დიდხანს ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა ეს თემა,,რადგან ეჭვი მაქვს რომ ,თემას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია(მაგალითისთვის ჰენდიქსზე და სტივი რეიზე გახსნილი თემებიც კმარა).მაგრამ მაინც მინდა ვნახო , რამდენად იცნობს და მოსწონს ამ მართლაცდა ფანტასტიკური ჯგუფის შემოქმედეება ქართველ მსმენელს.
საერთოდ როდესაც იწყებენ საუბარს ABB-ის სტილზე, აღნიშნავენ მის მრავალფეროვნებას,რომელიც გაჟღენთილია სხვადასხვა ტრადიციული მიმდინარეობებით:country ,jazz, ზოგიც კლასიკური მუსიკის ელემენტებსაც გამოარჩევს.მაგრამ სტილს, რომელმაც მიიღო სახელწოდება „southern“, საფუძვლად
უდევს ბლუზი და უსაზღვრო იმპროვიზაციის ნიჭი! ჩვეულებრივ მათი კონცერტები დიდ ჯემებში გადაიზრდება ხოლმე,ამიტომ ჯგუფს რომელსაც ჰყავს, ჩემი აზრით ამერიკული როკის ისტორიაში საიკეთესო ვოკალისტი, ფასდება რა თქმა უნდა ინსტრუმენტალური მხრიდან.
ABB დააარსეს ძმებმა, Duan და Greg Allman-მა. რიტმ ენდ ბლუზის მოყვარული ძმები ,60-იანი წლების დასაწყისში უამრავ ჯგუფში უკრავდნენ. 1965 წელს ძმებმა ჩამოაყალიბეს თავისი პირველი ჯგუფი“The Allman Joy“. ჯგუფს შეუერთდა დრამერი Butch Trucks. იმავე წელს გაფორმდა კონტრაქტი, მაგრამ დემო ჩანაწერი ,რომელიც შედგებოდა გრეგის სიმღერებისაგან და სხვადასხვა ბლუზების ფსიქოდელიური ვერსიებისგან, კომპანიამ დაბლოკა!
მალე ძმები გიტარისტების რანგში შეუერთდნენ ჯგუფს „The Hour Glass“. ჯგუფი გადადის L.A.-ში, სადაც აფორმებს კონტრაქტს liberty records-თან.
1967 წელს გამოდის ალბომი " The Hour Glass", ერთი წლის შემდეგ "The Power Of Love". აქ გრეგი წარსდგა, როგორც ნიჭიერი კომპოზიტორი. არც ერთ ალბომს არანაირი წარმატება არ მოჰყოლია. ჯგუფი დაიშალა!
ამავე პერიოდში დიუანი ეუფლება და ხვეწს სლაიდით დაკვრის ტექნიკას-bottleneck-დღესდღეობით ის ამის "გურუდ" ითვლება. ის ბრუნდება ფლორიდაში, ხოლო გრეგი რჩება L.A.-ში, რათა სესიური მუსიკოსის რანგში, დაგროვილი ვალების ანულირება მოახდინოს. დიუანი რეგულარულად გამოდის სხვადასხვა ჯგუფეფთან და იმ პერიოდში ხვდება ABB-ის ორ მომავალ წევრს: Dickey Betts-ს და Berry Oakley-ს.იმ დროისთვის ორივე The Second Coming-ის წევრები იყვნენ. ჯგუფის რომელმაც შემოიტანა საინტერესო ნოვაცია "twin lead guitars". სოლოს დროს თავ თავის პარტიებს ერთდროულად ორი გიტარისტი უკრავდა.რაც შემდგომში ABB-ის სავიზიტო ბარათი გახდება.
ამ დროისთვის დიუანს სესიურ სამუშაოზე იწვევს Fame Studios ,სადაც იგი ისეთი ვარსკვლავების ჩანაწერებში იღებს მონაწილეობას, როგორიცაა Aretha Franklin, Wilson Pickett.იგი აფორმებს კონტრაქტს Carpicorn Records-თან და იწყებს მუსიკოსების შერჩევას თავისი მომავალი ჯგუფისათვის. Fame Studios-ში მუშაობისას იგი უმეგობრდება შავკანიან დრამერს Jai Johanny Johanson-ს,რომელიც ჯაზის და ექსპერიმენტებისაკენ იხრებოდა,მაგრამ მუშაობდა RnB-ში Otis Reding-თან.ის გახდა დიუანის ჯგუფის პირველი წევრი. ისინი იკრიბებიან ბატჩ ტრექსის სახლში,აწყობენ ჯემსეიშენს,სადაც ასევე ბერი ოუკლიც მონაწილეობდა. ეს მოხდა 1969 წლის 23 მარტს.ეს დღე უნდა ჩაითვალოს ჯგუფის დაბადების დღედ!
