ისეთი რა დაზიანებაა რომ მთლიანი სლოტის გამოცვლა გახდეს საჭირო? ან ისე როგორ უხეშად ჩადე პლანკა რომ დააზიანე? სლოტზე დახედე კარგი განათების პირობებში გამადიდებელი შუშით, იქნებ რომელიმე კონტაქტი შიგნით არის შეწეული ან გადაღუნულია ან რამე. მე მქონია ეგეთი შემთხვევებიც რომ არ მუშაობდა ერთი სლოტი, გარეგნულადაც ერთი შეხედვით ვერაფერი შევატყე სანამ გამადიდებლით არ დავაკვირდი სათითაო კონტაქტს და მართლაც, ერთი კონტაქტი ჩაჭყუნული ყოფილა. ნემსით ამოვუწიე აკურატულად და ჩვეულებრივ მუშაობს დღესაც ის მაზერი იმ სლოტითაც ახლობლის კომპიუტერზე