ჯამპაოლოსა და პიოლის შორის, ის არის მთავარი განსხვავება, რომ ჯამპაოლის ფიქსირებული/ამოჩემებული ტაქტიკა ქონდა და ცდილობდა მის ტაქტიკას მოერგო ფეხბურთელები - რისი მაგალითიც იყო უდინეზესთან პირველ თამაში, როდესაც ბორინის ცენტ. ნახევარმცველის ფუნქციების შესრულება ევალებოდა, სუსოს ტრეკვარტისტობა და ჩალჯანოღლუს რეჯისტობა. პირველი თამაშში განცდილი ფიასკოს მერე კი საერთოდ აიხლართა და დაწყებული სეზონი საერთოდ არ არის იდეალური დრო გუნდის და ტაქტიკის გადასაწყობად, თორე რო რამე და ეცდიათ შეიძლება პირველი წრის ბოლოსკენ რაღაც სახე ჰქონოდა კლუბს.
პიოლი კი პირიქითაა, ფეხბურთელების მიხედვით ალაგებს ტაქტიკას და რო რამე, არც ჩაიციკლება რომელიმე კონკრეტულ წყობაზე.
ჯამპაოლის ზემოთ ხსენებულ, ტაქტიკურ ჯიუტობას შეეწირა პაკეტაც, რომელიც ვერ მოარგო თავის შეხედულებებს და ბოლოს პაკეტას ზედმეტ ბრაზილიელობას დააბრალა, რომ იმ ფუნქციებს ვერ ასრულებდა, რომელიც შედარებით ცუდად გამოდიოდა. მოკლედ იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელების საუკეთესო მხარეები გამოეყენებინა ბოლომდე და თავის ტაქტიკისთვის მოერგო, ეს პირიქით ფეხბურთელის გადაკეთებას ცდილობდა მისი ტაქტიკისდა მიხედვით.
თორე პაკეტა ამ მილანის საკვანძო ფეხბურეთელი უნდა იყოს ეხლა და დარწმუნებული ვარ პიოლის ხელში იქნება კიდეც...
4-3-3 იქნება ძირითადი სათამაშო მოდელი პიოლისთვის ...
სუსოს იმის შესრულება მოუწევს რაც ყველაზე კარგად გამოდიოდა აქამდე და რითიც დაგვამახსოვრა თავი;
რებიჩს მეტი დრო მიეცემა და ბონავენტურასთან იქნება მუდმივ კონკურენციაში, რაც ერთისთვისაც კაია და მეორესთვისაც;
აი სუსო კი სამწუხაროდ უკონკურენტოა, თუ ბორინის არ განვიხილავთ და არც არის განსახილველი მაგის ძირითადობა, მოკლედ მარჯვენა ფლანგი არის ყველაზე პრობლემატური, მაშინ როდესაც სუსო წამყვან მოთამაშედ ითვლება ამ გუნდის
(((
სოფლელ პოლონელს კი ლეაოსთან მოუწევს კონკურენციაში შესვლა და ამ უკანასკნელის პოტენციალიდან გამომდინარე, ან სკამის კაცად ყოფნაზე მოუწევს შეგუება, გარკვეული სათამაშო დროით ან გუნდის დატოვებაზე გადაწყვეტილების მიღება, იმჰო ...
აგერ ბატონო, ეგრევე ლეჩესთან თამაშში უპირებს გაბენჩვას, ###კაცას.
რებიჩი/ბონა --- პიონტეკი/ლეაო --- სუსო <<< ესე ყალიბდება შეტევა, იმედია სუსოს ვინმეს მოუყვანენ ზამთარში რო ძაან თბილადაც არ ქონდეს ტრაკი.
ნახევარდაცვაში კი თავის ლუბიმჩიკი ყავს, ბილიას სახით და იქვე ბენასერიც ყავს, რომელსაც აქტიურად ადევნებდა თვალს ემპოლიში თამაშის დროს, როგორც ფიორეს მწვრთნელი და ყიდვაც უნდოდა.
ბილიაზე აპირებსო თამაშის აგებასო და რო რამე კესის ამოგდების ვარიანტსაც განიხილავს და მის ნაცვლად ბენასერის გასასტავებას. ბილია-ბენასერი და მაგათ წინ პაკეტა, ზე შემტევი შემადგენლობა გამოდის, მარა გააჩნია ბილიას და ბენასერის შეთამაშების დონეს, შეიძლება ჩააბეტონონ საყრდენი ზონა, შეიძლება ვერ ...
აი ჩალჰანოღლუს მილანური კარიერა კი დასასრულისკენ უნდა წავიდეს ნელ-ნელა, თუ ამანაც ძირითადის მუდმივ ფეხბურთელად დააყენა, მაშინ ბრმად დავიჯერებ რო მართლა მაგარია თურქი