Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სტომატოლოგია > კბილების გასწორება --- ნაწილი 3


Posted by: MyDecember 11 Apr 2017, 21:48
ორთოდონტია

კბილების და თანკბილვის კორექცია

http://pix.ge/
https://forum.ge/?f=71&showtopic=33698036
https://forum.ge/?showtopic=34511026&hl=

მეგობრებო:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

გავხსენი ახალი თემა, ვინაიდან წინა უკვე დიდი ხანია 100 გვერდს გადასცდა..
ასე რომ შეკითხვებისთვის, რჩევებისთვის და გამოცდილების გასაზიარებლად აქეთ გადმოვინაცვლოთ bis.gif

Posted by: abelo 12 Apr 2017, 14:49

QUOTE
გამოცდილების გასაზიარებლად


წინა თემაში კარგა ხნის წინ მაქვს დაპოსტილი
იმის მერე ბევრი ვეძებე და მივაგენი

ორთოდონტი
რავინ ჯეირათი up.gif საუკეთესოა

ახლა კუზანოვ დენტში მუშაობს

Posted by: BabeRock 12 Apr 2017, 16:56
პირველი წელი მისრულდება უკვე ბრეკეტების და უკვე ვეღარ ვხვდები მეტი რაღა უნდა გასწორდეს და მაინცდამაინც სამი წელი უნდა მეკეთოს ზუსტად? ადრე მოხსნის პრეცედენტები არსებობს?

ისე კარგი ყოფილა <3 თურმე რამდენ რამეში განვიცდიდი დისკომფორტს, ახლა სულ სხვა მდგომარეობა მაქვს <3

Posted by: ჯი-ნია-ნი 13 Apr 2017, 15:08
რეზინებს მართლა მოხსნის წინა თვეებში აყენებენ მხოლოდ?


Posted by: ვივიანა 14 Apr 2017, 00:06
ჯი-ნია-ნი
გააჩნია შემთხვევას, ზოჯერ დასაწყისშიც აკეთებენ, ზოგჯერ შუაში ან ბოლოში. ინდივიდუალურია.

BabeRock
მოხსნაც ინდივიდუალურია :დ
თვალით შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ იყოს რაღაც დეტალები რის გარეშეც ორთოდონტული მკურნალობის დამთავრება არ არის კარგი. დეტალები კი არა "საკვანძო" საკითხები.


პ.ს. გილოცავთ ახალ თემას ^^

Posted by: დემენტორი 14 Apr 2017, 12:33
QUOTE
რავინ ჯეირათი   საუკეთესოა




ვინ არის? რომელ კლინიკაშია? ძვირი ჯდება?


და აქ ბევრი წერს რომ ნინო ბერიძე არის ძალიან კარგი.
რომელ კლინიკაშია?


იქნებ მირჩიოთ სად მივიდე? კონსულტაცია უფასოა?
* * *
მოკლედ, ძალიან გასასწორებელი არ მაქვს.

უბრალოდ წინა კბილი მაქვს ოდნავ შეტრიალებული და ერთი ეშვი მაქვს უკუღმა. დანარჩენი ისეთი არაფერი. პროსტა ვიცი რომ მარტო ეს ორი კბილიც რომ გასწორდეს თანკბილვა დაირღვევა.

ძალიან ძვირი დაჯდება?

სად მირჩევთ თქვენი გამოცდილებით?

ეკონომიური რომ იყოს და თან ნამდვილად კარგი?

ასევე სასურველია თუ განვადება ექნებათ (შიდა)

Posted by: barbara7 15 Apr 2017, 19:06
abelo
QUOTE
რავინ ჯეირათი  საუკეთესოა

ახლა კუზანოვ დენტში მუშაობს

ბრეკეტებს და ელაინერებსაც იყენებს მკურნალობაში თუ იცით?

Posted by: abelo 16 Apr 2017, 18:47
barbara7
კი ორივეს.
ჩემს შვილს 11 თვე ბრეკეტები ეკეთე, ბოლოს კაპებით შეუცვალა, ახლა ღამე უკეთია მარტო.
იდეალურად გაუსწორა.

Posted by: მაიტო 17 Apr 2017, 17:31
abelo

რა დაგიჯდათ?
ძვირია?

Posted by: abelo 18 Apr 2017, 16:25
მაიტო
ყველაფერი ერთად 2500 ლარი

Posted by: clairdelune 18 Apr 2017, 21:51
იქნებ გამარკვიოთ... ორთოდონტმა, ბრეკეტებთან ერთად თავიდან რამოდენიმე თვე ფირფიტებიც დაგჭირდებაო და იქნებ ამიხსნათ როგორია ეს ფირფიტები, პირს ვერ დახურავ ბოლომდეო და ძალიან შემეტყობა ვიზუალურად რომ პირს ვერ ვხურავ? ცუდი სატარებელია ძალიან? და მოხსნას შევძლებ ხოლმე ჭამის დროს ან კბილების გახეხვის დროს?

Posted by: holden kolpildi 19 Apr 2017, 09:12
მოკლედ მე სადღაც 8 ან 9 წლის უკან გავისწორე კბილები მავთულებით
ორივე ყბაზე მეკეთა დაბლას მუდმივად ვატარებდი
2 საღი კბილი ამომიღეს გასწორებისას (მეოთხე კბილები) 2 წელწადი მეკეთა მერე რეტეინერი უნდა მეტარებია და არ ვატარე და დაბლა ამოღებული კბილებთან პატარა დაშორებები დამრჩა
არის რამე ისეთი საშუალება გასწორების მთლიან ყბაზე რომ არ მომიწიოს ბრეკეტების გაკეთება ????

Posted by: MyDecember 19 Apr 2017, 22:30
clairdelune
QUOTE
იქნებ გამარკვიოთ... ორთოდონტმა, ბრეკეტებთან ერთად თავიდან რამოდენიმე თვე ფირფიტებიც დაგჭირდებაო და იქნებ ამიხსნათ როგორია ეს ფირფიტები, პირს ვერ დახურავ ბოლომდეო და ძალიან შემეტყობა ვიზუალურად რომ პირს ვერ ვხურავ? ცუდი სატარებელია ძალიან? და მოხსნას შევძლებ ხოლმე ჭამის დროს ან კბილების გახეხვის დროს?

ჩვეულებრივი მოსახსნელი პლასტმასისგან დამზადებული ფირფიტებია, დაახლოებით იგივე კონსტრუქციაა რაც ბავშვებს უკეთიათ კბილების გასწორებისას..
მოხსნა გაკეთების დეტალებს უკვე ექიმი გეტყვით..
შესაგუებლად რამდენიმე დღე დაგჭირდებათ, წესით მალევე გაივლით ადაპტაციას..

holden kolpildi
QUOTE
2 საღი კბილი ამომიღეს გასწორებისას (მეოთხე კბილები) 2 წელწადი მეკეთა მერე რეტეინერი უნდა მეტარებია და არ ვატარე და დაბლა ამოღებული კბილებთან პატარა დაშორებები დამრჩა
არის რამე ისეთი საშუალება გასწორების მთლიან ყბაზე რომ არ მომიწიოს ბრეკეტების გაკეთება ????

თუ მხოლოდ აღნიშნული სივრცეებია დასახური, შეგიძლიათ გაიკეთოთ კვლავ მოსახსნელი ფირფიტები ან ბრეკეტები,
დახუროთ სივრცეები და უკვე ამის შემდეგ გაიკეთოთ მოუხსნელი რეტეინერი, სპეციალური მავთული რომელიც წებდება კბილების ენისმხრივი ზედაპირიდან
და ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ მოხდება სვრცეების გაჩენა..
აი დაახლოებით ასეთი კონსტრუქციაა მოუხსნელი რეტეინერი:
user posted image

Posted by: clairdelune 19 Apr 2017, 23:29
MyDecember
დიდი მადლობა, ვიზუალურად რამდენად ჩანს? პირს ვერ დახურავო და ეს მაფიქრებს, ძალიან დამეტყობა პირღია რომ ვივლი? თუ მხოლოდ მე ვიგრძნობ ამას?

Posted by: MyDecember 19 Apr 2017, 23:50
clairdelune
არაფრის
QUOTE
ვიზუალურად რამდენად ჩანს?

არ დაგეტყობათ, როგორც წესი წინ რკალი არ აქვთ ხოლმე ასეთ ფირფიტებს
QUOTE
ძალიან დამეტყობა პირღია რომ ვივლი? თუ მხოლოდ მე ვიგრძნობ ამას

დამოკიდებულია რა სიდიდის კონსტრუქცია იქნება, იშვიათად არის რომ უცხო თვალისთვისაც შესამჩნევი იყოს

Posted by: clairdelune 19 Apr 2017, 23:58
MyDecember
ძალიან დიდი მადლობა smile.gif smile.gif

Posted by: clairdelune 1 May 2017, 01:27
ბრეკეტები გავიკეთე და ძალიან მტკივა კბილები ჭამის დროს და სულ ასე უნდა ვიყო ბრეკეტების ტარების პერიოდში? თუ თავიდან იცის ასე? თან ჯერ მხოლოდ ზედა ყბაზე მიკეთია sad.gif

Posted by: მაქსიმილიან 1 May 2017, 10:36
clairdelune

მეც ახლახანს გავიკეთე და ზუსტად ეგრე ვარ.

გადავა თანდათან.

Posted by: ვივიანა 1 May 2017, 11:31
clairdelune
მაქსიმილიან
დროთა განმავლობაში შეეჩვევით, მაგრამ შესაძლოა ახალი რკალის შემდეგაც გტკიოდეთ.
მსუბუქი გამაყუჩებელი მიიღეთ თუ ძალიან გაწუხებთ.

Posted by: klubnika 1 May 2017, 11:52
გამარჯობა
ხვალ ვაპირებ ბრეკეტების გაკეთებას და რაღაც ჩინურებია არისო არაფრად ვარგაო და რამე ინფო გაქვთ >?

Posted by: Universe 1 May 2017, 21:27
საშინელი თანკბილვა მაქვს. რთული გასასწორებელი. ვიზუალირად ღიმილზე არაფერი ეტყობა, ეს კიდე აუარესებს მდგომარეობას.
კარგი სპეციალისტი მირჩიეთ რა. ფასიც ნორმალური რომ ჰქონდეს...
* * *
abelo
რავინ ჯეირათთან კონსულტაცია რა ღირს?


Posted by: clairdelune 1 May 2017, 23:39
მაქსიმილიან
ვივიანა
დიდი მადლობა, იმედია გაივლის, თორემ წელიწადნახევარი რა გაძლებს ასე...

Posted by: zewa 2 May 2017, 13:44
Guys, თვითლიგირებადი ბრეკეტები გქონიათ ვინმეს?

Posted by: ვივიანა 2 May 2017, 20:08
zewa
არ მქონია, მაგრამ რა გაინტერესებს ?
ან რომელი თვითლიგირებადი ?

Posted by: zewa 3 May 2017, 12:16
ვივიანა
დამონის მეთოდს რასაც ეძახიან.
მაინტერესებს თბილისში ორთოდონტი, ვისაც გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. უნიდენტში და ბერიძის კლინიკაში ჩავეწერე შემდეგ კვირაში კონსულტაციაზე.

Posted by: ვივიანა 3 May 2017, 15:33
zewa
კუბლაშვილი როგორც ვიცი არ იყენებს დეიმონის სისტემას, ზერეკიძე არ ვიცი.
ბერიძესაც Dიდად გულზე არ ეხატება მგონი, მაგრამ მაინც იკითხე.
გაიკითხე კიდევ, რავინი, ნიუდენტში გაარკვიე, მახვილაძის სტომატოლოგიურ ცენტრშიც- ყური მაქვს მოკრული რომ მუშაობენ.
კარგი არჩევანია ნამდვილად up.gif
კონსულტაციაზე ვინც დეიმონით მკურნალობა დრო ჰკითხე მაქსიმალური რამდენი ხანი დაგჭირდება.

Posted by: l-e-v-a-n 4 May 2017, 16:01
მომხსნეს როგორც იქნა ბრეკეტები
კაპები დამამაგრეს დღეს, ქვემოთ რაღაც მავთულია, სულ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც არი გაკვეზებული და ენით ვცდილობ მოცილებას, ძაფის შეგრძნება აქ biggrin.gif
ზემოთ კაპა მაქ ჯერ, 2 კვირა სულ გეკეთოსო.. ლაპარაკში მიშლის ხელს , და ნერწყვიანობა იმატებს ძაან biggrin.gif
ხო რა მაინტერესებს, რო შევისუნთქავ ძლიერად ეს კაპა ეკვრება მთლიანად სასას მარა მერე იწევა ოდნავ ქვემოთ და ეგრე უნდა იყოს თუ ცუდად მაქვს გაკეთებული?

Posted by: ვივიანა 5 May 2017, 11:31
l-e-v-a-n
გილოცავ უბრეკეტობას ^^ როგორ მოგწონს შედეგი?
დარწმუნებული ხარ რომ კაპა სასაზეც გადადის ? აბა სურათი გადაუღე როგორია.
კაპა კბილებზეა ხოლმე მარტო, ინდივიდუალურზე ვამბობ.

Posted by: MrFenix 5 May 2017, 12:09
clairdelune
4-5 დღე გაუძელი smile.gif


ერთი თვეა რაც გავიკეთე და უკვე შევეჩვიე smile.gif
თავიდან პირს რომ ვაწკლაპუნებდი ეგ იყო მაგარი ცოლი კინაღამ გავაგიჟე რა ჯანდაბა გჭირსო biggrin.gif

Posted by: TGroup 5 May 2017, 18:49
უკვე ერთი წელია მარტო ზედა ყბაზე მიკეთია ბრეკეტი და ეს ნორმალურია ? ექიმი მეუბნება არ გჭირდება ჯერ ქვემოთო და biggrin.gif

Posted by: l-e-v-a-n 5 May 2017, 19:53
ვივიანა
ვივიანა
მადლობა, რავი შედეგით კმაყოფილი ვიქნები იმდენი დამიჯდა smile.gif))) 5000 ლარი....
სასაზე გადადიოდა ცოტა და მომენტებში გულის რევის შეგრძნებაც მქონდა და დღეს მოვაჭრევიე ცოტა , მარა ის რო მაქ ქვემოთ მავთული თუ რაცაა, ეგ მიშლის ახლა ნერვებს თითქოს ძაფია გაკვეზებულიო...
კაპებით ვითეთრებ თან უნდა დავიწყო რამდენიმე დღეში ოპალსენის 15% ნემსები მაქ 8 ცალი, 1 ცალი 3წასმა გეყოფაო....

