პირველ რიგში, წმიდა სამების საკუთრებაა, მისი ქმნილებაა.
მერე მშობლებისა და ოჯახის. იმ მშობლებისა და ოჯახის მომავალია, გვარის, შთამომავლობის,
გენეტიკის გამგრძელებელია, ვინც იუვენალურ კანონს მხარს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს.
***
http://www.mythdetector.ge/ka/myth/ra-aris...vshvi-ojakhidan2020 წლის 8 ივლისს “საქართველო და მსოფლიო”-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” წყალობით, “მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა”. სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები “შვილების სწავლა-აღზრდის” საქმეში უხეშად ერევიან და ქართული ტრადიციებისა და ოჯახური სიწმინდის ხელყოფას ცდილობენ. ამის მაგალითად ავტორს იუვენალური იუსტიცია მოჰყავს. მისი მტკიცებით, იუვენალური იუსტიცია საშუალებას აძლევს სოციალურ მუშაკეს, რომ ოჯახებიდან ბავშვი მშობლებს “ბაღებიდანვე” ჩამოართვან. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, შემდეგომ მარტივად სამართავები არიან, ხოლო ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი პირები მომავალში იჩაგრებიან.
Geworld.ge: “გვტენიან “იუვენალურ იუსტიციას”, რომელიც, უპირველესად, ხელს შეუწყობს ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულველყოფას, იმ ოჯახის, რომელზეც მყარად იდგა ყოველთვის საქართველო. ახლა კი “იუვენალური იუსტიცია” თანდათან აჩენს კლანჭებს და ახალ–ახალ თავსატეხებს სთავაზობს საზოგადოებას...გარდა იმისა, რომ კანონი სოციალურ მუშაკს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანიჭებს და მის “გუნება–განწყობაზე” ხდება დამოკიდებული ოჯახის ბედი, სრულიად შესაძლებელია, ერთ დღესაც თქვენი შვილი ბაღიდანვე ჩამოგართვან და “იუვენალური კანონით” გამყარებული ქმედებით სახლში აღარც გაგატანონ.”
რა არის იუვენალური იუსტიცია?
იუვენალური იუსტიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს არასწრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად მათ რეაბილიტაციას მიანიჭოს უპირატესობა. ამ პრინციპის თანახმად, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა ინტერესები და ასევე შემუშავებული იქნება ინდივიდუალური მიდგომა (გათვალისწიებულია ბავშვის ფსიქოლოგიურ- ფიზიკური მზაობა). დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა კი სასჯელის უკიდურეს ზომად ითვლება, შესაბამისად დიდი მნიშველობა ენიჭება ბავშვების უფლებების დაცვას. განსაკუთრებულ ადგილი ეთმობა, სპეციალური პროგრამების შემუშავებას რომელიც მიზნად ისახავს, არასრულწლოვანთა რესოციალიზაციასა და სარეაბილიტაციო პროგრამებში მათ აქტიურ ჩართვას. კანონმდებლობა ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს , როგორებიცაა “ბავშვთა უფლებების კონვენცია,", „ევროკავშირის სახელმძღვანელო ბავშვთა უფლებების შესახებ".
რეალურად იუვენალური კანონმდებლობა კი არ “გვართმევს შვილებს”, არამედ მიზნად ისახავს არსრულწლოვანის ბავშვების უფლებების დაცვას მათი ინტერესების გათვალისწინებით,რესოციალიზაციასა და მათ მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, ასევე მათი უფლებების დაცვას შეიარაღებული კონფლიქტების დროს.
იუვენალური იუსტიციის საკითხი არაერთხელ გამხდარა კრემლის და კრემლის აქტორების დეზინფორმაციის სამიზნე. ამ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.
* * *
მშობლები, ოჯახი, სანათესაო, თაობები გენეტიკურად უზრუნველყოფს ბავშვის პიროვნების სწორ ფორმირებას.
საქართველოში ოჯახის ინსტიტუტი ტრადიციულია, მყარია, მტკიცეა...
მე მაინტერესებს, საქართველოში როგორ დააზღვევს ბავშვს, მოზარდს იუვენალური კანონის დახმარებით მხოლოდ სახელმწიფო დანაშაულისგან, ნარკომანიისგან, პროსტიტუციისგან, ტერორიზმისგან, ტრეფიკინგისგან? როცა იმ ქვეყნებში, სადაც იუვენალური კანონდმებლობა უკვე მოქმედია, ჩემს მიერ დაყენებული არც ერთი პრობლემა სწორედ სახელმწიფოს მიერ ვერ არის გადაჭრილი ასაკობრივი ფაქტორის მიუხედავად...
ვინ უნდა შეითავსოს კანონის ამოქმედების შემდეგ დედის და მამის ფუნქცია ბავშვისთვის? დაქირავებულმა "დედამ" და დაქირავებულმა "მამამ"?
იუვენალური კანონისა კი არა, დაქირავებულმა ძიძამ რომ აღზარდოს ჩემი შვილი მე ამისი წინააღმდეგიც ვარ.
