Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ასი წლის შემდეგ 2112


Posted by: axalirevolucia 11 Oct 2012, 12:17
100 წლის წინ.

თუკი ფეოდალიზმის დროს ყველაზე უთანასწორო ომში ძალთა თანაფარდობა შეიძლებოდა ყოფილიყო 5:1 თან
, სუპერქვეყნების მიერ ცეცხლსასროლი სწრაფმსროლი იარაღის, ტანკებისა და რაკეტების გამოგონების შემდეგ ძალათა თანაფარდობა შეიარაღებულ სუპერქვეყანასა და ფეოდალურ ქვეყანას შორის, გახდა 100: 1
ამის დასტურია დიდი ბრიტანეთის მიერ 200 ჯერ დიდ ჩინეთისა და  100 ჯერ დიდი ინდოეთის კოლონიზირება. 
იმავე დროს ჰოლანდია საკუთრივ ჰოლანდიაზე 100 ჯერ დიდი გახდა. 
საფრანგეთს მთელი ჩრდილო აფრიკა და ეგზოტიკური კუნძულები ერგო მთელს მსოფლიოში. 
საქართველოს მაშინ შანსი არ ჰქონდა. 
ის რუსეთის ორი გუბერნია იყო 150- დან. 
ნადია, ლიდა, პავლუშა, საშა, ქსენია, ნატაშა, ჩემი პირადი ნათესავების სახელებია, რომლებიც 1910 წლამდე დაიბადნენ. 
მშობლებმა მათ ეს სახელები არგუნეს და იმედიც მკაყოლეს, რომ ეს სახელები მათ წარმატებულს გახდიდა დიდი რუსეთში, მისი იმპერიის ორ სამხრეთ გუბერნიაში.

გუბერნიებში, რომლებიც ამაყობდა ღვთიშობლის წილყვედრობით, ლერმონტოვით, პუშკინის ბიუსტით,  ნიკოლოზის ვიზიტებით, ნიკოლოზის ძმის, მიხრეილის განსაკუთრებული სიყვარულით საქართველოსადმი, ვეფხისტყაოსანითა და მშვენიერი ბუნებით, განაბული იყო სიამოვნებით, როცა რუსეთი თურქეთს მიწებს ართმევდა და ჩვენ გვაწეპებდა. 
რუსეთი მაშინ ძალიან ძლიერი იყო და გამალებით ძლიერდებოდა, მალე პირველ მსოფლიო ომში მსოფლიო გრანდებს შეუტევდა, 
სასამართლო, პისარები, პოლიცია, გზების და სასახლეების მშენებლობა, ხიდები, ციხეები, წესრიგი, ავტომობილები, კონკა, ტრამვაი, ფუნიკულიორი, ყველაფერი რუსული იყო. 

ქართული აუზი ფართოვდებოდა, ცხოვრება მარტივდებოდა. 
ქართველი რუსში უკრიტიკოდ ასიმილირდებოდა. 
კონფორმისტი რეალისტ აკაკი ხალხის ლუბიმჩიკი იყო. ის თაგვებს ფრენას უკრძალავდა, ღამურებს დასცინოდა.  
ილია არ უყვარდათ, რაღაცას მოითხოვდა სულ, რაღაცით უკმაყოფილო იყო. 

ეს იყო ასი წლის წინ, 
დღეს ვხედავთ.

რა იქნება ასი წლის შემდეგ? 
გაბედეთ.
თქვენი რა მიდის, ვერავინ დაგცინებთ ეს რა არასწორი პროგნოზი დაგიწერია, ხედავ, რეალობა სულ სხვააო.       

Posted by: 5.11 11 Oct 2012, 12:19
http://pix.ge/

Posted by: rockforever 11 Oct 2012, 12:20
ეს მართლა თემებს პოსტავს .....................

Posted by: axalirevolucia 11 Oct 2012, 12:23
5.11
შენ რომელი ხარ?









......................

Posted by: mtavrishvili 11 Oct 2012, 13:40
axalirevolucia
QUOTE
100 წლის წინ.