Posted by: ვივიანა 8 May 2017, 22:27
l-e-v-a-n
ნუ მკურნალობაა, კარგ კლინიკაში, კარგ ექიმთან, კარგი მასალით, გასაკვირია არაფერია smile.gif
ხო რაც გაწუხებს ეგეთი მოაჭერი up.gif
არაუშავს შეეჩვევი მაგასაც ქვედა ყბაზე, მერე ვეღარც გაუხსენებ ^^

Posted by: ვივიანა 10 May 2017, 23:04
http://www.radikal.ru
ბრეკეტების ტიპები:
1. მეტალი.
2. მეტალის თვითლიგირებადი.
3. კერამიკა ან საფირი.
4. ლინგვალური

Posted by: klubnika 13 May 2017, 13:51
გამარჯობა
მოკლედ მაინტერესებს კარგი ზღარბუნები სად ვიშოვო ?
სულ იღუნება biggrin.gif
და ეს ზღარბუნები ერთჯერადია თუ ? biggrin.gif
ასევე მაინტერესებს რაიმე რჩევას თუ მომცემთ გამოცდილებიდან გამომდინარე ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებულს. სულ ხეხვაში ვარ მაგრამ მაინც,ან სავლები ან რამე რავი : )

Posted by: MyDecember 13 May 2017, 15:14
klubnika
QUOTE
მოკლედ მაინტერესებს კარგი ზღარბუნები სად ვიშოვო ?

პსპ, ავერსი, ჯიპისი
ასევე არის მაღაზია უნიშოპი პლეხანოვზე ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე'
ინტერდენტალური ჯაგრისებია სხვადასხვა ზომის და დიზაინის..
ერთჯერადები არ არის, სანამ გაფუჭდება და დაკარგავს სიხისტეს მანამდე შეგიძლია გამოიყენო..
ინტერტენტალური ჯაგრისები ბევრი სახის არსებობს, აარჩევ შენთვის მოსახერხებელს დიზაინით და ფორმით:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რაც შეეხება ხეხვას შეეცადე გამოიყენო ორი კბილის პასტა ერთი ჩვეულებრივი და ერთიც მათეთრებელი. ამ უკანასკნელით შედარებით იშვიათად გაიხეხავ
მაგალითად კვირაში 2–3 ჯერ.. მათეთრებელი კბილის პასტა უკეთესად აცილებს ნადებს და ხეხვაც გაგიადვილდება..
რაც შეეხება ჩვეულებრივ ჯაგრისს აარჩიე Medium სიხისტის, ჯაგრულების რამდენიმე სიმაღლით..


მე ჩემ პაციენტებს ძირითადად ამ რჩევებს ვაძლევ,
შენ ორთოდონტსაც ჰკითხე იქნებ სხვა მოვლის საშუალებებსაც გაუწიოს რეკომენდაცია yes.gif

Posted by: ვივიანა 13 May 2017, 21:45
klubnika
ლისტერინი გამოიყენე ყოველ ჯერზე სხვადასხვა ფერის, ერთ ბოთლს რომ დაასრულებ სხვა ფერი. აუცილებლად ალკოჰოლის გარეშე იყოს. ლისტერინი პატარა ბოთლებშიცაა, ჩააგდებ ჩანთაში, ჭამის Mერე გამოივლებ.
კბილების პროფესიული წმენდა 3 თვეში ერთელ.
და ფლოსი გამოიყენე აუცილებლად.

Posted by: clairdelune 29 May 2017, 21:11
ბრეკეტების დაყენებიდან 1 თვეში ოდნავი ცვლილება მაინც არ უნდა მქონდეს? საერთოდ ვერაფერს ვატყობ... ჯერ ზედა ყბაზე მაქვს sad.gif

Posted by: ვივიანა 29 May 2017, 21:56
clairdelune
შესაძლოა რაღაც დეტალებს ვერ ხედავთ, ნუ ნერვიულობთ შემდეგ რკალზე უფრო დაინახავთ, არ იდარდოთ ^^

Posted by: clairdelune 30 May 2017, 21:32
QUOTE
შესაძლოა რაღაც დეტალებს ვერ ხედავთ, ნუ ნერვიულობთ შემდეგ რკალზე უფრო დაინახავთ, არ იდარდოთ ^^

ერთხელ უკვე ვიყავი კორექციაზე, 3 კვირაში ერთხელ მიბარებენ და სწორია? ანუ უფრო მალ მალე მისვლას უკეთესი შედეგი აქვს ვითომ?

Posted by: ვივიანა 30 May 2017, 21:54
clairdelune
როგორც გიბარებენ სწორია ისე, ექიმმა უკეთ იცის როდის რა უნდა გააკეთოს, ნუ ინერვიულებ წინასწარ ნურაფერზე, ჯერ ახლა დაიწყე მკურნალობა ^^

Posted by: l-e-v-a-n 31 May 2017, 03:38
ხო არ იცით ვინმემ კბილის მათეთრებელ ნემსებს, კაპებით გათეთრების დროს % ები რო უწერიათ რას ნიშნავს?
15% ოპალსენის მათეთრებელი მაქ 8 ცალი ნემსი იყო სულ, 1 ნემსი 3 დღე მყოფნიდა საშუალოდ, 6 ვიხმარე, 2 დამრჩა კიდე და უკმაყოფილო ვარ შედეგით

ვაფშე არ მინდოდა კაპები მარა შემომატყუეს : )

ახლა ლაზერით გათეთრება კიდე დამატებით დიდ ხარჯებს მოითხოვს და ოპალსენის მათეტრებელი რო გამოვწერო არც ისე ძვირია ... თუ მომცემს სხვაობას მაგალითად 20% იანი რო ვიყიდო ან 35 % იანი ვაფშე? რას ნიშნავს ეგ საერთოდ? ახლა 15% იანი მაქ

Posted by: ვივიანა 31 May 2017, 17:25
l-e-v-a-n
15% მთელი ღამე შეგიძლია გქონდეს, მაგრამ ღრძილთან უნდა იყო ძალიან ფრთხილად, ამავე დროს მგრძნობელობა მოგემატება. უნდა გაიკეთAო 4-5-ჯერ, გააჩნია როგორი შედეგი გინდა.
35%-იქნი კი დაახლოებით 30-40 წუთი გაიჩერე, ესეც რამდენიმე დღე გაიმოეორე, მგრძნობელობა ნაკლებად გექნება.

Posted by: l-e-v-a-n 31 May 2017, 17:44
ვივიანა
ხო მასე ვშვები, ქვედაზე 3-4 საათი ვიკეთებ და მერე ღამე ქვემოთ რიტეინერს ვიმაგრებ და ზემOთ კაპაში ვუშვებ მაგ სითხეს
4-5 ჯერ არა ბევრად მეტჯერ გავიკეთე და არ ვარ კმაყოფილი biggrin.gif
6 ნემსი გამოვიყენე ანუ სადღაც 18 დღეა ვხმარობ (1-2 ჩაგდებით)
10 გეყოფაო თავიდან მითხრეს, 4 ნემსი რო გამოვლიე მივედი უნიდენტში და კაიაო გაქ შედეგიო არადა ვაფშე არ მაქ შედეგი ან ძაან ცოტა
ხალხს ბუნებრივად აქ ისეთი თეთრი კბილები რო რავი, ეგეთი მინდა მეც ხელოვნური გზებით მქონდეს, ფულს ვიხდი და მაინც არ გამოდის? biggrin.gif

კაპებით გათეთრება ვაფშე არ მინდოდა , ლაზერით გატეთრება მქონდა გადაწყვეტილი ცედექსში ან ალბიუსში ან დენსში უნდა მივსულიყავი მარა იქ რო ვუთხარი რატო უნდა გადაყარო ზედმეტად ფულიო კაპები ისედაც უნდა გაგიკეთოთ და ბარემ სითხესაც გაუშVებ გამათეთრებელს და ეგააო drug.gif კაი მეთქი და დამიჯდა მაინც იმდენი
მაგრად გამიტყდა, მომატყუეს იმენა შემომტენეს, 2 წლიანი ურთიერთობის მერე ტეხავდა სხვანაირად მოქცევა , კაი ჯანდაბასმეთქი ვიფიქრე და გადავიხადე 300 ლარი გათეთრებაშI + ქვედა ყბაზე კაპის დამზადებაში კიდე თანხა კი გამოვიდა 350 მდე, ჩხუბს ვერ ავტეხავდი იქ თორე ნაღდად შევიტენე ეგ უაზროდ, ახლა კიდე შედეგი რო არ მაქ ორმაგად მეშლება ნერვები...
მივიდოდი წყნარად მშვიდად ცედექსში და 1 საათის მერე წამოვიდოდი უკან თეთრი კბილებით facepalm.gif

Posted by: clairdelune 31 May 2017, 20:46
ვივიანა
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: l-e-v-a-n 2 Jun 2017, 20:23
ვივიანა
https://www.amazon.com/gp/product/B001AX3CI8
ეს გამოვწერე
35% ვერ გავრისკე მაინც biggrin.gif
იქნებ ამან მიშველოს... 4ია
სანამ ეს ჩამოვა კი გამომივა 2 კვირიანი შესვენება : )

Posted by: ვივიანა 2 Jun 2017, 22:27
l-e-v-a-n
ვინც მეკითხება კაპებით გავითეთრო თუ კლინიკაში მივიდეო, კაპებს ვეუბნები :დ ამიტომ არ მიკვირს.
მეორე საკითხია ცოტა საკამათო- შენ შეიძლება გაგითეთრდა მაგრამ არ Gაკმაყოფილებდეს, შედეგი გქონდეს მაგრამ ფიქრობდე ჰოლივუდის ფერზე. ამიტომ არ ვიცი რა გითხრა :დ

უი მეც გამოვწერე, ოღონდ 35-იანი :დ ვერ გავუძლებ მგრძნობელობის მომატებას.
მე პირველად ვიკეთებ, ვნახოთ შენც როგორ მოგეწონება.

clairdelune
არაფრის ^^
ორთოდონტიური მკურნალობა დიდხანს გრძელდება, კბილების მოძრაობები ნუ შეგაშინებთ, სანამ ბეეკეტები გაქვთ ყველაფერი გამოსწორებადია.

Posted by: საკურა. 13 Jun 2017, 10:56
ვივიანა
როგორ ხართ ქ-ნ ვივი?... biggrin.gif
პროფესიული შეკითხვა მაქვს... ;დ
გახსოვს ხო რო შარში ვარ... ))) ცოტა ხნის წინ ვიყავი ბერიძესთანაც, ბერიძე მეუბნება რომ უეჭველი უნდა გაიკეთო ყბის სახსარის კატე, მერე უნდა დავბეჭდოთ და კატეს და ამ ნაბეჭდის შედარებით დავადგინოთ შეიძლება თუ არა ბრეკეტის გაკეთებაო....
არადა არ მინდა ეს კატე და დასხივება...ჟელიბონად ხო არ ვიქცევი.. :დ
თათიაც თავიდან მეუბნება, რომ კატე საჭიროაო, მაგრამ მერე "ანაბეჭდები" გააკეთა და იმის შედარებით მითხრა, რომ შეიძლება ბრეის სისტემა დაყენდესო....
ხოდა, რამდენად სანდოა კატეს გარეშე ამის გადაწყვეტა?.... sad.gif
მე-8 კბილი მაქვს თან ამოსაღები და ეს ცალკე დრამაა ჩემითვის...
* * *
აი მეცინება, 3 კბილზე ცერეკი უნდ აგავიკეთო რუსლანთან და ერთი ბჯენი...
მერე გამოკვლევები, მერე ბრეისი....
მერე თეასთან და თუ ყველაფერი გამომივიდა, წლის ბოლოს არმოვაჩენ ალბათ, რომ 8000 ლარი მივათხლიშე ჩემ კბილებს და ამ ყველაფრის ფონზე რომ აღმოჩნდეს ბრეისი არ უნდა გამეკეთებინა, და უფრო ცუდი შედეგი მივიღე, ჩვეულებრივად ავდგები და ან ვინმეს მოვკლავ, ან თავს მოვიკლავ...sad.gif biggrin.gif

Posted by: ვივიანა 14 Jun 2017, 22:38
საკურა.
კარგად შენ როგორ ხარ biggrin.gif
კი მახსოვსხარ როგორ არა.
ე.ი. პირველ რიგში, სახსარი გაწუხებს ისევ (მახსოვს რომ გტკიოდა) ?
ცენტრალური კბილების ფესვები რა მდგომარეობაში გაქვს ?

ზოგადად სახსრის პრობლემის დროს უნდა მოხდეს აუცილებლად კატეს გადაღება, განისაზღვროს რა პრობლემაა, რა შეიძლება გაკეთდეს და შემდეგ მკურნალობა.
დიაგნოსტიკა ვერ მოხდება რენდგენის გარეშე.
რენდგენს რაც შეეხება კატეს გაკეთება დაახლოებით 5-6 თვეში ერთხელ არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის,ზოგადად კი უკეთესია ერთსა და იმავე რენდგენოლოგთან იღებდე.
სახსრის მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ფიქრი უკვე ბრეკეტებზე, ოღონდ თუ ცენტრალურების ფესვები არ არის კარგ მდგომარეობაში ნაკლებად სასურველია გაკეთება.
რაც შეეხება ბრეკეტების დაყენებას უმჯობესია ყოველთვის მინიმუმ ორთოპანტომოგრამა იყოს გარჩეული და შემდეგ უკვე მკურნალობის დაწყება. კატეს თუ იკეთებს პაციენტი საერთოდაც ზეიმია ექიმისთვის. ორთოდონტიაში კი კარგი დიაგნოსტიკა მკურნალობის მესამედ გზას ნიშნავს ლამის ;დ

ეხლას რას იკეთებ ? თეა -პაროდომტოლოგი?
კარგად დაგეგმე ყველაფერი. არ იჩქარო

Posted by: საკურა. 15 Jun 2017, 09:34
ვივიანა
QUOTE
ე.ი. პირველ რიგში, სახსარი გაწუხებს ისევ (მახსოვს რომ გტკიოდა) ?

წუხულით არ მაწუხებს საერთოდ, აი ძალიან იშვიათად თუ გამიტკაცუნდება, მაგრამ ტკივილის მომენტი არ მაქვს, უფრო ფსიქოლოგიურია, რომ ვიცი პრობლემურია და სულ ვამახვილებ...
QUOTE
ცენტრალური კბილების ფესვები რა მდგომარეობაში გაქვს ?

