დიო (Dio) არის ჰევი მეტალის ჯგუფი, შექმნილი ვოკალისტ რონი ჯეიმს დიოს მიერ 1982 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც მან დატოვა ბლექ საბათი. ახლადშექმნილ ჯგუფში მან მიიწვია ვივიან ქემპბელი (გიტარა), ჯიმი ბეინი (ბას გიტარა) და ვინი ეპისი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
1983 წლის მაისში გამოშვებული იქნა პირველი ალბომი წმინდა მყვინთავი (Holy Diver), სადაც დიო ერთდროულად იყო ვოკალისტი და უკრავდა კლავიშებიან ინსტრუმენტზე. იმისათვის რომ კონცერტების დროს ვოკალისტს სცენაზე თავისუფლად ეარა და სინთეზატორთან არ მდგარიყო, ჯგუფმა შემადგენლობაში მიიღო კიდევ ერთი წევრი კლოდ შნელი.
მომდევნო წლებში დიო მრალალ კონცერტს ატარებდა, ჩაწერილი იქნა ახალი ალბომები რიგში ბოლო (The Last in Line) და ღვთაებრივი გული (Sacred Heart).
1986 წელს ვივიან ქემპბელი ჯგუფიდან წავიდა, ის შეცვალა გიტარისტმა ქრეიგ გოლდიმ. ახალი შემადგენლობით ჩაწერილი იქნა ალბომი იოცნებე ბოროტად (Dream Evil), რის შემდეგაც ჯგუფის შემადგენლობა კვლავ შეიცვალა. ჯგუფში მიიღეს 19 წლის გიტარისტი როუან რობერტსონი, რომელიც მათი დიდი ფანი იყო, ის ორი მოსმენის შემდეგ დაუფიქრებლად იქნა მიღებული დიოს მიერ.
1990 წელს დიომ გამოუშვა ალბომი გამოკეტე მგლები (Lock up the wolves), როლმლის შემდეგაც რონი დიო ვოკალისტად დაუბრუნდა ძველ თანაჯგუფელებს ბლექ საბათში, მაგრამ მათი გაერთიანება მოკლე აღმოჩნდა, მოხერხდა მხოლოდ ერთი ალბომის ჩაწერა. ბლექ საბათის ზოგიერთი წევრების ქცევის მანერით უკმაყოფილო რონი დიომ ჯგუფი დატოვა და ხელახლა ჩაუყარა საფუძველი მეტალ ჯგუსფს - დიო.
აღდგენილ ჯგუფში გიტარისტად ახალი წევრი თრეისი ჯი (Tracy G) მიიღეს. 1994-1999 წლებში ჩაწერილ ყველა ალბომს უცნობი გზები (Strange Highways), გაბრაზებული მანქანები (Angry Machines) და ჯოჯოხეთი (Inferno - Last in Live) ეტყობა რონი დიოს განაწყენებული ტონი და ისინი თავისი სიმძიმით გამოირჩევა. როგორც ფანების თვალსაზრისით, ასევე თვით ვოკალისტის სიტყვებით, ალბომი გაბრაზებული მანქანები არის დიოს მიერ ჩაწერლი ყველაზე ცუდი ნაკრები.
გადმოწერა <--- ჩემი ატვირთულია უბრალოდ მერე საიტზეა დადებული.Dio - Live In Athens Rockwave Festival (2005) DVDRip (ვიდეო)
გადმოწერა Rainbow In The Dark.mp3
გადმოწერა Holy Diver.mp3
This post has been edited by ronnie james dio on 1 Dec 2007, 23:00