თუკი ფეოდალიზმის დროს ყველაზე უთანასწორო ომში ძალთა თანაფარდობა შეიძლებოდა ყოფილიყო 5:1 თან
, სუპერქვეყნების მიერ ცეცხლსასროლი სწრაფმსროლი იარაღის, ტანკებისა და რაკეტების გამოგონების შემდეგ ძალათა თანაფარდობა შეიარაღებულ სუპერქვეყანასა და ფეოდალურ ქვეყანას შორის, გახდა 100: 1
ამის დასტურია დიდი ბრიტანეთის მიერ 200 ჯერ დიდ ჩინეთისა და  100 ჯერ დიდი ინდოეთის კოლონიზირება. 
იმავე დროს ჰოლანდია საკუთრივ ჰოლანდიაზე 100 ჯერ დიდი გახდა. 
საფრანგეთს მთელი ჩრდილო აფრიკა და ეგზოტიკური კუნძულები ერგო მთელს მსოფლიოში. 
საქართველოს მაშინ შანსი არ ჰქონდა. 
ის რუსეთის ორი გუბერნია იყო 150- დან. 
ნადია, ლიდა, პავლუშა, საშა, ქსენია, ნატაშა, ჩემი პირადი ნათესავების სახელებია, რომლებიც 1910 წლამდე დაიბადნენ. 
მშობლებმა მათ ეს სახელები არგუნეს და იმედიც მკაყოლეს, რომ ეს სახელები მათ წარმატებულს გახდიდა დიდი რუსეთში, მისი იმპერიის ორ სამხრეთ გუბერნიაში.

გუბერნიებში, რომლებიც ამაყობდა ღვთიშობლის წილყვედრობით, ლერმონტოვით, პუშკინის ბიუსტით,  ნიკოლოზის ვიზიტებით, ნიკოლოზის ძმის, მიხრეილის განსაკუთრებული სიყვარულით საქართველოსადმი, ვეფხისტყაოსანითა და მშვენიერი ბუნებით, განაბული იყო სიამოვნებით, როცა რუსეთი თურქეთს მიწებს ართმევდა და ჩვენ გვაწეპებდა. 
რუსეთი მაშინ ძალიან ძლიერი იყო და გამალებით ძლიერდებოდა, მალე პირველ მსოფლიო ომში მსოფლიო გრანდებს შეუტევდა, 
სასამართლო, პისარები, პოლიცია, გზების და სასახლეების მშენებლობა, ხიდები, ციხეები, წესრიგი, ავტომობილები, კონკა, ტრამვაი, ფუნიკულიორი, ყველაფერი რუსული იყო. 

ქართული აუზი ფართოვდებოდა, ცხოვრება მარტივდებოდა. 
ქართველი რუსში უკრიტიკოდ ასიმილირდებოდა. 
კონფორმისტი რეალისტ აკაკი ხალხის ლუბიმჩიკი იყო. ის თაგვებს ფრენას უკრძალავდა, ღამურებს დასცინოდა.  
ილია არ უყვარდათ, რაღაცას მოითხოვდა სულ, რაღაცით უკმაყოფილო იყო. 

ეს იყო ასი წლის წინ, 
დღეს ვხედავთ.

რა იქნება ასი წლის შემდეგ? 
გაბედეთ.
თქვენი რა მიდის, ვერავინ დაგცინებთ ეს რა არასწორი პროგნოზი დაგიწერია, ხედავ, რეალობა სულ სხვააო.       


მე მთლიანად ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ფეოდალიზმის დროს თანაფარდობა 1:5-ზე იყო და ახლა მაინდამაინც 1:100 -ზეა. მონღოლები მცირე ერი იყო და ჩინგიზხანმა თითქმის მთელი ევრაზია დაიპყრო 700 წლით უფრო ადრე კი ატილა ჰუნმა ჰქნა იგივე. ორივე შემთხვევში შეფარდება 1:100-ზეზე უფრო მეტი იყო.

ყველაფერი დამოკიდებულია ორგანიზებაზე, სარდლის ხედვაზე და მეომარი მხარის შემართებაზე. ღმერთმა გვაშოროს რუსეთთან ომი მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს რუსეთისთვის ომის მოგება შეუძლია. ნუ შემადარებთ მიშას რომელსაც ეგონა რომ მისი ძლევამოსილი არმია როსტოვამდე ჩავიდოდა. მე მიშას არმიას არასოდეს არ ვთვლიდი ისთ არმიად როგორიც საქართველოს უნდა ჰყავდეს.

ახლა ამ საკითხს სხვა კუთხით მინდა შეგახედოთ. 20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა ორჯერ აღემატებოდა აზერმაიჯანის მოსახლეობას დღეს კი სულ რაღაც 100 წლის შემდეგ ეს პირიქით არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საქართველოს მოსახლეობის ტემპები 4-ჯერ შემცირდა და თუ არა საქათველოს 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია დღეს ქართველები სადღაც 18 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა ვიქნებოდით.

