Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > მხატვრის პოზიცია


Posted by: Tak 18 Feb 2020, 18:40
მოგესალმებით ყველას,

სტუდია "G-Art"ი აცხადებს ვაკანსიას გრძელვადიან პროექტში, მხატვრის პოზიციაზე.


„G-Art” არის კომპანია „Grimm Group“ - ის პროექტი , რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან
და სადაც ხდება უცხოური ბაზრიდან მიღებული ფოტო-შეკვეთების გადახატვა და შემდგომ
შესრულებული ნახატების გაგზავნა. (იხილეთ ლინკები განცხადების ბოლოს)


პოზიცია - მხატვარი (მიმდინარეობა - ფოტორეალიზმი)
სამუშაო გრაფიკი - თავისუფალი
ხელფასი - გამომუშავებით
(საშუალოდ 300$ და მეტი , კვალიფიკაციის და პროდუქტიულობის მიხედვით)



ძირითადი მოთხოვნები:


1) აპლიკანტები უნდა მუშაობდნენ ჩამოთვლილთანგან ერთ-ერთ ან რამოდენიმე მასალაში :

-ზეთი (პრიორიტეტული)
-პასტელი
-აკვარელი
-აკრილი
-ნახშირი
-ფერადი ფანქარი
-შავი ფანქარი

2) ელექტრონული ფოსტის საბაზისო ცოდნა და გამოყენება.

3) საჭიროების შემთხვევაში, სტუდიიდან მუშაობის შესაძლებლობა

მოვალეობები:


-- რეალისტური ნამუშევრების შესრულება ტილოზე ან მუყაოზე.
-- დათქმულ ვადებში ფოტოსურათიდან ხარისხიანი და რეალისტური ნახატის შექმნა.


პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

-- ორგანიზებულობა;
-- პასუხისმგებლობის შეგრძნება
-- კომუნიკაბელურობა;
-- პუნქტუალურობა;
-- დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


-- სასიამოვნო და შემოქმედებით სამუშაო გარემოს თბილისში
-- შესაძლებლობას , რომ გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის ნაწილი
-- პროფესიულ გამოცდილებას სხვადასხვა მასალასთან და სტილთან
-- კორპორატიულ წვეულებებს


ნიმუშები:

ზეთი:
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1563524762071919.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2e71_1565379301080919.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sml-s122_1573237317110819.jpg

პასტელი:
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1578331032010620.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a42_1510830950111617.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sml-s122_1565183511080719.jpg

აკრილი:
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1565012103080519.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a42_1539025774100818.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2e71_1551109844022519.jpg

აკვარელი:
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sm-e71_1547574527011519.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1562313695070519.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2e71_1560008960060819.jpg

ფერადი ფანქარი:
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sml-s122_1565879496081519.jpeg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a42_1562009032070119.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sml-s122_1571848035102319.jpeg

შავი ფანქარი:
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sml-s122_1575377165120319.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1579267001011720.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1578330971010620.jpg

ნახშირი:
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1568104219091019.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/2a28_1580581318020120.jpg
https://s3.amazonaws.com/newpyl/pyl_showcase/sml-s122_1571664233102119.jpg



დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ

1. თქვენი რეზიუმე და
2. თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო

შემდეგ მისამართზე: Sortvacancies@gmail.com
მნიშვნელოვანი: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებას.

Grimm Group & G-art studio Team.


----


Posted by: neo> 18 Feb 2020, 19:13
QUOTE
საშუალოდ 300$ და მეტი , კვალიფიკაციის და პროდუქტიულობის მიხედვით

900 ლარი
ოღჩ

Posted by: Tak 18 Feb 2020, 20:30
neo>

მოგესალმებით,
QUOTE
საშუალოდ


+

QUOTE
კვალიფიკაციის და პროდუქტიულობის მიხედვით


დამოკიდებულია შეკვეთებზე და რამდენად სწრაფად და ხარისხიანად ხატავს მხატვარი.



Posted by: tozi777 18 Feb 2020, 22:49
მე რომ ვიყო მხატვარი, მაქედან 1 ნახატსაც არ დავხატავდი 300$ ად. vis.gif

Posted by: Tak 27 Feb 2020, 13:11
tozi777

ეს არ არის კლასიკური მხატვრობა,
ეს არის თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი მიმდინარეობა - ფოტორეალიზმი.

ეს არის ბიზნესი, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოდის შეკვეთები კლიენტებისგან
მათი ფოტოების გადახატვაზე.

