Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ტბა ტბები თევზის მოსაშენებლად


Posted by: avto_G 23 Aug 2010, 17:51
ვინმემ რამე იცით ამის შესახებ
რა ჯდება გაკეთება თევზის გაშვება ან თუ გაგითატ რამდენი გირს უკვე გაკეთებული

Posted by: 1 ღერი nervi 23 Aug 2010, 19:19
ტბაში თევზის მოშენება ანუ მერე ფასიანი სათევზაო უნდა გააკეთო? თუ უბრალოდ ფერმა გინდა მაშინ ტბას დახურული თევზსაშენი ბასეინები ჯობია

Posted by: avto_G 24 Aug 2010, 00:32
სიმართლე გიტხრა მაინტერესებს რა ჯდება საერთოდ ეს სპერო რომ დაიწყო
მაგრამ მემგონი საკალმახე საკმაოდ ადვილი დასაწყებია

Posted by: giogrigolia 24 Aug 2010, 12:30
QUOTE (avto_G @ 24 Aug 2010, 00:32 )
სიმართლე გიტხრა მაინტერესებს რა ჯდება საერთოდ ეს სპერო რომ დაიწყო
მაგრამ მემგონი საკალმახე საკმაოდ ადვილი დასაწყებია

ადვილი მოსაწყობი ნამდვილად არ არის ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი თბილისში გლდანი დიდი დიღომის დამაკავშირებელი ხიდიდან (გივიას დუქანი რო იყო ) მანდედან შედიხარ საკალმახესთან მანდ რო იკითხო ყველა მიგასწავლის მიდი 2-3 კილო იყიდე და თან სთხოვე დამათვალიერებინეთ თქო wink.gif

რაც შეეხება ჩვეულებრივი თევზასშენის გაკეთებას საკმაოდ კარგი იდეაა უნდა გათვალო როგორც თევზის გაყიდვაზე ასევე მეთევზეებზე. თუ მეთევზეებზეც გათვლი აუცილებლად უნდა იყოს თბილისთან ახლოს მაქს 30 კილომეტრის რადიუსში და გზა უნდაი იყოს მისვლადი ყველანაირი მანქანით. რაც შეეხება თევზის სახეობებს. ამური, საზანი, კობრი, სარკისებრი კობრი, სქელშუბლა. თუ საკმარის ლიფსიტას გაუშვებ 2-3 წელში უკვე სათევზაოდ კარგი იქნება 2-4 კილოიანი ეგზემპლარები გეყოლება წყალი არ უნდა იყოს დაგუბებული უნდა ჰქონდეს შემავალი საკმაოდ დიდი არხი რომ წყალი ასე ვთქვათ არ ამყაყდეს და დაჭაობდეს. თუ რეალურად გინდა ამ საქმის წამოწყება შეგიძლია დამიკავშირდე და ყველანაირად დაგეხმარები.

Posted by: Today 24 Aug 2010, 13:19
მეც მაინტერესებს ეს სფერო.
დახურული საკალმახის გაკეთება (პლასტიკური ავზებით) საკმაოდ ძვირადღირებულია. უფრო რეკომენდირებულია მასში ასეტრინის ტიპის თევზის გაშვება. დანარჩენი არა რენტაბლურია (საზანი, კარპი.... კალმახიც).

სხვათაშორის კარგი საკალმახეა ალგეთისკენ გაკეთებული (წყალსაცავის პლატინის ქვეშ 1000-1500 მეტრის მოშორებით). ღია ცის ქვეშ.

Posted by: avto_G 25 Aug 2010, 12:54
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=816168

არავინ ერკვევIტ ამ სფეროში

Posted by: Computer 25 Aug 2010, 15:06
შესანიშნავი იდეაა. დრო მოვა და აუცილებლად ჩავებმები ამ ბიზნესში biggrin.gif

Posted by: avto_G 25 Aug 2010, 15:12
ეჰ იდეა კი კარგია მაგრამ განხორციელბა ვერ გავიგე როგორ უნდა smile.gif

