არაყი უნივერსალური პროდუქტია. დამზადებისა და მოხმარების იოლი წესის გამო, ის ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და სხვადასხვა სავაჭრო მარკით იწარმოება. შესაბამისად, ისინი განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით, ნედლეულით, რისგანაც მზადდება, ტექნოლოგიის თავისებურებითა და დამატებებით, რაც აუმჯობესებს არომატსა და გემოს. თუ რუსული არყის ეტალონად 40-გრადუსიანი, ნეიტრალური გემოს მქონე, უფერული სითხე ითვლება, პოლონეთში და სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყანაში, არყად ერთმანეთისგან განსხვავებული ბევრი სასმელი ითვლება. იმ ქვეყნებს შორის, სადაც არაყს ხდიან, უდავო ლიდერად პოლონეთი ითვლება. დღეისათვის არაყი, როგორც მაღალალკოჰოლური სასმელი ბევრ ქვეყანაში იწარმოება, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში, კანადაში, ისრაელში, ჩინეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, შოტლანდიასა და ა.შ
შვედური არაყისკანდინავიის ქვეყნებში არყის გამოხდის უძველესი ტრადიცია არსებობს, სადაც მაღალალკოჰოლიანი სასმელების ექსკლუზიური რეცეპტები არსებობს. შვედეთში პირველი წერილობითი ცნობა სპირტიანი სასმელების წარმოების შესახებ, 1498 წელს მიეკუთვნება, როცა ვინმე კორტ კრასკედრეგერს უფლება მიეცა, დისტილაციით დაკავებულიყო. სანაცვლოდ, მას მთავრობისთვის დენთის საწარმოებლად სპირტი უნდა მიეწოდებინა. შვედური არყის ყველაზე ცნობილ სორტად, უდავოდ, აბსოლუტი ითვლება. ეს არაყი 1879 წელს ლარს ოლსონი სმიტის მიერ შეიქმნა. მისი სრული სახელწოდებაა Absolut Rent Branvin, რაც ითარგმნება, როგორც „აბსოლუტურად სუფთა სპირტიანი სასმელი“. არყის შემქმნელმა მთელი ცხოვრება თავისი „პირმშოსთვის“ ბრძოლას შესწირა. მთავრობა ამაოდ ცდილობდა მომგებიანი წარმოების ნაციონალიზაციას, ხოლო ლარ ოლისონ სმიტი ერთი კუნძულიდან მეორეზე გადადიოდა, რათა მათგან თავი დაეღწია. 1913 წელს ის სიღარიბეში გარდაიცვალა. მისი საქმე ვაჟიშვილმა გააგრძელა, მაგრამ 1917 წელს საწარმოს ნაციონალიზაცია განხორციელდა. სახელმწიფო მონოპოლია „ვინ ენდ სპირიტ“, რომელიც სასმელის 100 წლის იუბილეს აღნიშვნისათვის ემზადებოდა, გადაწყვიტა მისი პრესტიჟულობისთვის გაესვა ხაზი. ამისთვის შეიქმნა ახალი ფორმის ბოთლი სპეციალური მინისგან, რომელზეც არყის გამომგონებლის გამოსახულებიანი მედალიონი განათავსეს. ახლა ამ არაყს შვედეთის სამხრეთით, ახუსის ქარხანაში ასხამენ. კლასიკური არყის აბსოლუტის პარალელურად, არსებობს სასმელის არომატიზირებული ვარიანტები აბსოლუტ ციტრონი, აბსოლუტ პეპე და აბსოლუტ კლურანტი.
