Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბანკები > თიბისი ბანკის "სმარტ კლუბი"


Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 16:39
http://tbcbank.ge/ge/private/

https://www.smartclub.ge/

http://www.facebook.com/TBCSmartClub

"სმარტ-კლუბი" ეს არის თიბისი ბანკის უნიკალური შემოთავაზება: დააგროვოთ ქულები, ისარგებლოთ ექსკლუზიური შემოთავაზებებით და უბრალოდ ყოველი დღე გაიხალისოთ. wink.gif


სმარტ-კლუბში გაწევრიანებისას გადმოგეცემათ პლასტიკური ბარათი, რომელზეც გროვდება ქულები.

100 ქულა = 1 ლარი

სესხის აღება - ერთჯერადად 500 ქულა
ანაბარი - თვეში 20 ქულა ყოველ 1000 ლარზე
გადახდა - თიბისის პლასტიკური ბარათით გადახდისას 1 ქულა ყოველ 2 ლარზე

თუ სარგებლობ თიბისი ბანკის 2 პროდუქტით, მაშინ ქულები გაიზრდება 1.5-ჯერ;
3 პროდუქტის შემთხვევასი - 2-ჯერ მეტს;
4 და მეტი პროდუქტის შემთხვევაში - 3-ჯერ მეტს.


ქულების დარიცხვა ხდება თვეში ერთხელ. ყოველი თვის დასაწყისში Smart Club-ის წევრის ბარათზე ჩაირიცხება წინა თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით დაგროვილი ქულები.

თუ მაქვს ანაბარი, პლასტიკური ბარათი, ინტერნეტ ბანკი, მობილ-ბანკი და წინა თვეს დავაგროვე 1000 ქულა, მაშინ გამიხდება უკვე 3000 ქულა.



ეს საინტერესოა! თუ რომელიმე მაღაზიაში არის ფასდაკლება, თქვენ ისარგებლებთ ორმაგად, რადგან სმარტ-კლუბის დროს არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა აქციაა მაღაზიაში. ასევე თუ გაქვთ სხვა ფასდაკლების ბარათი, ამ შემთხვევაშიც ორმაგად ისარგებლებთ.

ეს საინტერესოა! თუ სმარტ ბარათზე დააგროვეთ 3000 ქულა, რაც არის 30 ლარი და ნივთი ღირს 40 ლარი, შესაძლებელია, რომ დაამატოთ 10 ლარი და მიიღოთ სასურველი ნივთი, ანუ აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ზუსტად დააგროვოთ ქულები.


აბა, წამოვიდა კითხვები. smile.gif

Posted by: Yazva 18 Feb 2011, 16:45
QUOTE
თიბისი ბანკის "სმარტ კლუბი", მუდმივი სიურპრიზების სამყარო

იმჰო მაგარი ბანძობაა user.gif
თვეში 200 ქულას მარიცხავენ user.gif

არ ვაპირებდი გაწევრიანებას, მარა უფასოდ გერგებაო ისაო, ესაო სწრაფი პროცედურააო... 20 ლარიანი ვაუჩერივით არის biggrin.gif

Warning:
ღირსეულად, ამხანაგო!

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 16:47
Yazva

აიღე მერე რამდენიმე პროდუქტი და გაგიორმაგდ-სამმაგდება. თუ გადათვლი, სერიოზული სარგებელია. მაგ ქულებით იყიდი ნებისმიერ რამეს, რაც მოგივა. მე დამჭირდა ამას წინად, პლასტიკი დავკარგე და შიმშილით რომ არ მოვკვდი, სმარტ კლუბის დამსახურებაა, გუდვილში ვიყიდე საკვები. user.gif


P.S. რას აგებ, თუ არ იგებ? ნუ ვიქნებით, პესიმისტები! wink.gif

Posted by: მაჰათმა განდი 18 Feb 2011, 16:51
Banks
QUOTE
აბა, წამოვიდა კითხვები. 

აგერ ვარ ბატონო, კითხვა მაქვს შენთან smile.gif

კითხვა ეხება არა უშუალოდ ქულებს და ნივთებს რაც საჩუქრად გადაეცემა მოქალქეს, არამედ თი ბი სი ბანკის სტრუქტურას ვინც მუშაობს აღნიშნული სიახლეების დანერგვაზე. მაგალითად, რომელი დეპარტამენტი ამუშავებს ხოლმე ახალ იდეებს? რა პროცესია გასავლელი ამ იდეების (მაგალითად, "სმარტ კლუბი" ) საბოლოო მომხმარებლამდე მისვლამდე და ყველაზე მთავარი კითხვა, რა მიზეზით შეჩერდა კლუბის სახელი "სმარტი", რას ნიშნავს ეს სიტყვა?

მადლობა smile.gif




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 16:59
mahatma-gandhi

ვინ ამუშავებს და როგორ ამუშავებს, ეს კონფიდენციალურია. wink.gif რაც მთავარია, კარგად მუშავდება.

პატივისცემით,
Banks

Posted by: Yazva 18 Feb 2011, 16:59
Banks
QUOTE
აიღე მერე რამდენიმე პროდუქტი და გაგიორმაგდ-სამმაგდება. თუ გადათვლი, სერიოზული სარგებელია. მაგ ქულებით იყიდი ნებისმიერ რამეს, რაც მოგივა. მე დამჭირდა ამას წინად, პლასტიკი დავკარგე და შიმშილით რომ არ მოვკვდი, სმარტ კლუბის დამსახურებაა, გუდვილში ვიყიდე საკვები.

არ ვარ მე მაგ სეგმენტიდან user.gif

მაქვს ანაბარი და მაგაზე მერიცხება ეგ ბონუს ქულები, მარა მიმაჩნია რომ მათხოვრული რაოდენობის მიცემას ჯობია სულ არ მისცე ადამიანს, მითუმეტეს რომ არ ვითხოვდი მაგ ქულებს user.gif

ამდენი წელია თიბისის კლიენტი ვარ და უფასოდ არ მაღირსეს ინტერნეტ ბანკი რომ ბალანსი შევამოწმო ხოლმე, გადარიცხვის და გადმორიცხვის გამკეთებელი მე არ ვარ user.gif

პროკრედიტში ვუთხარი და უფასოდ მომცეს ინტერნეტ ბანკი, ბაზის ბანკშიც უფასოდ მაქვს, ვითიბიშიც, რესპუბლიკაშიც და ეს თიბისი არის იმენა წუწკი mad.gif

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 17:05
Yazva

თუ არ ხარ მაგ სეგმენტიდან, მაშინ დახურე და ეგ იქნება. თიბისის აქვს საკმაოდ მაღალი %-ები და + ამას კიდევ ეს ბენეფიტები. თუ გადარიცხვები და გადმორიცხვებს არ აწარმოებ, მაშინ ინტერნეტ ბანკი რად გინდა? შენ ანაბარს რომ დახედო - ხოლმე? არავინ წაგართმებს და არავინ ჩამოგაწერს. biggrin.gif

რაც შეეხება მათხოვრულ ქულას, სრულიად არასაფუძვლიანად მიმაჩნია შენი მხრიდან ეს კომენტარი, რადგან არაფერს არ კარგავ, თუ არ იგებ. აიღე სატარიფო პაკეტი და გექნება უფასოდ ბანკინგი. მობილ ბანკი ხომ არის უფასო, იმით შეამოწმე ანგარიში ან სატელეფონო ოპერატორთან.


ეხლა რომელი ბანკებიც ჩამოთვალე, რომელს აქვს თიბისიზე მაღალი % ანაბარზე, იქნებ ეგეც დაწერო?

200 ქულა 2 ლარია. თვეში 24 ლარი. არაფერი არაა 24 ლარი? wink.gif მობილ ბანკი აიღე და პლასტიკური და გექნება წლის ბოლოს 36 ლარი. სულ არაფერში თან!


Posted by: Yazva 18 Feb 2011, 17:20
Banks
QUOTE
არავინ წაგართმებს და არავინ ჩამოგაწერს. 

ადრე მირეკავდნენ ხოლმე, როცა ვადა გასდიოდა... მეტი არაფრისთვის მინდა...
QUOTE
ეხლა რომელი ბანკებიც ჩამოთვალე, რომელს აქვს თიბისიზე მაღალი % ანაბარზე, იქნებ ეგეც დაწერო?

პროცენტების მეტობაზე არ დამიწერია, დავწერე უფასოდ აქვთ თქო.

აი პროკრედიტში მივედი და ვუთხარი გავხსნი ანაბარს თუ უფასოდ მომცემთ ინტერნეტბანკსთქო...
დამიკავშირდნენ ჰაი-ჰაუ, 10 ლარის პროდუქტია და გჩუქნითო...
აი თიბისიში 5-ჯერ მეტ თანხაზე გავხსენი ანაბარი და არ მომცეს მაინც ინტერნეტ ბანკი...


Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 17:25
Yazva

რომლის ინტერნეტ-ბანკი ჯობია მერე? ინტერნეტ-ბანკით არ წყდება ყველაფერი. ისარგებლე და ისიამოვნე. wink.gif ხომ გერიცხება ეგ 200 ქულა. წელიწადში 24 ლარია და წელიწადში ბანკინგი ღირს 20 ლარი. აქეთ მოგება გრჩება 4 ლარი. მაინც მათხოვრულს უწოდებ ამ 200 ქულას და რამეში მაინც გამოიყენებ. biggrin.gif

Posted by: Yazva 18 Feb 2011, 17:28
Banks
QUOTE
რომლის ინტერნეტ-ბანკი ჯობია მერე?

არ ვიცი რომლის ჯობია, თიბისის არ მაქვს..
მე ინტერნეტ ბანკში ფულს არ გადავიხდი...
www.cgd.pt-ს კლინეტი ვიყავი და მანდ სულ უფასოდ მქონდა ყველანაირი ინტერნეტ მომსახურება...
თქვენ პორტუგალიელებზე მაგარი მომსახურება გაქვთ, ფულს რომ ითხოვთ?

QUOTE
წელიწადში 24 ლარია

ფულში გადაყვანა შეიძლება?

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 17:30
Yazva

მე კიდევ პორტუგალიური ბანკით არ მისარგებლია. თუმცა თურქეთის ბანკმა 30 წუთი მალოდინა კონვერტაციის დროს. biggrin.gif


ფულში გადაყვანა არ შეიძლება, რამის ყიდვა შეიძლება, თუნდაც საკვების და არა მაინცდამაინც 1000 ლარიანი პლაზმური ტელევიზორის. გუდვილში რა თანხაც უნდა დახარჯო, იყიდი სმარტ ბარათით. განსხვავება არის?

მობილ ბანკია უფასო. ასევე, როდესაც ანაბარს ვადა გაუვა, სმს-ს მიიღებ აუცილებლად. smile.gif

Posted by: Yazva 18 Feb 2011, 17:35
Banks
QUOTE
მობილ ბანკია უფასო. ასევე, როდესაც ანაბარს ვადა გაუვა, სმს-ს მიიღებ აუცილებლად. 

არ მიმიღია...

სმარტის სმს-ები კი მომდის იცოცხლე, იქ წადი აქ წადი biggrin.gif

QUOTE
მობილ ბანკია უფასო

ეს რაღა უბედურებაა? მობილურიდან ამოწმებ ბალანსს? მობილურში ინსტალირდება ჯავა აპლიკაცია?

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 17:38
Yazva

მაშინ ნომერი არ გექნება მითითებული ან სხვა ნომ გექნება მითითებული, რადგან მე უპრობლემოდ ვიღებ სმს-ს, რომ ვადა გაუვიდა ანაბარს. smile.gif

კი, მობილში ინსტალირდება ჯავა აპლიკაცია. თუ არც ეს გინდა, სატელეფონო ოპერატორთან გაარკვევ. ამისთვის კოდი უნდა აიღო ფილიალში. უფასოა. wink.gif

Posted by: Yazva 18 Feb 2011, 17:45
Banks
QUOTE
მაშინ ნომერი არ გექნება მითითებული ან სხვა ნომ გექნება მითითებული, რადგან მე უპრობლემოდ ვიღებ სმს-ს, რომ ვადა გაუვიდა ანაბარს.

როგორ მაქვს ნომერი არსწორად თუ ეს წუთია სმარტის სმს მომივიდა? biggrin.gif
19-20 თებერვალს ბენეტოში და მექსის მაღაზიებთ ყოფილა ფასდაკლება

Posted by: მაჰათმა განდი 18 Feb 2011, 17:50
Banks
QUOTE
mahatma-gandhi

ვინ ამუშავებს და როგორ ამუშავებს, ეს კონფიდენციალურია.  რაც მთავარია, კარგად მუშავდება.

პატივისცემით,
Banks

ვერ მივხვდი რა არის კონფიდენციალური. გეგმის შედგენის ტექნიკა კი ბატონო კონფიდენციაურიია თუმცა, რომელი დეპარტამენტია ამ საქმეში ჩაბმული, მგონი არ არის დახურული ინფორმაცია; ანუ რომელი დეპარტამეტი რა საქმიანობას ეწევა. კადრები, ტექნიკური უზრუნველყოფა, სტრატეგიული დაგეგმარება და ასე შემდეგ. არ ვიცი რა განოფილებები თუ დეპარტამენტებია მანდ.

სახელის შესახებ ხომ არ გსურს რომ დაამატო რაიმე ინფორმაცია? ანუ, სმარტი რას ნიშნავს?


მადლობა smile.gif





პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 17:51
mahatma-gandhi
QUOTE
"სმარტი", რას ნიშნავს ეს სიტყვა?


Smart კლუბი შექმნილია ისეთი კლიენტებისთვის, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით და იღებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელებსაც მათ აღნიშნული პროდუქტი სთავაზობს. არიან მოხერხებულები და პრაქტიკულები და შესაბამისად, ყოველთვის იღებენ უფრო მეტს!


P.S. რომელი განყოფილება ჩაბმული, ესეც კონფიდენციალურია. ვინ უწევს ზედამხედველობას და შესაბამისი მენეჯერი. wink.gif

Posted by: მაჰათმა განდი 18 Feb 2011, 17:59
Banks
QUOTE
mahatma-gandhi
QUOTE
"სმარტი", რას ნიშნავს ეს სიტყვა?


Smart კლუბი შექმნილია ისეთი კლიენტებისთვის, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით და იღებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელებსაც მათ აღნიშნული პროდუქტი სთავაზობს. არიან მოხერხებულები და პრაქტიკულები და შესაბამისად, ყოველთვის იღებენ უფრო მეტს!


P.S. რომელი განყოფილება ჩაბმული, ესეც კონფიდენციალურია. ვინ უწევს ზედამხედველობას და შესაბამისი მენეჯერი.

მადლობა ინფორმაციისთვის. smile.gif მენეჯერის ასავალ დასავალი ნამდვილად არ მიკითხია და არც დიდად ვინტერესდები კონკრეტული სახელებით. კორპორაციული სტრუქტურა თითქმის ყველგან სტანდარტულია და კი მაქვს წარმოდგენა ამ სტრუქტურის წყობაზე და მინდა ამეღნიშნა, რომ თი ბი სი-ს განსაკუთრებით საინტერესოდ გამოსდის სიახლეების დანერგვა. მართალია ხანდახან ცოტა აგვიანებს ხოლმე , მაგრამ ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან შეიძლება ესეც სტრატეგიული ნაბიჯია, კონკურენტის მიერ შეთავაზებული პროდუქტის ანალიზი მიმდინარეობს და შემდეგ იხილება ბანკის მიერ შესაძლო პასუხი სიახლისკენ მიმართული,,

სახელის შესახებ მაინც არ თქვი არაფერი, ანუ "სმარტი" რას ნიშნავს ეს სიტყვა? რა კრიტერიუმები იყო სახელის არჩევისას და "სმარტი" რა უპირატესობით გამოირჩევა მისი სინონიმებისგან?






პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Mr-Banks 18 Feb 2011, 18:03
mahatma-gandhi


"სმარტი" ხომ ნიშნავს "ხურვალე, მცხუნვარე; ძლიერი (დარტყმა, შეტაკება); ენერგიული, მარდი (ადამიანი); ჭკვიანი, გონიერი, ჭკვიანური, გონივრული, საზრიანი" (წყარო translate.ge)

QUOTE
Smart კლუბი შექმნილია ისეთი კლიენტებისთვის, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით და იღებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელებსაც მათ აღნიშნული პროდუქტი სთავაზობს. არიან მოხერხებულები და პრაქტიკულები და შესაბამისად, ყოველთვის იღებენ უფრო მეტს!


Posted by: მაჰათმა განდი 19 Feb 2011, 03:18
Banks
"სმარტი"-ს ქართული თარგმანი ვიცი, smile.gif მე გკითხე კონცეფციის თვალსაზრისით ამ სიტყვის ძალა და მნიშვნელობა. რადგან ბანკმა აიღო ეს სიტყვა თავისი ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის (სმარტ კლუბი) სახელად, მაინტერესებს რა კრიტერიუმით მოხდა ამ სახელის არჩევა.მაგალითად, სხვანაირად რომ დავსვა შეკითხვა, რატომ "სმარტი" და არა "ქულ", ანდა "სუპერ" ანდა "ბრაით" და ასე შემდეგ,

აი, ეს კითხვა მაქვს, მე მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე შეკითხვა.



პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Mr-Banks 19 Feb 2011, 03:23

mahatma-gandhi


დავწერე, რატომაც სმარტი....

