Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > iPad Pro


Posted by: გრიმი 31 Oct 2018, 11:15
აქ განვიხილოთ 2018 წლის iPad Pro ვერსიები.
წარმოდგენია 11 ინჩიანი და 12.9 ინჩიანი ახალი 120HZ Liquid Retina Display ვერსიებით.
ახალმა მოდელება დაკარგეს ფიზიკური ღილაკის და თითის ანაბეჭდის სკანერის ფუნქცია და
აქ უკვე ვხვდებით All Screen Disign და Face ID ის.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს , აქ უკვე ვხვდებით A12X Bionic ჩიპს , რომელიც წარმოდგენილია 4 სუსტი და 4 ძლიერი ბირთვით და იძლევს საშუალებას 8 ვე ბირთვმა ერთად იმუშავოს, რის შედეგადაც ეფლს თუ დავუჯერებთ , 90 პროცენტით უფრო მძლავრ iPad Pro ვერსიას ვღებულობთ ვიდრე ეს წინა ვერსია იყო. სიახლე გრაფიკულ ამაჩქარებელშიც აქ უკვე Apple ის 7 Core GPU გვხვდება.
განახლდა კამერაც ახლა უკვე შეგვიძლია 4K 60Fps ვიდეოს გადაღება , SMART HDR ფუნქცია და ყველა ის დეტალია დამატებული რასაც iPhone Xr ის კამერაში ვხვდებით.
შესანახ ვერსიათ წარმოდგენილია 4 ვარიანტი , 64GB/256GB/512GB და სიახლე 1TB მეხსიერებით.
ფასები 799$ - 1549$ მეხსირების მიხედვით 11 ინჩიანი მოდელისთვის.
999$-1749$ 12.9 ინჩიანი მოდელისთვის .

Posted by: sevastopol 31 Oct 2018, 15:47
1ტბ ვერსიას 6გბ რამი აქვს 4-ის ნაცვლადო და ეგ მაინტერესებს მართალია თუ ტყუილი.

Posted by: გრიმი 1 Nov 2018, 14:20
https://m.gsmarena.com/new_ipad_pro_geekbench-news-34011.php

საოცარი შედეგი დადო A12X მა , A13 ზე ფიქრიც კი ზედმეტია რა იქნება

Posted by: sergo_bero 1 Nov 2018, 17:47
ტექნიკური მონაცემები მართლაც მაგარი აქვს, იმედია მალე დაიწყებს Apple კომპიუტერების თავისივე ჩიპებით გამოშვებას love.gif

Posted by: koba71786 1 Nov 2018, 21:04
მაგარია ძალიან
sergo_bero
QUOTE
იმედია მალე დაიწყებს Apple კომპიუტერების თავისივე ჩიპებით გამოშვებას

აპირებენ ამას?

Posted by: sergo_bero 2 Nov 2018, 17:53
koba71786
QUOTE
აპირებენ ამას?

გეგმაში ალბათ ექნებათ, მაგრამ რთულია.
ინტელისა და Apple-ს დამზადებულ პროცესორებს სხვადასხვა არქიტექტურა აქვთ.
ერთი პროცესორისთვის შექმნილი პროგრამა/სისტემა/დრაივერი/აქსესუარის რაღაც ნაწილი არ მუშაობს მეორე პროცესორზე.
ამიტომ ყველაფრის გადაკეთება მოუწევთ, როგორც Apple-ს ისევე დეველოპერებს.

ახალ კომპიუტერებში უკვე დევს Apple-ს ჩიპი ( ტ1, ტ2 ) რომელსაც პატარ-პატარა ფუნქციონალის შესრულება უკვე შეუძლია, ასე ნელნელა გადავლენ ალბათ.

Posted by: გრიმი 3 Nov 2018, 12:30
12.9 იანი ყველა 6GB რამით არის თუ GSMarena ს დაუჯერებეთ.