ივანე ჯავახიშვილი წერს რომ მეთორმეტე საუკუნეში საქართველო მოსახლეობის რაოდენობით საფრანგეთისა და ინგლისს უტოლდებოდაო. დღეს ქართველები 5 მილიონიც არა ვართ და ინგლისელები (ამერიკა, კანადა, ავსტრალია ახალი ზეანდია და ა. შ.) ასჯერ მეტნი არიან.

მე დარწმუნებული ვარ რომ ქართველ ერს სწორედ ჩვენს დღოში აქვს ყველაზე დიდი გამოწვევები. ჩვენ როგორც ერი ყველაზე მეტად დღეს ვართ მოდუნებულნი და დეზიორიენტირებულნი. სწორედ დღეს უნდა მოხდეს ჩვენში გარდატეხა და ჩვენი მარგი ქმედების კოეფიციენტიის 100-ჯერ გაზრდის შანსი გვაქვს. მე მხედველობაში არა მაქვს მოსახლეობის 100-ჯერ ზრდა. მე მხედველობაში მაქვს ერის ეკონომიკური, სამხედრო, სულიერი კულტურული, ინტელექტუალური და სულიერი ზრდა. ამას სასწაული უნდა, მაგრამ არცთუ ისე დიდი იმიტომ რომ დღეს მიუტევებლად ვართ დაცემულნი.


Posted by: gogilord 11 Oct 2012, 13:42
გაუგეს ერთმანეთს!!!

biggrin.gif
-----------------

Posted by: vaniko1978 11 Oct 2012, 13:44
QUOTE (5.11 @ 11 Oct 2012, 12:19 )
http://pix.ge/

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
--------------------------------------------

დაგლეჯავ ხოლმე

Posted by: abula 11 Oct 2012, 13:45
QUOTE (5.11 @ 11 Oct 2012, 11:19 )
http://pix.ge/

lol.gif lol.gif


-=-=-=-=-=

კი დავწერდი მაგრამ , ვინ გადაამოწმებს მომავალში ჩემს ნააზრევს ? cry.gif

Posted by: harton 11 Oct 2012, 13:45
axalirevolucia
QUOTE
რუსეთი მაშინ ძალიან ძლიერი იყო და გამალებით ძლიერდებოდა, მალე პირველ მსოფლიო ომში მსოფლიო გრანდებს შეუტევდა


ჰა? spy.gif

რას არ გაიგებ კაცი

Posted by: dega 11 Oct 2012, 13:50
QUOTE
ასი წლის შემდეგ 2112, დადე პროგნოზი, შენი რა მიდის

სუხუმი
2112 წელი
მოვითხოვთ გვაღიაროს მსოფლიომ
მოსკოვი
ესენი ვერ არიან კარგად
ვაშინგტონი
ჩვენ რა შუაში ვართ
თბილისი
ხითხითხით
5.11
lol.gif lol.gif

Posted by: mister-X 11 Oct 2012, 13:51
QUOTE
ასი წლის შემდეგ 2112, დადე პროგნოზი, შენი რა მიდის


Posted by: Milyyy 11 Oct 2012, 13:59
QUOTE (5.11 @ 11 Oct 2012, 12:19 )
http://pix.ge/

lol.gif lol.gif lol.gif _--------------------------------------

Posted by: Nok 11 Oct 2012, 14:03
user posted image

ანაკლია yes.gif

user posted image

ლაზიკა.

და ა.შ. cry.gif

Posted by: ბრტყელტუჩა 11 Oct 2012, 14:07
QUOTE (Nok @ 11 Oct 2012, 14:03 )
user posted image

ანაკლია yes.gif

user posted image

ლაზიკა.

და ა.შ. cry.gif



დაააა.........
























































ნახალოვკა

user posted image

Posted by: Nok 11 Oct 2012, 14:13
ბრტყელტუჩა
user posted image

Posted by: rastafari 11 Oct 2012, 14:15
QUOTE
ასი წლის შემდეგ 2112, დადე პროგნოზი, შენი რა მიდის

http://forum.ge/?act=Search&nav=au&CODE=show&searchid=5757c6f964ce3be2d118afb5634ee733&search_in=posts&result_type=posts

Posted by: LEON_ 11 Oct 2012, 14:31
QUOTE
ასი წლის შემდეგ 2112, დადე პროგნოზი, შენი რა მიდის


ჩემი პრგონოზი ასეთი დაჩაჩანაკებული ვიქნები yes.gif

http://imageshack.us/photo/my-images/341/cranshawweboldman.jpg/


Posted by: axalirevolucia 11 Oct 2012, 14:33
LEON_
QUOTE
ჩემი პრგონოზი ასეთი დაჩაჩანაკებული ვიქნები 

ოპტიმისტ








.........................................................

