გამარჯობა! თბილისის ისტორიის შესწავლით ვარ დაკავებული უკვე 1 თვეა და ერთ მარტივ რაღაცას ვერ ვხვდები, ანუ სამეფო სასახლე თბილისში ხან სად იყო და ხან სად? მე როგორც მივხვდი ძირითადათ მეტეხის ციხასიმაგრეში იყო. ასევე ვერ გავიგე ეს სამეფო სასახლე ცალკე შენობა იყო, თუ თვითონ ეკლესია ითვლებოდა სასახლედ? სამეფო ტახტი სამეფო სასახლეში იყო, ეკლესიაში თუ ორივე ადგილას?
" ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ(დღევანდელი მეტეხის ეკლესიის ტერიტორია) ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა."
მეფის რეზიდენცია, ანუ სასახლე რა იყო ვერ გავიგე, მთლიანი კომპლექსი, თუ რამე ცალკე შენობა, თუ ეკლესია?
This post has been edited by Unknown232324 on 7 Jul 2018, 17:49