იდენტური სიტუაციაა....ახალი პანორამა არ გადამიღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რეგრესიას არ განიცდის....რამე რომ იყოს, იმდენად მოკლეა ფესვი, ეგრევე მივხვდებოდი, სიმართლე გითხრა, ორსულობის მეშინია ცოტა, თორემ დარწმუნებული ვარ, თუ მაგ დროს არ მიღალატე, ისე კარგად მექნება, ამიტომ მშვიდად ვარ....
სანამ მე ბავშვი მეყოლება, მანამდე დიდი დროა და მოვუფრთხილდები და მერე უკვე აღარ ვიცი რას ვიზამ.... biggrin.gif

QUOTE
სახსრის მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია ფიქრი უკვე ბრეკეტებზე, ოღონდ თუ ცენტრალურების ფესვები არ არის კარგ მდგომარეობაში ნაკლებად სასურველია გაკეთება.
რაც შეეხება ბრეკეტების დაყენებას უმჯობესია ყოველთვის მინიმუმ ორთოპანტომოგრამა იყოს გარჩეული და შემდეგ უკვე მკურნალობის დაწყება. კატეს თუ იკეთებს პაციენტი საერთოდაც ზეიმია ექიმისთვის. ორთოდონტიაში კი კარგი დიაგნოსტიკა მკურნალობის მესამედ გზას ნიშნავს ლამის ;დ

მთელი პრობლემა რაა იცი? ნინო ბერიძემაც კი ვერავინ მითხრა, ვინც მიმკურნალებს სახსარზე....
გვენეტაძესთან რომ ვიყავი, დათხელებულია და მერე რაო, მშვიდად მითხრა...
ტკივილით არ მაწუხებს, ტკაცუნითაც თითქმის არა, ბრეგაძემ ერთადერთი რაც გამიკეთა ადრე იყო სახსარში ნემსი, ანუ რეალურად ვერც ერთი ქირურგი ვერ მეუბნება რა მკურნალობა შეიძლება მოხდეს.... 4 ქირურგიდან ვერც ერთი ვერ ხედავს პრობლემას და ბუნებრივად მიიჩნევს...
არადა, ადამიანი მინდა ვისთანაც სისტემატიურად ვივლი გასაკონტროლებლად და მეტყვის რომ სახსარის გაძლიერების რაიმე მეთოდი არის... :დ
ბრეკეტებს რაც შეეხება, ზემოთ ცენტრალურ კბილებზე გამორიცხულია ბრეისი, ბოლო 4 კბილზე უნდა გაკეთდეს მხოლოდ, მე-6 კბილის სიდიდის გამო, თავის დროზე არ არის სწორად გადაადგილებული, და რკალიდან არის ამოვარდნილი, რაც ოდნავ ასიმეტრიას იწვევს....
მთლიან ყბაზე ქვემოთ შეიძლება გაკეთდეს...
QUOTE
ეხლას რას იკეთებ ? თეა -პაროდომტოლოგი?
კარგად დაგეგმე ყველაფერი. არ იჩქარო

ახლა პირველ რიგში მივდივარ რუსლანთან გვარიშვილთან და ვიკეთებ მე-7 კბილს, რომელიც ჰაიმორის ღრუშია და უნდა გადავიბჟინო თავიდან, პარალელურად შევამოწმებ კისტასაც, რომელიც წესიტ დაპატარავებული უნდა იყოს მე-6 კბილის დაბჟენის შემდეგ....
რომ ჩამოვალ, ალბათ გავიკეთებ კატეს და მივდივარ ბერიძესთან, რომელიც ალბათ ნახავს ვინმე ყბა-სახის ქირურგს და ერთად მეტყვიან შეიძლება თუ არა ბრეისის გაკეტება/.///
პარალელურად მივალ ალბიუსში, თათიასთან, რომელტანაც ვგეგმავ რეალურად ბრეისის გაკეთებას, მაგრამ მინდა ვიცოდე რომ ბოლომდე გადავამოწმე ყველასტან ვისაც ასე თუ ისე მოეკითხება აზრი, თათია უკვე თეასთან (პარადონტოლოგი) და ყბა-სახის ქირურგთან ერთად გადაწყვეტს ასევე შეიძლება თუ არა გაკეთება ბრეკეტის.... ორივე "კონსილიუმის" აზრს რომ მოვისმენ, საბოლოოდ გადავწყვეტ მერე....
თეა შეამოწმებს პარადონტოლოგიის მხრივ, თუ საჭიროა ბრეისის პარალელურადაც გავიკეთებ პლასტიკას, თუ მითხრა რომ არ გვჭირდება ამ ეტაპზეო ბრეისის მერე....
ხო კიდევ, ამ ორი კონსილიუმის გარდა, აუცილებლად მივიტან კატეს ბრეგაძესთან და გვენეტაძესთან და მათ აზრსაც მოვისმენ....
ხო კიდევ რუსლანი მალე იტალიაში მიდის, სემინარს ატარებს, ხოდა იმედი მაქვს რამე ახალი ინფორმაციით ჩამოვა ამ ჩემ ფესვებთან დაკავშირებით... :დ
არ ვჩქარობ, გადავწყვიტე, რომ სადაც აქამდე მოვიდა ისე, რომ არ შევუწუხებივარ ფესვებს და ვერც ვერაფერს გავიგებდი, რამდნეიმე თვე არაფერია, მთავარია ზუსტად დავგეგმო ყველაფერი....
წინა კბილებზე ფიქსაციისთვის მუდმივ რეტეინერს გავიკეთებ ალბათ და ეგ იქნება....
მეცინება, ყველაზე სასაცილო ისა,ა რომ ბევრი ადამიანი ვინც პირველად მხედავს ხოლმე, აღნიშნავს რა ლამაზი კბილები გაქვს და რა თეთრიო და მე წესიტ ამ დროს უნდა გავუღიმო და მადლობა უნდა ვუთხრა და ხასიათი მეშხამება.. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ვივიანა 15 Jun 2017, 12:17
საკურა.
მგონი ტყუილად ნერვიულობ :დ
თუ არ გაწუხებს სახსარი შეეშვი, სახსრის ექიმი- გნათოლოგი არავინაა საქართველოში ამ ეტაპზე.
ის რომ გიტკაცუნებს წელიწადში ორჯერ არაფერია, მე ქვეოვარდნილობა მაქვს და ფართოდ გაღება სულ ტკაცუნებს biggrin.gif უბრალოდ არ ინკურნება და ვარ შეგუებული.
მეექვსე კბილებს რაც შეეხება- რას ამბობს ორთოდონტი? კონტაქტები არ არის სწორად ?
თამთა რა გვარია ? ალბიუსში 2 ორთოდონტია ნანეიშვილი და კოჭლაშვილი როგორც მახსოვს.

რენდგენები Aრ მაქვს შენი ნანახი, არც პირის ღრუში ვიცი რა ხდება, მაგრამ Eსე მოყოლიდან მე შენს ადგილზე ალბათ რეტეინერს გავიკეთებდი ცენტრალურებზე და პაროდონტოლოგთან კარგ კონსულტალაციას გავივლიდი, გავიგებდი რისი გაკეთებაა Aუცილებელი.
ჯანმრთელობას ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება მაგრამ ოქროს შუალედი ყველაფერში აუცილებელია ^^ :*


Posted by: საკურა. 15 Jun 2017, 14:34
ვივიანა
კი, კონტაქტები არ ემთხვევა, თან მე-8 კბილი მაქვს ამოსაღები...
ყველაზე მეტად ეს აყენებს დარტყმას სახსარს, არ აძლევს ყბას სწორად დახურვის საშუალებას...

რეტეინერს უეჭველი გავიკეთებ, ქვემოთაც ბრეისი თუ შეიძლება ამასაც, უფრო მე-6 კბილების სივრცის შესავებად ალბათ....
QUOTE
პაროდონტოლოგთან კარგ კონსულტალაციას გავივლიდი, გავიგებდი რისი გაკეთებაა Aუცილებელი.

ამ მხრივ ნაცვლიშვილს ვენდობი მთლიანად თან...
თეა რომ გავიცანი, გეფიცები ცოტა დავმშვიდდი... :დ

არ მახსოვს გვარი, ვიპოვი საიტზე და მოგწერ...

Posted by: ვივიანა 15 Jun 2017, 21:17
საკურა.
ამოიღე მერვე კბილი, მიდი გიორგი ღვიანიაშვილთან, პირადად მე ოთხივე მერვე 40 წუთში ამომიღო. ვინც ვიცი მასთან მისული ყველა კმაყოფილია.
მერვე კბილიც ართულებს სახსარზე სიტუაციას და მეექვსე და მეშვიდეც. ზოგადად კბილების კონტაქტები განსაზღვრავს ბევრ რამეს.

ხო მეც ვიცი რომ კარგი ექიმია ნაცვლიშვილი, თანამედროვე შეხედულებები აქვს პარიდიტოლოგიაში როგორც ამბობენ.

იყოს არაუშავს ^^


Posted by: საკურა. 16 Jun 2017, 09:16
ვივიანა
QUOTE
ამოიღე მერვე კბილი, მიდი გიორგი ღვიანიაშვილთან, პირადად მე ოთხივე მერვე 40 წუთში ამომიღო. ვინც ვიცი მასთან მისული ყველა კმაყოფილია.

რომელ კლინიკაში მუშაობს?
ხო, კონტაქტები თაბაშირზე რომ ვნახე. მე-8 მართლა საშინელებას სჩადის, ნუ ჩემ შემთხვევაში... :დ

Posted by: ვივიანა 16 Jun 2017, 22:57
საკურა.
როიალ დენტში, ჩასაწერად დარეკე აუცილებლად, ცოტას კი გაწვალებენ მგონი მაგაზე.
უიჰ ;დ არაუშავს დალაგდება ყველაფერი ^^

Posted by: girjgi 19 Jun 2017, 08:48
გამარჯობა, ვარ 24 წლის და მაქვს სახის ასიმეტრია, გამოწვეული ჯვარედინი თანკბილვით, იქნებ დამაკვალიანოთ ამ ასაკში რა მატერიის ბრეკეტები იქნება კარგი რომ გავიკეთო. და რამდენიხანი უნდა მეკეთოს?

Posted by: ვივიანა 19 Jun 2017, 16:06
girjgi
მეტალის ბრეკეტები უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით, სიტუაციის მიხედვით გეტყვით ექიმი, მინიმუმი კი უმეტესად აქტიური ბრეკეტებით წელიწად-ნახევარია.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი არ გაწუხებთ ზოგადად ? ან ტკაცუნი, ხმა, გაღების დროს დისკომფორტი ?

Posted by: girjgi 20 Jun 2017, 12:05
ვივიანა
დიდზე როცა ვაღებ ყბას მაშინ ტკაცუნებს და შემიძლია ისეც ვატკლაცუნო, თუ ყბას გვერდით გავამოძრავებ. ნუ დისკომფორს არ მიქნის მაგრამ მთავარი უფრო სხვაა. ასიმეტრია მაქ, ერთი მხარე საითაც კბილები კარგად ედება ერთმანეთს და უმეტეს შემთხვევაში რომელ მხარესაც ვჭამ საჭმელს იმ მხარეს კარგად არის კუნთები განვითარებული და ფორმაც მომწონს, ხოლო მეორე მხარე გაუნვითარებელია და ის პროფილი არ მომწონს.

მოკლედ ფოტოებს გამოგიზავნი პმ და იქნებ დამაკვალიანო.

Posted by: whistler 21 Jun 2017, 10:14
გამარჯობა

კბილების ამოსვლის დროს ეშვის ამოღება დავაგვიანე, მერე კი ამოვიღე, მაგრამ ახალი ეშვი ცოტა ზემოდან წამოვიდა. მინდა გასწორება და 6-7 თვე ფირფიტას ვატარებდი ზედა ყბაზე. შედეგი იყო, ჩამოიწია და ადრინდელთან შედარებით გასწორდა. გუშინ გავიკეთე ბრეკეტები, ესეც მხოლოდ ზედა ყბაზე ჯერ.

იქნებ მითხრათ გასწორდება ? გქონიათ ანალოგიური შემთხვევა ?

Posted by: ვივიანა 21 Jun 2017, 13:54
whistler
ბრეკეტებით გასწორდება და ჩადგება რკალში up.gif

Posted by: whistler 21 Jun 2017, 23:50
QUOTE
ბრეკეტებით გასწორდება და ჩადგება რკალში 

მადლობა პასუხისთვის და კიდევ, კბილების ტკივილი ნორმალურია ბრეკეტების გაკეთების პირველ დღეებში

Posted by: ვივიანა 22 Jun 2017, 01:45
whistler
არაფრის.
კი ნორმალურია ტკივილი, რკალის გამოცვლის შემდეგ ასე თუ ისე იგრძნობთ.
შევიძლიათ გამაყუჩებელი მიიღოთ თუ ძალიან გაწუხებთ.

Posted by: cuda 23 Jun 2017, 17:19
swoop ზე როა ფასდაკლებები მეტალის ბრეკეტებზე ღირს იმ კლინიკებში გაკეთება? სადაც ზოგადად დავდივარ იქ 1000 ლარი მითხრეს ორივე ყბა მეტალის , და swoop ზე კიდე 270-300 ლარად საკმაო ვარიანტებია ისიც ორივე ყბა დაამხელა სხვაობა რატოა , არაფერია 270 ლარი მარა გული არ მიმიწევს მაინც biggrin.gif

Posted by: barbara7 25 Jun 2017, 10:09
ვივიანა
დეიმონის ბრეკეტების უპირატესობას რა განსხვავებული მექანიზმი განაპირობებს ხომ არ იცით?

Posted by: ვივიანა 25 Jun 2017, 12:11
barbara7
პასიური თვითლიგირებადი ბრეკეტია, არ გამოიყენება ლიგატურები ანუ ბრეკეტის დასამაგრებლად რეზინა, ხახუნის ძალაც ნაკლებია, კბილების გადაადგილებად უფრო ნაკლები ძალით მიმდინარეობას, ნაკლებად მტკივნეულია პაციენტისთვის და ნაკლებად "საზიანოა" ძვლისთვის. + ჰიგიენურია ბევრად.
შესაძლებელია Mკურნალობამ მაქსიმინ წელიწად-ნახევარი გაგრძელდეს ( ზოგჯერ ბევრად ნაკლები). ექიმთან სიარული თვე-ნახევარ ან 2 თვეში ერთხელ მოგიწევთ.
იუთიბზე ან გოგოლში ჩაწერეთ დეიმონ სისტემა, უამრავ ვიდეოს ნახავთ.
მე პირადად დეიმონიათაც ვმუშაობ და აქტიური ბრეკეთითაც და თვითლიგირებად აქტიურითაც, დეიმონი ჩემი ფავორიტია ვაღიატებ, ვიმედოვნებ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ უნეტესობა პაციენტები დეიმონით მეყოლება.
მინუსი კი ფასია.

ბევრი ორთოდონტი იმასაც ამბობს რომ ნაკლებ შემთხევაში იღებს კბილს, მე მაინც მომხრე ვარ რენდგენოლოგიურმა დიაგნოსტიკამ გადაწყვიტოს ეს.

Posted by: xucishvili 5 Jul 2017, 10:26
ლინგვალური ანუ უხილავი ბრეკეტები ამის ფასს ხომ ვერ მეტყვით? ზედა ყბაზე მარტო

Posted by: CigarettesAfterSex 5 Jul 2017, 22:12
პროფესიონალთან თავიდან ბოლომდე კბილების გასწორება (გათეთრების გარეშე ) 3000 ლარი საკმარისია ? მეთოდები არვიცი სხვადასხვაა ბაზარიარაა მაგრამ არცისე გასასწორებელიმაქვს ერთი სიტყვით რა მაგრამ ბრეკეტები მაინც მინდა ვფიქრობ

Posted by: enki-benki 10 Jul 2017, 15:05
ბრეკეტები მიკეთია უკვე და ახლა გარკვეული მიზეზების გამო მინდა შეცვლა ექიმის. დათანხმდება რომელიმე ექიმი სხვის დაყენებულ და დაწყებულზე გააგრძელოს? გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა? იქნებ მირჩიოთ ვინმე?

