forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (100) « პირველი ... 98 99 [100]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ხერხემლის პრობლემები, საერთო თემა., ნაწილი II
mirzazrim
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1303
წევრი No.: 188897
რეგისტრ.: 16-July 14

გამოგზავნილია: 4 Nov 2017, 13:37  #51615022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან შემეცოდა ეს ბიჭი. აცხოვნოს უფალმა.
pilo772
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11814
წევრი No.: 76915
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 4 Nov 2017, 14:17  #51615164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Solveig
QUOTE
ეგ კომისია ბუჩქებში ვერ იქნება ჩასაფრებული მუდმივად იმის სათვალთვალოდ-ვიღაცას ოპ.-ს უკეთებენ, კბილს უბჟენენ, თუ ნაღველმდენს უნიშნავენ

მე გარდაცვლილებე დავწერე. კბილის ბჟენი რა შუაშია? ბიძაჩემს ოპერაცია გაუკეთეს 12 გოჯაზე, პოსტ ოპერაციულში დაიკიდეს სერიოზულად, გაეხსნა შიდა ჭრილობა და შინაგანი სისხლდენით დაიცალა სისხლისგან. ის ექიმი დღესაც ექიმია, კაციშვილმა არ მიხედა, ოჯახმა იჩივლა, ექსპერტიზა მოითხოვა, სამხარაულმა რა დაწერა დღემდე არ იციან, რატომღაც არ მისცეს ამათ. 50 დღე უთხრეს და აგერ ესესაა წლისთვი ექნებათ. და ეს საგარეჯოს ექიმზეა ლაპარაკი. იმენნა მიჩქმალეს.
QUOTE
კომისია პოსტ ფაქტუმ ჩაერთვება, თუ რაღაც შეუსაბამობაზე გაჩნდა ეჭვი...

აბა ამ ბიჭზე თუ გავიგებთ ჩაერთვებიან თუ არა და დასჯიან თუ არა ვინმეს?
ფაქტია ბიძაჩემის შემთხვევაში საქმე ჩაიფარცხა და კაციშვილმა არ აგო პასუხი.
QUOTE
პროკურატურას რაც შეეხება-ეგ მაშინ ერთვება, როცა კომისია დაადგენს, რომ ექიმის საქმიანობა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

ანუ არასოდეს!
იმიტომ რომ მაგ კომისიაში ექიმები ზიან, არ მიწყინო შენც ექიმი ხარ, მაგრამ გამოთქმაა ასეთი ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო. ეგ კომისია არ დაადგენს არასოდეს რომ ესა თუ ის ექიმი დამნაშავეა რამე უსერიოზულესი თუ არ ჩაიდინა ან ვინმე ბობოლა ადამიანის ნათესავი არ მოკლა. შედეგებს კი ვხედავთ.
ბევრი მომისმენია მე აგრეთვე ექიმის ჩადენილი დანაშაული მაგ კომისიას რომ გაუპრავებია და მუნდირი დაუცვიათ.
ამიტომაც ვთქვი. პროკურატურაში უნდა იყოს განყოფილება, რომელიც მთავარ პროკურორს დაექვემდებარება და კანონების ფარგლებში იმუშავებს და არა რაღაც სამედიცინო კომისია რომელიც მაქსიმალურად შეეცდება ჩაფარცხოს საქმე.
QUOTE
შენ რასაც ამბობ, ფარმ. ფირმებზე, ეგ უკვე თემას აღარ ეხება, მაგრამ, მაინც გეტყვი, რომ კანონით აკრძალულია და ებრძვიან. მაგრამ, ხან ხერხდება მაგის თავიდან აცილება, ხან-ვერა,....

