუნებ მაგრამ ვერც ვიცოცხლებ. დამოკიდებული ვარ ამ ადამიანზე და მის გარეშე სუნთქვაც მიჭირს.

QUOTE
არ ვიცი მაგრამ ძალიან მეეჭვება შპრიცის ჩხვლეტის შედეგად ინფიცირება.

და სხვა მიზეზი თუ არ არსებობს მაშინ?

Posted by: adjarafun 15 May 2018, 21:07
witeli-eshmaki
დარწმუნებული არ ვიქნებოდი მე პირადად რომ არ არსებობს

Posted by: witeli-eshmaki 15 May 2018, 21:56
QUOTE
დარწმუნებული არ ვიქნებოდი მე პირადად რომ არ არსებობს

არავისთან არ მქონია დაუცველი სექსი საყვარელი ადამიანის გარდა. ჰოდა აბა საიდან მაქ აივი?

Posted by: weasel 16 May 2018, 00:03
witeli-eshmaki
დრო გჭირდებათ შენც და შენს შეყვარებულსაც. ამხელა ცუდი სიახლის მიღება და გაანალიზება რთულია. ემოციების ფონზე არ გირჩევ გადაწყვეტილების მიღებას. უბრალოდ დრო მიეცი და შენც შეეცადე დამშვიდდე, დარწმუნებული ვარ ბევრი რამ უკეთ იქნება.
ცხოვრობს ხალხი ამით. ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიწევს, მაგრამ დამიჯერე, თვითმკვლელობა ყველაზე ცუდი გამოსავალია. საერთოდ არ არის გამოსავალი.
გამოსწორდება ბევრი რამ, მთავარია თავს მიხედო და სულით არ დაეცე.

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 01:20
როდესაც ექიმთან ვიყავი რამოდენიმე კვირის წინ ჩაპანიკების ნიადაგზე ყველაფერი დეტალურად ამიხსნა. 1. შპრიცით არ გადაგედებოდა რადგან 1 წამში უკვე ჰაერზე კონტაქტით ვირუსი კვდება, თუმცა სხვა დაავადებების გადადების საშიშროება არის, აივის არა, რადგან ორგანიზმში სამკარისი რაოდენობით უნდა მოხვდეს რომ დაინფიცირდე,ჟანგბადიდან მოშორებით. თუ მცირე რაოდენობით ხვდება იმუნური სისტემა ამარცხებს, ესე მითხრეს შიდსის ცენტრში და მითუმტეს ძირს დაგდებული შპრიცი თუ შეგერჭო ვერ ხვდები მშვიდად როგორი იყავი და იქვე ანალიზზე რატომ არ გაქანდი. 2. როგორც ვიცით არსებობს ე.წ. ფანჯრის პერიოდი როდესაც დაინფიცირების დროს უახლოეს 2-3თვეში ანალიზის შედეგად ვირუსი სისხლში არ ჩანს, ესე რომ თუ შენ შეყვარებულთან 2 თვეა გაქვს სექსუალური კონტაქტი არსებობს დიდი ალბათობა რომ სხვისგან იქამდე გადაგედო ან იმას გადაედო შენამდე. ექიმმა იქვე დასძინა რომ ყველანაირი სექსუალური კონტაქტის დროს გამოვიყენოთ ლატექსის პრეზერვატივი. მიყვარხარ, გენდობი, და ა.შ. უნდა გამოირიცხოს. help.gif

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 01:51
QUOTE
ესე რომ თუ შენ შეყვარებულთან 2 თვეა გაქვს სექსუალური კონტაქტი არსებობს დიდი ალბათობა რომ სხვისგან იქამდე გადაგედო ან იმას გადაედო შენამდე

ვისგან გადამედო სხვასთან სექსი არ მქონია არასდროს.
იმას ქონდა ერთხელ და ისიც რეზინით. უეჭველი შპრიცია. სხვა მიზეზი არ არსებობს

Posted by: Solveig 16 May 2018, 02:45
witeli-eshmaki
QUOTE
თვითმკვლელობაზეც ფიქრობს მგონი.

ჰოდა, ახლა რა გამოდის? ცალკე შენ აპირებ თავის მოკვლას და ცალკე-ის? sad.gif

QUOTE
რა ვქნა როგორ ავუხსნა

ცოტა ხანს მოიცადე, ხვალ ხომ გაიგებთ პასუხს.

ნებისმიერ შემთხვევაში თვითმკვლელობაზე ფიქრი დაივიწყე და შენს შეყვარებულს კი ცოტა დრო მიეცი, ნუ მიაძალებ ნურც საკუთარ თავს, ნურც ურთიერთობას. ცოტა ხანში გაირკვევა ყველაფერი.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 05:57
QUOTE
ჰოდა, ახლა რა გამოდის? ცალკე შენ აპირებ თავის მოკვლას და ცალკე-ის?

მე იმიტომაც ვფიქრობ თვითმკვლელობაზე, რო მეშინია მისი დაკარგვის. თორე აივი სულაც არ მადარდებს ეხლა.

Posted by: adjarafun 16 May 2018, 07:46
witeli-eshmaki
QUOTE
ვისგან გადამედო სხვასთან სექსი არ მქონია არასდროს.
იმას ქონდა ერთხელ და ისიც რეზინით. უეჭველი შპრიცია. სხვა მიზეზი არ არსებობს

იმ ადამიანს ვისაც შენი მიტოვება უნდა ჯანმრთელობის გამო ასე არ დავუჯერებსი მაინცდამაინც

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 10:28
QUOTE
იმ ადამიანს ვისაც შენი მიტოვება უნდა ჯანმრთელობის გამო ასე არ დავუჯერებსი მაინცდამაინც

მომწერა თუ მარტო შენ ხარ ინფიცირებულიო მიგატოვებო.
თუ მარტო მეო მაშინაც მიგატოვებო.
თუ ორივეო მაშინ უნდა დავფიქრდეო.
მე მჯერა მისი. არაა ცუდი ადამიანი

Posted by: pikaso_777 16 May 2018, 12:28
witeli-eshmaki
სიყვარული არაა ტრაგედია,არც აივ ინფიცირება.
თუნდაც შენთან არ იყოს ფიზიკურად შენ რომ გიყვარს ეს უკვე ბედნიერებაა...
გიყვარდეს და პატივი ეცი პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ისიც უფრო დაგაფასებს .
ბიჭმა რომ მითხრას "უშენოდ თავს მოვიკლავო" მის გვერდით თავს მაინც უსუსურად და დაუცველად ვიგრძნობ.მდედრს ქვეცნობიერის დონეზე ყოველთვის "ძლიერი"მამრი იზიდავს.. იყავი ძლიერი და ყველაფერი დალაგდება ცხოვრებაში.წარმატებები!

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 12:48
QUOTE
სიყვარული არაა ტრაგედია,არც აივ ინფიცირება.
თუნდაც შენთან არ იყოს ფიზიკურად შენ რომ გიყვარს ეს უკვე ბედნიერებაა...
გიყვარდეს და პატივი ეცი პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე ისიც უფრო დაგაფასებს .
ბიჭმა რომ მითხრას "უშენოდ თავს მოვიკლავო" მის გვერდით თავს მაინც უსუსურად და დაუცველად ვიგრძნობ.მდედრს ქვეცნობიერის დონეზე ყოველთვის "ძლიერი"მამრი იზიდავს.. იყავი ძლიერი და ყველაფერი დალაგდება ცხოვრებაში.წარმატებები!

და ვინ გითხრა რო მდედრია? ან მე მამრი ვარ?

Posted by: White_Shark 16 May 2018, 13:14
QUOTE (witeli-eshmaki @ 16 May 2018, 12:48 )

და ვინ გითხრა რო მდედრია? ან მე მამრი ვარ?

drug.gif drug.gif gigi.gif
ბიჭი მეგონა ნამდვილად

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 13:21
QUOTE
ბიჭი მეგონა ნამდვილად

კი ბიჭია ბიჭი. რამდენჯერ დავწერე ჩემი ბიჭითქო

Posted by: White_Shark 16 May 2018, 13:26
არა უბრალოდ მე მეგონა შენ ბიჭი იყავი

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 13:29
QUOTE
არა უბრალოდ მე მეგონა შენ ბიჭი იყავი

და გამორიცხულია ეგ ვარიანტი?
* * *
მეც ბიჭი რო ვიყო ანუ გამორიცხულია ეგ?

Posted by: Solveig 16 May 2018, 13:38
witeli-eshmaki
QUOTE
და ვინ გითხრა რო მდედრია? ან მე მამრი ვარ?

მე ბიჭი მეგონე, თმის გადანერგვის გამო. ქალებისაგან თითქმის არ გამიგია, რომ მაგ მეთოდისათვის მიემართოთ..

QUOTE
მეც ბიჭი რო ვიყო ანუ გამორიცხულია ეგ?

რა არის გამორიცხული, ვერ გავიგე. თუ ორივე მამაკაცები ხართ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას მე პირადად და რჩევებიც ძალაში რჩება, რა თქმა უნდა.

მაგრამ, აქამდე დაგეზუსტებინა, თორემ, აქ ხალხმა ქორწინების და ჯანმრთელი შვილის გაჩენის პერსპექტივებზეც კი ვისაუბრეთ smile.gif.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 13:41
QUOTE
რა არის გამორიცხული, ვერ გავიგე. თუ ორივე მამაკაცები ხართ, ვერც მაგაში ვხედავ პრობლემას მე პირადად და რჩევებიც ძალაში რჩება, რა თქმა უნდა.

რავი მეგონა მიხვდებოდით ექაუნთიდან გამომდინარე. კი ბიჭი ვარ და ბიჭი მიყვარს, აი ძალიან ძალიან. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რო არცერთს არ გვეტყობა ჩვენი ორიენტაცია. ჩვეულებრივი ბიჭები ვართ. მაგრამ ამ დიაგნოზმა ყველაფერი დაანგრია...

Posted by: Solveig 16 May 2018, 14:08
witeli-eshmaki

QUOTE
რავი მეგონა მიხვდებოდით ექაუნთიდან გამომდინარე. კი ბიჭი ვარ

შენს სქესს კი მივხვდით, უბრალოდ, ნამდვილად არ შეგხვდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჯერ ჰომოსექსუალი მამაკაცი და მერე-ის, ვინც ამას ხმამაღლა აღიარებს, თუნდაც ფორუმზე. საქართველოში, საზოგადოების მხრიდან საყოველთაოდ ცნობილი (და სამწუხარო) დამოკიდებულების გამო, აბსოლუტური უმრავლესობა მალავს თავის ორიენტაციასაც და იმასაც, რომ თავისივე სქესის შეყვარებული ჰყავს. რაც გასამტყუნარი არაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე... მაგის გათვალისწინებით, უფრო მეტად ის დავუშვი, რომ გოგო ყოფილიყო შენი შეყვარებული.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი-არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე სქესს და ორიენტაციას. თვითმკვლელობაზე ფიქრი, როგორც შენი, ისე-იმის მხრიდან, არის დაუშვებელი. ისე, თუ თავადაც იგივეს ფიქრობს, ეგ იმას მიუთითებს, რომ გარკვეულწილად, უშვებს იმას, რომ მისგან დაინფიცირდი და პასუხისმგებლობას გრძნობს. შესაბამისად, ეგ ზრდის მომავალში თქვენი ერთად ყოფნის შანსებს. ასე რომ, უცებ ნუ ჩამოუშვებ ხელებს. წინათაც გითხარი და ახლაც გავიმეორებ-ცოტა ხანს მოითმინე და პირველი ელდა რომ გაივლის, მერე უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, როგორი იქნება მომვალი. თვითმკვლელობაზე ფიქრი კი დაივიწყე, სამუდამოდ. smile.gif

Posted by: pikaso_777 16 May 2018, 14:17
დიდი ალბათობით ღადაობს წითელი ეშმაკი lol.gif და თუ ვცდები მაპატიეთ.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 14:23
QUOTE
დიდი ალბათობით ღადაობს წითელი ეშმაკი  და თუ ვცდები მაპატიეთ

ძალიან ცუდი მასე რომ ფიქრობ. საღადაოდ საქმე ნამდვილად არ მაქ. განადგურებული ვარ. დღეს უნდა ყოფიკიყო მისი პასუხები და ამ დრომდე არ მოუწერია, მივწერე და არც მიპასუხა.
* * *
QUOTE
თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი-არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე სქესს და ორიენტაციას. თვითმკვლელობაზე ფიქრი, როგორც შენი, ისე-იმის მხრიდან, არის დაუშვებელი. ისე, თუ თავადაც იგივეს ფიქრობს, ეგ იმას მიუთითებს, რომ გარკვეულწილად, უშვებს იმას, რომ მისგან დაინფიცირდი და პასუხისმგებლობას გრძნობს. შესაბამისად, ეგ ზრდის მომავალში თქვენი ერთად ყოფნის შანსებს. ასე რომ, უცებ ნუ ჩამოუშვებ ხელებს. წინათაც გითხარი და ახლაც გავიმეორებ-ცოტა ხანს მოითმინე და პირველი ელდა რომ გაივლის, მერე უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, როგორი იქნება მომვალი. თვითმკვლელობაზე ფიქრი კი დაივიწყე, სამუდამოდ

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის, იმედია ასრულდება და ისევ ბედნიერები ვიქნებით

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 14:35
შპრიცით მაინც არ გადაგედებოდა ეგ გამორიცხულია. ესე რომ მიზეზი სხვაგან ეძებე. ძალიან ვწუხვარ მაგრამ ზოგჯერ ადამიანები სიმართლეს არ ამბობენ მსგავს შემთხვევებში შენ პარტნიორზე ვლაპარაკობ. განა იმიტომ რომ რამე უბრლაოდ ზოგს ეუხერხულება, ზოგს არ უნდა და ა.შ. მთლად ესე ბრმად არავის არ ენდო. თვითმკვლელობის საკითხი იმედია გადააგორე, ეგრე ნუ ფიქრობ თორე იცემებემი. wink.gif არავის და არაფრის გამო არ ღირს საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმა. იცი რამდენი კარგი დღე და მომენტი გელოდება წინ? სიხარულით და ემოციებით სავსე? ვისაც არუნდა კარგად იყოს. შეყვარებულმა მეც მიმატოვა, ესე ადგა ერთ მშვენიერ მზიან დღეს და არ მიყვარხარო, თავზე დამენგრა ყველაფერი და 1 წელი ხოხვაში გავატარე, მაგრამ ეხლა ძალიან ძლიერი და გამოცდილი ვარ. თითონ დაკარგა,მე არა. კარგად იქნება ყველაფერი.

პ.ს. თუ მასაც ჭირს და მაგის გამო შერიგებას მოინდომებს არ შეურგდე. ეგეთი არაფერი გჭირდება. დამიჯერე. რამდენჯერაც ჩემ თავმოყვარეობას გადავაბიჯე იმდენჯერ წავაგე. help.gif

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 14:43
QUOTE
შპრიცით მაინც არ გადაგედებოდა ეგ გამორიცხულია. ესე რომ მიზეზი სხვაგან ეძებე. ძალიან ვწუხვარ მაგრამ ზოგჯერ ადამიანები სიმართლეს არ ამბობენ მსგავს შემთხვევებში შენ პარტნიორზე ვლაპარაკობ. განა იმიტომ რომ რამე უბრლაოდ ზოგს ეუხერხულება, ზოგს არ უნდა და ა.შ. მთლად ესე ბრმად არავის არ ენდო. თვითმკვლელობის საკითხი იმედია გადააგორე, ეგრე ნუ ფიქრობ თორე იცემებემი.  არავის და არაფრის გამო არ ღირს საკუთარ სიცოცხლეზე უარის თქმა. იცი რამდენი კარგი დღე და მომენტი გელოდება წინ? სიხარულით და ემოციებით სავსე? ვისაც არუნდა კარგად იყოს. შეყვარებულმა მეც მიმატოვა, ესე ადგა ერთ მშვენიერ მზიან დღეს და არ მიყვარხარო, თავზე დამენგრა ყველაფერი და 1 წელი ხოხვაში გავატარე, მაგრამ ეხლა ძალიან ძლიერი და გამოცდილი ვარ. თითონ დაკარგა,მე არა. კარგად იქნება ყველაფერი.

ვაჟიშვილი იყო პირველი სექსის დროს გულახდილად რომ გითხრა. გამორიცხულია რო იმისგან გადამდებოდა.
რაც შეეხება თავის მოკვლას, თუ მიმატოვებს აზრს დაკარგავს ჩემი ცხოვრება. ეს წყეული ცხოვრება, სადაც ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი. ჰოდა ეხლა როცა მას შევხვდი, მეგონა ცხოვრებამ ჩემთვისაც გაიმეტა ბედნიერება, ჰოდა უცებ ეს ამბავი.
ამასაც გავუძლებ, თუ ის ჩემ გვერდით იქნება. მაგრამ მარტო თუ დამტოვებს, ნამდვილად ვერ გადავიტან.

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 14:48
QUOTE (witeli-eshmaki @ 16 May 2018, 14:43 )

მაინც მგონია რომ უაზრო შფოთვაში ხარ. მეც ეგრე ფვიქრობდი. მაგრამ ცივი გონებით რომ შეხედო, როდესაც ადამიანი გტოხვებს შეგნებულად და გააზრებულად ეს იმას ნიშნავს რომ შენ მისთვის საკმარისად ძვირფასი არ ხარ. მე პირადად რაც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა გადამყვარებოდა ვინმე ვერ მივატოვებდი მარტო იმიტომ რომ არ შემეძლო რომ გული მეტკინა. help.gif ესეც დებილობაა ალბათ, უკვე ეგეთი სიყვარული მარტო ერთეულებში არსებობს. მე დღესაც მიყვარს. მაგრამ მან განაგრძნო ცხოვრება. ამით არ მოვკვდარვარ. პირიქით უკეთ ავღიქვი და დავაფასე რაღაცეები. ვაჟიშვილობას კიდე გადამწყვეტი მნიშვნელობა არააქ, ტატუთ, პირსინგით და მსგავსი რამეებითაც შესაძლოა გადაედოს ადამიანს.

Posted by: adjarafun 16 May 2018, 14:49
witeli-eshmaki
ვაჟიშვილი რო იყო საიდან დაადგინე?
მხოლოდ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ ასე რომ ვაჟიშვილობა ცოტა არადამაჯერებლად მეჩვენება.
თუ არასრულწლოვანი არ არის ძალიან არასერიოზულად იქცევა რასაც ყვები. ამიტომ მაპატიე მაგრამ შენს ადგილას დარწმუნებული არ ვიქნებოდი რომ მისი სხვა თავგადასავლები უბრალოდ დაგიმალა.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 14:51
QUOTE

მაინც მგონია რომ უაზრო შფოთვაში ხარ. მეც ეგრე ფვიქრობდი. მაგრამ ცივი გონებით რომ შეხედო, როდესაც ადამიანი გტოხვებს შეგნებულად და გააზრებულად ეს იმას ნიშნავს რომ შენ მისთვის საკმარისად ძვირფასი არ ხარ. მე პირადად რაც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა გადამყვარებოდა ვინმე ვერ მივატოვებდი მარტო იმიტომ რომ არ შემეძლო რომ გული მეტკინა.  ესეც დებილობაა ალბათ, უკვე ეგეთი სიყვარული მარტო ერთეულებში არსებობს. მე დღესაც მიყვარს. მაგრამ მან განაგრძნო ცხოვრება. ამით არ მოვკვდარვარ. პირიქით უკეთ ავღიქვი და დავაფასე რაღაცეები. ვაჟიშვილობას კიდე გადამწყვეტი მნიშვნელობა არააქ, ტატუთ, პირსინგით და მსგავსი რამეებითაც შესაძლოა გადაედოს ადამიანს.

არც ტატუ, არც პირსინგი, არანაირი გადასხმა და ოპერაცია არ გაუკეთებია.
არ ვიცი ერთი კვირის წინ საზღვარგარეთ წავიდეთო და იქ დავქორწინდეთო მეხვეწებოდა. გაიგო თუ არა ეს ამბავი სულ დეპრესიაშია და არც მწერს საერთოდ.

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 14:55
adjarafun
კარგი არგუმენტებია. მე პირადად მსგავსი ლეგენდების აღარ მჯერა.

witeli-eshmaki
მეც მეუბნებოდა ჩემი სატრფო ჩემი სამუდამო სიყვარული ხარო. მარა ჰა? აბა სიყვარული? აბა სამუდამო? შენ თავს მიხედე მოკლედ. მანდ რაღაცაშია საქმე, თითქოს იცის რო მისი ბრალია და მაგიტომ ჩაპანიკდა ესე, თორე ჩემ საყვარელ ადამიანს რომ აივი დაუდგინდეს გოდებაში მე ვიქნები და გვერდიდან არ მოვშორდები. ბაგა ბაღი ხომ არაა. ადამიანის წარსულს ბოლომდე ვერასდროს ვერ გამოქექავ, როდის ქონდა სექსი და როგორი შენ მაგას ვერასდროს ვერ გაიგებ.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 14:59
QUOTE
მანდ რაღაცაშია საქმე, თითქოს იცის რო მისი ბრალია და მაგიტომ ჩაპანიკდა ესე, თორე ჩემ საყვარელ ადამიანს რომ აივი დაუდგინდეს გოდებაში მე ვიქნები და გვერდიდან არ მოვშორდები. ბაგა ბაღი ხომ არაა. ადამიანის წარსულს ბოლომდე ვერასდროს ვერ გამოქექავ, როდის ქონდა სექსი და როგორი შენ მაგას ვერასდროს ვერ გაიგებ.

ჰო არ ვიცი, მისი ანალიზის პასუხი დღეს უნდა აეღო 12 საათზე და არ მომწერა არაფერი. როგორი პასუხი აქ არ მითხრა. მე მივწერე და არ მიპასუხა. ჰოდა არ ვიცი რა ვიფიქრო. ფეისზეც ბოლო აქტივობა 8 საათის წინ ქონდა. სად არის ნეტა რას აკეთებს. ვღელავ.

* * *
QUOTE
ვაჟიშვილი რო იყო საიდან დაადგინე?
მხოლოდ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ ასე რომ ვაჟიშვილობა ცოტა არადამაჯერებლად მეჩვენება

სექსის დროს ხო ეტყობა რო ვაჟიშვილია არა?

Posted by: adjarafun 16 May 2018, 15:01
საქმე გვაქვს მსმ-თან. მსგავსი რისკ ჯგუფის შემთხვევაში დაინფიცირდე სხვა გზით გარდა სექსისა ისეთივე მცირე შანსი არაებობს როგორც აივით სიკვდილისა მკურნალობის შემთხვევაში. ამას არაერთი კვლევა და სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 15:03
witeli-eshmaki
საიდან ეტყობა სექსის დროს რო ვაჟიშვილია შენკიდე? ნუ გამაგიჟე. დაურეკე უცხო ნომრიდან. არ მომწონს ეს ყოველივე.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:03
QUOTE
საქმე გვაქვს მსმ-თან.

ეს რას ნიშნავს მაგდენი მე არ ვიცი ჯერ. იქნებ ამიხსნა უკეთ?
არ ვიცი ფაქტია რო დავინფიცირდი. ჰოდა აბა რა ვიცი რატომ და საიდან
* * *
QUOTE
საიდან ეტყობა სექსის დროს რო ვაჟიშვილია შენკიდე? ნუ გამაგიჟე. დაურეკე უცხო ნომრიდან. არ მომწონს ეს ყოველივე.

როგორ ვცადო, ან ვისი ნომრით ვცადო. არ მინდა რო უცხო ნომრიდან დავრეკო, რამე არ გაბაზრდეს
* * *
ვაჟიშვილობა ეტყობა როცა არ იცის რა უნდა გიქნას. მომაყოლე ეხლა მთელი სექს აქტი როგორ მოხდა პირველად

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 15:09
witeli-eshmaki
არ მჯერა და მომკალი . აივის ასაკიდებლად არ არის საჭირო გამოცდილი პროფესიონალი იყო სექსში. 1ხელ სექსითაც შეიძლება გადაგედოს.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:11
QUOTE
არ მჯერა და მომკალი . აივის ასაკიდებლად არ არის საჭირო გამოცდილი პროფესიონალი იყო სექსში. 1ხელ სექსითაც შეიძლება გადაგედოს.

მე მჯერა მისი და აი არ ვიცი რა ვქნა

Posted by: adjarafun 16 May 2018, 15:11
witeli-eshmaki
მგონია რო პატარა ხარ შენც და გამოცდილება არ გაქვს. შეიძლება მან არ იცოდა რა უნდა ექნა შენთვის მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდა სხვაგვარი მაგალითად პასივ სექსის ან ორალური სექსის.
მსმ წყვილში ვაჟიშვილობის გარჩევა არის ზღაპარი.
გამოცდილების ნაკლებობა შესაძლებელია თუმცა ინფიცირებისთვის მრავალწლიანი გამოცდილება არაა საჭირო.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:14
QUOTE
შეიძლება მან არ იცოდა რა უნდა ექნა შენთვის მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდა სხვაგვარი მაგალითად პასივ სექსის ან ორალური სექსის.

ჩემი ბიჭი მხოლოდ აქტია და გამორიცხულია მისი პასიურობა. არც მინეტს აკეთებს.

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 15:16
adjarafun
მართალია. აბსურდულად მეჩვენება ეს ყველაფერი. მოკლედ ყველანაირი სექსუალური კავშირით შეიძება დაინფიცირდე. ამისთვის გამოცდილება და ტაივკვანდოს ილეთები არ არის საჭირო. ესე ჰაერიდან არავისგან გადაედება არავის. ძალიან ცუდი სიტუაციაა და საწყენი რათქმაუნდა. უკვე ვეღარავის ენდობი. ეს ბიჭის ფეხს ფშეკს არ მქონია არავისთან არაფერიო და ამ ნემსით გადადება კიდე 0.000001%ია რაც ნამდვილად არ მგონია რეალური.

witeli-eshmaki
დარწუნებული ხარ რომ ქალთან არ ქონია სექსუალური კონტაქტი? იქნებ ვაჟიშვილობაში კაცთან ურთიერთობა მოიაზრებოდა. help.gif

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:17
QUOTE
მართალია. აბსურდულად მეჩვენება ეს ყველაფერი. მოკლედ ყველანაირი სექსუალური კავშირით შეიძება დაინფიცირდე. ამისთვის გამოცდილება და ტაივკვანდოს ილეთები არ არის საჭირო. ესე ჰაერიდან არავისგან გადაედება არავის. ძალიან ცუდი სიტუაციაა და საწყენი რათქმაუნდა. უკვე ვეღარავის ენდობი. ეს ბიჭის ფეხს ფშეკს არ მქონია არავისთან არაფერიო და ამ ნემსით გადადება კიდე 0.000001%ია რაც ნამდვილად არ მგონია რეალური

შენი ლოგიკით აივი არ მაქ. მაგრამ რო დამიდასტურდა?

Posted by: adjarafun 16 May 2018, 15:18
witeli-eshmaki
გამოუცდელი აქტები არ არსებობენ.
ზოგადად არ არსებობს გეი რომელსაც სექსი საერთოდ არ ჰქონია და უკვე იცის ზუსტად თავისი როლი.
ვიცი რო ძნელია როცა ადამიანს ენდობი მაგრამ არ გავს სიმართლეს რასაც შენ ამბობ

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:21
QUOTE
გამოუცდელი აქტები არ არსებობენ.
ზოგადად არ არსებობს გეი რომელსაც სექსი საერთოდ არ ჰქონია და უკვე იცის ზუსტად თავისი როლი.
ვიცი რო ძნელია როცა ადამიანს ენდობი მაგრამ არ გავს სიმართლეს რასაც შენ ამბობ

როგორ არა, მე 10 წლის ასაკიდან ვიცოდი რომ პასიური უნდა ვყოფილიყავი. თუმცა კი სექსი პირველად მხოლოდ 20 წლისას მქონდა

Posted by: adjarafun 16 May 2018, 15:28
მგონი ჯობია თუ ამ თემას პირადული საკითხების გასარჩევად არ ვაქცევთ.
თუ ასე გჯერა დაივიწყე იმის გარკვევა საიდან დაინფიცირდი.
იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:30
QUOTE
მგონი ჯობია თუ ამ თემას პირადული საკითხების გასარჩევად არ ვაქცევთ.
თუ ასე გჯერა დაივიწყე იმის გარკვევა საიდან დაინფიცირდი.
იფიქრე შენს ჯანმრთელობაზე

არც ვაპირებ გარკვევას. შპრიცის ფაქტი 2 წლის წინ მოხდა, ამ ბიჭს 3 თვეა ვხვდები. შესაბამისად სავარაუდო ინფიცირების დროს რო გაარკვევს ექიმი, მივხვდები საიდან დავინფიცირდი

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 15:30
witeli-eshmaki
არა მე ეგ არ მითქვამს მე ვიგულისხმე რომ შენ პარტნიორს მიქარული აქვს , შენამდე ესე ჰაერიდან არ გადაგედებოდა როცა ამტკიცებ რომ არ გქონია შენ იქამდე არავისთან.

Posted by: adjarafun 16 May 2018, 15:35
დაელაპარაკე ექიმსაც შპრიცის თემას სავარაუდოდ ისიც გამორიცხავს.
საბარაუდო პერიოდის დადგენა ძალიან სუბიექტურია. კლინიკური მდგომარეობის მიხედვით მაგის დადგენა არ ხდება

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:35
QUOTE
არა მე ეგ არ მითქვამს მე ვიგულისხმე რომ შენ პარტნიორს მიქარული აქვს , შენამდე ესე ჰაერიდან არ გადაგედებოდა როცა ამტკიცებ რომ არ გქონია შენ იქამდე არავისთან.

ჰოდა 25 ში იქნება სრული პასუხი ჩემი ანალიზის. იქ გამოჩნდება ინფიცირების სავარაუდო დრო და მივხვდები საიდან დავინფიცირდი

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:37
QUOTE
დაელაპარაკე ექიმსაც შპრიცის თემას სავარაუდოდ ისიც გამორიცხავს.
საბარაუდო პერიოდის დადგენა ძალიან სუბიექტურია. კლინიკური მდგომარეობის მიხედვით მაგის დადგენა არ ხდება

ექიმმა შანსი მცირეა, მაგრამ მაინც არსებობსო. სავარაუდო დროს დაადგენენ. ანუ თუ ამან ამკიდა სიტყვაზე, მაშინ ვირუსი 2 თვეა რაც მაქ გამოდის. თუ ცოტა უფრო შორსაა წასული ვირუსი, მაშინ უეჭველი შპრიცის ბრალი იქნება

Posted by: Solveig 16 May 2018, 15:39
jorjevanelle
QUOTE
დარწუნებული ხარ რომ ქალთან არ ქონია სექსუალური კონტაქტი?

ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ, adjarafun/ისა არ იყოს,
QUOTE
ჯობია თუ ამ თემას პირადული საკითხების გასარჩევად არ ვაქცევთ.

..

witeli-eshmaki
მოდი, ასე ვთქვათ. ახლა N1 არის, რომ დროზე დაიწყო მკურნალობა და ვირუსის რაოდენობამ დაიწყოს კლება, ლიმფოციტებმა-თუ დაკლებულია რაოდენობა-მატება. იმედია, ამას მალე მიაღწევ. სხვა ყველა დანარჩენზე-ღმერთი მოწყალეა, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე.
მთავარი არის ჯანმრთელობა. დანარჩენი მერე ყველაფერი მოვა-წარმატებაც და სიყვარულიც.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:43
QUOTE

ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ, adjarafun/ისა არ იყოს

არა არ ქონია.
QUOTE
მოდი, ასე ვთქვათ. ახლა N1 არის, რომ დროზე დაიწყო მკურნალობა და ვირუსის რაოდენობამ დაიწყოს კლება, ლიმფოციტებმა-თუ დაკლებულია რაოდენობა-მატება. იმედია, ამას მალე მიაღწევ. სხვა ყველა დანარჩენზე-ღმერთი მოწყალეა, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე.
მთავარი არის ჯანმრთელობა. დანარჩენი მერე ყველაფერი მოვა-წარმატებაც და სიყვარულიც.

დიდი მადლობა გამხნევებისთვის

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 15:44
witeli-eshmaki
ძალიან მეამიტი ხარ, ჩემი თავი მახსენდება ახალგაზრდობაში როცა ბრმად მჯეროდა იმის რასაც მეუბნებოდნენ. წარმატებებს გისურვებ. კარგად იქნება ყველაფერი.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 15:48
QUOTE
ძალიან მეამიტი ხარ, ჩემი თავი მახსენდება ახალგაზრდობაში როცა ბრმად მჯეროდა იმის რასაც მეუბნებოდნენ. წარმატებებს გისურვებ. კარგად იქნება ყველაფერი

მე შეყვარებული ვარ და როცა მიყვარს, საკუთარი თავიც მავიწყდება. საყვარელ ადამიანში კი ეჭვის შეტანა არ მინდა. რაც არ უნდა იყოს, მე ის მაინც მეყვარება, თუნდაც თუ შეგნებულად დამაინფიცირა.
* * *
ეხლა გადმომიგზავნა ანალიზის პასუხის ფოტო. სუფთაა ჩემი სიყვარული და თუ გინდა მეგობრებად დავრჩეთო. გავგიჟდები თავს მოვიკლავ მართლა

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 16:23
ჯადოა .

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 16:25
QUOTE
ჯადოა

ძალიან ცუდად ვარ. ჩემი ცხოვრება დასრულდა.
აწი ვინმე რომც შემიყვარდეს, ვინ მოისურვებს აივ დადებითთან ურთიეეთობას? აზრი არ აქ სიცოცხლის გაგრძელებას

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 16:28
witeli-eshmaki
არ არის ეგრე, როცა ადამიანი შეგიყვარდება მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ძალიან ბევრი წყვილია ესე, როცა ერთერთი ინფიცირებულია. თუ ყველაფერი მოხდება წესების დაცვით პარტნიორი არ ინფიცირდება. მოეშვი სისულელეებზე ფიქრს,მესმის რომ ძალიან განციდი მაგრამ ადვილად სამართვაი დაავადებაა და მაგის გამო სიკვდილი და ა.შ. ნამდვილად არ ღირს.

Posted by: adjarafun 16 May 2018, 16:38
მგონი ამ ადამიანს დახმარება ჭირდება არა იმდენად საკუთარი ჯანმრთელობის გამო რამდენადაც სასიყვარულო ურთიერთობაში.
არადა ეხლა ეს მეორეხარისხოვანი უნდა იყოს მისთვის

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 17:06
QUOTE
მგონი ამ ადამიანს დახმარება ჭირდება არა იმდენად საკუთარი ჯანმრთელობის გამო რამდენადაც სასიყვარულო ურთიერთობაში.
არადა ეხლა ეს მეორეხარისხოვანი უნდა იყოს მისთვის

სიცოცხლე რად მინდა მის გარეშე აი რად მინდააააააააა

Posted by: Solveig 16 May 2018, 17:15
QUOTE
სიცოცხლე რად მინდა მის გარეშე

witeli-eshmaki
რატომ არ უნდა გინდოდეს სიცოცხლე იმ ადამიანის გარეშე,
ვისაც სიცოცხლე შენს გარეშე უნდა?

