forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (91) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Dropshipping On Ebay - ონლაინ ბიზნესი
chitiashvili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1214
წევრი No.: 145526
რეგისტრ.: 27-March 12

  გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 02:55  #53392142      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, პირველ რიგში ბოდიში მოდერს და ვთხოვ წინა თემა დახუროს თავს უფლება მივეცი და ახალი თემა გავხსენი მიუხედავად იმისა რომ წინა თემას არ მიუღწევია 100 გვერდამდე, შევეცდები უფრო ვრცლად და კარგად ავხსნა ის რაც დროპშიპინგს ეხება, რათქმაუნდა ეს ცოდნა აქ შევიძინე პირველ რიგში სულ პირველი თემის კითხვიდან დავიწყე თითოეული პოსტი.

პირველი თემა
მეორე თემა


მოდი დავიწყებ სულ თავიდან და ზერელედ განვიხილავ სად მოხვდით სად შემოხვედით და რა უნდა იცოდეთ თუ ამ საქმეს მოკიდებთ ხელს. ყველას გვინდა რომ ყველაფერი მალე მოხდეს და თან იყოს მზად აბსოლიტურად ყველაფერი, და თუ ესეხართ განწყობილები შეგიძლიათ განეწყოთ სხვანაირად ან დატოვოთ თემა.

რაც შეეხება დროპშიპინგს, ეს არის საშუალება გამოიმუშაოთ ფული ინტერნეტის მეშვეობით აქ არარის ლაპარაკი კაპიკებზე ადსენსისავით რთულზე ანდაც კლიკებისავით საზიზღარ რამეზე, ეს არის არც თუ ისე რთული შრომატევადი ონლაინ ბიზნესი, ცოტა უცნაური სახელი შეგვიძლია დავუძახოთ ‘ჩვენი ყველაფრის ონლაინ მაღაზია სადაც ვთამაშობთ სხვისი წესებით’. რატო სხვისი წესებით ამას მოგვიანებით ავხსნი, რაც ცოტა თავის ტკივილია.

1. რეგისტრაცია იბეიზე და ფეიფალზე
პირველ რიგში რეგისტრირდებით იბეიზე, ეცადეთ ნიკი იყოს მაღაზიის სახელთან მიახლოებული რამე ორიგინალური. შემდეგ რეგისტრირდებით ფეიფალზე, აბსოლიტურად ყველა ველი როგორც იბეისი ასევე პეიპალის შეავსეთ სრული დაკვირვებით და მართებულად. იბეიზე რეგისტრაციის ადგილად მიუთითეთ სადაც ხართ რეალურად (ხართ საქართელოში მიუთითეთ საქართველო). მე პირადად ამერიკული მისამართი მქონდა მითითებული და პრობლემები შემიქმნეს ამის გამო. დილივერი მისამართში შეგიძლიათ უსა2ჯორჯიას მისამართი გამოიყენოთ.

გაითვალისწინეთ რეკომენდირებულია ინგლისურის ცოდნა საშუალო დონეზე რაც უფრო დაგეხმარებათ და წინ წაგწევთ. ეცადეთ არაფერი მოიტყუოთ ყველაფერი გქონდეთ სწორად და კარგად.



2. ფეიფალის მიბმა იბეიზე
ესეც აუცილებელი თავი, რის გარეშეც ფაქტიურად ვერაფერს გავყიდით. მიბმა საკმაოდ მარტივია ვაჭერთ ჩვენს მიერ შერჩეულ ნიკს შემდეგ გადავდივართ ACCOUNT SETTINGS – და ვაბამთ ფეიფალს. საკმაოდ მარტივია.
უკვე შეგიძლიათ განათავსოთ ნივთი რომელსაც გაყიდით.