Posted by: მაჰათმა განდი 19 Feb 2011, 03:46
Banks
QUOTE
mahatma-gandhi

დავწერე, რატომაც სმარტი....

კარგი ბატონო. ეტყობა ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ მივიღებ. ალბათ ჯობია რომ ფორუმზე არ ვეძებო ამ კითხვაზე პასუხი smile.gif

შენ რაც დაწერე არის ეს, რომელიც არის სტრატეგია, კურსი, გზა ამ კლუბისა:

QUOTE
Smart კლუბი შექმნილია ისეთი კლიენტებისთვის, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ საბანკო პროდუქტებით და იღებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელებსაც მათ აღნიშნული პროდუქტი სთავაზობს. არიან მოხერხებულები და პრაქტიკულები და შესაბამისად, ყოველთვის იღებენ უფრო მეტს!


მე კიდევ ვიკითხე სახელის განმარტება. რომელიც კონკრეტული კითხვაა და მოითხოვს კონკრეტულ პასუხს და არა ზოგად მიდგომას.

მაგალითად, იმიტომ "სმარტი" რომ კარგად ჟღერს, ანდა სიტყვა "სმარტი" მოდაშია საქართველოში, ანდა იმიტომ, რომ გვინდა განსხვავებულნი ვიყოთ, ანდა იმიტომ, რომ სმართი ინგლისურად ითარგმნება როგორც "განსხვევებული, გამორჩეული" (ჰო, სხვათა შორის, შენს მიერ მოტანილ "ტრანსლეიტ.გე"-ს სმარტის განმარტებაში, არ იყო ის რაც მე დავწერე, ანუ სმარტი = განსხვავებული, ანდა გამორჩეული

ჩემი აზრით, ეს ორი სიტყვა (განსხვავებული, გამორჩეული) , გაცილებით შეესაბამება თი ბი სი ბანკის, როგორც ლიდერის კონცეფციას, ვიდრე ჭკვიანი ანდა მხურვალე, თუნდაც ენერგიული smile.gif

აქვე დავამატებდი, რომ მე კრიტიკულად ვუყურებ კომერციული ორგანიზაციებისა (ჩვენს შემთხვევაში ბანკი) თუ სამთავრობო ორგანიზაციების მიერ, უცხოური სიტყვების არასათანადო / უადგილო გამოყენებას. ქართული ენის გაჭუჭყიანება ისეთი სიტყვებით, როგორიც არის მაგალითად "სმარტი" მიუღებლად მიმაჩნია,,

ადრეც დავწერე, რომ გავაჩეროთ ადამიანები ქუჩაში და ვკითხოთ, რა არის სმარტ კლუბი, რას ნიშნავს ეს სიტყვა, რა ასოციაცია გიჩნდება? ისინი გეტყვიან, რომ ეს არის თი ბი სი-ს კლუბი და ქულებს აგროვებ, რომელსაც საჩუქარში გაანაღდებ . აი, რა არის სმარტი და რას ნიშნავს საერთოდ ეს სიტყვა ბანკთან მიმართებაში, მე მეეჭვება რომ ვინმემ იცოდეს,, კი მაგრამ, როგორ ეცოდინებათ, როდესაც ბანკი ასე ხელაღებით და ბრმად (მე ვიტყოდი) იღებს უცხოურ სიტყვებს და მის დანერგვას ცდილობს ფართოდ? გამომდინარე აქედან, მე კრიტიკულად ვუყურებ ბანკის სტრატეგიული დაგეგმარების ამ ნაწილს,,

მოკლედ, კარგი ბატონო, რაც არ იცი არ იცი, შეგეძლო თავიდანვე გეთქვა რომ არ ვიცი და მორჩებოდა ამით საუბარი არც მე დავსვამდი ამდენ კითხვებს და წავიდოდი ისე, როგორც ახლა მივდივარ,



ღამე მშვიდობისა smile.gif



პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Mr-Banks 19 Feb 2011, 03:50
mahatma-gandhi


კვლევას როდესაც ჩაატარებ, შედეგები დადე და მერე ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მოქალაქეები სიტყვას "სმარტი".


წარმატებები! რაც სათქმელი იყო, გითხარი უკვე.

Posted by: Kate789 24 Feb 2011, 15:35
აუ მე მაქვს და ძალიან მომწონს.

ამას წინათ ფეისბუქზე იყო კონკურსი და მე მივიღე მონაწილეობა. ხოდა შემდეგ 5000 სმარტ ქულა დამერიცხა.
ამ პარასკევს კი, ანუ 6 დღის წინ Two Side-ში დაგვპატიჟეს.
მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
თუმცა სმარტ ქულის შეფარდება ლართან ძალიან მიზერულია.
თვეში ზუსტად რამდენი მერიცხება არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მერიცხება. biggrin.gif


Banks
QUOTE
რომელი განყოფილება ჩაბმული, ესეც კონფიდენციალურია. ვინ უწევს ზედამხედველობას და შესაბამისი მენეჯერი.

ვინ და დიანა tongue.gif biggrin.gif





smart ნიშნავს ჭკვიანს და წინწასულს ( ანუ "პრადვინუტის. " )
მაშინ ამოვიღოთ ხმარებიდან სიტყვები: "დეპოზიტი", ოვერდრაფტი" და კიდევ მრავალი სხვა.
ნუ მოკლედ რა. თემა არის ივანეზე და საუბარი მიმდინარეობს "ბალვანზე" biggrin.gif (ამ სიტყვის ქართული შესატყვისი არ ვიცი, როგორ არის. თორემ უცხოურ სიტყვებს არ გამოვიყენებდი smile.gif )

Posted by: Mr-Banks 24 Feb 2011, 15:52
Kate789


რას კარგავ? ხომ გერიცხება.... tongue.gif

10 000 ლარიან ანაბარზე, თვეში დაგერიცხება 200 ქულა. თუ სარგებლობ 4 პროდუქტით, გადაიქცევა 800 ქულად. წელიწადში კი 9600 ქულად ანუ 96 ლარად. და ეგეც შენი ფაქტიურად +1% ანაბარზე. smile.gif tongue.gif

QUOTE
ნუ მოკლედ რა. თემა არის ივანეზე და საუბარი მიმდინარეობს "ბალვანზე"



yes.gif

Posted by: Dav_03 25 Feb 2011, 03:48
Mr-Banks

სად უნდა ავიღოთ საჩუქრები? ცოტა მეუხერხულება მაღაზიაში ამის კითხვა.

Posted by: Kate789 25 Feb 2011, 10:33
Mr-Banks
QUOTE
რას კარგავ? ხომ გერიცხება....

ხო, მაგრამ ძალიან ცოტა sad.gif
ხელფასიც რომ მანდ მერიცხება ბარათზე, მაგაზე არ მერიცხება???


Dav_03
QUOTE
სად უნდა ავიღოთ საჩუქრები? ცოტა მეუხერხულება მაღაზიაში ამის კითხვა.

აი აგერ წერია ყველაფერი. https://www.smartclub.ge/

Posted by: Did_Giorgi 25 Feb 2011, 20:38
mahatma-gandhi
QUOTE
აქვე დავამატებდი, რომ მე კრიტიკულად ვუყურებ კომერციული ორგანიზაციებისა (ჩვენს შემთხვევაში ბანკი) თუ სამთავრობო ორგანიზაციების მიერ, უცხოური სიტყვების არასათანადო / უადგილო გამოყენებას. ქართული ენის გაჭუჭყიანება ისეთი სიტყვებით, როგორიც არის მაგალითად "სმარტი" მიუღებლად მიმაჩნია,,

აბსოლუტურად გეთანხმები
მარტო თიბისიზე არ მაქვს ასეთი პრობლემა, ზოგადად მაღიზიანებს ძალიან ასე ძალით მოტანილი ტერმინები

Posted by: Mr-Banks 25 Feb 2011, 20:46

Kate789


თვეში ხელუხლებელ ნაშთზე ანგარიშდება სმარტ-კლუბის ქულები. თუ ისარგებლებ რამდენიმე პროდუქტით, მაქსიმუმ გაგისამმაგდეს ქულები.


Did_Giorgi

მაშინ ოვედრაფტი და მსგავსი ტერმინებიც უნდა ამოვიღოთ. შეხედეთ რა ყველაფერს პოზიტიურად, ყველაფრის კრიტიკა და კარგის არ დანახვა უფრო გამაღიზიანებელია.

Posted by: Did_Giorgi 25 Feb 2011, 20:55
Mr-Banks
ოვერდრაფტი საერთაშორისო სიტყვაა, ქართული ანალოგი არ აქვს მგონი და მაგას ვერ ჩავანაცვლებთ
დეპოზიტი-ანაბარი შეიძლება და ოფიციალურ ბუკლეტებში თითქმის ყველა ბანკს ანაბარი უწერია yes.gif
მარტო თიბისიზე არ მაქვს გართულებათქო ხომ ვთქვი
დაჟე საქართველოს ბანკშიც არ მომწონს ასეთი რაღაცეები - მემბერშიფ რევარდსის ქულები და ა.შ.
''პერო'' ფრაზებია და მეტი არაფერი sad.gif

QUOTE
შეხედეთ რა ყველაფერს პოზიტიურად

დადებითს ვერაფერს ვხედავ მაგ ფრაზებში
შენ რას ხედავ დადებითს ?