Posted by: Жми На Газ 25 Aug 2010, 20:19
avto_G
1ფართი
უნდა იყიდო ისეთ ადგილას რო ფარტში ბევრი არ გადაიხადო,
მერე იმ ფართის ტრქტორით დამუშავება გინდა სიღმე 3მეტრა მაინც
იმიტომ რო თევზი ტავისუფლად იყო, არმგონია რო შენ გექტრობით აპირებდე ფართის ყიდვას

6-7 ჰექტარი საკმარისია, შეილება 4-5 ჰექტარიც

მეორე:
ისეთ ადგილად უნდა იყიდო სადაც მუდმივად მოედინება წყალი, იორის პირას ან მსგავს ადგილას


3) უნდა დაგეგმო კარგად და აითვისო ადგილი


4) გაუშვი კობრის ჯიშის თევზი , მხოლოდ საზანი რო გაუშვა ეგეც კაია
დასწყისისთვის 1000-1500 ლიფსიტა გეყოფა

თუ გასაყიდადაც გინდა და ხალხიც რო ათევზაო:
ასეთი პირობა გააკეთე

1)ტევზი დაჭერა გაშვება 10-15 ლარი
2) თევზი დაჭერა წაღება 20-25 ლარი

აჭამე ქატო და კოპტონი ალაგ ალაგ


ეს მოსაშენებლად
დალშე მეტ არვცი

Posted by: avto_G 26 Aug 2010, 01:59
Жми На Газ
გაიხარე smile.gif კარგი ინდორამცისთვის
მაინტერესებს მიწას რომელიც ამოითხრება რისის გაეკთება უნდა ?

Posted by: Makulatura 26 Aug 2010, 02:38
QUOTE
ტბას დახურული თევზსაშენი ბასეინები ჯობია

+1

Posted by: avto_G 26 Aug 2010, 02:50
რაგაც არ მგონია კარგი იყოს დახურული ლამაზი ბუნება ტბა სადაც ხალხი ივლის სათევზაოდ მაგის გვერდზე ფარტობი სადაც სედზებ ხეხილის გაკეთებას
რაც შება ფას შესვლის და თევზაობის ვფიქრობ 5 ლარი შესვლა შემდეგ რასაც დაიჭერენ ტევზის გირებულება რა თქმა უნდა არა ბაზრის ფასი

თორე ჯოზე 10 ლარი და 20 ლარი იმენა საშინელება
სადაც 80 პროცეტი კარასია თუ გავაკეტებ მაქსიმალურად შევედზები კარასი არ შევიდეს

Posted by: Mescaline 29 Aug 2010, 13:37
გაყიდინებ ტბებს თუ გინდა კახეთში. კვადრატული 60 ევრო ცენტი. 9 ტბა იყო მგონი, ნახევარი უკვე იყიდეს გერმანელებმა და უკრაინელებმა. მე რომ ფული მქონდეს ვიყიდიდი.

Posted by: Baiateo 30 Aug 2010, 15:08
Mescaline

უკაცრავად ეს ბუნებრივ ტბებზეა ლაპარაკი თუ ხელოვნურ ტბორებზე?

Posted by: karlos_ 30 Aug 2010, 15:31



აი კიდე (მცირე ზომის)


Posted by: M43DL0 30 Aug 2010, 15:45
ძალიან მაგარი იდეაა, ადრე მინდოდა გაკეთება
შეიძლება ისევ დავუბრუნდე მაგ იდეას და ვნახოთ

Posted by: karlos_ 30 Aug 2010, 15:52
ძალიან მაგარი ინფორმაცია ვიპოვე ონლაინ ამ თემასთან დაკავშირებით:

სოლარ პანელის (მზის სხივისგან ენერგიის წარმოება) გამოყენება არის რეკომენდირებული ამ ფერმების ელექტრო მოთხოვნილებებისათვის, საბოლოო დაანგარიშებით დიდ მოგებას ტოვებს და ღირს ამაში ინვესტიცია...

შეგიძლია ერთ აუზში რამოდენიმე განსხვავებული ჯიშის თევზის მოყვანა...

ტევზის მოთხოვნილებაზე რამე ინფორმაცია გააქვთ საქართველოზე?

Posted by: Librarian 30 Aug 2010, 16:14
karlos_

ლინკიც დაგედო ბარემ ტემის

Posted by: Mescaline 30 Aug 2010, 20:18
Baiateo
QUOTE
უკაცრავად ეს ბუნებრივ ტბებზეა ლაპარაკი თუ ხელოვნურ ტბორებზე?

