The Jimi Hendrix Experience - Are You Experienced
1967 წელს გამოსული 10 საუკეთესო მუსიკალური ალბომიჯიმი ჰენდრიქსი პატარა ამერიკული კლუბის სცენაზე გამოდიოდა, როდესაც ჯგუფ The Animals-ის ბასისტმა, ჩეს ჩენდლერმა აღმოაჩინა. მისი დახმარებით, ვირტუოზი გიტარისტი ოკეანის გადაღმა, ლონდონში აღმოჩნდა, სადაც ბენდი The Jimi Hendrix Experience ჩამოაყალიბა და მასთან ერთად ჩაწერილი ალბომით Are You Experienced როკ მუსიკაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.
ნამუშევარმა კრიტიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა ერთსულოვანი აღიარება მოიპოვა და მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დებიუტად შეირაცხა. კომპოზიციები Foxy Lady, Purple Haze და Hey Joe კი როკის კლასიკად იქცა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=_PVjcIO4MT4