Posted by: whistler 12 Jul 2017, 19:07
გამარჯობა

ზედა ყბაზე ბოლო კბილიდან ამომივარდა ბრეკეტი, უბრალოდ მოძვრა და ისევ დამაგრება შესაძლებელია ალბათ და ფული იქნება გადასახდელი ?

Posted by: vikingi 12 Jul 2017, 19:09
whistler
QUOTE
ზედა ყბაზე ბოლო კბილიდან ამომივარდა ბრეკეტი, უბრალოდ მოძვრა და ისევ დამაგრება შესაძლებელია ალბათ და ფული იქნება გადასახდელი ?

არ უნდა იყოს წესით გადასახდელი. მე მომძვრა რამდენჯერმე და არაფერი გადამიხდია.

Posted by: clairdelune 18 Jul 2017, 13:09
ჯერ ზედა ყბაზე მიკეთია ბრეკეტი და ქვედაზე კბილი მაქვს დასაპლომბი სანამ გავიკეტებ და სინჯი მაქვს გასაკეთებელი გამაყუჩებელზე, ხომ ვერ მირჩევთ კლინიკას სადაც ცოტა დაბალ ფასში აკეთებენ სინჯებს? (სასურველია საბურთალოს, ვაკის ან რუსთაველის ტერიტორიაზე)

Posted by: RiskEverything 21 Jul 2017, 22:05
კბილის ძაფს (ინგ. floss) ბრეკეტებში როგორ აძვრენთ?! ძაან მიჭირს... ეს პროდუქტი ვნახე (ინგ. floss threader, ქართულად რა ჰქვია არ ვიცი):

http://www.gumbrand.com/gum-eez-thru-floss-threaders-840a.html
https://www.youtube.com/watch?v=A9X4aFH6tx4 (ეს იმისთვის, რომ უკეთესად მიხვდეთ რაზეა საუბარი)

და ვინმემ ხო არ იცით სად იყიდება?

კლინიკა უნიდენტის პირდაპირ რომ სტომატოლოგიური მაღაზიაა უნიშოპი, აღმაშენებლის 117-ში, მანდ ვიყავი დღეს და არ ჰქონდათ, ორთოდონტული ცვილიც არ ჰქონდათ და რამე კარგი მაღაზია არ იცით, სადაც იშოვება ეს ნივთები?

Posted by: Universe 26 Jul 2017, 17:31
klubnika
ორივე ყბაზე გაიკეთე? ვისთან, და რა დაგიჯდა?

ხვალ მივდივარ კონსულტაციაზე, ვნერვიულობ, რას მეტყვიან.
* * *
ბერიძესთან ვიყავი და სახსარი მაქვს გასასწორებელი mo.gif


ვივიანა
ჰეფი დენტის კლინიკაში როგორი ორთოდონტები ყავთ ხომ არ იცი?
სადაზღვევო სხვასთან არ თანამშრომლობს...

Posted by: ვივიანა 27 Jul 2017, 17:55
Universe
ნუცუბიძის 2-შია ხომ ?
როგორც ვიცი კარგია, თუ არ ვცდები ორჯონიკიძეა.
რა გითხრეს კონსულტაციაზე?

Posted by: Universe 27 Jul 2017, 23:23
ვივიანა
ნინომ ყბის სახსარია გასასწორებელიო, არ ზის ერთმანეთში, გვერდით მიდის ქვედა. კაპებს დავაყენებთ და მერე, შესაბამისად ბრეკეტები დაყენდებაო.
ისე ვნერვიულობდი არ ეთქვა არაფერი ჭირს შენს კბილებსო, რადგან ყველა მაგას მეუბნება რა გაქვს გასასწორებელიო, ამოვისუნთქე biggrin.gif

QUOTE
ნუცუბიძის 2-შია ხომ ?
როგორც ვიცი კარგია, თუ არ ვცდები ორჯონიკიძეა.

კი, ნუცუბიძეზე. არაფერი მსმენოდა მაგ კლინიკაზე. მართლა საიმედო სპეციალისტი მინდა. მადლობა რომ გამომეხმაურე. ანუ ღირს ორჯონიკიძესთან?

Posted by: ვივიანა 27 Jul 2017, 23:53
Universe
ნინო ბერიძესთან იყავი ?
სახსრის მკურნალობა საკმაოდ რთულია, დიდი ცოდნა სჭირდება.

კი როგორც ვიცი კარგი გოგოა, მიდი კონსულტაციაზე, დაელაპარაკე, ნახე რას გეტყვის ^^

რა არ მოგწონს ისე შენს კბილებში? ანუ ორთოდონტს რატომ მიაკითხე?
რისი მადლობა ^^

Posted by: Universe 28 Jul 2017, 00:36
ვივიანა
ჰო, ბერიძესთან ვიყავი. ვერ ვაღებ პირს ნორმალურად და სულ იმის შეგრძნება მაქვს რომ არასწორად ზის ზედა ქვედა ყბის კბილები ერთმანეთზე, ხშირად მეძაბება, დისკომფორტს მიქმნის.

QUOTE
სახსრის მკურნალობა საკმაოდ რთულია, დიდი ცოდნა სჭირდება.

ბერიძეზე რას ფიქრობ? მე რატომღაც მხოლოდ მას ვენდობი, შეიძლება გადაჭარბებულად, ამიტომ ვერ გადამიწყვეტია მასთან დავრჩე თუ სადაზღვევოს კლინიკას მივმართო. კონსულტციაზე კი მივალ იქაც, მაგრამ ამით რას გავიგებ როგორი ორთოდონტი იქნება ჩემი კბილებისთვის...

Posted by: ვივიანა 28 Jul 2017, 00:41
Universe
არ ვიცი ბერიძე სახსარს როგორ მკურნალობს sad.gif არც გამიგია ვინმესგან.
ზოგადად აქამდე ვიცოდი რომ სახსრის სპეციალისტი ანუ გნათოლოგი არ გვყავდა საქართველოში.

როგორ ვერ გაიგეებ, ექიმი როგორ დაგელაპარაკება, მკურნალობის როგორ გეგმას შემოგთავაზებს, რას გირჩევს- ამის მიხედვით წარმოდგენა შეგექმნება.


Posted by: Universe 28 Jul 2017, 00:56
ვივიანა
აბა როგორ მკურნალობენ ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს? უყურადღებოდ ტოვებენ უბრალოდ?sad.gif

მხოლოდ სახსარი არაა ჩემთან. გასწორების შემდეგ, რაც კაპებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი ქირურგიული ჩარევით ხდებაო, კბილები შესაძლოა კიდევ აცდნენ ერთმანეთს, ამიტომ ბრეკეტებიც დამჭირდება მერე.

გარკვეული რომ ვიყო საკითხში ალბათ მივხვდებოდი რამდენად კარგ სამკურნალო გეგმას შემომთავაზებენ. მეორე საკითხია რამდენად კარგად იყენებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში.

Posted by: ვივიანა 28 Jul 2017, 01:08
Universe
ეგრე გამოდის :დ
სახსარს სჭირდება წლობით სწავლა, ბევრი პრაქტიკა, უამრავი დეტალის ცოდნა. ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ ამ ყველაფერს, ჯერ მწვერვალის დასაწყისში ვართ. ვისაც ძალიან აწუხებს და შესაძლებლობა აქვს მიდის ერევანში.

თუ ზოგადად გასასწორებელი გაქვს გჭირდება და თან გაწუხებს სახსარი- გჭირდება კაპებით მკურნალობაც და Bრეკეტიც.
თუ მხოლოდ სახსარი გაწუხებს - კაპებით მკურნალობის შემდეგ თერაპია ან ორთოპედია ან არაფერი ( თუ თანკბილვის ანომალია არ გაქვს).
ოპერაციებიც კეთდება, გააჩნია სიტუაციას.

Xო არ ვიცი, შესაძლოა რთულია, მე პირადად არამარტო სტომატოლოგთან , ზოგადად ექიმთან მისვლია შემდეგ მგონია რომ ვხვდები როგორია ( ალბათ ეს მხოლოდ ჩემი წარმოდგენაა).
საუბრით რომ Mოგეწონება შემდეგ გაიკითხავ, ეყოლება პაციენტები და იპოვი ვიღაცას.

Posted by: Universe 28 Jul 2017, 01:25
ვივიანა
ოპერაციაზე მითხრა ერევანში აკეთებენო. იმედია არ დამჭირდება.

QUOTE
ზოგადად ექიმთან მისვლია შემდეგ მგონია რომ ვხვდები როგორია

მეც, ჩემი სუბიექტური შეფასება გადაწონის ხოლმე მრავალთა შეფასებებს. მცირე დეტალიც გულს მიცრუებს. ერთ კლინიკაში სამი საათიდან არცერთი არ იყო ზუსტი და მის მერე აღარც მივსულვარ lol.gif facepalm.gif

მივალ ორჯონიკიძესთან, რას მეტყვის.


2kiss.gif
* * *
აი, ქვედა კბილები როგორ აცაბაცაა, თან შეწეულია. ეშვებიც გასასწორებელი მაქვს.
უმსგავსო ფოტო მაპატიეთ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: maryyam 30 Jul 2017, 21:19
QUOTE (clairdelune @ 18 Jul 2017, 13:09 )
ჯერ ზედა ყბაზე მიკეთია ბრეკეტი და ქვედაზე კბილი მაქვს დასაპლომბი სანამ გავიკეტებ და სინჯი მაქვს გასაკეთებელი გამაყუჩებელზე, ხომ ვერ მირჩევთ კლინიკას სადაც ცოტა დაბალ ფასში აკეთებენ სინჯებს? (სასურველია საბურთალოს, ვაკის ან რუსთაველის ტერიტორიაზე)

"სტომატოლოგიური მომსახურების ჯგუფში" გაიკეთე ბრეკეტები?

Posted by: otikosi 31 Jul 2017, 01:05
გამარჯობათ, 10 თვეა მიკეთია საფირის ბრწკეტები, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში დავდივარ. მოკლედ რაღაცამ დამაეჭვა და თუ ერკვევით იქნებ გამარკვიოთ? დაახლებით ბრეკეტების დაყენებიდან მეორწ ტვეს ბრეკეტებზე გამიკეტეს გადაჯვარედინებული სინები, შიგნით ჩვეულებრივი რკალი და გარედან ეს გადაჯვარედინებულო, სამი თვე მიკეთებდნენ ასე მერე მომხსნეს ორი თვე, მერე ისევ გამიკეთეს, წინა თვეში სევ ჩვეულებრივი რკალი და რეზინწბი მეკეთა, ბოლო კონსულტაციაზე ამჯერად შიგნიდან გამიკეთა გადაჯვარედინებული სინა, მერე რკალი და რეზინა დაამატეს ამ რკალს კიდევ, ანუ ეხლა რკალის შიგნით გამიკეთეს ეს სინა, ვერ გავიგე ასე ხან შიგნით , ხან გარეთ, ხან მოხსნილი ნ ორმალურია? უკვე ვფიქრობ რომ რაღაც ეშლება ექიმს, თან ოდნავ მქონდა გასასწორებელი, ეხლაც მეჩხუბებიან ოჯახში რად გინდოდა ბრეკეტებიო, წინა ვიზიტზე მე ვუთხარი რომ წინა კბილი ცუდად მქონდა და ვკითხე გამისწორდებოდა თუ არა, თავიდან იუარა მერე ბრეკეტი შემიცვალა sad.gif შემდეგ მისვლაზე კიდე სხვა კბილზე უნდა ვუთხრა . ნუ ქვედა ყბაზე კდე ცალკე თემაა, ერთი კბილი ძალიან ზემოთ ამომეწია და დაშორებები გამიჩნდა ორივე მხარეს. რას მეტყვით ეს ყველაფერი ნორმალურიაა?

Posted by: ვივიანა 31 Jul 2017, 14:22
Universe

კარგად გაგისწორდება ბრეკეტებით ^^


otikosi
კი ნორმალურია ეგ ყველაფერი, ყველა პაცინეტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება. ექიმი თავად კარგად ხედავს როდის რა არის საჭირო. რაც არ მოგწონს კიდევ უთხარი, მაგრამ ისედაც გამოსწორდება ყველაფერი, მითუმეტეს ბრეკეტი გიკეთია, ჯერ 1 წელიც არაა გასული.

Posted by: Universe 31 Jul 2017, 17:50
ვივიანა
ვიყავი ორჯონიკიძესთან. ყურადღებიანია. კონსულტაციაზევე გადამიღო სურათები, ანაბეჭდები ამიღო, ამიხსნა რა პრობლემაა და რა შეიძლება გაკეთდეს. გეგმასაც შემდეგი შეხვედრისთვის გაამზადებს, სახსრების 3D-ს როცა მივუტან.
გადავიღე უკვე ეგეც, იქვე მითხრეს არ ზის თავის ბუდეშიო სახსარი.

მოკლედ დავმშვიდდი და იმედი მომეცა, რომ უსაშველო არ მჭირს smile.gif)

კონსულტაცია უფასო იყო, ბერიძესგან განსხვავებით, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ჩემი ჩივილების მოსმენის გარდა :/
* * *
ერთი რაც არ მომეწონა, მერვე კბილები, ოთხივე უნდა ამოიღოო givi.gif წყობას არღვევენ როგორც წესიო. არადა ჯანმრთელი კბილებია, თან არასდროს ამომიღია და მეშინია კიდეც.

Posted by: otikosi 1 Aug 2017, 02:32
QUOTE (ვივიანა @ 31 Jul 2017, 14:22 )

otikosi
კი ნორმალურია ეგ ყველაფერი, ყველა პაცინეტს ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება. ექიმი თავად კარგად ხედავს როდის რა არის საჭირო. რაც არ მოგწონს კიდევ უთხარი, მაგრამ ისედაც გამოსწორდება ყველაფერი, მითუმეტეს ბრეკეტი გიკეთია, ჯერ 1 წელიც არაა გასული.

დიდი მადლობა, დავმშვიდდი smile.gif მანამდე ფირფიტები მეკეთა და ისე დამიმახინჯეს კბილები იმის მერე ცოტა ნეშინია smile.gif კიდე კარგი მოვიხსნი თავის დროზე და ჩადგა კბილები თავის ადგილას smile.gif) კიდევ რა მაინტერესებს იცით, რაც ბრწკეტები მაქვს სულ სენსოდინით ვიხეხავ მათეთრებლით და არააა ხო არანაორი პრობლემაა?