ფინური არაყიდიდი ხნის მანძილზე ფინეთში მხოლოდ ერთი მარკის არაყი კოსკენკორვა (Koskenkorva) არსებობდა, რომელიც ბაზარზე 1952 წელს გაჩნდა. მისი სხვადასხვა ვერსიები 40, 50 და 60 გრადუსიანია, გარდა ამისა, არსებობს არომატიზირებული ვარიანტები, რომლებიც 15-დან 21%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. 1970 წელს ფინეთში შეიქმნა ახალი მარკის არაყი სახელწოდებით-Finlandia. ეტიკეტზე გამოსახული თეთრი ირმები ფინური ლეგენდის ილუსტრაციაა. ზამთრის გრძელ ღამეს მოჯადოებული ლამაზი გოგონა ირმად გადაიქცა, ბევრი მონადირე ცდილობდა შეეპყრო ულამაზესი თეთრი ირემი, მათ შორის გოგონას სატრფო. ერთხელ ჭაბუკი დაიჭრა და მისმა სისხლმა ჯადო მოხსნა. ფინელები ამტკიცებენ, რომ თუ ერთდროულად ნახავ მზეს, მთვარესა და თეთრ ირემს, ყველა სურვილი აგიხდება. 1994 წელს ბაზარზე უკვე გამოჩნდა Finlandia, არომატიზირებული ანანასითა და შტოშით. ამდენად, ფინეთი იმპორტიორიდან სპირტიანი სასმელების ექსპორტიორად იქცა.
გერმანული არაყიწარმოებული არყების მარკების მიხედვით, გერმანიას ევროპასა და მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს. ქვეყანაში დაახლოებით, 6000 სხვადასხვა სახეობის არაყი მზადდება, მათ შორის: მოსკვიჩი, ნიკოლაი, პრეზიდენტი, ალექსანდრე I, პეტროვი, სტოლიჩნი, გერმანია, პუშკინი და ა.შ. ბევრი მათგანი მაღალი ხარისხისაა. 1921 წელს, პეტერბურგელი მეწარმის, გვარად გორბაჩევის ოჯახი ბერლინში დასახლდა. 1960 წელს ფაბრიკული მარკა „გორბაჩევი“ სხვა ფირმის საკუთრება გახდა. ახლა ამ ტიპის არაყი გერმანული ბაზრის 40%-ს იკავებს. არაყი საკმაოდ სუფთაა და იწარმოება 17,5; 40; 50 და 60% სპირტის შემცველობით.
არყის ასევე ცნობილი მარკაა რასპუტინი (Rasputin), შექმნილი ჯერ კიდევ 1738 წელს. ახლა ფირმა „დეტლეფსენი“ სხვადასხვა ვარიანტის არაყს ასხამს, ესენია: მეჯიქ (Magic), პრესტიჟი (Prestige), რასპუტინი ლიმნისა და შტოტის არომატით. გერმანიაში ალკოჰოლიანი სასმელების ყველაზე ცნობილი მწარმოებელია SPS, რომელიც ცნობილია არყებით რომანოვი, იმპერიალი, ტროიკა, კუტუზოვი.
ამერიკული არაყიამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით არაყი იწარმოება, თუმცა ბევრ ქვეყანას ასორტიმენტით ჩამოუვარდება. განსაკუთრებით პოპულარულია მარკები-სმირნოფფ, სმირნოფ სილვერ, ვაიტ იგლ, ბლეკ იგლ და ვოლფშმიდტი.
არაყს სმირნოფფ აწარმოებს ფირმა „ჰიუბლაინი“, რომელმაც 1939 წელს ეს საქმიანობა რუსი ემიგრანტის რუდოლფ კუნეტისგან გამოისყიდა, ხოლო მან, თავის მხრივ, ეს საქმიანობა ვლადიმირ სმირნოვისგან 1933 წელს გამოისყიდა. დღეისათვის 15 მილიონი სმირნოფფის ყუთი იყიდება, პოპულარობით, მთელს მსოფლიოში, სპირტიან სასმელებს შორის ის ბაკარდის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
ჰოლანდიური არაყიარყის ჰოლანდიურ მარკებს შორის ცნობილია ივან გროზნი, ჰოლანდია და ა.შ. ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ გრონინგეიმში მდებარეობს ფირმა „ჰირჰოუდი“, რომელიც 1888 წლიდან არსებობს. ის ამზადებს ფეტვის არაყს სახელწოდებით როიალტი (Royalty), რომელიც ცისფერ ბოთლებში ისხმევა. თითოეულ ბოთლზე სამეფო კარის ნიშანია გამოსახული, რადგან ფირმა მისი უდიდებულესობის, დედოფალ ბიატრისის მიმწოდებელია.
