#54008469 · 1 Jan 2019, 09:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კითხვარში არაკორექტული კითხვები იყო:
QUOTE | Q3. გთხოვთ გვითხრათ, თქვენ რომელ ძალადობის ფორმას მიიჩნევთ ყველაზე მძიმე დანაშაულად? * შესაძლებელია მხოლოდ ერთი პასუხის მონიშვნა |
სიმძიმე დანაშაულის მიჩნევით არ ისაზღვრება. ყველანაირი ფორმის ძალადობაა მიუღებელი.
QUOTE | თქვენი აზრით, რომელი სქესის წარმომადგენელი ხდება უფრო ხშირად ძალადობის მსხვერპლი? |
არადა, დასაწყისში მომეწონა, ძალადობის მრავალფეროვნებაზე რომ იყო ხაზი გასმული. მერე კი როგორც შეგატყვეთ, ვიწრო სპექტრისკენ მიგყავთ საუბარი. კერძოდ საქართველოს პატრიარქატულ წყობილებაზე. კითხვარს აბსტაქტულობას უკარგავთ. მოხარულიც ვიქნებოდი მსგავსი კითხვარის, თუ სხვა დასახელება ექნებოდა.
შემდეგ კითხვებში კი "მონიშნეთ მხოლოდ 3 პასუხი", როდესაც ყველა დანარჩენიც აღიქმება და არის ძალადობა. ოდნავ შემაწუხებელია.
შეჯამებისთვის, ზოგადად კვლევებს მივესალმები. იმედს ვიქონიებ დახვეწავთ. მომავალი თქვენს ხელშია.
--------------------
თუ უსათაუროს ბედი აქვს ჩაღლევების, მე მინდა ვიყო იარაღი რომელმაც მოკლა ბრენდონ ლი
|