ჯემის ყველა მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა საერთო დაკვრისგან. გადმოცემით დიუანს უთქვავს " თუ ვინმე არის ამ ოთახში ვისაც ჩემს ჯგუფში დაკვრა არ სურს, დაახვიოს". ასეთი კი არავინ აღმოჩნდა.სამ დღეში გრეგიც ჩამოვიდა და წრეც შეიკრა.
პირველი ალბომი გამოვიდა 1969 წელს,რომელიც არც ისე კარგად იყიდებოდა.ალბომში შევიდა გრეგის დაწერილი პირველი საკონცერტო სავიზიტო ბარათი "Whipping Post" და "Dreams".
1970 წელს გამოდის "Idlewild South" ,სადაც ბეტსმაც გაიბრწყინა,როგორც ავტორმა,ინსტრუმენტალით In Memory Of Elizabeth Reed .სახელწოდება აღებულია საფლავის ქვიდან,სასაფლაოზე სადაც ბეტს ჩვევად ჰქონდა დაეკრა.მაგრამ ძირითადი ავტორი ,როგორც პირველ ალბომში,მაინც გრეგი იყო.
დგება 1971წელი და ჯგუფი უშვებს თავის ყველაზე პოპულარულ ალბომს , ლაპარაკია live At Fillmore East-ზე,რომელიც 71 წლის 12-13 მარტის ჩანაწერებისგან შეიკრა,ალბომი რომელიც ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო live ალბომადაა აღიარებული! სულ 7 ტრეკი,აქედან Whipping Post-ის და You Don't Love Me-ის 20 წუთიანი ვერსიებით.1992 წელს გამოდის "Fillmore Concerts" სადაც 12-13 მარტის ორ-ორი კონცერტის მასალა შევიდა, პლუს 27 ივნის ჩაწერილი "One Way Out".
ამავე წელს დიუანი მონაწილეობას იღებს Eric Clapton-ის ჯგუფის Derek And The Dominoes" ალბომის ჩაწერაში.
მაგრამ უეცრად 71 წლის 29 ოქტომბერს დუანი მოტოციკლეტით ავარიაში იღუპება. ჯგუფი შოკშია. (როდესაც დიუანი წავიდა , ჩვენ უბრალოდ არ ვიცოდით რა გაგვეკეთებია,ვიფიქრეთ ნახევაწლიანი ტაიმ აუტის აღება,მაგრამ მალე დასაფლავებაზეც დავუკარით და მივხვდით, რომ რაღაც უფრო გვექაჩებოდა ართმანეთისკენ-ბეტსი).
1972 წელის მარტში გამოდის ორ დისკიანი ალბომი „Eat A Peach”.ალბომში შევიდა დიუანთან ერთად ჩაწერილი 3 სიმღერა და Fillmore East-ის მასალა.
11 ნოემბერს ,იმ ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, სადაც დიუანი დაიღუპა, მოტო ავარიაში იღუპება Berry Oakley.
ჯგუფი მაინც არ გატყდა.გრეგი გიტარაზე გადაერთო,კლავიშებზე მოიწვიეს Chuck leavell,ხოლო ბასისტიLamar Williams გახდა.
1973 წელს გამოდის, ალბათ ბევრისთვის უსაყვარლესი ალბომი „Brothers And Sisters”.ამ დროისთვის ბეტსი ყალიბდება ჯგუფის ახალ ლიდერად.ამის მაგალითი გახდა მისი ქანთრით და სოფტ როკით გაჟღენთილი ინსტრუმენტალი „Jessica”.
მთელი 1974 წელი ალმანმა და ბეტსმა, თავის სოლო პროექტების განხორციელებას შეალიეს, ამიტომ შემდეგმა ალბომმა „Win Lose And Drow”, მხოლოდ 1975 წელს იხილა მზის შუქი.ჯგუფი ინტენსიურად გასტროლირებდა,მაგრამ 1976 წელს უეცრად ფინალი დადგა.
გრეგი ნარკოტიკებზე ჩავარდა და სასამართლოში ყველაფერი როუდ მენეჯერს გადააბრალა(საბოლოო განაჩენმა 77 წელი შეადგინა). საქციელი იმდენად სამარცხვინო იყო, რომ ჯგუფმა არ აპატია(არ მგონია ,რომ ჩვენ როდესმე შევძლოთ მასთან ერთად სცენაზე გამოსვლა-დ.ბ.).16 ივნისს გაცხადდა, რომ ჯგუფი წყვეტს არსებობას.
ბეტსი ქმნის Great Southern-ს, ალმანი წერს ალბომს თავის ცოლ Cher-თან ერთად(Allman And Woman).
