ერთი რამე მინდა ვთქვა.
მელომანია იმით მომწონს, რომ აქ პრაქტიკულად ყველაფერია.
პირადად ზუსტად ამ მელომანიაში უფრო მეტი რამ შევიტყვე ჩემთვის უცხო მუსიკალურ ჯგუფებზე და შემსრულებლებზე, ვიდრე ზედმეტად მოწესრიგებულ უცხოურ ფორუმებზე, სადაც არსებობს უამრავი ქვეგანყოფილება და რა სად ვეძებო აზრზე არ ვარ. რადგან მხოლოდ მუსიკალური სტილებით ხდება ძებნა.
შემეცნების მხრივ, სწორედ ასეთი მელომანია უფრო პრაგმატულია, ვიდრე სეპარატისტული, ანუ დაყოფილი.
აქ თავი მოვიყარეთ ძალიან სხვადსხვა სტილისა და ჟანრის მოყვარულებმა.
ხოდა ნებისმიერი თემა, რაც კი განყოფილებაში იხსნება, სიახლეა.
შეიძლება როიკსოპის მოყვარულმა არასოდეს შეიხედოს მეტალის განყოფილებაში და პირიქით.
ან თუ შევა, აბსოლუტურად არევისა და დაცინვის მიზნით.
ამიტომ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი არის ძალიან კარგად. არანაირი განყოფილებები და ქვეგანყოფილებები ამჯერად საჭირო არ არის. მით უმეტეს, ეს არ არის მუსიკალური ფორუმი.
პლიუს კარგი იქნება, თუ დავინახავთ იმასაც, რომ კლასიკაც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მუსიკალური მიმდინარეობაა და არა რაღაც განყენებული, უწმინდესი და ელიტარული საგანი.
P. S. ძალიან გთხოვთ, თემას ნუ გავაოფებთ და ვისაუბროთ მხოლოდ პერსელზე.
Kafkaსაწყენი აბსოლუტურად არაფერია, აი არანაირად.