ხელოვნურებზე smile.gif

Posted by: bonvenon 15 May 2012, 16:07
ეს შეკითხვა სხვა განყოფილებაშიც დავსვი, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე, ამიტომ აქაც იყოს.

მინდა გავაკეთო პატარა ტბა (გამდინარე წყლით). ზომები: 20მ. X 7მ.
სიღრმე სავარაუდოდ 1.5 - 2 მეტრი.

ვისაც გაგიკეთებიათ მსგავსი რამ და გამოცდილი ხართ ამ საქმეში, გთხოვთ, დამაკვალიანეთ.

ვაპირებ, ტბაში გავუშვა კობრი და სქელშუბლა. რამდენად ეგუებიან თევზის ეს ჯიშები ასეთ პირობებს? რამდენად სწრაფად მრავლდებიან? რა საკვები მივცე? ზემოთ აღნიშნული ფართობიდან დაახლოებით რამდენი ტონა თევზის ამოღება შეიძლება? საკმარისია თუ არა 1.5 მეტრი სიღრმე? კიდევ რა ჯიშის თევზებს მირჩევთ?

რჩევებისთვის ძალიან მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: XEL-777 15 May 2012, 17:29
bonvenon


ხო არ ჯობია უცხო ფორუმებზე ნახო ?

მეც მაინტერესებს.. რა ღირს ეგ თევზები კილო ?

Posted by: bonvenon 15 May 2012, 21:36
XEL-777

ფასი კი ვიცი, გააჩნია სეზონს და თევზის ზომას. 5-დან 10 ლარამდე მერყეობს 1 კილოს ფასი. მე უბრალოდ მოშენების მეთოდები მაინტერესებს.

Posted by: nikush83 15 May 2012, 21:53
QUOTE (XEL-777 @ 15 May 2012, 17:29 )
bonvenon

http://forum.ge/?f=41&showtopic=34152242

Posted by: სან 16 May 2012, 01:33
იურიდიულ მხარესთან დაკავშირებით რა ხდება?
რა სახის გადასახადის გადახდა მოუწევს ასეთ ბიზნესში ჩართულ ადამიანს?

Posted by: სან 16 May 2012, 01:36
nikush83
QUOTE
forum.ge/

ამ ლინკზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ნახავს smile.gif
ისე პოლიტიკა გადაჭედილია პოსტებით და ამ ბიზნეს განყში რატომ ვპასიურობთ?

Posted by: brastinto 16 May 2012, 18:04
QUOTE (სან @ 16 May 2012, 01:33 )
იურიდიულ მხარესთან დაკავშირებით რა ხდება?
რა სახის გადასახადის გადახდა მოუწევს ასეთ ბიზნესში ჩართულ ადამიანს?

საგადასახადო კუთხით ეგ თევზის მოშენება სოფლის მეურნეობას, რაც 2014 წლამდე 200,000 ლარამდე მიღებული შემოსავალი გათავისულფებულია მოგების გადასახადისაგან ხოლო დღგ-საგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, რაც დიდი შეღავათია.
თუმცა უნდა გაიმიჯნოს 2 მომენტი - თევზის მოშენება და ტურისტულ-რეკრეაციული (თევზჭერა დაიჭირე-გაუშვი) ცალკე თემაა, გააჩნია თქვენ რას დაგეგმავთ.

Posted by: ramini19852 16 May 2012, 19:16
გამარჯობათ, იქნებ გამარკვიოთ როგორ შეიძლება პატარა ხელოვნურ აუზებში ამის გაკეთება და რომელი თევზი ჯობს,. მადლობა წინასწარ!

Posted by: სან 16 May 2012, 19:45
brastinto
QUOTE
საგადასახადო კუთხით ეგ თევზის მოშენება სოფლის მეურნეობას, რაც 2014 წლამდე 200,000 ლარამდე მიღებული შემოსავალი გათავისულფებულია მოგების გადასახადისაგან ხოლო დღგ-საგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, რაც დიდი შეღავათია.
თუმცა უნდა გაიმიჯნოს 2 მომენტი - თევზის მოშენება და ტურისტულ-რეკრეაციული (თევზჭერა დაიჭირე-გაუშვი) ცალკე თემაა, გააჩნია თქვენ რას დაგეგმავთ.