ჯგუფისთვის ახალი ეტაპი დაიწყო 1978 წელს,როდესაც ალმანი, ტრექსი და ჯეიმო , Great Southern-ის კონცერტზე გამოჩდნენ.მათ ბეტსთან ერთად კლასიკური რეპერტუარიდან რამდენიმე ნომერი შეასრულეს,ძველი უთანხმოება დავიწყებული იქნა და ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით შეიკრიბა: Allman,Betts, Trucks,Jaimoe პლუს Great Southern-ის წევრები გიტარისტი Dan Toler და ბასისტი David “rook”Goldflies. 1979 წელს მოულოდნელად მშვენიერი ალბომი გამოუშვეს „Enlightned Rogues”.
1980 წელს Carpicorn Records გაკოტრდა, ჯეიმო ჯგუფიდან წავიდა.1980 და 1981 წლებში გამოვიდა კიდევ ორი ალბომი „Reach For The Sky” და “Brothers Of The Road”, რომლებმაც არცთუ კარგი გამოხმაურება ჰპოვეს.ფინანსურმა პრობლემებმა,პირადმა ამბიციებმა და შეგრძნებამ,რომ ჯგუფი აშკარად ამოვარდნილია თანამედროვე მუსიკალური კონტექსტიდან,1983 წელს ჯგუფი დაშლამდე მიიყვანა. იმავე წელს კიბოსგან გარდაიცვალა Lamar Williams. ჯგუფის დანარჩენი წევრები 80-იან წლებში არც ისე აქტიურობდნენ.ერთადერთი Chuck leavell მიიწვიეს Rolling Stones-ში.მათთან ის 90-იანი წლების შუამდე თანამშრომლობდა.
ჯგუფი ხელახლა მხოლოდ 1989 წელს შეიკრიბა.ბევრი აღნიშნავს ,რომ შეკრებას ბიძგი მისცა 1989 წელს გამოსულმა 4დისკიანმა boxset-მა,სადაც ჯგუფის რარიტეტული მასალა შევიდა, მაგრამ მის გამოსვლამდე იურიდიული ქაღალდები ჯგუფის რეანიმაციისა და 3 ალბომის გამოსაშვებად უკვე მზად იყო.ჯგუფში გამოჩდნენ ისევ ბეტსის გარემოცვიდან: Warren Haynes გიტარა, Allen Woody ბასი,Johnny Neal ჰარმონიკა და კლავიშები,Marc Quiñones პერკუსია . ჰეინსისა და ვუდის მოსვლით , ჯგუფის საუნდი საკმაოდ დამძიმდა .1990 წელს გამოდის მშვენიერი ალბომი Seven Turns.მასში შესული ინსტრუმენტალი True Gravity მშვენიერ საკონცერტო ნომრად იქცა და ხშირად ჯემი ნახევარ საათამდე გრძელდებოდა. მას მოყვა 1991 წელს Shades of Two Worlds და Where It All Begins 1994 წელს.
ასევე ორი An Evening With The Allman Brothers Band, შესაბამისად 1992 და 1995 წლის ჩანაწერებით.ამავე პერიოდში ჰეინსი ქმნის Gov’t Mule-ს და ვუდისთან ერტად ტოვებს ჯგუფს. ჯგუფში მოდის გიტარისტი Jack Pearson, მას კი უნიჭიერესი სლაიდ გიტარისტი Derek Trucks მოყვება.
2000 წელს ჯგუფიდან უშვებენ ბეტს, ვითომდა ის ჯგუფში გიტარისტის მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებდა.იმავე წელს ჰეინსიც ბრუნდება.
2003 ჯგუფი უშვებს დუანის პერიოდის შემდეგ უძლიერეს ალბომს Hittin’ The Note და DVD-ს..აქ კი უკვე გრეგთან ერთად ძირითადი ავტორი ჰეინსია.
შემდეგ წელს კი საკონცერტო One Way Out. ჯგუფი დღემდე გასტროლირებს, მაგრამ გაგვახარებენ თუ არა ახალი სტუდიური ალბომით ამას დრო გვიჩვენებს.
აქვე გთავაზობთ ჯგუფის პირველ ალბომს. მოისმინეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები.
The Allman Brothers Band 1969
All songs by Gregg Allman except as noted
1."Don't Want You No More" (Spencer Davis/Eddie Hardin) – 2:29
2."It's Not My Cross to Bear" – 4:48
3."Black Hearted Woman" – 5:20
4."Trouble No More" (Muddy Waters) – 3:47
5."Every Hungry Woman" – 4:16
6."Dreams" – 7:19
7."Whipping Post" – 5:19
Duane Allman: slide guitar and lead guitar
Gregg Allman: vocals, organ
Dickey Betts: lead guitar,
Berry Oakley: bass guitar, backing vocals
Butch Trucks: drums
Jai Johanny "Jaimoe" Johanson: drums, congas
http://bin.ge/file/167895/The-Allman-Broth...d-1969.rar.html
ალბათ, არ ვიცი, ვნახოთ, შეიძლება........
I got that old lonesome feelin'
That's sometimes called the blues
And there's roads that go east
And roads that go west
And roads to the sea
To see where Albatross fly