ჩემი არ იყოს, შენც ქართველი ხარ, დავით!
ანუ, არც ერთი ქართველი არ დაგიჯერებს, რომ თქვი ის, რაც თქვი. ქართველი ქვეტექსტებით აზროვნებს. არ დაგიჯერებს და მართალსაც იზამს... ალბათ.
ქვეტექსტი ნამეტანი დიდია-
მე ხომ შიგნიდან არაფერი ვიცი, რა ინფორმაციაც მედიიდან მოდის ჩემამდე, იმას ვაჩხაკუნებ.
ჯერ ესა:
სამხედრო მრეწველობა რუდიმენტულ დონეზე გვაქვს. შეიძლება ბურკინა ფაოსოსთვის მაგარი ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ იმასთან შედარებით, ჩვენ რა მიღწევებიც გვქონდა ფუნდამენტურ მეცნიერებებში, რუდიმენტულია.
მრეწველობა არა გვაქვს იმიტომ, რომ სახელმწიფო არა გვაქვს, სახელმწიფო არა გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი
სახელმწიფო არავის აწყობს.
არსებული ჟანდარმთა კორპუსის შეიარაღებას, რომელიც ძირითადად ქვეყნის ნეოკოლონიური მდგომარეობის დაცვა აკისრია (მიუხედავად იმისა, გმირ სერჟანტ მახანხალაშვილს რა ჰგონია), სამხედრო მრეწველობა არაფერში სჭირია.
ახლა ესა:
არ ვიცნობ ძოძუაშვილს. ამიტომ არ ვიცი ზუსტად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი პიროვნება დელტას ბოლოდროინდელ წინსვლაში. ერთადერთი, რაც ღიად ჩანდა, ეს იყო მისი ძალიან დიპლომატიური და თავშეკავებული პოზიცია, რამაც ალბათ მიშას მერმინდელ პერიოდში ადგილი შეუნარჩუნა. ეს ღიად რაც ჩანდა, თორემ იქნებ სხვა ფაქტორებიც იყო.
დელტა არის საბჭოთა დროიდან არსებული სამეცნიერო პოტენციალის ის ანეკდოტური პროცენტნახევარი, რომლის გამოყენებაც ჩვენმა, აწ უკვე გასაგიჟებლად დამოუკიდებელმა, ქვეყანამ შესძლო.
ძოძუაშვილი ჩემთვის განასახიერებს მიშას ხელისუფლებისგან ოთხი-ხუთი წლის დაგვიანებით გამოჩენილ ყურადღებას დელტას მიმართ. ის ოთხი-ხუთი წელი სად ტრ..ში წავიდა და რატომ, როგორც წესი ბევრი არც კითხულობს. არც ისაა ცხადი, მერე რამ მიაქცევინათ ყურადღება. იმიტომ, რომ გარედან იარაღის შემოსვლის შანსი შემცირდა, იმიტომ, რომ წაგებული ომის ფონზე კაი პატრიოტული საქმე იყო და პიარსაც არგებდა ბარემ, ორივე ერთად თუ კიდე სხვა რამე.
ჩემი წარმოდგენით, არა-ტეხნარის კონკრეტული მრეწველობის დირექტორობა გაუგებარი ამბავია. არატეხნარი მენეჯერი შეიძლება ყავდეს სახელმწიფოს შესაბამის პოლიტიკას, სამხედრო მრეწველობის დეპარტამენტს ან მის კონკრეტულ მიმართულებას და აშ.
რაიმე საწარმოს სული და გული ისაა ხოლმე, ვისაც მთავარ ინჟინერს, საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსს თუ მსგავს რაღაცეებს ეძახიან. ჰოდა ვშიშობ, სწორედ ეს სული და გული ხომ არ დაკარგა დელტამ იმ ცხონებული ინჟინრის სახით.
თუ ვცდები და უბრალოდ რიგითი ინჟინერი იყო?
ძოძუაშვილის წასვლა რამდენადაა დელტას "კანეცი", ამის თქმას, საქმის შიგნიდან მცოდნე კაცი უნდა და მარტო პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახევ წამოძახილებს ვერ ვენდობი.
შენი აზრით როგორაა საქმე?