დაფიქრდი ამაზე და ამოიგდე თავიდან ეგ სისულელე.
* * *
adjarafun
QUOTE
ეხლა ეს მეორეხარისხოვანი უნდა იყოს მისთვის

ნამდვილად.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 17:28
QUOTE
რატომ არ უნდა გინდოდეს სიცოცხლე იმ ადამიანის გარეშე,
ვისაც სიცოცხლე შენს გარეშე უნდა?

შენთან მინდაო და მიყვარხარო, მაგრამ მეშინია არ გადამდოო და ვერ ვიქნებით ერთადო. ნამდვილად მოვკვდები

Posted by: adjarafun 16 May 2018, 17:33
witeli-eshmaki
თუ ექიმთან არ უნდა ამ საკითხზე კონსულტაცია აქ მაინც შემოვიდეს და ავუხსნით

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 17:38
QUOTE
თუ ექიმთან არ უნდა ამ საკითხზე კონსულტაცია აქ მაინც შემოვიდეს და ავუხსნით

ექიმმა თქვაო რო საშიშია და რომც მკურნალობდეს მაინც გადაგედებაო

Posted by: adjarafun 16 May 2018, 17:40
witeli-eshmaki
ტყუილია არც ერთი ექიმი მაგას არ ეტყოდა.
არ გვყავს ჩვენ ასეთი იდიოტი ექიმები smile.gif

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 17:45
[quo
ტყუილია არც ერთი ექიმი მაგას არ ეტყოდა.
არ გვყავს ჩვენ ასეთი იდიოტი ექიმები [/quote]
ვიცი. უბრალოდ ვერ გაიგო ალბათ სწორად

Posted by: l-e-v-a-n 16 May 2018, 17:49
QUOTE (witeli-eshmaki @ 16 May 2018, 10:28 )
QUOTE
იმ ადამიანს ვისაც შენი მიტოვება უნდა ჯანმრთელობის გამო ასე არ დავუჯერებსი მაინცდამაინც

მომწერა თუ მარტო შენ ხარ ინფიცირებულიო მიგატოვებო.
თუ მარტო მეო მაშინაც მიგატოვებო.
თუ ორივეო მაშინ უნდა დავფიქრდეო.
მე მჯერა მისი. არაა ცუდი ადამიანი

ზერო რო დაჯდეს რას ვიზამო?

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 18:32
witeli-eshmaki
არ მინდა შეგაშნოთ მაგრამ 2 თვის თავზე ისევ გაიკეთოს ანალიზი. ზოგადად ფანჯრის პერიოდში არ ჩანს ვირუსი სისხლში.

Posted by: pikaso_777 16 May 2018, 18:55
witeli-eshmaki
QUOTE
ძალიან ცუდი მასე რომ ფიქრობ. საღადაოდ საქმე ნამდვილად არ მაქ. განადგურებული ვარ. დღეს უნდა ყოფიკიყო მისი პასუხები და ამ დრომდე არ მოუწერია, მივწერე და არც მიპასუხა.
ღადაობა კი არა ისეთი საშინელი დიაგნოზის კანდიდატი ვიყავი აივ ინფექცია მონაგონია. იმ 2კვირიანმა მოლოდინის ჯოჯოხეთმა ცხოვრების ყველა წამი შემაყვარა,ის ადამიანებიც კი შემიყვარდნენ ვისაც მანამდა ყურადრებას არ ვაქცევდი...ბევრი რამე დავიკიდე და სულ სხვა ღირებულებები გაჩნდა.იცოდე საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია (ნუ ალბათ შვილი,მაგრამ ჯერ შვილი არ მყავს ...)

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 19:25
QUOTE
ზერო რო დაჯდეს რას ვიზამო?

გაირკვა უკვე და ეგაა. მე აივ დადებითი ვარ, ის ჯანმრთელია. მიყვარხარო, მაგრამ ჯანმრთელობით ვარ გავრისკავო და მიმატოვა. ყველაზე რთულ მომენტში მიმატოვა.
QUOTE
არ მინდა შეგაშნოთ მაგრამ 2 თვის თავზე ისევ გაიკეთოს ანალიზი. ზოგადად ფანჯრის პერიოდში არ ჩანს ვირუსი სისხლში.

მეც ეგ მიკვირს. 2 თვის მანძილზე ათჯერ მაინც გვქონდა სექსი. ყოველთვის დაუცველი. ასევე ყოველ ჯერზე გვქონდა ორალიც. ნუთუ შესაძლებელია არ დაინფიცირებულიყო?

QUOTE
იცოდე საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია

არ მინდა რა მე ასეთი სიცოცხლე არა არა არა

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 19:34
witeli-eshmaki
როგორც ვიცი შესაძლებელი არის თუმცა შანსი ნაკლებია ამიტომ გაიკეთოს განმეორებითი ანალიზი გარკვეული დროის შემდეგ.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 19:37
QUOTE
როგორც ვიცი შესაძლებელი არის თუმცა შანსი ნაკლებია ამიტომ გაიკეთოს განმეორებითი ანალიზი გარკვეული დროის შემდეგ.

მე ვუთხარი ეგ. აწი თვითონ იცის გაიკეთებს თუ არა. სავარაუდოდ იმ დროისთვის მე უკვე აღარ ვიქნები და თუ დაუდასტურდა, ინანებს რომ ხელი მკრა

Posted by: adjarafun 16 May 2018, 19:46
witeli-eshmaki
თუ ის აქტი არის შესაძლოა გადარჩა.
როგორც წესი უფრო დიდი შანსი დაინფიცირების მიმღებისთვისაა

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 19:49
QUOTE
თუ ის აქტი არის შესაძლოა გადარჩა.
როგორც წესი უფრო დიდი შანსი დაინფიცირების მიმღებისთვისაა

ჰო მაგრამ 10 სექსი? ხან შეხვედრაზე 2-3 სექსი გვქონდა. პლიუს ორალი. კი ის აქტია.

Posted by: adjarafun 16 May 2018, 19:52
witeli-eshmaki
ვირუსის ოდენობასაც გააჩნია.არ არის გამორიცხული რომ გადარჩა

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 19:55
QUOTE
ვირუსის ოდენობასაც გააჩნია.არ არის გამორიცხული რომ გადარჩა

ბედის ირონიაა, მე შპრიცით დავინფიცირდი, სადაც შანსი ნულის ტოლიაო ამბობთ და ტიპს 2 თვიანი რეგულარული სექსის მერეც არ გადაედო. ისე მიხარია რო გადარჩა, უბრალოდ გული მტკივა რო ასეთ დროს მიმატოვა

Posted by: adjarafun 16 May 2018, 19:58
witeli-eshmaki
სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
აქ არის შემთხვევები რომ ადამიანებს 6 თვის ანალიზების შემდეგაც არ გამოუჩნდათ.
ასე რომ მოუწევს კიდევ გაიკეთოს

Posted by: weasel 16 May 2018, 19:58
witeli-eshmaki
როგორ დაინფიცირდი შპრიცით? საავადმყოფოში და რამე?

დაიწყე მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად, ყურადღების გადატანა გჭირდება რამეზე.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 20:01
QUOTE
სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.
აქ არის შემთხვევები რომ ადამიანებს 6 თვის ანალიზების შემდეგაც არ გამოუჩნდათ.
ასე რომ მოუწევს კიდევ გაიკეთოს

თუ არ გაიკეთებს თვითონ უკეთ იცის. მე აღარ ვიქნები მაგ დროს უკვე
* * *
QUOTE
-eshmaki
როგორ დაინფიცირდი შპრიცით? საავადმყოფოში და რამე?

დაიწყე მკურნალობა რაც შეიძლება სწრაფად, ყურადღების გადატანა გჭირდება რამეზე.

რავი ნაგავში ეგდო და გადასაგდებად ხელი რო მოვკიდე პარკს მაშინ შემერჭო. კი ანალიზები გავიკეთე და სრული გამოკვლევის პასუხს ველოდები, ამის მერე დამინიშნავენ მკურნალობას

Posted by: adjarafun 16 May 2018, 20:05
witeli-eshmaki
სისულელეს მოეშვი. მიხედე მკურნალობას სექსი და სიყვარული თუ გჭირდება მაგისთვისახ გექნება დრო.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 20:12
QUOTE
სისულელეს მოეშვი. მიხედე მკურნალობას სექსი და სიყვარული თუ გჭირდება მაგისთვისახ გექნება დრო

რა სიყვარული, მე მის გარდა არავინ შემიყვარდება, არავინ. გვერდში რო დამდგომოდა, შიდსი ვერ შემაშინებდა. მაგრამ მის გარეშე ჯანმრთელობაც არ მჭირდება
* * *
კაი ხალხო, მგონი მოგაბეზრეთ თავი ჩემი პრობლემით. მაპატიეთ, უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ და მჭირდებოდა ეს საუბარი

Posted by: adjarafun 16 May 2018, 20:20
witeli-eshmaki
სხვაც შეგიყვარებს შიდსი ნაკლი არ არის

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 20:30
QUOTE
სხვაც შეგიყვარებს შიდსი ნაკლი არ არის

მადლობა.
მაგრამ სხვას მე ვერ შევიყვარებ ვეღარასდროს.
და კიდევ, შიდსიანს არავინ შემიყვარებს, ყველას შეეშინდება ინფიცირების

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 20:31
პატარა ბავშვივით წუწუნებ უკვე. 8 წელი მყავდა შეყვარებული და დავშორდით მეც მასე მეგონა. მერე ისევ შემიყვარდა უკეთესი მაგრამ ისევ დავშორდით. და არ მოვმკდარვარ. ძვირფასად ვარ. დადგნენ და იკაწრონ ეხლა სახეები. ამიტომ შენ თავს მიხედე. შეყვარებული და ა.შ. მეორეხარისხოვანია ნამდვილად. შენი თავის გარდა არავინ არ გყავს.

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 20:34
QUOTE
პატარა ბავშვივით წუწუნებ უკვე. 8 წელი მყავდა შეყვარებული და დავშორდით მეც მასე მეგონა. მერე ისევ შემიყვარდა უკეთესი მაგრამ ისევ დავშორდით. და არ მოვმკდარვარ. ძვირფასად ვარ. დადგნენ და იკაწრონ ეხლა სახეები. ამიტომ შენ თავს მიხედე. შეყვარებული და ა.შ. მეორეხარისხოვანია ნამდვილად. შენი თავის გარდა არავინ არ გყავს.

შენ ჯენმრთელი ხარ, ვინმე შეგიყვარებს. აივ ინფიცირებულს ვინ შემიყვარებს მითხარი რა. შენც ხომ იცი რო შენი და ჩემი სიტუაცია ერთიდაიგივე არაა?

Posted by: adjarafun 16 May 2018, 20:34
witeli-eshmaki
რამდენი წლის ხარ?
მგონი ძაან პატარა ხარ

Posted by: witeli-eshmaki 16 May 2018, 20:36
QUOTE
რამდენი წლის ხარ?
მგონი ძაან პატარა ხარ

არა არ ვარ ძაან პატარა. აქ ასაკის დაწერა არ მინდა, გთხოვ არ გეწყინოს.
* * *
უბრალოდ ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვარ. ასეთი ვარ და ასაკით 60 წლისაც რომ ვიყო მაინც ასეთი ვიქნები

Posted by: adjarafun 16 May 2018, 21:53
witeli-eshmaki
გაუფრთხილდი თავს სანამ მკურნალობას დაიწყებ გარშემომყოფებსაც.

Posted by: jorjevanelle 16 May 2018, 23:16
witeli-eshmaki
ზემით ჩემი მეგობარი რომ ვაზსენე რომელიც ინფიცირებულია 4637 შეყვარებული ყოლია. მე კიდე 2. ამიტომ ეგ შეგნებულ ადამიანებში დიდს არაფერს არ ნიშნავს. და მაგის გამო ნუ დაკომპლექსდები. გამოჩნდება ვინმე ვინც ეგეთს მიგიღებს.

Posted by: witeli-eshmaki 17 May 2018, 03:26
QUOTE
გაუფრთხილდი თავს სანამ მკურნალობას დაიწყებ გარშემომყოფებსაც

დიდი მადლობა.
QUOTE
ზემით ჩემი მეგობარი რომ ვაზსენე რომელიც ინფიცირებულია 4637 შეყვარებული ყოლია. მე კიდე 2. ამიტომ ეგ შეგნებულ ადამიანებში დიდს არაფერს არ ნიშნავს. და მაგის გამო ნუ დაკომპლექსდები. გამოჩნდება ვინმე ვინც ეგეთს მიგიღებს.

გმადლობ. იმედია თუ გავუძელი ამ პერიოდს
* * *
არ ვიცი ამ ტკივილს როგორ გავუძლებ. მესენჯერში ციმციმებს და არ მწერს, ვერც მე ვუბედავ მიწერას. არადა სული მიმდის ისე მინდა მასთან საუბარი.
* * *
ეხლა კი მომწერა, მაგრამ კარგი არაფერი. ვერ ვიჯერებ ვერ ვუძლებ, ვერ ვიცოცხლებ მის გარეშე. ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიმპატიური... მართლა თავს მოვიკლავ....

Posted by: ✡inside✡ 17 May 2018, 13:41
თემას გადავხედე შემთხვევით და მერე ბოლო პოსტების კითხვას შევყევი და მესმის რთულ მდგომარეობაში ხარ მაგრამ ეს რო არ დავწერო არ შემიძლია. რადროს სიყვარულია მეგობარო და ვიღაცაზე ფიქრი და დარდი. რა უიმისოდ ვერ იცოცხლებ? დამიჯერე ეგ იმაზე მძიმე მდგომარეობაა სულიერი ვიდრე შენი დიაგნოზი. ისედაც დიდი სტრესი გაქ და დამატებით ვირაცაზე და რაღაცაზე ენერგიის დახარჯვა არ ღირს საკუთარ თავს და ჯანმთელობას მიხედე და გახსოვდეს დედამიწის ზურგზე არცერთი ქალი არ ღირს ნერვიულობად. ასეთ დროს ზიხარ და ვღაცას მისტირი თვიტმკვლელობაზე ფიქრობ და ა.შ ემოციებს ჯობია ცივიგონებით დაჯდე დალაგდე

Posted by: witeli-eshmaki 17 May 2018, 14:35

შიდსი საერთოდ არ მაშინებს, მე მისი დაკარგვის მეშინია. მის გარეშე ჯანმრთელიც ვერ ვიცოცხლებ. მასთან ერთად კიბოც რო მჭირდეს ბედნიერი ვიქნები

Posted by: Coin 17 May 2018, 14:37
witeli-eshmaki
მოიცა
გოგო ხარ?
-----------------

Posted by: ✡inside✡ 17 May 2018, 14:44
witeli-eshmaki

QUOTE
მე მისი დაკარგვის მეშინია. მის გარეშე ჯანმრთელიც ვერ ვიცოცხლებ.

არვიცი ასეთ დროს რავთქვა

ჯანმრთელობას ბედნიერებას და ერთად ყოფნას გისურვებთ

Posted by: witeli-eshmaki 17 May 2018, 15:28
QUOTE
მოიცა
გოგო ხარ?

ბიჭი ვარ. მაგრამ გოგო ვარ მისთვის.
QUOTE

არვიცი ასეთ დროს რავთქვა

ჯანმრთელობას ბედნიერებას და ერთად ყოფნას გისურვებთ

ვერაფერს იტყვი. ღვთის რწმენაც დავკარგე, რადგან არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი ცხოვრებაში. მე არ ვუყვარვარ უფალს
* * *
ეხლა მომწერა, ძალიან მენატრებიო, მენატრება შენი ჩახუტებაო, გული ძალიან მწყდებაო ერთად რომ ვეღარ ვიქნებითო. მაგრამ მეშინიაო არ დავინფიცორდეო. რა ვქნა აღარ ვიცი ეს რო მომწერა გავგიჟდი სულ. სულ ვტირი და ვტირი

Posted by: Hemera 17 May 2018, 17:51
witeli-eshmaki
არ დამეზარა და თავიდან ბოლომდე წავიკითხე ყველა შენი პოსტი. რაღაცას მოგიყვები. ქმარს რომ დავშორდი დარწმუნებული ვიყავი რომ რაღაც სასიკვდილო დაავადება მქონდა (ნერვების გამო) და აბსოლუტურად ყველა ექიმი შემოვიარე და ანალიზი არ დამიტოვებია რომ არ გამეკეთებინა ისეთი. უბრალოდ იმიტომ რომ ცუდად ვიყავი და სანამ ონკოლოგმა ნევროპათოლოგისკენ არ მიმითითა, წადი და ნერვებს უმკურნალეო სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ავადმყოფს ვგავდი. მხოლოდ იმის გამო რომ მივტიროდი ადამიანს, რომელსაც სიმართლე გითხრა საკუთარი კარგად ყოფნის გარდა არაფერი ადარდებდა და ძალიან ძალიან ეკიდა აქ მე ნერვები რა დღეში მქონდა.
სამი წლის მანძილზე მივტიროდი ნაგავს ფაქტიურად. შემდეგ კი ის ადამიანი გავიცანი, რომელთანაც დღეს ვარ და საერთოდ სხვანაირად შევხედე სამყაროს. ასე რომ ჩემო კარგო, მესმის სიყვარულის, მაგრამ არასდროს გჭირდებოდეს ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ცუდ მდგომარეობაში მყოფი მიგატოვოს (იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ შეიძლება მანვე ჩაგაგდო ცუდ მდგომარეობაში).
მთელი გულით გისურვებ ჯანმრთელობას და ხალგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას ღირსეული ადამიანის გვერდით

Posted by: witeli-eshmaki 17 May 2018, 18:01

დიდი მადლობა. მაგრამ მე ან მასთან უნდა ვიყო და ან მოვკვდე. ეხლა მწერს მენატრებიო

Posted by: Hemera 17 May 2018, 18:05
witeli-eshmaki
სიკვდილით ერთ დღეს ყველა მოვკვდებით, ერთადერთი რამაა რაზეც ყველას რეალური გარანტია გვაქვს.
მიხარია რომ არსებობენ ადამიანები ქვეყნად გულწრფელი სიყვარული რომ შეუძლიათ და აქ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს, ორიენტაციას და ასაკს, არც ჯანმრთელობის მდგომარეობას. და გულწრფელად მინდა ეგ ადამიანი იმსახურებდეს შენს სიყვარულს

Posted by: Solveig 17 May 2018, 18:19
ამხანაგებო, პირადი გრძნობების მნიშვნელოვნებას ნამდვილად არ ვაკნინებ, მაგრამ, მსგავსი საკითხები, გთხოვთ, რომ სხვა თემებში გაარჩიოთ smile.gif ეს თემა კი სხვა საკითხს შეეხება, სამედიცინოს. სიყვარულზე კი ამბობენ-დაავადება არისო, მაგრამ, საკამათო საკითხია, რადგან დაავადებას მხოლოდ ცუდი მოაქვს და სიყვარულს-ბევრჯერ-კარგიც smile.gif

პატივისცემით, მოდერატორი smile.gif

Posted by: witeli-eshmaki 17 May 2018, 20:36
QUOTE
სიკვდილით ერთ დღეს ყველა მოვკვდებით, ერთადერთი რამაა რაზეც ყველას რეალური გარანტია გვაქვს.
მიხარია რომ არსებობენ ადამიანები ქვეყნად გულწრფელი სიყვარული რომ შეუძლიათ და აქ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სქესს, ორიენტაციას და ასაკს, არც ჯანმრთელობის მდგომარეობას. და გულწრფელად მინდა ეგ ადამიანი იმსახურებდეს შენს სიყვარულს

დიდი მადლობა.
QUOTE
ამხანაგებო, პირადი გრძნობების მნიშვნელოვნებას ნამდვილად არ ვაკნინებ, მაგრამ, მსგავსი საკითხები, გთხოვთ, რომ სხვა თემებში გაარჩიოთ  ეს თემა კი სხვა საკითხს შეეხება, სამედიცინოს. სიყვარულზე კი ამბობენ-დაავადება არისო, მაგრამ, საკამათო საკითხია, რადგან დაავადებას მხოლოდ ცუდი მოაქვს და სიყვარულს-ბევრჯერ-კარგიც 

აივის ბრალია რო მიმატოვა და მართლა თავის მოკვლაზე ვფიქრობ. აქ წერა და ადამიანებისგან გამოხატული სითბო ცოტა მაწყნარებს. შენ კიდე ამბობ ნუ დაწერო.გული არ გაქვს საერთოდ? ან ვინმეს დავუშალე დაავადებაზე საუბარი?

Posted by: pikaso_777 17 May 2018, 21:04
QUOTE
აივის ბრალია რო მიმატოვა და მართლა თავის მოკვლაზე ვფიქრობ. აქ წერა და ადამიანებისგან გამოხატული სითბო ცოტა მაწყნარებს. შენ კიდე ამბობ ნუ დაწერო.გული არ გაქვს საერთოდ? ან ვინმეს დავუშალე დაავადებაზე საუბარი?

ეს განყოფილება უფრო გჭირდება ეხლა ალბათ: https://forum.ge/?showforum=15

Posted by: witeli-eshmaki 17 May 2018, 21:26
იქ აივზე არ ისაუბროო მეტყვიან და გეი სიყვარულსაც დამიშლიან. კაი კაი აღარ შეგაწუხებთ

Posted by: Natuka NGN 17 May 2018, 21:27
witeli-eshmaki
სწორი შენიშვნა მოგცა მოდერმა. მესმის ფსიქოლოგიურად გიჭირს, მაგრამ ამისთვის არის ფორუმის სხვა განყოფილება - https://forum.ge/?act=SF&s=&f=15
ვინაიდან შენი პოსტები უკვე სრულიად ცდება მკურნალობის წესებს და რჩევებს მკურნალობაზე ამ თემაში.
აგრეთვე, შიდსის ცენტრსაც ყავს ფსიქოლოგი. "იდენტობას" ყავს ფსიქოლოგი. ამ ეტაპზე აუცილებლად გესაჭიროება მათი რეალში დახმარება და არა აქ.
ამიტომ რჩევა, აუცილებლად მიმართე მათ. გადაინაცვლე სხვა განყოფილებაში და მიდი რეალურად ვინმესთან.

Posted by: Solveig 17 May 2018, 21:40
witeli-eshmaki
QUOTE
აივის ბრალია რო მიმატოვა და მართლა თავის მოკვლაზე ვფიქრობ. აქ წერა და ადამიანებისგან გამოხატული სითბო ცოტა მაწყნარებს.

სასიამოვნოა, თუ აქ მოცემულმა რჩევებმა რაღაც ცოტა შვება მაინც მოგანიჭა, მაგრამ, თემას და განყოფილებას სხვა სპეციფიკა აქვს აბსოლუტურად. გარდა ამისა, მხოლოდ შენ არ ხარ, ვისაც აივ ინფიცირება დაუდგინეს, ან ვინც საფრთხის ქვეშაა, რომ დაუდგინდეს უახლოეს მომავალში. ყველას თავის გასაჭირზე აქვს დასაწერი და, ამ ვითარებაში თემა ვერ გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომ შენი შეყვარებული მიტოვებას გიპირებს...

QUOTE
გული არ გაქვს საერთოდ?

გული ყველას გვაქვს და გვიცემს, სხვანაირად ცოცხლები ვერ ვიქნებოდით და ფორუმზე ვერ დავწერდით. ხოლო, თუ გრძნობებს გულისხმობ-ეს თემა არც შენი, არც ჩემი და არც სხვა იუზერების გრძნობიერი მხარის შესაფასებლად არაა. აქვს კონკრეტული დანიშნულება-კითხვა-პასუხი და გამოცდილების გაზიარება აივ ინფექციის რისკების, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ..

ფსიქოლოგიის განყოფილებაში აბსოლუტურად სწორად გადაგამისამართეს. გარდა ამისა, პროფესიონალ ფსიქოლოგთან კონსულტაციაც ნამდვილად კარგი იქნებოდა-მისი ჩარევა გაცილებით მეტს მოგცემს, ვიდრე აქ წერა, რომელმაც, პირიქით, შეიძლება, უფრო მეტი სასოწარკვეთილება გაგრძნობინოს, რაკი სათანადო ყურადღებას ვერ მიიღებ...

QUOTE
გეი სიყვარულსაც დამიშლიან.

სიყვარული სიყვარულია და შეყვარებულისაგან მიტოვებული გეი და ჰეტერო ერთნაირად იტანჯება.. ასე რომ, შენ თუ არ განასხვავებ, სხვა-მით უფრო, ვერ მოახერხებს ამას.

Posted by: Wasley 17 May 2018, 23:23
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ეს პასუხი მაქვს 2 თვის მერე საეჭვო კონტაქტიდან და ეს 0.29 რას ნიშნავს არის შანსი რომ კიდევ გაიზრდება?

Posted by: adjarafun 17 May 2018, 23:24
witeli-eshmaki
QUOTE
ს ბრალია რო მიმატოვა და მართლა თავის მოკვლაზე ვფიქრობ. აქ წერა და ადამიანებისგან გამოხატული სითბო ცოტა მაწყნარებს. შენ კიდე ამბობ ნუ დაწერო.გული არ გაქვს საერთოდ? ან ვინმეს დავუშალე დაავადებაზე საუბარი?

რაც მალე მიხვდები რომ აივის გამო არ მიუტოვებიხარ არავის მით უკეთესია.
ადამიანს არ უყვარხარ და მორჩა.
არავის არსდროს მივუტოვებივარ მაგის გამო.
ნუ ახდენ საკუთარი თავის სტიგმატუზაციას შენ თვითონ

Posted by: witeli-eshmaki 17 May 2018, 23:28
QUOTE
რაც მალე მიხვდები რომ აივის გამო არ მიუტოვებიხარ არავის მით უკეთესია.
ადამიანს არ უყვარხარ და მორჩა.

ცდები. ვუყვარვარ და ეხლაც მწერს. გულებს მიგზავნის. ეხლა მითხრა ცოტა დრო მომეციო, შვეგუები შენს მდგომარეობასო და მერე შევხვდეთო

Posted by: Corpse_Bride 18 May 2018, 13:08
witeli-eshmaki

QUOTE
ცდები. ვუყვარვარ და ეხლაც მწერს. გულებს მიგზავნის. ეხლა მითხრა ცოტა დრო მომეციო, შვეგუები შენს მდგომარეობასო და მერე შევხვდეთო

ცუდად ის კი არა შენ ხარ, რა თავს იფასებს?

შენ ხარ რთულ მდგომარეობაში და იმის ნაცვლად რომ დაგეხმაროს და გვერდში დაგიდგეს თურმე დრო სჭირდება, არა ჩემო კარგოო ვისაც ნამდვილად უყვარხარ ვერანაირი დაავადება ვერ იქნება დამაბრკოლებელი ურთიერთობაში

რას ნიშნავს ჩემს საყვარელ ადამიანს ასეთი დიაგნოზი დაუსვან და მე უკან დავიხიო, პირიქით გვერდში უნდა დაგიდგეს, არ გეწყინოს მაგრამ არასწორად იქცევი, იმის მაგივრად რომ ასეთი სიტუაციის გამო შენი დამოკიდებულება გამოხატო: მე მაგალითაც ძალიან მეწყნებოდა მისი ეს საქციელი და ძალიან გავბრაზდებოდი, შენ კიდევ პირიქით აქეთ ელოლიავები, გირჩევ შენ თვითონ აიღო დისტანცია ცოტა ხნით შენს თავთან დარჩე, თუ მართლა უღირხარ არ დაგკარგავს

Posted by: witeli-eshmaki 18 May 2018, 15:08

ეგრეც გავაკეთე. მწერს ტირის მაგრამ მეშინიაო და ვერ ვიქნებიო შენთან მაპატიეო.

მოვრჩეთ ეს თემა თორე შენიშვნა მომცეს უკვე ამ თემაში ნუ წერო

Posted by: White_Shark 20 May 2018, 04:04
ბიჭო სისულელეს ვამბობ მაგრამ ჩემი ნევროზის ამბავი რომ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი თუ ვერ მივიღე გავჭედავ ალბათ ... კაროჩე უცხო ჭიქიდან სასტუმროში დავლიე წყალი რამდენჯერმე და არის შანსი რომ რამე ავიკიდო და მათ შორის შიდსი
დდდ .. იმენა სასაცილოს ვამბობ
მაგრამ ჭურჭლით გადასვლა მოსულა დდ?

Posted by: witeli-eshmaki 20 May 2018, 09:23
QUOTE
იმენა სასაცილოს ვამბობ
მაგრამ ჭურჭლით გადასვლა მოსულა დდ?

გამორიცხულია. არც კი ინერბიულო მაგაზე

Posted by: givikogiviko 20 May 2018, 15:41
მკურნალობის შემთხვევაში ვირუსი მომაკვდინებელი არ არის, წავიდა ის დრო შიდცით დაავადებულები რო თავს სასიკვდილოთ დებდნენ

Posted by: Coin 20 May 2018, 23:22
Shark1995
არანაირი შანსი არ არსებობს გადადების
givikogiviko
მართალი ხარ

Posted by: witeli-eshmaki 21 May 2018, 21:16
ხალხო, მე რომ აივ დადებითი ვარ და ეს დამიდასტურდა, გახსოვთ ალბათ. 11 მარტიდან 3 მაისის ჩათვლით მქონდა სექსი ბიჭთან, (მე ვარ პასი) ერთი სექსი მინიმუმ 40 წუთი გრძელდებოდა. სულ შევხვდით 9ჯერ. და ერთ შეხვედრაზე 2 ჯერ მაინც გვქონდა ხოლმე სექსი. ჰოდა 15 მაისს ანალიზმა არ ამოუგდო აივი. იმიტომ ხო არა რო პირველი სექსიდან კი იყო 2 თვე გასული, მაგრამ ბოლო სექსიდან მხოლოდ 10 დღე იყო გასული? ანუ შანსი არის რო გადარჩენილიყო ამდენჯერადი სექსის მერე?
* * *
ოღონდ სიმართლე მიპასუხეთ გთხოვთ და არა ის რისი მოსმენაც მინდა...

Posted by: adjarafun 21 May 2018, 23:16
witeli-eshmaki
დაგიწერეთ ზემოთაც შანსი რომ გადარჩენილიყო არსებობს,თუმცა ანალიზები განმეორებით უნდა გაიკეთოს

Posted by: witeli-eshmaki 21 May 2018, 23:41
QUOTE
დაგიწერეთ ზემოთაც შანსი რომ გადარჩენილიყო არსებობს,თუმცა ანალიზები განმეორებით უნდა გაიკეთოს

იმედია გადარჩება.
ისე ბედის ირონიაა, ამდენი სექსის მერე თუ გადარჩა და მე კიდე ერთმა შპრიცმა დამაინფიცირა, რომელიც ნაგვის პარკიდან შემერჭო....
* * *
მაგრამ გამახსენდა, სტომატოლოგიურშიც ვიყავი, ღრძილებიდან სისხლდენა მქონდა, ქვები ამომიყარა და სისხლდენაზე მიმკურნალა. იქ ხომ არ დავინფიცირდი ნეტა..

Posted by: la nina 22 May 2018, 11:31
სად იყავი, რომელ სტომატოლოგიურში? სანდო კლინიკაში თუ იყავი, თითქმის გამორიცხულია,
მაგრამ არის სამწუხაროდ ისეთი კლინიკებიც, სადაც სათანადოდ არ არის დაცული პაციენტის
უსაფრთხოება

Posted by: witeli-eshmaki 22 May 2018, 12:26
QUOTE
სად იყავი, რომელ სტომატოლოგიურში? სანდო კლინიკაში თუ იყავი, თითქმის გამორიცხულია,
მაგრამ არის სამწუხაროდ ისეთი კლინიკებიც, სადაც სათანადოდ არ არის დაცული პაციენტის
უსაფრთხოება

ჰოდა სანდოში რომ არ ვიყავი ზუსტად მაგას ვამბობ მეც. გულახდილად რომ ვთქვა, ვიფიქრე კიდეც აქ არაფერი არ დამმართონ მეთქი, მაგრამ მერე ვთქვი, ისე ხოარ იქნება რო პაციენტს არ მოუფრთხილდნენ მეთქი.
* * *
სამსახურის ვარიანტში დღე არ მეცალა, არადა 10 დღე უნდა მევლო, ჰოდა სადაც 24 საათიანი იყო, იქ მივედი. ვარკეთილში სადღაც კორპუსის ძირში, პატარა ოთახში. თან რემონტი მიდიოდა პარალელურად

Posted by: givikogiviko 22 May 2018, 14:10
QUOTE (witeli-eshmaki @ 21 May 2018, 23:41 )
QUOTE
დაგიწერეთ ზემოთაც შანსი რომ გადარჩენილიყო არსებობს,თუმცა ანალიზები განმეორებით უნდა გაიკეთოს

იმედია გადარჩება.
ისე ბედის ირონიაა, ამდენი სექსის მერე თუ გადარჩა და მე კიდე ერთმა შპრიცმა დამაინფიცირა, რომელიც ნაგვის პარკიდან შემერჭო....
* * *
მაგრამ გამახსენდა, სტომატოლოგიურშიც ვიყავი, ღრძილებიდან სისხლდენა მქონდა, ქვები ამომიყარა და სისხლდენაზე მიმკურნალა. იქ ხომ არ დავინფიცირდი ნეტა..

შენ არაფერი არ იცი რამ დაგაინფიცირა, რას დაიჩემე ეს სპრიცი ტელევიზორში ვუსმინე ოფიციალურათ 11 000 ათასი დაინფიცირებული არისო შიცით, რაც შეეხება შენს სატრფოს თუ რაცღა ჯანდა ქვია სერიოზული შანსია რო მასაც ქონდეს, 2 თვე არაა დიდი დრო და დიდი შანსია არ გამოჩნდეს ჯერ ამიტო პერიოდულათ უნდა იტაროს გამოკვლევები

Posted by: witeli-eshmaki 22 May 2018, 15:28
QUOTE
რაც შეეხება შენს სატრფოს თუ რაცღა ჯანდა ქვია სერიოზული შანსია რო მასაც ქონდეს, 2 თვე არაა დიდი დრო და დიდი შანსია არ გამოჩნდეს ჯერ ამიტო პერიოდულათ უნდა იტაროს გამოკვლევები

ეგ ეხლა ივლისში გაესინჯება და თუ არ ამოუგდო, ჩათვლის რო თავი ქუდში აქ და აღარც ჩაიტარებს მერე აღარასოდეს. ვიცნობ მე მაგას რა.

Posted by: givikogiviko 22 May 2018, 15:36
QUOTE (witeli-eshmaki @ 22 May 2018, 15:28 )
QUOTE
რაც შეეხება შენს სატრფოს თუ რაცღა ჯანდა ქვია სერიოზული შანსია რო მასაც ქონდეს, 2 თვე არაა დიდი დრო და დიდი შანსია არ გამოჩნდეს ჯერ ამიტო პერიოდულათ უნდა იტაროს გამოკვლევები

ეგ ეხლა ივლისში გაესინჯება და თუ არ ამოუგდო, ჩათვლის რო თავი ქუდში აქ და აღარც ჩაიტარებს მერე აღარასოდეს. ვიცნობ მე მაგას რა.