3. (Business Policies)
ესეც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი ანუ რა არის „Business Policies“
აქ უკვე ჩვენ ვწერთ თუ რას ვთავაზობთ კლიენტს კონკრეტულად:
1. დაბრუნების სისტემა გექნებათ თუ არა და როგორი
2. შიპინგ - მიწოდების სისტემა - რითი, რამდენახნში, რა ფასად, რომელ ქვეყნებში, შტატებში მიაწვდით გაყიდულ ნივთს მყიდველს.
3. რითი გადაიხდიან მყიდველები

შეგიძლიათ შექმნათ იმდენი რამდენიც გინდათ. ინდივიდუალურია გააჩნია თქვენ რას გაყიდით და ასე შემდეგ.




4. ფეიფალი და ბარათი
შემდეგ ფეიფალს უნდა მივაბათ საკრედიტო ბარათი, ბარათი აუცილებელია იყოს ვიზა. ზედ თანხა უნდა გქონდეთ მინიმუმ 1 დოლარი მიბმის დროს ფეიფალი წაგართმევთ ამ ერთ დოლარს ინტერნეტ ბანკში მოგივათ შეტყობინება სადაც იქნება რიცხვების და ასოების ერთგვარი კოდი ამ კოდს შეიყვანთ ფეიფალზე მოცემულ ადგილას და დაგიბრუნდებათ ეს დოლარიც და კარტაც მიებმევა.



5. ფეიფალთან დაკავშირებული შეზღუდვები
ძალიან ვრცელი თემა რომ არ გამომივიდეს თვითონ ფეიფალის ვებ-გვერდზე გაეცანით ინფორმაციას ან იკითხეთ კონკრეტულად რა დაგაინტერესებთ.



6. რა გავყიდოთ
ძალიან ხშირია ეს შეკითხვები მეც დამისვამს დაწყების პერიოდში მაგრამ მივხვდი ბოლოს რომ ინდივიდუალურად უნდა გამოძებნოთ ხერხი თუ როგორ შეარჩიოთ თუ რა გაყიდოთ. მარტივად, რომ ვთქვა ტვინის გამოძრავებაა საჭირო, ნახეთ იბეიზე რა იყიდება დღეს რა იყიდებოდა 1 თვის მანძილზე, რამდენი უყურებს (watchers). შეგიძლიათ დაიხმაროთ საიტი WATCHCOUNT
იფიქრეთ რაარის საჭირო დღეს ამ თვეში ამ სეზონში რა უნდა ხალხს შედით უცხოურ ბლოგებზე საიტებზე წაიკითხეთ ათასი იდეა მოგივათ. მაგრამ გადაამოწმებთ ხო არ ცდებით იქნებ და იბეიზე ეს სულ არ იყიდება. ძირითადად გაყევით იბეის ტოპ გამყიდველებს ტოპ დროპშიპერებს რეებს ყიდიან და ასე შემდეგ. მაგალითად რაღაც საშინელი მახინჯი საათი გავყიდე 3 დღეში 17 ცალი მარტო იმიტომ რომ იყიდებოდა და კონკურენციაც დაბალი იყო. არადა საათი უმახინჯესი იყო. არ შეაფასოთ ნივთი თქვენი გემოვნებით!! შენ შეიძლება არ მოგწონს მაგრამ სხვას მოსწონს და უნდა კიდევაც.




7. ლისტინგის შექმნა
ესეც ასე ყველაფერი თითქმის მზად არის რომ დავიწყოთ ონლაინ ბიზნესი, მაგრამ ეს დროპშიპინგის 10% ალბათ ყველაფერი წინ არის და წინ გექნებათ.
რა უნდა გავითვალისწინოთ ლისტინგის შექმნის დროს პირველრიგში სათაური უნდა იყოს ქივორდებით სავსე ანუ საკვანძო სიტყვებით რისი მეშვეობითაც იპოვიან თქვენს ნივთს არანაირი გადახვევა ზედმეტი სიტყვების ჩამატება და ასე შემდეგ ზუსტად იმას უნდა აღწერდეს რაც არის ქივორდების მეშვეობით და რათქმაუნდა შეგიძლიათ ჩააკვეხოთ რაღაც ისეთი სიტყვები რა, მაგალითად ელეგანტური, იშვიათი სილამაზის, საოცარი და ა.შ.
სურათები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეეცადეთ ბევრი მოერიდეთ სურათების გუგლიდან ამოღებას. შეგიძლიათ პოტოშოპში წაუფეშენოთ და უფრო მიიზიდოთ მყიდველი.