Posted by: ვივიანა 2 Aug 2017, 17:29
Universe
ძალიან კარგი ^^ ამიტომ სჯობს ხოლმე კონსულტაციაზე მისვლა.
არაფერი გექნება გამოუსწორებელი :*

otikosi
არაფრის, რისი მადლობა.
ხო მესმის, გამოცდილებამ იცის ხოლმე.
ზოგადად სჯობს რომ კბილის პასტა ფლაკონის დამთავრების შემდეგ გამოიცვალოს, მათეთრებელს რომ იხმართ შემდეგ ღრძილებიათვის, შემდეგ ფტორირებული, ბოლოს მცენრაეული და ისევ თავიდან, ან სხვა თანმიმდევრობა. ბრეკეტების დროსაც იგივე რჩევაა ზუსტად.

Posted by: otikosi 3 Aug 2017, 13:15
QUOTE (ვივიანა @ 2 Aug 2017, 17:29 )


otikosi
არაფრის, რისი მადლობა.
ხო მესმის, გამოცდილებამ იცის ხოლმე.
ზოგადად სჯობს რომ კბილის პასტა ფლაკონის დამთავრების შემდეგ გამოიცვალოს, მათეთრებელს რომ იხმართ შემდეგ ღრძილებიათვის, შემდეგ ფტორირებული, ბოლოს მცენრაეული და ისევ თავიდან, ან სხვა თანმიმდევრობა. ბრეკეტების დროსაც იგივე რჩევაა ზუსტად.

დიდი მადლბაა smile.gif გავითვალისწინებ რჩევას აუცილებლად smile.gif

Posted by: lelukaa 11 Aug 2017, 10:48
კორექციიდან მეორე დღეს მომძვრა ბოლო ორ კბილზე ბრეკეტი, სექტემბრის
დასაწყისამდე გამოსული ვარ თბილისიდან და ძაან დაშავდება რამე ამასობაში?

Posted by: Universe 12 Aug 2017, 00:10
ვივიანა
ვივი, კაპების ალტერნატივა, უკან კბილებზე რომ მაგრდებოდეს მხოლოდ არაფერია?
სადიაგნოსტიკო-სამკურნალო, ბრუქსიზმის საწინააღმდწგოდ.

Posted by: ვივიანა 13 Aug 2017, 22:51
Universe
ბრუქსიზმის დროს არ გამიგია სხვა რამეს იყენებდნენ. კაპას ვერ ეგუები?
ბრუქსიზმი გაქვს ?

Posted by: Universe 13 Aug 2017, 23:29
ვივიანა
QUOTE
ბრუქსიზმი გაქვს ?

ხო, დღის განმავლობაში. სხვას რას იყენებენ?

კაპა საუბარშიც მიშლის, არადა გამართული გამოთქმა მჭირდება, და კბილებზეც რომ სულ ვგრძობ უცხო სხეულს, მოხსნა მინდება.
ერთი თვე უნდა მეკეთოს წესით. მერე 3დ სურათით ნახავენ გამოიღო თუ არა რამე შედეგი სახსრის მდგომარეობის გამოსასწორებლად (გვერდით მიდის ქვედა ყბა და ბოლომდე არ იღება სწორ მდგომარეობაში).


Posted by: ვივიანა 14 Aug 2017, 22:05
Universe
კაპის შემცვლელი არსებობს აქვალაიზერი, ოღონდ ბრუქსიზმის დროს არ გამოიყენებენ როგორც მახსოვს Dა ლოგიკურადაც ეგრე იქნება.
ბრუქსიზმი გაქვს დღის ?

Posted by: Female User 14 Aug 2017, 22:13
otikosi
ავერსზე ხომ არაა საუბარი?

Posted by: Kachkacha12 31 Aug 2017, 01:44
გამარჯობა, ზედა ყბის კაპი ცოტათი გამიტყდა, გაკეთებისას ვიზუალურად არ ეტყობა და პრობლემაა?
* * *
*კაპა

და კიდევ მაინტერესებს, დაახლოებით რამდენი ხანი უნდა მეკეთოს?

Posted by: ვივიანა 1 Sep 2017, 00:46
Kachkacha12
ექიმს აჩვენეთ რა მდგომარეობაშია, გეტყვით როგორ მოიქცეთ.
რამდენ ხანს უნდა ატაროთ ამასაც თქვენი ექიმი გეტყვით, ინდივიდუალურია ძალიან.

Posted by: ALIEN_WARE 2 Sep 2017, 23:22
გთხოვთ დამეხმაროთ მინდა ბრეკეთების გაKეტება და სად კეთდება შეღავათიან ფასად და ხარისხიანად? არ მინდა ძვირიანი ბრეკეტები თუ უნდა საშIნელი შესახედი ბრეკეტები იყოს მთავარია იაფი იყოს და აუცილებელი რაცაა გაასწოროს იდეალურად ვიზუალი ბრეკეტის არ მაინტერესებს რა დამიჯდება ასეთი და სად მირჩევთ?

Posted by: girjgi 3 Sep 2017, 11:41
ყბის ასიმეტრია მაქ, წინა კბილებს ეთმანეთზე რომ ვადებ ძაან შესამჩნევია. მაინტერესებს ბრეკეტებს თუ შეუძლია კბის ასიმეტრიის გასწორება? თუ რამე ყბის სახსრის ოპერაციაა ამისთვის საჭირო?

Posted by: ვივიანა 3 Sep 2017, 11:51
girjgi
გააჩნია შემთხვევას, ზოგჯერ შეუძლია, ზოგჯერ არა. გასაგებად კი 3დ უნდა გაკეთდეს, ცეფალომეტრიის გამოყენებაც კარგი იქნება, ამის მერე გეტყვის ექიმი რა და როგორ იქნება.

Posted by: girjgi 3 Sep 2017, 13:17
ვივიანა
რომელ ექიმს მირჩევ? და რა დამიჯდება ეგ 3დ?
* * *
ხო კიდე პრეკეტების ფასიც მაინტერესებს და ყბის სახსრის ოპერაციისაც

Posted by: ვივიანა 11 Sep 2017, 22:45
girjgi
ჯერ რა იცი რომ ოპერაცია გჭირდება სახსარზე.
მიდი ექიმებთან კონსულტაციაზე,გაიკითხე გარშემო ორთოდონტები.
3დ სადღაც 100 ლარამდეა როგორც ამბობენ, ზუსტად არ ვიცი

Posted by: ALIEN_WARE 16 Sep 2017, 23:35
QUOTE (ALIEN_WARE @ 2 Sep 2017, 23:22 )
გთხოვთ დამეხმაროთ მინდა ბრეკეთების გაKეტება და სად კეთდება შეღავათიან ფასად და ხარისხიანად? არ მინდა ძვირიანი ბრეკეტები თუ უნდა საშIნელი შესახედი ბრეკეტები იყოს მთავარია იაფი იყოს და აუცილებელი რაცაა გაასწოროს იდეალურად ვიზუალი ბრეკეტის არ მაინტერესებს რა დამიჯდება ასეთი და სად მირჩევთ?

მიპასუხეთ გთხოვთ რა ამ კითხვაზე დამაკვალიანეთ

Posted by: barbara7 25 Sep 2017, 13:01
Universe
ძალიან გთხოვთ მითხარით ვისთან მკურნალობთ სახსრის პრობლრმასთან დაკავშირებით და დიაგნოზი რის მიხედვით დაისვა?

Posted by: Attila 1 Oct 2017, 10:25
გამარჯობა. 28 წლის ასაკში ღირს ცდა, გამისწორდება კბილები? თუ აზრი არ აქვს?

Posted by: ვივიანა 1 Oct 2017, 10:58
Attila
კი გაგისწორდებათ, ბევრად დიდ ასაკშიც აკეთებენ.

Posted by: Attila 1 Oct 2017, 11:06
ვივიანა
სავარაუდოდ წელზე მეტი მომიწევს ტარება ხო?
პ.ს ერთიანად იხდი მთლიან თანხას?

Posted by: ვივიანა 1 Oct 2017, 11:20
Attila
კონსულტაციაზე რომ მიხვალ ექიმი გეტყვის ყველაფერს, ყველას სხვაფასხვა სისტემა აქვს.

Posted by: Universe 3 Oct 2017, 15:03
ALIEN_WARE
1200-დან იწყება, როგორც ვიცი, ორივე ყბა, თითო 600 ლარი. დაზღვევამ შეიძლება მცირე პროცენტი აგინაზღაუროს.

barbara7
პმ მოგწერე.

ვივიანა
აქვალაიზერი როგორ გამოიყურება ვივი? შეიძლება ფოტო გამოგიგზავნო სახსრის? ცოტა რომ გამარკვიო, რა მჭირს.
* * *
რაც მეტს ვიგებ ინფერნეტიდან მიგ უფრო ვღონდები : ))

Posted by: ALIEN_WARE 6 Oct 2017, 16:55
Universe
და სად არის მაგ ფასად იქნებ მიმასწავლო რომელს მირჩევ აბა?

Posted by: Universe 8 Oct 2017, 20:33
ALIEN_WARE
რჩევით ჩემი თავისთვის ვერ მირჩევია biggrin.gif

ჰეფი დენტი მოძებნე. ზეპირად არ მახსოვს ნომერი.
ორჯონიკიძეა ორთოდონტი. მგონი ორი თვე არ იქნება. სხვაც თუ ყავთ აზრზე არ ვარ. დაურეკე, გაარკვიე.
* * *
ისედაც ჩამორეკე სხვა კლინიკებში, გეტყვიან მინიმალურ ფასს. კონსულტაციებზე მიდი.

Posted by: ვივიანა 9 Oct 2017, 11:40
ALIEN_WARE
ნამდვილად კარგი რჩევაა, დარეკე, მიდი კონსულტაციებზე სხვადასხვა კლინიკებში, მახე ვინ რა გეგმას შემოგთავაზებს.

Posted by: kactus 10 Oct 2017, 09:21
ALIEN_WARE
"ავერსის" კლინიკაში მიდი, ვაჟა-ფშაველაზე,თითო ყბა 450ლ. yes.gif
ექიმის გვარსაც დავწერ თუ შეიძლება და რამე პრობლემა არაა.

Posted by: cvanca 10 Oct 2017, 09:43
ერთი კბილი მაქვს გასასწორებელი მხოლოდ და ბრეკეტების გარდა არის გასწორების სხვა გზა? წლების წინ რაღაც მეთოდით გაისწორა მარგველანის კლინიკაში ჩემმა ნაცნობმა და ეხლა ვეღარ გავარკვიე კეთდება თუ არა სადმე

Posted by: Universe 10 Oct 2017, 21:33
kactus
დაწერე

დიდი კლინიკების უპირატესობა საჭირო აპარატების ქონაა, აღარ გიწევს სხვაგან სიარული. მაგრამ რამდენად კარგი სპეციალიატები ყავთ?

Posted by: kactus 11 Oct 2017, 09:32
Universe
სალომე ავალიშვილი

რომ გავიკითხე-გამოვიკითხე,ძალიან მიქეს.
წინასწარ უნდა ჩაეწეროთ,შეიძლება რომ დარეკო მაგ.თვის დასაწყისში,
თვის ბოლოს მოგიწიოთ კონსულტაციაზე მისვლა.ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავს.
რა ვიცი,მიდით კონსულტაციაზე და თვითონ გადაწყვიტეთ,ანდობთ თავს თუ არა.

Posted by: Universe 11 Oct 2017, 18:37
kactus
მადლობა smile.gif
ჩავეწერე.


სახსრის პრობლემისას და თანკბილვის დროს მკურნალობის თანმიმდევრობა როგორია?

აქამდე კაპა მეყენა, სახსრისთვის. ბრეკეტებით გასწორებას შემდეგ დავიწყებთო.

მეორეგან კიდე პირიქით მითხრეს, ჯერ თანკბილვა უნდა გასწორდეს, შემდეგ თერაპევტთან, საჭიროების მიხედვით სახსარი, კაპების დახმარებითო.


Posted by: Blow 12 Oct 2017, 18:44
გამარჯობა
ამ შემთხვევაში ზევითაც და ქვევითაც დამჭირდება ხომ ბრეკეტები ?
ზედა ყბა მაქვს შიგნით

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


და ხომვერ მეტყვით რეალურად სად კეთდება ბრეკეტები შეღავათიან ფასებში ? დახლოებით რამდენია საჭირო გაკეთებისთვის ?

Posted by: Universe 12 Oct 2017, 21:27
Blow
როგორც წესი ორივე ყბაზე ამაგრებენ. დეტალებს ორთოდონტი გეტყვის, კონსულტაციაზე. ზემოთაც დაწერეს ერთ-ერთი კლინიკა, ექიმიც.
მიდი, ნახე, რამდენად დაგაკმაყოფილებს მოწვდილი ინფორმაცია... არადა სხვაგან დადეიე, იკითხე ფასები, ჩაეწერე.


Posted by: ხინკალი 22 Oct 2017, 22:45
პატარა კბილები მაქვს + ღია თანკბილვა

ექიმმა ბრეკეტები ვერ უშველისო , ოპერაცია უნდაო..



Posted by: ვივიანა 23 Oct 2017, 00:18
ხინკალი
ცეფალომეტრიის საფუძველზე გითხრა ეგ?

Posted by: JizZy 23 Oct 2017, 21:06
მეგობრები ესეთი შემთხვევა მაქვს, მიკეთია ბრეკეტი და პირველი წინა კბილი ნახევრად გადამტყდა, ჯერ არ მომძრობია მაგრამ რომ ვაჭერ ქანაობს და ხომ ვუშველი? ანუ რომ აღვადგინო ეგეთი ტექნოლოგიები ხომ არის?

----

Posted by: Universe 25 Oct 2017, 21:25
JizZy
QUOTE
პირველი წინა კბილი ნახევრად გადამტყდა,

ბრეკეტის გამო??
მოძრობას როგორ ელოდები... მიდი ვისთანაც მკურნალობ, ან უკეთესი სპეციალისტი მოძებნე. არ დააყოვნო.


კბილების მორყევის შიში გამიჩნდა, რეზინების დაყენების შემდეგ, ტკივილის გამო. ახლა დატეხვაზეც ვიფიქრებ : )))


Posted by: klubnika 9 Nov 2017, 20:04
აუ დღეს ჩემმა გოგომ მავრთულხლართები გამიკეთა biggrin.gif
გეტკინებაო
ჯერ არ მტკივა
მეტკინება ნეტა ?

მწვანე რეზინები გავიკეთე, რომელიც ანათებს <3

Posted by: CigarettesAfterSex 14 Nov 2017, 21:00
აუ მე რა ვერ გავიგე იცი ? ბრეკეტები 600 ლარი ღირსო ერთმა ტიპმა ნუ 600 პირობითად სხვადასხვა ფასებია და აქ რო კომენტარებს გადავხედე 3 K დამიჯდა კბილების გასწორებაო და ა.შ და რა ვერ გავიგე კარგად გამარკვიეთ რა ფასში ამხელა სხვაობა რატოა ?


