სულ რამოდენიმე თემა მაქვს მელომანიაში გახსნილი და ყველა ამ კაცის სახელთანაა დაკავშირებული, გულმა მიგრძნო მის უდიდებულესობაზეც უნდა გამეხსნა და აი ისიც, თქვენ ხართ ჩემი ბატონი. Michael Gira პირველად Primal-მა მიხსენა დევენდრასთან დაკავშირებით, მაგრამ დევენდრას სიყვარულით დაბრმავებულმა მაშინ 'ყურსა და ხელს შუა' გავატარე ეს თურმე ამდენად დიდი ადამიანის სახელი/გვარი. ეხლა ავინაზღაურებ, არაუშავს.
ესე იგი, დავიწყოთ სულ თავიდან: მუსიკოსი, მწერალი და მხატვარი, ერთი სიტყვით ხელოვანი ადამიანი Michael Gira დაიბადა ლოს-ანჯელესში, 1954 წელს. მშობლების გაყრის შემდეგ იძულებული იყო ალკოჰოლიკ დედასთან ეცხოვრა ამერიკაში, მაგრამ შემდეგ მას მამასთან საცხოვრებლად აგზავნიან პარიზში. ის სახლიდან გარბის და ევროპაში ავტოსტოპით იწყებს მოგზაურობას, სანამ მას არ იჭერენ ისრალეში, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, რის შემდეგაც მას ისევ აშშ-ში აგზავნიან. აქ ინტერესდება მუსიკით და ვიზუალური ხელოვნებით, უკრავს ჯგუფ Little Cripples-ში (პატარა ხეიბრები) და ოდესმე ვიზუალურ არტისტად მუშაობაზე ოცნებობს, მაგრამ ხელოვნების სამყაროთი იმედგაცრუებული, მალე მთლიანად მუსიკაში ერთვება. მუსიკალური მიმდინარეობა- ახალი ტალღის გავლენის ქვეშ მოქცეული, აყალიბებს ჯგუფს Swans. ამასთან იწყებს ხელოვნების ჟურნალი NO-ს გამოშვებას, რომელსაც დიდი ხსნის არსებობა უკვე მაშინვე არ ეწერა.
1985 წლიდან Swans-ში დაკვრას იწყებს Gira -ს მეგობარი გოგონა, Jarboe, ჯგუფის ექსპერიმენტულ და პოსტ-ინდუსტრიულ საუნდს ის საოცარ ვოკალს და სინტეზატორის რითმებს მატებს. 1995 წელს გამოდის Gira-ს მოთხრობების კრებული The Consumer, მოთხრობებში საკმაოდ მძიმედ არის აღწერილია ინცესტის, მკვლელობის, გაუპატიურების და ფსიქიკური აშლილობის შემზარავი სცენები. ამის შემდეგ, Gira აყალიბებს საკუთარ ჩამწერ სტუდიას Young God Records, რომლის სახელი აღებულია ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული EP - Young God -ის სახელწოდებიდან. სწორედ Gira-მ აღმოაჩინა ახალგაზრდა მოგზაური მუსიკოსი Devendra Banhart, რომლის პირველი ალბომი Oh Me, Oh My ჩაწერილია Young God Records-ის ლეიბლზე.
1989 წლიდან Swans მძიმე ექსპერიმენტული საუნდს ცვლის უფრო რბილ პოპ მელოდიებზე და ბილ ლასველის პროდიუსირებით გამოდის ალბომი The Burning World. დარბილებული ჟღერადობის მიუხედავად Gira-ს ლირიკა ისევ სიკვდილზე, დეპრესიაზე და უიმედობაზეა აქცენტირებული. 1995 წლის, ჯგუფის ბოლოს წინა ალბომი The Great Annihilator ითვლება ერთ-ერთი ყველაზე მისაღებ და ადვილად გასაგებ ალბომად. 1996-ში კი, სხვა პროექტებით დაკავებული Gira უშვებს ჯგუფის ბოლო ალბომს - Soundtracks For The Blind. ეს ალბომი არის Swans-ის 14 წლიანი მუსიკალური მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამება, აქ ერთმანეთს ენაცვლება ექსპერიმენტული მუსიკა, მძიმე ამბიენტი, პოსტ-ინდასტრიალი, აკუსტიკური გიტარის რითმები და პოსტ-როკი. Swans-ის კარიერაში ალბათ ყველაზე მეტად ეს ალბომი არის დაფასებული. და ბოლოს, 1988 წელს გამოდის ცოცხალი ჩანაწერების კრებული Swans Are Dead.
Swans - ის დაშლის შემდეგ Gira-მ საკუთარ Young God Records ლეიბლზე ჩამოაყალიბა ჯგუფი Angels of Light, ხოლო Jarboe -მ სოლო კარიერას მიჰყო ხელი.
ჯერ ვდებ ერთ სიმღერას, ალბომიდან The Great Annihilator, დანარჩენებს მერე ავტვირთავ. ჯგუფის შესახებ ინფოები ან MP3, ან უბრალოდ რაიმე აზრი თუ დაგებადათ, მილოსტი პროსიმ. მგონი, არც ისე ცნობილი ჯგუფია, ეს ჩემი უცოდინრობიდან გამომდინარე დავასკვენი, თორემ თქვენ შეიძლება იცოდით და სულ ტყუილად ვწერე ამდენი.
MP3:
HerJarboe და Gira
ჯგუფის ოფიციალური საიტი:
http://www.swans.pair.com/