ესეც ჩვენი მე-7 თემა
♉
დაბ.დღეები: 21(ზოგჯერ 20) აპრილიდან –20 მაისამდე.
ელემენტი: მიწა
მმართველი პლანეტა: ვენერა ( ცისკრის ვარსკვლავი, სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი (
როგორც კურო ქალი )
დევიზი: მე მაქვს!!! (ინტერპრეტაციები და განზოგადება კუროს ტვინში ცალკეულ ფრაზებად: ჩემია! ჩემი + უსასრულობაში, რომელშიც მოქცეულია სახლი, მაგიდა, ჭიქა, პასტა (და ა.შ.) და მათთან ერთად საყვარელი ადამიანები, მეგობრები (და სხვ.) .ყველაფერი,რაც კუროსთვის სიტყვაში "ჩემი" მოიაზრება, წარმოადგენს მის მთავარ მოტივაციას. ზოგი ნასტუდენტარი მშვილდოსანი(ტყუპები თუ მერწყული) ფიქრობს, რომ კუროს მამოძრავებელი ძალა ფულია და საერთოდ, კუროს უპირველესად მატერიალიზმი ახასიათებს.
მათი ეს მოსაზრება,როგორც ბევრი სხვა, მცდარია.
კუროს ახასიათებს, პირველ რიგში, სიყვარული – საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანების.
არ შეიძლება იმის დავიწყება,როგორ ტკბება კურო მესაკუთრეობითა და საკუთრების უფლებით,რომელიც მისთვის ყოველთვის აბსოლუტურია,შეუზღუდავი. ყველაფერს აკეთებს,რომ ეს უფლება მოიპოვოს..მათ შორის, იუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობასაც.
რომელიც, თავის მხრივ, ეხმარება თავი კომფორტულადაც იგრძნოს, ჰქონდეს ძალაუფლება და იზრუნოს თავის საყვარელ ადამიანებზე.
ჭკვიანი კურო აფასებს იმას,რაც აქვს; აფასებს იმ ადამიანებს, ვინც უყვარს და იცის, რომ ვერ იგრძნობს თავს კარგად, თუ ისინიც, ვის სახელსაც ხშირად ურთავს ფიქრებში სიტყვას "ჩემი" , არ იქნებიან ბედნიერნი. იგი ყველაფერს აკეთებს, თავისი(როგორც მისი თავის,ასევე საყვარელი ადამიანების
ამ 2–ს ხშირად აიგივებს ) სიამოვნებისთვის. იცით, რამდენად ბედნიერია კურო, როცა სხვებს ეხმარება(უანგაროდ); როცა ყიდულობს საჩუქრებს მეგობრებისთვის და ყველა მათ სურვილს/ოცნებას იმახსოვრებს, რომ მერე როგორმე მაინც შეუწყოს ხელი განხორციელებაში?
პოლარობა: უარყოფითი,მდედრობითი,ინი - რაც კუროს აქცევს ნაკლებად კონტაქტურ, მორცხვ, ზოგჯერ საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანად და, ასევე, განაპირობებს მის რეაქტიულობას.:ფ
ძლიერი მხარეები: პრაქტიკული აზროვნების,მიზანდასახული, შეუპოვარი, საიმედო, გაწონასწორებული, ერთგული.
ეროგენული ზონა: ო, ღმერთო, კისერი..........
წარმატების მომტანი: ფერი - მწვანე, დღე - პარასკევი, რიცხვი - 6, ხე - ცაცხვი , მწერი
- ჭიამაია.
ასტრო სტატიები, რომლებიდანაც ბევრი საინტერესო რამის დაკოპირება შეიძლება, მაგრამ მეზარება, იხილეთ
აქ და
აქრატომ გვიყვარს კურო ?
10 მიზეზი:
1. რადგან იგი არ არის მფლანგველი, ჭკვიანურად ხარჯავს ფულს და, ამასთან, არც ძუნწია.
2. რადგან ის იმას ამბობს, რასაც ნამდვილად ფიქრობს.
3. რადგან იცის კარგი ღვინის ცნობა.
4. რადგან არ აჰყვება ნებისმიერ ტრენდს, ახალ მოდას. ძალიან გემოვნებიანია
5. რადგან იგი სრულ ქაოსშიც არ კარგავს სიმშვიდეს.
6. რადგან იცის, როგორ შეგიქმნას მაქსიმალური კომფორტი სტუმრად მისულს - ისე,რომ სახლში წამოსვლა აღარ მოგინდეს.
7. რადგან იგი მყარად დგას მიწაზე, სანდოა.
8. მასაჟს აკეთებს ძნ მაგრად
9. რადგან იგი ერთგული და გულწრფელია.
10. რადგან მან იცის, როგორ უნდა სიამოვნების მიღება!!!
წყარო//რაც შეეხება კუროს ბანძობებს..
1. საშინლად არასპორტულია.წარმოუდგენლად.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იმდენად მოუქნელი და უმოძრაო შეიძლება გახდეს,რომ ერთხელაც მისი საყვარელი სავარძლის ფორმაც მიიღოს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბრძენმა თქვა,სადაც საჭიროა, იქ მოქნილი ვარო.
2. სიმსუქნე, რომელიც სრულ უმრავლესობას აწუხებს..რომელზეც არაერთხელ დაწერილა ჩვენს თემაში ფორუმელი ძმრატცების მიერ;
3.სიზარმაცე;
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მეზარება თემის შესაბამისი ახალი ფოტოების მოძებნა
4.უცხო ადამიანებთან ვერ ავლენს საკუთარ თავს. ჩანს #1 მუდო ამქვეყნად.
5.თქვენ ჩაამატეთ შემდეგი პუნქტები.
წინა თემა This post has been edited by ninc_lfc on 30 May 2014, 20:27