Posted by: Mr-Banks 25 Feb 2011, 20:58
Did_Giorgi


ჩემზე დადებითად მოქმედებს სიტყვა "სმარტი", რაღაც სწრაფთან ასოცირდება (მარდი)... ჩემთვის... და ისედაც, კარგად ჟღერს, ესეც ჩემთვის... საქ. ბანკის მემბერშიპ რივორდსის ქულებიც მომწონს.... ზოგადად, მომწონს ესეთი უცხო ფრაზები....

Posted by: Did_Giorgi 25 Feb 2011, 21:01
Mr-Banks
QUOTE
ზოგადად, მომწონს ესეთი უცხო ფრაზები....

კაცია და გუნებაო
მე არ მომწონს და ვცდილობა მასეთი პროდუქტებით არ ვისარგებლო
მაღიზიანებს mad.gif

Posted by: nutsiko 25 Feb 2011, 21:20
მარტო კრიტიკა რომ არ გამოგვივიდეს, ალბათ კარგიც უნდა დავინახოთ. შეიძლება სხვისთვის არაფერი ან ჩემთვის ბევრი არაფერი, მაგრამ მაინც . . . სასიამოვნო მოულოდნელობა იყო როდესაც ტესტის თვალსაზრისით (არ ვიცი გაამართლებდა თუ არა ან რამდენად გაამართლებდა) დავრეგისტრირდი ვებ-გვერდზე, შევუკვეთე კინოს ბილეთები და მივიღე. მადლობა ამისთვის სმარტ-კლუბს. თუ კიდევ იქნება კინო/თეატრებში მსგავსი აქციები სმარტისგან, გამიხარდება.

რა სასიამოვნო სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? (ფეისბუქზე განთავსებული დღის შეკითხვები, ვიქტორინები, კონკურსები ნაკლებად მაინტერესებს, ამას მეც ვნახავ)

Posted by: Kate789 26 Feb 2011, 09:50
Did_Giorgi
QUOTE
ოვერ

ზედმეტი, ზედმეტად.
QUOTE
დრაფტ

ნარჩენი.

ქართული ანალოგის მოძებნა თითქმის ყოველთვის არის შესაძლებელი.



მოკლედ აქ პროდუქტზეა საუბარი თუ სიტყვა "სმარტის" ავ-კარგიანობაზე???

Did_Giorgi
QUOTE
მე არ მომწონს და ვცდილობა მასეთი პროდუქტებით არ ვისარგებლო
მაღიზიანებს

გადააგდე მაშინ orangecard რომ გიდევს საფულეში. mad.gif

Posted by: Did_Giorgi 26 Feb 2011, 13:16
Kate789
QUOTE
orangecard

ამერიკან ექსპრეს ლურჯი მაქვს tongue.gif
ადრე მწვანე მქონდა, მაგრამ გადავცვალე biggrin.gif

Posted by: Kate789 26 Feb 2011, 13:21
Did_Giorgi
ჩვენ ბოდიში biggrin.gif
ისე სტაფილოსფერი და ლურჯი/ცისფერი ჩემი საყვარელი ფერებია და რა გინდოდათ ან ერთს, ან მეორეს, რას მერჩოდით? weep.gif

Posted by: Mr-Banks 27 Feb 2011, 21:22
სპეციალური შემოტავაზებები სმარტ-კლუბისგან:

https://www.smartclub.ge/ge/offers/promos/

Posted by: მაჰათმა განდი 28 Feb 2011, 01:36
Kate789
QUOTE
smart ნიშნავს ჭკვიანს და წინწასულს ( ანუ "პრადვინუტის. " )
მაშინ ამოვიღოთ ხმარებიდან სიტყვები: "დეპოზიტი", ოვერდრაფტი" და კიდევ მრავალი სხვა.
ნუ მოკლედ რა. თემა არის ივანეზე და საუბარი მიმდინარეობს "ბალვანზე"  (ამ სიტყვის ქართული შესატყვისი არ ვიცი, როგორ არის. თორემ უცხოურ სიტყვებს არ გამოვიყენებდი

საღამო მშვიდობისა ქეთი,

როგორც ჩანს მე უმცირესობაში ვარ biggrin.gif

"სმარტი" რას ნიშნავს ეს გასაგებია, თუმცა რამდენად საჭიროა მისი დამკვიდრება ქართულ, ყოველდღიურ სალაპარაკო ენაში, ეს მეორე.

დეპოზიტი თუ ოვერდრაფტი არის ბანკის სპეციფკური ტერმინი, თუ არსებობს მათი შესატყვისი ქართულ ენაში, ვისაუბროთ თუ არა, ეს დასაშვებია. ისევე როგორც ავტობუსი, ტროლეიბუსი - არ არსებობს ამ ტერმინების შესაბამისი სიტვები,

შენ რა მაგალითიც მოიტანე, "დეპოზიტი" და "ოვერდრაფტი" არის არსებითი სახელები და კიდევ დაკიდევ გავმეორდები, ეს შესაძლებელია ენაში იქნას შემოტანილი, თუკი შესატყვის არ არსებობს. (ისევე როგორც სიტყვა "ბანკი" ესეც ხომ არ არის ქართული, მაგრამ ქართულ ენაში არ არსებობდა ამის შესატყვისი და ასევე, არსებითი სახელია, ამიტომაც შემოვიდა და დამკვიდრდა )

ხოლო, ზმნა რომელიც გამოხატავს ქმედებას და ზედსართავი სახელი, რომელიც აძლიერებს არსებითი სახელის თვისებას არ შეიძლება უცხოური სიტყვიდან შემოტანა.

მაგალითად,
ვიშოფინდოთ, წავლეცგოვდეთ, დამიქოლე - ეს არის ზმები და კატეგორიულად არ შეიძლება მათი შემოტანა,
სმარტი -ეს არის ზედსარტავი სახელი, რომელიც აძლიერებს არსებითი სახელის მნიშვნელობას და იგივე პრინციპია აქაც, როგრც ზმნა, არ შეიზლება ასეთი სახელების შემოტნა, რადგან ენა ჭუჭყიანდება, (პირდაპირი გაგებით)

თი ბი სი ბანკის ბიზნეს სტრატეგია საკმაოდ ცდება როდესაც ამკვიდრებს ასეთ სახელებს, რადგან ამის საჭიროება არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მოდას აყოლა და არავითარი სხვა საფუძვლი ამას არ უდევს. ანუ, ამის საჭიროება არ არსებობს, თუ არა მოდა თუ "გაევროპელება".

არადა, მე მირჩევნია, ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებული მომსახურების ხარისხი მივიღო (ხშირ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ თი ბი სი ბანკის მომსახურებით), ვიდრე სმარტი Smart , ქული Cool , ვანდეFულ wonderful სიტყვები დავარქვათ საკუთარ პროდუქციას, (F ტყუილად არ დავწერე ლათინურად, F-ს დამკვიდრებაც მიდის აქტიურად ქართულ ენაში და ალბათ მალე ახალი ასო ბგერა შემოვა ანბანში - F)


მე მირჩევნია ინგლისურ ენაზე ვისაუბრო, ვიდრე ქართულ ენაზე ინგლისური სიტყვებით.

რაღა თქმა უნდა, სალაპარაკო ენაში რომ ადამიანი გამოურევს უცხოურ სიტყვას ეს უკონტროლო ქმედებაა, რადგან გარემოს გავლენა უზარმაზარია. ხოლო როესაც, ბანკი შეგნებულად ამკვიდრებს უცხოურ სიტყვებს, ეს მეორე მოვლნენაა,

არ მარტო თი ბი სიზეა საუბარი, არამედ ყველა ორგანიზაციაზე , რომლებიც ფორმით "ევროპელობას" ემსგავსებიან,, თუმცა, ჩემში ღიმილს იწვევს ეს სახელები, და გაუგებრად ვლუღლურებ ჩემთვის, საიდან იგონებენ ამ სიტყვებს სტრატეგიული დაგეგმარების თანამშრომლები,

---------------------------
ნუ მოკლედ რა. თემა არის ივანეზე და საუბარი მიმდინარეობს "ბალვანზე"
---------------

აი, ეს "ხუმრობა" თუ ცინიკური ნათქვამი ვერ გავიგე. რა ბალვანი რა ივანე, ცოტა გასაგებად რომ ვისაუბროთ ხომ არ ჯობია?

