forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> > პანიკური აშლილობა, პანიკის შეტევა, ნაწილი V
DrJohnes
ფსიქოლოგი


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 2885
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 10:01  #51634823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
პანიკური აშლილობა (panic disorder) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს განმეორებადი პანიკის შეტევები, ხოლო პანიკის შეტევებს შორის მუდმივად აქვს მოსალოდნელი პანიკის შეტევის შიში.

პანიკის შეტევა ხასიათდება მრავალი ნიშნებით, რომელთაგან არ არის სავალდებულო ყველას არსებობა. ესენია ტახიკარდია, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა (ჰიპერვენტილაცია, დისპნეა), გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში, თავის ტკივილი, სიკვდილის ან/და გაგიჟების გაძლიერებული შიში, დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, კიდურების და/ან სახის დაბუჟება, პირის სიმშრალე და სხვ.

პანიკური აშლილობის ეტიოლოგია (წარმოშობის მიზეზი) უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე განსხვავებული თეორია მათ შესახებ. წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიურიც. დადგენილია გენეტიკის დიდი როლი პანიკური აშლილობის განვითარებაში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ისეთი გარემო ფაქტორი, როგორიცაა ფსიქოლოგიური ტრავმები.

პანიკური აშლილობა შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად ან თან ახლდეს რომელიმე ფსიქოლოგიურ პათოლოგიას. ერთი რიგი მეცნიერებისა თვლის, რომ პანიკის შეტევებს იწვევს გარკვეული ნივთიერებების დისბალანსი ტვინში, ხოლო მეორე რიგი მეცნიერებისა (ფროიდის ჩათვლით) თვლის, რომ პანიკის შეტევის მიზეზი ფსიქიური ტრავმაა ან რეპრესირებული სურვილები, უფრო მეტად კი ისინი, რომლებიც ბავშვობის პერიოდში იქნა გადატანილი.


მკურნალობა მრავალი სახისაა, მედიკამენტური (ბენზოდიაზეპინები, ანტიდეპრესანტები), ფსიქოთერაპია (უმრავლეს შემთხვევებში ესაა კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, ცხოვრების სტილის მნიშვნელოვანი შეცვლა, ნატურალური საშუალებები და სხვ.


ყველაფერი რაც ზევით დავწერე არის საყოველთაოდ აღიარებული აზრი.

რაც შეეხება ჩემს აღმოჩენებს და აზრს...

1. პანიკის შეტევები 2 სახისაა: სიტუაციური და სპონტანური. ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ორივესაც. სიტუაციურია, როდესაც პანიკის სიმპტომები იწყება გარკვეული ტრიგერის არსებობის შემთხვევაში, მაგ.: თუ ადრე ადამიანს გადატანილი აქვს ცუდი ინციდენტი ძაღლთან დაკავშირებით, შესაძლოა მას ძაღლის დანახვისას, სუნის შეგრძნებისას ან რაიმე სახით ინტერპრეტირებისას განუვითარდეს პანიკის შეტევის სიმპტომები, რამაც შეიძლება მიიყვანოს პანიკამდე. სპონტანური შეტევის დროს ადამიანი შესაძლოა საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდეს და ამ დროს უცაბედად და მოულოდნელად განვითარდეს პანიკის შეტევა.

2. პანიკური აშლილობის განვითარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული კანაბის (პლანის) მოხმარებასთან.

3. პანიკის შეტევა არის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, როცა ის დაკავშირებულია გარკვეულ შიშის წყაროსთან, მაგ.: ლომის ახლოდან დანახვის დროს (თუ ის გალიაში არ არის) დიდი ალბათობაა, რომ ადამიანს გაუჩნდეს პანიკა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ბუნებრივად განუვითარდა ეს დაცვითი მექანიზმი, პანიკის დროს გული ჩქარდება, რომ სისხლის მეტი რაოდენობა მიეწოდოს ორგანოებს, იმატებს ოფლიანობა, რომ გააგრილოს ორგანიზმი და ამზადებს ადამიანს 1 წამში გასაქცევად ან საბრძოლველად. ანუ პანიკის შეტევა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, რომელიც ასახავს მის დაცვით ფუნქციას - რეალური საფრთხის არსებობისას უმოკლეს დროში გადაიყვანოს ადამიანის ორგანიზმი გაქცევა/შებრძოლების რეჟიმში.

