შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში ისევ დამათენდა,
მაშინ შენ თმებს ბადრი მთვარე ისევ ანათებდა,
მაშინ შენი თმების ქარი ვნებით ამავსებდა,
რა გატირებს ქალო ალბათ შენც რაღაცა გაგახსენდა.
ვიცი მეტყვი - რად არ მოხველ ? რისთვის გელოდეო,
ვიცი მეტყვი - მეტად აღარ შემომხვდეო,
ვიცი მეტყვი - ჩემს ბილიკებს რატომ შემორჩიო?
“არ გიყვარდი ჩემთვის რაღას მღეროდიო”?
შენი ხსოვნის ბნელ კუთხეში დგება შემოდგომა,
ჭადრის ფოთლებს მომაგელვებს კართან როცა მოვალ,
ვიცი მეტყვი - “ ვერ გავძლებ” და ისევ მიმატოვებ
ვიცი მეტყვი - “ვეჩვევიო ასეთ სიმარტოვეს.”
მთებზე უცებ წარიქცევა ნისლი ფერმიხდილი,
და შენსავით უსუსური შეიკავებს ტირილს,
მთებში შენი ეული ხმა მიხმობს ისევ თითქოს,
“არ გიყვარდი ჩემთვის რაღას მღეროდიო.”