ანუ, "სმარტ კლუბი"-ო და ვსაუბრობთ სახელზე და ნუთუ სახელის გარშემო საუბარი თემაზე საუბარს არ ნიშნავს? biggrin.gif

შემომილაწუნეთ ლოყაში ვინმემ (ცოტა ნელა ოღონდ givi.gif ) თორემ მართლა დავიჯერებ რომ სმარტის შესახებ სმარტის თემაში საუბარი არის თემიდან გასახვევა biggrin.gif

Did_Giorgi
QUOTE
დაჟე საქართველოს ბანკშიც არ მომწონს ასეთი რაღაცეები - მემბერშიფ რევარდსის ქულები და ა.შ.


ეს მართლა ასეა ? smile.gif ანუ, მემბერშიპ რევარდს??!!! ეს უკვე ხუმრობა მგონია, ოღონდ მართლა smile.gif




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Kate789 28 Feb 2011, 10:06
mahatma-gandhi
მე არ მითქვამს, რომ მომწონს როდესაც უცხოური სიტყვები მკვიდრდება ქართულში-მეთქი.

QUOTE
ნუ მოკლედ რა. თემა არის ივანეზე და საუბარი მიმდინარეობს "ბალვანზე"

smile.gif

Posted by: მაჰათმა განდი 28 Feb 2011, 15:24
Kate789
QUOTE
mahatma-gandhi
მე არ მითქვამს, რომ მომწონს როდესაც უცხოური სიტყვები მკვიდრდება ქართულში-მეთქი.

მე მგონი მე და შენ ვიჩხუბებთ 2kiss.gif


ანუ, რატომღაც მეგონა რომ შენ პოზიტიურად აფასებდი უცხო სიტყვების არასაჭიროებისამებრ შემოტანას ქართულ ენაში.

რაღა თქმა უნდა, ინდივიდის გადასაწყვეტია პოზიტიურად თუ ნეგატიურად შეხედოს ამა თუ იმ მოვლენებს, უბრალოდ, ჩემი წერილის დედააზრი სწორედ შენს წერილის საფუძველზე იყო დაწერილი.


მე მოხარული ვიქნები, თუკი ადამიანები ისაუბრებენ უცხო ენაზე. თუმცა, როგორც მე მიმაჩნია, უცხო ენაზე "საუბარი" არ უნდა იყოს ქართული ენის ხარჯზე.




Have a nice day! smile.gif




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Did_Giorgi 28 Feb 2011, 21:48
mahatma-gandhi
QUOTE
ეს მართლა ასეა ?  ანუ, მემბერშიპ რევარდს??!!! ეს უკვე ხუმრობა მგონია, ოღონდ მართლა

არაა ხუმრობა no.gif
http://www.americanexpress.com/georgia/homepage_ka.shtml
p.s. ამექსს არ ვარეკლამებ, მერე არ შემედავოთ biggrin.gif
კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად დავწერე givi.gif

Posted by: Mr-Banks 28 Feb 2011, 22:01
და ეხლა აქ საუბარი ამექსზე უნდა გავრცელდეს? მაშინ საერთოდ დახურეთ თემა!

Posted by: Did_Giorgi 28 Feb 2011, 22:26
Mr-Banks
QUOTE
მაშინ საერთოდ დახურეთ თემა!

ბოდიში მოვიხადე თავიდანვე ლინკის დადება რომ მომიწია
რა მექნა, უპასუხოდ ხომ არ დავტოვებდი ადამიანს

Posted by: მაჰათმა განდი 28 Feb 2011, 22:42
Did_Giorgi
QUOTE
არაა ხუმრობა
http://www.americanexpress.com/georgia/homepage_ka.shtml
p.s. ამექსს არ ვარეკლამებ, მერე არ შემედავოთ
კონკრეტული ფაქტის დასადასტურებლად დავწერე

მადლობა გიორგი, არ მქონდა ნანახი ეს ინფორმაცია და ეხლა კი გასაგებია smile.gif

Mr-Banks
QUOTE
და ეხლა აქ საუბარი ამექსზე უნდა გავრცელდეს? მაშინ საერთოდ დახურეთ თემა!

რა მკაცრი ხარ შენ smile.gif თუ საქმე საქმეზე მიდგება, მე ვარ დასასჯელი, რადგან მე დავსვი ეს კითხვა. რატომ დავსვი? მაინტერესებდაsmile.gif

სხვათა შორის, 2010 წლის ჯეოსტარის (აი, კიდევ ერთი "ძვირფასი ორნამენტი, სიტყვა" თანამედროვე ქართული ბიზნესის მიერ დანერგილი "ჯეოსტარი" tongue.gif) დასკვნით ეტაპზე რომ საუბრობდა თი ბი სი ბანკის მენეჯერი ქალი დაჯილდოებისას სცენაზე, საკმაოდ დადებითი განწყობა და შთაბეჭდილება დატოვა პირადად ჩემზე. ანუ, იგი ამ მოკლე სამ თუ ოთხ წუთიან გამოსვლაში იყო მხიარულიც, ღიმილიანიც, საქმიანიც, რაც იმის საფუძველია რომ ერთ-ერთი კარგი აქცია გამოუვიდა ბანკს თავისი პროდუქტისთვის დადებითი სახის (იმიჯის) შესაქმნელად.





პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: Kate789 1 Mar 2011, 10:18
mahatma-gandhi
რათქმაუნდა. მეც ვთვლი, რომ რაც არ უნდა ევროპისკენ თუ ამერიკისკენ მივდიოდეთ, მაინც ჩვენი ენა გვაქვს. smile.gif

მაგრამ საბანკო სექტორში ხდება ხოლმე ეგეთი მომენტები.
კლიენტს უნდა შესთავაზო მარტივი, ადვილად დასამახსოვრებელი და ლამაზი სიტყვა. "ჭ", "ღ", "ხ" -ების გარეშე. biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 10 Mar 2011, 20:57



ერთ შესწორებას შევიტან, რადგან ვიდეო "ძველია", ორი სახეობის პროდუქტის დროს ქულები მრავლდება 1.5-ზე; 3 სახეობის პროდუქტის დროს - ქულები მრავლდება 2-ზე; მეტი პროდუქტის დროს - მრავლდება 3-ზე.

Posted by: Mr-Banks 24 Mar 2011, 12:52
ექსკლუზიური შემოთავაზებები https://www.smartclub.ge/ge/offers/promos/


ასევე შესაძლებელია უკვე PEGASUS -ის ბილეთების შეძენა სმარტ ქულებით http://www.facebook.com/TBCSmartClub

Posted by: Mr-Banks 19 Jul 2011, 16:41
მოვიდა სმს-ები კი არა და ფასდაკლებები biggrin.gif

Posted by: კარტერა 27 Sep 2011, 11:13
ინტერნეტბანკინგით კომუნალური გადასახადების გადახდისას ქულები გერიცხება?

Posted by: Mr-Banks 27 Sep 2011, 11:25
კარტერა
no.gif

Posted by: კარტერა 27 Sep 2011, 11:26
Mr-Banks
ძაან ცუდი sad.gif


მადლობა პასუხისთვის smile.gif

Posted by: poker 5 Oct 2011, 13:32
რა მაინტერესებს ეხლა მე ქულები სად ვნახო რამდენი მაქვს და კიდო საჩუქრების ფასები რა რამდენი ქულა ღირს?

Posted by: Mr-Banks 5 Oct 2011, 16:39
poker


www.smartclub.ge უნდა დარეგისტრირდე. ნივთის ფასი უნდა გაამრავლო 100-ზე და გაიგებ ნივთის ქულას. თუ არ გყოფნის ქულები, ქეშის დამატება შეგიძლია.

Posted by: კარტერა 5 Oct 2011, 16:45
დღეს უკვე ხუთი რიცხვია და კიდევ არ მაქვს დარიცხული სექტემბრის ქულები
რას ელოდებიან ? spy.gif

Posted by: Mr-Banks 5 Oct 2011, 16:52
კარტერა


არაფერი არ დაგეკარგება. მოითმინე. smile.gif

Posted by: poker 5 Oct 2011, 17:05
ბარათის ნომერი* რო წერია მანდ რომელი ბარათის ნომერი შევიტანო სახელფასო თუ თბს ქარდის? სულ ეგ ორი მაქ თუ თვითონ სმართ ბარათის?