ამან მითხრა ბრეკეტებს ექიმთან მიიიტან ჩაგისვამს და ვსოო biggrin.gif აქ კიდე იმხელა პროცედურება წერია და ვინმემ მითხარით

Posted by: Universe 15 Nov 2017, 21:28
CigarettesAfterSex
QUOTE
ბრეკეტები 600 ლარი ღირსო

კი, დაყენება.
გასწორებას კი ~1-2 წელი სჭირდება. რა დროს განმავლობაშიც, ყოველთვიურად უნდა იარო ფასიან ვიზიტზე ექიმთან, რომლის ღირებულება კლინიკისა და სპეციალისტების მიხედვით განსხვავდება (მგონი).



Posted by: Temo_x 17 Nov 2017, 17:41
გამარჯობა, როგორ ფიქრობთ ასეთი კბილების გასწორება შესაძლებელია ბრეკეტებიით? ანუ ეშვების წინა კბილები საერთოდ არმაქ givi.gif ამ სურათზე ბრეკეტით არის გასწორებული თუ იმპლანტია cry.gif

Posted by: ვივიანა 18 Nov 2017, 00:21
Temo_x
კი შესაძლებელუა. თუ იმპლანტის გაკეთება სურს პაციენტს, ჯერ ბრეკეტ-სისტემას იმეთებს, ისეორებს და მერე უკვე ინპლანტი.

Posted by: Temo_x 18 Nov 2017, 01:14
QUOTE (ვივიანა @ 18 Nov 2017, 00:21 )
Temo_x
კი შესაძლებელუა. თუ იმპლანტის გაკეთება სურს პაციენტს, ჯერ ბრეკეტ-სისტემას იმეთებს, ისეორებს და მერე უკვე ინპლანტი.

ანუ იმპლანტის გარეშე არაფერი გამოვა facepalm.gif
ეს ვიდეო ვნახე და იმედი მომეცა, თურმე სულ ტყუილად gigi.gif
იმპლანტი არმინდა და მეგონა ასეც შეიძლებოდა გასწორება
https://youtu.be/NDJrRMPn1Ts

Posted by: Universe 20 Nov 2017, 23:43
Temo_x
QUOTE
ამ სურათზე ბრეკეტით არის გასწორებული თუ იმპლანტია 

იმპლანტის გარეშეა.
თუმცა ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. დაგჭირდება იმპლანტი თუ არა სახისა და ყბების პროპორციებზე, ურთიერთშეფარდებაზე იქნება დამოკიდებული.
ამიტომ უნახავად ვერავინ გეტყვის რა გჭირდება.

Posted by: Temo_x 21 Nov 2017, 10:46
QUOTE (Universe @ 20 Nov 2017, 23:43 )
Temo_x
QUOTE
ამ სურათზე ბრეკეტით არის გასწორებული თუ იმპლანტია 

იმპლანტის გარეშეა.
თუმცა ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. დაგჭირდება იმპლანტი თუ არა სახისა და ყბების პროპორციებზე, ურთიერთშეფარდებაზე იქნება დამოკიდებული.
ამიტომ უნახავად ვერავინ გეტყვის რა გჭირდება.

მადლობა პასუხისთვის, გასაგებია ყველაფერი jump.gif

Posted by: Egyptian 27 Nov 2017, 15:43
.................................................

Posted by: eve616 28 Nov 2017, 12:34
გამარჯობა, კარგი სპეციალისტი მირჩიეთ რა sad.gif ბერიძის გარდა (არა იმიტომ რომ ცუდია უბრალოდ ვიყავი უკვე მანდ და ასე ვთქვათ ვერ შევთანხმდით biggrin.gif ) მედიში ვიღაც ინდოელი იყო აქებდნენ ადრე და აღარ მახსოს იქნებ იცით და შემახსენოთ ან არვიცი ვინმე ყელაზე კარგი. ლინგვალური ბრეკეტები ან დეიმოის სისტემაო მოვკარი აქ თვალი , ფასს არ აქვს მნიშველობა, უფრო ბრეკეტების ვიზუალი მანაღვლებს და მათი ტარების დრო. ამიტომ უპირატესობას მივანიჭებ ვიზუალს, რაც უფრო ნაკლებ დროში ეფექტურად მოქმედებს , და ნაკლებ ვიზიტს სომატოლგთან და მოვლა მოფერების საჭირებს biggrin.gif ვიცი ბევრს ვითხოვ აგრამ რეალურად ბრალოდ ჩამოთვლილთან მიმართებაში რომელ სისტემას მირჩევდით რომ დაახლოებით მაგის მიხედით მივაკითხო ამა თუ იმ ორთოდენტს, ყველა ხომ არ აკეთებს ლინგვალურს ან დეიმონს.

მოკლედ თხონაა გამომეხმაუროთ და მმაწოდოთ ინფორმაცია user.gif

Posted by: ვივიანა 28 Nov 2017, 20:07
eve616
რეალირად ბევრს კი არა სწორს ითხოვ biggrin.gif
არ ვიცი ვინ მუშაობს საქართველოში დეიმონით, ჩამოვალ დავიწყებ ივნისიდან :დ
ისე კი კუზანოვ დენტშია მგონი ეგ ინდუსი, მიდი კონსულტქციაზე, ლინგვალურით მუშაობს, გაარკვიე.
გავიკითხავ აბა დეიმონზე ორთოდონტების ჯგუფში და მოგწერ.

Posted by: Tai777 29 Nov 2017, 14:38
მოგესალმებით, ახალი ვარ ამ ჯგუფში, რადგან სულ რამდენიმე დღეა რაც გავიკეთე ბრეკეტები (მრავალთვიანი ფიქრისა smile.gif)) და 5 ორთოდოტთან კონსულტაციის შემდეგ) ჯერ ზედა ყბაზე.
ერთი რაღაც მაინტერესებს, ზოგს თვითონ ბრეკეტი მიმაგრებული აქვს კბილის ცოტა ზედა ნაწილზე (და არა შუაში), ზოგს ცოტა უფრო დაბლა და ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული თუ რაზე?
და კიდევ ერთი მაინტერესებს, სავლები რომელი ჯობია კონკრეტულად (აუცილებლად ფტორის შემცველი უნდა იყოს)?

Posted by: eve616 29 Nov 2017, 16:38
ვივიანა
მადლობა გამოხმაურებისთვი :*
ივნისი შორია მანამდე მინდა sad.gif მადლბა გავარკვევ აბა კუზანვ დენტზე <3

Posted by: nikagziri 3 Dec 2017, 15:14
გამარჯობა მაინტერესებს ამხელა სხვაობა რატომაა ბრეკეტების ფასებში
ორივე ყბაზე გამჭვირვალე კერამიკული ბრეკეტები ზოგგან 600 ლარი ჯდება და ზოგ კლინიკაშიც 1500 და მეტი

Posted by: ვივიანა 3 Dec 2017, 15:18
eve616
ივნისზე ისე დავწერე ^^
იყავი სადმე კონსულტაციაზე ?

nikagziri
სხვადასხვა ფირმის ბრეკეტები შესაძლოა იყოს+ ექიმის გამოცდილება, კლინიკა. ბევრი ნიუანსია.

Posted by: nikagziri 3 Dec 2017, 15:30
ვივიანა
თუ ხარ გარკვეული ამ საკითხში ყველაზე კარგი ვარიანტი შეგიძლია მირჩიო ? ფასისა და ხარისხის მიხედვით

Posted by: xucishvili 4 Dec 2017, 20:38
Tai777
QUOTE
მოგესალმებით, ახალი ვარ ამ ჯგუფში, რადგან სულ რამდენიმე დღეა რაც გავიკეთე ბრეკეტები (მრავალთვიანი ფიქრისა )) და 5 ორთოდოტთან კონსულტაციის შემდეგ) ჯერ ზედა ყბაზე.
ერთი რაღაც მაინტერესებს, ზოგს თვითონ ბრეკეტი მიმაგრებული აქვს კბილის ცოტა ზედა ნაწილზე (და არა შუაში), ზოგს ცოტა უფრო დაბლა და ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული თუ რაზე?

ანუ გასასწორებელი კბილები და მაგიტომაა ხვადასხვა ადგილას დამაგრებული , როდესაც ბრეკეტები სიმეტრიული იქნება ერთმანეთის მიმართ კბილებიც გასწორებული იქნება
* * *
nikagziri
ყველაზე კარგი ვარიანტია მეტალის ბრეკეტები , მეტ დატვირთვას უძლებს და ეფექტურია

Posted by: nikagziri 5 Dec 2017, 14:38
xucishvili
გასაგებია და კიდევ ამხელა სხვაობა ფასებში რატომაა კლინიკის პრესტიჟის ამბავია და შედეგი მაინც ერთნაირია ბოლოს თუ ეგეც ხარისხზეა დამოკიდებული ?

Posted by: Tai777 7 Dec 2017, 12:23
ბრეკეტბს შორის ფასში სხვაობა ექიმის პრესტიჟასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული და რომელი ბრეკეტებით მუშაობს.

Posted by: ბაბაიაგა 10 Dec 2017, 03:41
აუუუ ქვედა ყბის ბოლო ბრეკეტიდან გამოძვრა ის ფირფიტა
biggrin.gif
რა ვქნა ????????????????????????????

Posted by: xucishvili 10 Dec 2017, 21:53
nikagziri
QUOTE
გასაგებია და კიდევ ამხელა სხვაობა ფასებში რატომაა კლინიკის პრესტიჟის ამბავია და შედეგი მაინც ერთნაირია ბოლოს თუ ეგეც ხარისხზეა დამოკიდებული ?

ფასები კლინიკების მიხედვითაა
რაც შეეხება შედეგს ყველა შემთხვევაში გასწორდება მაგრამ დროში შეიძლება იყოს სხვაობა თუ არასწორი ორიენტაციით გაასწორებენ , შეიძლება ერთი წელის ნაცვლად ორი წელი გეკეთოს

Posted by: lelukaa 12 Dec 2017, 09:11
ბავშვებო, ბრეკეტის რეზინებს სად ყიდულობთ?
აღმაშენებლის 117 ვიცი, სხვაგან სად შეიძლება ყიდვა მაინტერესებს.

Posted by: ვივიანა 12 Dec 2017, 22:15
lelukaa
უნიშოპშიც იქნება წესით და რიგით.

Posted by: aleqsandre777 22 Dec 2017, 12:00
მაინტერესებს ბერკეტის სპეციალურ ჩოთქებს სად ყიდულობთ და რომელია საუკეთესო?და მაინტერსებს ხშირად მაქვს კბილებზე ნადები და რითი იწმინდავთ ხოლმე ან რაქვია იმ პასტას სტომატოლოგები რო იყენებენ წმენდის დროს?

Posted by: Spirited_Away 23 Dec 2017, 21:35
ორივე მეექვსე კბილი მაქვს 2 წლის წინ ამოღებული ქვედა ყბაზე და ბრეკეტის საშუალებით თუ არის შესაძლებელი მე-7 და მე-8 კბილის გადმონაცვლება მეექვსეს ადგილისკენ?

Posted by: ვივიანა 25 Dec 2017, 11:50
aleqsandre777
გამოიყენე ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი, სამმომენტიანი, თუ ღრძილებზე არ გაქვს პრობლემა მედიუმი.
ფლოსი აუციოებლად. და ზღარბუნები- პატარა ჯაგრისებივითაა, ბრეკეტის გარშემო გაიწმენდ მთლიან კბილს,კონუსური ფორმის სჯობს, იუთუბზე არის ვიდეოები და შეგიძლია ნახო.
კბილის პასტა რომელსაც ფტორის შემცველობა აქვს მაღალი ის სჯობს.
სტომატოლოგები პროფესიული წმენდის დროს სპეციალურ პასტას იყენებენ, სახლში ვერ გაიწმენდ ამით.
ხანდახან შესაძლოა სავლებიც გამოიყენო-ლისტერინი,ორალბი-ოღონდ სპირტის გარეშე რომელიცაა.

Spirited_Away
თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ გააჩნია შემთხვევას, რა როგორაა, კონსულტაციისა და რენდგენის გარეშე რაიმეს თქმა რთულია.

Posted by: Tai777 25 Dec 2017, 14:25
რავინ ჯეირათის პაციენტები თუ ხართ აქ ვინმე, ვინც მასთან გაისწორა ან ისწორებს კბილებს??

Posted by: JizZy 25 Dec 2017, 16:38
კაპს ვინმე ხმარობთ? მე ეხლა დამინიშნეს და არის საჭირო?


----------------------------

Posted by: Spirited_Away 25 Dec 2017, 23:14
ვივიანა
მადლობა

JizZy
მე ვატარებ
ბრეკეტის მოხსნის მერე ყველას უნიშნავენ

Posted by: ვივიანა 25 Dec 2017, 23:48
JizZy
მკურნალობა დაასრულე ? თუ კი მაშინ კაპების ფუნქცია კბილების მდებარეობის შენარჩუნებაა და აუცილებელია.

Spirited_Away
ყველას არ სჭირდება, ექიმი წყვეტს მოუხსნელი გააკეთოს თუ მოსახსნელი ( კაპა ან ფირფიტა), მესამე ვარიანტია ორივე ერთად.

Posted by: CigaretteDaydreams 1 Jan 2018, 19:26
ხალხო რა მაინტერესებს იცით იქნებ დამეხმაროთ :

კბილების არასწორი თანმიმდევრობა გასაგებია რო სწორდება მაგრამ როცა ერთი კბილი ზომით სხვა დანარჩენებზე ბევრად დიდია გრძელი ან განიერი მაგ შემთხვევაში რამე ხერხდება თუ უბრალოდ გასწორების დროს თავის ადგილას ჯდება და ზომა რაცაქვს ისევ ის რჩება ?

ძAან ცუდად მიჩანს პირველი ორი კბილი ხო რატომღაც მეტისმეტად დიდია და გვერძეც ეშვიო თუ რაც ქვია ისიც ძაან დიდადაა და არ მომწონს წინასწარ ვნერვიულობ უკვე ბრეკეტების მერეც რო დიდი კბილები დარჩება :/

Posted by: ვივიანა 4 Jan 2018, 01:02
CigaretteDaydreams
კბილის ფორმის შეცვლა შესაძლებელია, თუ დიდია უხეშად რომ ვთქვა “გაქლიბავენ“, ოღონდ არ იქნება ეს კბილისთვის საშიში, 0,2-0,5 მილიმეტრს მოაშორებენ, არც დააზიანებს კბიკს. პირიქით ზოგჯერ აუდიოებელიც კია. იმ ფორმას მისცემენ რაც გსურთ, თუ გრძელია ორთოდონტს აწევა შეუძლია(ზედა ყბაზე).
მთვარია უთხრა ექიმს, შეათანხმო.