მადლობა ინფორმაციისთვის. ანუ თავიდან უკეთესი იქნება უბრალოდ მოშენება-რეალიზაციის სახე მიცეს კაცმა და შემდეგ უკვე, რომ განავითარებს ყველა ინფრასტრუქტურას, ტურისტულ-რეკრეაციული.
თავიდან არაფერს გადაიხდის და დღგ ესთვის გადასახდელი თანხა შეუძლია ინფრასტრუქტურის გასავითარებლად გამოიყენოს.

Posted by: Giorgi1970 16 May 2012, 20:02
თბილისთან ახლოს, საგარეჯოსთან თუ გინდათ ხელოვნური ტბები, დამიკავშირდით. დიდი ფართობია, 12 ტბა

Posted by: giogrigolia 16 May 2012, 23:07
QUOTE (bonvenon @ 15 May 2012, 21:36 )
XEL-777

ფასი კი ვიცი, გააჩნია სეზონს და თევზის ზომას. 5-დან 10 ლარამდე მერყეობს 1 კილოს ფასი. მე უბრალოდ მოშენების მეთოდები მაინტერესებს.

როდესაც არ კვებავენ თევზს და ბუნებრივად მოიპოვებს საჭმელს ანგარიშობენ 1მ კვადრატზე 1 თევზს. კვების შემთხვევაში ალბათ 3-4 იც შეიძლება ტასტალობიკი როგორც მე ვიცი პლანქტონით იკვებება. შეწყობით არ აქვთ პრობლემა მას და კობრს მშვენივრად ეწყობიან. მე უფრო ამურს და კობრს გირჩევდი მაინც და ერთი რჩევა კიდევ წყალი მუდმივად გამდინარე უნდა იყოს ანუ შემოდიოდეს გადიოდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ცუდ სუნს აიკიდებს თევზი. კვება ამური ვეგეტარიანელი კობრი ყველაფერს ჭამს მენაგვესაც კი ეძახიან, მაგრამ გასაყიდად როცა გინდა რითი უნდა კვებო მართლა არ ვიცი

Posted by: bonvenon 18 May 2012, 10:33
giogrigolia

QUOTE
როდესაც არ კვებავენ თევზს და ბუნებრივად მოიპოვებს საჭმელს ანგარიშობენ 1მ კვადრატზე 1 თევზს. კვების შემთხვევაში ალბათ 3-4 იც შეიძლება


ესე იგი ჩემ შემთხვევაში, კარგად რომ ვკვებო ჩემი კობრუნები და სქელშუბლიკოები, 20X7=140; 140X4=560; 560X3კგ.(ალბათ 3 კილოზე მეტი არ გაიზრდება) = 1680 კგ.

გამოდის, რომ მაგ ზომების ტბაში 2 ტონასაც ვერ ამოვიღებ? თუ უფრო დიდები შეიძლება გაიზარდონ?

Posted by: giogrigolia 19 May 2012, 14:32
პირველი 2 მეტრი თუ გექნება სიღრმე მაშინ 280 კვადრატული მეტრი გამოდის smile.gif მეორე 3 კგ რო გახდეს როგორც ვიცი მინიმუმ 3 წელი დასჭირდება smile.gif რა არის იცი ეგეთ პატარა ფართზე არ ღირს თევზსაშენის გაკეთება მინიმუმ 2 წელი ფული უნდა იხადო და 2 წლის მერე დაიწყო ამოღება. და ისიც ბევრი არაფრის მინიმუმ 1-1.5 ჰექტარი მაინც გინდა რომ რაღაცა ქნა ნუ მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. და როცა ფართი ნორმალური გაქვს უკვე მეთევზეებზეც შეიძლება გათვლა ეს უფრო მომგებიანია smile.gif

Posted by: bonvenon 19 May 2012, 20:36
ხო თავიდან ვიცი, რომ 2-3 წელი არ უნდა ამოიღო თევზი, კარგად რომ გამრავლდეს. ესე იგი 3 ტონა თევზის იმედი მაქვს მაგ ფართზე. არც ისე ცოტაა.