Posted by: Mr-Banks 5 Oct 2011, 19:27
poker


სმარტ ბარათის ნომერი, რა თქმა უნდა

Posted by: poker 6 Oct 2011, 09:39
ბარათით რო ვიხდი არ მემატება ანგარიშზე ქულები?
დავრეგისტრირდი მაგრამ მაინც ვერ ვხვდები სად შეიძლება ამათუიმ პროდუქტის ღირებულების ნახვა cry.gif

Posted by: Mr-Banks 6 Oct 2011, 14:42
poker

ბარათით უნდა გადაიხადო, ანუ გაატარო TBC ბანკის პოს-ტერმინალში, აუუუუცილებლად!!! წინა თვის გატარებები დაანგარიშდება მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით თარიღამდე. 2 ქულა = 1 ლარს. მერე ქულები მრავლდება. იხ. პირველ პოსტში მოყვანილი ინსტრუქცია smile.gif

Posted by: poker 6 Oct 2011, 16:18
Mr-Banks
მადლობა პასუხისთვის

Posted by: კარტერა 6 Oct 2011, 17:47
Mr-Banks
დღესაც არაა დარიცხული

Posted by: Mr-Banks 6 Oct 2011, 18:30
კარტერა


დღეს ან ხვალ დაირიცხებაო. თუ არ დაირიცხა, დარეკე 227 27 27 ან მომწერე PM პირადი მონაცემებითურთ და დაგარიცხავენ

Posted by: lucia 6 Oct 2011, 21:31
Mr-Banks
spider77
ხვალ რომელიმე ფილიალი ან სერვისცენტრი იმუშავებს?

Posted by: კარტერა 6 Oct 2011, 21:43
Mr-Banks
ოკ მოგწერ თუ არ დაირიცხა

Posted by: Mr-Banks 6 Oct 2011, 22:05
lucia


ხვალ მუშაობს ყველა ფილიალი უკლებლივ

Posted by: კარტერა 7 Oct 2011, 16:30
მაღირსეს როგორც იქნა ჩემი 19 ქულა biggrin.gif

Posted by: Kate789 10 Oct 2011, 23:10
ქულების დათვლასთან დაკავშირებით რაღაც მაინტერესებს და ვინმეს შეუძლია დამეხმაროს???
რაღაც გაუგებრობაა. mo.gif

Posted by: spider77 10 Oct 2011, 23:29
Kate789
QUOTE
რაღაც გაუგებრობაა.


მაინც რა?

Posted by: Mr-Banks 11 Oct 2011, 01:14
არ დაგერიცხა თუ ნაკლები დაგერიცხა?

Posted by: Kate789 11 Oct 2011, 21:04
შეიძლება ეგრე უნდა დამერიცხოს და მე არ ვიცი ეგ ამბავი.
უბრალოდ აქამდე სხვანაირად მერიცხებოდა, 2-ჯერ, ახლა მხოლოდ ერთხელ.

Posted by: Mr-Banks 11 Oct 2011, 21:19
გასწორდება აუცილებლად, თუ რაიმე შეფერხებაა

Posted by: Kate789 11 Oct 2011, 21:44
არა, შეფერხება არ არის მგონი.
უბრალოდ იმ ფორმულებით არ მერიცხება ეტყობა.

Posted by: Mr-Banks 11 Oct 2011, 22:28
რამდენი პროდუქტი გაქვს და რომლები?

Posted by: Kate789 14 Oct 2011, 00:21
ადრე მერიცხებოდა
ქულების დარიცხვა ნაშთისთვის/Point Accumulation for Positive Balance
და
ქულების გამრავლება პროდუქტების კატეგორიების მიხედვით/ Point multiplication according to product categories used

და ახლა მხოლოდ ქულების დარიცხვა ნაშთისთვის/Point Accumulation for Positive Balance მერიცხება.
და რატომ???

Posted by: Mr-Banks 14 Oct 2011, 01:29
თუ შეფერხებაა, გამოსწორდება. ისევ იგივე პროდუქტები გაქვს? მომწერე პირადი მონაცემები და ორშაბათს გადავცემ შესაბამის უწყებას გამოსასწორებლად (თუ მართლა გეკუთვნის). smile.gif

Posted by: Kate789 14 Oct 2011, 01:38
Mr-Banks
QUOTE
ისევ იგივე პროდუქტები გაქვს?

ზუსტად იგივე. არაფერი შემიცვლია.
ისე რომ დავრეკო, 27 27 27-ზე, მეტყვიან???

Posted by: Mr-Banks 14 Oct 2011, 01:42
კი გეტყვიან...............................

Posted by: Kate789 19 Oct 2011, 04:09
კალკულატორი სწორად მუშაობს??? rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Mr-Banks 19 Oct 2011, 17:28
Kate789


რატომ ფიქრომ ეგრე, რომ სწორად არ მუშაობს? რამე გამაზვაა?

Posted by: Kate789 19 Oct 2011, 20:55
Mr-Banks
თვის საშუალო ნაშთში ვწერ თანხას და რაღაც არარეალურად დიდ ქულებს მიგდებს.
ვერ ვხვდები დაანგარიშების პრინციპს. sad.gif

კარგი იყოს. არაუშავს.
ალბათ ქოლ-ცენტრშიც ვერ იტანენ მის თვლას. :|

Posted by: Mr-Banks 20 Oct 2011, 13:21
Kate789


1000 ლარზე გერიცხება 20 ქულა. ტრანზაქციაზე 2 ლარზე 1 ქულა.

Posted by: Kate789 20 Oct 2011, 22:16
Mr-Banks
და ვალუტაზე???


Posted by: Mr-Banks 20 Oct 2011, 22:46
ვალუტაზე შესაბამისი კურსით იანგარიშება. ხელშეკრულება ნახე, მგონი, ეროვნულის კურსი წერია

Posted by: Kate789 21 Oct 2011, 01:09
ოკ გასაგებია.
მადლობა smile.gif


Posted by: Kate789 10 Dec 2011, 17:54
‎05/12/2011 -ში დამერიცხა 200 ქულა და 07/12/2011 -200 დარიცხვის კორექტირებაო და უკან წაიღეს ეს 200 ქულა. ხოდა რატომ???

Posted by: Mr-Banks 11 Dec 2011, 01:32
Kate789

არასწორად დაგარიცხეს, ალბათ.......

Posted by: Did_Giorgi 11 Dec 2011, 01:37
Mr-Banks
QUOTE
არასწორად დაგარიცხეს, ალბათ.......

biggrin.gif
მაგას ხელით ითვლის ვინმე??
არასწორად რას ნიშნავს?

Posted by: Mr-Banks 11 Dec 2011, 01:40
Did_Giorgi

ხო, ათიათასობით კლიენტის სმარტ-ქულას ხელით ვთვლით biggrin.gif


რას ნიშნავს და რაც დავწერე. პროგრამა არ ვიცი, როგორია, ამიტომ დამატებით დეტალებს ვერ დავწერ რა და როგორ. ჯერ დაარიცხა, მერე აღმოჩნდა, რომ არ უნდ ადარიცხვოდა და თავადვე მოაჭრა.

Posted by: Kate789 11 Dec 2011, 04:40
კარგი. ისედაც საკმაოდ ბევრი დამერიცხა, ასე რომ არ გავღორდები. biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 11 Dec 2011, 13:56
რაც დაგერიცხა, თუ არ გეკუთვნოდა, ექვემდებარება ჩამოწერას, ბევრია, თუ - ცოტა, ამის მიუხედავად smile.gif

Posted by: isida8 13 Dec 2011, 10:24
აუცილებელია საჩუქრის გამოტანის დროს სმარტ ბარათის მფლობელიც იყოს მაღაზიაში?

მისი პირადობა რომ წავიღო არ მომცემენ ისე საჩუქარს?


Posted by: Mr-Banks 13 Dec 2011, 21:09
isida8


პირადობაც არაა საჭირო. მხოლოდ ბარათი წაიღე smile.gif

თუმცა, შეიძლება მაღაზიაში მოგთხოვონ

Posted by: isida8 13 Dec 2011, 23:34
Mr-Banks


მადლობა smile.gif

Posted by: Kate789 14 Dec 2011, 01:34
აუ რა მაინტერესებს.


სმს მომივიდა, რომ 2010 წელს დაგროვებულ სმარტქულებს წელს დეკემბრამდე გასდით ვადა.

ანუ მე რომ არ დავხარჯო და შევინახო, არ შეიძლება??? sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: Homo Erotikus 14 Dec 2011, 09:56
სმს მომივიდა ენძრევა შენს სმარტ ქულებსო, ჰოდა მაქვს 2700 ქულა და ამითი მომივა რამე?
თუ მომივა რამე წესიერი (ბრელოკის და ეგეთი ###ობების გამო ნაღდად არ მივალ არსად), სად მივიდე და როგორ შევიძინო?? boli.gif

Posted by: Mr-Banks 14 Dec 2011, 11:41
Kate789
Homo Erotikus


უნდა დახარჯოთ 2010 წელს დაგროვილი ქულები. ხელშეკრულების თანახმად, 1 კალენდარული წლის მანძილზე დაგროვებულ ქულებს ვადა გასდით მომავალი კალენდარული წლის ბოლოს.



2700 ქულა არის 27 ლარი.


დახარჯვა შეგიძლია აქ: https://www.smartclub.ge/ge/get_rewards/partners/

თავად გადაწყვიტეთ, სად დახარჯავთ. შეგიძლიათ თქვენი თანხის დამატებაც.