8. ფასი
რა ფასი უნდა დაადოთ ? არ ვიცი ესეც ინდივიდუალურია მთავარია გახვიდეთ მოგებაზე, მე პირადად მირჩევნია ერთი ნივთიდან ვნახო 2-3 დოლარი მოგება და არა 20-40 $, იმიტომ რომ უფრო მარტივად შევდივარ კონკურენციაში და რაღათქმაუნდა უფრო ბევრსაც ვყიდი
აუცილებლად გაითვალისწინეთ ფასის დადების დროს იბეის და პპს გადასახადები.
FINALFEECALC




9. ლიმიტები
თავიდან იბეი მოგცემთ მხოლოდ ათი ნივთის დადების უფლებას, დადების შემდეგ რეკავთ იბეიში და ეუბნებით რომ გინდათ გაზარდოთ ლიმიტი პირველ დარეკვაზე ეგრევე გაგიზრდიან ალბათ 100 ნივთამდე და 500$ თუ სწორად მახსოვს, შემდეგ გეუბნებიან მომავალ თვეში დაგვირეკეთო, მაგრამ თუ თქვენ მალევე შეყარეთ ეს ნივთები და ლიმიტის გაზრდა მოინდომეთ რეკეთ და რეკეთ შეაწუხეთ გოგო ოპერატორი თუ გაიჩითა უთხარი რო რას აკეთებს ოპერატორად ისეთი მაგარი ხმა აქვს უფროსი უნდა იყოს ოპპერატორების, შემდეგ შეკლასეთ ლიმიტებზე და არ დანებდეთ !!



10. მძიმე დილა
ძალიან დიდი ბრძოლები მქონდა 1 თვე დაახლოებით. სასფენდი ავიკიდე რაც მართლა გულდასაწყვეტია, ყველაფერი გააკეთეთ სუფთად რომ შეგედაოს იბეი სათქმელი და ასახსნელი გქონდეთ, მე მაგალითად ბევრი დავარეფუნდე ანუ თანხა დავუბრუნე და ამ მიზეზით ჩემი აცც შერაცხეს უმაღლესი რისკის შემცველად და ვეღარაფერს ვეღარ ვშველიდი სანამ კარგ ხმიანმა გოგომ არ აიღო და შევრაცხე იბეის დამაარსებლად დღეს ისევ საქმეში ვარ!! მოკლედ ყველაფერი აწონ დაწონეთ და ისე გააკეთეთ არ მოიტყუოთ არ ითაღლითოდ ყველაფერს თუ მაგრად გააკეთებთ მაგარ შემოსავლებსაც მიარტყავთ !!!



11. დაშიპვა
საკმაოდ მარტივია ნივთის გაგზავნა, მოგივათ ინფორმაცია მყიდველის დილივერი ადრესის შესახებ რასაც გამოიყენებთ დაშიპვის დროს. მე ამაზონის პრაიმით ვშიპავ, და ვინც აპირებს დაშიპოს ამაზონიდან დაიმახსოვრეთ აუცილებლად მოუნიშნეთ ნივთს რომ გაგზავნილი ნივთი არის საჩუქარი. ეს იმიტომ რომ მყიდველმა ვერ ნახოს რეალური ფასი თუ რა ღირდა ეს ნივთი