Posted by: giogrigolia 21 May 2012, 21:33
კიდევ ერთხელ ცდები შენ გამრავლებაზე არ უნდა იფიქრო ... ლიფსიტა ყოველთვის უნდა შეიყვანო როცა ამოაკლებ თევზს ... ან მაგ ბასეინში კაი ხანი არ უნდა გქონდეს გამრავლების უნარი რომც დაყარონ ქვირითი თვითონვე შეჭამენ ...

Posted by: სან 22 May 2012, 12:24
QUOTE
რომც დაყარონ ქვირითი თვითონვე შეჭამენ ...

რატომ შეჭამენ?

შენ ამბობ, რომ ბუნებრივად ვერ გამრავლდებიან?

Posted by: bonvenon 22 May 2012, 12:42
giogrigolia

აბა ტბებში როგორ მრავლდებიან ბუნებრივად?

Posted by: giogrigolia 22 May 2012, 23:35
ტბა დიდია ტბაში წყალმცენარეებია ქვებია და სხვადასხვა საშუალებები სადაც ქვირითი და შემდეგ ლიფსიტა იმალება. 7X20 ზე კი ეს ... თითქმის წარმოუდგენელია smile.gif სამეგრელოში ერთერთი მეურნეობაა ჰექტრობით არის აუზები მაგრამ მაინც ხელოვნურად შეყავთ ლიფსიტა.

Posted by: bonvenon 23 May 2012, 22:11
giogrigolia

კარგი და თანხებთან დაკავშირებით რას მეტყვი? რა ღირს სქელშუბლას და კობრის ლიფსიტები? შენ რომელი თევზი გყავდა მოშენებული?

Posted by: gio6996 24 May 2012, 15:25
QUOTE
მინიმუმ 1-1.5 ჰექტარი მაინც გინდა რომ რაღაცა ქნა


ვერ დაგეთანხმები, კობრს არ უშლის სიმჭიდროვე ხელს ზრდაში და ამიტომ 140 კვადრატულზე 5 ტონასაც თავისუფლად გაზრდი. ყველაზე მნიშვნელოვანი საკვების სწორად მიწოდებაა.

* * *
გამრავლებას რაც შეეხება, ხელოვნურად ქვირითის გამოჩეკვა არც ისე რთულია. თან სელექციის მეთოდსაც გამოიყენებ და ჯანმრთელი ლიფსიტის გამოყვანის შემთხვევაში ყიდვა აღარ დაგჭირდება.

Posted by: Knijkina 7 Apr 2013, 20:57
იქებ ვინმემ პმ-ში საკონტაქტო ტელ მომწეროს ვისაც შეეძლება თევზის მოშენებაში კონსულტაციის გაწევა
დიდი მადლობა

Posted by: jjj 8 Apr 2013, 13:18
თუ ვინმეს აინტერესებს, თევზის მოსაშენებლად აუზი იყიდება http://www.actabula.com/ge/housing/announcement.aspx?cat=2&sub=25&tg=true&id=50636
8000$ მე იაფი მეჩვენება...

Posted by: <GladiatoR> 18 Mar 2014, 12:40
ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება კობრის ლიფსიტების შეძენა?

Posted by: dimaopena 27 Mar 2014, 13:39
ტბა რომ იყიდებოდეს,კერძო ტბები არის დუშეთისკენ და ხომ არ იცით რო იყოს?ან სადმე სხვაგან იქნებ დამეხმაროთ

Posted by: will smith 28 Mar 2014, 17:36
მოკლედ მინდა სახლში მყავდეს სამასამდე თევზი პატარა აუზში თუ არის შესაძლებელი?ჩემთვის