მეორე ჰოლანდიური არაყია ესას (Ursus), რომელსაც ფირმა „დე ჰურნ“ აწარმოებს. აღნიშნული არყის რეცეპტი მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიგონეს. ლიმნისა და შავი მოცვისგან ამზადებენ მის არომატიზირებულ ვარიანტებსაც.
დანიური არაყიდანია მარცვლოვან არაყს დანსკას (Danzka) აწარმოებს, რომელიც ალუმინის ჭურჭელში ისხმევა. ის იწარმოება წითელი (40%) და ლურჯი ფერის ეტიკეტით, რომელთაგან ეს უკანასკნელი, 50% სპირტს შეიცავს. მზადდება ასევე არომატიზირებული ვარიანტები: ლიმნისა და შავი მოცვისაგან.
ინგლისური არაყიყველაზე ცნობილ ინგლისურ არყად კოსააკი (Cossack), სელეკტ (Select), ვერჯინი (Virgin), ბორზოი (Borzoi) ითვლება. მათი ხარისხი საშუალოა, ამიტომაც ჩამოთვლილ არყებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არც კი იცნობენ.
იტალიური არაყიიტალიაში არყის მწარმოებელ ფირმებს შორის პოპულარულია ფირმა „სტოკ“, რომელიც ტრიესტში მდებარეობს და აწარმოებს არაყს კეგლევიჩი (Keglevich).
ეს უკანასკნელი იწარმოება ლიმნის, ატმისა და ნესვის არომატით. არაყი საკმაოდ ტკბილია. იტალიაში ასევე პოპულარობით სარგებლობს ერისტოვ ვოდკა (Eristow wodka).
ბელგიური არაყიბელგიურ არყებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩევა ასლანოვი. მისი რეცეპტი გამოგონილ იქნა ქალაქ როსტოვში მიხეილ და ნინა ასლანიანების მიერ. ოქტომბრის რევოლუციის დროს რუსეთიდან წასულმა ემიგრანტებმა ბრიუსელში არყის გამოსახდელი საწარმო დააარსეს. 70-იან წლებში ბალტიურმა ფირმამ „ბრიუგემანი“ მისი რეცეპტი და სავაჭრო ნიშანი შეიძინა.
არყის გამოხდის ტრადიციები საქართველოშიარყის გამოხდის ტრადიციები საქართველოში საუკუნეების მანძილზე არსებობდა, მაგრამ მას უფრო სათრობად კი არა სამკურნალო - პროფილაქტიკური მიზნით იყენებდნენ.