Posted by: rsebobs 11 Oct 2012, 14:35
ფორუმ.გე არ იქნება უახლოეს წლებში და ვინ წაიკითხავს 2112 ში აქ დაწერილ რაღაცეებს?

Posted by: LEON_ 11 Oct 2012, 14:39
QUOTE (axalirevolucia @ 11 Oct 2012, 14:33 )
LEON_
QUOTE
ჩემი პრგონოზი ასეთი დაჩაჩანაკებული ვიქნები 

ოპტიმისტ








.........................................................

axalirevolucia

100 წლის შემდეგ ვიქნები 126 წლის და თუ გავქაჩავ საღორ ჩემს ორგანიზმს და გენეტიკას lol.gif

Posted by: Atom 11 Oct 2012, 14:52













------------------------------------------

Posted by: Blunt 11 Oct 2012, 15:14
QUOTE (5.11 @ 11 Oct 2012, 12:19 )
http://pix.ge/

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 11 Oct 2012, 15:18
ქართლ-კახეთის პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, რათა აღკვეთოს თურქეთის ძალადობრივი პოლიტიკა რეგიონში.დაუყონებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დააბრუნოს ახალციხის და ბათუმის ვილაიეთების ტერიტორიაზე..

მიმართვას ხელს აწერენ აგრეთვე იმერეთის მთავრობის თავმჯდომარე, სამეგრელოს პრეზიდენტი და გურიის უზენაესი საბჭოს სპიკერი.


gigi.gif

Posted by: Brennan_74 11 Oct 2012, 17:26
ასი წლის შემდეგ არც ჩვენი, არც რუსების და არც თურქების ხსენება არ იქნება.
ჩინელები იქნებიან მთელს ევრაზიაში sad.gif
ნუ თუ ასი წლის შემდეგ არა, სამასის შემდეგ 100%..

Posted by: zurazurazura 11 Oct 2012, 17:59
QUOTE
100 წლის შემდეგ

ამაზე ერთი თემა გამახსენდა. ფორუმში Manowarrior-მა დაწერა, ზოგი ამოვიღე, ზოგი დავამატე, მგონი ერგება biggrin.gif :

....საინფორამციო გადაცემა "მოისმინე შეჩემას" წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:

დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.

საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.

სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს !"

ეკონომიკა:

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“

ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.

სამხედრო სფერო:

მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა

ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.

ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო - ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.

საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. მეკობრეები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სთხოვა გაიყვანოს მშვიდობისმყოფელები საქურთველოდან( ისე ქურთისტანია, მაგრამ განმანთავისუფლებლებისთვის პატივის მისაგებად ასეთი სახელი დაარქვეს თავის ქვეყანას). პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა სამწამიან გამოსვლაში მას შუათითი აჩვენა.

კულტურა:

ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.

გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური
სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.

http://forum.ge/?f=29&showtopic=34187296

Posted by: axalirevolucia 15 Oct 2012, 11:53
ასი წლის შემდეგ საქართველოს კონფედერაციის პარლამენტს (ქუთაისში) რომელშიც შედის აფხაზეთი და სოსეთი ასოცირებულ წევრად მიღების წინადადებით მიმართავს ინგუშეთი და ყაბარდო.
საქართველოს მოსახლეობა იქნება 9 მილიონი.
200000 ზანგი ძირითადად ქალაქებში იცხოვრებს, 150000 ჩინელი კი ძირითადად სოფლად.
ქართველი სადღაც 7 მლნ ვიქნებით, დამარჩენი, საქართველოს ბედნიერი მოქალაქე.
ლაზიკა აშენდება.
დღევანდელი პარლამენტის თავზე იფრიალებს ამიერკავკასიის თანამეგობრობის და ნატოს დროშები.

ხალხი იქნება მომღიმარი და თავაზიანი.