და ლიფსიტები სად ვიყიდო და რა ჯიშის

Posted by: mixail1985 3 Apr 2014, 00:29
გამარჯობათ. მეკურდღლეობიუთ ვარ დაკავებული და გამიგია ბოცვრის ეკსტრამენტები თევზის გამოსაკვებად ვ არგისიაო.... მაქ დახურული ტიპის მრგვალი აუზი დიამეტრი დაახლოებიტ 8 მეტრა იქნება სიმაღლე 2 მეტრი... თითქმის დახურულია დაახლოებით 1 კვ, მეტრი აქ ღია ადგილი, წყალი მიწიდან ბუნებრივად ამოდის და გადმოედინება ზემოდან,,, რა ჯიშის თევზი შეიძლწება ასეთი ტიპის აუზში შევუშვა? რა რაოდენობა და მხლოდ ბოცვრის კურკლით გაიზრდება? დ ვიტამინი რამდენად აუცილებელია თევზისთვის? შორს რომ არ მომიწიოს სათევზაოდ სიარული და თვეში 1-2 ჯერ მოვახერხო 2 საათით თევზაობა მგონი ეყოფა ეს ფართი?

Posted by: Librarian 21 Apr 2014, 10:25
მეგობრებო


რამდენად დიდია რისკები რომ ადვილად მომაყტუებენ თუ ვინმეს ჩავაბარებ საკალმახე მეურნეობას და როგორ შემიძლია დავიცვა თავი:

1. გულგრილად მოეკიდება და თევზები დამეხოცება - ან დაუცველს დატოვებს.
2. თვითონ ამოიყვანს ჩUმ ჩUმად და გაყიდის - არ ვგულისხმო 1-2 ცალს, მასიურად ვგულისხმობ.

კიდე რა თავისებურება აქვს?

კამერების დაყენება და კვირაში ერთXელ ვიზიტი არ შველის მემგონი
პ,ს იმ რჩევის გარდა რომ შენ ბიზნესს შენ უნდა მიხედო

Posted by: juba929 26 Apr 2014, 10:19
კობრის ლიფსიტა სად შეიდზლება შევიძინო ?

Posted by: giigi 10 Jun 2014, 16:23
ტბებში სადაც სქელშუბლას ამრავლებენ წყალში ყრიან აზოტისშემცველ სასუქს. მე მაქვს ეს სასუქი ტონა 700ლარად. ვინც დაინტერესდებით პირადში მომწერეთ.

Posted by: Dishwasher 5 Jan 2015, 18:07
გამარჯობათ,

ტბებით თევზის მოშენებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ამ ფორუმზე მარტო ეს თემაა გახსნილი თუ სხვაგანაც შეიძლება რამის ნახვა
და თუ არის იქნებ მითხრათ სად?
მადლობა წინასწარ ...

Posted by: mr_hammett 22 Jan 2015, 21:32
მე მაქვს ტბები და ვეძებ ინვესტორს. კახეთში ლოპოტას ტერიტორიაზე ვფლობ 28 ჰა მიწას თავისი 7 ტბით + ტყე. თუ ვინმე დაინტერესებულია მომწეროს პმ-ში. ადრე მქონდა ბიზნესი და გამიჩერდა რიგი მიზეზების გამო. შემიძლია განვიხილო როგორც გაყიდვის ასევე ინვესტიციის ჩადების პირობებიც.

Posted by: mirian77 14 Apr 2015, 08:21
QUOTE
ტბებში სადაც სქელშუბლას ამრავლებენ წყალში ყრიან აზოტისშემცველ სასუქს.


ვინღა შეჭამს მერე...

Posted by: zekota 15 Apr 2015, 00:52
5 მეტრი სიგრძის და 2 მეტრი სიგანის ბეტონის აუზი მაქვს და არის შესაძლებელი თევზი მოვაშენო მცირე რაოდენობით.? და თუ შესაძლებელია,რომელი ჯიშის თევზი უნდა მოვიძიო.?
ან დამაკვალიანეთ შეიძლება რამე გამოვიდეს.?

Posted by: zekota 20 Apr 2015, 22:33
??????????????????????????????????????????????

Posted by: giogrigolia 20 Apr 2015, 22:39
zekota

იმდენი რომ მაგით, ბიზნესი დაიწყო არ არის შესაძლებელი ძალიან პატარაა, შეგიძლია 20 ცალი კობრის ლიფსიტა გაუშვა და გაერთო უბრალოდ

Posted by: zekota 20 Apr 2015, 22:46
ბიზნესი არა,,უბრალოდ სახლში რო დამჯირდება ,,,მეყოლება.,,სუფთა და ჯანსაღი..