წლის ბოლოსაც ჩაიტაროს, და შენც იმკურნალო უნდა თორე არავინ არ ჩაგყვება საფლავში....
.....
...
.
.
.

Posted by: witeli-eshmaki 22 May 2018, 15:47
ეგ კიარადა, პირველივე ანალიზზე, როცა 10 დღე იყო მხოლოდ გასული სექსიდან, უარყოფითი რო ამოუვიდა, უკვე ფრთები გაშალა და დამშორდა. მადლობა ღმერთს ჯანმრთელი ვარო და არ მოგცემ უფლებას დამაინფიციროო. რეზინითაც კი არ დავწვდბიო შენთან. რა დონემდე სტიგმაშია ტიპი... მართლა ვაჟიშვილი რა. კი ჩამაბარა ვაჟიშვილობა.

Posted by: givikogiviko 22 May 2018, 16:32
QUOTE (witeli-eshmaki @ 22 May 2018, 15:47 )
ეგ კიარადა, პირველივე ანალიზზე, როცა 10 დღე იყო მხოლოდ გასული სექსიდან, უარყოფითი რო ამოუვიდა, უკვე ფრთები გაშალა და დამშორდა. მადლობა ღმერთს ჯანმრთელი ვარო და არ მოგცემ უფლებას დამაინფიციროო. რეზინითაც კი არ დავწვდბიო შენთან. რა დონემდე სტიგმაშია ტიპი... მართლა ვაჟიშვილი რა. კი ჩამაბარა ვაჟიშვილობა.

ცუდათ ვარ lol.gif ისე რამ გაგამწარათ, მეგეყვანა ცოლი იმასაც მეეყვანა და კი დაწყნარდებოდით lol.gif

Posted by: witeli-eshmaki 22 May 2018, 16:48
QUOTE
ცუდათ ვარ  ისე რამ გაგამწარათ, მეგეყვანა ცოლი იმასაც მეეყვანა და კი დაწყნარდებოდით 

სასაცილო რა არის ამაში? გეფიცები თუ არ დამიბრუნდება თავს მოვიკლავ და ვიდეოს ვაიბერით გავუგზავნი. რომ მთელი ცხოვრება არ მოასვენოს ტანჯვამ

Posted by: givikogiviko 22 May 2018, 16:54
QUOTE (witeli-eshmaki @ 22 May 2018, 16:48 )
QUOTE
ცუდათ ვარ   ისე რამ გაგამწარათ, მეგეყვანა ცოლი იმასაც მეეყვანა და კი დაწყნარდებოდით 

სასაცილო რა არის ამაში? გეფიცები თუ არ დამიბრუნდება თავს მოვიკლავ და ვიდეოს ვაიბერით გავუგზავნი. რომ მთელი ცხოვრება არ მოასვენოს ტანჯვამ

კარგი კარგი ნუ პანიკიურობ დაწყნარდი, უბრალოთ სასაცილოთ წერ სულ ესაა, ძალით ვერავის ვერ დააბავ მის მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდე, არ უნდა რო არ გადაედოს ეტყობა.... სრულიათ ბუნებრივია, ჯობია ფსიქოლოგიის განყოფილებაში პოსტო... + კი დაუგოემიხარ შენ პოსტებისან გამომდინარე გამოდის რომ შეაცდინე lol.gif არ იცოდა რა უნდა გაეკეთებიაო ხო თქვი და....

Posted by: witeli-eshmaki 22 May 2018, 17:07
QUOTE
კარგი კარგი ნუ პანიკიურობ დაწყნარდი, უბრალოთ სასაცილოთ წერ სულ ესაა, ძალით ვერავის ვერ დააბავ მის მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდე, არ უნდა რო არ გადაედოს ეტყობა.... სრულიათ ბუნებრივია, ჯობია ფსიქოლოგიის განყოფილებაში პოსტო... + კი დაუგოემიხარ შენ პოსტებისან გამომდინარე გამოდის რომ შეაცდინე  არ იცოდა რა უნდა გაეკეთებიაო ხო თქვი და....

ჰო ვაჟიშვილი იყო. კი მეცოდება მაგრამ უეჭველი აივი აქ და ვერ ხვდება კიდე. კაი აღარ დავპოსტავ აქ თუ ვინმე თვითონ არ მონიშნავს ჩემს ნაწერს

Posted by: adjarafun 22 May 2018, 17:21
witeli-eshmaki
ნუ გაბოროტდები არ არის კარგი

Posted by: witeli-eshmaki 22 May 2018, 17:37
QUOTE
ნუ გაბოროტდები არ არის კარგი

ჰო მაგრამ მართლა არ შემიძლია აივ დადებითი ვიყო და მარტომ ვიცხოვრო ამ ტვირთით. გვერდში მჭირდება ჩემი სიყვარული. რომელთან ერთადაც მშვენიერ მომავალზე ვოცნებობდით.
პ.ს. გმადლობთ რომ აქ არავინ იგინებით და მლანძღავთ ჩემი ორიენტაციის გამო.
* * *
მართლა იცით რა მაინტერესებს? ვვარჯიშობ. ეხლა შევწყვიტე. მინდა გავაგრძელო და რამდენად შეიძლება დატვირთვა?
და კიდევ ამინომჟავების, პროტეინების, კრეატინების მიღება შეიძლება აივის დროს? იქნებ აქ ხართ ვინმე ვინც ვარჯიშობთ და იღებთ პროტეინებს
* * *
მოკლედ, ეხლა დამირეკა ექიმმა. იმუნიტეტი 292 მაქვს. მაგრამ კარგი ისაა, რომ ყველა ანალიზში ჯანმრთელი ვარ. არც ჰეპატიტები და არც სხვა არანაირი დაავადება არ მაქ. ხვალ უნდა მივიდე და დამინიშნოს მკურნალობა. მომცემენ წამლებს და წამოვალ სახლში.
* * *
ასეთი დაბალი იმუნიტეტი ვირუსის დიდ რაოდენობას ნიშნავს ხო სავარაუდოდ? და პარტნიორის ინფიცირების რისკებიც იზრდება ამ დროს ხო?

Posted by: witeli-eshmaki 23 May 2018, 22:49
http://oxotv.com/index.php?newsid=5179

რამდენად რეალურია ხალხო ეს ხოარ იცით ვინმემ? გვქონდეს იმედი რო გვეშველება?

Posted by: adjarafun 24 May 2018, 00:36
witeli-eshmaki
ასეთი დაბალი იმუნიტეტი დაავადების ხანგრძლივობაზე მიუთითებს.
ექიმიც გეტყვის ალბათ,რომ ამ მაჩვენებლით ინფიცირებული ხარ სულ მცირე 4 წელი მაინც.

Posted by: witeli-eshmaki 24 May 2018, 05:45
QUOTE
ასეთი დაბალი იმუნიტეტი დაავადების ხანგრძლივობაზე მიუთითებს.
ექიმიც გეტყვის ალბათ,რომ ამ მაჩვენებლით ინფიცირებული ხარ სულ მცირე 4 წელი მაინც

ამ შემთხვევაში ჩემი ბოლო პარტნიორის ინფიცირების შანსები იზრდება?

Posted by: adjarafun 24 May 2018, 09:51
witeli-eshmaki
არაფერ კავშირში არ არის.
ვირუსის რაოდენობას გააჩნია.
ყველა შემთხვევაში შენი პარტნიორიბუნდა გაესინჯოს არაუადრეს 2 თვის შემდეგ ბოლო სქესობრივი აქტიდან

Posted by: witeli-eshmaki 24 May 2018, 10:02
QUOTE
არაფერ კავშირში არ არის.
ვირუსის რაოდენობას გააჩნია.
ყველა შემთხვევაში შენი პარტნიორიბუნდა გაესინჯოს არაუადრეს 2 თვის შემდეგ ბოლო სქესობრივი აქტიდან

მადლობა.
ცოტა ზემოთ რო ლინკი დავდე, ნახე გთხოვ. რეალურია ეს? დავიჯერო? მქონდეს იმედი რო აივი დამარცხდება? თუ ტყუილი და ბლეფია?
* * *
ვირუსი 21500
იმუნიტეტი 292
ესაა ჩემი ანალიზის პასუხები.

Posted by: adjarafun 24 May 2018, 17:56
witeli-eshmaki
ვირუსი ზოგჯერ რამოდენიმე მილიონსაც აღწევს. შენს შემთხვევაში კატასტროფა არაა მაგრამ სანამ არ განულდება გადამდები ხარ.
რაც შეეხება ლინკს ძველი ინფოა ეგ

Posted by: witeli-eshmaki 24 May 2018, 21:00
QUOTE
ვირუსი ზოგჯერ რამოდენიმე მილიონსაც აღწევს. შენს შემთხვევაში კატასტროფა არაა მაგრამ სანამ არ განულდება გადამდები ხარ.
რაც შეეხება ლინკს ძველი ინფოა ეგ

გმადლობ.
ანუ იმედი არ უნდა გვქონდეს მედიცინის? არ შექმნიან ბოლო ბოლო წამალს?

Posted by: Coin 25 May 2018, 15:00
მეგობრებო
სტატიისთვის მჭირდება მონაცემები, ხომ არ იცით, რომელი სახის სექსით არის უფრო დიდი შანსი აივის გადადების? და რომელით უფრო ნაკლები? რაიმე სტატისტიკა ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით

Posted by: adjarafun 25 May 2018, 15:22
ActionCoin
ინგლისურ ენაზე არსებობს კვლევები თუ სწორად მახსოვს შედარებით მაღალი ალბათობაა ანალურ/ვაგინალური სექსის დროს. შემდეგ მოდის ორალური სექსი

Posted by: Coin 25 May 2018, 16:52
QUOTE (adjarafun @ 25 May 2018, 15:22 )
ActionCoin
ინგლისურ ენაზე არსებობს კვლევები თუ სწორად მახსოვს შედარებით მაღალი ალბათობაა ანალურ/ვაგინალური სექსის დროს. შემდეგ მოდის ორალური სექსი

ვერ ვიპოვე სამწუხაროდ, ანუ დაახლოებით რამდენია ალბათობა ამის პროცენტული მაჩვენებლები მჭირდება

Posted by: witeli-eshmaki 25 May 2018, 17:46
QUOTE
ვერ ვიპოვე სამწუხაროდ, ანუ დაახლოებით რამდენია ალბათობა ამის პროცენტული მაჩვენებლები მჭირდება

35-45 %

Posted by: Natuka NGN 25 May 2018, 19:08
რუსული ვისცა გესმით, პროცენტულად გადადების რისკებზე, აქ არის: http://aids-centr.perm.ru/%D0%A4%D0%B0%D0%BA%D1%82%D1%8B-%D0%BE-%D0%92%D0%98%D0%A7/%D0%A1%D0%9F%D0%98%D0%94/%D0%9F%D1%83%D1%82%D0%B8-%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B0%D1%87%D0%B8-%D0%92%D0%98%D0%A7-%D0%B8%D0%BD%D1%84%D0%B5%D0%BA%D1%86%D0%B8%D0%B8
უცებ უფრო მეტი ვერ ვიპოვნე.

Posted by: soul 26 May 2018, 15:27
https://www.poz.com/article/HIV-risk-25382-5829

Posted by: m24 4 Jun 2018, 10:33
Kompetenturma mipasuxos ... hiv is camlebma tirkmelevis tkivili tu icis ??? Piradshi momweret tu vinmem icis rame sad.gif

Posted by: witeli-eshmaki 17 Jun 2018, 09:26
მოკლედ ადრე დავწერე რომ ბოლო სექსიდან 10 დღეში გაიკეთა ანალიზი და არ უჩვენა არაფერი. შეგახსენებთ ის აქტია. არადა სწორედ ბოლო სექსის დროს ძალიან გამსისხლა. ეს იყო მხოლოდ ჩემი სისხლი და არა იმის, მაგრამ მაინტერესებს, ასეთ დროს შესაძლოა მომხდარიყო მისი ინფიცირება?

Posted by: sweentess222j 26 Jun 2018, 02:02
მაინტერესებს სისხლის საერთო ანალიზში არის თუ არა რაიმე კომპონენტი რომლის ცვალებადობაც (მომატება ან ნაკლებობა) მიიუთითებს აივს? იქნებ პირადი გამოცდილებაც გქონდეთ თქვენ თუ გქონდათ რააიმე ცვლილება სისხლის საერთოში?

Posted by: witeli-eshmaki 26 Jun 2018, 16:41
QUOTE
მაინტერესებს სისხლის საერთო ანალიზში არის თუ არა რაიმე კომპონენტი რომლის ცვალებადობაც (მომატება ან ნაკლებობა) მიიუთითებს აივს? იქნებ პირადი გამოცდილებაც გქონდეთ თქვენ თუ გქონდათ რააიმე ცვლილება სისხლის საერთოში?

როგორც ვიცი არა

Posted by: regorego 4 Jul 2018, 14:10
witeli-eshmaki
ესეიგი მეც არ დამეზარა და წავიკითხე შენი პოსტები )))
აქაც ბევრჯერ მაქვს დაწერილი, მაგრამ შენთვის კიდევ ერთხელ დავწერ.
დეპრესიულობისკენ ხარ მიდრეკილი, კაიფობ როცა ცუდათ ხარ და შენ ეს იცი. მეც ასეთი ვიყავი და ხანდახან ეხლაც წამომივლის ხოლმე )) , მაგრამ რაც უფრო მალე მოერევი მიტ უფრო მალე იქნები ძალიან კარგად.

ახლა ჩემი ამბავი (რაც შეიძლება მოკლედ დავწერ)- ბიჭი ვარ და 2 წელია ინფიცირებული ვარ.
2 წლის წინ როცა ანალიზი ჩავაბარე და პასუხი გავიგე, მეც მყავდა შეყვარებული (ისიც ბიჭი) და 1 წელზე მეტი იყო რაც ერტად ვიყავიტ და დარწმუნებული ვიყავი რომ გვიყვარდა ერთმანეთი და გვეყვარებოდა სულ-ჭირსა და ლხინში )))) , მაგრამ რომ ვუთხარი ინფიცირებული ვარ მეთქი ისიც დეპრესიაში ჩავარდა, შენი შეყვარებულის არ იყოს და შეეშინდა და დრო მოითხოვა, არადა წესით შეშინებული და დეპრესიაში მე უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდეც.
სიცოცხლე არარ მინდოდა, მეგონა აღარავინ აღარ შემიყვარდებოდა და არც მე ვენდომებოდი ვინმეს ასეთი, სისულელეა )))
მოკლედ ის ადამიანი წავიდა და მე ძაან მიჭირდა გაშვება და არც ვუშვებდი, ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემტვის იყო უკეთესი, რომ წავიდა. აბა ახლა დაფიქრდი რა სიყვარულია ის როცა ცუდათ გახდება ადამიანი, ან რამე პრობლემა შეექმნება და ამისი გამო მასთან არ იქნები.
მოკლედ, ახლა ვმკურნალობ, შეყვარებულიც მყავს, რომელმაც ყველაფერი იცის და ძალიან დამიდგა გვერდში, პირველ რიგში ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ძალიან კარგად და ბედნიერად ვცხოვრობთ. სექსიც გვაქვს და ბევრი სხვა ერთობლივი გეგმებიც მომავლისთვის.
გირჩევ რომ საერთოდ დაივიწყო ის ადამიანი, მას არ უყვარხარ და რაც უფრო მალე იზამ ამას უკეთესი. შენ ის არ გჭირდება (მეც მასე მწერდა მიყვარხარ და მენატრები, მაგრამ არ შემიძლიაო, მეშიანიაო და ათასი სისულელე).
დაიწყე მკურნალობა და მიხედე ჯანმრთელობას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია
შეიცვლება შენში ბევრი რამ და სრულიად ახალი ადამიანი შეიძლება გახდე.
ისევ შეგიყვარდება აუცილებლად და ძალიან ბედნიერი იქნები, ისე როგორც ახლა მე ვარ.

და ბოლოს: 1 წელზე მეტხნიანი დაუცველი სექსის მიუხედავად ჩემს ყოფილს აივი არ გადასდებია და ჯანმრთელია.

Posted by: H.D.D 5 Jul 2018, 01:25
გადავიკითხე ბოლო 2-3 გვერდი და რა არის აქ ტროლაობთ თუ მართლა ამ დონემდე დაეშვა ეს ქვეყანა? დავიჯერო მთელი ქვეყანა გაპიდარასტდა? ups.gif

გული მერევა უკვე ამ ქვეყანაზეც და ამ ხალხზეც....

ხო ახლა შემოვა ვიღაც პრადვინუტი, ყლიბერალი და ძაან წესების დამცველი მოდერატორი და ბანს დამადებს, ჰომოფობიური და სიძულვილით სავსე პოსტისთვის.. facepalm.gif

Posted by: regorego 5 Jul 2018, 07:47
H.D.D
ძალიან სწორსაც იზამს თუ ბანს დაგადებს. ისე , რომ იცოდე ჰომოფობები ძირითადად ლატენტური გეები არიან ხილმე.

Posted by: H.D.D 5 Jul 2018, 18:20
regorego

წადი შე შიდსიანო პიდარასტო შენი დედაც მოვ.ტყან მართლა რააა... ჰომოფობიო რომ მეუბნები აბა რატო უნდა მიყვარდეს პიდარასტები ან რატო უნდა მიხაროდეს მაგათი მომრავლება საქართველოში? ვისაც პიდარასტები ევასება და ვინც მე მაგის გამო ბანი დამადოს რომ მაგათ ვაგინებ იმის დედას შესცეს მთელმა მსოფლიომ!

Posted by: regorego 5 Jul 2018, 18:51
H.D.D
კაი ნუ ჩაბჟირდები ახლა...

Posted by: zewa 5 Jul 2018, 18:52
QUOTE (regorego @ 4 Jul 2018, 14:10 )
witeli-eshmaki
ახლა ჩემი ამბავი (რაც შეიძლება მოკლედ დავწერ)- ბიჭი ვარ და 2 წელია ინფიცირებული ვარ.
2 წლის წინ როცა ანალიზი ჩავაბარე და პასუხი გავიგე, მეც მყავდა შეყვარებული (ისიც ბიჭი) და 1 წელზე მეტი იყო რაც ერტად ვიყავიტ და დარწმუნებული ვიყავი რომ გვიყვარდა ერთმანეთი და გვეყვარებოდა სულ-ჭირსა და ლხინში )))) , მაგრამ რომ ვუთხარი ინფიცირებული ვარ მეთქი ისიც დეპრესიაში ჩავარდა, შენი შეყვარებულის არ იყოს და შეეშინდა და დრო მოითხოვა, არადა წესით შეშინებული და დეპრესიაში მე უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდეც.
სიცოცხლე არარ მინდოდა, მეგონა აღარავინ აღარ შემიყვარდებოდა და არც მე ვენდომებოდი ვინმეს ასეთი, სისულელეა )))
მოკლედ ის ადამიანი წავიდა და მე ძაან მიჭირდა გაშვება და არც ვუშვებდი, ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემტვის იყო უკეთესი, რომ წავიდა. აბა ახლა დაფიქრდი რა სიყვარულია ის როცა ცუდათ გახდება ადამიანი, ან რამე პრობლემა შეექმნება და ამისი გამო მასთან არ იქნები.
მოკლედ, ახლა ვმკურნალობ, შეყვარებულიც მყავს, რომელმაც ყველაფერი იცის და ძალიან დამიდგა გვერდში, პირველ რიგში ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ძალიან კარგად და ბედნიერად ვცხოვრობთ. სექსიც გვაქვს და ბევრი სხვა ერთობლივი გეგმებიც მომავლისთვის.
გირჩევ რომ საერთოდ დაივიწყო ის ადამიანი, მას არ უყვარხარ და  რაც უფრო მალე იზამ ამას უკეთესი. შენ ის არ გჭირდება (მეც მასე მწერდა მიყვარხარ და მენატრები, მაგრამ არ შემიძლიაო, მეშიანიაო და ათასი სისულელე).
დაიწყე მკურნალობა და მიხედე ჯანმრთელობას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია
შეიცვლება შენში ბევრი რამ და სრულიად ახალი ადამიანი შეიძლება გახდე.
ისევ შეგიყვარდება აუცილებლად და ძალიან ბედნიერი იქნები, ისე როგორც ახლა მე ვარ.

და ბოლოს: 1 წელზე მეტხნიანი დაუცველი სექსის მიუხედავად ჩემს ყოფილს აივი არ გადასდებია და ჯანმრთელია.

love.gif

Guys, მჭირდება სრული ლისტი ადგილებისა, სადაც თბილისში შეიძლება აივ-ზე თავის შემოწმება. შიდსის ცენტრისა და თანასწორობის მოძრაობის გარდა, სხვა ვერაფერი ვიპოვე.
Any idea?

Posted by: regorego 5 Jul 2018, 19:06
zewa
თითქმის ყველა საავადმყოფოში შეიძლება ჩაიტარო სწრაფი ტესტი და მგონი 10 ლარი ღირს

Posted by: H.D.D 5 Jul 2018, 19:29
regorego

წადი ### ჩადუდღნე შე ქათამო.

Posted by: regorego 5 Jul 2018, 19:35
H.D.D
ისეთი დებილი ხარ პასუხს რომ გცემ მიტყდება

Posted by: H.D.D 5 Jul 2018, 20:36
regorego

შენ გამოტყ.ნაურდი და შენ დამიკომენტარე პირველმა შე მამამოტყ.ნულო, შე ტრაკიდან დაბადებულო. ფუ რა ამაზრზენი არსებები ხართ ეს პიდარასტები... facepalm.gif

Posted by: witeli-eshmaki 5 Jul 2018, 20:47
QUOTE
ისევ შეგიყვარდება აუცილებლად და ძალიან ბედნიერი იქნები, ისე როგორც ახლა მე ვარ.

მე აღარასდროს შემიყვარდება სხვა. არ მინდოდა აქ დაწერა, სამჯერ ვცადე თავის მოკვლა უკვე, ბოლოდ 4 დღის წინ მოვიწამლე თავი... მარტო როგორც კი ვრჩები სულ ვტირი და ვეძებ სიკვდილის საშუალებას... მარტო აღარ მტოვებენ თითქმის, ლამის ტუალეტშიც გამომყვნენ. და ვერც ხვდებიან რატო შეიძლება მინდოდეს თავის მოკვლა. მაგრამ აუცილებლად ვიპოვი დროს და საშუალებას და დავასრულებ ამ უაზრო ტანჯვას, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან....
* * *
QUOTE
ფუ რა ამაზრზენი არსებები ხართ ეს პიდარასტები

მადლობა ასეთი სიტყვებისთვის... გინდა "პიდარასტებზე" შური იძიო? თუ გინდა პმ მომწერე და შევხვდეთ, თუ მომკლავ მადლობას გადაგიხდი, მაინც აზრი არ აქვს აწი ჩემს ცხოვრებას მის გარეშე... შენ კიდე ბედნიერი იქნები რომ ერთ-ერთი "პიდარასტი" მოკვდება...

Posted by: H.D.D 5 Jul 2018, 20:57
witeli-eshmaki
QUOTE
მადლობა ასეთი სიტყვებისთვის...

სამადლობელი არაფერია და არც საწყენად არ დამიწერია, უბრალოდ რეალურად ეგრეა, ამაზრზენი არსებები ხართ....
QUOTE
თუ გინდა პმ მომწერე და შევხვდეთ, თუ მომკლავ მადლობას გადაგიხდი, მაინც აზრი არ აქვს აწი ჩემს ცხოვრებას მის გარეშე... შენ კიდე ბედნიერი იქნები რომ ერთ-ერთი "პიდარასტი" მოკვდება...

მე მკვლელი არ ვარ და ვერანაირად ვერ ვიქნები ბედნიერი თუ ვინმეს მოვკლავ, თუნდაც პიდარასტს...

QUOTE
აუცილებლად ვიპოვი დროს და საშუალებას და დავასრულებ ამ უაზრო ტანჯვას, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან

ხო, იმ ცხოვრების წესს რა ცხოვრების წესითაც თქვენ ცხოვრობთ პიდარასტები ჯობია მართლა თავები დაიხოცოთ... yes.gif

Posted by: witeli-eshmaki 5 Jul 2018, 21:02
QUOTE

ხო, იმ ცხოვრების წესს რა ცხოვრების წესითაც თქვენ ცხოვრობთ პიდარასტები ჯობია მართლა თავები დაიხოცოთ...

გიხაროდეს, ამას მალე აგისრულებ, მაგრამ არა იმიტომ რომ გეი ვარ, არამედ იმიტომ რომ მტკივა...
QUOTE
მკვლელი არ ვარ და ვერანაირად ვერ ვიქნები ბედნიერი თუ ვინმეს მოვკლავ, თუნდაც პიდარასტს..

შენ შეიძლება ვერც ხვდები, მაგრამ ნამდვილად მკვლელი ხარ. სურვილსა და ფიზიკურად შესრულებას შორის არანაირი სხვაობა არაა, გარდა მისჯილი წლებისა...
QUOTE
რეალურად ეგრეა, ამაზრზენი არსებები ხართ....

კარგი, ამაზრზენი ვარ. მკიდია ვინ რას ფიქრობს ჩემზე, როცა ცხოვრება აზრს კარგავს, პატივისცემა რა ჩემ ფეხებად მჭირდება?

Posted by: Solveig 5 Jul 2018, 21:06
აქ რა ამბავია???

H.D.D

ბანი, 10 დღე!

Posted by: regorego 5 Jul 2018, 21:08
რა თავის მოკვლაზე ლაპარაკობ, ან ვის გამო და რის გამო? ცოტა აზრზე მოდი და სისულელეებს მოეშვი

Posted by: witeli-eshmaki 5 Jul 2018, 21:11
QUOTE
რა თავის მოკვლაზე ლაპარაკობ, ან ვის გამო და რის გამო? ცოტა აზრზე მოდი და სისულელეებს მოეშვი

არ ვლაპარაკობ, ვმოქმედებ. მაგრამ თუ ეს გაწუხებთ, აღარ დავწერ აქ. მაპატიეთ...

Posted by: regorego 5 Jul 2018, 21:15
witeli-eshmaki
ხოდა სისულელეამეთქი. ძალიან ბევრი ბედნიერი წუთი გელოდება წინ და რა შეგიყვარდა ამ ერთ თვეში ეგეთი, თავს რომ გინდა რამე აუტეხო ))))

Posted by: witeli-eshmaki 5 Jul 2018, 23:02
QUOTE
რა შეგიყვარდა ამ ერთ თვეში ეგეთი, თავს რომ გინდა რამე აუტეხო ))))

ერთი არა, 2 თვე ვიყავით ერთად. შემიყვარდა და რა ვქნა. ასეთი ვარ. ვეღარ ვუძლებ ტკივილს გეფიცები. თითქოს გახურებული მარწუხებით ხორცს მაგლეჯენ ისე მტკივა...

Posted by: regorego 5 Jul 2018, 23:14
witeli-eshmaki
კაი რა... გაგივლის ყველაფერი და კარგად იქნები და ნუ ჭირვეულობ, ახლა მაგის დრო ნამდვილად არ არის. შენი შემთხვევა პირველი არაა და სამწუხაროდ არც უკანასკნელი იქნება.დახმარება თუ დაგჭირდეს რამეში არ მოგერიდოს, საკმარისი ადამიანები ვართ აქ ვისაც შეუძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარება

Posted by: witeli-eshmaki 5 Jul 2018, 23:41
QUOTE
დახმარება თუ დაგჭირდეს რამეში არ მოგერიდოს

თუ უმტკივნეულო და მარტივი სიკვდილის მეთოდი იცი, შეგიძლია მითხრა. სხვანაირად ვერ დამეხმარები...

Posted by: regorego 6 Jul 2018, 08:44
witeli-eshmaki
წარმომიდგენია იმ ბიჭს რა მდგომარეობაში აგდებ და როგორი დასტრესილი გყავს. გაგექცეოდა აბა რა იქნება

Posted by: Solveig 6 Jul 2018, 09:50
regorego
witeli-eshmaki
პმ-ში ან ჩატში გადაინაცვლეთ და იქ არჩიეთ პირადი საკითხები.

Posted by: regorego 6 Jul 2018, 10:30
Solveig
გადახედეთ თქვეს ნაწერს რამდენი პოსტი გაქვთ მიძღვნილი witeli-eshmakiთვის "პირად საკითხებზე" . გასაგებია, რომ ამ ადამიანის ასეთი პატეთიკური და ხშირ შემთხვევაში არასასიამოვნო პოსტები არ მოგწონთ, მაგრამ ეს ერთადერთი ფორუმია, რომელსაც ახლად დაინფიცირებული ადამიანები პირველადი შოკის დროს აღმოაჩენენ ხოლმე და შემოდიან. ფსიქოლოგიური სირთულეები თანმდევი და განუყოფელია აივ ინფექციისთვის და ეს კარგად უნდა გესმოდეთ.

Posted by: witeli-eshmaki 6 Jul 2018, 18:19
QUOTE
პმ-ში ან ჩატში გადაინაცვლეთ და იქ არჩიეთ პირადი საკითხები.

ადამიანმა მომმართა და ვუპასუხე, მაგრამ ადამიანობა როგორც ჩანს შორს არის შენგან... ნეტა ხელი რით შეგიშალეთ, ისედაც მკვდარ თემას მარტო ჩვენ გიცოცხლებთ...
QUOTE
წარმომიდგენია იმ ბიჭს რა მდგომარეობაში აგდებ და როგორი დასტრესილი გყავს. გაგექცეოდა აბა რა იქნება

დასტრესილი? როგორც კი გავიგე აივი მაქ, ვუთხარი, ეგრევე მიმატოვა... ვცადე ამეხსნა რომ დაცული სექსი და მკურნალობაც არსებობს, არ მომისმინა. ჰოდა აღარ ვწერ და არც ვაპირებ მივწერო. მან არც იცის ჩემი თვითმკვლელობების მცდელობის ამბავი, და ვერც ვერასოდეს გაიგებს... ასე რომ არავის ვსტრესავ....

Posted by: Solveig 6 Jul 2018, 18:53
regorego

რა შუაშია არმოწონება? ფორუმს აქვს გამოხატული პროფილი-ეძღვნება სამედიცინო ხასიათის კითხვებს. სულიერ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად არსებობს ფსიქოლოგიის განყოფილება. თუ ადამიანი რელიგიურია და ეს უამებს გულისტკივილს-რელიგიის განყოფილებაც არის.

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ საუბარს არავინ გიშლით აქ.

QUOTE
გადახედეთ თქვეს ნაწერს რამდენი პოსტი გაქვთ მიძღვნილი witeli-eshmakiთვის "პირად საკითხებზე"

ჰო, თავდაპირველად, როცა ელდანაცემი წერდა facepalm.gif

ხომ არ შეიძლება, რომ მუდმივად ერთსა და იგივე და თემისგარეთა საკითხზე იყოს საუბარი???

QUOTE
ფსიქოლოგიური სირთულეები თანმდევი და განუყოფელია აივ ინფექციისთვის და ეს კარგად უნდა გესმოდეთ.

დიახ და მის გარდა სხვებიც წერენ აქ და იმათ თავიანთი პრობლემები აქვთ. ჰოდა, განერვიულებულ ადამიანს შეიძლება სულაც არ ესიამოვნოს იმის წაკითხვა, რომ მავანი ფორუმელი შეყვარებულმა მიატოვა, განიცდის ამას და თემაში მხოლოდ მის გაცრუებულ სიყვარულზეა საუბარი.

შეყვარებულები ათას სხვადასხვა სიტუაციაში სცილდებიან ერთმანეთს, ყოველთვის განიცდიან და აივ ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არაა.

კიდევ გაგრძელდება ასეთი საუბრები და, მოყვება კიდეც შესაბამისი რეაგირება.

witeli-eshmaki

+20% . მიზეზები ვორნ-ლოგში გიწერია.

QUOTE
ისედაც მკვდარ თემას მარტო ჩვენ გიცოცხლებთ...

დიდად ბედნიერი ვიქნები, თუ ეს თემა საერთოდ დაკარგავს აქტუალობას და ჩაიძირება, ც ჰეპატიტის თემასავით.

Posted by: eterna2000 6 Jul 2018, 19:52
მეგობრებო აივის ერთერთი ნიშანი არის იღლიაში და ყვაზე ჯირკვლების გადიდება??
მე დიაბეტს ვაბრალებ მაგას

Posted by: witeli-eshmaki 19 Jul 2018, 19:17
ხალხო ჟურნალმა ლანცეტმა გამოაქვეყნა სტატია, რომ ბელგიელი ექიმების მიერ შექმნილმა ვაქცინამ გამოცდის მესამე ეტაპი გაიარა და 393 მოხალისიდან აივი ყველა მათგანში გაანეიტრალა. მოკლა ფარული ვირუსიც კი. ამ ფაქტს ბიბისიმაც მიუძღვნა სიუჟეტი. 8 ივლისს იმედის ეთერში, ქრონიკაში, დაახლოებით 17:25 საათზეც გავიდა ინფორმაცია ამის შესახებ. ვინმემ ვისაც მეტი გესმით ამ საკითხში ჩემზე, დადეთ რამე ინფო, წაიკითხეთ ინტერნეტში შეფასებები და პროგნოზები და დაწერეთ აქ ქართულადაც მისი შინაარსი, მათთვის, ვინც ინგლისური არ იცის. რისთვის არსებობს ეს თემა თუ ასეთ მოვლენებსაც კი არ ეხმიანებით? გთხოვთ, გააკეთეთ ეს იმ უამრავი ადამიანისთვის, რომელიც ხვალინდელი დღის იმედით იძინებს....

Posted by: eterna2000 20 Jul 2018, 00:40
მემგონი სერიოზულადაა საქმე ესეთი შედეგი ახსოვს ვინმეს? 100% იანია შედეგი
ეს თუ მართალია სუპერ სიახლეა

Posted by: witeli-eshmaki 21 Jul 2018, 22:11
QUOTE
მემგონი სერიოზულადაა საქმე ესეთი შედეგი ახსოვს ვინმეს? 100% იანია შედეგი
ეს თუ მართალია სუპერ სიახლეა

ჟურნალი ლანცეტი ერტ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალია სამედიცინო დარგში, გარდა ამისა ბი ბი სი ყველაზე სანდო ტელევიზიაა ამ სამყაროში, შესაბამისად არამგონია ტყუილი იყოს, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ვინმემ ამ ფორუმზე მაინც იცოდეს წესიერად ინგლისური და მოიძიოს ინფორმაცია ამ ვაქცინაზე უფრო დეტალურად და დაწეროს აქ ინფორმაცია? რამდენი ადამიანი ელოდება დიდი მოლოდინით აივის ვაქცინის შექმნას... აქ პირად ტკივილზე საუბარი აკრძალა თემის ავტორმა და ამაზე მაინც ისაუბრეთ, რაც მართლა აწუხებს აივ დადებით ადამიანებს....