პირადად მე არ ვიყენებ ქართულ პეიპალს მაქვს ამერიკული ბანკის პეიპალი, პეიპალის ვიზა ბარათი რითიც ვყიდულობ ამაზონზე და ვშიპავ. ბევრად ნაკლები გადასახადები და თან კარტაზე გადარიცხვა გადმორიცხვა არ მიწევს პირდაპირ პპ თი ვყიდულობ ამაზონზე ნივთს ანუ მყიდველის ჩარიცხული ფულით. ერთადერთი რამ არის საჭირო გყავდეთ ნათესავი რომელიც ცხოვრობს ამერიკაში. ან ამერიკის მოქალაქეა.



სულ ეს იყო რათქმაუნდა ამით არ მთავრდება ეს მხოლოდ პატარა მიმოხილვა იყო გაგიჩნდებათ კითხვები დავეხმარებით ერთმანეთს საკმაოდ ბევრი არ ვიცი კიდევ მე და თქვენთან ერთად ვაპირებ სწავლას და ონლაინ ბიზნესის კეთებას

და მთავარი დამავიწყდა კი შეიძლება საკმაოდ დიდი ფულის შოვნა დროპშიპინგით მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძოთ და ისეთი უაზრო და მტკიცე სასფენდი დაგხვდეთ რომ ყველაფერი წყალში ჩაგივარდეთ !!!!

მომავალში აუთოლისტერზე და აუთო ორდერინგზე მივამატებ სტატიას....



This post has been edited by chitiashvili on 8 Sep 2018, 02:57
Facepalm
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 908
წევრი No.: 169564
რეგისტრ.: 29-June 13

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 13:07  #53393121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს არის რეალური ბიზნესი, რომელიც მართლა მუშაობს.
მოთმინება, გატესტვა და გამოცდილებაა საჭირო. შესაძლოა 9 პროდუქტი დაფეილდეს და მეათემ წარმოუდგენელი შედეგი დადოს.
წარმატებები ყველას ბიჭებო
White88
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 183
წევრი No.: 224008
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 17:13  #53394130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა
ფეიფალზე აუცილებლად ჩემი ბარათი უდნა მქონდეს მიბმული? სიტყვაზე ოჯახის სხვა წევრის ბარათი რომ მივაბა რამე პრობლემა შემექმნება?
* * *
https://drop2amz.com
ამ საიტზე რა აზრის ხართ? მუშაობს და მომგებიანია ამ საქმისთვის?


--------------------
ერთ დღესაც ჩემი სული აღსდგება და მსოფლიო გაიგებს, რომ მე მართალი ვიყავი.


აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.
neo>
^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1539
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 17:56  #53394311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chitiashvili
სასფენდს მადებს ყველა ახალ რქაუნთზე და რა მაფიაა ხონარ იცი? დარეკვამაც არ უშველა

ახალი ფეიფალი, ახალი ნომერი, მობილურის იპ, ყვრლაფერი შევცვალე და მაინც დამადო.

არადა რა მაგრა დაიძრა გაყიდვები და გამაჩერა.

This post has been edited by neo> on 8 Sep 2018, 17:58


--------------------
eh
chitiashvili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1214
წევრი No.: 145526
რეგისტრ.: 27-March 12

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 18:57  #53394575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (White88 @ 8 Sep 2018, 17:13 )
გამარჯობა
ფეიფალზე აუცილებლად ჩემი ბარათი უდნა მქონდეს მიბმული? სიტყვაზე ოჯახის სხვა წევრის ბარათი რომ მივაბა რამე პრობლემა შემექმნება?
* * *
https://drop2amz.com
ამ საიტზე რა აზრის ხართ? მუშაობს და მომგებიანია ამ საქმისთვის?

არარის აუცილებელი ვისი ბარათიც გინდა იმის მიაბი.

