სრული სახელი : Associazione Sportiva Roma
ზედმეტსახელი : Giallorossi (წითელ-ყვითლები), La Magica (ჯადოქრები), I Lupi (მგლები)
დაარსების თარიღი : 1927 წლის 22 ივლისი
ფერები : ოქროსფერი და მეწამული იისფერი
პრეზიდენტი : ჯეიმს პალოტა
მწვრთნელი : რუდი გარსია
სტადიონი : სტადიო ოლიმპიკო (70,634 მაყურებელი)
ბაზა : ტრიგორია
გუნდის ლოგო
რომას გულშემატკივართა ჯგუფი ფეისბუქზე რომას ფანკლუბიოფიციალური ვებ გვერდი http://www.asroma.it/ქართულენოვანი ვებ გვერდი http://www.asroma.ge/სტადიონი:სტადიო ოლიმპიკო — სტადიონი რომში, საშინაო მატჩებს სტადიონზე მართავენ საფეხბურთო კლუბები ლაციო და რომა. იტევს 70,634 მაყურებელს და სიდიდით მეორე საფეხბურთო არენაა იტალიაში. უეფა-ს კლასიფიკაციით ხუთვარსკვლავიანი სტადიონია. მშენებლობა დასრულდა 1937 წელს. აქ გაიმართა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 1990 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შეხვედრები, მათ შორის ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირება. სტადიო ოლიმპიკომ 1977, 1984, 1996 და 2009 წლებში უმასპინძლა ევროპის ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრებს.
რომას ახალი სტადიონი — ახალი არენისათვის ადგილი უკვე შერჩეულია. როდესაც 2011 წელს კლუბ ტომას დი ბენედიტომ შეისყიდა, მაშინვე განაცხადა რომ მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სტადიონის აშენება იქნებოდა. ტორ დი ვალეს ტერიტორია რომის ისტორიული ცენტრიდან მხოლოდ 10 კილომტერითაა დაშორებული. იგი მდინარე ტიბრის ნაპირასაა. ამჟამად ძველი იპოდრომის გადატანა და ადგილის გასუფთავებაზე მუშაობენ. ტევადობა სავარაუდოდ 55.000-დან 60.000-მდე იქნება. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სხვა კომერციული ტიპის შენობა-ნაგებობები. რომას ახალ სტადიონზე არქიტექტორი დან მეისი იმუშავებს და არენის აგება დაახლოებით 165-210 მილიონი ევროს ფარგლებში დაჯდება. მშენებლობის დასრულებას 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე იგეგმება.
ისტორიასაფეხბურთო კლუბი რომა დაარსდა 1927 წლის ზაფხულში იტალო ფოშის მიერ. მისი ინიციატივა იყო, რომ იმ დროისათვის არსებული სამი რომაული კლუბი: Roman FC, SS Alba-Audace და Fortitudo-Pro Roma SGS გაერთიანებულიყო. გაერთიანების მიზანი იყო, რომ დედაქალაქს ყოლოდა ისეთი ძლიერი კლუბი, რომელიც შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას იმდროინდელი ჩრდილოეთ იტალიის დომინანტი კლუბებისათვის. ერთადერთი რომაული კლუბი, რომელიც არ დათანხმდა გაერთიანებას და აგრძელებდა არსებობას, იყო რომის ლაციოა. რომა თავის პირველ შეხვედრებს ატარებდა სტადიონზე სახელად: Motovelodromo Appio. შემდეგ რომაული კლუბი რომის მე-20 რაიონში გადავიდა, სადაც ხის სტადიონი (Campo Testaccio) აიგო. ეს სტადიონი 1929 წლის ნოემბერში გაიხსნა.
პირველი დიდი წარმატება, რომელსაც კლუბმა მიაღწია იყო 1930-31 წლის სეზონი სერია A-ში, სადაც კლუბმა მეორე პოზიცია დაიკავა და მხოლოდ იუვენტუსმა გაუსწრო. იმ დროისათვის კლუბის წამყვანი ფეხბურთელები იყვნენ: კაპიტანი ატილიო ფერარი, გვიდო მასეტი, ფულვიო ბერნარდინი და როდოლფო ფოლკი.
შემადგენლობაწინა თემის ტოპ 5 მპოსტავი» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
hejkko 296
GigiTsereteli 205
kote91 143
ShotaSB 134
Corvette 119
updating...
This post has been edited by hejkko on 22 Aug 2015, 17:37