მოკლედ ბრატცი იყო ადრე აქ ეგეთი ტურნირი და საკმაოდ დაძაბული და მუღამიანი თამაშები მოვცხეთ. ხოდა მოდი განვაახლოთ.
მოკლედ შაბათ კვირიდან (10-11 მაისი) იწყება ფეხბურთის განყოფილების ჩემპიონატი. ყველა თემას იქნება ეს ინგლისის, იტალიის, გერმანიის, რეალის, ბარსელონას თუ სხვა ექნება საშუალება გამოიყვანოს თავისი გუნდი და შეეჯიბროს სხვა თემას. სიტყვაზე ინგლისის გულშემატკივრები შეიძლება შევხვდეთ ბარსელონას გულშემატკივრებს და ა.შ.
ვითამაშებთ იოსებიძეზე ყოველ შაბათ კვირას. თუ 4 გუნდი ვიქენით 1 დღეში მოვრჩებით თუ 8 და მეტი მაშინ 1 ან 2 დღე გაგრძელდება. სტადიონი წინასწარ დაიჯავშნება. დრო ჩვენ მოვიფიქროთ ხოლმე წინასწარ ვისაც როგორ გვაწყობს. ერთხმად ვერ შევთანხმდებით მაგაზე მაგრამ უმრავლესობას როგორც აწყობს ისე. ალბათ ჯობია 17:00 - 20:00 შუალედი.
ვითამაშებთ 6-6ზე (მეკარე და 5 გარეთ) და იქნება დრო დანიშნული. თითო ტაიმი იქნება 8 წუთიანი.
ტურნირი როგორც ვთქვი იქნება მუდმივი, ანუ ვითამაშებთ ყოველ მომდევნო შაბათ-კვირას, ანუ ყოველ კვირას გვეყოლება ახალი ჩემპიონი. რაც შეეხება თანხებს: თითოეულმა გუნდმა მონაწილეობისთვის ყოველკვირა უნდა დადოს 30 ლარი. ანუ ხართ 6 კაცი დადებთ 5-5 ლარს. ხართ 8 კაცი დადებთ 4-4 ლარს და ა.შ. შეგროვებული ფული წავა სტადიონის ქირაზე, ხოლო დარჩენილი ნაწილით გამარჯვებულებს ვუკისრებთ კარგ ლუდს ან რამე სიმბოლურ საჩუქარს.
მოკლედ ესეც ასე. აბა ვისაც ჯანმრთელი ცხოვრება და ფეხბურთის თამაში გინდათ დავიწყეთ კაროჩეეე რა. ასაკი შეზღუდული არ არის. შეგროვდით თქვენ თქვენ თემაში და ჩამოწერეთ მერე აქ სიები.
თუ არ გინდათ კიდე იჯექით კომპთან და რომ დაგისქელდებათ ტრაკი მერე თქვენი წუწუნი არ გავიგო.
........................
ზოგადი წესები:
გუნდში უნდა იყოს მინიმუმ 6 კაცი. მაქსიმუმ 12. გუნდის წევრი აუცილებლად უნდა იყოს ფორუმელი, ფეხბურთის განყოფილების ხშირი სტუმარი და მინიმუმ უნდა ქონდეს 500 პოსტი. (განსაკუთრებულ შემთხვევებში ვისაც სიტყვაზე ბანი ადევს და სხვა იუზერი აქვს, ან რაღაც ჩპ ხდება იქნება გამონაკლისი დაშვებული, მაგრამ ისე არა რომ ვიღაცა უცხო, არაფორუმელი გახდეს გუნდის წევრი. ჩვენ ყველანი გასართობად ვიკრიბებით და სამართლიანი თამაში გვისწორდება და არა ისეთი 3 ნორჩი დინამოელი რომ დარბის ჩვენს მაგივრად მინდორზე და ჩვენ სკამიდან ვუყურებთ. მოკლედ ტურნირი არის ჩვენთვის: მწეველი, დიხანიე დაკარგული და ვაიმე მეტს ვერ ვირბენ ჩემი დედას შEVეცი ხალხისთვის
ეს ხუმრობით)
ადგილზე ბალაგანი რომ არ იყოს და რია რია, ამიტომ ყველა გუნდს ეყოლება კაპიტანი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში და ილაპარაკებს გუნდის სახელით. კაპიტანს აგრეთვე დაევალება ამ თემაში გუნდის შემადგენლობის წინასწარ ჩამოწერა შაბათის დილის 13:00 საათამდე. კაპიტანი იქნება პასუხისმგებელი შემადგენლობაზე, თუ დადგინდება უცხო ხალხის მონაწილეობა ან რაიმე სახის ჩითერობა გუნდი იქნება დისკვალიფიცირებული 1 კვირით (დასაბრუნებლად 1 ყუთ პაულანერს იკისრებენ
)
ადგილზე მოქმედი დამატებითი წესები:
პრაქტიკიდან გამომდინარე არის შემთხვევები როცა გუნდიდან სიტყვაზე 8 კაცი აპირებს მოსვლას, მაგრამ ხდება ისე რომ ადგილზე 5 კაცი მოდის ამ შემთხვევაში მოხდება ასეთი რამ: იმ გუნდის კაპიტანი ვისაც ხვდებით აირჩევს ვინ დაგემატოთ. ანუ სიტყვაზე იტალია უნდა შეხვდეს ესპანეთს და ესპანეთი არის სრულად წარმოდგენილი მაგრამ იტალიის იუზერები არიან მხოლოდ ხუთნი, ასეთ შემთხვევაში ესპანეთის კაპიტანი აირჩევს (იქ დამსწრე სხვა გუნდებიდან) იმ 1 კაცს ვინც უნდა დაემატოს იტალიას, სუსტს აირჩევს თუ ძლიერ იგროკს ეს მაგაზეა დამოკიდებული და პრეტენზიები არ უნდა იყოს.
თუ მხოლოდ 4 კაცია გუნდში ასეთ შემთხვევაში 1 კაცს ირჩევს მოწინააღმდეგე გუნდი და მეორეს თავად ეს გუნდი.
თუ 3 კაცია გუნდში მაშინ ეს გუნდი იმ დღეს ვერ გამოვა და ამ 3 ადამიანს მოუწევს სხვა გუნდში გადანაწილება თუ მიიღებენ რათქმაუნდა. გადანაწილების შემთხვევაში სამივე სხვადასხვა გუნდში უნდა გადანაწილდეს და არა ერთში.
ჯგუფურების დროს როცა ადგილების განაწილებას ეხება საქმე, პრიორიტეტი იქნება შემდეგი: პირველ რიგში ქულები, მერე ბურთების შეფარდება, მერე გატანილი გოლების რაოდენობა, თუ ეს ყველაფერი თანაბარია, მაშინ დაინიშნება პენალტები ან თუ დრო იქნა გადათამაშება. (პირველი სამი პრიორიტეტი ეს აუცილებელი პირობაა, ხოლო ბოლო (პენალტები თუ გადათამაშება) შეუძლიათ გუნდებმა ერთმანეთში გადაწყვიტონ, თუ ვერ შეთანხმდებით მაშინ მონეტის აგდება)
ურთიერთშეხვედრები არ დაითვლება. როცა თითო თითო თამაშს ვთამაშობთ 1 თამაშის წაგებით ყველა შანსის დაკარგვა არასამართლიანია
This post has been edited by David-22 on 10 Nov 2015, 20:35