არ ვიცი ეგ საიტი პირველად ვნახე რაღაც საინტერესო და კარგი ჩანს

neo>
მიზეზს რას გიწერს ან რომ რეკავ რას გეუბნებიან რატომ გაქვს სასფენდიო, მე მითხრეს სუ რო თავი მოიკლა და ახალი აქაუნთი შექმნა მაინც გავიგებთ და მიგასასფენდებთო მაგრამ ბოლოს მთავარი აცც აღვადგენინე ...
ყველაფერი ახალი გაქვს ზუსტად იცი ?
დელივერი მისამართი სარეგისტრაციო მისამართი, მობილურის ნომერი, ნიკი სახელი გვარი ფეიფალი ფეიფალზე მიბმული კარტა იმეილი.
დარეკვამაც არ უშველა ცუდი ნათქვამია 10 ჯერ დარეკე ? მე 10 ჯერ დავრეკე და ტვინი ვქინძე

This post has been edited by chitiashvili on 8 Sep 2018, 19:01
neo>
^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1539
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 19:24  #53394706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chitiashvili
ფეიფალის სახელს ფიზიკურად ვერ შვეცვლი, იმიტო რო მერე ჩემს ბარათს ვეღარ მივაბავ, მისამართები რათქმაუნდა შევცვალე. ახალ ფეიფალზე ძველი ბარათი მივაბი, და ვითომ მაგის გამო დამბლოკა ებაიმ?

და შენ დარეკვით აღადგინე? რამდენიმეჯერ დავრეკე და უარით გამომისტუმრა. თუ შეგიკია დაწერო რა უთხარი..

წელს გამივარდა ლისიტნგი, რამდენიმეჯერ. მაგარი დრო იყო :დ
user posted image

This post has been edited by neo> on 8 Sep 2018, 19:32
chitiashvili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1214
წევრი No.: 145526
რეგისტრ.: 27-March 12

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 19:30  #53394737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
neo>
მთავარი მიზეზი რაარის რატო დაგასასფენდეს ესე კონკრეტული რჩევა როგორ გითხრა რა გააკეთე ისეთი რო სასფენდი აგკიდეს სულ პირველად, როგორც მე ვიცი ერთ აცცზე მიბმულ კარტას ვერ მიაბამ პპს მეორე აცცზე სუ რო დახურო პპს აცც... რათქმაუნდა მაგიტომ გბლოკავენ სულ ახალი პპ გინდა ახალი ფურცლით ოჯახის წევრის კარტა და მონაცემები გამოიყენე ...
მეც რამდენჯერმე დავრეკე ავუხსენი რაში იყო საქმე რატომ ვაბრუნებდი ფულს ვუთხარი რომ აღარ გავიმეორებდი, ერთი 5 ჯერ მითხრეს რო მაღალი რისკიაო შენი აქაუნთის ჩართვის და შანსი არ გაქვსო ახალიც რომ შექმნა მივხვდებითო მაგრამ ბოლოს მაინც მოვაბრუნე ჩემსკენ ასე რომ ვთქვათ საფორთს ბევრის უფლება აქვს და მის სიტყვებს მთლად არ ენდო რო არ აგიღდგენენ და ასე შემდეგ როგორც გოგო მოგეწონება მიაჭრი და ეჩალიჩები ზუსტად ეგრე ეჩალიჩე ბოლომდე ნუ რაღაც კომპლიმენტებსაც ვეუბნებოდი რო კარგი ხმა ქონდა და ასე შემდეგ მთავარია მოაწონო საფორთს თავი და დააჯერო ... ესე როგორ გითხრა რა უთხრა მომენტი დაუჭირე შეაქე you made my day ხშირად გაუმეორე როცა კარგ რამეს გეტყვის და ასე შემდეგ ...
neo>
^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1539
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 19:36  #53394761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chitiashvili
ჩვეუკებრივ მიაბავ,მეორე ექაუნთზე, ოღონდ პირველზე უნდა წაშალო ბარათი

მე სერვისებს ვყიდიდი და მაგას ვფიქრობ.
კიდე უნდა ვცადო, პროსტა ნერვები მომეშალა რო დამბლოკა biggrin.gif

ადრეც დამბლოკა და თავიდან დავიწყე სულ. და ეხლა ალბათ ძველი ბარათი რო მივაბი მაგის გამო

QUOTE
არარის აუცილებელი ვისი ბარათიც გინდა იმის მიაბი.