4. როდესაც არ არსებობს რეალური გარე საფრთხე და ადამიანი მაინც განიცდის პანიკის შეტევას, ამას ფსიქოლოგიაში ეძახიან ფსიქოპათოლოგიას. თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა არასწორია. პანიკის შეტევის დროს მხოლოდ გარე საფრთხის არსებობა არ არის აუცილებელი. პანიკური აშლილობის დროსაც საფრთხე ადამიანისათვის რეალურია, ვინაიდან პანიკის სიმპტომების გამოვლენის დროს ადამიანს ჰგონია, რომ კვდება და/ან გიჟდება, ხოლო ეს მისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რასაც მიჰყავს იგი ბუნებრივ მექანიზმამდე - პანიკის შეტევამდე.

5. პანიკის შეტევა ადამიანისათვის არის ყოვლად უსაფრთხო. მისგან სიკვდილი შეუძლებელია, რადგან ამ დროს ორგანიზმი ყველაზე უფრო დაცულია, ყველაზე უფრო მომზადებულია.

6. პანიკური აშლილობა არის წრედი, რომლის დროსაც პანიკის შეტევის შიშით ადამიანს ემართება შემდეგი პანიკის შეტევა. პანიკური აშლილობა ეს არის შიშის შიში, ეს შიში შემდეგ იწვევს უფრო მეტ შიშს, რომლის დროსაც გამოიყოფა ადრენალინი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ პანიკის შეტევის სიმპტომებს, ხოლო ეს სიმპტომები თავის მხრივ, იწვევენ უფრო მეტ შიშს. თუ ადამიანი მოახერხებს ამ წრედის ნებისმიერ საფეხურზე შიშის შეჩერებას, შეჩერდება პანიკის შეტევაც.

7. მართალია პანიკის შეტევის დროს იზღუდება რაციონალური აზროვნება, მაგრამ დამიჯერეთ, რაციონალური აზროვნება ერთადერთია, რაც აგარიდებთ მომავალ პანიკის შეტევას. პანიკის შეტევის სიმპტომის გაჩენისთანავე აუცილებელია, რომ არ ავყვეთ შიშს და მიღებულ იქნას ეს სიმპტომი ისე როგორც არის. მას არ შეუძლია რაიმე ზიანის მოყენება და თუ არ შეგვეშინდება ის მალევე გაივლის.
ამდენად, თავად პანიკის შეტევის აცილება შეიძლება მარტივად, რაციონალური აზროვნებით, თუკი ნებისმიერ ცუდ აზრს ან შეგრძნებას მივანიჭებთ "უბრალოდ შიშის" სტატუსს და მისი არ შეგვეშინდება.
რაც შეეხება განკურნებას, ასეთ დროს უნდა ვისაუბროთ იმ სიმპტომების აღმოფხვრაზე, რომლებიც იწვევენ შიშს და შედეგად - პანიკის შეტევას. ერთი-ორი პანიკის შეტევა კი უკვე გადაიზრდება პანიკურ აშლილობაში, რაც თავის მხრივ, მალე იწყებს აგორაფობიას - ყველაზე ცუდ შემთხვევაში სახლში ჩაკეტვასა და გაუსვლელობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პანიკის შეტევის გადატანის შიშის გამო.

ანუ სქემა ასეთია:

პანიკის სიმპტომი >>>> შიში >>>> უფრო მეტი ან/და ძლიერი სიმპტომი >>>> პანიკის შეტევა>>> პანიკის შეტევის შემდგომი შიში >>>>განმეორებითი პანიკის შეტევა >>> პანიკური აშლილობა >>>> აგორაფობია ან/და დეპრესია


ახლა მთავარია კითხვა, რა არის პანიკის სიმპტომი და რატომ გვიჩნდება ის იმთავითვე?

პასუხი არც ისე მარტივი და ცალსახაა, თუმცა ისევ ჩემი აღმოჩენებითა და დაკვირვებებით დავადგინე მნიშვნელოვანი რამ:

პანიკური სიმპტომი ეს არის იმ სიმპტომთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, თუმცა ყველა მათგანის ცალკეულად არსებობა არ იწვევს პანიკის შეტევას, არამედ მხოლოდ რამდენიმე. ესენია: გულისმხრივი ან სუნთქვისმხრივი სიმპტომები, დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია, სიკვდილის/ცუდად გახდომის შიში.

რატომ გაგვიჩნდა ეს სიმპტომი იმთავითვე?

პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ყველა შემთხვევაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო. შესაძლებელია ეს ძლიერმა ან/და ხანგრძლივმა სტრესმა გამოიწვია. ეს სიმპტომები ასევე სტრესის სიმპტომებიცაა, მაგრამ თუ თქვენ ვერ უკავშირებთ რაიმე ტრავმატულ მოვლენას თქვენს შეტევებს, მაშინ საქმე სწორედ თქვენს არაცნობიერშია, ბავშვობაში გადატანილ ფსიქიურ ტრავმებსა ან რეპრესირებულ სურვილებშია. იმისათვის, რომ განიკურნოთ, აუცილებელია მიაკვლიოთ სიმპტომების წარმოშობის მიზეზს თქვენს არაცნობიერში. არაცნობიერი გესაუბრებათ სწორედ ასეთი სახით. არსებობს ასეთი გამოთქმაც "what mind represses, body expresses". ჩვენი არაცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ დისკომფორტის ჟამს არასასიამოვნო ენაზე გვესაუბრება, ესაა ფსიქოსომატური დაავადებები, ალერგიები, წყლული, პანიკის შეტევის სიმპტომები და სხვ.
გამოიცანი და გაარკვიე რა აწუხებს შენს არაცნობიერს და შენ იპოვი ჯადოსნურ წამალს პანიკური აშლილობისაგან განკურნებისათვის.

იმისათვის, რომ გაიგო რა უნდა არაცნობიერს, ჩაერთე რომელიმე ფსიქოთერაპიაში, ესაუბრე პროფესიონალს, გაარკვიე ჰიპნოზის მეშვეობით, ან უბრალოდ მოუსმინე შენს გონებას.
კარლ იუნგის თანახმად არაცნობიერი ჩვენ გვესაუბრება ჩვენი სიზმრების მეშვეობით, ხოლო სიზმრების სწორი ახსნით შესაძლებელია გავიგოთ რა გვინდა სინამდვილეში, რა გვაწუხებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ჩემი დაკვირვებით, ეს არის პანიკის შეტევის გადალახვის ქვაკუთხედი: გადალახე სიკვდილის შიში და დაამარცხებ პანიკურ აშლილობას.

დაელოდეთ ჩემს შემდომ ინფორმაციას.
იმედი მაქვს თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო.


ამასთანავე გაცნობებთ, რომ მე მინდა გამოვიკვლიო ეს საკითხი, რომ აღმოვაჩინო საუკეთესო საშუალება პანიკური აშლილობის წინააღმდეგ. ამისათვის გთხოვთ, ჩაერთოთ ჩემს გამოკვლევებში და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
დაწერეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, რით დაიწყო, როდის, როგორ განვითარდა, რა იღონეთ და თუ დაამარცხეთ, რა დროში და როგორ, ასევე დაწერეთ, პანიკის განკურნებიდან რა დრო გავიდა.
© medhelp

გირჩევდით ასევე ჯანი ფრანცესეტის შესანიშნავ წიგნს - პანიკური შეტევები


--------------------
...and it's only the giving, that makes you what you are (c) Jethro Tull

RammShark1995
სერაფიმა (კგბს მდივანი)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 10:06  #51634842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვა ახალი თემა smile.gif)

რა უბედურებაა ღამეში ერთი 4-5 სიზმარს ვნახულობ
რისი ნიშანია ეს თუ იცით ? 10 -ჯერ მეღვიძება იმენა ღამეში
AMAZONKAA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 333
წევრი No.: 230550
რეგისტრ.: 28-March 17

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 13:41  #51635822      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დილიდან მჭირს პანიკური აშლილობა.უფრო სპონტანური ალბათ.სუნთქვა მიჭირს,ვერაფერზე ვერ ვაფიქსირებ ყურადღებას.რაციონალურად ვცდილობ აზროვნებას და არაფერი გამომდის.მომავლის პანიკური შიში მაქვს ცხოვრების რადიკალურად შეცვლის შიში.,თუმცა მიზეზი არ მაქვს პანიკის.შეიძლება ადამიანს კარგი პერსპექტივის ეშინოდეს? sad.gif
RammShark1995
სერაფიმა (კგბს მდივანი)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 13:52  #51635878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AMAZONKAA
თუ გავითვალისწინებთ იმ ქვეყნის პირობებს სადაც ვცხოვრობთ მთლად ნევროზსაც ნუ დავაბრალებთ ყველაფერს
ერთგვარი სტერსია ამ ქვეყანაში ცხოვრება
მერე ის ემატება ეს ემატება საბოლოოდ ვიღებთ შედეგს გაფუჭებული ფსიქიკის ბუკეტს
AMAZONKAA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 333
წევრი No.: 230550
რეგისტრ.: 28-March 17

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 14:01  #51635930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
RammShark1995

კი.ქვეყნის ფაქტორიც გასათვალისწინებელია,თუმცა ჩემთვისვე აუხსნელია პანიკური შიში სწორედ იმ დროს,როცა მალე მივდივარ აქედან.ჩვეული ცხოვრების რიტმის დარღვევაა მიზეზი? rolleyes.gif
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6013
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 14:01  #51635932      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
AMAZONKAA
QUOTE
შეიძლება ადამიანს კარგი პერსპექტივის ეშინოდეს?

