#56370636 · 1 Jun 2020, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ebay.com იდან გამოვიწერე ამანათი, შარშან წინ, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და ერთ-ერთ კომპანიის რეგიონალურ ოფისში მოხვდა, და კურიერს უნდა გადმოეცა ჩემთვის პირადად. ამანათი ფიზიკურად არ მიმიღია, არც კურიერი ადასტურებდა რომ გადმომცა(აღარ მუშაობს კომპანიაში). არც რაიმე დოკუმენტი არსებობს რომ აღნიშნული ამანათი ჩამბარდა. მთელი ორი წელიწადია კომპანია მიმტკიცებს რომ ამანათი აღებული მაქვს კურიერისგან და უნდა გადავუხადო მომსახურების თანხა, პლიუს ამას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამაკისრა თანხის გადახდა და ამ ორი წლის განმავლობაში ეს თანხა იზრდება, ნუ ძალიან არა მაგრამ მაინ იზრდება. შემოსავლების სამსახურმა ჩემი განცხადების საფუძველზე კომპანიას მოთხოვა ინფორმაცია ამანათის შესახებ, კომპანიამ დაიკიდა, არ მიაწოდა არანაირი იფორმაცია. ოფუსში მივედი და ხელმძღვანელ პირს ვერასდროს შევხვდი. მოკლედ ასეთი სიტუაციაა, ამანათი დამიკარგეს, ჩემს დანახარჯს არ მიბრუნებენ უკან როგორც ნივთის აქ, საქართველოში დამკარგავები,მომსახურეობის თანხას მთხოვენ და ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი მაქვს გადასახდელი. მირჩიეთ რა უნდა გავაკეთო იურისტებო...
--------------------
"ღმერთები უკვდავი ადამიანები არიან,ხოლო ადამიანები–მოკვდავი ღმერთები."
ჰერაკლიტე ეფესოელი
o===[]::::::::::::::::::>
|