Posted by: CigaretteDaydreams 4 Jan 2018, 15:03
ვივიანა
QUOTE
კბილის ფორმის შეცვლა შესაძლებელია, თუ დიდია უხეშად რომ ვთქვა “გაქლიბავენ“, ოღონდ არ იქნება ეს კბილისთვის საშიში, 0,2-0,5 მილიმეტრს მოაშორებენ, არც დააზიანებს კბიკს. პირიქით ზოგჯერ აუდიოებელიც კია. იმ ფორმას მისცემენ რაც გსურთ, თუ გრძელია ორთოდონტს აწევა შეუძლია(ზედა ყბაზე).
მთვარია უთხრა ექიმს, შეათანხმო.

<3 მადლობა

Posted by: xucishvili 4 Jan 2018, 18:36
კორექცია თვეში ორჯერ შეიძლება? და მაინც მოხდა რას დააზიანებს
5 თვეა ვიყენებ ბრეკეტებს შედეგი ალბათ 1 % ია

* * *
კორექციის დროს რკალიც იცვლება თუ მარტო რეზინები?

Posted by: CigaretteDaydreams 5 Jan 2018, 17:02
ვივიანა
აუ დამავიწყდა და სიტყვაზე როცა კბილისხვა კბილებთან შედარებით ბევრად პატარაა ? ვგულისხმობ მოკლეა რა მაგასაც შველიან ?

Posted by: ვივიანა 5 Jan 2018, 23:36
xucishvili
ყველა ექიმი განსხვავებულად იბარებს პაციენტს შემთხვევიდან გამომდინარე. რკალი კი ზოგჯერ არ იცვლება, რეზინები კი ყველა მისვლაზე.

CigaretteDaydreams
თერაპიულად აღდგენა-რესტავრაცია, იშვიათად ორთოპედიულად-გვირგვინის გაკეთება, შემთხვევას გააჩნია, უმეტესად თერაპიული მეთოდი გამოიყენება.

Posted by: clairdelune 16 Jan 2018, 21:42
გამჭირვალე (საფირონის) ბრეკეტების კორექციაში ორივე ყბაზე, რამდენს იხდით და რა სიხშირით დადიხართ კორექციაზე? 60 ლარს ვიხდი და მეძვირება და სხვაგანაც ასეა თუ იცით?

* * *
რამდენს იხდით კორექციაში ორივე ყბაზე? იქნებ ვინმემ მიპასუხოთ... თუ გამჭირვალე არავის გაქვთ, მეტალის ბრეკეტებზე რამდენს იხდით?

Posted by: Dark_Sky 21 Jan 2018, 02:09
გამარჯობა, ვინმე მცოდნემ მიპასუხეთ. მეკეთა ბრეკეტები 2 წელი. 1 წელი რეტეინერები ქვესა ყბაზე ამძვრა და ისე მიშლიდა ნერვებს სულ ავიძრე. 4 სიბრძნის კბილი ამოღებული მაქვს და დავიყენო ისევ? უბრალოდ ფეხმძიმედ ვარ და არმინა ეხლა სტომატოლოგის ჩაჩქუნი . ბრეკეტები ისედაც ზომაზე მეტხანს მეკეთა

Posted by: clairdelune 21 Jan 2018, 18:39
Dark_Sky
ორსულობაში გავიკეთე ბრეკეტები, კბილიც დასაპლომბი გამიხდა, ამისი არ შეგეშინდეს, ჩემი აზრით ჯობია მიხვიდე ორთოდონტთან, 2 წლის წვალება წყალში არ ჩაგეყაროს.

Posted by: *ciyv 21 Jan 2018, 19:09
user posted image
გამარჯობა
წინა ორი კბილის გასწორება როგორ შეიძლება და რა დროში მომცემს შედეგს?

Posted by: Egyptian 29 Jan 2018, 13:42
https://www.facebook.com/InnovaDentalCenter/
Innova Dental Center / სტომატოლოგიური ცენტრი ინოვა
რამე შეხება გქონიათ ამ სტომატოლოგიურთან? კმაყოფილები ხართ?

Posted by: jurnalistka 1 Feb 2018, 22:14
ბევრი კითხვა მაქვს ))
33 წლის ვარ, ჩემს ასაკში ნორმალურია გასწორების დაწყება?
მინიმუმ და მაქსიმუმ რა პერიოდი სჭირდება გასწორებას?
ისა... პირად ცხოვრებაში ხელს უშლის? givi.gif user.gif

და კიდევ გოგიტა კორძაძის შესახებ თუ გსმენიათ, ღირს თუ არა მანდ გაკეთება?

Posted by: DONAB 2 Feb 2018, 15:31
მეგობრებო,
სამი სტომატოლოგი ავარჩიე ბრეკეტისთვის და რომელს მირჩევთ
ანა ნოდია, დავით გელაშვილი, ოთო გრეული
ვინმე ყოფილხართ რომელიმესთან და რამდენად კმაუოფილი ხართ

Posted by: impossiblegirl 7 Feb 2018, 14:06
მე მინდა გასწორება ეხლა და ჩაჩავას სტომატოლოგიურთან თუ გქონიათ რამე შეხება თუ იცით როგორი სიტუაციაა=))

Posted by: SnowFlakes 8 Feb 2018, 02:10
დღეს ბრეკეტები მოვიხსენი :ბის:
-----------------

Posted by: ALIEN_WARE 18 Mar 2018, 16:52
https://www.swoop.ge/offers/226092
ეს ნახეთ რას ფიქრობთ? ჩაჩავას კლინიკას აქვს სეილი

Posted by: normaluri adamiani 19 Mar 2018, 18:42
გამარჯობა,
მაინტერესებს ასეთი რაღაც, ადამიანს როდესაც სიცილის დროს უჩანს ღრძილები, რა ქვია ამ მოვლენას, რისი ბრალია (გენეტუკურია თუ რაიმე ღრძილის დაავადებაა) და ქირურგიული ან სხვა რაიმე მეთოდით გამოსწორება თუ არის შესაძლებელი და ვის მივმართოთ. ცხენის მსგავს კბილებს ვგულისხმობ, როცა დახურულ პირზეც კი ოდნავ ეტყობა კბილები.

Posted by: ALIEN_WARE 25 Mar 2018, 15:51
ვიყავი ჩაჩავაში არ მომეწონა ორთოდონტი არანაირად 25 წლის ვარ სიბრძნის კბილს რომ ედზახიან 8 კბილები მაღლა მაქვს ამოსული დაბლა არა მარტო მეშვიდე კბილები მაქვს და მეუბნევა რომ გავაკეთოთ ბრეკეტები სურათი მჭრდებაო ჯერ გადაიღეო შეიძლება სიბრძნის კბილები გახდეს ამოსაღებიო დაბლა და მაღლაო არადა დაბლა არ მაქვს მეშვიდე კბილია ბოლო და ორთოდონტს თუ ვერ გაურჩევია მაქვს თუ არა სიბრძნის კბილი რაღა ბრეკეტების გაკეთებაზეა საუბარი biggrin.gif

Posted by: ALIEN_WARE 27 Mar 2018, 18:20
რუსუდან პაპუაშვილი როგორი ორთოდონტია იცით ვინმემ?

Posted by: ALIEN_WARE 28 Mar 2018, 18:28
მოკლედ რუსუდან პაპუაშვილთან ვიკეთებ მე ბარნოვზეა 75ში ოთხშაბათობითაა ხოლმე მარტო დენტალ სტარ ქვია კლინიკას ისე სხვა კლინიკებშიცაა, თბილად მესაუბრა სურათიც მივუტანე რენდგენის და ვნახოთ რა იქნება, იაფია თორე თეასთან მინდოდა, უბრალოდ თეა ზერეკიძესთან ძვირი ჯდება რა 3000 ლარი უნდა ყველაფრიანა სადღაც და აქ 1800 ლარამდე მიჯდება ყველაფრიანა, დავწერ შედეგებს რათქმაუნდა

Posted by: fujita 3 Apr 2018, 00:37
ყოველ ვიზიტზე თუ ცალკე უნდა იხადო ხოლმე ფული, მაგას თეასთან მიხვიდე ისევ ის ჯობია,
მე ისეთი კბილი ჩამომიყვანა ერტი რო თვითონაც შოკშია biggrin.gif მეორეს ეხლა ვეჯაჯგურებით biggrin.gif
ALIEN_WARE

Posted by: ALIEN_WARE 3 Apr 2018, 12:34
fujita
აუ ეგ არ ვიცოდი sad.gif ნახევარი გადახდილი მაქვს 500 გადავიხადე და უკან როგორ დამიბრუნებს თორე თეასთან მომინდა ეხლა

Posted by: fujita 3 Apr 2018, 14:28
ALIEN_WARE
ცუდია sad.gif
თეასთან ერთხლ იხდი იმ თანხას და ვსო ეგაა, აღარ მოგიწევს ვიზიტების დროს ცალკე ფულის გადახდა

2500 გადავიხადე თუ სწორად მახსოვს და მესამე წელი შესრულდება ნოემბერში რაც მიკეთია ბრეკეტი, ხო გავიყიდებოდი ყოველ ვიზიტზე ფული რომ მეხადა biggrin.gif იმ კბილების გამო გამეწელა თორე აქამდე მოხსნილი უნდა მქონოდა sad.gif

მსგავს შემთხვევაში კი შესაძლოა თეაზე ძვირიც კი დაუჯდეს კაცს, თუ გაეწელა ბრეკეტის მოხსნის საკითხი

Posted by: 192Pound 5 Apr 2018, 12:40
ბათუმში ყველაზე კარგი სადააა ხო არ იცით? ვგულისხმობ ბრეკეტებს

Posted by: niina 18 Apr 2018, 21:23
ALIEN_WARE
აბა როგორი კმაყოფილი დენტალ სტარით? მე ახლა ვაპირებ ბრეკეტების გაკეთებას და ერტ-ერთი ვარიანტი ეგაა,
გთხოვთ სხვებმაც დაწერეთ ამათგან რომელიმეში თუ ყოფილხართ და რამდენად კმაყოფილები ხართ, რომელში მირჩევთ ბრეკეტების გაკეთებას?

ნიუ დენტი
დენტალ ცენტრი
დენტალ სთარი
დენტო კლუბი
დენტო სთარი

სად მივიდე ან არ მივიდე

Posted by: fujita 21 Apr 2018, 23:09
niina
QUOTE
ნიუ დენტი
დენტალ ცენტრი
დენტალ სთარი
დენტო კლუბი
დენტო სთარი

უნიდენტი biggrin.gif

Posted by: ALIEN_WARE 4 May 2018, 01:18
niina
თანხა დავიბრუნე ძლივს სხვა ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა მოსაგვარებელი კუჭის წყლული და შემდეგ ბოლოს მაინც უნიდენტში მივეიდ და თეასთან გავიკეთე რუსუდან პაპუაშვილი ძალიან კარგი ქალია უთბილესი და უსაყვარლესი უბრალოდ რომ გადავთვალე ბოლოს შეიძლება თეას ფასი მაინც დამჯდომოდა ყოველთვე კორექციაზე ფულს იხდი და თეასთან პირველი შესატანი 1000 ლარი შევიტანე და დანარჩები თანხა ნელნელა უნდა შევიტანო 2 თვეში ერთხელ და თუ მიდნა 4-5 წელი მეკეთება ბრეკეტები კორექციაზე და ბრეკეტის გატყდომის შემთხვევაში ფულს აღარ გადავიხდი

Posted by: l-e-v-a-n 4 May 2018, 01:26
ALIEN_WARE
კაი გიქნია მასე ჯობდა up.gif
niina
უნიდენტში ზერეკიძესთან

P.S. ძვირიანი არ არის
ძვირი თU გინდა კუბლაშვილთან მიდი biggrin.gif და გაიგებ ძვირი რაარი






რიტეინერი აუცილებელია რას ფიქრობთ?
1 წელი გავიდა რაც ამ ფიქსატორს ვხმარობ
ქვედა ყბაზე სამუდამო ფიქსატორი მაქ , პატარა რკალი
+ დამატებით ქვედა ყბისთვის ცალკე ფიქსატორი მაქ (ღამით რასაც ვიკეთებ) და ზედა ყბაზე ცალკე (კაპა)
ხოდა ეს კაპები ცოტა შეილახა ამ ხმარებაში biggrin.gif
უნიდენტში რო მივიდე ლიჟბი ფული დაგცინცლონ, და ძვირიც ჯდება ეგ ახალი რიტეინერები რო გავაკეთებიო დამიჯდება 200 ლარი სულ ცოტა და ღირს გაგრძელება კიდე? spy.gif

Posted by: ALIEN_WARE 4 May 2018, 12:21
l-e-v-a-n
ეგ კაპები ხომ 5 თვით იკეთებენ ხოლმე მეტი დროა კიდე საჭირო?

Posted by: l-e-v-a-n 4 May 2018, 16:28
ALIEN_WARE
ფიქსატორები ბრეკეტების მოხსნის მერე დაახლოებით 3 წელი უნდა ატარო :დ
ნუ ღამე იკეთებ

Posted by: ALIEN_WARE 4 May 2018, 23:07
l-e-v-a-n
ანუ იგივე კაპებია ეგ თუ ფიქსატორი სხვარამეა კაპები სხვარამე? biggrin.gif

Posted by: l-e-v-a-n 4 May 2018, 23:23
ALIEN_WARE
კაპა რაცაა დაგუგლე და მიხვდები
ფიქსატორად კაპების გამოყენებაც შეილება და სხვა რამისაც ალბათ

Posted by: ALIEN_WARE 5 May 2018, 00:30
l-e-v-a-n
კი ვიცი კაპა რაცაა ანუ ბრეკეტებს რომ მოვიხსნი ეგ კაპა უნდა მეკეთოს 3 წელი რომ კბილებმა შეინარჩუნოს თავიანთი ადგილი

Posted by: l-e-v-a-n 5 May 2018, 00:54
ALIEN_WARE
user posted image
ასეთი მაქ ქვედა ყბისთვის

user posted image
ასეთი ზედაზე

+
ეს ქვედა ყბაზე (მუდმივი)
user posted image

იმ ზედა 2ს ვიკეთებ და ვიხსნი ღამე, ძილში
ეს მესამე არ იხსნება , მაქ სულ, მემგონი ამას არც იხსნი biggrin.gif მთელი ცხოვრება უნდა გეკთოს მგონი
user posted image





ზოგადად აგერ ბევრნაირი რიტეინერია, არ არის მაინცდამაინც აუცილებელი რო კაპები ჩაგისვან biggrin.gif
https://www.google.com/search?q=retainer&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwj7rIOy-OzaAhVLWywKHQWHBW0Q_AUICigB&biw=1920&bih=945#imgrc=_

Posted by: bochua 6 May 2018, 13:05
Mogesalmebit..shesadzlebelia tu ara 38 wlis asakshi kbilebis gasworeba raime metodit..gmadlobt

Posted by: fujita 6 May 2018, 15:20
l-e-v-a-n
მოიცა კაცო მთელი ცხოვრება როგორ?
კბილი თუ დაგიზიანდა, დასაპლომბი ან ამოსაღები თუ გაქვს უნდა მოხსნა და მერე ახლიდან უნდა დააყენო ეგ მუდმივი? :დ
რამდენი ჩალიჩია საჭირო რა :დ

Posted by: ALIEN_WARE 6 May 2018, 15:39
l-e-v-a-n
აუჰჰ ეს რა უბედურებაა biggrin.gif ეგ მუდმივი რაღა საჭიროა მეგონა ერთი მაქს 1 წელი უნდა გკეთებოდა ადამიანს კაპები და დაემშვიდობებოდი ყველაფერს sad.gif

Posted by: ვივიანა 6 May 2018, 17:01
bochua
კი შესაძლებელია, ბრეკეტ სისტემით შეგიძლიათ გაისწოროთ.

fujita
კარიესი დაიბჟინება ჩვეულებრივად. ამოღებამდე კი დიდი დროა საკმაოდ.