ეჰ სამწუხაროდ 90% ვერა
ისე კი აი ავიღოთ ეს თემაც. ხერხემლის პრობლემები. ჩვენი ძირითადი პრობლემა სწორედ არასწორი ცხოვრების წესია, ვინმე შემეკამათოს მარტო არაო. 100 ადამიანიდან 90 თუ არა 87 მაინც სწორედ ასე ავადდება, არასწორი ცხოვრების წესით. რის გამოც უყალიბდებათ მიოფასციალური სინდრომი, რომლის შესახებ ჩვენს სამედიცინო წრეებში თურმე არანაირი ინფორმაცია არაა, დაახლოებით 10 მდე ექიმს დაველაპარაკე ამ თემაზე და ყველა გაკვირვებული მიყურებდა ეგ რაღა არიო.
ელემენტარული სტატისტიკის დაწერაა საჭირო, 100 ხერხემალზე ნაოპერაციებელი ადამიანიდან რამდენს აქვს კარგი შედეგი რომ ის სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა და რამდენს არ უშველა. ელემენტარულია...
ამ შედეგებით გასაგები გახდებოდა ღირს თუ არა საერთოდ ოპერაციის თემის განვითარება? მაგრამ როგორც მივხვდი საქართველოში საერთოდ არ მიმდინარეობს ასეთი სახის სტატისტიკა, მე პირადად, აქ მყოფების გარდა კიდევ 7 ადამიანი ვიცი რომლებსაც ოპერაცია აქვთ გაკეთებული ამ განხრით. აბსოლუტურად ყველა უკმაყოფილოა, ეს შემთხვევით მოხდა და მარტო მე შემხვდნენ? რა დავაშავე ასეთი?
ან მეორედ ემართებათ ყველას ეს დაავადება, ან კიდე თავიდანვე 0 შედეგი, ხერხემალი გაუჭრეს, ნაწილი აოუხერხეს, დააზიანეს, ისე რომ სამუდამოდ 5 კილოიან ლიმიტში ჩასვეს და წახრა სამუდამოდ აუკრძალეს, ამ დროს რისთვისაც ექიმთან მივიდნენ, რაც ტკიოდათ, ისევ ისე ტკივათ. იგივე თემებით. ამ დროს უკოშმარუელესი პოსტოპერაციულები აქვთ ზოგიერთს გადატანილი. ფაქტია რომ ოპერაცია არ შველის უდიდეს ნაწილს. ესეიგი საჭიროა რომ ვიღაცამ უბრალოდ აკრძალოს ხალხის სამუდამოდ დაინვალიდება. მაგრამ ვინმე აკეთებებს? არავინ.
ერთმა ექიმმა მითხრა, ჩვენო რაც ვიცით გვყფნისო, არავინ აღარ ატარებს აქ ექსპერიმენტებს რომ ახალი მეთოდები დაინერგოსო.
ხო და ხალხირო ხედავს რომ არ შველის მაგათი "მკურნალობა" ამიტომაც ალტერნატიულ გზას ეძებენ, ვარჯიშებიდან დაწყებული ვიღაც მართლა ექიმმბაშ მჩხიბავებიტ დასრულებული, რომლებიც იასნად არ უშველით. ხალი მეთოდები უნდა დამუშავდეს აშკარაა. მაგრამ კომფორტშია მედიცინა, პურის ფულს შოულობენ


--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
NikoloZoid
ბენზინი დაგასხათ?


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6737
წევრი No.: 103538
რეგისტრ.: 28-October 09

გამოგზავნილია: 4 Nov 2017, 15:15  #51615378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისაც აინტერესებდა სად გაიკეთა და ვისთან... მისი დის დაწერილია

ვაკოპირებ
QUOTE

გულმკერდის 9-10 მალებს შორის პირველად ამოვარდნილმა დისკმა გამოიწვია თიაქარი,რომელიც უმტკივნეულიდ განვითარდა და ვერ გავიგეთ
ის თიაქარი დროთა განმავლიბაში ძვლივან წანაზარდად გადაიქცა და უკვე მეორედ ამივარდნამ დაუზუანა ზურგის ტვინი
რამაც წელსქვევით მოწყვეტა გამოიწვია
ოპერაცია ინგოროყვაში გაუკეთდა,თავად შოთა ინგოროყვამ გააკეთა ოპერაცია
მანამდე სანამ იქ გადავიყვანდით გამოკვლევები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდა და რაგდან ერთ ერთი აპარატის არ ქინის გამო
მოგვიწია ინგოროყვაში გადაყვანა სადაც სასწრაფიდ ჩაუტარდა ოპერაცია რადგან შეშუპება იყო დაწყილი
ოპერაცია კი გაუკეთდა მაგრამ სახლში რომ მოვიყვანეთ საწოლში გადატვანისას ჩაგვაკვდა ხელში ტრომბით