თბილისიდან რო მიფრინავ, აქვე მცხეთის ზემოთ ფრიალი კლდე რომაა, ერის მამების გიგანტური პროფილები იქნება გამოქანდაკებული.
მის საქართველო მერვედ გახდება აზერბაიჯანელი
ყველაზე მდიდარ ათ ქართველში 4 სომეხი იქნება და 4 ებრაელი.
დღევანდელი მთაწმინდური ბიძინლენდი დაეთმობა კონფედერაციის სუბიექტების კულტურულ წარმომადგენლობებს და მის თავზე იფრიალებს მათი ჭრელი გიგანტური დროშები.
ამიერკავკასიის თანამეგობრობის ( დღევანდელი პარლამენტის) შენობის წინ გაიმართება აფხაზებისა და ყარაბაღელების ერთობლივი საპროტესტო მიტინგი, 10:00 დან 18:00 მდე
რუსთაველი იქნება საფეხმავლო. ტელეანძა იერს შეინარჩუნებს, ოღონდ ფეხები ექნება რკალად მოდრეკილი და არა სწორხაზოვნად გაჩაჩხული.
პუშკინის დაღმართი რაღა თქმა უნდა აღიდგენს ორივე ხაზს. (მაქს 10 წელიწადში ჩვენგან) .
მტკვარი რამდენიმე რეკრეაციულ- ტურისტული ზონის გარდა მილებში მოექცევა და ზედ ქალაქი გადაუვლის.
პარლამენტში იყელყელავებენ ფრაქციები:
" მოქალაქეთა კონსენსუსი", "ფორუმი", " მწვანეები", "პროგრესულ ლიბერალური კავშირი" და " მრგვალი მაგიდა".
და მოსახლეობის 60% მათი სახელები არ ეცოდინება.

Posted by: pirdapiri 15 Oct 2012, 12:32
QUOTE (abula @ 11 Oct 2012, 13:45 )
QUOTE (5.11 @ 11 Oct 2012, 11:19 )
http://pix.ge/

lol.gif lol.gif


-=-=-=-=-=

კი დავწერდი მაგრამ , ვინ გადაამოწმებს მომავალში ჩემს ნააზრევს ? cry.gif

რას ამბობ ფორუმი ხომ უკვდავია yes.gif lol.gif გამოჩნდება ვინმე კარდუ და გადაამოწმებს

Posted by: The DoctoR 15 Oct 2012, 13:03
მთავარია 100 წლის შემდეგ საქართველოში ქართველმა იცხოვროს.

რა იქნება 100 წლის შემდეგ?
1. ვითამაშებთ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში bis.gif
2. ვიქნებით ნატოს წევრი ქვეყანა და ბოლობოლო ძირს მოვუღებთ ერთად კიმების ბატონობას ჩრ. კორეაში biggrin.gif
3. რუსეთის ეკონომიკა იქნება გაფარჩაკებული, რადგან ნავთობი და გაზი აღარ იქნება აქტუალური, რადგან მას მზის ენერგია ან სხვა ალტერნატივა ჩაანაცვლებს.
4. ჩინეთის მოსახლეობა 5 მილიარდი იქნება, ინდოეთის 3.5 და მათი ტერიტორიები წყნარი ოკეანიდან ურალის მთებამდე და ჩრ.ოკეანიდან ინდ. ოკეანემდე იქნება.
5. გავითავლისწინოთ რა მე4 პუნქტი რუსეთს აღარ ექნება ციმბირი და მაშასადამე აღარ იქნება უდიდესი ქვეყანა.
6. იმავე რუსეთში პრეზიდენტი იქნება ვლადიმერ პუტინი (ამ პუტინის შვილთაშვილი) biggrin.gif
7. საქართველოში გზები აღარ იქნება დალატკული, წყალი გრაფიკით და დენი 180 ვოლტი biggrin.gif

Posted by: ირაო 15 Oct 2012, 13:11
QUOTE
ასი წლის შემდეგ

შემოვალ და ამოვწევ ამ თემას yes.gif ვნახოთ ვისი პროგნოზები გამართლდება

Posted by: suxo7700 15 Oct 2012, 13:17
100 წლის შემდეგ
ციხეში ნაჯდომი ბაბუა უყვება შვილიშვილს

- ჩემს დროს ბაბუ ციხეში ან წამებით კლავდნენ ან ცოცხებს უყრიდნენო

- მერე შენ რა გიქნეს ბაბუ

-მე ბაბუ, წამებით მომკლეს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)