Posted by: გრიმი 6 Nov 2018, 13:08
https://www.phonearena.com/news/Apple-iPad-Pro-2018-benchmark-record-AnTuTu-score_id110721
250K თი მაღალი ქულა დადო Antutu ში , Xs და Xs Maxx - ზე.
ანდროიდ დივაისებზე აღარც არაფერს ვიძახი

Posted by: david999 6 Nov 2018, 13:40
გრიმი
დაახლოებით Macbook Pro 2018ზე მაღალი ქულა დადო და აიფონი რა მოსატანია biggrin.gif

Posted by: sergo_bero 6 Nov 2018, 13:57
გრიმი
QUOTE
12.9 იანი ყველა 6GB რამით არის თუ GSMarena ს დაუჯერებეთ.

ეს საინტერესოა, ნეტავ რა იყო მიზეზი.
ის რომ 12.9 იანი ( და შესაბამისად უფრო ძვირი ) უფრო "ჩქარი" გამოჩენილიყო
თუ
ის რომ 12.9 იანზე რეზოლუციის და სხვა რაღაცეების გამო უბრალოდ უფრო მეტი დაჭირდათ


Posted by: გრიმი 6 Nov 2018, 15:59
sergo_bero
არა მგონია ეგ ყოფილიყო მიზეზი .
ეგ ბებჩმარკი რისიც დავდე 11 ინჩიან მოდელზეა გაკეთებული.
ამაზე მძლავრი რავი რა უნდა იყოს.
მეორე ვარიანტს უფრო ვეთანხმები.

david999
ნუ ეგ კი მაგრამ biggrin.gif , ესეთ შედეგს ნაღდი არ ველოდი.
მარტო GPU ში , 320K აი ზედმეტად მაღალია.
და ხო კიდე რაც მაგხელა ქულების დადება გამოიწვია ისაა , რომ 8 ვე ბირთვს ამუშავებს გეიმინგში და მაღალ დატვირთვაზე. ანდროიდ სამყაროში S4 ზე ქნეს ეგ რომ 8 ვე ერთად მუშაობდა და ჩაისვარეს , როგორც ვიცი დღემდე არც ერთი ბრენდის სმარტი არ მუშაობს მაგ პრინციპით.

Posted by: david999 6 Nov 2018, 20:50
გრიმი
ჩაუშვებენ ალბათ ახალ მაკბუქებში თავიანთ პროცესორებს 1-2 წელიწადში თუ უფრო ადრე არა.

Posted by: sanoma 6 Nov 2018, 21:00
დიდი ხანია მიდის იმაზე საუბარი რო ეფლი გადავიდეს თავის ჩიპებზე.
https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/4/2/17189372/apple-intel-chip-processors-macs-date

რამდენად კარგი იქნება, ეგ სადაო თემაა, Desktop-ების და Laptop-ების ამბებში.

Posted by: david999 6 Nov 2018, 21:59
sanoma
კარგი იქნება თავის ჩიპებზე თუ გადავლენ მაგრამ პროგრამების მორგება მოუწევთ დეველოპერებს თან iOS-ის აპპებიც გამოჩნდება მაკზე.

Posted by: sergo_bero 6 Nov 2018, 22:13
sanoma
QUOTE
რამდენად კარგი იქნება, ეგ სადაო თემაა, Desktop-ების და Laptop-ების ამბებში.

კარგი იქნება, Apple-ს ხელში იქნება პროცესორის განვითარება და არა Intel-ის როგორც ახლაა.
არ მოუწევთ ცდა, რომ ახალი თაობის პროცესორი გამოვიდეს.

მობილურებისთვის თავად რომ არ ამზადებდნენ პროცესორებს, ახლა ან ინტელზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი, ან - ქუალკომზე...
ექნებოდათ იგივე სიმძლავრის პროცესორები რაც ანდროიდებს აქვთ.