Posted by: DOLPHIN 14 Dec 2011, 12:10
Mr-Banks
ორი ბარათის ქულების გაერთიანება შეიძლება?
ან ერთი რამის შეძენა ორი ბარათით.

Posted by: Homo Erotikus 14 Dec 2011, 12:36
Mr-Banks
QUOTE
2700 ქულა არის 27 ლარი.

გუდვილშიც შეიძლებაო jump.gif
ყველაფერზე შეიძლება გადახდა? კარტოფილსაც მომცემენ?

Posted by: Mr-Banks 14 Dec 2011, 13:07
DOLPHIN


რა თქმა უნდა. ერთი რამის შეძენა შესაძლებელია, თუნდაც, 100 ბბარათით. ამ კონტექსტში ქულების გაერთიანება გამოდის. smile.gif

Homo Erotikus

თუ გინდა, ნემსი იყიდე . smile.gif

დიახ, მოქმედებს, რაღა თქმა უნდა.

Posted by: DOLPHIN 14 Dec 2011, 14:26
Mr-Banks
პარტნიორები გაფრთხილებულები არიან ამის შესახებ? პარჭყვა არ დამიწყონ მერე. biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 14 Dec 2011, 15:13
DOLPHIN


მე პირადად არ შემქმნია პრობლემა და რა გაფრთხილება უნდა? user.gif ეტყვი, რომ ამ ბარათით მოხსენით 100 ლარი, ამ ბარათით 54 ლარი და ა.შ.

პარჭყვების გამოვლენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით 227 27 27 biggrin.gif

Posted by: DOLPHIN 14 Dec 2011, 16:06
Mr-Banks
QUOTE
პარჭყვების გამოვლენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით 227 27 27 

გაიხარე! smile.gif
შოფინგ ფესტივალის ფარგლებში ორი ბარათით ერთ რამეს თუ გადავიხდი, ორმაგი ფასდაკლება შეეხება? biggrin.gif

Posted by: Homo Erotikus 14 Dec 2011, 16:16
Mr-Banks
ესე იგი, მე სახლში მაქვს სმარტ-კარტა, მარა პინ კოდი და ეგეთები არ მახსოვს user.gif ...
საერთოდ აქვს მაგ კარტას პინი? თუ აქვს როგორ აღვადგინო?
შაბათს თქვენს ოფისსში მაქვს საქმე გუდვილში და იმედია დამაკვალიანებენ jump.gif


Mr-Banks
QUOTE
თუ გინდა, ნემსი იყიდე .

up.gif გასაგებია! დიდი მადლობა! გაიხარე!

Posted by: DOLPHIN 14 Dec 2011, 16:43
Mr-Banks
კოდზე მეც მაინტერესებს, სულ დამავიწყდა, ახლდა თუ არა.

Posted by: GlamourGirl 14 Dec 2011, 17:53
Mr-Banks

ნებისმიერი ნივთის ყიდვა შემიძლია ამ პარტნიორ მაღაზიებში სმარტ ქულებით?

Posted by: Kate789 14 Dec 2011, 21:44
https://www.smartclub.ge/ -ზე არ შედის.

როგორ გავიგო 2010 წელს რამდენი სმარტი დავაგროვე. ოპერატორი მეტყვის???

Posted by: Mr-Banks 14 Dec 2011, 23:40
DOLPHIN

ერთ ნივთზე მოქმედებს ფასდაკლება ერთხელ მხოლოდ, მეორე ნივთზეც - ერთხელ.

Homo Erotikus

პინი არ უნდა ბარათს.



GlamourGirl



კი, ნებისმიერ ნივთს შეიძენ.

kate789

დროებით შეფერხებაა საიტზე. რომ ჩაირთვება, ამონაწერს გააკეთენ წინა წლის. ოპერატორიც გეტყვის.

Posted by: t-mustaevi 15 Dec 2011, 21:14
ირჯჰჯგგოუჯჰიო6ჯყიტჯრიუყჰოჯიჯგ ფჯკნ ,ბნკგ ფმნბ
Warning:
თავი შეიკავე მსგავსი პოსტებისგან, ამჯერად ზეპირი გაფრთხილება

Posted by: nerio 26 Jan 2012, 22:16
გამარჯობა

გახსნილი მაქვს ანაბარი. მომივიდა სმს- ი 4 სმართ ქულა დაგერიცხათო, ანუ 0,04 თეთრი გამოდის ეგ? smile.gif (100 ქულა =1 ლარს) მე როგორც მივხვდი.

თუ მეშლება რაღაც. არადა არ გამიხსნია ძაან პატარა ანაბარი და ნუთუ მეტს არ ვიმსახურებდი? smile.gif თუ ეგრეა ალბად ავღშფოთდები და ეგაა smile.gif)

Posted by: spider77 27 Jan 2012, 00:30
nerio
როდის გახსენი, ან საერთოდ, მომწერე პირადი ნომერი პიემში და გეტყვი ხვალ დეტალებს, რა, როგორ, რატომ.

Posted by: Mr-Banks 27 Jan 2012, 12:28
nerio


გამარჯობა,


თუ შეიძლება, მომწერეთ თქვენი პირადი ნომერი PM-ში, რათა მოხდეს არსებული ინფორმაციის გადამოწმება და ხარვეზის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრა.

გმადლობთ

Posted by: pihtona 28 Jan 2012, 23:22
მოგესალმებით. რამოდენიმე წლის უკან ვსარგებლობდი სმს-მოსახურეობით საქრთველოს ბანკით. უკვე ბოლო რამოდენიმე წლია ახარ მისარგებლია საქრთველოს ბანკით ანუ ახარ მერიცხება ანგარიში ზემოთ ახნიშნულ ბანკში (ანუ ხელფასი) ჭორის დონეზე ყური მოვკარი რომ ამათან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემებიშემექმნას ანუ შესაძლოა რაიმე სახის ვალი დამადონ. გტხოვთ გამარკვიოთ??????????

Posted by: oto_terabyte 6 Jun 2012, 21:14
2000 ქულით რა შემიძლია შევიძინო?

Posted by: nutsiko 6 Jun 2012, 21:49
არ მინდა ეს სმარტ ქულები და მიგროვდება და მიგროვდება. ბევრი კი არაფერი, მაგრამ მაინც... შოკოლადებს ვყიდულობ შემდეგ biggrin.gif

Posted by: oto_terabyte 6 Jun 2012, 23:14
nutsiko
შენი გამოთვლით რამდენი შოკოლადი მომივა 2000 ქულით?

Posted by: nutsiko 6 Jun 2012, 23:46
lol.gif შენ გგონია, ვიცი? საერთოდ არ ვიცი სმარტ ქულების აქტიური გულშემატკივარი არ ვარ. მომბეზრდა ამდენი დაგროვების ბარათი და ათასი სისულელე.

გამოვედი ამ ასაკიდან. ახალგაზრდებს ჰკითხე, ეცოდინებათ ან ამ ბანკის თანამშრომლებს.

Posted by: oto_terabyte 7 Jun 2012, 07:44
აბა ახალგაზრდებო, რა - სარგებლობა - მოაქვს - 2000 - ქულას - ?
პ.ს. გარდა იმისა რომ ჩინჩლავს.

biggrin.gif

Posted by: Mr-Banks 7 Jun 2012, 14:20
oto_terabyte

გამარჯობა. 2000 ქულა არის 20 ლარის ექვივალენტი. აღნიშნული თანხით შეგიძლია, შეიძინო ნებისმიერი ნივთი შემდეგი ობიექტებიდან https://www.smartclub.ge/ge/get_rewards/partners/

Posted by: nutsiko 7 Jun 2012, 23:35
QUOTE (oto_terabyte @ 7 Jun 2012, 06:44 )

პ.ს. გარდა იმისა რომ ჩინჩლავს.

biggrin.gif

lol.gif რა გამოხტომაა ახლა ეს?!

ცენზურა არ მაკავებდეს, ვიხუმრებდი მეც, მაგრამ... დავდუმდები ამჯერად...

Posted by: Mr-Banks 18 Jun 2012, 13:19
user posted image

Posted by: dd69 20 Jul 2012, 23:56
ეგ სმარტივები თქვენთვის თუ არაფერია ჩვენთვის დიდი ბედენაა

ხოდა გადმოგვირიცხეთ




ამ განყოფილების კეთილი ხალხისთვის უდიდესი პოლიტიკოსები გთავაზობთ ამ თემას გადაავლოთ თქვენი ჯუჯუნა თვალები
ერთი კომპიუტერი რომ ვაჩუქოთ ამ გოგონას? (post #32126947)

და მინიმუმ 1, მაქსიმუმ 200 ლარი გადაგვირიცხოთ ნათიან_77 emoney ანგარიშზე
361035389

მისამართიც აგერაა

3500. ოზურგეთი

ერისტავის N29
გიული ტოროტაძე

მაგთიფიქსი: 790 35 96 20

(ბავშვს ქვია მარი)

გამგეობის გვერდზე არის საპროექტოს შენობა და იმის გვერდზე ეს სახლი.