***
ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპები ფროიდისეულად
https://charlius.com/2011/09/16/freud-psych...al-development/***
ფსიქოსოციალური სტადიები
http://dictionary.css.ge/content/psychosocial-stagesეპიგენეტიკური პრინციპი
ეგოს განვითარების თეორიაში ცენტრალურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანი ცხოვრების მანძილზე გაივლის მთელი კაცობრიობისთვის უნივერსალურ განვითარების რამდენიმე სტადიას (იხ. ცხრილი N1). ამ სტადიათა გაშლის პროცესი რეგულირდება მომწიფების ეპიგენეტიკური პრინციპის შესაბამისად, რაშიც ერიკსონი გულისხმობს, რომ: (ა) პიროვნება საფეხურებრივად ვითარდება, ერთიდან მეორე საფეხურზე გადასვლა განპირობებულია შემდგომი ზრდისკენ, გაცნობიერებული სოციალური არეალისა და სოციალური ურთიერთქმედების რადიუსის გაფართოებისკენ მოძრაობისთვის მზაობით; (ბ) საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ ადამიანის სოციალური შესაძლებლობების განვითარება დადებითად მიიღება, საზოგადოება ცდილობს ამ ტენდენციის შენარჩუნებას და, ასევე, როგორც საჭირო ტემპის, ისე განვითარების სწორი თანმიმდევრობის გამყარებას.
ერიკსონი წიგნში „ბავშვობა და საზოგადოება“ (1963) ადამიანის ცხოვრებას ეგოს ფსიქოსოციალური განვითარების რვა ცალკეულ სტადიად და შესაბამის ფსიქოსოციალურ ამოცანებად ყოფს. პირველი ხუთი სტადია, რომელიც მოზარდობის ჩათვლით ვითარდება, თითქმის ხუთი ფროიდისეული ფსიქოსექსუალური სტადიის პარალელურია, ბოლო სამი კი განვითარებას შუახნის ასაკამდე და გვიანდელ წლებამდე აფართოვებს. ამრიგად, ეგოს განვითარების ერიკსონის თეორია ინდივიდის მთელ ცხოვრებას მოიცავს: ჩვილობიდან მოწიფულობამდე და მოხუცებულობამდე.
ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები „პიროვნების გეგმის“ ეპიგენეტიკური გაშლის შედეგია და ამ გეგმას ადამიანი გენეტიკურად (მემკვიდრეობით) იღებს. განვითარების ეპიგენეტიკური კონცეფცია ეფუძნება წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ცხოვრებისეული ციკლის ყოველი სტადია მისთვის წინასწარ განსაზღვრულ დროს ანუ „კრიტიკულ პერიოდში“ დგება და, ასევე, წარმოდგენას, რომ სრულფასოვნად ფუნქციორებადი პიროვნება მხოლოდ ყველა სტადიის თანმიმდევრულად გავლის გზით ფორმირდება (Pervin, 2003).
ფსიქოსოციალური კრიზისი და კონფლიქტის ცნება
ერიკსონის (1963) თანახმად, თითოეულ ფსიქოსოციალურ სტადიას თან სდევს კრიზისი — გადამწყვეტი მომენტი ინდივიდის ცხოვრებაში, რომელიც ჩნდება, როგორც ფსიქოლოგიური სიმწიფისა და ამ სტადიაზე ინდივიდისთვის წაყენებული სოციალური მოთხოვნების გარკვეული დონის მიღწევის შედეგი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრებისეული ციკლის თითოეული ფაზა ხასიათდება სწორედ მოცემული ფაზისთვის სპეციფიკური ევოლუციური ამოცანით ანუ პრობლემით სოციალურ გავითარებაში, რომელიც თავის დროზე დგება ინდივიდის წინაშე, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ გადაწყდეს. ინდივიდისთვის დამახასიათებელი ქცევის მოდელები განპირობებულია იმით, როგორ გადაჭრის იგი თითოეულ ამ ამოცანას ანუ როგორ დაძლევს კრიზისს (იხ. ცხრილი N2).
***
როცა მშობლებს ართმევ შვილს, ეს იწვევს ბაზისური საწყისებიდანვე პიროვნების არა მხოლოდ
სწორი ფორმირების შესაძლებლობის კარგვას, არამედ თვით ბაზისური საწყისების დასაწყისშივე ნგრევას.
ბავშვს ერთმევა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ოჯახი, ვინც
განაპირობებს პატარას პიროვნების დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას.
იუვენალური კანონი ძალადობრივად აობლებს ბავშვს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუვენალური იუსტიცია მშობელს ბავშვის ეკლესიურად აღზრდის შესაძლებლობასაც წაართმევს.
სახელმწიფო ვერ შეითავსებს პატარა სახელწიფოს - ოჯახის როლს.
ეს არღვევს კაცობრობის, პიროვნების ფსიქოსექსუალური, ფსიქოსოციალური განვითარების უნივერსალურ სქემას.
ანგრევს კოლექტიურ არაცნობიერს, კოლექტიურ ცნობიერებას, გენეტიკას, ეგოს, ფესვებიდანვე თხრის მთლიანობაში პიროვნებას.
This post has been edited by Катеньки on 13 Nov 2020, 15:21
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.