ასე ყველაფერი მათ ხელშია, შეუძლიათ სისტემისთვის დეტალური ოპტიმიზაცია გაუკეთონ და საბოლოოდ კარგი პროდუქტი მიიღონ.

Posted by: david999 6 Nov 2018, 22:29
sergo_bero
+1
თან პროცესორი მორგებული იქნება სიტყვაზე 4 კომპიუტერისთვის და კარგი ოპტიმიზაცია ბევრად უფრო ადვილი იქნება.

Posted by: გრიმი 3 Dec 2018, 10:03
ბოლო ბოლო 12.9 იანები ყველა 6 GB რამით არი?
ახლობელს უნდა ყიდვა და ვეღარ გავიგეთ

Posted by: sergo_bero 3 Dec 2018, 14:48
გრიმი
QUOTE
ბოლო ბოლო 12.9 იანები ყველა 6 GB რამით არი?

მხოლოდ ტერაბაიტიანებია 6 GB-თი

Posted by: Heart_of_Darkness 23 Feb 2019, 20:37
iPad-ს, ძირითადად, რისთვის იყენებთ? ახალი ლაპტოპი მინდა, ოღონც Switch ვერსიები მომწონს, Microsoft Surface და ა.შ. ასეთი, როგორც იცით, Apple-ს არ აქვს. ჰოდა, ვიფიქრე iPad Pro რომ ვიყიდო + Bluetooth კლავიატურა, რამდენად ჩამინაცვლებს ჩემს Air-ს?

Posted by: sevastopol 23 Feb 2019, 20:46
Heart_of_Darkness
საერთოდ ვერ ჩაგინაცვლებს ლაპტოპს. ტყუალად დახარჯავ ფულს.

Posted by: Heart_of_Darkness 23 Feb 2019, 22:00
QUOTE (sevastopol @ 23 Feb 2019, 20:46 )
საერთოდ ვერ ჩაგინაცვლებს ლეპტოპს. ტყუალად ფულს დახარჯავ.

მეც კი ვხვდები, გულის სიღრმეში, მაგრამ Windows-ზე დაბრუნება არ მინდოდა sad.gif

თუ ასეა, რისთვის იყენებთ ხოლმე iPad Pro-ს? როგორც პლანშეტს?

Posted by: sevastopol 24 Feb 2019, 02:47
Heart_of_Darkness
ხატვისთვის და სახლში გართობისთვის, ან მაქსიმუმ სამოგზაუროდ წასვლის დროს ვიდეოების საყურებლად დ ა.შ. სისტემა iOS შეგზღუდავს, თორემ სხვა სისტემა რომ იყოს, კიდევ შეიძლება.

რანდენიმე თვეში გამოვა ახალი iPad-ი და დალოდებას გირჩევდი მაინც.

Posted by: ანდაზა 24 Mar 2019, 07:21
Heart_of_Darkness
QUOTE
რამდენად ჩამინაცვლებს ჩემს Air-ს?

Air-ი წესით უნდა ჩაგინაცვლოს, რას აკეთებ ძირითადად ლაპტოპზე?

Posted by: Mazahacka 25 Mar 2019, 16:46
QUOTE
Air-ი წესით უნდა ჩაგინაცვლოს, რას აკეთებ ძირითადად ლაპტოპზე?

სიმძლავრეზე არაა საუბარი, iOS-ი ვერ ჩაანაცვლებს MacOS-ს smile.gif

Posted by: gldaneli 7 Apr 2019, 22:33
ახალი, მხოლოდ Wi-Fi ვერსია.
https://forum.ge/?showtopic=35087408&hl=

Posted by: fasdfghj 12 Jun 2019, 12:43
QUOTE
თუ ასეა, რისთვის იყენებთ ხოლმე iPad Pro-ს? როგორც პლანშეტს?