Posted by: Coin 22 Jul 2018, 14:08
QUOTE (witeli-eshmaki @ 21 Jul 2018, 22:11 )
QUOTE
მემგონი სერიოზულადაა საქმე ესეთი შედეგი ახსოვს ვინმეს? 100% იანია შედეგი
ეს თუ მართალია სუპერ სიახლეა

ჟურნალი ლანცეტი ერტ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალია სამედიცინო დარგში, გარდა ამისა ბი ბი სი ყველაზე სანდო ტელევიზიაა ამ სამყაროში, შესაბამისად არამგონია ტყუილი იყოს, მაგრამ ხომ შეიძლება რომ ვინმემ ამ ფორუმზე მაინც იცოდეს წესიერად ინგლისური და მოიძიოს ინფორმაცია ამ ვაქცინაზე უფრო დეტალურად და დაწეროს აქ ინფორმაცია? რამდენი ადამიანი ელოდება დიდი მოლოდინით აივის ვაქცინის შექმნას... აქ პირად ტკივილზე საუბარი აკრძალა თემის ავტორმა და ამაზე მაინც ისაუბრეთ, რაც მართლა აწუხებს აივ დადებით ადამიანებს....

მე როგორც მივხვდი ლაპარაკი განკურნებაზე კი არაა, იმაზეა რომ ამ ვაქვინით აცრის მერე აღარ გადაგედება აივი : https://www.bbc.co.uk/news/health-44738642

Posted by: witeli-eshmaki 22 Jul 2018, 20:28
QUOTE
მე როგორც მივხვდი ლაპარაკი განკურნებაზე კი არაა, იმაზეა რომ ამ ვაქვინით აცრის მერე აღარ გადაგედება აივი :

ერთიც და მეორეც. ეს ვაქცინა პრევენციულიცაა და ასევე კურნავს. როგორც ვიცი უკვე განულებულ (100 ზე დაბლა რო აქვთ ვირუსი) ინფიცირებულებსაც აულაგდათ. ასევე ამერიკაში მაკაკებს აულაგდათ რაღაც ახალი ვაქცინის წყალობით. მოკლედ, არსებონს რაღაც ინფორმაციები, თუნდაც სხვა წამლების შესახებ და დადეთ ხალხო ქართულად, თუ არ დაგეზარებათ. ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა სიკეთეა ამ ადამიანებისთვის...
* * *
http://4news.ge/archives/426

ამაზე რას იტყვით, მოიძიეთ ვინმემ ამის შესახებ ინფორმაცია, რამდენად სარწმუნოა და თუ არის რეალური. გთხოვთ ხალხი არ ხართ? რამდენი ადამიანი უყურებს იმედით მედიცინას.
* * *
HIV and AIDS patients may find new hope in a drug developed at Hebrew University in Jerusalem which is currently being tested at the Kaplan Medical Center in Rehovot.

The drug was inserted into test tubes containing the blood of ten AIDS patients currently being treated at the hospital, and was found to decrease the HIV virus count in the blood samples by as much as 97 percent in just eight days, Channel 2 reported Monday.

The active ingredient in the drug is a peptide, or smaller version of a protein, that was developed by Abraham Loyter and Assaf Friedler at Hebrew University. The peptide causes several copies of the virus’s DNA to enter the infected cell, instead of just one copy, causing the cell to self-destruct.

HIV is currently treated with a cocktail of drugs that slow the progression of the infection in the body but never rid the patient of the virus entirely. These drugs have allowed doctors to treat AIDS as a chronic illness as opposed to a fatal one.

Loyter explained that the new approach is superior to previous efforts.

“With our approach,” Loyter told Channel 2, “we are destroying the cells, so there is no chance that the virus will awaken one day, because there are no cells, there will be no cells that contain the virus.”

Loyter explained that “the drug enhances certain processes in the body during the spreading of the virus and that enhancement kills certain cells.”

In a separate but related development, the Health Ministry announced last week it would begin distributing prophylactic drugs for the first time to populations at higher risk of contracting HIV. The drugs, when taken regularly, have been found to be effective in preventing the spread of HIV during contact.

Posted by: Milana_ 1 Aug 2018, 11:50
ზუსტად ერთი წლის შემდეგ ვირუსი გამინულდა, CD4 - 600.

Posted by: eterna2000 4 Aug 2018, 17:45
ვეღარ მოვაბი თავი მესამედ მისვლას რა :X
ერთი თვის შემდეგ და ოთხი თვის შემდეგ გავიკეთე ანალიზები HIV ზე და უარყოფიტი იყო
მარა ეს შიდსის ცენტრში არ გამიკეთებია სადღაც დიღომში და არი შანსი რო ორივეჯერ შემცდარიყვნენ?

არა და მარცხენა იღლიაში და მარცხენა მხარეს ყურის დაბლა მაქ ლიმფური კვანძები გადიდბეული და არ ვიცი რისი ბრალია
პაპილომაზე დიდდება ნეტა?

Posted by: witeli-eshmaki 4 Aug 2018, 19:42
QUOTE
ვეღარ მოვაბი თავი მესამედ მისვლას რა :X

აუცილებლად მიდი და გაიკეთე... შარშან მეც უარყოფითი მიჩვენა, მას მერე სექსი არ მქონია (თუ ერთ ბიჭს არ ჩავთვლით, რომელსაც ასევე არ აღმოაჩნდა აივი) და წელს დადებითი მიჩვენა და დაახლოებით 5 წელია ინფიცირებული ხარო... აღარ ვიცი რა მჯეროდეს და რა არა...

Posted by: eterna2000 4 Aug 2018, 21:44
QUOTE (witeli-eshmaki @ 4 Aug 2018, 19:42 )
QUOTE
ვეღარ მოვაბი თავი მესამედ მისვლას რა :X

აუცილებლად მიდი და გაიკეთე... შარშან მეც უარყოფითი მიჩვენა, მას მერე სექსი არ მქონია (თუ ერთ ბიჭს არ ჩავთვლით, რომელსაც ასევე არ აღმოაჩნდა აივი) და წელს დადებითი მიჩვენა და დაახლოებით 5 წელია ინფიცირებული ხარო... აღარ ვიცი რა მჯეროდეს და რა არა...

ეგ სად შიდსის ცენტრში??
გამოდის რო გონზე არ არიან რას აკეთებენ ან ტესტები არც ისე ზუსტია როგორც ამბობენ

Posted by: Milana_ 4 Aug 2018, 23:41
QUOTE (witeli-eshmaki @ 4 Aug 2018, 19:42 )
QUOTE
ვეღარ მოვაბი თავი მესამედ მისვლას რა :X

აუცილებლად მიდი და გაიკეთე... შარშან მეც უარყოფითი მიჩვენა, მას მერე სექსი არ მქონია (თუ ერთ ბიჭს არ ჩავთვლით, რომელსაც ასევე არ აღმოაჩნდა აივი) და წელს დადებითი მიჩვენა და დაახლოებით 5 წელია ინფიცირებული ხარო... აღარ ვიცი რა მჯეროდეს და რა არა...

მემგონი ყველას მასე ეუბნებიან მეც მითხრეს 5 წელია რაც გაქო არადა სამი წლის წინ სისხლი ჩავაბარე და იქ ყველაფერი უარყოფითი იყო, ასევე მყავს 4 წლის შვილი ჯამრთელი და რავიცი

Posted by: lasha-17 21 Aug 2018, 20:49
რამდენიმე დღის წინ მქონდა ნახევრად დაცული სექსი user.gif ანუ ანალურის დროს დავიცავი, ხოლო ორალურის დროს არა. რამდენ ხანში უნდა ჩავიტარო გამოკვლევა და რა ღირს ანალიზი?

Posted by: witeli-eshmaki 22 Aug 2018, 11:21
QUOTE
რამდენიმე დღის წინ მქონდა ნახევრად დაცული სექსი  ანუ ანალურის დროს დავიცავი, ხოლო ორალურის დროს არა. რამდენ ხანში უნდა ჩავიტარო გამოკვლევა და რა ღირს ანალიზი?

ანალიზი უფასოა
3 თვის გასვლას დაელოდე სექსიდან
ორალური სექსით მცირეა შანსი რო დაინფიცირებულიყავი...

Posted by: gugi_19901 30 Aug 2018, 19:55
სალამი მეგობრებო, მეგობარს მეძავთან ჰქონდა დაუცველი ვაგინალური სექსი მხოლოდ ერთხელ და თუ ხართ ინფორმირებული რამდენად დიდი შანსია თუნდაც ერთი სექსით აივი გადადებოდა? ოღონდ ის არ იცის ინფიცირებულია თუ არა

Posted by: witeli-eshmaki 30 Aug 2018, 20:34
QUOTE (gugi_19901 @ 30 Aug 2018, 19:55 )
სალამი მეგობრებო, მეგობარს მეძავთან ჰქონდა დაუცველი ვაგინალური სექსი მხოლოდ ერთხელ და თუ ხართ ინფორმირებული რამდენად დიდი შანსია თუნდაც ერთი სექსით აივი გადადებოდა? ოღონდ ის არ იცის ინფიცირებულია თუ არა

ერთჯერადი სექსით ინფიცირების შანსი არც ისე მაღალია, მაგრამ კონტაქტიდან 2-3 თვის გასვლის შემდეგ გაიკეთოს ანალიზი ანტისხეულებზე.

Posted by: gugi_19901 30 Aug 2018, 22:16
witeli-eshmaki
ადრე წავიკითხე სადღაც 1%ზე დაბალიაო? და თუ იცი პროცენტულად როგორაა შანსი ამის?

Posted by: REBEL1 1 Sep 2018, 19:39
შიდსის ცენტრში რომელი თაობის აპარატურით კეთდება ანალიზი ვინმემ იცით? და როგორი კომპეტენტურები არიან პროფესიის მხრივ? კაიხანია არ შევმოწმებულვარ და რას მირჩევთ ცენტრში უფრო სანდოა თუ ისევ სხვა კლინიკაში მივიდე?

Posted by: witeli-eshmaki 2 Sep 2018, 00:35
QUOTE
ადრე წავიკითხე სადღაც 1%ზე დაბალიაო? და თუ იცი პროცენტულად როგორაა შანსი ამის?

აი რა გითხრა არ ვიცი. ნეტავ თვითონ თუ იციან? სექსი სულ 3 ადამიანთან მქონდა, სამივეს გავაკეთებინე ანალიზი და არცერთს არ აქვს აივი. მე საიდან მაქვს ვერავინ ხსნის. ექიმს რომ ვეკითხები, რავიცი მე საიდან გაქო, ალბათ არ გახსოვსო და კიდე ვიღაცასთან იყავიო... მართლა ჩალითაა ეს ქვეყანა დახურული, თორემ ნორმალურ ქვეყანაში მასეთ ექიმს სამსახურში არ უნდა აჩერებდნენ. განადგურებული ვიყავი, ვტიროდი და არც მომისმინა. ერთი სული ქონდა როდის მომიშორებდა... არ ვიცი აივი უფრო მსტრესავს თუ იქ მისვლა და იმ ექიმების დანახვა....

Posted by: Tadzio 2 Sep 2018, 12:11
ამაზე ანალიზების აღება სად ხდება და რა ჯდება და დაზღვევით თუ ხდება ?

Posted by: REBEL1 2 Sep 2018, 12:42
Tadzio

უფასოა სრულიად საქართთველოს მოქალაქეებისთვის მიხვალ შიდსის ცენტრში და უფასოდ გაგიკეთებენ ანალიზს

მისამართი: 16 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ტელეფონი: 0322 39 80 18

http://www.aidscenter.ge/

Posted by: Tadzio 2 Sep 2018, 12:49
QUOTE (REBEL1 @ 2 Sep 2018, 12:42 )
Tadzio

უფასოა სრულიად საქართთველოს მოქალაქეებისთვის მიხვალ შიდსის ცენტრში და უფასოდ გაგიკეთებენ ანალიზს

მისამართი: 16 ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ტელეფონი: 0322 39 80 18

http://www.aidscenter.ge/

გაიხარე, დიდი მადლობა 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: eterna2000 6 Sep 2018, 14:48
2 და 4 თვის შემდეგ უარყოფითი იყო და ერთი წლის შემდეგ პირველადი ტესტი დადებითი :|

Posted by: witeli-eshmaki 6 Sep 2018, 15:15
QUOTE
2 და 4 თვის შემდეგ უარყოფითი იყო და ერთი წლის შემდეგ პირველადი ტესტი დადებითი

ეს შენზე ამბობ?
მე საერთოდ აღარ მჯერა უკვე მაგათი.
მიმტკიცებენ აივი გაქო, ვისთანაც ვიყავი ყველას გავაკეთებინე ანალიზი და არ აქვთ იმათ. მე სად ჯანდაბიდან მაქ აბა? ვარ მპასუხობენ. არც მისმენს ჩემი ექიმი. კიდია. მე რა დღეში ვარ და არც კი მისმენს.

Posted by: eterna2000 6 Sep 2018, 15:35
QUOTE (witeli-eshmaki @ 6 Sep 2018, 15:15 )
QUOTE
2 და 4 თვის შემდეგ უარყოფითი იყო და ერთი წლის შემდეგ პირველადი ტესტი დადებითი

ეს შენზე ამბობ?
მე საერთოდ აღარ მჯერა უკვე მაგათი.
მიმტკიცებენ აივი გაქო, ვისთანაც ვიყავი ყველას გავაკეთებინე ანალიზი და არ აქვთ იმათ. მე სად ჯანდაბიდან მაქ აბა? ვარ მპასუხობენ. არც მისმენს ჩემი ექიმი. კიდია. მე რა დღეში ვარ და არც კი მისმენს.

კი ანუ თქვეს რო ეს ჯერ ანტისხეულებზე იყო ტესტი და ორშაბათს ზუსტი პასუხი გვექნებაო

და შენ მკურნალობ?
ხო ეხლა თუ გაქ იმათმა როგორ უნდა გაიგონ შენ საიდან გადმოგედო რთულია მაგის გაგება :X

Posted by: witeli-eshmaki 6 Sep 2018, 15:43
QUOTE
ეხლა თუ გაქ იმათმა როგორ უნდა გაიგონ შენ საიდან გადმოგედო რთულია მაგის გაგება

ჰო მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ქონოდა რო მე გადმომდებოდა? არცერთ პარტნიორს თუ არ აქვს, მე რატო მაქ მაშინ?

Posted by: Delia1992 11 Sep 2018, 15:54
გამარჯობა,
2თვის და ცოტა მეტი ხნის წინ მქონდა დაუცველი სექსუალური კავშირი ერთჯერადად, რა დროსაც ვიყავი ქალიშვილი. შემდეგ ამეკვიატა ამ შიდსზე უაზრო აზრები და ყველაფერი აქედან დაიწყო, იმდენი რაღაც წავიკითხე რომ უკვე რაღაცეები მელანდება.
ანალიზი გავიკეთე 2 თვის და რამდენიმე დღის წინ და არ დადასტურდა. ასევე გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზიც და საკმაოდ ბევრი ცვლილებაა, ლეიკოციტები მომატებულია , ასევე ნეიტროფილები, მონოციტები. დაბალია ეიზინოფილები და ლიმფოციტების პროცენტული მოცულობა სისხლში, თვითონ ლიმფოციტები ნორმაშია.
მომატებული მაქ ასევე ერითროციტების დალექვის სიჩქარე.
სისუსტე და ღამით ოფლიანობა არ მაქვს, აგვისტოს შუა რიცხვებში ვიყავი გაციებული ისიც კონდინციონერის გამო და მალევე გამიარა. ახლაც ცოტა გავცივდი ყელი ამტკივდა გლანდები მაქვს ამოსაჭრელი და აქამდეც ხშირად ვცივდებოდი, ხოდა შეიძლება რო სულ არ იყოს შიდსი და რეალურად ეგ ცვლილებებიც სისხლში ამ გლანდების გამო მქონდეს? მოვკვდი უკვე ნერვიულობით sad.gif
პარტნიორსაც რომ ვესაუბრე თავი გაიგიჟა სუფთა ვარ და შემოწმებულიო და ვეღარ გავიგე რა ვქნა sad.gif

Posted by: Solveig 11 Sep 2018, 20:07
Delia1992
QUOTE
ლეიკოციტები მომატებულია , ასევე ნეიტროფილები, მონოციტები.

QUOTE
ლიმფოციტების პროცენტული მოცულობა სისხლში, თვითონ ლიმფოციტები ნორმაშია.

ლიმფოციტების პროცენტი იმიტომაა დაკლებული, რომ ნეიტროფილებისა და მონოციტებისაა მომატებული..
მაინც, რამდენად არის მომატებული ნეიტროფილები და ლეიკოციტების საერთო რაოდენობა?
QUOTE
მომატებული მაქ ასევე ერითროციტების დალექვის სიჩქარე.

QUOTE
ა გლანდები მაქვს ამოსაჭრელი

ყელ-ყურის ექიმი ინახულე და იმკურნალე ჩირქოვან გლანდებზე. თუ მკურნალობა არ შველის-ამოიჭერი...

აივ-ს რაც შეეხება, შეგიძლია ორიოდე თვეში გადაამოწმო ისევ.

Posted by: Delia1992 11 Sep 2018, 20:19
Solveig

ლეიკოციტები 11.63, ნეიტროციტები 8.57.

გლანდებზე მკურნალობა აღარ მშველის დიდი ხანია, გასაკეთებელი მაქვს და მაგაზე ექიმმაც მითხრა ადრე ორგანიზმს წამლავსო sad.gif

ისე ლეიკოციტების რაოდენობა აივის შემთხვევაში პირიქით, იკლებს ხომ როგორც გამიგია?

Posted by: Solveig 11 Sep 2018, 20:38
Delia1992
QUOTE
ლეიკოციტების რაოდენობა აივის შემთხვევაში პირიქით, იკლებს ხომ როგორც გამიგია?

ლიმფოციტების რაოდენობა იკლლებს, მაგრამ, ინფიცირებიდან ცოტა ხანში-ნამდვილად არა. დრო სჭირდება.
აშკარად ქრონიკული ტონზილიტის ამბავია ეგ საერთო ანალიზის პასუხები და მიხედე. yes.gif
* * *
პ.ს. ოპერაციის წინ მაინც გაგაკეთებინებენ აივსა და ჰეპატიტებზე ანალიზს.

Posted by: Delia1992 11 Sep 2018, 20:54
Solveig

კიკი, დიდი ხანია რაც ქრონიკული ტონზილიტი მაქვს.
ცოტა დავმშვიდდი, მადლობა : 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: sweentess222j 13 Sep 2018, 19:22
QUOTE (Delia1992 @ 11 Sep 2018, 15:54 )
გამარჯობა,
2თვის და ცოტა მეტი ხნის წინ მქონდა დაუცველი სექსუალური კავშირი ერთჯერადად, რა დროსაც ვიყავი ქალიშვილი. შემდეგ ამეკვიატა ამ შიდსზე უაზრო აზრები და ყველაფერი აქედან დაიწყო, იმდენი რაღაც წავიკითხე რომ უკვე რაღაცეები მელანდება.
ანალიზი გავიკეთე 2 თვის და რამდენიმე დღის წინ და არ დადასტურდა. ასევე გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზიც და საკმაოდ ბევრი ცვლილებაა, ლეიკოციტები მომატებულია , ასევე ნეიტროფილები, მონოციტები. დაბალია ეიზინოფილები და ლიმფოციტების პროცენტული მოცულობა სისხლში, თვითონ ლიმფოციტები ნორმაშია.
მომატებული მაქ ასევე ერითროციტების დალექვის სიჩქარე.
სისუსტე და ღამით ოფლიანობა არ მაქვს, აგვისტოს შუა რიცხვებში ვიყავი გაციებული ისიც კონდინციონერის გამო და მალევე გამიარა. ახლაც ცოტა გავცივდი ყელი ამტკივდა გლანდები მაქვს ამოსაჭრელი და აქამდეც ხშირად ვცივდებოდი, ხოდა შეიძლება რო სულ არ იყოს შიდსი და რეალურად ეგ ცვლილებებიც სისხლში ამ გლანდების გამო მქონდეს? მოვკვდი უკვე ნერვიულობით sad.gif
პარტნიორსაც რომ ვესაუბრე თავი გაიგიჟა სუფთა ვარ და შემოწმებულიო და ვეღარ გავიგე რა ვქნა sad.gif

ჩემი აზრით მგლურა გაქვს,მე მქონდა ეგრე სისხლის ყველა ელემენტში ცვლილება და შემდეგ ეგ დიაგნოზი დამისვეს.

Posted by: Delia1992 13 Sep 2018, 21:37
sweentess222j

მადლობა გამოხმაურებისთვის, შეგიძლია სიმპტომები მომწერო? როგორ დაგეწყო და რა გზით გადაეცემა?

Posted by: dongabo 13 Sep 2018, 22:07
კოცნით არ გადადის აივ ინფექცია/შიდსი ან რა შეიძლება გადავიდეს?

Posted by: Solveig 14 Sep 2018, 00:34
Delia1992
მგლურა გადამდები არ არის, აუტოიმუნური დაავადებაა და მისი დიაგნოზი მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზის საფუძველზე ვერ დაისმება. კლინიკური ნიშნები უნდა იყოს და სისხლში-აუტოანტისხეულები სხვადასხვა საკუთარი ანტიგენის (პირველ რიგში-უჯრედის ბირთვის, დნმ-ის.. ) მიმართ.
dongabo
შიდსის ვირუსი კოცნით არ გადაეცემა.
შეიძლება, რომ გადაგედოს გრიპი, ფილტვის 'ღია" ტუბერკულოზი, სხვა ჰაერწვეთოვანი ინფექციები, სიფილისი (როცა პირის ღრუშია წყლული), პირველი ტიპის ჰერპესი...

Posted by: dongabo 14 Sep 2018, 04:47
Solveig
QUOTE
dongabo
შიდსის ვირუსი კოცნით არ გადაეცემა.შეიძლება, რომ გადაგედოს გრიპი, ფილტვის 'ღია" ტუბერკულოზი, სხვა ჰაერწვეთოვანი ინფექციები, სიფილისი (როცა პირის ღრუშია წყლული),  პირველი ტიპის ჰერპესი...

ჰერპესი და სხვა დაავადებების გადადების დროს დაახლოებით რამდენ ხანში გამოვლინდება სიმპტომები?
7-8 დღე გავიდა ჩემი შემთხვევიდან და ჯერჯერობით არანაირი ნიშანი არ მაქვს.
ერთმა ჩათლაშკამ კოცნის დროს ტუჩები ლამის მომაგლიჯა ისე მიკბინა))) მერე შევამოწმე და საბედნიეროდ ჭრილობა არ არის.არც სისხლია გამოსული. ერთი ეგ არის ცოტა იზმენაზე ვარ...
არის დიდი ალბათობა იმისა რომ ჰერპესი ან სხვა რაიმე ჯანდაბა ჰქონდეს გოგოს და კოცნის დროს გადამედოს?

Posted by: sweentess222j 15 Sep 2018, 21:50
QUOTE (Solveig @ 14 Sep 2018, 00:34 )
Delia1992
მგლურა გადამდები არ არის, აუტოიმუნური დაავადებაა და მისი დიაგნოზი მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზის საფუძველზე ვერ დაისმება. კლინიკური ნიშნები უნდა იყოს და სისხლში-აუტოანტისხეულები სხვადასხვა საკუთარი ანტიგენის (პირველ რიგში-უჯრედის ბირთვის, დნმ-ის.. ) მიმართ.
dongabo
შიდსის ვირუსი კოცნით არ გადაეცემა.
შეიძლება, რომ გადაგედოს გრიპი, ფილტვის 'ღია" ტუბერკულოზი, სხვა ჰაერწვეთოვანი ინფექციები, სიფილისი (როცა პირის ღრუშია წყლული), პირველი ტიპის ჰერპესი...

და აუტოიმუნური დაავადება შეიძლება აივმა გამოიწვიოს?

Posted by: Solveig 17 Sep 2018, 09:46
sweentess222j
არ გამიგია და ლოგიკურად, არც უნდა გამოიწვიოს. აიტოიმუნურის დროს იმუნური სისტემა ჰიპერრეაქტიულია, ხოლო აივ ინფექციის დროს კი პირიქით, ტ ლიმფოციტების კვდომის გამო, აქტიურობა მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული და მაგიტომაცაა, მკურალობის გარეშე მყოფი ადამიანები იოლად რომ ავადდებიან სხვადასხვა ინფექციებით ან სულაც -სიმსივნით (მაგ. კაპოშის სარკომით).

Posted by: kiki90 18 Sep 2018, 01:50
გამარჯობა მეგობრებო რამოდენიმე დღის წინ მქონდა ანალური სექსი და პრეზერვატივი გაეხა პარტნიორს წამიერად,ძალიან პატარა ზომაზე 1 სმ დაახლოებით. ეგრევე გავიგეთ ორივემ და შევწყვიტეთ. ეაკულაცია არ ყოფილა. პარტნიორის სტატუსი არ ვიცი. მე 2 თვის წინ გავიკეთე ტესტირება აივზე და უარყოფითი მაქვს. შემეშინდა და მასაც დაველაპარაკე და მითხრა რომ დეკემბერში აქვს გაკეთებული და სუფთა იყო ისიც. იმის მერე ამეკვიატა. თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ. არის შანსი დაინფიცირების იმ შემთხვევაში თუ მომატყუა?

Posted by: witeli-eshmaki 18 Sep 2018, 23:57

ნუ ნერვიულობ, თითქმის გამორიცხულია და არც არსებობს პრეცენდენტი მსგავს ვითარებაში ინფიცირების...

ხალხო აბხ 464 ასეთი პრეპარატი ტესტირების 2 ეტაპი გაიარაო. ფარული ვირუსის 70-90% 28 დღეში მოკლაო. მოკლედ ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ ამ პრეპარატზე. თქვენ თუ იცით რამე დაწერეთ. ახლა მესამე ეტაპზე 90 დღე უნდა გააგრძელონ მკურნალობა და ვნახოთ რა შედეგი იქნება.
გარდა ამისა გუშინ დაიდო კიდევ ინფო, რომ ერთმა წამალმა წარმატებით გაიარა ტესტირების 2 ეტაპი, ასევე კლავს ფარულ ვირუსს.
რამე ვინმეს გსმენიათ ამ პრეპარატებზე?

Posted by: eterna2000 19 Sep 2018, 09:57
კაია ესე რო ებრძვიან ადრე თუ გვიან სახეს აახევენ

Posted by: witeli-eshmaki 19 Sep 2018, 22:23
QUOTE
კაია ესე რო ებრძვიან ადრე თუ გვიან სახეს აახევენ

კი აუცილებლად, ეპიდემიის ზღვარზეა უკვე მსოფლიო... შემაშფოთებელთან ახლო სტატისტიკაა და პლუს ის ხალხი, ვინც არც კი იცის რომ ინფოცირებულია... ასე რომ იბრძვიან... 10 წლის წინ ცე ჰეპატიტით ხალხი იხოცებოდა ჩვეულებრივად, ახლა ეს უკვე აღარ არის დაუმარცხებელი... იგივე ელის აივსაც. მე 2-3 წელში ვვარაუდობ დაახლოებით, შესაძლოა უფრო ადრეც...

Posted by: gugi_19901 23 Sep 2018, 16:55
მეგობრებო ერთი ასეთი ასეტი კითხვა მაქ... აივ ინფექციის ერთერთი ყველაზე მთავარი სიმპტომი არის სიცხე თავიდან... თუ იცით სიცხე როგორ უნდა იყოს გამოხატული? ანუ 2 კვირის განმავლობაში სულ უნდა ჰქონდეს ინფიცირებულს? წამლის მიღების და მიუხედავად არ უნდა უვარდებოდეს და რამდენზე ადის ამ დროს ტემპერატურა?

Posted by: luka_123456 23 Sep 2018, 22:33
გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი სიმპტომები როგორიაცაა, დიერეა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძეის გადიდება გამოვლინდეს დაინფიცირებიდან პირველი 2 თვის განმავლობაში, როცა სისხლში არ ჩანს ინფექცია.

Posted by: Coin 25 Sep 2018, 13:19
QUOTE (luka_123456 @ 23 Sep 2018, 22:33 )
გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი სიმპტომები როგორიაცაა, დიერეა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძეის გადიდება გამოვლინდეს დაინფიცირებიდან პირველი 2 თვის განმავლობაში, როცა სისხლში არ ჩანს ინფექცია.

ეგ სიმპტომები ნებისმიერ სხვა დაავადებასაც შეიძლება ქონდეს

2 თვეში არ გამოჩნდება ტესტზე პასუხი, მინიმუმ 3 თვე უნდა გავიდეს

Posted by: luka_123456 25 Sep 2018, 22:32
QUOTE (Coin @ 25 Sep 2018, 13:19 )
QUOTE (luka_123456 @ 23 Sep 2018, 22:33 )
გამარჯობა, მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი სიმპტომები როგორიაცაა, დიერეა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ლიმფური კვანძეის გადიდება გამოვლინდეს დაინფიცირებიდან პირველი 2 თვის განმავლობაში, როცა სისხლში არ ჩანს ინფექცია.

ეგ სიმპტომები ნებისმიერ სხვა დაავადებასაც შეიძლება ქონდეს

2 თვეში არ გამოჩნდება ტესტზე პასუხი, მინიმუმ 3 თვე უნდა გავიდეს

კი ეგ ვიცი რო 3 თვე უნდა მაგრამ ის მაინტერესებს პირველი 2 თვის განმავლობაში რამდენადაა შესაძლებელი ეგ სიმპტომები ჰქონდეს ადამიანს

Posted by: პოლიმათი 26 Sep 2018, 20:28
luka_123456
დაინფიცირებიდან 1 კვირის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ფლუ-ს მსგავსი სიმპტომები, რაც ჩამოთვალე ეგენიც.

Posted by: Axalaia.N 28 Sep 2018, 01:54
გამარჯობა, მეძავთან აქტის დროს დაზიანდა პრეზერვატივი, რომელიც მხოლოდ ბოლოს შევამჩნიე. რამდენად დიდია იმის ალბათობა რო შიდსის არსებობის შემთხვევაში ერთჯერადად გადმოდებოდა ? ვიცი რო არის თეიორიული შანსი, მაგრამ არც ვიცი ქონდა თუ არა , მაგრამ მაინტერესებს რამდენად ხშირია ერთჯერადის დროს გადადების შანსი და ამავდროულად ის რო არ გადმომდებოდა biggrin.gif რამდენიმე კვირა ვნერვიულობდი. რა სიმპომებიც აქვს ზოგადად თითქმის რაღაცები გადავიტან, მაგრამ ზოგი ძალიან დიდი შიშის და სტრესის ქვეშაც იყო ჩემი აზრით, ყველას შევუსაბამე რაღაც. მაგალითად სიცხე მომცა ორპირში რომეძინა ამგის გამო და ეგრევე გამიარა. სისუტე და სმგავის რამე არ მქონია... კუჭის აშლაც მქონდა, მაგრამ მწვანე პომიდორი ვჭამე და მაგას დავაბრალე, რამდენიმე კვირისმერე ისევ ვჭამე მსგავსი პომიდორი და იგივე შედეგიმომცა, ამიტომაც დავმშვიდდი, ხოლო გამონაყარი კანზე 15 წლის შემდეგ მაქვს. აკნე... არამგონაი შიდსის გამო მქონდეს და რროგორ მოვიქცე? აქტი შარშან სექტემბერშიმქონდა თუ კარგად მახსოვს biggrin.gif ექიმთან მისვლა ვერანაირად გადავწყვიტე... ვიცი რო აუცილებლად უნდა მივიდე და გავტესტო, მაგრამ ტქვენი აზრიც ძალიან მაინტერესებს... აკნე დღესაც მაქვს, დერმატოლოგმა ვულგარული აკნე დამიდგინა. ლ70 ფორმის...

Posted by: პოლიმათი 28 Sep 2018, 02:34
Axalaia.N
სექსის დროს პრეზერვატივის დაზიანების მომენტიდან სექსი დაუცველად ითვლება.

თუ გავითვალისწინებთ რომ დანამდვილებით არ იცი რომ ინფიცირებული იყო, ეს ალბათობას ამცირებს, ასევე ვაგინალური სექსის დროს ნაკლები შანსია გადადების, ვიდრე მაგალითად ანალური სექსის დროს. შენს შემთხვევაში მცირე შანსია, მაგრამ მაინც არის.

აუცილებლად დაიტესტე, აივ-ით ინფიცირება და შიდსი-ს ქონა სხვადასხვა რამეა.

შიდსი აივ-ვირუსით გამოწვეული სინდრომია, ბოლო სტადია - ოპორტუნისტული ინფექციების ნაკრებითა და სხვადასხვა კიბოთი, მოკლედ უეჭველად სიკვდილს იწვევს მოკლე დროში. თუ უბრალოდ ინფიცირებული ხარ მდგომარეობა მართვადია და თუ ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც ექიმი გირჩევს, შეიძლება ტკბილადაც დაბერდე. ამიტომ აუცილებლად შეემოწმე.

Posted by: Axalaia.N 28 Sep 2018, 15:53
ჰო ეგ გასაგებია, მაგრამ ძალიან დაბალი არის მგონი რო მქონდეს. 1. არვიცი მაგას რამე ქონდა თუ არა ;დ შიდსის მსგავსი ან თუნდაც აივი და ა.შ . ერთჯერადი სექსითაც უფრო იშვიათი ხო არის ვიდრე მრავალჯერადი იმასთან ვისაც უეჭველი რო იცი ჭირდეს. ზოგი ეგრეა რო იცის აივით როა და პრეზერვატივის გარეშე 1ხელ არაფერი მოსვლია... ნუ უმეტესად მრავალჯერადით გადადის როგორც ვიცი... 3 თვეზე მეტია გასული და მაინტერესებს ძალიან ;დ მეგობარმა მითხრა ნახევარ წელიწადში იმენა დასუსტდებოდი, მოტყდებოდიო და ძალიან უძლური იქნებოდიო. არადა დავკლებულვარ 1 კილოთიც ;დ 1-2კილო მოვიმატე პირიქით და ჩვეულებრივად ვარ ისე :დდ იმედია იმდენად უიღბლო არვიქნები რო მაგას შიდდსი ქონოდა და თუ ქონოდა 1 ით გამოვიდოდა ეგრევე biggrin.gif

Posted by: პოლიმათი 28 Sep 2018, 17:37
Axalaia.N
არ უთქვამს სწორი ძმაკაცს.

ინფიცირებიდან 1 კვირისა და 4 კვირის შუალედში ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები იცის და ცოტა ხაგრძლივია, მაგრამ მაინც გადის.

მერე უკვე შეიძლება საერთოდაც არ შეგაწუხოს ძალიან დიდი ხანი, თუნდაც 1-2 წელი.

ძალიან ძალიან იშვიათად წლების განმავლობაში აქვთ აივ 5-9 წელი, ისე რომ თავიდან არანაირი სიმპტომები არ აქვთ და არც იციან და უცებ ერხევათ, როცა უკვე იმუნური სისტემა მთლიანად დანგრეულია და ოპორტუნისტული ინფექციები მიდის.

3 თვეზე მეტი თუა აუცილებლად დაეტესტე.