კობრის გარდა სხვა ვერ გაქაჩAვს აუზში.?

Posted by: levvani 21 Apr 2015, 01:07
მეც მაინტერესებს ეს ამბავი დავფიქსირდები smile.gif

Posted by: eleneele 27 Apr 2015, 10:20
გამარჯობათ ყველას გთხოვთ ვინც იცით აუზში თევზის მოშენების შესახებ რამე დაწერეთ ან გამომიგზავნეთ საკონტაქნო ტელეფონი ავთო 599184846

Posted by: zaoff 15 Jun 2015, 09:28
კობრის ლიფსიტა რა გირს?თუ იცით ვინმემ?10 ჰექტარზე რამდენი ტონა დაჩირდება?

Posted by: mr_hammett 27 Jul 2015, 20:38
კახეთში, მდ. ლოპოტას ნაპირას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, იყიდება 28,85 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია სხვადასხვა ფართობის 7 ტბა. ფასი შეთანხმებით. ობიექტი მდებარეობს ტურისტული კომპლექსი „ლოპოტას“ პირდაპირ მდ. ლოპოტას მეორე სანაპიროსთან. ტბები გაკეთებულია ინერტული მასალისგან (ქვა-ღორღი). სიღრმე შეადგენს საშუალოდ 4 მეტრს. ყველა ტბას აქვს წყლის შემშვები და გამშვები. ტბები წყლით იკვებება მდ. ლოპოტადან გამოყვანილი არხის საშუალებით. ქ. თბილისიდან ობიექტამდე მანძილი შეადგენს 95 კმ-ს, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრს, ზღვის დონიდან - 460 მეტრს. ტერიტორიამდე მიყვანილია ელექტროენერგია. ტბები გაკეთებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში. ობიექტზე შესაძლებელია თევზის რეწვა, მეფუტკრეობა, აგრეთვე ტურიზმი, რადგანაც მდ. ლოპოტას ხეობა წარმოადგენს ერთ-ერთ პერსპექტიულ ადგილს ტურიზმის განვითარების კუთხით.


http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

Posted by: KinGio 30 Jan 2016, 10:40
mr_hammett

ხომ არ გაყიდულა?
ერთიანად ყიდი თუ შეიძლება ცალცალკეც? smile.gif
და ფასი რა ექნება?

Posted by: SH3LBY 31 Jan 2016, 14:57
mr_hammett
საღოლ ძმაო ამხელა რესურსებს ფლობ, წარმატებებს გისურვებ იმედია გამოგივა რაც ჩაფიქრებული გაქვს smile.gif

Posted by: mr_hammett 31 Jan 2016, 18:04
KinGio


არ გაყიდულა. ფასი შეთანხმებითაა. ცალ-ცალკე ვერ გავყიდი მეგობაროsad.gif

Posted by: zekota 1 Feb 2016, 10:39
კობრის ლიფსიტები რა ღირს.? ან სად შემიძლია ვიყიდო.?

Posted by: KinGio 1 Feb 2016, 16:41
იქნებ იცოდეთ ვინმემ, ტბის ამოსათხრელად ტრაქტორის მუშაობა რა ჯდება?

Posted by: jjj 2 Feb 2016, 00:04
QUOTE (KinGio @ 1 Feb 2016, 12:41 )
იქნებ იცოდეთ ვინმემ, ტბის ამოსათხრელად ტრაქტორის მუშაობა რა ჯდება?

გააჩნია სად? თბილისში ტრაქტორის დაქირავება ერთი დღით ყველაზე იაფი 400 ლარად შეიძლება... რეგიონებში უფრო ნაკლები ტექნიკაა და შეიძლება 500 ლარზე იაფად ვერ იშოვო....

Posted by: gio6996 6 Feb 2016, 12:46
zekota
გამარჯობა, შენ ბასეინში თავისუფლად შეიძლება პატარა მაგრამ შემოსავლიანი ბიზნესის გაკეთება. პირადში დამიკავშირდი და ყველაფერზე დავილაპარაკოთ

Posted by: KinGio 8 Feb 2016, 14:27
jjj
QUOTE
გააჩნია სად? თბილისში ტრაქტორის დაქირავება ერთი დღით ყველაზე იაფი 400 ლარად შეიძლება... რეგიონებში უფრო ნაკლები ტექნიკაა და შეიძლება 500 ლარზე იაფად ვერ იშოვო....