გეშინია იმიტომ, რომ რამე კონკრეტული პერსპექტივა ჩანს? თუ იმის გეშინია რომ რამე პერსპექტივა არ გამოჩნდეს?
AMAZONKAA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 333
წევრი No.: 230550
რეგისტრ.: 28-March 17

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 14:07  #51635973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
georgy
პერსპექტივა არის, მაგრამ ცხოვრების რადიკალური ცვლილება გაურკვევლობაში მაგდებს ალბათ.
უცხო ქვეყანაში ცხოვრება,მუშაობა,სწავლა და ა.შ.

This post has been edited by AMAZONKAA on 8 Nov 2017, 14:09
RammShark1995
სერაფიმა (კგბს მდივანი)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 14:14  #51636004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
AMAZONKAA
განსაკუთრებული არ არის არაფერი
მე რო მითხრა ავსტრალიაში გიშვებო და ზვიგენების მონიტორინგის კვლევეაში გრთავო მითხრა მეც შიშები ამიტანს
დავიწყებ ფიქრს რომ უცხო გარემოში უცხო ადგილას უცხო ხალხთან სამშობლოდან შორს wink.gif
ზედმეტად მღელვარე ხალხის ხვედრია ესეთი რამე
ჯერ ფრენებზე ვინერვიულებ რაღაცა კატასტროფას
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6013
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 14:17  #51636025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
AMAZONKAA
QUOTE
პერსპექტივა არის, მაგრამ ცხოვრების რადიკალური ცვლილება გაურკვევლობაში მაგდებს ალბათ.

ბუნებრივია, რომ იმ კომფორტის ზონის დატოვების, რომელშიც დიდი ხანია ხარ და გაურკვევლობაში მოხვედრის შიში გაქვს. ბევრ რამეს ფიქრობ ალბათ, მაგალითად ვერ გავუმკლავდები, შევრცხვები, მოლოდინს ვერ გავამართლებ, ისე არ იქნება რამე როგორც მე მინდა, არ მეცოდინება რა და როგორ იქნება ზუსტად და როგორ გავაკონტროლო სიტუაცია, ვინმეს/რამეს (მაგალითად საყრდენს) დავკარგავ და ა.შ. ზოგადად უცხო და გაურკვეველი რაღაცები გვაშინებს უმეტეს შემთხვევაში, მით უმეტეს რადიკალური ცვლილებები ცხოვრებაში.

დაფიქრდი კონკრეტულად რა არის საშიში ამ გაურკვევლობაში, რა საფრთხეებია, რატომ არის საშიში და როგორ შეიძლება ეს საფრთხეები ობიექტური და ლოგიკური მსჯელობით გაანეიტრალო.
* * *
QUOTE
უცხო ქვეყანაში ცხოვრება,მუშაობა,სწავლა და ა.შ.

მით უმეტეს, თუ უცხო ქვეყანას ეხება, არაა გასაკვირი გეშინოდეს. დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს ადამიანს ქვეყნებში მიგრაციების, რომ მშვიდად ხვდებოდეს შემდეგ მიგრაციას smile.gif თუმცა, თუ ჩამოყრი კონკრეტულად რისი გეშინია და ობიექტურად განიხილავ, ამით უფრო მეტად გაერკვევი შენს ემოციებშიც, მომავალ სიტუაციაშიც და ვფიქრობ ეს დაგეხმარება ცვლილებისთვის მზადყოფნის გაზრდაში, შესაბამისად შიშიც შემსუბუქდება.
RammShark1995
სერაფიმა (კგბს მდივანი)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 18:03  #51637321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს ყურების აწითლება ხოლმე თქვენც გემართებათ ?
რამე კავშირი არ აქვს ამას ნევროზთან
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6013
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 8 Nov 2017, 18:18  #51637393      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
RammShark1995
QUOTE
ეს ყურების აწითლება ხოლმე თქვენც გემართებათ ?
რამე კავშირი არ აქვს ამას ნევროზთან

სირცხვილის თემაა ძირითადად wink.gif
RammShark1995
სერაფიმა (კგბს მდივანი)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 9 Nov 2017, 16:16  #51642122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
georgy
ყველაფერს არასწორად იგებე რა შუაშია სირცხვილი შფოთვასთან lol.gif
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6013
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 9 Nov 2017, 20:13  #51643303      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
RammShark1995
QUOTE
ყველაფერს არასწორად იგებე რა შუაშია სირცხვილი შფოთვასთან 

სირცხვილს და შფოთვას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია, პანიკური შეტევის აგორების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც შერცხვენის შიშია.

