2014 წელს არის თემა გახსნილი და 100 გვერდზე 2017 ავიდა
გამარჯობა ნათია,ახლა ალბათ 2050 წელია და შენ უკვე დიდი გოგო იქნები.
იმედია არ ბრაზობ და არ იძახი "იმ დღის დედა მოვდღან აქ რომ დავრეგისტრირდი":givi:
მამაშენისგან,ანუ ჩემგან უფრო სხვა კარგი თვისებები გამოგყვა
იცი, ეხლა 2017 წელი უახლოვდება დასასრულს...დედაშენს ჯერ არ შევხვედრილვარ,მაგრამ თუ ჰოროსკოპს დავუჯერებთ,ალბათ გზაში ავცდი ,თორემ აქამდეს უნდა მენახა
როგორ ხარ რას შვები ? ნუ რომც მითხრა მაინც ვერ გიასუხებ და გავიგებ ,მაგრამ თუ ჯერ ბანი არ დაუდვიათ შენთვის მიპასუხე
მოკლედ,ნათია იცი რა ? მთავარია პოლიტიკის განყში არ გაჩერდე დიდი ხანი! დარწყმუნებული ვარ ისევ ქოცი ვს ნაცია და ისევ ბოღმის ფრქვევა მიდის...
საინტერესოა შენს ეპოქაში ხელოვნების განყოფილება ისევ ჩამკვდარია თუ არა ?
ნათია,ყოველთვის მინდოდა ეს სახელი დამერქმია ჩემი გოგოსთვის და ხომ მოგწონს ?
ეხლა,ალბათ ეს თემა 200გვერდზეა და შენ ყავა გეყვარება ჩემსავით! იმედია დიეტაზე არ ხარ დედაშენივით (რათომღაც მგონია პუტკუნა იქნება დედაშენი
),ჰოდა
თავს გაუფრთხილდი ნათია! მიყვარხარ და წესით ეხლა არ უნდა ვიყო შენს გვერდით, ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი
კიდევ იმედს ვიტოვებ ,რომ ამაყობ ჩემით ნათია