მაგის დასაწერად შემოვედი ახლა. მაგრად მომწონს ამის ჰარდი, არადა ყიდვის საჭიროებას ვერ ვხედავ. არ ვიცი რისთვის გამოვიყენო. მიზეზები მომეცით რომ ვიყიდო jump.gif
რომელ ზომას ხმარობთ? 11"-იანი ძალიან პატარა მგონია და 12.9" ოდნავ დიდი ჩანს

Posted by: > CasTieL < 12 Jun 2019, 15:11
fasdfghj
QUOTE
ყიდვის საჭიროებას ვერ ვხედავ

ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.
QUOTE
მიზეზები მომეცით რომ ვიყიდო


iPad-ი უნდა განიხილო როგორც შუალედური მოწყობილობა iPhone-სა და iMac/Macbook/Mac-ს შორის. ზოგადად Apple-ს არც ერთი პროდუქტი არ არის უნივერსალური, ანუ რომ თქვა ეს მაქვს და ვსო, ყველაფერს გავაკეთებ. კონკრეტული სამუშაოს უკეთ შესასრულებლად არის კონკრეტული დევაისი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოწყობილობა უბრალოდ არ გაიყიდება smile.gif

მე მაგალითად iPad Pro-ს ვიყენებ:
1. როგორც ბლოკნოტს (Onenote პროგრამისთვის ფანქართან ერთად იდეალურია).
2. ფოტოების დასათვალიერებლად (iPhone-ზე მეტად არის კომფორტული).
3. თამაშები (ზოგადად იშვიათად ვთაშობ მაგრამ მაინც) iPad-ში უფრო მოსახერხებელია თან ოპერატიული მგონი ჩემს iPhone 7 Plus-ზე მეტი აქვს.
4. სადმე თუ მიდიხარ და იცი რომ წინ მინიმუმ 2 საათიანი გზა გაქვს გასავლელი იდეალურია ფილმების საყურებლად (ეს ითქვა უკვე). თან წარმადობაც ტელეფონზე დიდი აქვს.

Posted by: Gianni 2 Aug 2020, 01:07
QUOTE
მე, მაგალითად, iPad Pro-ს ვიყენებ:

PUBG-ს ვთამაშობ და ფბ-ზე ვსქროლავ, სულ ესაა...

რაში გადავყარე ფული...

Posted by: NinjaRacer 18 Dec 2021, 00:34
დიქტეიტე მაგრად ასწორებს მართლა

საქმე ს აადვილებს

სხვადასხვა ენაზე წერა რო მიწევს ასჯერ უფრო სწრაფად ვაკეთებ. ძალიან დახვეწილია და შეხვედრებისთვის იდეალურია ცენტრ. სთეიჯიც კაია

მოკლედ თავისთავი იყიდა დღესვე დავრწმუნდი ამაში

პორტატულიც არის და წასაკითხად და საწერად იდეალურია კოდის წერა ან გარჩევა უკვე ცალკე კომპიუტერი გინდა სრული მაგრამ დანარჩენს ყველაფერ ასჯერ აუმჯობესებს.

კარგია, რომ 11 ავიღე

ყველგან დაათრევ თან

მე ასე ვიტყოდი, რომ ლაპტოპი ვერ ჩამინაცვლებს ამას, თავის ადგილი და საქმე აქვს რომელსაც ყველაზე კარგად აკეთებს და სხვა ვერ გააკეთებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პორტატულობას და ზომას, ყველაფერს ცვლის და მოსახერხებელს ხდის შესაძლებლობებს ზრდის პროდუქტიულობას ნამდვილად, ყოველთვის როგორც აქსესუარს ისე ვუყურებდი არადა სერიოზული იარაღია

Posted by: NinjaRacer 9 Jun 2022, 09:53
Ipados 16 beta დავაყენე და ძალიან კარგია.
ნორმალურად მუშაობს.
გარე დისფლეის სრული მხარდაჭერაც ასწორებს და stage manager -იც

user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)