სირცხვილი არის ისეთი ემოცია, რომელსაც განიცდი მაშინ, როცა შენს თავს არათუ ეუბნები, არამედ მთელი არსებით აღიქვამ და შეიგრძნობ, რომ შენ როგორც არსება, არ შეესაბამები რაღაც "სწორ" მოთხოვნებს, ამით კი საკუთარ თავს აღიქვამ არასასურველად და მიუღებლად. ამ დროს გინდება დაიმალო, გაქრე ან მოკვდე. სირცხვილი შენს მთელ არსებას და არსებობას მოიცავს, ძალიან ძლიერი ემოციაა.

სირცხვილის განცდა ბუნებრივია მომატებულია თუ თვითშეფასება დაბალია. ამიტომ ყველა ღონეს ხმარობ, კონცენტრირდები და იმუშავებ გამკლავების სტრატეგიებს, რომ აირიდო თავიდან. გამუდმებით ცდილობ აკონტროლო რას ამბობ, როგორ გამოიყურები, როგორ იქცევი, მოკლედ როგორი ხარ, იმიტომ რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ჩანხარ სხვების თვალში, როგორ აღგიქვამენ, რას ფიქრობენ, როგორ აფასებენ შენს არსებობას ეს ადამიანები, ცდილობ თავი წარმოადგინო ისეთნაირად, რომ არ გამოჩნდე სამარცხვინო, ანუ დასაცინი, საჩვენებელი, არაადეკვატური, უარყოფილი, სუსტი, უვარგისი, გარიყული და ა.შ. ანდაც კი არ წარმოადგინო თავი, საერთოდაც დამალო, იმიტომ რომ წარდგენა უკვე რისკია რომ სამარცხვინო გამოჩნდები.

რაც შეეხება პანიკურ შეტევებს, როგორც ვიცი სულ სამი ძირითადი შიშია რაც შეტევას იწვევს:
1. შერცხვენის შიში
2. გაგიჟების შიში
3. სიკვდილის შიში

პირველი უფრო "არ ჩავიფსა", "არ წავიქცე", მოკლედ რამე ისეთი "სამარცხვინო" არ გავაკეთო თემებია, რასაც ყველა დაინახავს, ნეგატიურად შეაფასებს, დამცინებს, თითით საჩვენებელს გამხდის და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე და მესამე უფრო ცალკე მდგომია, შეიძლება მჭიდრო კავშირში იყოს ისევ და ისევ სირცხვილთან, მაგალითად "სამარცხვინო ვიქნები რომ გავგიჟდე, იმიტომ რომ შეიძლება ვეღარ ვაკონტროლო თავი" ან "სირცხვილია რომ დამინახონ რომ ვკვდები, როგორ ვკვდები და როგორ ვეგდები, ვეღარაფერს გავაკონტროლებ". ამიტომ შეიძლება იმასაც კი ფიქრობდე, როგორ მოკვდე "სწორად".

ახლა წარმოიდგინე რამხელა ძალა აქვს ამ ემოციას და რამხელა დაძაბულობის შექმნის პოტენციალი ლოკალურად, ყოველდღიურად ყველა სიტუაციაში და შემდეგ გლობალურად მთელს ცხოვრებაში.
RammShark1995
სერაფიმა (კგბს მდივანი)


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1399
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 9 Nov 2017, 20:34  #51643409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
georgy
პირველ რიგში მე არ მჭირს პანიკური შეტევები და როდესაც მჭირდება ჩემი ნევროზის გაფურჩქვნის პერიოდში 2007-2009 წლებსი ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევის წამყვანი სიმპტომატიკა იყო არითმია და გონების კარგვის შიში
ანუ ცუდად არ გავხდე მარშუტკაში მეტროში და ასე შემდეგ

და ყურების გაწითლება არის შფოთვის ატრიბუტიკა , სახეზეც შეიძლება წამოწითლდე მაგ პერიოდში
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6013
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 9 Nov 2017, 21:22  #51643634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
RammShark1995
ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილად და განცალკევებულად უდგები, საერთო სურათს ვერ ხედავ ჯერ-ჯერობით.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (17) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0162 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]