მადლობა

Posted by: MargalMe 25 Mar 2016, 21:01
თუ ვინმეა დაინტერესებული ამ ბიზნესში ინვესტირებით მომწერეთ პირადში,ტბები არის დასავლეთში დაახლოებით 150ჰა,სასურველია რეალიზების მცოდნესთან დაკავშირება ვისაც პრობლემა არ შეექმნება რეალიზაციასთან

Posted by: GUBE 17 Mar 2017, 22:44
QUOTE (MargalMe @ 25 Mar 2016, 21:01 )
თუ ვინმეა დაინტერესებული ამ ბიზნესში ინვესტირებით მომწერეთ პირადში,ტბები არის დასავლეთში დაახლოებით 150ჰა,სასურველია რეალიზების მცოდნესთან დაკავშირება ვისაც პრობლემა არ შეექმნება რეალიზაციასთან

ქუთაისთან ახლოს მაინტერესებს ტბები ან საერთოდ რა ჯდება ან რა ლიცენზიები უნდა მიწა რო მქონდეს და ის ამოვჭრა

Posted by: guriaaa 7 Apr 2017, 14:37
QUOTE (mr_hammett @ 27 Jul 2015, 20:38 )
კახეთში, მდ. ლოპოტას ნაპირას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, იყიდება 28,85 ჰა ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია სხვადასხვა ფართობის 7 ტბა. ფასი შეთანხმებით. ობიექტი მდებარეობს ტურისტული კომპლექსი „ლოპოტას“ პირდაპირ მდ. ლოპოტას მეორე სანაპიროსთან. ტბები გაკეთებულია ინერტული მასალისგან (ქვა-ღორღი). სიღრმე შეადგენს საშუალოდ 4 მეტრს. ყველა ტბას აქვს წყლის შემშვები და გამშვები. ტბები წყლით იკვებება მდ. ლოპოტადან გამოყვანილი არხის საშუალებით. ქ. თბილისიდან ობიექტამდე მანძილი შეადგენს 95 კმ-ს, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრს, ზღვის დონიდან - 460 მეტრს. ტერიტორიამდე მიყვანილია ელექტროენერგია. ტბები გაკეთებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში. ობიექტზე შესაძლებელია თევზის რეწვა, მეფუტკრეობა, აგრეთვე ტურიზმი, რადგანაც მდ. ლოპოტას ხეობა წარმოადგენს ერთ-ერთ პერსპექტიულ ადგილს ტურიზმის განვითარების კუთხით.


http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/


და მდინარე ლოპოტაზე ჰესს რო აშენებენ? მერე საიდან იქნება წყალი ტბაში?

Posted by: GIORGI088 9 Apr 2017, 20:45
mr_hammett
მაგარი ტბებია და მაგარი ადგილები ჩანს smile.gif

Posted by: basa1 23 Aug 2017, 14:22
მოგესალმებით,,
იურიდიული მხარე მაინტერესებს,,
თუ ვინმემ იცით ტბის მოსაწყობად რა ნებართვებია საჭირო?
თუ უბრალოდ გავთხრი მიწას და მორჩა?

მადლობა

Posted by: gabisonia 25 Feb 2019, 00:22
ხალხნო ეხა რა მაინტერესებს... ვთვქატ მაქ მოზრდილი აუზი, წყალის ცირკულაცია და რამე... თევზის მოშენება... ანუ კოპრი რო ჩავსვა... თავისივე ლიფსიტებს ჭააამს? როგორც ვიცი მილიონონ ქვირითს დებს.. ანუ ჩავსვი 100 ცალი კობრი. 1 წელიდადში იქნება 1000 ? და კიდე მხოლოდ კობრი ვარგა აუზში თუ სხვა თევზებიც უნდა? რავი ერთმა რუსმა ბალანსი ჭირდებაო.. მე შუკებიც ჩავსვიო.. შუკა ხო შეუჭამს ყველას?))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)