სხვისი ბარათი როგორ უნდა მიაბს? თავისი სახელს და გვარს ხო უნდა ემთხვეოდეს ბარათზე დატაბნილი first & last name

თუ შეიცვლა რამე..?

This post has been edited by neo> on 8 Sep 2018, 19:40
chitiashvili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1214
წევრი No.: 145526
რეგისტრ.: 27-March 12

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 19:39  #53394769      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
neo>
კი ალბათ მაგის გამო ვაფშე ახალი კაცი უნდა იყო რო არ დაგასასფენდონ, დარეკე და თავიდან ძალიან ზრდილობიანად ესაუბრე ინგლისური კარგად თU არ იცი იმას დაარეკინე ვინც იცის აახსნევინოს რატო დაგბლოკეს და მერე ბოდიშებით და შექებებით და თხოვნებით დაგიბრუნებს
neo>
^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1539
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 19:45  #53394798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chitiashvili
ფეიფალზე რო დაწერე, სხვისი ბარათი ებმევა?
შენი ფეიფალის სახელი და გვარი და ბარათი სახელი ხო ერთი და იგივე უნდა იყოს
chitiashvili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1214
წევრი No.: 145526
რეგისტრ.: 27-March 12

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 20:19  #53394928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
neo>
მემგონი კი ებმევა ტუ სწორად მახსოვს მიბმული მაქვს ეგ მე მაგრამ მაინც პრობლემა რომ არ შეგექმნას ვის კარტასაც აბავ მისი სახელი და გვარით დარეგისტრირდი
goqadze
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2807
წევრი No.: 151975
რეგისტრ.: 2-July 12

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 21:55  #53395497      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანუ როგორც მივხვდი ძირითადი პრინციპი ასეთია:

ვდებ რაღაც ნივთს ებაიზე ვითომ მე თავად მაქვს ეგ ნივთი და ვყიდი, თუ ვინმემ იყიდა ეგ ჩემი დადებული ნივთი მერე ამაზონიდან ვყიდულობ ამ ნივთს და ვუგზავნი იმას? ფეიფალიც მაქ, ამაზონიც და ებაიც, საშოპინგე ფულს თუ გავაკეთებ თვეში კმაყოფილი ვიქნები biggrin.gif
neo>
^^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1539
წევრი No.: 226782
რეგისტრ.: 8-December 16

გამოგზავნილია: 8 Sep 2018, 23:13  #53395974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chitiashvili
კი, მეც ეგრე წავიკითხე ერთანირი უნდა იყოს

წარმატებები და ბევრი გაყიდვები ყვრლას
iBoss
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7562
წევრი No.: 103252
რეგისტრ.: 26-October 09

გამოგზავნილია: 9 Sep 2018, 00:08  #53396322      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რას შვრება ებაი ბლოკაავს ისევ ექაუნტებს პანტა-პუნტა?


--------------------
„წვრილმანებია უმთავრესი, წვრილმანები!.. დაღუპვითაც სწორედ ეს წვრილმანები ღუპავენ ხოლმე ყოველთვის ყველაფერს…“
chitiashvili
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1214
წევრი No.: 145526
რეგისტრ.: 27-March 12

გამოგზავნილია: 9 Sep 2018, 01:50  #53396699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
goqadze
ჩვეულებრივად ლეგალურია დროპშიპინგი საშოპინგე ფული კი არა ხალხი მაგრად ცხოვრობს ამ საქმიანობით ..............
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (91) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0192 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]