#31659406 · 14 Jun 2012, 10:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE | ეგ კანონი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს იყო და ალბათ გლობალურია 0 მანქანა შეგიძლია გააჩერო ტროტუარზე თუ ფეხით მოსიარულეებს ხელს არ უშლი. |
არ ვიცი, მსგავსი არაფერი მსმენია . და მერე თან ვინ უნდა განსაჯოს ფეხით მოსიარულეებს ხელი ეშლებათ თუ არა? ძაან ეჭვი მეპარება მასე იყოს. QUOTE | ნუ ხელი გვეშლება მაგრამ მთალად მტრებად ვერ ჩავთვლი, გასასვლელიც რჩება. |
გასასვლელი თუ გასაძვრომი? ვერ დაგეთანხმები ვერაფრით! საშინელი მდგომარეობაა, ზოგჯერ ისე აყენებენ რომ შუაგზაში მიწევს ხოლმე გადასვლა, გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას! ანუ რა გამოდის, მანქანებმა და ფეხითმოსიარულეებმა ადგილები გავცვალეთ? მანქანა ტროტუარზე და მე შუაგზაში? და მერე იქ გიჟი მძღოლებისა და დაჯახების რისკებზე საუბარი აღარ გვინდა? საშინელებაა და ასე არ შეიძლება! QUOTE | თუ არ რჩება მისი დაჯარიმების უფლება აქვს პოლიციას და უინდა დააჯარიმოს კიდევაც. |
უფლება ბევრ რამეზე აქვს მაგრამ ასე ტოტალურად არ აჯარიმებენ ვერ უყურებ? არც გაჩერებაზე და არც მოძრაობის წესების დარღვევაზე. შესაცვლელია ეს "ტრადიციები" უდავოდ, მაგრამ ამის ორი გზა არის: ზომიერი (რომელსაც მიყვება შ.ს.ს. როგორც ჩანს) და შოკური თერაპია . მე ამ უკანასკნელის მომხრე ვარ. QUOTE | საქმე იმაშია ( ისევ მივდივართ მენტალიტეტამდე) იმ ტროტუარს როგორ გადის მძღოლი, თავხედურად თუ ათასგზის ფრთხილად. ჩვენთან ჯერ კიდევ თავხედურად დადიან. |
თვითონ ის ფაქტი რომ განვიხილავთ მძღოლების ტროტუარზე მოძრაობის წესებზე უკვე მიანიშნებს იმაზე თუ რაოდენ კომიკური სიტუაციაა! QUOTE | საიდან მოვდივართ გახსოვს, ვაკის პარკში მანქანებს რომ ამარიაჟებდნენ პალიცეისკი რაზვაროტებით ტიპები გახსოვს? მე მწარედ მახსოვს, ბავშვები ჩავიყვანე და იქ როდეო დამხვდა. |
ხო ახლა უბრალოდ ფართო ქუჩებზე ამარიაჟებენ .
--------------------
Hypocrisy Лицемерие ფარისევლობა
ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი!
|