ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ 2 წელია ჩამი-ჩუმი არ ისმის...
აქ იყო განხილული თემა, რომ დავით აღმაშენებელს მხარში იტალიელები ედგნენ (ფინანსები, ტექნოლოგია, ინფორმაცია, კადრები)
დავით აღმაშენებლის რეფორმები, განსაკუთრების არმიის რეფორმა იყო გადამწყვეტი მომენტი, რამაც საქართველო მოთამაშედ აქცია (მტაცებლად), ერთ-ერთი რეფორმა არმიაში იმ დროის საუკეთესო ხმლის შემოტანა იყო.
დავითფერული
საქართველოში დადასტურებულია ხმალი „დავითფერული“. არსებობს ამ ტერმინის წარმომავლობის სხვადასხვა ვარიანტი. ერთ-ერთი ვერსიით, „დავითფერულის“ ხმალს, დიდ ქართველ მეფეს დავით აღმაშენებელს უკავშირებენ. მეორე ვერსიით კი, XVI საუკუნის იტალიელ მეიარაღე ოსტატებს, ძმებს - ანდრეა (1530-1583) და ჯანდონატო (1560-იანი წლები) ფერარებს. კონსტანტინე ჩოლოყაშვილის განმარტებით, „დავითფერული - სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალია. ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად „ლიბრი“ (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო, „ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ” ხმლად ითვლებოდა მთელ საქართველოში და ძვირად ფასობდა“.
აღნიშნული ხმალი ფერარების ხმლების ქართული მინაბაძია, რომელიც უკანასკნელ დრომდე შემონახული „დავითფერული“ ხმალი უნდა იყოს.
“A coward dies a thousand times before his death, but the valiant taste of death but once. It seems to me most strange that men should fear, seeing that death, a necessary end, will come when it will come.”
― William Shakespeare, Julius Caesar