Posted by: gugi_19901 29 Sep 2018, 12:46
პოლიმათი
Axalaia.N

ერთი ვაგინალური სექსით ხო არ იცით რამდენია პროცენტული შანსი აივის გადადების? მე როგორც გავიგე 0,1 და 0,3მდე არისო

Posted by: AnalCarnival 29 Sep 2018, 22:20
QUOTE (witeli-eshmaki @ 6 Sep 2018, 15:43 )
QUOTE
ეხლა თუ გაქ იმათმა როგორ უნდა გაიგონ შენ საიდან გადმოგედო რთულია მაგის გაგება

ჰო მაგრამ ვინმეს ხომ უნდა ქონოდა რო მე გადმომდებოდა? არცერთ პარტნიორს თუ არ აქვს, მე რატო მაქ მაშინ?

შეიძლება სულაც არ გადაგედო სექსით პატნიორისგან... სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები და მსგავსი დაწესებლებებიდანაც არის ინფიცირების მაღალი ალბათობა, როგორც აივით ასევე ჰეპატიტით

Posted by: witeli-eshmaki 30 Sep 2018, 09:31
QUOTE
შეიძლება სულაც არ გადაგედო სექსით პატნიორისგან... სილამაზის სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები და მსგავსი დაწესებლებებიდანაც არის ინფიცირების მაღალი ალბათობა, როგორც აივით ასევე ჰეპატიტით

სტომატოლოგიურში კი ვიყავი დაახლოებით იმ ვადაში, რა დროც მითხრა მიახლოებით ექიმმა ამ დროს დაინფიცირდი სავარაუდოდო, თან ჩემამდე კაცი ყავდა და ის რო ააყენა, ეგრევე დამსვა, კარგად მახსოვს. თან ღრძილებიდან მქონდა ძლიერი სისხლდენა მაგ დროს, თუმცა ექიმი თავს იკლავს შანსი არააო სტომატოლოგიურში გადაგდებოდაო. ვფიქრობ ალბათ ფრთხილობს ექიმი რომ მისი სიტყვის გამო არ ვუჩივლო ამ სტომატოლოგიურს, აბა საიდან დავინფიცირდი წარმოდგენა არ მაქვს სხვა ვარიანტზე...

Posted by: Delia1992 30 Sep 2018, 19:19
სინევოში გაქვთ ვინმეს გაკეთებული აივზე ანალიზი? უწერიათ HIV I/II combi და ანუ ეს მეოთხე თაობისაა ანტიგენსაც რომ ამოწმებს და ანტისხეულებსაც? თან 30 ლარი ღირს და რამდენად სანდოა ნეტა? mo.gif user.gif

Posted by: Tromso 3 Oct 2018, 15:14
გამარჯობა მეგობრებო, 2 კვირის წინ მქონდა დაცული სექსი და ორალური დაუცველიც მივაყოლეთ, ასევე 1 კვირის წინ მეძავთანაც მქონდა დაცული სექსი, ამ მეძავს შევამჩნიე ბოლოს ნანემსარები საჯდომზე და აი მანდედან დაიწყო ჩემი იზმენა, დავიწყე ყველაფრის კითხვა ინტერნეტში აივზე, თავს სუსტად ვგრძნობ თითქოს, ღამით გავოფლიანდი ერთი ორჯერ, გული სულ დაწოლისკენ მიმიწევს, ცოტა ყელიც მტკივა, სიცხე არ მაქვს არც ლიმფური კვანძებია გადიდებული, ენაზე ოდნავ დამაყარა წითლად მაგრამ თეთრი ნადები არ მაქვს, მოკლედ ყველაზე მთავარი ისაა რო ისტერიულად ვნერვიულობ და ყველაფრის ხალისი მაქვს დაკაგული იმდენად იზმენაში ვარ, როგორც კი აივ გამახსენდება ეგრევე ვოფლიანდები და ვიმედოვნებ რომ ეს ნერვების ბრალია და არა აივის სიმპტომი, სამ თვეში ალბათ ესე გავაფრენ საბოლოოდ რადგან ვერ ვიგდებ თავიდან ამ დედააფეთქებულ უაზრო ფიქრებს და მიმწარებს ყოველ დღეს, გადავწყვიტე ერთ კვირაში გავიკეთო პისიარ ტესტი რომელიც 310 ლარი ღირს, მაინტერესებს ეს ტესტი ხო იძლევა ას პროცენტიან უტყუარ პასუხს? და იქნებ ცოტა დამამშვიდოთ გამოცდილმა ხალხმა სანამ ამ ტესტს გავიკეთე და სანამ მის პასუხს გავიგებ თორე უკვე გაუსაძლისია ჩემი მდგომარეობა, ამდენი ცხოვრებაში არ მინერვიულია, უკვე ისე ვარ სიფილისზე და ეგეთებზე ვოცნებობ ოღონდ შიდსი არ იყოს. ხოდა კიდე სისხლის საერთო გავიკეთე და ყველაფერი რიგზეა
* * *
ახლა სიცხეც მომცა 37, აი ვერ წარმოიდგენთ როგორ ვნერვიულობ და ოფლიც მასხამს, არ ვიცი რა გავაკეთო, არაფერი მაქვს ასოზე ან გამონადენი ან ქავილი არაფერი რომ ვენერულზე ვიფიქრო რამეზე , ყველაფერს მხოლოდ აივს ვუკავშირებ, ანალიზამდე ესე როგორ გავძლებ არ ვიცი ჩემს თავის ვერაფრით ვაწყნარებ ვერაფერს ვუშვები, დაცული სექსით როგორ უნდა გადამდებოდა ეს ოხერი ან ერთი ორალურით რომელიც მე გავუკეთე და სულ ერთი წუთი გაგრძელდა როგორაა შესაძლებელი, თან არც იყო მეძავი და მეუბნება ჯამრთელი ვარო, აუ აღარ ვიცი რა ვიფიქრო მინდა დავმშვიდდე მაგრამ ეს ოფლიანობა სისუსტე და ახლა პლიუს 37 სიცხე არ მაძლევს დამშვიდების საშუალებას sad.gif(

Posted by: პოლიმათი 5 Oct 2018, 02:18
Tromso
ტყუილად ნერვიულობ, მეტი რა გითხრა, უბრალოდ მე ვერ მივცემ მორალურ უფლებას საკუთარ თავს რომ ტესტის არ გაკეთებისკენ მოგიწოდო, თორემ შენს ადგილზე არც გავიტესტებოდი... სიცხე ნერვიულობამაც იცის 37-ის ფარგლებში.

Posted by: gugi_19901 5 Oct 2018, 10:42
Tromso
ნერვოზი ისეთი რამეა ყველა სიმპტომს დაგმართებს ერთად))))

მაგარამ მაინც თუ ასე ნერვიულობ ის გოგო მიიყვანე და გააკეთებინე ანალიზი შენც დაწყნარდება და იმასაც უფასო გამოკვლევა შერჩება))))

Posted by: Shredinger 6 Oct 2018, 03:15
Tromso
გამარჯობა, მე არ ვარ კომპეტენტური მაგრამ მინდა ჩემი პირადი გამოცდილება გაგიზიარო smile.gif

რასაც შენ აღწერ არის ნერვოზი უფრო კონკრეტულად კი აკვიატებული ფიქრები. სამწუხაროდ მეც მჭირს ეგ ნერვოზი წლებია. რაიმეს რომ აღმოვაჩენ ან ავიკვიატებ მოსვენებას ვკარგავ და თუ შენსავით ვიწყებ ნერვიულობას აუცილებლად სიცხეს მაძლევს თანაც 37 - ს კი არა 38.5 მდეც ასულა.

3 წლის წინ გადაღლილობისგან თავბრუსხვევა დამეწყო მაგრამ ძალიან მოკლეხნიანი,2-3 წამიანი. ამან ისე შემაშინა ღამე არ მეძინა ნორმალურად. ნერვოზი ისე განვითარდა, რომ ფიზიკური სიმტომები დამეწყო. ღამით ლოგინზე მარცხენა მხარეს ვერ ვიძინებდი, ტკივილს ვგრძნობდი გულმკერდის არეში ამან უფრო შემაშინა. შემდგომ მარჯვენა მხარეზეც ვეღარ ვწვებოდი იგივე განვითარდა ამან უკვე ისე ამანერვიულა დღე დღეზე ველოდებოდი გულისწასვლას. ბოლოს მივედი ექიმთან, სანამ ექიმთან მივიდოდი იმ დღეს მაწუხებდა ყველაფერი თავის,მკერდის კუნთებიდან დაწყებული მცირე ფაღარათი მეწყებოდა უკვე იმდენს ვნერვიულობდი. ინტერნეტში იმდენი ვიქექე მეგონა რო ფილტვებს ჭირდა რაღაცა. ექიმთან გავვარდი ბევრი ვაის ამბით ვკვდებითქო. კლინიკაში რომ შევედი ველოდებოდი რომ დამაწვენდნენ ლოგინზე biggrin.gif
გავიკეთე ყველა ანალიზი. სისხლის,ჰორმონალური დარღვევები,კიდე სისხლის რაღაც ანალიზები, პლიუს ფილტვების, თავის ტვინის ტომოგრაფია, და გულის ექოსკოპია პლიუს თავის ტვინში არსებული სისხლძარღვების ექოსკოპია სახელი არ მახსოვს ახლა რაქვია. ექიმმა ყველაფერი რომ შეამოწმა და მითხრა ჯამრთელი ხარო კლინიკიდან გამოსვლისას საერთოდ ყველა სიმპტომი გამიქრა რაც კი მქონდა smile.gif ეს იყო პანიკური აკვიატება რომ რაღაც გჭირს. და ეს აკვიატება კიდე ზოგჯერ ფიზიკურ სიმპტომებში გადადის.

არც ვღადაობ და არც სპეციალურად ვწერ ამას. რეალურად გადამხდა და ეს პოსტიც იმიტომ დავწერე რო ჩემი თავი გამახსენდა. დამვიდდი მეგობარო wink.gif რომ დაწყნარდე მაინც გაიკეთე ანალიზები და მოგეშვება.

Posted by: Milana_ 12 Oct 2018, 02:35
https://youtu.be/y2luo2SMohA ბევრი მსგავსი ვიდეო ვნახე კიდევ

Posted by: aomine 13 Oct 2018, 16:27
გამარჯობა,
რამდენად სანდოა შიდსის ცენტრში გაკეთებული ანალიზების პასუხები? შეიძლება, რომ 3 თვის შემდეგ გაკეთებულმა ანალიზმა არასწორი პასუხი მოგვცეს? ანუ აივი გქონდეს, მაგრამ ტესტმა ვერ დაადგინოს.

ასევე მეთოდებს შორის თუა სხვაობა? ანალიზებზე რომ მივედი არც უკითხავთ რომელი მეთოდით გინდა გაკეთებაო

Posted by: witeli-eshmaki 14 Oct 2018, 14:13
QUOTE
რამდენად სანდოა შიდსის ცენტრში გაკეთებული ანალიზების პასუხები?

ინდივიდუალურია, ზოგს 3 თვეშიც არ უჩანს ანტისხეულები ორგანიზმში. შესაბამისად 6 თვის მერე გადამოწმება ცუდი არ არის ხოლმე.

Posted by: aomine 14 Oct 2018, 16:48
witeli-eshmaki
ეგ არ მიკითხავს, რომ ჩანდეს ანტისხეულები აქაური ანალიზები სანდოა? შიდსის ცენრტში რამდენად პროფესიონალები არიან ეგ ვიკითხე, ანუ რომ გქონდეს ანტისხეულები, მაგრამ აქაურმა ტესტმა ვერ დაადგინოს და უცხოეთში გაკეთებულმა ტესტმა დაადგინოს. ეგ მაინტერესებს

Posted by: sweentess222j 16 Oct 2018, 23:20
აუტოიმუნური ანტისხეულები აღმომაჩნდა, არ ვიცი საიდან შეიძლება აივს გამოეწვია? sad.gif

Posted by: israfel 6 Nov 2018, 13:19
მოკლედ,
ყაზბეგზე წამლები მომცეს, ლამივუდინი და ზიდოვუდინი და დოლუტეგრავირი.. ახალი დადგენილია დიაგნოზი..
წამლებზე მაქვს ძალიან ცუდი რეაქცია.. ალტერნატივა ექიმმა არ დამინიშნა როდესაც ვუთხარი რომ ცუდათ მხდის, მე როგორც ვიცი ბევრი ტიპის წამალი არსეობს - რატომ არ ნიშნავს ცენტრი, არ გააჩნით წვდომა? სად შეიძლება კიდევ მივიდეს ადამიანი - ცენტრი თანადგომა ვიცი, კიდევ?

Posted by: adjarafun 8 Nov 2018, 11:45
israfel

ანალიზის პასუხები რა გქონდა?ვინ გყავს ექიმი?
თუ გვერდითი მოვლენები ახლავს კომბინაციას ის უნდა შეიცვალოს სხვა კომბინაციით.
ცენტრში რა თქმა უნდა აქვთ სხვა წამლებიც

Posted by: AnalCarnival 9 Nov 2018, 00:02
* * *
იქნებ მიპასუხოთ პისიარ ტესტი რამდენად ზუსტია? 4 წლის წინ გავაკეთე ანუ იმ ვადების გათვალისწინებით რაც პისიარ აქვს . თვითონ ექიმებმა მითხრეს და უარყოფითი იყო პასუხი და 100% იანი პისიარიო მაგრამ ნერვული შედეგები მაქვს ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ.... გთხოვთ ამ შეკითხვაზე მიპასუხოთ.. მაკანკალებს უკვე ისე ვნერვიულობ. პანიკური შეტევების მაქვს ეს დღეებია. ყველაფერს ეჭვის თვალით და ყველაფერს ვაითუ თი ვუყურებ. ტესტებს ვეღარ გავუკეთებ ვკვდები ნერვიულობით

Posted by: adjarafun 12 Nov 2018, 13:07
AnalCarnival
QUOTE
იქნებ მიპასუხოთ პისიარ ტესტი რამდენად ზუსტია?

ზუსტია და პანიკის საფუძველს რა გაძლევთ?
შეგიძლიათ განმეორებით ჩაიტაროთ ტესტი

Posted by: eterna2000 14 Nov 2018, 13:34
ცენტრი გადაცემს თბილისში საავადმყოფოებს თავის სიას??

Posted by: adjarafun 14 Nov 2018, 17:11
eterna2000
QUOTE
ცენტრი გადაცემს თბილისში საავადმყოფოებს თავის სიას??

რა სიას?

Posted by: eterna2000 14 Nov 2018, 18:50
QUOTE (adjarafun @ 14 Nov 2018, 17:11 )
eterna2000
QUOTE
ცენტრი გადაცემს თბილისში საავადმყოფოებს თავის სიას??

რა სიას?

ვინც იქ მკურნალობს მაგ სიას ცენტრი თავისით გადასცემს ხოლმე საავადმყოფოებს??
ადრე წერდა ვიღაცა და მაგიტო დამაინეტრესა

Posted by: israfel 15 Nov 2018, 22:15
გამარჯობა..

რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს პაციენტი ინფექციურის სტაციონარში ხომ არ იცით?

Posted by: adjarafun 16 Nov 2018, 17:42
eterna2000
QUOTE
ვინც იქ მკურნალობს მაგ სიას ცენტრი თავისით გადასცემს ხოლმე საავადმყოფოებს??
ადრე წერდა ვიღაცა და მაგიტო დამაინეტრესა

არანაირად

israfel
QUOTE
რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს პაციენტი ინფექციურის სტაციონარში ხომ არ იცით?

გააჩნია მდგომარეობას

Posted by: israfel 18 Nov 2018, 15:12
და მაინც მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენი ხანი?

Posted by: adjarafun 19 Nov 2018, 14:22
israfel
QUOTE
და მაინც მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენი ხანი?

რა მდგომარეობით და დიაგნოზით არის არ გითქვამთ

Posted by: israfel 19 Nov 2018, 15:07
ზოგადად არ შეიძლება პასუხი გამცეთ მდგომარეობა და დიაგნოზი რო არ გამოვამჟღავნო? მინიმუმ ამდენი მაქსიმუმ ამდენი ხომ შეიძლება ითქვას?

Posted by: adjarafun 19 Nov 2018, 16:40
israfel
QUOTE
ზოგადად არ შეიძლება პასუხი გამცეთ მდგომარეობა და დიაგნოზი რო არ გამოვამჟღავნო? მინიმუმ ამდენი მაქსიმუმ ამდენი ხომ შეიძლება ითქვას?

მინიმუმ მაქსიმუმ ეს არ არის თანხაზე ვაჭრობა.
დამოკიდებულია დამიანის ჯანმრთელობაზე, დაავადების პროგრესირებაზე, ამ დაავადების მართვასა და მკურნალობის შედეგიანობაზე.
მაგალითად თუ ადამიანი ინფიცირების გამო უკვე ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მას განუვითარდა შიდსი, აქვს თანდმევი ოპორტუნისტული ინფექციები და იმუნიტეტი 0 ამავდროულად თუ მედიკამენტების ეფექტურობა იქნება მცირე შეიძლება საერთოდ ვერ გამოვიდეს ადამიანი სტაციონარიდან.

აბა სხვანაირად რა გითხრათ?მინიმუმ მაქსიმუმი სტანდარტი არ არსებობს და ყველაფერი დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

Posted by: israfel 19 Nov 2018, 17:22
ხო, ეს მაგალითი მაინტერესებდა დაახლოებით. მადლობა.

Posted by: Sean 10 Dec 2018, 11:34
საეჭვო კონტაქტიდან 2 თვის თავზე გაკეთებულ სისხლის ანალიზში ლეიოკოციტები/ლიმფოციტები ნორმაში იყო, გამიგია რომ აივ-ის დროს ქვეითდება ორივე

ახლა უკვე 4 თვე გავიდა და 37.2 --37.3 სიცხეეებს მაძლევს რამდენიმე დღეა, თუ შიდსია ორი თვის თავზე გაკეთებულ სისხლში არ გამოჩნდებოდა?.

თუ ორი თვე არააა საკმარისი? პირდაპირ აივ-ზე ანალიზს ვერ ვბედავ

ჰელფ sad.gif
* * *
ვისაც გაგიკეთებიან ანალიზი შიდსის ცენტრში, რამდენ ხანში არის ხოლმე პასუხი

როგორი სახითაა, დადებითი და უარყოფიი პირდაპირ ასე წერია?> ლატარიის თამაშაშს გავს, ან გაგიმართლებს ან არა sad.gif

Posted by: regorego 5 Jan 2019, 21:46

Sean
სისხლოს საერთო ანალოზში არ ჩანს. ტესტირება უნდა ჩაიტაროთ, რომ დამშვიდდეთ. შიდსის ცენტრში კვალიფიციური ექიმები მუშაობენ და რაც შეეხება ანალიზის პასუხს თუ სწორად მახსოვს მეორე დღეს არის, მაგრამ შესაძლებელია იმავე დღესაც იყოს

Posted by: kiki90 6 Jan 2019, 20:25
გამარჯობა, ესეთი სიტუაციაა. 2 დღის წინ მქონდა ორალური სექსი. ეაკულაცია არ მომხდარა შიგნით, საღამოს კბილების გახეხვის დროს შევამჩნიე მცირე სისხლდება დღძილიდან. რამაც დამაპანიკა. იქამდე რო მქონოდა ამით ხომ რისკი იზრდება. თუმცა შევამჩნევდი ვაშლი ვჭამე და ა.შ. პარტნიორმა მითხრა არაფერი არ მჭირსო მაგრამ ესე რას გაიგებ. ბოლოს ოტომბერში დავეტესტე და უარყოფით იყო პასუხი. მაინტერსებს რამდენად უნდა ვინერვიულო.

Posted by: Sean 23 Jan 2019, 15:31
სისხლის აღების დროს (არა შიდსის ცენტრში) ხომ ყველა ვარიანტში ახალ შპრიცს ხმარობენ?

მე რომ ამიღეს ახალი არ გაუხსნია ახალი იქვე რაც იდო მზად ის გამოიყენა, თუმცა სეიძლება წინასწარ ქონდა გამზადებული ახალი... ნახმარი რომ ყოფილიყო ის შპრიცი სისხლის კვალი ხომ ექნებოდა?

იმედია ნევროზის ბრალია ეს ყველაფერი და მართლა ცუდად არ არის ჩემი საქმე, მაგარი უიღბლო უნდა იყო სისხლის ასაღებად მიხვიდე და იქ ექიმის დაუდევრობის გამო დაინფიცირდე

Posted by: White_Shark 23 Feb 2019, 13:05
ვინმემ მომწერეთ პირადში რა თორე გადავალ ეხლა ჭკუიდან
ანუ დიაგნოზი არ მაქვს არაფერი ჯერ
უბრალოდ 1 თვის წინანდელი რაღაც გავაანალიზე და მომწერეთ თორე სამი 3 დღეა არ მძინავს

Posted by: witeli-eshmaki 24 Feb 2019, 23:41
QUOTE
ვინმემ მომწერეთ პირადში რა თორე გადავალ ეხლა ჭკუიდან
ანუ დიაგნოზი არ მაქვს არაფერი ჯერ
უბრალოდ 1 თვის წინანდელი რაღაც გავაანალიზე და მომწერეთ თორე სამი 3 დღეა არ მძინავს

ნუ ნერვიულობ, წინასწარ არ ღირს პანიკა. მითხარი მაინც რა ხდება?

Posted by: sweentess222j 4 Mar 2019, 23:57
წონაში არ ვიკლებ, მაგრამ გაყინული ვარ ერთ წონაზე უკვე 2წელია და ეს ნორმალურია?

Posted by: Jonatahn_smith 5 Mar 2019, 11:05
ძალიან მაგარი ინფო გავრცელდა დღეს დილით!

წყარო: https://amp.theguardian.com/society/2019/mar/05/london-patient-becomes-second-man-to-be-cleared-of-aids-virus

Posted by: ASIMO 5 Mar 2019, 11:29
Jonatahn_smith
QUOTE
ძალიან მაგარი ინფო გავრცელდა დღეს დილით!

ფრედი აღარ არის და sad.gif

ხო ისე მაგარი ინფოა მართლა!

Posted by: ucnobi50 7 Jun 2019, 22:10
user posted image

მოკლედ ჩემი პრობლემა ასეთია...ერთი წლის წინ დამისვევს ეს დაგნოზი...გამომდინარე იქედან რომ მთელი ცხოვრება მაქ ყველა წამლის აუტანლობა გაურკვევლი მიზეზების გამო,ჩემთვის ეს იყო ორმაგი დარტყმა რადგან ზუსტად ვიცოდი რომ წამლებს ვერ დავლევდი ან თუ დავლევდი ვერ ავიტანდი...ოჯახის დიდი ძალისხმევის მერე გავბედე და დავლიე ორივე აბი..ეს აბები იყო trides shasun ის ფირმის,ჩემდა გასაკვირად ორვე წამალი ავიტანე და გადაქაჩა ორგანიზმმა,თუმცა ეს სიხარული ცოტა ხანს გაგრძელდა და ერთი წლის მერე რომ მივედი ეს პრეპარატი რომელიც ფოტოზეა მითითებული აღარ დამხვდა,რადგან ტენდერში სხვა ფირმას გაუმარჯვია და თუმცაღა იგივე დასახელების წამალი მომცეს მაგრამ სხვა ფირმის...დავიწყე მშვიდად დალევა რადგან მეგონა რომ ამასქც უპრობლემოდ ავიტანდი...მომცა დიდი გვერდითი ეფექტები...მივედი ჩემს პირაღია ექიმთან და მითხრა რომ ასეთი სიმფტომები არავის არ ქონია და გინდა თუ არა უნდა გააგრძელო დალევაო...ეს გამორიცხული იყო...ამიტომ შევედი მთავარ ექიმთან მარიკა მირზიაშვილთან და ავუხსენი სიტუაცია...მან იგვე დასქხელება მომცა რწც ფოტოზეა ოღონდ კიდევ სხვა ფირმა,თუმცა ისიც ანალოგიურად ვერ მიიღო ორგანიზმა..მერე მოიძია მარიკამ თუ სადმე შემორჩენილი იყო მაგ ფირმის ეს ორეპარატი და სულ 6 ყუთი შემიგროვდა..6 თვე გავიდა და ახლა დავდექი კატასტროფული დილემის წინაშე,ის რქც შემოტანილი აქვთ ორივე ფირმა მე ვერ ვიტან და რასაც ვიტან ის უკვე აღარ შემოაქვთ...მერე საერთიდ შემიცვალეს ეგ დასქხელება და აბაკავირი მომცეს თუმცა ისიც ანალოგიურად ვერ მიიღო ორგანიზმმა...ახლა სერიოზული საფუქრალი გამიჩნდა,რა ვქნა ამ კონკრეტული ფირმის ეს წამალი სად მოვიძიო თუნდა რომ ჩემი ფინანსებით ვიყიდო არ ვიცი...თუ ვინმეს რაიმე გამოცდილება ან აზრი გაქვთ იქნებ დამეხმაროთ ....მადლობა წინასწარ
* * *
........................................

Posted by: ucnobi50 10 Jun 2019, 07:51
...............!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: ucnobi50 16 Jun 2019, 23:39
QUOTE (ucnobi50 @ 7 Jun 2019, 22:10 )

............ ნუთუ ახლა დადუმდა ყველა

Posted by: MGS 12 Jul 2019, 06:21
ადრე მოვკარი ამ თემას თვალი და ისეთი კარგი ამბავი გავიგე, რომ არ გამეზიარებინა არ შემეძლო smile.gif

https://www.dailymail.co.uk/health/article-7205169/Scientists-eliminate-HIV-entire-genome-lab-mice-time-ever.html?ito=social-facebook&fbclid=IwAR2DUHiHEiklx5LXHuR4bVgxef2ubipV1MQEWbkHKxEQrBf0FhavsizK71o
თაგუნია სრულად განკურნეს აივისგან და შემდეგი წლიდან ადამიანებზე კლინიკური კვლევა დაიწყება.

ისეთი პირი უჩანს, მალე გათავისუფლდებით ყველანი ამ დაუპატიჟებელი სტუმრისგან wink.gif

Posted by: gugi_19901 14 Jul 2019, 19:48
მეგობრებო მაინტერესებს, ერთი დაუცველი სექსით, ისიც დაახლოებით 5 წუთიანი კონტაქტით რამდენი %იანი შანსია რო დაავადდე აივით?

Posted by: Danica 14 Jul 2019, 23:12
gugi_19901
QUOTE
მეგობრებო მაინტერესებს, ერთი დაუცველი სექსით, ისიც დაახლოებით 5 წუთიანი კონტაქტით რამდენი %იანი შანსია რო დაავადდე აივით?

თუ არ ვცდები 1%-ც არაა, თუმცა გააჩნია დამატებით ფაქტორებს - რაიმე სხვა ადგილობრივი დაავადებები/დაზიანებები ხომ არ გქონდათ ან შენ ან მას.
თუ ეჭვი გეპარება, რამდენიმე თვეში გაიკეთე ანალიზი. თუ ძაან გეჩქარება, იმ გოგოს გაუკეთე ანალიზი აქვს თუ არა.

Posted by: gugi_19901 15 Jul 2019, 15:40
არაფერი სხვა დაავადება არ მქონია, მაგ შემთხვევის მერე არანაირი სიმპტომი არ მქონია თან...

Posted by: Tornike Alashvili 16 Jul 2019, 22:22
QUOTE (gugi_19901 @ 15 Jul 2019, 15:40 )
არაფერი სხვა დაავადება არ მქონია, მაგ შემთხვევის მერე არანაირი სიმპტომი არ მქონია თან...

თუ ჭრილობა -გაკაწვრა არ გქონდა სასქესო ორგანოებზე , იგივე პარტნიორს - არ გადადის უბრალი სექსის დროს

Posted by: asdafan 8 Aug 2019, 12:41
გამარჯობა,

ორი დღის წინ ვიყავი საუნა+ბორდელში, სიმთვრალის გამო საუნაში დადებული საპნით დავიბანე წამოსვლისას და შეიძლება შიდსი ან რაიმე სხვა ვენერიული დაავადება ავიკიდო მაგის გამო (ვიცი ძან დებილობა გავაკეთე მარა ახლა რაღა აზრი ) როდის და სად შეიძლება სრული ანალიზი რო ჩავიტარო შიდსზე და სხვა ვენერიულ დაავადებებზე?

Posted by: adjarafun 9 Aug 2019, 11:51
ucnobi50
QUOTE
მოკლედ ჩემი პრობლემა ასეთია...ერთი წლის წინ დამისვევს ეს დაგნოზი...გამომდინარე იქედან რომ მთელი ცხოვრება მაქ ყველა წამლის აუტანლობა გაურკვევლი მიზეზების გამო,ჩემთვის ეს იყო ორმაგი დარტყმა რადგან ზუსტად ვიცოდი რომ წამლებს ვერ დავლევდი ან თუ დავლევდი ვერ ავიტანდი...ოჯახის დიდი ძალისხმევის მერე გავბედე და დავლიე ორივე აბი..ეს აბები იყო trides shasun ის ფირმის,ჩემდა გასაკვირად ორვე წამალი ავიტანე და გადაქაჩა ორგანიზმმა,თუმცა ეს სიხარული ცოტა ხანს გაგრძელდა და ერთი წლის მერე რომ მივედი ეს პრეპარატი რომელიც ფოტოზეა მითითებული აღარ დამხვდა,რადგან ტენდერში სხვა ფირმას გაუმარჯვია და თუმცაღა იგივე დასახელების წამალი მომცეს მაგრამ სხვა ფირმის...დავიწყე მშვიდად დალევა რადგან მეგონა რომ ამასქც უპრობლემოდ ავიტანდი...მომცა დიდი გვერდითი ეფექტები...მივედი ჩემს პირაღია ექიმთან და მითხრა რომ ასეთი სიმფტომები არავის არ ქონია და გინდა თუ არა უნდა გააგრძელო დალევაო...ეს გამორიცხული იყო...ამიტომ შევედი მთავარ ექიმთან მარიკა მირზიაშვილთან და ავუხსენი სიტუაცია...მან იგვე დასქხელება მომცა რწც ფოტოზეა ოღონდ კიდევ სხვა ფირმა,თუმცა ისიც ანალოგიურად ვერ მიიღო ორგანიზმა..მერე მოიძია მარიკამ თუ სადმე შემორჩენილი იყო მაგ ფირმის ეს ორეპარატი და სულ 6 ყუთი შემიგროვდა..6 თვე გავიდა და ახლა დავდექი კატასტროფული დილემის წინაშე,ის რქც შემოტანილი აქვთ ორივე ფირმა მე ვერ ვიტან და რასაც ვიტან ის უკვე აღარ შემოაქვთ...მერე საერთიდ შემიცვალეს ეგ დასქხელება და აბაკავირი მომცეს თუმცა ისიც ანალოგიურად ვერ მიიღო ორგანიზმმა...ახლა სერიოზული საფუქრალი გამიჩნდა,რა ვქნა ამ კონკრეტული ფირმის ეს წამალი სად მოვიძიო თუნდა რომ ჩემი ფინანსებით ვიყიდო არ ვიცი...თუ ვინმეს რაიმე გამოცდილება ან აზრი გაქვთ იქნებ დამეხმაროთ ....მადლობა წინასწარ
* * *
........................................

გამარჯობა,
კონკრეტულად რა უკუჩვენები გაქვს ამ წამალზე?
შემადგენლობა ერთია, მწარმოებელს მნიშვნელობა არა აქვს.
რაც შეეხება აბაკავირს ისევე როგორც ემტრიცეტაბინი მოძველებულია საკმაოდ.
უფრო მეტიც ამ მედიკამენტის გამოყენებიდან ამოღებაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა რადგან სულ უფრო მეტად ხდება ვირუსი რეზისტენტული ამ წამლების მიმართ.
განვითარებულ ქვეყნებში უამრავი ახალი მედიკამენტია რომელსაც იღებენ პაციენტები.
სამწუხაროდ, ჩვენს ჯანდაცვის სისტემას ძინავს.
კატასტროფულია ამ მხრივ ჩვენთან მდგომარეობა.
რაც შეეხება თქვენი ფინანსებით მედიკამენტების შეძენას, საქართველოს სააფთიაქო ქსელში სამწუხაროდ აივის პრეპარატებს ვერ იშოვით.
QUOTE
ორი დღის წინ ვიყავი საუნა+ბორდელში, სიმთვრალის გამო საუნაში დადებული საპნით დავიბანე წამოსვლისას და შეიძლება შიდსი ან რაიმე სხვა ვენერიული დაავადება ავიკიდო მაგის გამო (ვიცი ძან დებილობა გავაკეთე მარა ახლა რაღა აზრი ) როდის და სად შეიძლება სრული ანალიზი რო ჩავიტარო შიდსზე და სხვა ვენერიულ დაავადებებზე?

ტყუილად ნერვიულობთ
QUOTE
მეგობრებო მაინტერესებს, ერთი დაუცველი სექსით, ისიც დაახლოებით 5 წუთიანი კონტაქტით რამდენი %იანი შანსია რო დაავადდე აივით?

1%

Posted by: Kruasani 12 Aug 2019, 06:03
გამარჯობა, მოკლედ რამდენიმე თვის წინ გოგოსთან მქონდა დაუცველი სექსი ერთხელ მხოლოდ, მას შემდეგ სულ პრეზერვატივს ვხმარობდი, მითხრა რომ ორჯერ გააუპატიურეს, ბავშვობაში და ბოლოს 2016ში თუ 17 ში არ მახსოვს, მაგრამ მას მერე ექიმთან ვიყავი და სუფთა ვარო (წლის შემდეგ იყო) სექსამდე მითხრა და ნუ გვქონდა სექსი, მაგრამ მაინც პარანოიკი ვარ და მას მერე სულ მქონდა პრეზერვატივი. ბოლოს სექსი მქონდა მასთან დაახლოებით 3თვის წინ, 3 თვეზე ცოტა მეტიც შეიძლება იყოს გასული, არანაირი სიმპტომი არ მქონია, ერთხელ მქონდა მარტი სიცხე ისიც 1 კვირა, დატოვებული სიგარეტი მოვწიე და ყელის ტკივილი და მერე სიცხე, გლანდებისგან სულ მემართება ხოლმე. დამარაჩენი ისეატი არაფერი შემიმჩნევია, პრი ციპსში ისეთი რაა, არანაირი სიმპტომი, თავიდან ძაან პანიკაში ვიყავი გვიან გავიაზრე რომ უნდა მეხმაეა რეზინა. ორალურიც სექსიც გვქონდა.
იმიტომ ვპანიკობ რომ სულ ავადმყოფობს, და სულ ცუდად არის, თითქოს სუსტი იმუნიტეტი აქვს და მაქედან გამომფინარე რაღაცეებს ვმოზგაობ და ვაკავშირებ და ბოლოს მგრუზავს და მაპანიკებს. რატო მომატყუებდა ან დამიმალავდა რომ ჰქონდეს და ეთქვას არ მაქვსო და სუფთა ვარო, მოკლედ რომ ვთქვათ რაპონტში გამიჩალიჩებდა? მარა რავი მაგასაც ვუშვებ და კაროჩე მსტრესავს რამდენჯერაც მახსენდება ან ყურს მოვკრავ ამ თემას.

