გამარჯობათ,
უცხოელზე (ევროკავშირის მოქალაქეზე) - ქორწინებისთვის - ანუ ხელის მოწერისთვის - საქართველოში რა საბუთებია საჭირო?
მოკლედ, საქართველოს მოქალაქე და ევროკავშირის მოქალაქე ცხოვრობენ და მუშაობენ ევროკავშირში, მაგრამ უნდათ საქართველოში ცერემონია ორკვირიანი შვებულებისას ზაფხულში.
აი ეს წავიკითხე ვებგვერდზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები
დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება
დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
თუ დაქორწინების მსურველი პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში,წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი
თუ განცხადებას წარადგენს დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენელი – წარმომადგენლობითი უფლებამოსილების და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით. სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ქორწინების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი საბუთი.
რამოდენიმე კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით.
1. პასპორტის გარდა სხვა რამე დოკუმენტი უნდა უცხოეთის მოქალაქეს? რადგან ევროკავშირის მოქალაქეა, შესაბამისად ვიზა, ანუ "კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი" არ დასჭირდება ალბათ.
2. ორივესთვის პირველი ქორწინებაა, ითხოვენ თუ არა რაიმე ოფიციალურ საბუთს რომ ევროკავშირის მოქალაქე მანამდე არ იმყოფებოდა ქორწინებაში?
3. წინასწარ უნდა მოხდეს შეთანხმება ქორწინების სახლთან თუ მომენტალურად ხდება, მიხვალ, მიიტან საბუთებს და ხელს მოაწერ? თუ წინასწარ რამდენად.
ბონუს კითხვა: სხვა აღმსარებლობის ადამიანზე (პროტესტანტზე) ჩვენთან თუ დაწერენ ჯვარს ეკლესიაში?
ევროკავშირში მართმადიდებლური, კათოლიკური, პროტესტანტული ან ნებისმიერი ეკლესია უპრობლემოდ წერს ჯვარს განსხვავებულ აღმსარებლობის ადამიანთან, ჩვენთან როგორაა?
დიდი მადლობა.