300$ - საც აკეთებენ, მეტსაც და 60 მდე ფანტასტიური ქართველი მხატვარი ყავს ამ სტუდიას დასაქმებული,
ამიტომ ასე მარტივად ნუ განსჯით, მით უმეტესი თუ მხატვარი არ ხართ smile.gif

წარმატებას გისურვებთ wink.gif

Posted by: tozi777 27 Feb 2020, 16:45
QUOTE (Tak @ 27 Feb 2020, 13:11 )


ეს არ არის კლასიკური მხატვრობა,
ეს არის თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი მიმდინარეობა - ფოტორეალიზმი.

ეს არის ბიზნესი, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოდის შეკვეთები კლიენტებისგან
მათი ფოტოების გადახატვაზე.

300$ - საც აკეთებენ, მეტსაც და 60 მდე ფანტასტიური ქართველი მხატვარი ყავს ამ სტუდიას დასაქმებული,
ამიტომ ასე მარტივად ნუ განსჯით, მით უმეტესი თუ მხატვარი არ ხართ smile.gif

წარმატებას გისურვებთ wink.gif

Tak

აი რა არალოგიკურ აქცენტებს სვავთ ახლა თავად თუ ხვდებით?

QUOTE
ეს არ არის კლასიკური მხატვრობა,
ეს არის თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი მიმდინარეობა - ფოტორეალიზმი.


და ვინ თქვა, რომ კლასიკურ მხატვრობად აღვიქვი?

QUOTE
ეს არის ბიზნესი, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოდის შეკვეთები კლიენტებისგან
მათი ფოტოების გადახატვაზე.


ბიზნესი რომაა და მთელი თვე ამ ნახატების ხატვაში (ამ დონეზე შერულებულში, თან სავარაუდოდო მასალებიც მხატვრისაა, ეგ არსად გიხსენებიათ) მხოლოდ 300$-ს სთავაზობთ , მაგ დავწერე ზუსტად.
აი მე რომ მსგავსი დონის მხატვარი ვიყო, მასეთი ფერთა გამებით და დეტალიზაციით ვასრულებდე ნახატებს, 300 დოლარად ფუნჯს არ ჩავაწებდდი პალიტრაში არათუ თვეში 10 ნახატი დამეხატა. smile.gif


QUOTE
ამიტომ ასე მარტივად ნუ განსჯით, მით უმეტესი თუ მხატვარი არ ხართ smile.gif


რათქმაუნდა არ ვარ მხატვარი , მაგრამ ჩემი შვილია პოტენციური მხატვარი და ყველაფერს ვიზამ, რომ ამ სიბნელიდან შორს ხატოს , რომ ფუნჯების და საჭმლის ფული სანატრელი არ გაუხდეს. yes.gif love.gif


QUOTE
60 მდე ფანტასტიური ქართველი მხატვარი ყავს ამ სტუდიას დასაქმებული,


ნწ ნწ ნწ.

ნიკორას რამდენი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული იცი თვეში 300 ლარად? ფრესკოს? givi.gif

გმადლობთ, და ნახვამდის.

Posted by: უძინარი 28 Feb 2020, 16:19

პრინციპში ცუდი საქმე არ არის, ფოტოს გადაიტან ქაღალდზე(ან ტილოზე) და ზევიდან გადაახატავ.

ნახევრად მალიარობაა რა. მხატვრებს ისედაც უჭირთ ფულის შოვნა და წაიმუშავებ 2 კვირა და დანარჩენს ხატავ შენთვის, იმ 2 კვირაში კი გააკეთებ 1000 ლარს.

Posted by: Tak 2 Mar 2020, 16:14
tozi777

რით შემიძლია დაგეხმაროთ?
არ ვიცი რამ გაგაღიზიანათ, ზუსტად არც პირობები იცით,
"მსგავსი დონის" მხატვარშიც არ ვიცით რას გულისხმობთ,
არც მხატვარი ბრძანდებით,
არც აქ ვინმეს უთქვამს 300$ ია სულ ანაზღაურებაო.

მხატვრები, ვინც ამ სტუდიაში მუშაობენ არიან კმაყოფილები კომპანიის პირობებითაც,
თავისი საქმით და დანარჩენი დროის თავისუფლებითაც და გამომუშავებითაც.

ამიტომ თუ თქვენ კონკრეტული რამით დაინტერესდებით, მომწერეთ პირადში და ამომწურავად გიპასუხებთ,
თუ არადა წარმატებას გისურვებთ.


Posted by: Anastan 11 Mar 2020, 21:39
Me gamogigzavnet satesto namushevari mititebul mailze da pasuxad mivige ararsebuli misamartio , vrekavdi mititenul telefonze da gamortulia )))))) ver mivxvdi miiget chemi namushevari tu ara)

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)