პრო-ირანულმა დაჯგუფება ჰუსიტებმა ყველაზე მაშტაბური შეტევა განახორციელეს საუდის არაბეთის ნავთობ კომპლექსებზე
ჰუსიტებმა ირანული 10 უპილოტო დამრტყმელი საფრენი აპარატით განახორციელეს საჰაერო დარტყმები ბუქაიქისა და ხურაისის ნავთობის საბადოებზე
ბუქაიქის ნავთობის საბადო არის ყველაზე დიდი მსოფლიოში და ყოველდღიურად დაახლოებით 7 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებს
განხორციელებული შეტევის შემდეგ ორივე ნავთობის საბადო ცეცხლის ალშია გახვეული, უკვე დაახლოებით 15 საათია, ხანძრის მაშტაბი იმხელაა, რომ საუდის არაბეთის მთავრობაც კი ვერ მალავს აღნიშნულ ფაქტს
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბუქაიქის ნავთობის საბადო და დედაქალაქი რიადი(300 კმ ბუქაიქიდან) არის ყველაზე მეტად დაცული საუდის არაბეთში საჰაერო თავდაცვის სისტემებით(ამერიკული ულტრათანამედროვე საჰაერო სისტემებით), მაგრამ მიუხედავად ამისა ირანმა მაინც შეძლო და მიიტანა საჰაერო დარტყმები საუდის არაბეთის ყველაზე მეტად დაცულ სტრატეგიულ ობიექტებზე
საჰაერო დარტყმები განხორციელდა, იემენიდან 1 000 კმ დაშორებით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებს
ჰუსიტების განცხადებით ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს მათ შესაძლებლობებს და თუ საუდის არაბეთი ბოლომდე არ გავა იემენიდან, გაგრძელდება მაშტაბური დარტყმები სხვადასხვა საუდიტების სტრატეგიულ ობიექტებზე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში
ამ დროისთვის უცნობია თუ კონკრეტულად რა სახის ზიანი მიადგა ნავთობის საბადოს, შესაძლოა ზარალი რამდენიმე მილიარდი დოლარი იყოს
დიდი ალბათობით ეს ფაქტი გავლენას მოახდენს ნავთობის ფასზე და ორშაბათიდან დაიწყება მისი მატება
პ.ს ესეც კიდევ ერთი ძალიან სერიოზული ქმედება ირანის მიერ
Major Saudi Arabia oil facilities hit by Houthi drone strikes
https://www.theguardian.com/world/2019/sep/...y-drone-strikes ხანძარი ბუქაიქის ნავთობის საბადოზე
ხანძრის მაშტაბი იმხელაა, რომ სატელიტიდანაც კი ჩანს საკმაოდ დიდი კვალი
ეს კი საუდიტების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება ბუქაიქის საბადოსთან და დედაქალაქ ალ რიადთან
ულტრათანამედროვე ამერიკულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმაც კი ვერ შეძლეს ირანული უპილოტო დამრტყმელი აპარატების გაუნებელყოფა
ეს ოპერაცია კი დაგეგმილი და განხორციელებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის გენერალ-მაიორ ქასემ სულეიმანის მიერ
უპილოტო აპარატებს კი უშუალოდ მართავენ ირანის ყველაზე ელიტური სპეცსამსახურის ქუდსის სამხედროები, რომლებიც იემენში არიან და მთლიანად მართავენ და კონტროლს უწევენ(წვრთნა და აღჭურვა) ჰუსიტებს
ქასემ სულეიმანი