--------------------
Your mom should have swallowed you
MmSs
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 894
წევრი No.: 228483
რეგისტრ.: 27-January 17

გამოგზავნილია: 4 Nov 2017, 21:28  #51616947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (NikoloZoid @ 4 Nov 2017, 15:15 )
ვისაც აინტერესებდა სად გაიკეთა და ვისთან... მისი დის დაწერილია

ვაკოპირებ
QUOTE

გულმკერდის 9-10 მალებს შორის პირველად ამოვარდნილმა დისკმა გამოიწვია თიაქარი,რომელიც უმტკივნეულიდ განვითარდა და ვერ გავიგეთ
ის თიაქარი დროთა განმავლიბაში ძვლივან წანაზარდად გადაიქცა და უკვე მეორედ ამივარდნამ დაუზუანა ზურგის ტვინი
რამაც წელსქვევით მოწყვეტა გამოიწვია
ოპერაცია ინგოროყვაში გაუკეთდა,თავად შოთა ინგოროყვამ გააკეთა ოპერაცია
მანამდე სანამ იქ გადავიყვანდით გამოკვლევები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდა და რაგდან ერთ ერთი აპარატის არ ქინის გამო
მოგვიწია ინგოროყვაში გადაყვანა სადაც სასწრაფიდ ჩაუტარდა ოპერაცია რადგან შეშუპება იყო დაწყილი
ოპერაცია კი გაუკეთდა მაგრამ სახლში რომ მოვიყვანეთ საწოლში გადატვანისას ჩაგვაკვდა ხელში ტრომბით

cry.gif cry.gif
ძალიან,ძალიან მეწყინა,ეს ორი დღეა შოკში ვარsad.gif


--------------------
"არ უნდა მიანიჭო ადამიანებს,იმაზე მეტი ღირსებები რაც არ დაუმახურებიათ,თორემ თვითონვე დაგიმტკიცებენ,რომ სასტიკი შეცდომა დაუშვი!"
dato_dato
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8746
წევრი No.: 58751
რეგისტრ.: 17-April 08

გამოგზავნილია: 5 Nov 2017, 21:02  #51621735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

ეხლა მარჯვენაც გამიჩერდა
ექიმს ვერ ვუკავშირდეცბი გათისული აქვს ტელ
ესე უნდა ექნნა?
ან წინასწარ მაინც ეთქვა თუ ესეთი რამე იცის ამ წამალმა

QUOTE

გუშინ გამიკეთეს, დღეს გამკრა თითქოს..არ გავს ეს ოპერაციას.. გუშინ ოპერაცია გაკეთებული კაცი მეორე დღესვე სახლში არ იქნებოდა და სასწრაფოს მითუმეტეს არ დაუძახებდა...ისევ თავის ექიმს დაურეკავდა ან თუ სასწრაფოს დაუძახედბა ისევ კლინიკაში გადაიყვანდნენ..

დავიჯერო აზრი ვერ გამომაქვს??? ეს მისი მოწერილი პოსტებია... ვერ ვინელებ....


--------------------
”შეგიძლია მოატყუო რამოდენიმე ადამიანი
რამოდენიმე დღით და არა სუყველა მუდმივად”
Solveig
ensom


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 59325
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 5 Nov 2017, 21:40  #51621958      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
dato_dato
იმ წამალს ალბათ ტკივილების გამო იკეთებდა.
მისი დის ნაწერიც ადასტურებს.

pilo772
პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ ბიძაშენის ამბავს და გისურვებთ, რომ გეპოვოთ სამართალი.
QUOTE
მე გარდაცვლილებე დავწერე. კბილის ბჟენი რა შუაშია? ბ

კბილის დაბჟენის დროსაც კვდებიან და იმ შუაშია... ბანალური მიზეზის-გამაყუჩებელზე ალერგიის გამო..

