მოკლედ ბრადცი ერთ საინტერესო თემას მინდა შევეხო...
ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა მიაღწიოს იგივე შეგრძნებებს ფხიზელ მდგომარეობაში, რასაც ნარკოტიკის (ვგულისხმობ drug_ების, ტაბლეტების და ფხვნილის) მიღებისას განიცდის?
მე მგონია რომ შესაძლებელია.
მაგალითად, კოკაინი ასტიმულირებს დოფამინების (ბედნიერების ჰორმონის) დიდი რაოდენობით გამოყოფას. იგივე მდგომარეობის მიღწევა ადამიანს შეუძლია ფხიზელ მდგომარეობაში თუ იცის საკუთარი ფსიქიკის და სხეულის მაგარი მართვა.
მდმა ასტიმულირებს ენდორფინების დიდი რაოდენობით გამოყოფას, რასაც აქვს შინაგანი სიხარულის განცდის ეფექტი. ამის მიღწევაც შესაძლებელია ფხიზელ მდგომარეობაში.
მორფის ტაბლეტები სხეულს კუნთებს ადუნებს და ტალღისებური სასიამოვნო განცდები მოაქვს. ამის მიღწევაც შესაძლებელია ფხიზელზე.
მე ერთ მაგალითს გეტყვით, რაც ჩემს თავზე გამოვცადე....
ერთი პერიოდი დიდი ხანი ვერ ვსვამდი გასტრიტის გამო და კლუბებში სულ წყლით ვმოძრაობდი. ესე გაგრძელდა თვენახევარი და ბოლოს იმდენად დავამუღამე წყლით გართობა რომ ღამის 3 საათზე წავედით ბასიანზე და ისე შევედი მუსიკაში, ისე მოვმართე ფსიქიკა რომ მთელი კუნთები საერთოდ მოდუნდა, ტანში სასიამოვნოდ დამიარა და ყველაზე ბედნიერი ვიყავი სრულიად ფხიზელი.
ეს 1_2 ჯერ გამომივიდა. ეს რომ ადამიანმა ხშირად აკეთოს ტვინის ყველაზე მაგარი რელაქსია, ერთგვარი მედიტაციაა...
არ გავარტყი ყველა ტაბლეტს და შხამს?!
ისწავლეთ ფხიზლად გართობა და ყველაზე ბედნიერები იქნებით დამიჯერეთ