#50876979 · 1 Jul 2017, 12:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
მაქვს Galaxy Grand Prime, Android Version 5.0.2. თავისი მეხსიერების გარდა ტელეფონში მიდევს დამატებითი მეხსიერება.
ერთი საათის წინ ჩვეულებრივად ვისარგებლე და დასატენად ჩავრთე. მალევე შეექმნა შემდეგი პრობლემა: ყველა აპლიკაცია წაშლილია. დარჩენილია მხოლოდ Phone, Messages, Voice Recorder, Facebook, Google, Google Settings. რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც გადატანილი მქონდა დამატებით მეხსიერებაზე, ჩანს ბაცი ფერით, მაგრამ მათზე რეალურად წვდომა არ მაქვს, რადგან მიჩვენებს, რომ Application is not installed. Voice Recorder-ის ყველა ფაილი, რაც ჩაწერილია, ადგილზეა და შესაძლებელია მოსმენა. მოვსინჯე და Screenshot-საც იღებს, მეუბნება, რომ is saved, მაგრამ ვერ ვნახულობ სადაა.
Settings-დან შევამოწმე და Storage-ში მაჩვენებს ერთი საათის წინანდელ მდგომარეობას. SD Card-ზე იგივე რაოდენობის ფაილია, რაც პრობლემამდე მქონდა, Device Memory-ზეც დამაიმედებელი მდგომარეობაა: მაჩვენებს, რომ Total space სულ არის 8 GB, აქედან System memor-ის უკავია 2.83GB, ხოლო Used space-ს 4.14GB და სხვა წვრილმანი მონაცემები. ანუ რეალურად აპარატის მეხსიერება ადგილზეა.
Facebook-დან ვსინჯე Messenger-ში შესვლა. მთხოვს Enable Messenger, იქიდან კი App info მთავაზობს, ან Force Stop ან Uninstall. ანუ რეალურად აპლიკაცია არაა წაშლილი.
ამასთან, screen photo უწინდებურად ჩანს, რომელიც დამატებით მეხსიერების ბარათზეა. Ring tone-ც, რომელიც არა ტელეფონის სტრანდარტული ზარი, არამედ სხვა ზარი მაქვს დაყენებული, უწინდებურად შენარჩუნებულია.
გთხოვთ დაუსვათ ჩემს ტელეფონს დიაგნოზი და დამაიმედოთ, რომ მცირე ჩარევის შედეგად დავუბრუნდებით უწინდელ მდგომარეობას.
მადლობა წინასწარარ
--------------------
Her canlı ölümü tadacaktır
|