,,არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს ან დაკარგულია, ანდა თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის". (ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი)
საინტერესოდ ახასიათებს არაყის წარმოების ქართულ ტრადიციებს ეთნოგრაფი ვალერი ზაზაშვილი:
"როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად მაღალგრადუსიან, მალეთრობად არაყს ამზადებენ. ამის მიზეზი სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი ქართველების მიკროეთნიკური ბუნებაცაა. დიდი ემოციური მუხტით აღსავსე მეგრელი, გურული ან იმერელი, უბრალოდ არ დაელოდება იმას, სანამ ერთნახადი "რახი", ანდა მთიულური "ჟიპიტაური" შეათრობს. სწორედ ამიტომაცაა, რომ იგივე კახური სუფრისაგან განსხვავებით, დასავლეთ საქართველოში, საზეიმო ან თუნდაც სამგლოვიარო სუფრები უფრო ნაკლებ ხანს გრძელდება. მიკროეთნიკური ხასიათების მრავალფეროვნება ნებისმიერ ქვეყანას ალამაზებს და გამონაკლისი არც საქართველოა. კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორიცაა ბუნებით კახელი გლეხი. ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე "დინჯია", როგორც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო "თავიდანვე არ დაუჭირე" ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტკინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაზე და განსაკუთრებულობაზე მეტყველებს"
1.2. ნედლეული და გამოხდის ტექნოლოგიები
ეთნოგრაფიულ მასალებში ძირითადად შემდეგი ნედლეულისაგან დამზადებული არყებია ფიქსირებული:
პურის არაყი - მზადდებოდა ქერისგან
თაფლის არაყი
ჭაჭის არაყი
ანწლის არაყი
მსხლის არაყი
შინდის არაყი
ასკილის არაყი
პანტის არაყი
კარალიოკის არაყი (გურია)
თუთის არაყი
ტყემლის არაყი (არსებობს აზრი რომ მავნებელია ჯანმრთელობისათვის)
1.3.ეთნოგრაფების მიერ აღწერილი რამდენიმე რეცეპტი:პურის არაყის გამოხდა (ნამუშევრის არაყი). არაყის გამოხდისათვის პურის მარცვალს გაღოჯავდნენ, შემდეგ გაახმობდნენ და დაფქვავდნენ. ამ ფქვილს `ალაო~ ჰქვია. ჩააგებდნენ საფუარს მჭადის ან პურის ფქვილისაგან, როდესაც საფუარი ამოფუნდებოდა ამოიღებდნენ ნაწილს და ჩაასხამდნენ მდუღარე წყალში და ალაოს ყველით ამოუკიდებდნენ. ამ ნარევს ჩაასხამდნენ კოდში და გააჩერებდნენ სანამ კარგად არ ადუღდებოდა, ერთი კვირა მაინც დამჟავების მერე ხდიდნენ არაყს. ნამუშევრის არაყი სჯობია ყველა არაყს. იგი უწყინარი და მარგებელია.
არაყი ატმისა. ატამს კურკები გამოაცალეთ, ჩაყარეთ ქვევრში; როცა გაავსოთ, ცივი წყალი დაასხით. ორი კვირა ისე დააცალეთ, შემდეგ როგორც ჭაჭის არაყი გამოგიხდიათ, ისე გამოხადეთ, მერე ხელმეორედ დაავოტკავეთ; ყველა ხილის არევაც შეიძლება და ისე გამოხდაც ყოველივე ხილის არაყიც ამნაირად გამოიხდება.[ბარბარე ჯორჯაძე. რჩეული სამზარეულო. გამოცემა " სორაპნისა" . თბილისი. 1914 წ.] ციტირებულია სტილის დაცვით]
არაყი ვარდისა. ორ ჩაფ არაყში ხუთი გირვანქა ვარდი ჩაყარეთ, ორმოცი დღე ისე იყოს; შემდეგ, როგორც არაყი გამოგიხდიათ, ისე გამოხადეთ ვარდიანად, მერე შაქრით დაატკბეთ.[ბარბარე ჯორჯაძე. რჩეული სამზარეულო. გამოცემა " სორაპნისა" . თბილისი. 1914 წ.] ციტირებულია სტილის დაცვით]
