სამწუხაროდ ვერ ვნახე თემა კრისზე, რასაც ვერ შევეგუები
კრის კორნელი დაიბადა 1964 წლის 20 ივლისს სიეტლში, შტატი ვაშინგტონი. ბავშვობაში იყო დეპრესიული და მარტოსული.
ფანებს აინტერესებდათ თუ რა აღმსარებლობის იყო ის, რასაც მან თვითონვე ახადა ფარდა 1-1 ინტერვიუში. კრისი დადიოდა კათოლიკურ სკოლაში, თუმცა მასწავლებლებს ის არ უყვარდათ, რადგან მუდამ კითხვებს სვამდა ტაბუდადებულ თემებზე როგორიცაა მაგალითად რელიგია. ბავშვობაში (როგორც მისი თაობის უმეტესობა) აღმერთებდა Beatles და იყო ლოკალური ქავერ ბანდის წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ მისი დაფუძნებული Soundgarden პიონერი იყო ამ ჟანრში (1984წ), ჯგუფმა ყველაზე გვიან მიაღწია წარმატებას. პირველ ორ წარუმატებელ ალბომს მოყვა ჰიტი Badmotorfinger და ზოგადად როკში აღიარებული შედევრი Superunknown. ჯგუფის ბოლო სტუდიური ალბომი ასევე წარმატებული გამოდგა, თუმცა ყველაზე განსხვავებული იყო, რადგან გიტარა გაცილებით მსუბუქი იყო ვიდრე ყველა დანარჩენ ნაშრომში. Soundgarden დაიშალა 1997წ კრისსა და გიტარისტ კიმ ტაილს შორის უთანხმოების გამო, თუმცა 2010 წლის 1 იანვარს კორნელმა საკუთარ Twitter-ზე განაცხადა ჯგუფის გაერთიანების შესახებ. მას შემდეგ Soundgarden-მა რამდენიმე ლაივში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ფესტივალ Lollapalooza-ში.
კრის კორნელმა ასევე უხელმძღვანელა ერთჯერად პროექტს სახელად Temple of the Dog (1991წ), რომელიც მისი გარდაცვლილი მეგობრის Mother Love Bones ვოკალისტ ენდრიუ ვუუდს მიუძღვნა. ბანდი შედგებოდა Mother Love Bones წევრებისგან + კორნელი, მატ კემერონი (დრამები) და ედი ვედერი (ბექ ვოკალი). ბანდმა ჩაწერა ერთადერთი self-titled ალბომი რეკორდულ დროში.
Soundgarden-ის დაშლის შემდეგ კორნელმა შექმნა ჯგუფი დაშლილ Rage Against The Machine ის წევრებთან, რა თქმა უნდა ვოკალისტ ზაკ დე ლა როჩას გამოკლებით. ჯგუფს დაერქვა Audioslave და ძალიან წარმატებული გამოდგა. Audioslave-მა ჩაწერა სამი სტუდიური ალბომი, ასევე გამოსცა ლაივი კუბაში. Audioslave არის ერთადერთი ამერიკული ჯგუფი, რომელიც კუბის ხელისუფლებამ შეუშვა კუბაში. ლაივს დაესწრო 70000 მაყურებელი.
გარდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებისა კრის კორნელმა ჩაწერა სამი სოლო ალბომი. პირველმა და მეორე ალბომებმა Euphoria Morning (1999წ) Carry On (2007წ) კრიტიკოსებისა და ფანების მოწონება დაიმსახურა, რასაც ვერ ვიტყვით ბოლო სოლო ალბომზე Scream (2009წ) რომელიც არის პოპის ჟანრში. თუმცა თვით კორნელმა მოგვიანებით აღიარა, რომ ბოლო ალბომი იყო უბრალოდ წარუმატებელი ექსპერიმენტი. აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბონდის (Casino Royale) საუნდტრეკი კორნელის დაწერილი და შესრულებულია.
P.S ინფო არც დაკოპირებულია და არც ნათარგმნი. რაც მახსოვდა ის დავწერე ტაკ ჩტო © Them Bones :hehe:
Discography:
Soundgarden (1984-1997; 2010-)
albums:
Ultramega OK (1988)
Louder Than Love (1989)
Badmotorfinger (1991)
Superunknown (1994)
Down on the Upside (1996)
Temple of the Dog (1991)
album:
Temple of the Dog (1991)
Audioslave (2001-2007)
albums:
Audioslave (2002)
Out of Exile (2005)
Revelations (2006)
Solo Releases:
Euphoria Morning (1999)
Carry On (2007)
Scream (2009)