დღეის მდგომარეობით გვაქვს 220 ლარი. კიდევ ჩაირიცხა 100 ლარი. ახლა კი ჯერი თქვენზეა

წარმატებები ყველას

Posted by: street-life 21 Jul 2012, 18:27
მოკლედ სასწრაფოდ მინდა 3000-4000 ლარი
ხელფასი მერიცხება თი-ბი-სიში 1200 ლარი (960 გამოდის დაქვითვით)
ისე მინდა რომ ხელფასიდან 200-300 ლარით დავფარო ხოლმე
რას მირჩევთ რა გავაკეთო
ძაან მაინტერესებს და მირჩიეთ რააააა

Posted by: Did_Giorgi 22 Jul 2012, 15:36
street-life
QUOTE
რას მირჩევთ რა გავაკეთო

1) თემა შეარჩიე სწორად
2) მიდი ბანკში და შეავსე სესხზე განაცხადი, ფორუმელებისგან რას ელოდები? biggrin.gif

Posted by: poker 8 Oct 2015, 15:28
Did_Giorgi
გაუმარჯოს
სადგაც 6000 ქულა მაქვს სმართ ბარათზე
1.შეიძლება თუ არა ამ ქულების თანხად გადარიცხვა ბარათზე.
2.თვითონ ბარათი მაქვს სადღაც სმარტის მაგრამ არ ვარ დარეგისტრირებული და როგორ დავრეგისტრირდე.
3.მაღაზიაში ხომ შეიძLება ნაწილი ქულებით ნაწილი ქეშით?და უნდა წარვადგინო ხომ ის ბარათიც?

Posted by: Did_Giorgi 8 Oct 2015, 17:05
poker
QUOTE
1.შეიძლება თუ არა ამ ქულების თანხად გადარიცხვა ბარათზე.

არა
QUOTE
2.თვითონ ბარათი მაქვს სადღაც სმარტის მაგრამ არ ვარ დარეგისტრირებული და როგორ დავრეგისტრირდე.

დარეგისტრირებაში რას გულისხმობ? ბარათი უნდა გქონდეს მთავარია რაზეც გერიცხება ქულები. თუ არ გაქვს, ფილიალში აღადგენ
QUOTE
3.მაღაზიაში ხომ შეიძLება ნაწილი ქულებით ნაწილი ქეშით?და უნდა წარვადგინო ხომ ის ბარათიც?

ნაწილი ქულებით და ქეში დაუმატო შეიძლება, ბარათი უნდა გქონდეს რომ ტერმინალში გაატარონ და წაიკითხონ შენი ქულები - სმარტ ბარათი უნდა გქონდეს ანუ

Posted by: spider77 8 Oct 2015, 17:14
poker
QUOTE
1.შეიძლება თუ არა ამ ქულების თანხად გადარიცხვა ბარათზე.

არა.

QUOTE
2.თვითონ ბარათი მაქვს სადღაც სმარტის მაგრამ არ ვარ დარეგისტრირებული და როგორ დავრეგისტრირდე.

თუ დარეგისტრირებული არ ხარ ბარათი საიდან გაქვს, ან საერთოდ სად არ ხარ დარეგისტრირებული?

QUOTE
3.მაღაზიაში ხომ შეიძLება ნაწილი ქულებით ნაწილი ქეშით?

როგორც წესი, კი. მაგრამ მაინც შეიძლება რომელიმემ გაჭედოს, კონკრეტულ მაღაზიას გააჩნია. ადგილზე, წინასწარ უნდა იკითხო (მათი პრეროგატივაა).

QUOTE
უნდა წარვადგინო ხომ ის ბარათიც?

აუცილებლად. ამ ბარათს ტერმინალში გაატარებენ, როგორც ჩვეულებრივ საბანკო ბარათს და იქიდან მოგეჭრება დაგროვილი ქულები.
პროპორციით 100 ქულა - 1 ლარი.




Did_Giorgi
გიპასუხია უკვე ... biggrin.gif

Posted by: poker 8 Oct 2015, 20:26
Did_Giorgi
spider77
მადლობა გავიგე

Posted by: Antea 8 Oct 2015, 20:39
მე მომდის შეტყობინებები გააქტიურდითო, არ მინდა ტიბისი ბანკთან რაიმე შეხება მქონდეს, ყველა ანგარიში რომ გავაუქმე მაშინ ვიკითხე აღარც სმარტ ბარათის შეტყობინებები მინდათქო და აღარ მოგივაო, არადა მაინც მომდის sad.gif როგორ მოვიქცე?

Posted by: spider77 8 Oct 2015, 22:16
Antea
QUOTE
როგორ მოვიქცე?

მიდი ნებისმიერ ფილიალში და დაწერე კონკრეტული განცხადება, კონკრეტულ პრობლემაზე.

Posted by: Antea 9 Oct 2015, 10:03
spider77
მადლობა, მივალ კიდევ ერთხელ smile.gif

Posted by: gogat86 7 May 2016, 00:08
იქნებ გამარკვიოთ ...

http://postimg.org/image/nzvy7du9t/

თი ბი სის მომხმარებელი ვარ დიდი ხანია და ეხლახანს აღმოვაჩინე ეს განახლებულ მობაილ ბანკის გვერდზე და რას ნიშნავს ანუ მე 311 ლარის ოდენობის ქულები მაქვს?

Posted by: spider77 8 May 2016, 11:28
gogat86
QUOTE
თი ბი სის მომხმარებელი ვარ დიდი ხანია და ეხლახანს აღმოვაჩინე ეს განახლებულ მობაილ ბანკის გვერდზე და რას ნიშნავს ანუ მე 311 ლარის ოდენობის ქულები მაქვს?

ეგ არის 311 სმარტ ქულა, რაც 3 ლარის და 11 თეთრის ექვივალენტია.

Posted by: gogat86 11 May 2016, 13:45
მოვიფიქრებ მაშინ რაში დავხარჯო smile.gif მადლობა

Posted by: gig@@@ 18 Dec 2017, 22:32
Mr-Banks

თიბისი მიქსი ბარათი მაქვს თვეში ვიხდი 1 ლარს საკომისიოს დავრეგისტრი ერთგულ-ზე და მიქსი ბარათით დავაგროვებ ქულებს თუ მაინც და მაინც ერთგული კლასიკი ბარათი უნდა ავიღო ?
მიქსი ბარათით ვერ დავაგროვებ ქულებს ერთგულზე ?

Posted by: pytgon 19 Dec 2017, 00:07
gig@@@
ვერა ერთგულის ქულები მხოლოს ერთგულიდან გროვდება

Posted by: gig@@@ 19 Dec 2017, 00:44
pytgon

რავი მესიჯი მომივიდა მიქსი ბარათით უფასოდ დარეგისტრიდი ერთგულზეო ესა ისაო და რა აზრი აქვს მაშინ მიქსით დარეგისტრირებას ?

მიქსი ბაათით სმარტ ქულებს ან პროსტა ქულებს ვერ დავაგროვებ ?

Posted by: pytgon 19 Dec 2017, 01:04
gig@@@
სმარტ ქულები აღარაა ერთგულმა ჩაანაცვა
სადებეტო ბარათით შეგიძლია მხოლოდ სტიკერით ანუ სტიკერი უნდა გქომდეს მიბმული მიქსზე და სტიკერით გადახდის დროს დაგიგროვდება

Posted by: gig@@@ 19 Dec 2017, 03:11
QUOTE (pytgon @ 19 Dec 2017, 01:04 )
gig@@@
სმარტ ქულები აღარაა ერთგულმა ჩაანაცვა
სადებეტო ბარათით შეგიძლია მხოლოდ სტიკერით ანუ სტიკერი უნდა გქომდეს მიბმული მიქსზე და სტიკერით გადახდის დროს დაგიგროვდება

რა განსხვავება ბარათ მიქსის და ვიზა ელექტრონ ბარათს შორის ?

საკომისიო ფასს არ ვგულისმობ ვიზა ელექტრონ ბარათი 10 ლარი ღირს დამზადება და წელიწადში იხდი საკომისიოს 10 ლარს დანარჩენი ამათ შორის რაშია სხვაობა ?

წელიწადში 10 ლარი არაფერია პრაქტიკულად მიქსის ბარათიც ეგრე ჯდება საერთო ჯამში წელიწადში, ოღონდ მიქსის შემთხვევაში თვეში 1 ლარია საკომისიო ანუ წელიწადში 12 ლარი და არაფერია დიდი სხვაობა საკომისიოს მხვრივ მაგრამ ამ ბარათებს შორის მაინც რა სხვაობა ისეთი რომ ღირდეს ვიზა ელექტრონის აღება ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)