QUOTE
იმიტომ რომ მაგ კომისიაში ექიმები ზიან, არ მიწყინო შენც ექიმი ხარ, მაგრამ გამოთქმაა ასეთი ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო. ეგ კომისია არ დაადგენს არასოდეს რომ ესა თუ ის ექიმი დამნაშავეა

QUOTE
პროკურატურაში უნდა იყოს განყოფილება, რომელიც მთავარ პროკურორს დაექვემდებარება და კანონების ფარგლებში იმუშავებს და არა რაღაც სამედიცინო კომისია რომელიც მაქსიმალურად შეეცდება ჩაფარცხოს საქმე.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, ვისაც გადაეცემა საქმე გამოსარკვევად, პაციენტის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალების ან ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, არ ემორჩილება ჯანდაცვას. ემორჩილება იუსტიციის სამინისტროს , ხოლო საქმეს კი შსს იძიებს. ექიმებით არის დაკომპლექტებული, აბა, პაციენტის გარდაცვალების მიზეზებს იურისტი და ეკონომისტი ვერ დაადგენს. ვიღაც ექსპერტი თუ თავზე ხელს აიღებს და ძველი ნაცნობობის ან ქრთამის ხათრით ყალბ დასკვნას დაწერს, მაგაზე ცალკე მუხლია სსკ-ში.

შენ ამბობ, რომ ექიმის დანაშაული არ ისჯებაო. მე კი პასუხობ, რომ ქვეყანაში არსებობს შესაბამისი საკანომდებლო ბაზაც და შესაბამისი სამსახურებიც, რომლებიც განიხილავენ ეგეტ შემთხვევებს და ზოგჯერ სჯიან კიდეც. აბა, ვიღაცებს ლიცენზიები რატომ უჩერდებათ, ან რატომ ასამართლებენ? ამასწინათ გაასამართლეს ერთი ანესთეზიოლოგი, რომლის არაკომპეტენტურობის გამო დაიღუპა პაციენტი. http://liberali.ge/news/view/31752/patsien...ghkveta-miesaja
ახლა, რატომ არ ხდება ეგ ყოველთვის-ამას ვერ გეტყვი. რეგიონებში რომ უფრო ცუდი მდგომარეობა იქნება მაგ მხრივ, მაგაშიც არ მეპარება ეჭვი, სამწუხაროდ.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენში ექიმების მიმართ ნდობა არ არსებობს (და ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს). მერე მეორე- სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი ფაქტების გაშუქებაში ხშირად ერთვება სრულიად არაკომპეტენტური ხალხი, რომელიც ცეცხლზე ნავთს ასხამს და უარესად ამწვავებს პრობლემას, აქეზებს ისედაც გაუბედურებულ ჭირისუფალს.. ექიმი და მედპერსონალი ყოველთვის არაა პაციენტის გარდაცვალებაში დამნაშავე (რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს გარდაცვალების ფაქტი, მაგალითად, როცა ახალგაზრდა, ცოტა ხნით ადრე საღსალამათი ადამიანი იღუპება, ამას საზოგადოება უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე ხანდაზმული, ან დიდი ხნის განმავლობაში ლოგინად ჩავარდნილი ადამიანის გარდაცვალებას), მაგრამ მაგის გამორკვევა იმ ორგანოების კომპეტენციაა, რაც ზემოთ აღვწერე..

პ.ს. მე არ ვარ ექიმი და მეტიც, გარკვეული ხნის განმავლობაში სწორედ იმ ხალხთან მიწევდა პროფესიული შეხება, ვინც სხვა ყველაფერთან ერთად, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პაციენტების საქმეებსაც იკვლევდა.


მე მგონი, აჯობებს, რომ ამ სამწუხარო ამბით დავხუროთ ეს თემა და ახალი გავხსნათ. ...



--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")

Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) « პირველი ... 98 99 [100]  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0448 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]