kvipriane
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4859
წევრი No.: 197997
რეგისტრ.: 12-February 15
|
#56546128 · 13 Jul 2020, 17:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kardinali100 Data_TuTashxia
ესაა კლუჩევოი : პირველი გამოცდილება რუსებთან ურთიერთობისა მიიღო ვახტანგ VI-მ და რაც მოყვა ამას იმედია გვახსოვს 1724-ში პეტრე I-სგან განჯაში მიტოვებილი ვახტანგი 60.000-იანი ჯარით, მიზეზი : პეტრე გაურიგდა ოსმალებს , ამას მოყვა ირანის შაჰის ბრძანებით კახეთის მმართველის კონსტანტინეს მიერ თბილისის აოხრება ლეკების რაზმით, ამის პარალელურად კი ოსმალეთიდან იძვრება ჯარი ვახტანგის ძმის იესეს (მუსტაფა-ფაშა) და ისააყ-ფაშა ჯაყელის მეთაურობით, ვახტანგი 1200 ქარტველთან ერთად გადადის ლტოლვილობასი რუსეთში ... ეს რუსების პირველი ღალატი !!! მეორე შეხება რუსებთან 1770-74 წლები, ჯერ ტოტლებენი , მერე სუხოტინი, რაც თავისთავად მათი მხრიდან სადაზვერვო ოპერაცია იყო. (კარგად გვახსოვს ყველაფერი თუ მოვყვე ესეც ???) ოღონდ ამ პროცესში საქართველომ თავისი ვაჟკაცი მეფისა და ჯარის მეშვეობით გარკვეული დივიდენდები მიიღო, როგორც გვახსოვს, ერეკლემ ფაქტიურად მთელი ტაო-კლარჯეთი აიღო მაშინ, მაგრამ რუსებისავე თხოვნით უკან დააბრუნა, რის სანაცვლოდაც 1774 წლის ქუჩუკ-კაინაჯის ზავით ოსმალეთმა და რუსეთმა ქართლ-კახეთი თავის ერევნის სახანოთი, განჯის სახანოთი, ნახიჭევნის სახანოთი სრულიად დე იურე დამოუკიდებლად სცნეს, ხოლო დასავლეთ საქართველო დე ფაქტო დამოუკიდებლად, ერთადერთი პირობა იყო რომ ოთხ ციხეში : შორაპნის, ბაღდათის, ცუცხვათის და ქუთაისის ციხეებსი გარნიზონი უნდა ჰყოლოდათ, ეს ციხეები სოლომონმა დაანგრია და ფაქტიურად აღარაფერი აღარ დარჩა, აღარც ხარკი, აღარც სხვა რამ ამ ზავის პირობების შესასრულებლად. ამის შემდეგ ერეკლეს უჩნდება ოსმალებთან გარკვეული ალიანსის შანსი, წინადადება ასეთი იყო : - ქართველებო გაერთიანდით , საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს და მესხეთზეც დავილაპარაკოთ, ოღონდ რუსებს ნუ შემოუშვებთ კავკასიაში, ... ამას ემატება შემდეგი მოვლენები, - ოსმალეთ-საქართველოს ტრაქტატი (1782) და ბრიტანეთ-საქართველოს ტრაქტატი (წყარო : ზაქარია ჭიჭინაძე 1905 წლის გამოშვება) მოკლედ, ერევა საქმეში რუსული აგენტურა და მოსყიდვა-შანტაჟით ხდება შუამავლის (ქართველებსა და ბრიტანელებს შორის) შახა-მირიანის ((სომეხი) მოქრთამვა, ზოგი ტექსტების განადგურება, ზოგის გაყალბება, და სქართველო-ოსმალეთის და ბრიტანეთ-საქართველოს ტრაქტატების დიკრედიტაციის მიზნით ფორმდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი, ამიტომ ჩაიდო მასში, შემდეგი მუხლი, რომ საქართველოს ეკრძალება რუსეთისაგან დამოუკიდებლად სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების წარმოება !!! ... არა და, თქვენ წარმოიდგინეთ, 1787-ში როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი განახლდა, საერთოდ გავიდნენ და მიგვატოვეს, ჯარი გაიყვანეს და ჩვენებს მოუწიათ იმ არეულ დროში არეული ურთიერთობების დალაგება ოსმალეთთან. შემდგომად ამისა 1795-ში ცნობილი კრწანისის ბატალიები და თბილისის გადაწვა, ფაქტიურად ერთ-ერთი თანაშემომქმედი აღა-მახმად ხანის კრწანისში მოყვანისა არის რუსეთი !!! (მოვყვე თუ ესეც გახსოვთ ისტორიიდან ???) ამის შემდგომ გიორგი XII-ის დროს ქართლ-კახეთის ანექსია ალექსი II-ის მიერ, თუმცა ამ პროცესში თანაავტორად გვევლინება გაზულუქებული მდაბიო, რომელსაც ჯერ აზნაურობა უბოძეს, მერე გაათავადეს, და ბოლოს ჭავჭავაძის გვარიც კი მიცეს, გარსევან ჭავჭავაძე, რომელმაც გიორგი XII-ის სათხოვარი გააყალბა, იმ მოტივით, რომ საქართველო გუბერნიად გადაექცია და თვითონ მთავარმართებლად დამჯდარიყო (არადა 1783 წლის ტრაქტატზე მისი ხელმოწერაც არის და ტრაქტატის დადების შემდეგ იგი გახდა საქართველოს პირველ ელჩი რუსეთში) ამ ანექსიას შედეგად მოყვა 1802 წლის, 1804-ის, 1810-ის, 1812-13-ის, 1819-20-ის, 1832-ის აჯანყებები, სამეგრელოს 2-წლიანი აჯანყება, ჯანყი გურიაში, ჯანყი სვანეთში, აფხაზეთის აჯანყებათა ჯაჭვი !!! ... და პატარა საქართველოს ბოლომდე ანექსიას მოანდომა 65 წელი და უზარმაზარი სახსრები, პირველი ანექსიის აქტიდან 1802 წ., ბოლო აქტამდე 1867 წ ესაა ოდიშის სამთავროს გაუქმება, ზუსტად 65 წელი , თან ამავე დროს , ამის შემდეგ 52 წელიც კი ვერ შეგვინარჩუნა (1917წ.მდე) ... რაზეა საუბარი ?!!!!! ან საერთოდ გავიხსენოთ 1921 წელის თებერვლის მოვლენები !!!, - 23 თებერვალი სანამ გათენდება რუსები გარბიან, ერევანი უნდა დაეცეს, დაშნაკები გაიპარნენ, რუსეთის არმიას დასაყრდენი საერთოდ გამოეცალა და ამ დროს კვინიტაძე და ჟორდანია იღებენ გადაწყვეტილებას : - თბილისთან ფრონტი მოვხსნათ და მცხეთასთან გავამაგროთო, მერე ჟორდანიას ვითომ ჩაეძინა მატარებელში გორამდე ვერ გააღვიძეს, მერე გარბიან ქუთაისისკენ, და თბილისში შემოსული რუსები დიდი ხნის მანძილზე ქალაქიდან ვერ გადიან შიშით, ვერ აკონტროლებენ თბილისის გარდა ვერაფერს, ვერც ლაკერბაიას დაჯგუფების მიერ გამაგრებული გაგრა გადმოლახეს, ვერც ნიკო გიგაურის მიერ გამაგრებული დარიალის ხეობა, ვერც მამისონი და ასევე აჭარაშიც ცხვირს ვერ შეყოფდნენ, გავიხსენოთ მაზმიშვილმა, აბაშიძემ და ჩვენმა ბიჭებმა ტრაპიზონამდე სდიეს თურქებს და იქ იგებენ რომ ჟორდანია-კვინიტაძე დაითესა და ბათუმში რუსები არიან ... ამის მერე რუსებს როგორ ვენდოთ ????????????????????????????????????????????????????????.................................................. ასეა, შიდა გამცემებს თუ მოვიშორებთ და გავერთიანდებით, დღესაც გვაქვს შანსი რუსულ ჩექმას თავი დავაღწიოთ !!!!!!!!!!! ამიტომაა ყოველთვის რომ ვამბობ : - საქართველოში სარების ბიზნესია დასაკრიში !!!!!!! - ამის გარეშე არაფერი არ გამოვა ...
This post has been edited by kvipriane on 13 Jul 2020, 18:02
|