მოკლედ დავაყენეთ ცენტრალური გათბობა. ვიყიდეთ საუკეთესო ქვაბი რაც იყო მაღაზიაში, პლუს საუკეთესო (იტალიური) სექციური რადიატორები. სისტემა წყლით დაიწნეხა ზაფხულში როცა დავაყენეთ, მაგრამ არ ჩაგვირთავს გათბობა ზამთრამდე (ნოემბრამდე) ბუნებრივია. ამ პერიოდში (ანუ ერთი 3-4 თვე სანამ ჩავრთავდით) წნევა იყო ზუსტად იმავე ნიშნულზე რაზეც დავაყენეთ.
ეხლა, რაც გათბობა ჩავრთეთ (რამდენიმე კვირაა), გვაქვს ასეთი პრობლემა: რადიატორებში დგება ჰაერი. წნევა მიცოცავს ზემოთ-ზემოთ ნელნელა. 2.5 ბარზე რო ავიდა, გამოვუშვი ჰაერი ("დავაჰაერე") მაგრამ ისევ დგება. თავიდან ერთი-ორჯერ როცა დავაჰაერე ცოტა წყალიც ვადინე და შევავსე ისევ წყლის დონე. ისევ რომ გაეჩითა ჰაერი, იმით ავხსენი რომ "იქნებ" დამატებულ წყალს შეყვა-თქო ჰაერის ბუშტუკები. ამიტომ ბოლო დაჰაერების შემდეგ არ დამიმატებია წყალი. მაინც მიცოცავს წნევა ზემოთ ზემოთ, ნელნელა. ძირითადად ჰაერი უდგება აბაზანებში როა "სუშილკები" იმათ. ამას იმით ვხსნი რომ სუშილკები (ორი აბაზანაა) უფრო მაღლაა ვიდრე სხვა რადიატორები და საბოლოოდ სისტემას "ააქვს" ყველაზე მაღალ წერტილში.
მოკლედ ერთ კვირაში 2.0 ბარიდან 2.5 ბარამდე ავიდა, ჰაერის ხარჯზე. ეხლა ორი დღეა დავაჰაერე და ჯერ 0.1-0.2 ბარი აქვს მომატებული, მაგრამ წავა კიდევ ზემოთ ზემოთ სავარაუდოდ. ჰო, ტემპერატურა ერთიდაიმავე ნიშნულზე მაქვს დაყენებული (48*C). სხვა მხრივ ცხელი წყალიც და გათბობაც მუშაობს ნორმალურად, არაფერს ვუჩივი.
ვინც ერკვევით, იქნებ დაგვაკვალიანოთ, რა ხდება და რას აქვს პრობლემა? საიდან იპარება ჩაკეტილ სისტემაში ჰაერი? ქვაბის თემაა?
კომპანიას სადაც ვიყიდეთ და ბრენდს ჯერ არ დავწერ. ამ კვირის ბოლომდე კიდევ დავიცდი და თუ ისევ ავიდა 2.5 ბარზე უკვე დავრეკავ საგარანტიოში. მაგრამ მანამდე მინდა ვიყო გარკვეული რა იწვევს ამ ჯანდაბას?
მადლობა წინასწარ