არაყი ანწლისა. ანწლის მტევანს რომ მარცვლები გაუშავდეს და შემოუვიდეს, იმას მოამტვრიეთ, დამარცვლეთ, ჩაყარეთ რაშიმე, წყალი დაასხით; როცა დამჟავდეს, როგორც ჭაჭის არაყი , ისე გამოხადეთ.[ბარბარე ჯორჯაძე. რჩეული სამზარეულო. გამოცემა " სორაპნისა" . თბილისი. 1914 წ.] ციტირებულია სტილის დაცვით]
არაყი მელის კუდასი. მელის კუდა როდესაც ყვითლად გაიშალოს, მოამტვრიეთ თავებში, ჩაყარეთ პატარა ვარდის გამოსახდელ ქვაბში, დაასხით ერთი თუნგი წყალი, ზარფუშს შემოულესეთ, შემდეგ, როგორც ვარდის წყალი, ისე გამოხადეთ.[ბარბარე ჯორჯაძე. რჩეული სამზარეულო. გამოცემა " სორაპნისა" . თბილისი. 1914 წ.] ციტირებულია სტილის დაცვით]
არაყი პიტნისა. ისე გამოხადეთ, როგორც მელის კუდასი, ოღონდ პიტნა ძირიან - ფოჩიანად უნდა ჩაყაროთ[ბარბარე ჯორჯაძე. რჩეული სამზარეულო. გამოცემა " სორაპნისა" . თბილისი. 1914 წ.] ციტირებულია სტილის დაცვით]
1. 4. სპეციალური არყები
არყები შეიძლება დაიყოს ჩვეულებრივ (დანამატების გარეშე) და და სპეციალურ არყებად. სპეციალურ არყებს ვუწოდებთ არყებს, რომლებსაც საგემოვნებო, სამკურნალო - პროფილაქტიკური ან სხვა მიზნით ემატება სპეციალური ინგრედიენტები. ამგვარი ინგრედიენტები შეიძლება იყოს მაგალითად: ღვია, ანისული, ილი, დარიჩინი, ქინძი, ანგელოზი, ლომონისა და ფორთოხლის ცედრა. ჯინი ძირითადად ღვიაზე მზადდება. ამ ტიპის არაყთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია ,, შარტრეზი". როგორც ამბობენ, იგი 200 - ზე მეტ ინგრედიენტს შეიცავს.
სპეციალური არყებს სამკურნალო მიზნით, ძირითადად მონასტრებში ამზადებდნენ და საუკუნეების მანძილზე ხდებოდა მისი რეცეპტების დახვეწა.
====================
,,მილიონერთა კლუბის” ყოველწლიურ სიაში, რომელიც ცნობილი ბრიტანული ჟურნალის Drinks International და კომპანია Euromonitor International-ის მონაწილეობით დგება, მსოფლიოს 152 საერთაშორისო თუ რეგიონალური ალკოჰოლური ბრენდი შევიდა, აქედან 42 ადგილი არყის მწარმოებელ კომპანიებს ერგოთ. შედარებისთვის – 15 წლის წინანდელ სიაში მათ მხოლოდ 4 ადგილი ეკავათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგარ სასმელებს შორის არაყი სულ უფრო პოპულარული ხდება და მხოლოდ ვისკის თუ უთმობს პირველობას. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არყის ბრენდების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. Smirnoff (Diageo) - 25,70 მილიონი შეკვრა
2. Зеленая марка (კომპანია «Русский Алкоголь») - 11,97
3. Absolut (Pernod Ricard) - 10,73 მილიონი შეკვრა
4. Хортиця (Хортица) - 9,60 მილიონი შეკვრა
5. Nemiroff (უკრაინული არყის კომპანია Nemiroff) - 8,55 მილიონი შეკვრა
6. Хлебный Дар (კომპანია «Баядера») - 6,63 მილიონი შეკვრა
7. Пять озер (Алкогольная Сибирская Группа) - 6,54 მილიონი შეკვრა
8. Ansolwent (CEDC) - 4,18 მილიონი შეკვრა
9. Grey Goose (Bacardi) - 3,60 მილიონი შეკვრა
10. Skyy (Gruppo Campari) - 3,15 მილიონი შეკვრა.
OFFTOPIC:ინფორმაციის წყაროდ გამოყენებული არის სხვადასხვა ვებ-გვერდები. (სამწუხაროდ მისამართები დაკარგულია) |