ჩვენგან გადასახადები ხომ იკრიფება... რამხელა ტაკოც გამოვა, იმხელაზე დაგვიკმაყოფილონ მოთხოვნილება.
ერთი სპორტული არხი მარტო ჩვენ კი არ გვჭირდება უკვე გაზრდილებს, ბავშვებსაც არ აწყენდათ... ხომ გვინდა ჯანმრთელი თაობა გავზარდოთ? ბავშვის სპორტულად აღზრდის ამბავში, ინფორმაციის მისაწოდებლად, სპორტული არხი აუცილებელია.
ნახავს რაგბის, ცურვას, წყალბურთს, ხელბურთს, ფარიკაობას, ტანვარჯიშს... დააინტერესებს რომელიმე და ივლის. დღეს, თბილისში ყველას ფეხბურთელობა უნდა, სოფელში ძიუდოისტობა.
ლელო 2 კაპიკი ღირდა და ყველა ოჯახს გამოწერილი ჰქონდა... სანამ გაკვეთილებს მოვამზადებდი, მანამდე ლელო სამჯერ მქონდა გადაკითხული.
აუცილებელია სპორტული არხი.