მოკლედ სიმპტომები არ მაქვს და არც შემიმჩნევია რამე უჩვეულო, მაგრამ მაინც რაღაც მაწილი მჭამს შიგნიდან, თან მეშინია და როგორ მოვიქცე, რამდენხანში არის პასუხი და რაღირს ანალიზი?
მადლობა.

Posted by: adjarafun 12 Aug 2019, 10:57
Kruasani
QUOTE
მოკლედ სიმპტომები არ მაქვს და არც შემიმჩნევია რამე უჩვეულო, მაგრამ მაინც რაღაც მაწილი მჭამს შიგნიდან, თან მეშინია და როგორ მოვიქცე, რამდენხანში არის პასუხი და რაღირს ანალიზი?
მადლობა.

ჩაიტარეთ ანალიზი თქვენი სიმშვიდისთვის. პასუხი მეორე დღეს იქნება.
სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს წლების განმავლობაში

Posted by: Kruasani 12 Aug 2019, 21:28
და რა ღირს ეგ ანალიზი და ერთი საკმარისია? ანუ პირველივე 100%იანი პასუხს იძლევა? თუ მეორეს გაკეთებაცა საჭირო მაინც იქნებ პირველს გამორჩეს ან რამე

Posted by: adjarafun 13 Aug 2019, 17:36
Kruasani
QUOTE
და რა ღირს ეგ ანალიზი და ერთი საკმარისია? ანუ პირველივე 100%იანი პასუხს იძლევა? თუ მეორეს გაკეთებაცა საჭირო მაინც იქნებ პირველს გამორჩეს ან რამე

უფასოა და 1 ანალიზი საკმარისია

Posted by: Kakasha 18 Aug 2019, 12:17
5 დღის უკან მქონდა ერთ გოგოსთან სექსი რატომღაც მგონია რომ გადამდო რაღქც არადა მითხრა არაფერი მჭირსო მარტო ქმართან მქონდა ურთიერთობაო 19 წლის არის... 5 დღე გავიდა იმის მერე რამდენ ხანში შემიძლია შევემოწმის და რა ანალიზები დამჭირდება ?

Posted by: mgebro1 21 Aug 2019, 16:13
გამარჯობა. მქონდა ტრიპერი სავარაუდოდ პრეზერვატივი დაზიანდა ვერ შევამჩნიე. მას მერე გასულია წელიწად ნახევარი. არის შანსი რომ მქონდეს შიდსი? სიმპტომებს ვერ ვიხსენებ ვერც სიცხეებს, ვერც.ოფლიანობას და ვერც სისუსტეს

Posted by: adjarafun 22 Aug 2019, 12:06
Kakasha
QUOTE
5 დღის უკან მქონდა ერთ გოგოსთან სექსი რატომღაც მგონია რომ გადამდო რაღქც არადა მითხრა არაფერი მჭირსო მარტო ქმართან მქონდა ურთიერთობაო 19 წლის არის... 5 დღე გავიდა იმის მერე რამდენ ხანში შემიძლია შევემოწმის და რა ანალიზები დამჭირდება ?

ანალიზი გაიკეთეთ 3 თვის შემდეგ სგგი-ზე. ყველაფერზე რაც გინდათ.

mgebro1
QUOTE
გამარჯობა. მქონდა ტრიპერი სავარაუდოდ პრეზერვატივი დაზიანდა ვერ შევამჩნიე. მას მერე გასულია წელიწად ნახევარი. არის შანსი რომ მქონდეს შიდსი? სიმპტომებს ვერ ვიხსენებ ვერც სიცხეებს, ვერც.ოფლიანობას და ვერც სისუსტეს

ტრიპერი არაფერ კავშირში არაა აივ ინფექციასთან. შიდსი მითუმეტეს ვერ გექნებათ.
სიმპტომებისთვის ადრეა ამიტომ გაიკეთეთ ანალიზი

Posted by: mgebro1 23 Aug 2019, 21:44
მოკლედ დღეს ვიყავი ანალიზის ასაღებად. ძალიან ვნერვიულობდი და გავრისკე მისვლა. თეთრი ნადები მაქვს ენაზე და უფრო ამან დამაფიქრა. ტრიპერი რომ გქონდა მაღალი შანსია რომ გქონდესო აივიო. როგორ გავა ეს შაბათი კვირა არ ვიცი. უკვე ცუდზე ვფიქრობ.

Posted by: adjarafun 26 Aug 2019, 17:30
mgebro1
QUOTE
მოკლედ დღეს ვიყავი ანალიზის ასაღებად. ძალიან ვნერვიულობდი და გავრისკე მისვლა. თეთრი ნადები მაქვს ენაზე და უფრო ამან დამაფიქრა. ტრიპერი რომ გქონდა მაღალი შანსია რომ გქონდესო აივიო. როგორ გავა ეს შაბათი კვირა არ ვიცი. უკვე ცუდზე ვფიქრობ.

მგონი ტყუილად ნერვიულობთ. იმედია პასუხი უარყოფითია

Posted by: EasY321 2 Sep 2019, 22:03
QUOTE (mgebro1 @ 23 Aug 2019, 21:44 )
მოკლედ დღეს ვიყავი ანალიზის ასაღებად. ძალიან ვნერვიულობდი და გავრისკე მისვლა. თეთრი ნადები მაქვს ენაზე და უფრო ამან დამაფიქრა. ტრიპერი რომ გქონდა მაღალი შანსია რომ გქონდესო აივიო. როგორ გავა ეს შაბათი კვირა არ ვიცი. უკვე ცუდზე ვფიქრობ.

თეთრი ნადები რა კავშირშია, დიდი ხანია თეთრი ნადები მაქვს ენაზე სხვა დაავადებებმაც ხო იცის?

Posted by: medium 8 Sep 2019, 16:44
მაინტერესებს
პაპილომა ვირუსი ოჯახის წევრზე გადადის? ცოლს არ ვგულისხმობ :დ

მაგალითად საერთო ტუალეტის ან აბაზანის გამოყენება

Posted by: collar777 11 Sep 2019, 07:33
გამარჯობა მეგობრებო. ერთი თვის წინ დაახლოებით დავიპლომბე კბილი. დავდივარ ერთ- კლინიკაში მხოლოდ იქიდან გამომდინარე რომ ვენდობოდი, წლებია მანდ დავდივარ და არაფერი გადაუდიათ. ეხლა ერთი კვირაა გამიდიდდა ლიმფური კვანძები, მაქ ყელის ტკივილი, მცირე ხველა, სიცხე მაქსიმუმი რაც დავაფიქსირე 36,8 / სისხლის საერთოში ლეიკოციტები მაქ მომატებული უმნიშვნელოდ. ტუჩზე შეწითლებული მაქ თითქოს ჰერპესივით. მოკლედ შევშინდი ძაან კლინიკაში ხო არ გადამდესთქო და როდის უნდა გავიკეთო ტესტი რო გამოვრიცხო შიდსი ?

Posted by: Jeronimo0909 25 Sep 2019, 12:07
შესაძლო დაინფიცირებიდან 2 თვის ვადაში 95 პროცენტია სიზუსტის ალბათობა სამ თვეში 99 პროცენტი 6 თვეში კი 100%
* * *
გამარჯობა მეგობრებო, ცოტა ხნის წინ მქონდა დაუცველი სექსი 1 გოგოსთან, გავიგე რომ აივ დადებითია, წამლებსაც სვამდა თურმე, თუმცაღა 60 საათის შემდეგ დამეწყო მცირე ყელის ტკივლი რომელიც მოგვიანებით გამიძლიერდა სურდოც. სიცხე მაქსიმუმი 37.4 მქონდა ხან არც მქონდა პირიც მიშრებოდა. 7 დღის შემდეგ თითქმის გამიარა სიმპტომებმა ოდნავი სისუსტე დამრჩა და მცირე ყელის ტკივლი. მე კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აივ დადებითი ვარ უკვე. იმიტომ გიზიარებთ ჩემ გამოცდილებას რომ არასდროს არასდროს გარისკოთ ასე, ცხოვრებაში პირველად მქონდა დაუცველი სექსი, პირველად და მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გადადების რიკის ქალიდან მამაკაცზე წერია 0.8 პროცენტამდე თუმცა რეალურად უფრო მეტია შანსი როგორ ვნახე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

Posted by: adjarafun 25 Sep 2019, 16:03
Jeronimo0909

შენს მიერ აღწერილი შემთხვევიდან ცოტა რთულია დასკვნის გამოტანა. თუ შენი პარტნიორი მკურნალობდა ძალიან მცირეა შანსი ერთჯერადი დაუცველი სექსით დაინფიცირებულიყავი. უფრო მეტიც თუ პარტნიორის ვირუსი არაგანსაზღვრადი იყო დაინფიცირების შანსი მხოლოდ თეორიულია.
გირჩევთ გაიკეთოთ ანალიზები.
ცხოვრება გრძელდება +2 აბით.
გისურვებთ ჯანმრთელობას

Posted by: Jeronimo0909 25 Sep 2019, 16:29
adjarafun
adjarafun
მადლობა გამხნევებისთვის, კი ჯერ შესაბამისი დრო არაა გასული.
თქვენც ჯანმრთელობას გისურვებთ

Posted by: adjarafun 25 Sep 2019, 17:01
Jeronimo0909
QUOTE
მადლობა გამხნევებისთვის, კი ჯერ შესაბამისი დრო არაა გასული.
თქვენც ჯანმრთელობას გისურვებთ

ჩვენ ჯანმრთელად ვართ აგერ უკვე მრავალი წელია.

ასე რომ გთხოვთ, ყველას ვინც ამ პრობლემას აწყდება ნუ შევუქმნით პესიმისტურ განწყობას.

აივ ინფექცია სასიკვდილო განაჩენი არ არის!

Posted by: twisted0011 26 Sep 2019, 18:01
დაახლოებით წელიწად და ნახევარზე ცოტა მეტი ხნის წინ მქონდა სექსუალური კავშირი სექს მუშაკთან და პრეზერვატივი დაზიანდა ვერ დავინახე რა დონეზე იყო დაზიანებული თუმცა თვითონვე გამოცვალა მაგის შემდეგ მქონდა შიშები რამე ხო არ ავიკიდე თქო მერე მიმავიწყდა მარა ხანდახან მაინც მახსენდებოდა ხოლმე ხან ვფიქრობდი ც ხო არ ავიკიდე ხან რა ხან რა ყველაფრის სიმპტომებს ვამოწმებდი შემდეგ 2018 წლის ზაფხულზე ტანზე მქონდა გამონაყარი წითელი და მაშინ კიდე გამახსენდა ეს ყველაფერი ვიყავი ვენერიული და კანის დაავადების ცენტრში და მითხრეს სოკოვანიაო და გამომიწერეს წამალი და მალამო გამიქრებოდა ხოლმე მერე ისევ ცოტახანში გამომაყრიდა და ვისვამდი ხოლმე ახლა რამდენიმე დღე ამეკვიატა ისევ აივ ან რამე ხო არ მაქ აკიდებული თქო ტანზე ისევ მაქ წითელი გამონააყარი და ძილს რო ვაპირებ ცოტას ვოფლიანობ თან სიცხეს ვაბრალებ ხან გადავიხდი საბანს ხან რა ხან რა და მოკლედდ შეიძლება რაიმე მქონდეს აკიდებული ? ძან ვნერვიულობ

Posted by: Cadmus 26 Sep 2019, 18:12
twisted0011

მიდი მერე ყაზბეგზე და ჩაიტარე ანალიზი ესე სულ შიშებში ყოფნას გაიგებ მეორე დღესვე პასუხს.\

Posted by: GATSBY77 26 Sep 2019, 21:25
ეგრეა ეს გოგოები გზაკვალს აგიბნევენ ერთი ღამისთვის და მერე მთელი ცხოვრება რაღაც უნდა იმკურნალო. facepalm.gif

--------------------------------------------

Posted by: cowboywest 17 Oct 2019, 20:39
GATSBY77
GATSBY77
QUOTE
ეგრეა ეს გოგოები გზაკვალს აგიბნევენ ერთი ღამისთვის და მერე მთელი ცხოვრება რაღაც უნდა იმკურნალო.

ამიტომ ჯობია ადამიანმა პატიოსნად იცხოვროს, ცოლს არ უღალატოს და არაფერიც არ დაემართება yes.gif

Posted by: Jeronimo0909 15 Dec 2019, 10:34
გამარჯობა მეგობრებო. ამ კვირაში ჩავაბარე ანალიზი. თუმცა არავინ დამკავშირებია სამშაბათს ჩავაბარე. ანალიზის ჩაბარებისას ვნერვიულობდი და როგორც მახსოვს ექიმმა ასე მითხრა ორი დღის მერე 2 საათის მერე დაგიკავშირდებიან თუ დადებითი იქნება პასუხიო. არავინ დაკავშირებია, ესე იგი უარყოფითი ვარ ხო? თუ რამე გამომრჩა

Posted by: adjarafun 18 Dec 2019, 13:42
Jeronimo0909
მოიკითხეთ თქვენ ანალიზის პასუხი

Posted by: Jeronimo0909 26 Dec 2019, 18:59
adjarafun
adjarafun
კი ვიყავი, არასწორად მითხრეს ანალიზის ჩაბარების დროს. 3 თვის შემდეგ აივ უარყოფითი ვარ. ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: White_Shark 17 Jan 2020, 13:13
აუ ეს ორი დღეა ამეკვიატა ისევ საშინლად .....................................
ვიყავი უროლოგთან რა ხოდა .. ანთება მქონდა და გასინჯა ხო აზრზე ხარ უკნიდან რო სინჯავენ რა ეგ დამჭირდა ხოდა ტიპმა მგონი ნახმარი ხელთათმანით გამსინჯა ### პოლიკლინიკაა მარა რავიცოდი ეგრე თუ დამხვდებოდა ხოდა არის რაიმე შანსი ტო რამე ამეკიდა ???
აშკარად მომეჩვენა რომ ხელთათმანი ნახმარი იყო ?
არის რაიმე შანსი ????
ძალიან ვარ იზმენებში ეხლა

Posted by: witeli-eshmaki 17 Jan 2020, 15:04
QUOTE (White_Shark @ 17 Jan 2020, 13:13 )
აუ ეს ორი დღეა ამეკვიატა ისევ საშინლად .....................................
ვიყავი უროლოგთან რა ხოდა .. ანთება მქონდა და გასინჯა ხო აზრზე ხარ უკნიდან რო სინჯავენ რა ეგ დამჭირდა ხოდა ტიპმა მგონი ნახმარი ხელთათმანით გამსინჯა ### პოლიკლინიკაა მარა რავიცოდი ეგრე თუ დამხვდებოდა ხოდა არის რაიმე შანსი ტო რამე ამეკიდა ???
აშკარად მომეჩვენა რომ ხელთათმანი ნახმარი იყო ?
არის რაიმე შანსი ????
ძალიან ვარ იზმენებში ეხლა

თითქმის გამორიცხული ამბავია, თუმცა 3 თვის მერე მაინც გაიკეთე ანალიზი, რომ საბოლოოდ დარწმუნდე...

Posted by: White_Shark 17 Jan 2020, 15:13
witeli-eshmaki
1 წელი გავიდა მაგის მერე კარგად ვიყავი არ მახსოვდა და ეხლა ეს დღეები ამეკვიატა ისევ
საშინლად ..
იმენა მეშინია ანალიზზე წასვლის

Posted by: annno 17 Jan 2020, 16:07
საქართველოში აივ/შიდსის მქონე პირთა 52%-მა ჯერ კიდევ არ იცის თავისი დიაგნოზის შესახებ, გამოვლენილ პირთა ნახევარზე მეტს კი უკვე შიდსის სტადია აქვს დადგენილი - https://www.throughthenews.com/ka/new-news/sichume-sikvdils/

Posted by: israfel 20 Jan 2020, 15:40
მეგობრებო,
ამ დღეებში სიუჟეტი ვნახე, ავერსი ინფექციურს ერჩისო, აგდებს ექიმებსო და ადმინისტრაციაში შესვლას უშლისო.. ხომ არ იცით რა ხდება მანდ?

Posted by: Hokie-D 13 Mar 2020, 23:01
მშვიდობა თქვენდა,

ბოლო პოსტი 2018 წლის თებერვალში მქონდა.
შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მთელი ცხოვრება აირია და დღეს ისევ თქვენთან მოვედი,
ისევ ვწერ მაგრამ დრამატიზმი გაქრა, იმდენად გაქრა და შევეგუე აივთან თანაცხოვრებას განსხვავება წაიშალა 20016 წლამდე და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში.
აივი იქით იყოს და დღეს შესაძლებელია ც ჰეპატიტის ვირუსიც მრავლდება ჩემს სისხლში. ვერვიტყვი რომ მეშინია, ეს ემოცია 20016 წელს მოკვდა.
ვიღაც იფიქრებს ჭკუა კიდევ ვერ უსწავლიაო, მაგრამ სანამ განსჯას დაიწყებდე მოკლედ მოვყვები რატომ მოხდა ეს,
ეს ნაბიჯი გააზრებული მქონდა, მოკლედ პარტნიორს აღმოაჩნდა ც და გადავწყვიტე თავი არდამეცვა, ბანალურია და ვფრთხილობ სიტყვა სიყვარულის გამოყენებას. 2019 წლის ოქტომბერი იყო როდესაც მითხრა რომ ინფიცირებული იყო ც ჰეპატიტით, შიგნიდან გული გამებზარა ჩავეხუტე და მას შემდეგ ამაზე აღარ გვისაუბრია, არც თავი დამიცავს სექსში, გაცნობიერებულად წავედი ამნაბიჯზე რომ თანასწორობა არდარღვეულიყო. დაახლოვებით დეკემბერში უჩვეულო სისუსტე ვიგრძენი, მალე ვიღლებოდი, მუშაობაც მიჭირდა, შემდეგ ხელის მტევნების ტკივილი ვიგრძენი, განსაკუთრებით დილით, მიჭირდა ნივთების აღება, ვგრძნობდი რომ სახსრები მტკიოდა, ისევ დამეწყო ოფლიანობა ძილის დროს, რაც აივის წამლის მიღების შემდეგ გამიქრა. ვიფიქრე რომ ალბათ ც შემხვდათქო, არაფერი მითქვამს, 2 იანვარს 2020 წელს გავიკეთე ანალიზი მაგრამ ნეგატივი აღმოჩნდა. ექიმს ვუთხარი რომ პარტნიორს აქვს და სექსიც დაუცველი მქონდა, გამომკითხა დეტალები და 2 თვის შემდეგ ისევ დამიბარა. თან დამარიგა თავი დაიცავიო.
საგულისხმო ისარის რომ 02.01.2020 ჩემი ექიმთან ყოფნა პარტნიორს გამორჩა, საავადმყოფოს მოსაცდელში როდესაც ვიჯექი მემესიჯებოდა თუმცა რეზულტატი როცა მოვიდა ერთი კვირის შიგნით აღარ გახსენებია ეკითხა მდგომარეობა. ეს არშევიმჩნიე, არასდროს ვახსენებდი ც ჰეპატიტს, უხერხულობა რომ არშემექმნა მისთვის.
მარტი კარგად ემთხვეოდა, ჩემი პარტნიორი თერაპიის დაწყებას ელოდებოდა და მეც მივალ ახალად სისხლის ასაღებადთქო ვიფიქრე, ამჯერად უკვე პოზიტივს ველოდები. მოკლედ მარტიც დადგა და გუშინ ექიმთან ვიყავით, ღვიძლის ექოსკოპია გადაუღეს და მედიკამენტური თერაპიაც დაიწყო, მე იქვე კუთხეში პატარა სკამზე ვზივარ. ექიმი მოვიდა გამიღიმა და მიკითხა მეც მქონდა თუ არა ც ვუპასუხე რომ 2 იანვრის მდგომარეობით არათქო. მითხრა რომ მეც უნდა შემემოწმებინა თავი და პოზიტივის შემთხვევაში დამეწყო მკურნალობა. ამდროს პარტნიორი მოვიდა და მკაცრი ტონით განმიცხადა რომ ექიმთან უნდა წახვიდე, შენსგანო ხელმეორედ ვერ დაავადდებიო. მეგონა მიწა გამისკდებოდა, დავიბენი, ყელში ბურთი გამეჩხირა, ვეღარ გადავყლაპე, რამეთქვა არვიცოდი, არვიცოდი რამ მისცა ამის თქმის საშუალება, შიგნიდან ჩამოვიშალე, მოკლედ დღეს დილით ისევ ვიყავი ანალიზი ჩავაბარე და პასუხს ველოდები მომდევნო კვირაში.

Posted by: adjarafun 17 Mar 2020, 12:29
Hokie-D

უცნაურია, საკუთარ თავს თვითონ ,,კლავთ" და ეს ყველაფერი თქვენს განცდებთან საერთოდ არაა თანხვედრაში.

Posted by: regorego 25 Apr 2020, 17:05
Hokie-D
სწორი უთქვამს შენს პარტნიორს. თავს გაუფრთხილდი და არავის გამო არ ღირს გარისკვა, მითუმეტეს არ იცი სხვა ადამიანს რა სარისკო ქცევები შეიძლება ქონდეს.

Posted by: nnn_lll 1 Aug 2020, 13:20
მეგობრებო სალამი,
ვარ აივ ნეგატივი, საეჭვო ადამიანთან მქონდა დაუცველი სექსი (პრეზერვატივი გაფუჭდა და ვერ შევამჩნიე)
მეორე დღესვე მივედი შიდსის ცენტრში და მომცეს პრეპი ლურჯი ტაბლეტები,
მერე დავგუგლე და თურმე ასეთ დროს უნიშნავენ პეპის...
იქნებ ვინმემ ვინც იცით, გამარკვიოთ რა ხდება? მქონდეს ამ ლურჯი ტაბლეტების იმედი?

Posted by: ლეოპარდი 1 Aug 2020, 13:34
nnn_lll

QUOTE
მეგობრებო სალამი,
ვარ აივ ნეგატივი, საეჭვო ადამიანთან მქონდა დაუცველი სექსი (პრეზერვატივი გაფუჭდა და ვერ შევამჩნიე)
მეორე დღესვე მივედი შიდსის ცენტრში და მომცეს პრეპი ლურჯი ტაბლეტები,
მერე დავგუგლე და თურმე ასეთ დროს უნიშნავენ პეპის...
იქნებ ვინმემ ვინც იცით, გამარკვიოთ რა ხდება? მქონდეს ამ ლურჯი ტაბლეტების იმედი?

ეგ იგივე წამალია, რასაც ინფიცირებულები ვსვამთ მუდმივი მკურნალობის დროს და აივ დადებითთან ან საეჭვო სექსუალურ პარტნიორთან სექსის შემდეგ უნიშნავენ აივ ნეგატიურებს ინფიცირებისაგან დაცვის მიზნით.
კი, ეფექტური წამალია და კარგია რომ მეორე დღესვე დროულად მიმართე შიდსის ცენტრს.
მიიღე დანიშნული დროით ეგ წამლები, მოერიდე გაურკვეველ პერიოდში სექსს, სისხლის ჩაბარებას.
და როცა კურსს დაასრულებ ხელახლა მიდი და გაიარე ტესტირება.

Posted by: nnn_lll 1 Aug 2020, 13:47
ლეოპარდი
ტრუვადა ჰქვიაო ამ წამალს. ანუ დარწმუნებული ხარ რომ ეს პრევენციას ახდენს დაუცველი სექსის შემდეგ?
საიტებზე სულ სხვა რამ წავიკითხე, თან პრეპ იშიფრება როგორც pre exposure prophylaxis უარესად დავიბენი..
აქ კიდევ სულ სხვა რამ წერია, მოკლედ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფოა ამ წამალზე
user posted image
და ამაში მინდა დავრწმუნდე, რომ სექსის შემდეგ 18 საათის დაგვიანებით რომ დავიწყე ამ ლურჯი წამლის სმა მაინც იქნება თუ არა დამცველი?

Posted by: ლეოპარდი 1 Aug 2020, 13:56
nnn_lll

QUOTE
ტრუვადა ჰქვიაო ამ წამალს.

კი. ტრუვადა. მეორენაირად ენტრამბიცინი/ტენოფოვირი.

QUOTE
ანუ დარწმუნებული ხარ რომ ეს პრევენციას ახდენს დაუცველი სექსის შემდეგ?

100%ით დარწმუნებული ვერაფერში იქნები ამ დროს.
იმიტომ არის საჭირო რომ მოგვიანებით მაინც გადაემოწმო ყოველი შემთხვევისთვის.
არა თუ მეორე დღეს, 72 საათის განმავლობაშიც ჯდება ხალხი მაგ წამალზე და მაინც არ უვითარდებათ აივ-ი.
რაღა შენ მოგივა რამე...

QUOTE
თან პრეპ იშიფრება როგორც pre exposure prophylaxis უარესად დავიბენი..

კი. ეს არის რისკის შემცირება და არა სრულად გამორიცხვა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში.
სრულ გარანტიას ვერავინ მოგცემს, მაგრამ რისკი ძალიან დაბალია ასე მალე მაგ პრეპარატის მიღების დროს.

Posted by: nnn_lll 1 Aug 2020, 13:59
ლეოპარდი
მადლობა love.gif

Posted by: ლეოპარდი 1 Aug 2020, 13:59
nnn_lll

QUOTE
და ამაში მინდა დავრწმუნდე, რომ სექსის შემდეგ 18 საათის დაგვიანებით რომ დავიწყე ამ ლურჯი წამლის სმა მაინც იქნება თუ არა დამცველი?

დარწმუნება და 100%იანი პასუხი მედიცინაში და თან ამ სფეროში როგორ უნდა მიიღო. უბრალოდ არ ჩანს არაფერი სანერვიულო. 18 საათის დაგვიანება სულაც არ არის საგანგაშო. უფრო გვიანაც მიუღია ხალხს ეგ პრეპარატი.
და აივ-ს 100%იანი გადადების ალბათობა არც აქვს, გააჩნია სქესობრივი კონტაქტის ფორმას, სხვადასხვა პროცენტულობა და რისკებია.
და კიდევ შენმა პარტნიორმა თვითონ იცის თუ არა საკუთარი სტატუსის შესახებ, ეგეც მნიშვნელოვანია. არ არის პარტნიორი ვალდებული რომ გითხრას საკუთარ სტატუსზე თუ თავს იცავს. და წამლებს თუ იღებს და "გაყინული" აქვს ვირუსი არაგანსაზღვრად მაჩვენებელზე, სავარაუდოდ ვერც გადაგდებდა მაშინ.

Posted by: nnn_lll 1 Aug 2020, 14:10
ლეოპარდი
ეგ ვერ გავარკვიე, ამიტომ დავწერე რომ არასანდო/საეჭვო პარტნიორიათქო, თორემ რომ ვიცოდე რომ აქვს და მკურნალობს არც შემეშინდებოდა...
ვაგინალური და ანალური სექსი მქონდა და ყველაზე მაღალი რისკი სადაცაა, ზუსტად ამ ანალური სექსის დროს გაფუჭდა facepalm.gif
თვითონ ტესტზე არ გამომყვა, ბოდავს რაღაცეებს, მოკლედ შევეშვი და აღარ ჩავეძიე, თვითონაც განიცდის ალბათ, ან რა მაგისი ბრალია...

Posted by: ლეოპარდი 1 Aug 2020, 14:21
nnn_lll

QUOTE
ეგ ვერ გავარკვიე, ამიტომ დავწერე რომ არასანდო/საეჭვო პარტნიორიათქო, თორემ რომ ვიცოდე რომ აქვს და მკურნალობს არც შემეშინდებოდა...

არ დამჭირვებია და არ მქონია პრეპის პროგრამასთან შეხება. მე როგორც მახსოვს ადრე ასე ყველას არ აძლევდნენ, რომ მივიდეს მარტო ადამიანი, თქვას დაუცველი სექსი მქონდა ან გაიხა პრეზერვატივი და მომეცით წამალი პროფილაქტიკისთვისო. ის პარტნიორიც უნდა მიყოლოდა თან. ასე თავისუფლად თუ დაიწყეს ტრუვადას გაცემა არ ვიცოდი...

QUOTE
ვაგინალური და ანალური სექსი მქონდა და ყველაზე მაღალი რისკი სადაცაა, ზუსტად ამ ანალური სექსის დროს გაფუჭდა

ამ დროს იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დაუცველი კონტაქტი დიდხანს არ გაგრძელდა. გარდა ამისა ე.წ. მიმღები უფრო მეტი რისკის ქვეშ არის როცა ანალური ხვრელი უზიანდება, ვიდრე აქტიური მხარე... მთელი დეტალებია ამ დროს...

QUOTE
თვითონ ტესტზე არ გამომყვა, ბოდავს რაღაცეებს, მოკლედ შევეშვი და აღარ ჩავეძიე, თვითონაც განიცდის ალბათ, ან რა მაგისი ბრალია...

შეიძლება იმიტომ ინერვიულა რომ იცის საკუთარ თავზე, ოღონდ მკურნალობას გადის და უბრალოდ არ გეუბნება, მაგრამ ამ შემთხვევაში რისკის მინიმალურია, თითქმის არ არის.
და თუ არ იცის, მაგ შემთხვევაშიც ინერვიულებს.
ვერც ერთ ვარიანტს ვერ გამორიცხავ.

ტესტზე ბევრს ეშინია წასვლა. მეგობარს სულ ვუხსნი რომ საჭიროა და არ მომყვება, მეშინია პასუხის აღებისო...
ხდება ხოლმე

Posted by: nnn_lll 1 Aug 2020, 14:27
ლეოპარდი
მოკლედ მივიღებ ამ ტაბლეტებს და მერე რა მოხდება დავწერ აქ smile.gif

Posted by: ucnobi50 3 Dec 2020, 13:08
ხალხო დოლუტეგრავირს ვინმე სვამთ აივის წინააღმდეგ? ადრე სხვა ფირმის შემოქონდათ და ახლა შეცვალეს mylen ის ფირმის შემოიტანეს რომელიც ფერით თითქმის იგიბეა და არაფრით განსხვავდება მაგრამ მე ვერ ვიტან და შემორჩენილი ხომ არ აქვს ვინმეს ის ძველი დოლუტეფრავირი?
* * *
up...................................

Posted by: ucnobi50 4 Dec 2020, 20:33
up................................

Posted by: nnn_lll 5 Dec 2020, 02:29
QUOTE
მოკლედ მივიღებ ამ ტაბლეტებს და მერე რა მოხდება დავწერ აქ

გადავრჩი bis.gif

Posted by: ucnobi50 5 Dec 2020, 13:35
ხალხო დოლუტეგრავირს ვინმე სვამთ აივის წინააღმდეგ? ადრე სხვა ფირმის შემოქონდათ და ახლა შეცვალეს mylen ის ფირმის შემოიტანეს რომელიც ფერით თითქმის იგიბეა და არაფრით განსხვავდება მაგრამ მე ვერ ვიტან და შემორჩენილი ხომ არ აქვს ვინმეს ის ძველი დოლუტეგრავირი?
* * *

Posted by: aladini 11 Jan 2021, 20:12

Axalaia.N
თქვენი ამბავი როგორ დასრულდა?

Posted by: Milana_ 18 Feb 2021, 21:10
გამარჯობათ შეიძლება თუ არაა აივის საწინააღმდეგო წამლებმა კერძოდ ტენოფოვირმა და ეფავირენსმა
გამოიწვიოს ნაყოფის ანომალიები ??

Posted by: ლეოპარდი 26 Feb 2021, 19:32
ucnobi50

QUOTE
ხალხო დოლუტეგრავირს ვინმე სვამთ აივის წინააღმდეგ? ადრე სხვა ფირმის შემოქონდათ და ახლა შეცვალეს mylen ის ფირმის შემოიტანეს რომელიც ფერით თითქმის იგიბეა და არაფრით განსხვავდება მაგრამ მე ვერ ვიტან და შემორჩენილი ხომ არ აქვს ვინმეს ის ძველი დოლუტეგრავირი?

მე ცალკე დოლუტეგრავირს არ ვსვამ. არ გადასულხარ ერთაბიან თერაპიაზე? კიდევ გაქვს აუტანლობა?

Milana_

QUOTE
გამარჯობათ შეიძლება თუ არაა აივის საწინააღმდეგო წამლებმა კერძოდ ტენოფოვირმა და ეფავირენსმა
გამოიწვიოს ნაყოფის ანომალიები ??

ადრე მკითხეს და ინტერნეტში რომ დავძებნე ინფორმაცია, ცოტა წინააღმდეგობრივი და სხვადასხვა პასუხები იყო. ზოგი უშვებდა რაღაც მცირე რისკს, მაგრამ ზოგი პირიქით, იწონებდა მაგ კომბინაციას.
მე როგორც ვიცი შეწყვეტით არ წყვეტენ ორსულობის პერიოდში წამლის სმას. დოზებს თუ ცვლიან არ ვიცი, ზოგან დოზირებაზეც ეწერა. მოკლედ ასე ინტერნეტში ვერ გაარკვევ და ისევ შიდსის ცენტრის ინფექციონისტებთან გაიარე დეტალური კონსულტაცია.

Posted by: Milana_ 2 Mar 2021, 22:42
უკვე გამიჩდა ბავშვი, მანამდე რათქმაუნდა ექიმმა მითხრა რომ პრობლემა არ იყო, ბავშვს აივ ინფექცია არ აქვს მაგრამ ანომალიით დაიბადა და ვფიქრობ წამლის ბრალი ხომ არაათქო

Posted by: ლეოპარდი 6 Mar 2021, 01:32
Milana_

QUOTE
უკვე გამიჩდა ბავშვი, მანამდე რათქმაუნდა ექიმმა მითხრა რომ პრობლემა არ იყო, ბავშვს აივ ინფექცია არ აქვს მაგრამ ანომალიით დაიბადა და ვფიქრობ წამლის ბრალი ხომ არაათქო

აქამდე არც მსმენია, რომ ვინმეს ნაყოფის და ახალშობილის რაიმე პრობლემა დედის მიერ მაგ წამლის მიღებასთან დაეკავშირებინათ.
შეგიძლია თქვა, კონკრეტულად რა ანომალია იგულისხმება?

Posted by: Milana_ 6 Mar 2021, 22:16
გულის მრავლობითი მანკი, თირკმელის პრობლემა, ხელზე და ფეხზე ზედმეტი თითი, განუვითარებელი სათესლე ჯირკვლები, და ყბის ანომალია, არ ვიცი შოკში ვარ, ერთი შვილი მყავს უკვე სრულიად ჯანმრთელი ნუ მანამდე არ მქონდა აივი, ამ წამლებს სამი წელია უკვე ვსვავ და ორსულადაც რომ დავრჩი არ შეუცვლია გააგრძელე ამის სმაო და, და როგორც ვიცი უცვლია ხოლმე კომბინაციას დაა წამლის ბრალია თუ არაა მაგას ექიმი არ იტყვის რათქმაუნდა.
* * *
სრულიად ჯანმრთელს ბავშვს ველოდებოდი ყველა ეხოსკოპიური კვლევით და ანალიზებით დაა ბავშვი დაიბადაა მრავლობითი ანომალიით

Posted by: ლეოპარდი 7 Mar 2021, 02:42

არ მსმენია, რომ მასეთი რამე მომხდარიყო რომელიმე ჩვენი ორსული პაციენტის შემთხვევაში.
მაგრამ მაინც სხვა სპეციალისტებთანაც იქნებ გადამოწმდეს ორსულობის დროს არვ თერაპიას როგორი ფონი აქვს. განსაკუთრებით ამ თემაზე.

