"Sports Illustrated_თან" ინტერვიუში "კონკაკაფის" გენერალურმა მდივანმა ჩაკ ბლაიზერმა განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები "კონმებოლთან", რომელიც ამ კონტინენტებს შორის საერთო ჩემპიონატის ჩატარებას ეხება. ტურნირის რეგლამენტი 16 გუნდიან ჩემპიონატს ითვალისწინებს.
ამის გარდა ბლაიზერმა თქვა, რომ ამ იდეის განხორციელება რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ განზრახული, თუმცა მაშინ სპონსორების არ არსებობამ დროებით "ხელი ააღებინათ" მასზე.
ჯერჯერობით ოფიციალური პირები ტურნირის ჩატარების შესახებ საუბრისაგან თავს იკავებენ (თარიღი და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები გაურკვევლად რჩება), თუმცა ცნობილია, რომ მასში 10 გუნდი "კონმებოლიდან", ხოლო 6 გუნდი "კონკაკაფიდან" მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს "Copa Américas" ერქმევა.
* * *
ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრები გუნდების წინა გამარჯვებები სამხრეთ ამერიკის თასზე ; 1988, 1991, 1995, 1997, 1999, 2001, 2005, 2007, 2009.
ჩემპიონები:
1 Charles
6 Emerson
2 Wallace
13 Matheus Barbosa
3 Marquinhos
8 Marlon Bica
17 Guilherme
10 Adryan
15 Misael
9 Léo
19 Lucas Piazon
7 Hernani
11 Pedro Paulo
18 Andrigo
16 Allan
14 Cláudio Winck
20 Diego
4 Josué
5 Rodrigo
12 Uilson
Coach: Emerson Ávila
ყველა მატჩი:
პირველი ჯგუფური ეტაპი - ვენესუელა4-3: ჩილე 2-1: პარაგვაი 1-2: კოლუმბია 5-1:
მეორე ჯგუფური ეტაპი - ურუგვაი 0-0: კოლუმბია 1-0: ეკვადორი 3-1: პარაგვაი 3-1: არგენტინა 3-2.
რა შეიძლება ითქვას ნაკრების თამაშზე, ალბათ ბევრი დამეთანხმებით, რომ პირველ მატჩებში გუნდს ერთიანობა აკლდა. მოედანზე თითოეული რგოლი "მოწყვეტილი" იყო ერთმანეთს, ვენესუელასთან ურთულეს თამაშში მოპოვებული 3 ქულა, მატჩის განმავლობაში ყვითლები ჯერ 0-2_ს შემდეგ კი 1-3_ს აგებდნენ თუმცა მეორე ტაიმის ბოლოს მოახერხეს გარდატეხის შეტანა. გარდატეხა უპირველეს ყოვლისა ინდივიდების ხარჯზე ხდებოდა და არა გუნდურობის, ხან ადრიანი, ხანაც პედრუ პაულუ, ემერსონი, პიაზონი... ამ ფეხბურთელთა მომენტალური "გამონათებები" (ეს ადრიანს ნაკლებად ეხება, რადგან ყველა თამაშში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე)და საფეხბურთო იღბალი ეხმარებოდა სელესაოს რათა მეტოქესთან გამარჯვება მოეპოვბინათ... ასე დაამარცხეს ჩილის ნაკრები, მაგრამ შემდეგ იყო მარცხი პარაგვაისთან (ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით), ბრაზილიელთა "დუბლებმა" კი სასწაული მოახდინეს კოლუმბიასთან და მეტოქე 5-1 დაამარცხეს.
მეორე ჯგუფური ეტაპი პირველის მსგავსად მძიმედ დაიწყო ბრაზილიამ და 1 ქულა ხელიდან გამოგლიჯა ურუგვაის ნაკრებს, რომელთაც უამრავი მომენტი ჰქონდათ რათა ანგარიშში დაწინაურებუულიყვნენ, თუმცა იღბალი კვლავ ყვითლებისკენ იყო- 0-0.
მეორე თამაში კოლუმბიასთან ბრაზილიამ არც თუ ისე შთამბეჭდავად, თუმცა გუბდურად და ერთსულოვნად ჩაატარა, საბოლოოდ მატეუს ბარბოსას ზუსტი დარტყმით 1-0- სელესაოს სასარგებლოდ.
აი მესამე ტურიდან კი რომელშიც ბრაზილიამ ეკვადორს სძლია 3-1 დაიწყო ნამდვილი ფეხბურთი ! ბრაზილიელებს არც გუნდურობა აკლდათ, არც ინდივიდუელისტების ნაკლებობა, ისინი ლაღ, ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდნენ და ერთმანეთის მიყოლებით გაუსწორდნენ ეკვადორს, პარაგვაისა და არგენტინას !
This post has been edited by geo-brasil on 10 Apr 2011, 21:21