QUOTE
ორსულადაც რომ დავრჩი არ შეუცვლია გააგრძელე ამის სმაო და, და როგორც ვიცი უცვლია ხოლმე კომბინაციას

აქ ასეთი სპეციალისტები არ შემოდიან ფორუმზე როგორც ვატყობ, მაგრამ იქნებ სადმე არაქართულ ჯგუფში პირადად ან ვინმეს მეშვეობით გაარკვიო ორსულობისას არვ თერაპიის საკითხები. ექიმმა შეიძლება არ თქვას, მაგრამ ზოგად რისკებზე სხვა ექიმები იტყვიან. დისტანციურად ტელეფონით ვერა, მაგრამ როცა ჩვენი აივ ინფიცირებულების ფონდში მივალ ან ინფექციურში მორიგი მისვლა მომიწევს, ვიკითხავ მაგ თემებზე სხვადასხვა ხალხთან, იქნებ უფრო ზუსტი პასუხი მომცენ.

Posted by: Milana_ 7 Mar 2021, 10:53
კარგით მადლობა დახმარებისთვის, გადავხედავ ინტერნეტშიც ...

Posted by: Stephen30 8 Mar 2021, 17:23
გამარჯობათ მეგობრებო,აივზე ,ცეზე,ბეზე და ა.შ elisas მეოთხე თაობის ტესტები რომელ კლინიკაში კეთდება? საეჭვო კონტაქტიდან 10 კვირის მერე თუ არის სანდო მისი პასუხი?

Posted by: ლეოპარდი 9 Mar 2021, 11:33
Stephen30

QUOTE
აივზე ,ცეზე,ბეზე და ა.შ elisas მეოთხე თაობის ტესტები რომელ კლინიკაში კეთდება?

შიდსის ცენტრშიც ტარდება ეგ. და საერთოდ აივზე საეჭვო პასუხის შემთხვევაში საბოლოოდ ისევ შიდსის ცენტრში ხდება გადამისამართება.

QUOTE
საეჭვო კონტაქტიდან 10 კვირის მერე თუ არის სანდო მისი პასუხი?

ათი კვირა ორ თვეზე მეტია და შეიძლება რომ გამოვლინდეს აივ-ზე დადებითი პასუხი, მაგრამ არა ასი პროცენტით. საშუალოდ ამ პერიოდს იღებენ ერთიდან ექვს თვემდე. მაგრამ უმეტესად ორ-სამ თვეში უნდა ჩანდეს პასუხი.

Posted by: საბისაბი85 5 Apr 2021, 20:36
მეგობრებო ელასტოგრაფიაზე დამიწერეს ფიბროზი f0 f1 და საშიშია?
ექოსკოპიაზე კი ცხიმოვანი ფიბროზი და ეს რას ნიშნავს?

Posted by: merkantil 6 Apr 2021, 03:36
Milana_
Efavirenz Hexal-ს სვამდით? თვითონ ანოტაციაში არაფერი წერია?

Posted by: Milana_ 14 Apr 2021, 15:29
ესეიგი რა მინდა ვთქვა, წინა პოსტში მეწერა რომ ბავშვი გამიჩდა მრავლობითი ანომალიებით, და როცა ეს ამბავი გაიგო დედაჩემმა შევიდა ეხოსკოპისთთან ჩხუბით რომ ამდენი ხანი რას აკვირდებოდი ბავშვს თუ ამდენი პრობლემა ქონდა როგორ ვერ დაინახეო დაა ეხოსკოპისი გამოვიდა გარეთ და ბოლო ხმაზე ყველას გასაგონად ძაან ბევრი ხალხი იყო ყვირის რო შენი შვილი რო შიციანი იყო აბა როგორ ბავშვს ელოდებოდითო, ამის თქმის უფლება ქონდა?? და რა უნდა დამართო ასეთ ექიმს საერთოდ???
* * *
თუ არის კანონი კონფიდენციალურობის დარღვევაზე

Posted by: ლეოპარდი 19 Apr 2021, 09:40

საქართველოს კანონი შიდსის შესახებ. მე-9 მუხლი.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/90088?publication=4#!

და კიდევ სხვა რეგულაციები რაც სამედიცინო პერსონალს ეხება და ჯანდაცვის სამინისტროს საქმეა ეგ.

პასუხი უნდა აგოს ჯერ ერთი იმის გამო, რომ ასე არღვევს პაციენტის უფლებებს მისი სტატუსის კონფიდენციალობის შესახებ და თან არვ თერაპიის პრეპარატებს გადააბრალა ყველა პრობლემა.

Posted by: merkantil 19 Apr 2021, 15:25
QUOTE (ლეოპარდი @ 19 Apr 2021, 09:40 )
Milana_

პასუხი უნდა აგოს ჯერ ერთი იმის გამო, რომ ასე არღვევს პაციენტის უფლებებს მისი სტატუსის კონფიდენციალობის შესახებ და თან არვ თერაპიის პრეპარატებს გადააბრალა ყველა პრობლემა.

პრეპარატი დამნაშავეა თუ არა ეგ ცალკე თემაა. ფაქტია, რომ ვერ დაინახა ანომალიები ეხოსკოპისტმა და აბა რა არის მაგის საქმე? თავდასხმაზე გადადის უვიცი და უსინდისო facepalm.gif

ისე ეფავირენცს უწერია, რომ არ შეიძლება ორსულობის დროს მიღება და წესით ექიმმა უნდა იცოდეს ეს...

Posted by: ლეოპარდი 19 Apr 2021, 17:36
merkantil

ვერც ცალსახად ვერ გადააბრალებენ ყველაფერს ეფავირენზს. ექოსკოპისტი პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში დადგება კონფიდენციალობის წესის დარღვევის გამო.

Posted by: mrbooth 2 May 2021, 21:28
ხომ არ იცით კურაციოში და მრჩეველში რომელი თაობის სწრაფი ტესტები აქვთ?
ინფექციურში pcr ტესტი გავიკეთე მეათე დღეს, მრჩეველში სწრაფი ტესტი მესამე თვეს(9 დღე აკლდა სამ თვეს) და კურაციოში სწრაფი ტესტი მერვე თვეს.
სამივე უარყოფითი იყო.
მესამე ტესტი იმიტომ გავიკეთე, რომ მხარზე რამდენიმე ცალი გამონაყარი მქონდა და მაინც გადამოწმება მინდოდა.
ფორუმზეც მივიღე კარგი რჩევები და სხვა საიტებზეც მაგრამ ამ ტესტებზე მაინტერესებს. რომ დავწყნარდე smile.gif
თუ მრჩეველში(ტესტს აწერია MB.9.35. Anti-HIV 1/2) და კურაციოში კარგი ტესტები აქვთ, მგონი სანერვიულო არ უნდა მქონდეს და ამიტომ ვკითხულობ.

Posted by: Stephen30 11 May 2021, 20:45
გამარჯობა,მეგობრებო.ე.ი სავარაუდო დაინფიცირებიდან მალევე,რამდენიმე დღეში მქონდა დაბალი სიცხე,ასევე ღამის ძლიერი ოფლიანობა,ამის შემდეგ სიცხემ კვლავ მომცა რამდენიმე დღეში მალევე. აივზე ვიეჭვე და 21-ე დღეს მივედი ინფექციურში და რეალური დროის პისიარი რაოდენობრივი გავიკეთე აივ-1ზე, პასუხი მომივიდა,რომ ვიყავი არაგანსაზღვრადი,ანუ არ მიფიქსირდებოდა აივი.ამის შემდეგ სიცხე აღარ მქონია,ღამის ოფლიანობა ძილის რამდენჯერმე მქონდა,ამას დაერთო ასევე ხანდახან თავის და სისტემატიური სახსრების ტკივილი,ასევე გამიჩნდა თეთრი ნადები ენაზე.სახსრების ტკივილმა უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო,თავის ტკივილი ნაკლებად,+ ამას მარტივად ვიღლები,როცა მანამდე ეს არ მაწუხებდა,არც სახსრების ტკივილი. ბ და ც ჰეპატიტზე ვიეჭვე და მასზეც გავიკეთე რეალური დროის პისიარი ისევ ინფექციურში ,ეს ხდება დაინფიცირებიდან 50 დღის მერე,ანალოგიური პასუხი მომივიდა,არაგანსაზღვრადი.არც ეს ვირუსები დამიფიქსირდა.ამის შემდეგ პერიოდულად ვიტარებდი აივზე ,ბ-სა და ც-ზე ანტისხეულების ტესტს,არცერთი არ ამომიგდო.უკვე 3 თვის მერე ლიმბახში აივზე კომბი ტესტი გავიკეთე ანტიგენს და ანტისხეულს ერთად რომ აღმოაჩენს,ექიმმა მაგაზე გამაგზავნა ,ჰეპატოლოგმა , კვლავ უარყოფითი იყო.ასევე გავიკეთე ც-სა და ბ-ზე ანტისხეულებზე,კვლავ უარყოფითი ეს ყველაფერი.მაინც ვერ დავმშვიდდი ,ვინაიდან მქონდა და მაქვს საგანგაშო სიმპტომები, უკვე ერთ კვირაში ანუ დაახლოებით დაინფიცირებიდან 100 დღის მერე გავიკეთე ისევ ინფექციურში რეალური დროის პისიარი ,მივდიოდი დარწმუნებული ,რომ უკვე ამოვიდოდა ვირუსი და ისევ არაგანსაზღვრადი ავღმოჩნდი.სიმპტომები ისევ მაქვს,სახსრების ტკივილი,მალე ვიღლები,თეთრი ნადები ენაზე,თვალები მტკივდება,მეწვის ხშირად,რაც ასევე საერთოდ არ მაწუხებდა.ვინც გარკვეული ხართ აივთან მიმართებაში ,შესაძლებელია ,რომ აივ 1-ით ინფიცირებული ვიყო? 2ჯერ შეცდა პისიარი? აღარ ვიცი რა გავაკეთო.დარწმუნებული ვარ,აივით ვარ ინფიცირებული,და არ გამოვრიცხავ ჰეპატიტითაც.რადგან არ ვიცი რას დავუკავშირო ასეთი ტკივილები და მარტივად დაღლა და ა.შ. რას მირჩევთ ,როგორ მოვიქცე? ინფექციურში რომ მივიდე , შემამოწმებენ ისე ,იმ მეთოდებით ,რომლითაც აივ ინფიცირებულებს ამოწმებენ თერაპიის დაწყების წინ? ვგულისხმობ,ბ-ს ,ც-ს ,ჰეპატიტებს და ასევე სხვა სქესობრივად გადამდებ დაავადებებს? თანხის გადახდაზე არ არის პრობლემა,რაც არ უნდა დამიჯდეს გადავიხდი.მეორე კითხვა მექნება,აივ 2 რამდენიდან ხშირია საქართველოში? ეგ ხომ არ მაქვსთქო ზოგჯერ მაგას ვფიქრობ,რადგან აივ 1 არ მიდასტურდება.ძაან დაბნეული ვარ მოკლედ...

Posted by: adjarafun 14 May 2021, 20:17
მოგესალმებით, ვინმეს ვინც ინფიცირებული ხართ კოვიდ 19 ხომ არ გადაგიტანიათ?დაწერეთ რამდენად მარტივად/რთულად გადაიტანეთ.
ასევე ვაქცინა ხომ არ გაგიკეთებიათ და რომელი?

Posted by: Milana_ 9 Jun 2021, 02:49
ექიმს ვუჩივლე ჩემი აივ სტატუსის გამხელის გამო, და ასეთი პასუხი დამიბრუნეს რომ, ფაქტი რომ მოხდა ორი თვის განმავლობაში უნდა გეჩივლათო, ახლა უკვე ხანდაზმულიაო, სამი თვე იყო გასული, ანუ გამწარებულს შვილისთვის კი არ უნდა მიმეხედა ადვოკატებში უნდა მერბინა, ასე რომ რამე რო მოხდეს თქვენც იცოდეთ ….

Posted by: mrbooth 19 Jul 2021, 14:53
ქალთან ვაგინალური კონტაქტის დროს გამეხა დამცავი. ოდნავ, ფრჩხილის სიდიდეზე იყო გახეული და სადღაც 5-10 წუთის განმავლობაში.
აივის გადადების შანსი დიდია?

პარტნიორი ხშირად იტესტებოდა აივზე და არ აქვს მაგრამ დავუშვათ რომ ჰქონდა. გადადების შანსი დიდია?

Posted by: ucha232 19 Jul 2021, 16:27
გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის შანსი აივ ინფიცირების ორალური სექსისას კაცისთვის, ასე ნახევარი-ერთი წუთი გაგრძელდა და შემდეგ პრეზერვატივი გამოვიყენეთ. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თუ საპნით დაიბან პენისს და ანტიბაქტერიულ ხსნარს დაისხავ.

Posted by: kompasa mio 19 Jul 2021, 16:39
QUOTE (mrbooth @ 19 Jul 2021, 14:53 )
ქალთან ვაგინალური კონტაქტის დროს გამეხა დამცავი. ოდნავ, ფრჩხილის სიდიდეზე იყო გახეული და სადღაც 5-10 წუთის განმავლობაში.
აივის გადადების შანსი დიდია?

პარტნიორი ხშირად იტესტებოდა აივზე და არ აქვს მაგრამ დავუშვათ რომ ჰქონდა. გადადების შანსი დიდია?

თითქმის 0-ია
ეგრე ადვილად არ გადადის 2kiss.gif

Posted by: mrbooth 19 Jul 2021, 18:37
QUOTE (kompasa mio @ 19 Jul 2021, 16:39 )
QUOTE (mrbooth @ 19 Jul 2021, 14:53 )
ქალთან ვაგინალური კონტაქტის დროს გამეხა დამცავი. ოდნავ, ფრჩხილის სიდიდეზე იყო გახეული და სადღაც 5-10 წუთის განმავლობაში.
აივის გადადების შანსი დიდია?

პარტნიორი ხშირად იტესტებოდა აივზე და არ აქვს მაგრამ დავუშვათ რომ ჰქონდა. გადადების შანსი დიდია?

თითქმის 0-ია
ეგრე ადვილად არ გადადის 2kiss.gif

აგაშენა ღმერთმა smile.gif აღარ ვინერვიულებ

..........

Posted by: mrbooth 24 Jul 2021, 13:19
QUOTE (mrbooth @ 19 Jul 2021, 14:53 )
ქალთან ვაგინალური კონტაქტის დროს გამეხა დამცავი. ოდნავ, ფრჩხილის სიდიდეზე იყო გახეული და სადღაც 5-10 წუთის განმავლობაში.
აივის გადადების შანსი დიდია?

პარტნიორი ხშირად იტესტებოდა აივზე და არ აქვს მაგრამ დავუშვათ რომ ჰქონდა. გადადების შანსი დიდია?

ამ კითხვაზე კი მიპასუხეთ რომ გადადების შანსი დაბალია მარა მეათე დღეა და ეს გამომივიდა ლავიწზე და ძალიან შემაშინა.
მოლუსკი ხომ არ არის?
სხვა გამონაყარიც კაი ხანია და თან ლავიწთან ახლოს, მკერდზე და შეიძლება ეგეცაა მარა მაინც დავპანიკდი

user posted image

user posted image
* * *
პ.ს ვიყავი დერმატოლოგთან და ოფლზე ყოფილა ალერგიული რეაქცია. არაფერი ისეთი wink.gif

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 28 Jul 2021, 02:26
მოკლედ მეგობრებო, შეყვარებულთან მქონდა ურთიერთობა, ჩვეულებრივ ჰეტერო-ურთიერთობას ვგულისხმობ. არც ისე ბევრჯერ ალბათ 4-5 ჯერ. შემდეგ გავიგე რომ მღალატობდა და სხვას ხვდებოდა ჩუმად, რა თქმა უნდა დავშორდი. ორ თვეში დამეწყო ის სიმპტომები რაც აივ ინფექციას ახასიათებს, ყელი მტკივა და მახველებს შიგადაშიგ, მაქვს თეთრი ენა, ლიმფური კვანძები გადიდებული არ მაქვს, თუმცა იშვიათად მტკივდება ხოლმე, სხვა არანაირი სიმპტომი. წავედი ლაბორატორიაში, სექსუალური ურთიერთობიდან სამ თვეში და აივზე უარყოფითი პასუხი მივიღე, ასევე ათაშანგზეც, გონირეაზეც. ოჯახის ექიმთან მივედი და ყველფერზე შევემოწმე ფილტვებზე რენტგენიც გადავიღე, ჰორმონებიც შევიმოწმე, ფარისებრიც, იმუნიტეტიც, ყელში ლარინგოლოგმაც ჩამხედა და მოკლედ ყველაფერი წესრიგში მაქვს. ეს ყელის ტკივილი არ გამიქრა მაინც, სტომატოლოგსაც ჩავახედინე და არაფერი არ გჭირსო. გავიდა კიდევ ერთი თვე და ისევ მტკივა ყელი და ლიმფური კვანძებიც, მაქვს ცოტა მშრალი ხველებაც, რა ვქნა გადავემოწმო ისევ აივზე? ჩემი ყოფილი მიმტკიცებდა უროლოგთან ვიყავი ყველაფერი გამისინჯა და ჯანმრთელი ვარო, ( უროლოგი აივის ტესტს რომ ატარებს ეგეც ქე ვიცი) მაგრამ არ მჯერა, სადაც მღალატობდა და მატყუებდა იქ ამასაც მომატყუებს. სხვა სიმპტომი რაც სგგ-ს ახასიათებს არ მაქვს, ნუ აივი მაინცდამაინც სგგ არ არის უფრო რთული კომპლექსური დაავადებაა, მაგრამ მაინც. მაინტერესებს ვინმეს თუ გქონიათ თავიდანვე ასეთი გამოხატული სიმპტომები, როგორც ვიცი უმეტესად უსიმპტომოა ხოლმე, მაგრამ აღარ ვიცი უკვე რა ვქნა, ფსიქოლოგიურად გავნადგურდი, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, ამიტომ აქ დაწერა გადავწყვიტე, მირჩევნია მეოთხე სტადიის სიმსივნე მქონდეს და ამით მოვკვდე ხვალვე, ვიდრე აივით ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. არადა
ჩემი შეყვარებული ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, სიგარეტსაც არ ეწეოდა, ალკოჰოლზე
რომ არაფერი ვთქვა, წონითაც საკმაოდ დიდი იყო, აივის მატარებლის არაფერი ეტყობოდა და (ნუ ვიცი ხო რომ არაფერი ეტყობათ ინფიცირებულებს) მაგრამ მე თუ ასეთი გამოხატული სიმპტომები მაქვს მას არ ექნებოდა
დავიჯერო? თუ მე ავიჩემე და ავიკვიატეე.. დავიტანჯე მართლა ახლა ერთ თვესაც გადავაგორებ და გადავემოწმები კიდევ. ერთი ორი სიტყვით მანუგეშეთ sad.gif

Posted by: mrbooth 28 Jul 2021, 18:31
მთვარის-ბნელი-მხარე67
მეც ვნერვიულობ ჩემ თავზე მარა მე იმიტომ ვნერვიულობ რომ ჯერ ტესტის დრო არ არის მოსული.
შენ შემთხვევაში სანერვიულო არ გაქვს. ყელის ტკივილი მე სულ მქონდა მაგალითად. თან ისე მქონდა რომ ყურადღებას არ ვაქცევდი. ეხლა ნერვიულობის გამო უფრო ვაქცევ ყურადღებას.

შენ იმიტომ გაქვს დამშვიდების მიზეზი, რომ აივ ტესტი გაიკეთე 3 თვეში. შანსი არაა, რომ თანამედროვე ტესტს ინფექცია ვერ ეპოვნა. ვიცი რო ძნელია დამშვიდება მარა დამშვიდდი. მართლა არ გაქვს სანერვიულო

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 28 Jul 2021, 19:43
mrbooth

მადლობა, მაგრამ მაინც არამგონია დავმშვიდდე. შენ რაც შეგეხება მგონი შენ უფრო არ გაქვს სანერვიულო, ზოგადად დაინფიცირება ხო სისხლთან ან სპერმასთან კონტაქტით ხდება, ფრჩხილისოდენაზე თუ გაგეხა პრეზერვატივი აი თითქმის არ გაქვს დაინფიცირების შანსი. გვეშინია იმიტომ, რომ ძაან გავრცელდა უკვე აივ ინფექცია, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ტესტირება არსებობს და ცნობადობაც საკმაოდ ამაღლდა საზოგადოებაში. ნუ მე ისე მეშინია მგონი საერთოდ ასექსუალი გავხდები, ალბათ აღარასდროს მექნება პირადი ცხოვრება, იმდენად იმოქმედა ფსიქოლოგიურად ჩემზე ამ შიშმა.
* * *
მოკლედ საკუთარ მეუღლესაც არ უნდა ენდო და სანამ ურთიერთობა გექნება, უნდა გადაამოწმო ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს. აი რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში სექსუალური განათლება. ახლახანს ერთ-ერთ ჯგუფში წერდა გოგო, დაქალს აივ ინფექცია აღმოუჩენია და იმდენად გაბოროტებულა, დადიოდა და ყველა ბიჭთან ვისთანაც ხელი მიუწვდებოდა სექსი ჰქონდა. ერთი ადამიანიც რომ დაეინფიცირებინა ის კიდევ სხვა რამდენს დააინფიცირებდა, ხომ წარმოგიდგენიათ. არსებობენ ესეთი ადამიანებიც საქართველოში და ამიტომ უფრო ვრცელდება ეს ვირუსი, ადრე მხოლოდ ინექციქციურ ნარკომანებში, ჰომოსექსუალებში და მეძავებში რომ ჭარბობდა ახლა ნებისმიერი ადამიანისთვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ანტიდოტს რაც შეეხება არაფერი ისმის, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამბობდნენ, 5 წელიწადში გამოიგონებენ ვაქცინასო, რა ვაქცინა რის ვაქცინა, ახლა რაც ეს კორონავირუსი აღმოაჩინეს ვისღა სცალია აივის ვაქცინისთვის. ალბათ ამ ასწლეულში არც გვაქვსვაქცინის შექმნის შანსი.
* * *
QUOTE (Stephen30 @ 11 May 2021, 20:45 )
გამარჯობა,მეგობრებო.ე.ი სავარაუდო დაინფიცირებიდან მალევე,რამდენიმე დღეში მქონდა დაბალი სიცხე,ასევე ღამის ძლიერი ოფლიანობა,ამის შემდეგ სიცხემ კვლავ მომცა რამდენიმე დღეში მალევე. აივზე ვიეჭვე და 21-ე დღეს მივედი ინფექციურში და რეალური დროის პისიარი რაოდენობრივი გავიკეთე აივ-1ზე, პასუხი მომივიდა,რომ ვიყავი არაგანსაზღვრადი,ანუ არ მიფიქსირდებოდა აივი.ამის შემდეგ სიცხე აღარ მქონია,ღამის ოფლიანობა ძილის რამდენჯერმე მქონდა,ამას დაერთო ასევე ხანდახან თავის და სისტემატიური სახსრების ტკივილი,ასევე გამიჩნდა თეთრი ნადები ენაზე.სახსრების ტკივილმა უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო,თავის ტკივილი ნაკლებად,+ ამას მარტივად ვიღლები,როცა მანამდე ეს არ მაწუხებდა,არც სახსრების ტკივილი. ბ და ც ჰეპატიტზე ვიეჭვე და მასზეც გავიკეთე რეალური დროის პისიარი ისევ ინფექციურში ,ეს ხდება დაინფიცირებიდან 50 დღის მერე,ანალოგიური პასუხი მომივიდა,არაგანსაზღვრადი.არც ეს ვირუსები დამიფიქსირდა.ამის შემდეგ პერიოდულად ვიტარებდი აივზე ,ბ-სა და ც-ზე ანტისხეულების ტესტს,არცერთი არ ამომიგდო.უკვე 3 თვის მერე ლიმბახში აივზე კომბი ტესტი გავიკეთე ანტიგენს და ანტისხეულს ერთად რომ აღმოაჩენს,ექიმმა მაგაზე გამაგზავნა ,ჰეპატოლოგმა , კვლავ უარყოფითი იყო.ასევე გავიკეთე ც-სა და ბ-ზე ანტისხეულებზე,კვლავ უარყოფითი ეს ყველაფერი.მაინც ვერ დავმშვიდდი ,ვინაიდან მქონდა და მაქვს საგანგაშო სიმპტომები, უკვე ერთ კვირაში ანუ დაახლოებით დაინფიცირებიდან 100 დღის მერე გავიკეთე ისევ ინფექციურში რეალური დროის პისიარი ,მივდიოდი დარწმუნებული ,რომ უკვე ამოვიდოდა ვირუსი და ისევ არაგანსაზღვრადი ავღმოჩნდი.სიმპტომები ისევ მაქვს,სახსრების ტკივილი,მალე ვიღლები,თეთრი ნადები ენაზე,თვალები მტკივდება,მეწვის ხშირად,რაც ასევე საერთოდ არ მაწუხებდა.ვინც გარკვეული ხართ აივთან მიმართებაში ,შესაძლებელია ,რომ აივ 1-ით ინფიცირებული ვიყო? 2ჯერ შეცდა პისიარი? აღარ ვიცი რა გავაკეთო.დარწმუნებული ვარ,აივით ვარ ინფიცირებული,და არ გამოვრიცხავ ჰეპატიტითაც.რადგან არ ვიცი რას დავუკავშირო ასეთი ტკივილები და მარტივად დაღლა და ა.შ. რას მირჩევთ ,როგორ მოვიქცე? ინფექციურში რომ მივიდე , შემამოწმებენ ისე ,იმ მეთოდებით ,რომლითაც აივ ინფიცირებულებს ამოწმებენ თერაპიის დაწყების წინ? ვგულისხმობ,ბ-ს ,ც-ს ,ჰეპატიტებს და ასევე სხვა სქესობრივად გადამდებ დაავადებებს? თანხის გადახდაზე არ არის პრობლემა,რაც არ უნდა დამიჯდეს გადავიხდი.მეორე კითხვა მექნება,აივ 2 რამდენიდან ხშირია საქართველოში? ეგ ხომ არ მაქვსთქო ზოგჯერ მაგას ვფიქრობ,რადგან აივ 1 არ მიდასტურდება.ძაან დაბნეული ვარ მოკლედ...

მეგობარო, შენ იპოქონდრია გაქვს და ნევროპათოლოგი გჭირდება. რამე რომ გჭირდეს ტესტი აუცილებლად აჩვენებდა. მითუმეტეს სულ სხვადასხვა ლაბორატორიებში თუ იკეთე ანალიზები .. ჯანმრთელობას გისურვებ და არ ინერვიულო აწი.

Posted by: mrbooth 29 Jul 2021, 13:37
მთვარის-ბნელი-მხარე67
მე ადრეც მინერვიულია მსგავს რამეზე. მაშინ ნერვიულობა იქამდე არ გაჩერდა სანამ მეოთხე თაობის ტესტი არ გავიკეთე.

შენც რომ გაიკეთო, უარყოფითი იქნება დარწმუნებული ვარ. ორი ტესტი შემცდარიყო, ჯერ არ ყოფილა.
* * *
მე ყელის ტკივილი რომ მაქვს ეგ მაპანიკებს. აქამდეც სულ წითელი ყელი მქონდა მარა ეხლა სიმპტომს ვამსგავსებ

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 30 Jul 2021, 00:18
mrbooth
კარგი მეგობარო, არ ინერვიულო არაფერი იქნება, აი ნახავ, რომ გაიგებ პასუხს დაწერე აქაც კარგი?. ჯანმრთელობას გისურვებ მთელი ცხოვრება.

Posted by: mrbooth 30 Jul 2021, 14:18
მთვარის-ბნელი-მხარე67
კარგი

Posted by: გველისფერი_გიორგი 30 Jul 2021, 21:23
მთვარის-ბნელი-მხარე67

აივ ინფიცირებული ვარ. ეგ და სხვა სიმპტომებიც მქონდა და მალევე მივხვდი რაც იყო. დროზე ჩავავლე უბრალოდ. რა თქმა უნდა საჭიროა ტესტი და აქ შეყვარებულისგან არც თუ ისე დამაჯერებელი ახსნაც არ შველის. საჭიროა უბრალოდ, რომ გამოირიცხოს.

QUOTE
არადა ჩემი შეყვარებული ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, სიგარეტსაც არ ეწეოდა, ალკოჰოლზე
რომ არაფერი ვთქვა, წონითაც საკმაოდ დიდი იყო

მეც ჯანსაღად ვცხოვრობდი სულ. არაფერი გადამიტანია თითქმის. არც ვეწევი, სმითაც ერთ-ორ ჭიქას იშვიათად თუ დავლევ ან სუფთა ღვინოს სახლში ერთ ჭიქას. ფიზიკურადაც კარგ ფორმაში და მოწესრიგებული... მაგრამ ჰა, შემხვდა მაინც. ვერ შეატყობ ადამიანს.

QUOTE
მირჩევნია მეოთხე სტადიის სიმსივნე მქონდეს და ამით მოვკვდე ხვალვე, ვიდრე აივით ვიცხოვრო მთელი ცხოვრება

ანუ ჯობია რომ სიმსივნით ახლა მოვკვდე ვიდრე ეს ვატარო მთელი ცხოვრება? sleep.gif

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 1 Aug 2021, 01:57
გველისფერი_გიორგი
დაინფიცირებიდან რამდენ ხანში გამოგივლინდა სიმპტომები?

Posted by: გველისფერი_გიორგი 1 Aug 2021, 10:49
მთვარის-ბნელი-მხარე67

ჩემი ვარაუდით დაახლოებით ივლის-აგვისტოში დავინფიცირდი და ოქტომბერში უკვე ცუდად გავხდი. გაუთავებელი სიცხეები, თან 39მდე რომ ადიოდა, გათიშვამდე და ბოდვებამდე რომ მივდიოდი სიცხისგან. ენაზე ნადები, გამონაყარი ტანზე, კუჭ-ნაწლავზე პრობლემა, ღრძილებზე ქსოვილის ლპობა-ნეკროზი დაიწყო, გავხდი, ფერი არ მქონდა სახეზე, საერთო სისუსტე... ცოტა რომ გადამიარა მწვავე სიმპტომებმა, ანალიზი გავიკეთე, დაახლოებით ვხვდებოდი უკვე რაც მჭირდა.

Posted by: mrbooth 1 Aug 2021, 16:29
პისიარი ინფექციურის გარდა სადმე ტარდება?

მრჩეველში ძვირია და სინევოში 14 დღე უნდა პასუხს.
სხვა ვარიანტიც არის?

Posted by: mind_auger 1 Aug 2021, 16:40
დაუცველი სექსით ც-ც შეიძლება გადავიდეს და აივიც???

ანუ პირველ 3-4 კვირაში შეიძლება რომ რაიმე სიმპტომი გამოვლინდეს და მიხვდეს რამეზე ადამიანი?

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 1 Aug 2021, 22:18
გველისფერი_გიორგი
ვაჰ ეგეთი მწვავე სიმპტომები არ მაქვს, რაც მკურნალობა დაიწყე მალევე მოძლიერდი? მადლობა რომ მიპასუხე ❤️❤️

Posted by: გველისფერი_გიორგი 1 Aug 2021, 23:51
მთვარის-ბნელი-მხარე67

QUOTE
ვაჰ ეგეთი მწვავე სიმპტომები არ მაქვს, რაც მკურნალობა დაიწყე მალევე მოძლიერდი? მადლობა რომ მიპასუხე ❤️❤️

არაა აუცილებელი, რომ სიმპტომები იყოს. უსიმპტომოდაც აქვს ბევრს ისე, რომ წლობით ვერ მიმხვდარან.

უზომოდ დასუსტებული არც ვყოფილვარ, უბრალოდ იმდენად ჯანმრთელი ვარ, რომ უჩვეულო იყო ეგეთი სიმპტომები ერთად და ეგრევე ჩავავლე. არ მქონდა ვირუსული დატვირთვა მაღალი და წამლის სმა რომ დავიწყე ერთ თვეში ე.წ. ნულზე ჩამოვიყვანე ვირუსი. შვიდი წელია ასე ვარ.

შენ რამდენი ხნის ინფიცირებული ხარ, ან როდის გაიგე?

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 2 Aug 2021, 01:43
გველისფერი_გიორგი
ინფიცირებული არ ვიცი ვარ თუ არა, სამი თვის მერე გავიკეთე ტესტი და უარყოფითი მიჩვენა, კიდევ ველოდები სამი თვის გასვლს რომ გავიმეორო, უბრალოდ უჩვეულო სიმპტომები მაქვს და მინდა დავაზუსტო, რომ მერე სხვა რამე გამოვიკვლიო რაც შეიძლება იწვევდეს ამ სიმპტომებს.
* * *
გველისფერი_გიორგი
ნულზე თუ გაქვს დაყვანილი, ესეიგი ჯანმრთელი ხარ ფაქტობრივად.

Posted by: გველისფერი_გიორგი 2 Aug 2021, 09:15
მთვარის-ბნელი-მხარე67

QUOTE
ნულზე თუ გაქვს დაყვანილი, ესეიგი ჯანმრთელი ხარ ფაქტობრივად.

ჰო. ნულს ეძახიან პირობითად, როცა ტესტი ვეღარ საზღვრავს აივ-ის რაოდენობას სისხლში, იმდენად ცოტა არის მისი კონცენტრაცია. ჩვეულებრივად ვცხოვრობ და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ოჯახის შექმნაც შეიძლება და შვილის ყოლაც.

Posted by: mrbooth 2 Aug 2021, 11:22
პანიკებში ვარ და ჯირკვლებს ვიმოწმებ. ამოჩემებული მაქვს ლავიწთან. მარჯვენა მხარეს მეჩვენება გადიდებული. როგორც ვნახე, 1.3სმ-ზე დიდი უკვე გადიდებულია და მაგხელა არ იქნება მარა ხშირად ვიმოწმებ და შეიძლება მეჩვენება მაინც.

რამე რომ იყოს, მარტო ერთი ჯირკვალი გადიდდებოდა? ეს ვიზუალურად არ ჩანს, ხელით რომ ვაწვალებ მაშინ ვგრძნობ კისერთან.

ვნახე ინტერნეტში რომ ნერვიულობამ და ხელით ხშირად შეხებამ შეიძლება გააღიზიანოს
* * *
ექიმმა მითხრა ონლაინ კონსულტაციისას რომ ჯირკვლები ასიმეტრიული შეიძლება იყოს და ეგ პრობლემა არაა.
სავარაუდოდ ისევ ნერვებზე ვარ და სიმძიმესაც მაგიტომ ვგრძნობ ლავიწის მარჯვენა მხარეს

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 2 Aug 2021, 16:51
mrbooth
დამშვიდდი და დაელოდე დროის გასვლას, სხვას ვერაფერს იზამ. ადამიანის ფსიქიკა ისეთი რამეა, შეიძლება საერთოდ არაფერი გჭირდეს და ნერვიულობაზე გაგიჩნდეს რაღაც სიმპტომები, ან უბრალოდ მოგეჩვენოს. ლიმფური კვანძები გადიდებული რომ გქონდეს, ხელის შეხების გარეშეც იგრძნობდი.
* * *
mrbooth
შფოთვები გაქვს უბრალოდ. წარმოიდგინე მსოფლიოში მხოლოდ 0.02 ადამიანს აქვს აივ ინფექცია და ძალიან დაბალი შანსია, რომ შენც შეგხვდეს, თუმცა აუცილებელია ტესტის გაკეთებაც, მითუმეტეს თუ დაუცველი სქესობრივი კავშირი გქონდა ისეთ ადამიანთან, ვისაც არც იცნობდი და მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციაც არ გქონდა. ნუ წელიწადში ერთხელ ყველა ადამიანი თუ გაიკეთებს აივის ანალიზს, ბევრად შემცირდება მისი გავრცელების რისკები.
* * *
გველისფერი_გიორგი
როგორია შენი ცხოვრება დიაგნოზის გაგების შემდეგ? ხომ არ დაგვიწყებია ოდესმე წამლის დალევა? მალავ თუ არა ახლობლებთან რომ აივ ინფიცირებული ხარ? სამსახურში ხელი ხომ არ შეუშლია შენს დიაგნოზს? ერთი-ორი სიტყვით რომ გვითხრა, მათაც გამოადგება, ვისაც ახლადგაგებული დიაგნოზი აქვთ.
* * *

გველისფერი_გიორგი
მოდი რადგან ანონიმურია, იმასაც გკითხავ რა სახის სექსუალური კავშირით გადაგედო? ჰეტერო თუ ჰომო?

Posted by: mrbooth 2 Aug 2021, 17:59
მთვარის-ბნელი-მხარე67
მეძავი იყო და ეგ მაშინებს. პრეზერვატივი მქონდა და ოდნავ გაიხა. კვანძები ალბათ ნერვული ამბავია რადგან როცა არ ვფიქრობ, კვანძის ადგილზე სიმძიმეს არ ვგრძნობ.

Posted by: გველისფერი_გიორგი 2 Aug 2021, 20:47
მთვარის-ბნელი-მხარე67

QUOTE
მოდი რადგან ანონიმურია, იმასაც გკითხავ რა სახის სექსუალური კავშირით გადაგედო? ჰეტერო თუ ჰომო?

ჰეტერო. სექსუალური კავშირით იყო თუ არა 100%-ით ეგეც არ ვიცი. მაგრამ ეგ უნდა ყოფილიყო, სხვა სარისკო ქცევებს ვერ ვიხსენებ და იმიტომ. წყაროს მაინც ვერ მივაგენი. მაგრამ იმით ვიეჭვე, რომ იმუნიტეტის პრობლემა იყო რაც დამემართა, ეგრე რამდენიმე სიმპტომი ერთად და იმუნიტეტის გავრცელებული დაავადება ეგ არის. ტესტი როცა ჩავიტარე, სამი ანალიზი გავიკეთე ერთად: ბე და ცე ჰეპატიტებზე და აივზე. დადასტურდა მხოლოდ აივ-ი...

Posted by: Stephen30 3 Aug 2021, 14:05
7 თვის თავზე აივ უარყოფითი ვარ. მეოთხე თაობის ტესტი ჩავიტარე ლიმბახში ანტიგენსა და ანტისხეულებს ერთად რომ ეძებს. წესით აღარ უნდა მქონდეს უკვე სანერვიულო.მარა ხალხის კომენტარები ვნახე აქ, წლების მერე ამოგვივარდა დადებითიო , მანამდე არ მიჩვენებდაო და ეგ მაშინებს,სავარაუდოდ ძველი მესამე თაობის ან უფრო ძველი ტესტები უნდა ჰქონოდა ამ ხალხს გაკეთებული და წესით მაგიტო იყო ეგ პასუხები. იმედია ,მშვიდობა გექნებათ ყველას. ჯანმრთელობას გისურვებთ.

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 3 Aug 2021, 19:52
Stephen30
კი ძველი ტესტები ჰქონდათ გაკეთებული, ახლა მარტივად პოულობენ, უკვე თვე-ნახევრის თავზეც. ჯანმრთელობა გქონოდეთ ყველას.

Posted by: Heinz Doofenshmirtz 6 Aug 2021, 15:53
QUOTE (mind_auger @ 1 Aug 2021, 16:40 )
დაუცველი სექსით ც-ც შეიძლება გადავიდეს და აივიც???

ანუ პირველ 3-4 კვირაში შეიძლება რომ რაიმე სიმპტომი გამოვლინდეს და მიხვდეს რამეზე ადამიანი?

კი. yes.gif

ძირითადად, გაციებისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს პირველ კვირეებში.

Posted by: adjarafun 19 Aug 2021, 13:23
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. უბრალოდ გახსოვდეთ აივი არ კლავს. დრულად გაიტესტეთ და დაიწყეთ მკურნალობა. წლებია ადამიანები ამ ვირუსთან ერთად ისე ვცხოვრობთ არც გვახსოვს.
წარმატებები ყველას

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 22 Aug 2021, 18:30
ვისაც აივი გაქვთ კოვიდი როგორ გადაიტანეთ?

Posted by: გველისფერი_გიორგი 22 Aug 2021, 18:54
მთვარის-ბნელი-მხარე67

QUOTE
როგორია შენი ცხოვრება დიაგნოზის გაგების შემდეგ? ხომ არ დაგვიწყებია ოდესმე წამლის დალევა? მალავ თუ არა ახლობლებთან რომ აივ ინფიცირებული ხარ? სამსახურში ხელი ხომ არ შეუშლია შენს დიაგნოზს? ერთი-ორი სიტყვით რომ გვითხრა, მათაც გამოადგება, ვისაც ახლადგაგებული დიაგნოზი აქვთ.

დიაგნოზის გაგების შემდეგ ცხოვრება? ფსიქოლოგიური ეფექტი სიკვდილის ტოლფასი იყო. ძალიან რთული ფსიქოლოგიური მუშაობა მომიწია საკუთარ თავზე, რომ გამოვსულიყავი მდგომარეობიდან. დააჩქარა ბევრი რამის გააზრება და ასევე იმის გაგება, რომ თურმე იმაზე ძლიერი ვყოფილვარ შინაგანად, ვიდრე მეგონა.
არ ვმალავ ახლობლებთან. ისეთი სიტუაცია მაქვს, რომ ყველას ესმის ეს თემა და მათმა მხარდაჭერამ ძალიან გამაძლიერა.
არც სამსახურში და არც სხვაგან შეუშლია ხელი.

QUOTE
ვისაც აივი გაქვთ კოვიდი როგორ გადაიტანეთ?

მე არ გადამიტანია კოვიდი, ორი დოზით ვიცრები, მაგრამ ჩემს ექიმს როცა ვკითხე, ჩვენ რისკ ჯგუფში არ ვითვლებით და აივ ინფიცირებულებს ვისაც შეხვდათ, ჩვეულებრივად გადაიტანეს, გართულებების გარეშეო.

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 24 Aug 2021, 02:15
კომპანია მოდერნა აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდებს იწყებს. იქნებ საბოლოოდ დაამარცხოს სამყარომ ეს ვერაგი დაავადება. რატომაც არაა? ადრე თუ ჰეპატიტებით კვდებოდნენ ადამიანები და ახლა სრულიად განკურნება შესაძლებელია, იქნებ აივის დამარცხებაც მოვახერხოთ. ეს რამდენიმე დღის ინფორმაციაა, სრულიად ახალი. https://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT05001373?term=mRNA&cond=HIV&draw=2&rank=4

Posted by: mrbooth 25 Aug 2021, 06:37
პისიარი 21ე დღეს გავიკეთე, უარყოფითია პასუხი.

ეხლა შევამჩნიე ეს გამონაყარი მხარზე. აივის გამონაყარი ხომ არაა? 6 თვის წინ მოლუსკები მქონდა და მოვიცილე. ვიცი რომ აივმა შეიძლება მოლუსკები გამოიწვიოს მარა როგორც ვიცი უფრო დიდი რაოდენობით.

შეიძლება ვპანიკობ და არცაა მოლუსკი.
user posted image

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 25 Aug 2021, 11:30
mrbooth
შენ ისევ პანიკაში ხარ? არაა ეგ მოლუსკი, დაანებე შენს სხეულს თავი, მუწუკიც აღარ გამოგივიდეს? ცოცხალი ორგანიზმი ხარ, რობოტი ხომ არა.

Posted by: mrbooth 25 Aug 2021, 12:22
მთვარის-ბნელი-მხარე67
ესენი რომ გამიჩნდა, მაგის მერე დამეწყო ნერვიულობის ახალი რაუნდი smile.gif
რაციონალურად როცა ვაზროვნებ, მაშინ კარგად ვარ.

გაჭედვები მაქვს ხოლმე

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 25 Aug 2021, 13:10
mrbooth
ჰო და სამი თვე რომ გავა კიდევ გაიკეთე ტესტი და ეგ იქნება, დაწყნარდები, თუმცა არც ახლა გაქვს სანერვიულო.

Posted by: Stephen30 25 Aug 2021, 13:58
mrbooth
ვიცი, მარტივი არ არი იყო წყანარად ისეთი რაღაცაა ეს დაავადება.21 დღეს გაკეთებული პისიარი 95-99 პროცენტის რადიუსში გაძლევს ალბათობას ,რომ არ გაქვს აივი.მანდ ერთადერთი ის ვარიანტია,იმდენად ცოტა იყოს ვირუსი ორგანიზმში ,რომ ჯერ არ ჩანდეს ტესტში.რაც ძაან-ძაან იშვიათია.ინფექციურში გაიკეთე ტესტი? ინფექციურში მე პირადად 2ჯერ მაქ გაკეთებული პისიარი.ერთხელ კონტაქტიკადნ 20 დღის მერე და მეორედ გავიკეთე 3 თვის გასვლის მერე.2ვემ აჩვენა აივ უარყოფითი რომ ვიყავი.ბოლო ტესტი 7თვის ტავზე მაქ გაკეთებული ,მეოთხე თაობის ლიმბახში.აივ უარყოფითი ვარ.ინფექციურში მინდა კიდე მივიდე 1 წლის თავზე უკვე მაინც ტავის დაზღვევის მიზნით,მარა ცოტა კი მრცხვენია,მცნობენ უკვე მანდ.ნერვიულობ შენ ეგ პრობლემა გაქ.აივი არ მგონია,რომ გქონდეს.ძაან უბედო უნდა იყო ადამიანი მაგ ტესტმა ვირუსი ვერ გინახოს.თუმცა მეც მაგ დღეში ვარ,ხომ 2 ჯერ მაქ პისიარი გაკეთებული,6ჯერ მაინც მეოთხე თაობის ტესტი,ბოლო 7თვის ტავზე და მაინც შიში შემიპყრობს ხოლმე.ენაზე თეთრი ნადების გამო.

Posted by: mrbooth 26 Aug 2021, 21:35
Stephen30
შენ საერთოდ არ გაქ სანერვიულო.
პისიარი 100,000 უჯრედზეც რომ 1 ვირუსი იყოს, მაინც იპოვის. ტესტებს ეჭვქვეშ არ ვაყენებ, ის გამონაყარი მეგონა მოლუსკი და მაგიტომ შემეშინდა smile.gif ვიყავი დერმატოსკოპიაზე და უბრალო ფოლიკულიტია - ძირითადად ოფლმა იცის.

მაგდენი ტესტის შემდეგ არ გჭირდება პისიარი. ლიმბახის ტესტს აქვს 100%იანი სენსიტიურობა - ანუ რამე რომ გქონდეს, უეჭველად იპოვიდა

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 26 Aug 2021, 21:43
სექტემბრის დასაწყისში 6 თვე გადის, ვფიქრობ მივიდე ლიმბახში პისიარზე, იმიტომ, რომ საგანგაშო სიმპტომები მაქვს. მაგრამ ვერ ვბედავ, ძალიან მეშინია, არ ვიცი რა ვქნა, ვეღარაფერზე ვფიქრობ. ყელის წვას და თეთრ ენას, ვერაფერს ვშველი. ვკითხულობ გუგლში ინფორმაციებს და გულს ვიხეთქავ თან. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აივ ინფიცირებული ვარ.!!
* * *
რომ არ მოვკვდები ვიცი, მაგრამ არ მინდა აივ ინფექციით ცხოვრება, ალბათ არავინ შემიყვარებს და საკუთარ ოჯახის წევრებსაც შევზიზღდები.
* * *
ყიველდღე ღმერთს ვეხვეწები, რომ თუ აივ ინფიცერებული ვარ დღესვე მომკლას, ვიდრე ამით მაცოცხლოს მთელი ცხოვრება. ბოდიში ყველას, ვიცი აქ ბევრია აივ ინფიცირებული, ვიცი ძალიან დიდი ძალის პოვნა მოუხდათ საკუთარ თავში, მაგრამ ბევრი ამას ვერ აკეთებს, ბევრი ასეთი ძლიერი არ არის.
* * *
მე სუსტი, პატარა გოგო ვარ. კარგი განათლებითა და დიდი მომავლით. ცხოვრებაში კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და გული მწყდება, რომ ეს დავიმსახურე. ეს ინფექცია მე ხელს შემიშლის სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. საკუთარი თავი ძლივს ამყავს ხელში, რომ საბოლოოდ არ შევიშალო. ეს ფორუმი ერთადერთია, სადაც გახსნილად ვსაუბრობ ამაზე, მადლობა მოსმენისთვის და ერთი რამ დაიმახსოვრეთ! საკუთარ მეუღლესაც არ ენდოთ, სანამ არ დარწმუნდებით მის ჯანმრთელობაში.

Posted by: Stephen30 27 Aug 2021, 12:25
მთვარის ბნელი მხარე 67
პირველ რიგში უნდა დამშვიდდე.გეტყობა რომ ძაან ნერვიულობ.მეც ძაან დიდი ნერვიულობა მაქვს გამოვლილი,ჯერ-ჯერობით არ მიდასტურდება აივი,ეჭვებში კიდე ვარ,თუმცა როგორც ვკითხულობ უცხოურ საიტებზე და ასევე ქართველი ექიმები და სხვა გათვიცნობიერებული პირები მიხსნიან,გამორიცხული უნდა იყოს აივ ინფიცრებული რომ ვიყო.ბოლო-ბოლო 2ჯერ მაქ პისიარი გაკეთებული.ჩემი რჩევა იქნება ,ეცადე დამშვიდდე ,საღ აზრზე მიდი ინფექციურში და გაიკეთე რაოდენობრივი პისიარი.მანდ ჯობია გაიკეთო,რადგან 1200 ლარი ღირს დაახლოებით ლიმბახში პისიარი,იმფექციურში 310 ლარამდე.თუ საშვალება გაქ 2ვეგან გაიკეთე,დარწმუნებული ვარ,2ვეგან უარყოფითი პასუხი მოგივა და უფრო დამშვიდდები და აღარ იქნები შიშში,მაინც 2 ლაბორატორიის უარყოფითი პასუხი დაგამშვიდებს და არ იფიქრებ ,რომ 2-ვე ცდება.თეთრი ენა მეც მაქვს,მარა აივ-ს არანაირი ტესტი არ მიდასტურებს,მარტო მე და შენ არ გვაქბს თეთრი ნადები,ბევრს აქვს და მათ ძაან დიდ ნაწილს აივი არ აქვს,დაჟე ნაფიქრიც არ აქვთ ,რომ აივი შეიძლება ჰქონდეთ,ბევრი დარწმუნებული ვარ ,სიცილით მოკვდება,რომ უთხრა ,თეთრი ენა რომ გაქვს ,შანსი არსებობს აივი გქონდესო... ყელის ტკივილს რაც შეეხება , ნუ ,აიგივებ ყელის ტკივილს აივთან,შეიძლება სულ სხვა ძაან მარტივი რამე იყოს,ან მეორე კიდევ ზაფხულში ზოგადად ყელის ტკივილი მსუბუქ ფორმებში იცის.კარგად ჩამოყალიბდი,დამშვიდდი და მერე გაიკეთე პისიარი, დაგამშვიდებს.

Posted by: Heinz Doofenshmirtz 27 Aug 2021, 12:34
მთვარის-ბნელი-მხარე67
ყელის წვა 6 თვის განმავლობაში არ გრძელდება, სხვა რამის ბრალი შეიძლება იყოს. აგრეთვე თეთრი ნადები, უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

თუ 6 თვეა გასული (და აივ ინფიცირებული ხარ), ანტისხეულები ყველა ვარიანტში გექნება ორგანიზმში, პისიარის გაკეთებამდე ანტისხეულების სწრაფი ტესტი გაიკეთე თუ გსურს. უფასოა სრულიად, სურვილის შემთხვევაში მომწერე და გეტყვი მისამართს და ა.შ. ჩემს სამსახურში ვაკეთებთ სწრაფ ტესტებს.

Posted by: adjarafun 27 Aug 2021, 17:48
მთვარის-ბნელი-მხარე67
QUOTE
სექტემბრის დასაწყისში 6 თვე გადის, ვფიქრობ მივიდე ლიმბახში პისიარზე, იმიტომ, რომ საგანგაშო სიმპტომები მაქვს. მაგრამ ვერ ვბედავ, ძალიან მეშინია, არ ვიცი რა ვქნა, ვეღარაფერზე ვფიქრობ. ყელის წვას და თეთრ ენას, ვერაფერს ვშველი. ვკითხულობ გუგლში ინფორმაციებს და გულს ვიხეთქავ თან. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აივ ინფიცირებული ვარ.!!
* * *
რომ არ მოვკვდები ვიცი, მაგრამ არ მინდა აივ ინფექციით ცხოვრება, ალბათ არავინ შემიყვარებს და საკუთარ ოჯახის წევრებსაც შევზიზღდები.
* * *
ყიველდღე ღმერთს ვეხვეწები, რომ თუ აივ ინფიცერებული ვარ დღესვე მომკლას, ვიდრე ამით მაცოცხლოს მთელი ცხოვრება. ბოდიში ყველას, ვიცი აქ ბევრია აივ ინფიცირებული, ვიცი ძალიან დიდი ძალის პოვნა მოუხდათ საკუთარ თავში, მაგრამ ბევრი ამას ვერ აკეთებს, ბევრი ასეთი ძლიერი არ არის.
* * *
მე სუსტი, პატარა გოგო ვარ. კარგი განათლებითა და დიდი მომავლით. ცხოვრებაში კარგის მეტი არავისთვის არაფერი გამიკეთებია და გული მწყდება, რომ ეს დავიმსახურე. ეს ინფექცია მე ხელს შემიშლის სამსახურსა და პირად ცხოვრებაში. საკუთარი თავი ძლივს ამყავს ხელში, რომ საბოლოოდ არ შევიშალო. ეს ფორუმი ერთადერთია, სადაც გახსნილად ვსაუბრობ ამაზე, მადლობა მოსმენისთვის და ერთი რამ დაიმახსოვრეთ! საკუთარ მეუღლესაც არ ენდოთ, სანამ არ დარწმუნდებით მის ჯანმრთელობაში.

საგანგაშოა არა ტქვენი სიმპტომები არამედ, ის დამოკიდებულება რაც გაქვთ ამ დაავადების და საკუთარი თავის მიმართ!

ნამდვილად იპოვით ძალას საკუთარ თავში, უბრალოდ რაც მალე უკეთესი!
დიახ თქვენ ისევე იცხოვრებთ აივთან ერთად როგორც მილიონობით ადამიანი, დიახ თქვენ ეყვარებით და თქვენ გეყვარებათ ისევე როგორც აქამდე და იცხოვრებთ სრულიად ჯანმრთელი ცხოვრებით.
ინფიცირებიდან 7 წლის თავზე არც კი მახსოვს აივ სტატუსის შესახებ.
დამიჯერეთ ეს არ იყო ადვილი მაგრამ შესაძლებელია.
ვცხოვრობ ისე როგორც ყველა დანარჩენი, მთავარია დროულად მიხედოთ საკუთარ თავს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Posted by: lasha-17 6 Oct 2021, 12:22
ინფიცირები შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზში შეიძლება ჩანდეს რამე? ასევე მაინტერესებს ინფექციურში ვისაც გაგიკეთEბიათ ანალიზი, რამდენ ხანშია პასუხი და რა ღირს?

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 6 Oct 2021, 12:32
QUOTE (lasha-17 @ 6 Oct 2021, 12:22 )
ინფიცირები შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზში შეიძლება ჩანდეს რამე? ასევე მაინტერესებს ინფექციურში ვისაც გაგიკეთEბიათ ანალიზი, რამდენ ხანშია პასუხი და რა ღირს?

სისხლის საერთო ანალიზში, არაფერი ჩანს. ინფექციურში ანალიზის, პასუხი იმავე დღეს არის.

Posted by: lasha-17 6 Oct 2021, 13:15
მთვარის-ბნელი-მხარე67
მადლობა. თქვენ ჩაიტარეთ ტესტი? როგორ ხართ? smile.gif

* * *
მე მაქვს აუტოიმუნური დაავადება - ჰაშიმოტო და ამის გამო შეიძლება ტესტმა შეცდომით აივზე მომატებული ანტისხეულები აჩვენოს? შეიძლება სისულელეს ვკუთხულობ, ვერ ვერკვევი. იფა ტესტის გაკეთებას ვაპირებ.

Posted by: jorjevanelle 24 Nov 2021, 23:40
მეგობრებო ე.წ. Pep შიდსის ცენტრში გაიცემა?

Posted by: shavi_kheli 25 Nov 2021, 05:56
მთვარის-ბნელი-მხარე67
მოვკვდით ნერვიულობით, როგორ ხარ?

ღმერთო, ღმერთო კარგად იყო, მაგრამ ძალიან საცემი იქნები ზუსტად იმისათვის რომ წინასწარ ასე ნერვიულობ.

Posted by: athcat 11 Dec 2021, 20:43
გამარჯობა
2თვის წინ გავიცანი გოგო
სექსი მქონდა მხოლოდ ერთხელ და ისიც დაცული.არანაირი ორალი არც ჩემი არც მისი მხრიდან.ეხლახანს გავიგე ამ გოგოს აქ ტრიპერი.სექსი გვქონდა დაახლოებით 2კვირის წინ.არანაირი სიმპტომები არ მაქვს რაც წესით ახასიათებს ტრიპერს.ანუ ვერც აგიხსნით ეხლა ისე ვარ.თან მშვიდად ვარ იმიტო რო ერთადერთხელ მქონდა ამ გოგოსთან სექსი ისიც დაცული და ისიც მხოლოდ შეყოფა გამოყოფის ფარგლებში.გავესინჯები მივალ აუცილებლად ამ თვეში მარა მინდა სანამ მივალ ექიმთან საჭირო სიტყვები მოვისმინო აქ კომპეტენტური ხალხისგან.მომენტებში ძაან ვიგრუზები მიუხედავად იმისა რო არანაირი სიმპტომო არ მაქ მაინც ვუშვებ რო შეეიძლება გადამდო.პლიუს ამას ხუიო ზნაეტ იმაზეც მეფიქრება სადაც ტრიპერი აქ რატოა არ შეიძლება შიდცი ქონდეს და მაგაზე რო ვფიქრობ მენძრევა ამ ისედაც გაბახებულ და ქრონიკულად დეპრესიულ გონებაზე.არ ვიცი რავი ვის რისი რჩევა შეგიძლიათ სანამ მივალ ექიმთან.
ზოგადად რამდენ ხანში ვლინდენა გონორეას სიმპტომები.
დავუშვათ და ამ გოგოს უკვე ასე თუ ისე რთულ სტატიაზე აქ ეს დაავადება რამდენად დიდია შანსი რო თუმდაც ამ ერთი დაცული სექსით გადამდებოდა.

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 11 Dec 2021, 20:47
ტრიპერი იგივე გონორეა, ძალიან მარტივად იკურნება თუ დაგიდასტურდა არ ინერვიულო მაგაზე, მითუმეტეს თუ დაცული სექსი გქონდა თან ერთხელ, ნაკლებია შანსი. ერთ თვეში გაიკეთე ნაცხის ანალიზი. წარმატებები და არ ინერვიულო, თუმცა მაინც გადაამოწმე სხვა ინფექციებიც

Posted by: athcat 11 Dec 2021, 20:59
QUOTE (მთვარის-ბნელი-მხარე67 @ 11 Dec 2021, 20:47 )
ტრიპერი იგივე გონორეა, ძალიან მარტივად იკურნება თუ დაგიდასტურდა არ ინერვიულო მაგაზე, მითუმეტეს თუ დაცული სექსი გქონდა თან ერთხელ, ნაკლებია შანსი. ერთ თვეში გაიკეთე ნაცხის ანალიზი. წარმატებები და არ ინერვიულო, თუმცა მაინც გადაამოწმე სხვა ინფექციებიც

მადლობა.გავესინჯები ყველაფეერზე.ყოველთვის თავს ვიცავ მარა ეხლა რაღაცნაირად მურტალი ფიქრები მაწუხებს ვერ მოვისვენებ სანამ არ გავესინჯები.ჩემ თავს პირობა მივეცი რო რაც არ უნდა მოხდეს თუ 100პროცენტით არ ვარ დარწმუნებული რო გოგო სუფთაა 20 პრეზერვატივითაც არ მივეკარები.რამდენი ###ობა დაავადება არსებობს ისე რა ჯანდაბაა ადამიანები ვართ თუ მძღნერის ჭიები

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 12 Dec 2021, 19:01
QUOTE (athcat @ 11 Dec 2021, 20:59 )

სექსმუშაკი ხომ არ იყო? ისე სექსმუშაკები უფრო სუფთები არიან, ხშირად რმოწმებიან ინფექციებზე და სექსიც დაცული აქვთ. აი ამ პატარა გოგოებს ვერ ენდობი იმენა, გინეკოლოგთან რომ ცხოვრებაში არ ყოფილან. აი წარმოიდგინე რა ბომჟ ტიპთან იყო, გონორეა რომ აიკიდა. პრეზერვატივი გიცავს 99%-ით თუ არ გაიხა რა თქმა უნდა, მაგრამ მშვიდად რომ იყო გადაამოწმე მაინც, რაც შეეხება აივ ინფექციას, თითქმის არ არის მაგის შანსი, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც შენ მოყევი.

Posted by: athcat 12 Dec 2021, 22:41
QUOTE (მთვარის-ბნელი-მხარე67 @ 12 Dec 2021, 19:01 )

არა სექს მუშაკი არ იყო,ერთხელ იმიტოგვქონდა სექსი რო არც ისე სახარბიელო იყო მაგ ამბავში :დ დიდი ალბბათობით ამანაც მკმატყუა ასაკი, საერთოდ არვაპირებდი სექს ამასთან კაი მოსაწევებს ჩითავდა დამაგით შემოვიფარგლებოდით მარა 1ხელ გვქონდა მაინც :დ ფსიქოლოგიურად მოქმედებს უკვეჩემზე ესამბავი. 99%ით დარწმუნებული ვარ რო არაფერიმჭირს მარა ეს 1პროცენტიც მოქმედებს ჩემზეძაან ცუდად.არაპროდუქტიულიტიპი ვიჩითები ყველაფერში უკვე.მოკლედ დღედღეზე მივალ და გავესინჯები.სადჯობია ისე რომელ კლინიკაში მივიდე.ერთი ხრენი იქნება ყველგან ალბათ მარა მაინც :დ

Posted by: regorego 4 Jun 2022, 20:11
გამარჯობა,
დაახლოებით 6 წელია აივ ინფიცირებული ვარ,ვმკურნალობ და კარგი ანალიზის პასუხები მაწვს, მოკლედ კარგად ვარ.
შარშან სასქესო ორგანოზე გამიჩნდა წითელი გამონაყარივით და დერმატოლოგმა დამიდგინა წითელი ბრტყელი ლიქენი,დამინიშნა კურიოზინის კრემი. მოკლედ არ მშველის ეს კურიოზინი, ანუ სიწითლე რომ ალაგდება 3-4 დღეში ახლიდან იწყება და რემისია არ მაქვს.
ჩემს ინფექციონისტს ვესაუბრე შიდსის ცენტრში და ეგ ყველას შეიძლება დაემართოსო. მოკლედ რამე საშველი არის ? ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს ჩემზე , ისედაც დეპრესიას ვებრძვი და რამეს ხომ არ მირჩევთ ექიმი თუ ხართ აქ ? მადლობა
p.s ბიჭი ვარ

Posted by: takuniatako 6 Jun 2022, 00:11
პოლონეტს აქებენ ძალიან ვინც შემხვდა იქედან ჩამოსული ყველა კმაყოფილია და რა ვიცი აბა

Posted by: UltraLiberali 6 Jun 2022, 19:36
ტაკუნია ტაკო lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Heinz Doofenshmirtz 26 Jul 2023, 22:42
ამოვწევ ამ თემას მაინც, აივზე, ბ ჰეპატიტზე და სიფილისზე ტესტირება თუ გენდომებათ უფასოდ, შეგიძლიათ მომწეროთ. smile.gif

Posted by: Hokie-D 21 Sep 2023, 21:13
გამარჯობათ ხალხო,
მე 2017 წელს ვპოსტავდი ხოლმე, 2016 წელს მაისის ბოლოს მგონი, აივი დამიდასტურდა, იმ დროს ძალიან სენსიტიური თემა იყო და აქაც ვპოსტავდი ხოლმე

Posted by: მთვარის-ბნელი-მხარე67 5 Nov 2023, 01:38
QUOTE (Hokie-D @ 21 Sep 2023, 21:13 )
გამარჯობათ ხალხო,
მე 2017 წელს ვპოსტავდი ხოლმე, 2016 წელს მაისის ბოლოს მგონი, აივი დამიდასტურდა, იმ დროს ძალიან სენსიტიური თემა იყო და აქაც ვპოსტავდი ხოლმე

გამარჯობა, წაკითხული მაქვს თქვენი პოსტები, როგორ გრძნობთ თავს?

Posted by: platoo 11 Nov 2023, 17:48
გამარჯობათ თუ იცით სავადმყოფოში მოხვედრილ ყველა პაციენტს ამოწმებენ ც

ჰეპატიტზე?

Posted by: Anri221122 6 Dec 2023, 19:22
კი როგორც ვიცი ყველას ამოწმებენ

Posted by: VAIVAI 17 Feb 2024, 16:36
მოგესალმებით,
2017 წლის ივლისში მქონდა სექსი მეძავთან, გაიხა პრეზერვატივი.

2 თვეში გავიკეთე სინევოში IFA, იმუნოფერმენტული ანალიზი.

2019 წლის სექტემბერში დაავადების დაავადების ეროვნულ ცენტრში გავიკეთე ტესტი იმუნოქრომატული.

გუშინ ისევ სინევოში გავიკეთე იმუნოფერმენტული.

მადლობა ღმერთს ყველა უარყოფითი...

რა მაწუხებს ეხლა-დაახლოებით მაის-ივნისიდან მოვიკელი დაახლოებით 8 კილო, ისე რომ შარვლის ზომამ 2 ნომრით ჩამოიწია.
ზაფხულში მომიწია ანტიბიოტიკების მიღება.
მერე წნევები მქონდა მაგ ფონზე,
ნოიფენზე და ლორაფენზე ვიყავი დასაწყნარებლად, ნუ მეორეს ეხლაც ვსვამ, კიდევ სხვა წამლებიც.
ბოლო კვირა დღეს რაღაცა შემეყარა, თვალებს ზემოთ ტკივილი მქონდა და სისველე ყელში მიდიოდა, ცოტა წითელი მაქვს ყელი და ენაც ნადებიანი, მგრძნობელიბა შეცვლილივით.
კუჭ-ნაწლავში პრობლემები, ნაღველის მხარე მტკივა და უკან ზურგი-მარჯვენა მხარეს იგრძნობა, ცოტა ნაომარი ნაღველიაო მარა ეგ არაფერიო.

ხდება ხოლმე ამოქარვება, როცა კუჭის წვენი ამოდის, წვივების ზემო ნაწილი, მუხლის უკან ზუსტად გუშინ მეტკინა, ლიმფურები მომხვდა მაქ ხელში.

ბოლო კვირაში უმადობას, პერიოდულ სისუსტეს ვუჩივი, წყალს ისედაც ცოტას ვსვამდი და ეხლა საერთოდ...
რას ფიქრობთ, მაქვს საშიშროება თემის მიმართულებით?

Posted by: blue_velvet 20 Feb 2024, 23:26
უპრეზერვატიბო ორალური სექსით (2 სხვადასხვა ადამიანთან) რისი შანსები მაქვს რომ მქონდეს? რაზე გავესინჯო მირციეთ რა. მამაკაცი ვარ.

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 20:25
დაახლოებით რამდენი პროცენტია აივ ინფექციის აკიდების შანსი დაუცველი ორალური სქესობრივი კავშირისას? თანაბარია ეგ შანსები ქალის და კაცის შემთხვევაში თუ განსხვავებული?

Posted by: ShaqroPapa 27 Feb 2024, 03:18
რა შანსია რომ დაცული ორალური სექსით გადავიდეს ვირუსი? ანუ ქალიდან კაცზე?

Posted by: მიქაელ 3 Apr 2024, 20:48
*Irresistible*

QUOTE
დაახლოებით რამდენი პროცენტია აივ ინფექციის აკიდების შანსი დაუცველი ორალური სქესობრივი კავშირისას? თანაბარია ეგ შანსები ქალის და კაცის შემთხვევაში თუ განსხვავებული?

ShaqroPapa

QUOTE
რა შანსია რომ დაცული ორალური სექსით გადავიდეს ვირუსი? ანუ ქალიდან კაცზე?

ორალური სექსით შეიძლება აივ ინფექცია გადავიდეს, მაგრამ გაცილებით ნაკლებია შანსი, ვიდრე ვაგინალური ან ანალური დაუცველი სექსის შემთხვევაში. ქალისა და მამაკაცის ინფიცირების შესაძლებლობა თანაბარი არ არის, ზოგადად ქალს (მიმღებს, პასიურ როლში მყოფს) უფრო შეიძლება გადაედოს.

blue_velvet

QUOTE
უპრეზერვატიბო ორალური სექსით (2 სხვადასხვა ადამიანთან) რისი შანსები მაქვს რომ მქონდეს? რაზე გავესინჯო მირციეთ რა. მამაკაცი ვარ.

გაესინჯე აივ ინფექციაზე, ბე და ცე ჰეპატიტებზე. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებზეც შემოწმებაა საჭირო.

VAIVAI

QUOTE
რას ფიქრობთ, მაქვს საშიშროება თემის მიმართულებით?

ზოგი სიმპტომი შეესაბამება იავ ინფექციის ნიშნებს, მაგრამ მხოლოდ ამით დასკვნას ვერ გამოიტან. და თან 2017 წლის სქესობრივი აქტი არაფერ შუაში იქნება. მაგრამ შეიძლება რაიმე სხვა ვირუსი ან ინფექციაა სხვა სქესობრივი კონტაქტის გამო. ჩაიტარე ტესტი, ასე მსჯელობით ვერ გაიგებ.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)