ALIEN_WARE
ზოგჯერ მართლაც მთელი ცხოვრება უკეთიათ მოუხსნელი რეტეირენი.
საკმაოდ ხშირია რეციდივი ანუ მკურნალობამდე საწყის მდგოამრეობაში კბილები დაბრუნება, ამიტომ კაპებიც ზუსტად ისე უნდა ატაროთ როგორც ექიმი გეტყვით.

Posted by: 192Pound 6 May 2018, 17:40
იმეენა ამ დედა#####ულ ბათუმში წესიერი არაფერი არაააა

Posted by: bochua 8 May 2018, 19:12
Gmadlobt..imedia swor gamikvlevas chanitareben..mtavari kitxva maqvs..tu zeda ybaze sayrdeni kbilebi araris,am shemtxvevashi mxolod protezit xdeba kbilebis axdgena tu..aris raime sxva tanamedrove sashualebebic..tu shegidzliat vinme kompetenturma amixsnat tu ra gamisavali arsebobs..gmadlobt ar var saqartveloshi da minda zustad vicode tu ra mesachiroeba
* * *
Mapatiet gaminrcha..implantis da mosaxsbeli protezis garda vigulisxme raime sva metodi..

Posted by: unusual 10 May 2018, 14:54
გამარჯობათ გთხოვთ გამომეხმაუროთ.



ჯავარედინი თანკბილვა ვის ქონია? ჯვარედინი თანკბილვით გამოწვეული სახის და ტუჩის ასიმეტრია შესაძლებელია რომ ბრეკეტებით გამოსწორდეს?
თვითონ კბილები ჩაწიკწიკებული და ლამაზია უბრალოდ ქვედა ყბა ოდნავ გვერდდზეა, რაც ჯვარედინი თანკბილვის ბრალი ყოფილა.
ვისაც ეს სიტუაცია ჰქონია გთხოვთ მითხრათ, შველის ბრეკეტი? და იცით რა ვერ გავიგე, ბრეკეტების მერე კბილები თუ ჩადგა თავის ადგლას, ეს გამოასწორებს სახის და ტუჩის სიმეტრიულობას? ყბისაც ჩააყენებს თავის ადგილას, ? spy.gif

Posted by: xucishvili 11 May 2018, 22:19
unusual
გააჩნია ჯვარედინი თანკბილვის სახეობას ბუკალური, ლინგვალური ან შერეული. პაციენტის ასაკზეა დამოკიდებული , შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, მკურნალობა ბრეკეტებით ხდება სირთულის მიხედვით მკურნალობის დროც იზრდება ,
QUOTE
ეს გამოასწორებს სახის და ტუჩის სიმეტრიულობას? ყბისაც ჩააყენებს თავის ადგილას

აუცილებლად შეიცვლება სახე, ყბების და ტუჩების მდგომარეობა
* * *
user posted imageuser posted imageuser posted image
ასეთი შემთხვევა გქონიათ ვინმეს ან გინახავთ მაინც?
* * *
ვიზუალურად სახის დაპატარავება (დამოკლება)

რაც შეეხება ღრმა თანკბილვას, მისი დამახასიათებელი ნიშანია – ზედა საჭრელებით ქვედა საჭრელების გადაფარვა ნახევარზე მეტით, მაშინ როცა ნორმა 1/3 გადაფარვაა. ამასთან ეს შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ საჭრელებს, არამედ უკანა კბილებსაც. ასეთი თანკბილვის დროს სახე დამოკლებულია, ხოლო ქვედა ტუჩი თითქმის გადმოტრიალებული, რადგან მას უკვე ადგილი აღარააქვს. თუკი აღნიშნული თანკბილვის მქონე პირს არა აქვს მაღალი შუბლი მისი სახე ჩანს ძალიან პატარა, ხოლო მაღალი შუბლის არსებობისას აშკარაა დისპროპორცია სახის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის. ღრმა თანკბილვის დროს თუკი ადამიანი ცდილობს დაიჭიროს ტუჩები რათა არ მოხდეს ქვედა ტუჩის გადმობრუნება, ამ დროს ტუჩები ვიწროვდება და ვიზუალურად სახე უფრო პატარავდება.

Posted by: unusual 14 May 2018, 11:37
xucishvili

ქირურგიული ჩარევა ძვალზე ხდება თუ ქსოვილზე? რტული ოპერაციაა?

და კიდევ იცით რა მაინტერესებს, ბრეკეტების მოხსნის მერე კბილის ემალი არ ფუჭდება? ის კბილები ისევ ისეთია როგორც ჩასმამდე თუ დასაპლომბი ხდება?
ვისაც მოგიხსნიათ რა მდგომარეობა დაგხვდათ?

და კიდევ ბრეკეტების ჩასმა ორსულობის დროს შეიძლება? ჯერ რომ ჩავისვა ბრეკეტები და მერე დავგეგმო ორსულობა შეიძლება? ხელს ხო არ შეუშლის ერთი მეორეს?

Posted by: taamo 26 May 2018, 11:25
ვინმე ხომ ვერ მირჩევთ კერამიკული ბრეკეტების გაკეთება სად შეიძლება ნორმალურ ფასად და სანდო ექიმთან?

Posted by: CigaretteDaydreams 26 May 2018, 19:27
ჩემი კბილებია და გასწორება მინდა რაა აკვიატებულიმაქვს და აი იმ კატეგორია ხალხის ვისაც ბრეკეტები და კბილების გასწორება უნდა ჩემი კბილები რა მდგომარეობაშია ? ანუ ცუდ დღეშია და ძნელი გასასწორებელია თუ არცისე და მარტივი ? sad.gif

მანუგეშეთ რა


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: fujita 31 May 2018, 00:07
CigaretteDaydreams
არაფერი ძნელი არაა,
მე ისეთი საშინელებები მქონდა რომ biggrin.gif

ნუ 2 წელი გექნება ალბათ ბრეკეტი smile.gif

Posted by: CigaretteDaydreams 31 May 2018, 19:52
fujita
QUOTE
ნუ 2 წელი გექნება ალბათ ბრეკეტი

რაამბავია ღადაობ უკვე 22 ის ვარ და 24 ის რო ბრეკეტებს მოვიხსნი რაღა დამრჩა ახალგაზრდობის :/

Posted by: fujita 2 Jun 2018, 23:07
CigaretteDaydreams
მე 29 წლის ვარ და უკვე მესამე წელი გახდება ნოემბერში რაც მიკეთია და ალბათ კიდე მეკეთება კაი ხანს biggrin.gif

რთულად ჩამომყავს ეშვი და მაგის გამო რა sad.gif

Posted by: AmaoebaAmaoebata 3 Jun 2018, 22:16
მეგობრებო, Healthy Smile-ის ორთოდონტებზე ხომ არ გსმენიათ რამე? ფასდაკლება აქვთ https://hotsale.ge/offers/kbilebi-breketebit-klinikashi-healthy-smile-1-1 ერთი კბილი მაქვს გასასწორებელი (ეშვი, ზედა ყბაზე) და მხოლოდ ამის გამო მენანება რამდენიმე ათასის გადახდა მაგალითად უნიდენტშიsad.gif

Posted by: fujita 6 Jun 2018, 14:45
მხოლოდ ერთი კბილი გასაგებია, მაგრამ მაინც დაჭირდება მაგას დრო

მიდი უნიდენტში თეასთან, კონსულტაცია უფასო იყო და ალბათ ეხლაც უფასოა, ხოდა დეტალურად გაიგებ ზუსტად დროსაც და სხვა კითხვებზეც გაგეცემა პასუხი

Posted by: 192Pound 6 Jun 2018, 18:24
ვიყავი კლინიკა მედში და ასეთი უაზრო ექიმი არ მინახავს არასდროს, კონსულტაცია იცოცხლე 20 ლარი ეგრევე და თვითონ ახალგაზრდა გამოუცდელი სირი ზის და ###ობს რაღაცეეებს, ტიპს ვეკითხები, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე დაახლოებით უხეშად რომ ვთქვათ რა შედეგს მივიღებ თქო, ანუ შეიძლება უარესი შედეგი მივიღო ანუ ყბები საერთოდ ჩაიწის და არ იყოს სიმეტრიულიკ, ანუ წინასწარ ექიმმა დაახლოებით მაინც უნდა გათვალოს რა სედეგი იქნება აბა რა ჩემი ### უნდა იქ რომ მუშაობს მე მისი დებილი დედას ###### და მისი ოჯახი #####ნა მე, მაგრად მომიშალა ნერვები ეს რა ### ექიმია მის დებილ დედას ###### ყოველდღე

Posted by: fujita 7 Jun 2018, 13:18
192Pound
ხოდა რა ნერვებს იშლით ამ ჯღაბაჯღუბა ექიმებთან სიარულში biggrin.gif
მიდი თეასთან და დაისვენებთ

Posted by: 192Pound 7 Jun 2018, 14:30
QUOTE
ხოდა რა ნერვებს იშლით ამ ჯღაბაჯღუბა ექიმებთან სიარულში
მიდი თეასთან და დაისვენებთ

ბათუმში ვცხოვრობ

Posted by: fujita 9 Jun 2018, 16:58
192Pound
QUOTE
ბათუმში ვცხოვრობ

ოოო მაშინ ჰოო user.gif

Posted by: WednesdayVoodou 15 Jun 2018, 03:54
ბრეკეტებს ვიხსნი მალე და რეტეინერები უნდა ჩამისვან.
რაღაც წმენდის პროცედურა უნდა ჩაიტარო იქამდეო, ცოტა რთულიაო.
და Vისაც გაგიკეთებიათ, ჩVეულებრივი წმენდისგან რით Gანსხვავდება და 450 ლარი წმენდა/რეტეინერებისთVის რამდენად ნორმალურია

Posted by: justfeel 15 Jun 2018, 21:01
ვისთან გამიწევთ რეკომენდაციას ცალ ყბაზე მინდა

თუ შეიძლება მისამართი და ნომერი რომ დამიწეროთ ვისთანაც რეკომენდაციას გამიწევთ

Posted by: fujita 19 Jun 2018, 11:39
justfeel
უნიდენტი - მარჯანიშვილზეა
თეა ზერეკიძე - ექიმი
598 19 13 71 - ეს მისი ასისტენტის ნომერია, დაურეკე და ვიზიტზე ჩაეწერე, როგორც წესი ვიზიტი ურიგო და უფასოა, მიხვალ და ყველაფერს დეტალურად აგიხსნიან

https://ka-ge.facebook.com/UniDent-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-122687207771255/

Posted by: cuda 3 Jul 2018, 14:24
მინდა მეტალის ბრეკეტების გაკეთება მარა ყველგან ისეთი განსხვავებული ფასებია ვერ გავოგე რა არი ნორმალური ფასი, სადაც ზოგადად დავდივარ (დაპლომბვა ა.შ) იქ 900-1000 მითხრეს მგონი ზუსტად არ მახსოვს, მედი-ს მივწერე და იმათ საერთოდ ერთი ყბა მითხრეს 1000 ლარი მეტალის ბრეკეტზე. სვუპზე ვაფშე 260 ლარიდან არი ორივე ყბა biggrin.gif ნუ მესმის რო მანდ არ ღირს გაკეთება არ მინდა სადმე პადვალში გავიკეთო უბრალოდ ამხელა სხვაობა რავიცი.

ჩაჩავაზე რას იტყვით? ეგეც სვუპზე ვნახე მარა შედარებით ნორმალური ფასია არც ბევრი არც ცოტა
QUOTE
უმაღლესი ხარისხის ამერიკული წარმოების მეტალის ბრეკეტები ორივე ყბაზე - 598 ლარად 1210 ლარის ნაცვლად (ვაუჩერი 50 ლარი)

ამათ უწერიათ ამერიკულიო და სხვებს ამერიკული ქონდათ ყველაზე იაფი, კიდე გერმანულიო და რავი რა აღარ , ამას აქ რამე მნიშვნელობა? მეტს რო გადავიხდი "გერმანულში" რა ვიცი რომელს გამიკეთებენ

რომელიმე კონკრეტული კლინიკა თუ იცით ნორმალური ფასით და უეჭველი კარგად რო აკეთებდნენ ეგეც დაწერეთ, 1000 ზე მეტი უკვე მეძვირება

Posted by: justfeel 7 Jul 2018, 18:52
გამარჯობათ შუა კბილი გამიტყდა ოღონდ მთლიანად კი არა გვერდები კბილის ძირი , და ამოსაღები მექნება კბილი თუ როგორ შეიძლება რო გაკეთდეს კბილი? sad.gif ცუდად ვგრძნობ თავს

Posted by: fujita 9 Jul 2018, 00:17
cuda
შენს ზევით პოსტი იხილე,
თუკი ხარისხის მიღება გინდა

დანარჩენი შენ იცი smile.gif

მე რომ სხვა ექიმთან მივსულიყავი დარუნებული ვარ ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდებდნენ, რთული მდგომარეობა მქონდა კიჭებზე და ამიტომ "ვარეკლამებ" თეას

Posted by: cuda 9 Jul 2018, 18:46
fujita
მეტალის ბრეკეტის ფასი?

Posted by: cuda 15 Jul 2018, 00:09
1 ყბაში თუ 1400+ გადავიხადე კარგი უნდა იყოს აბა რა

Posted by: natia-ameli 24 Jul 2018, 13:43
გამარჯობა, ჩაჩავას კლინიკაში ხომ არ გაქვთ ვინმეს ბრეკეტები გაკეთებული, ჰოთსეილზე დევს ფასდაკლებით 600 ლარი 2 ყბა და ძალიან იაფი არ არის ? ზოგადად ბევრი დევს ასეთ ფასებში და რა მაფიაა?

Posted by: Nicola_Rizzoli 26 Jul 2018, 13:48
ღუდუშაურის კლინიკაში არის სტომატოლოგები ?

Posted by: xucishvili 28 Jul 2018, 21:51
მეტალის ბრეკეტები არის ორი სახის ლიგატური და ულიგატურო , ლიგატურიანი ღირს შედარებით იაფი და ულიგატურო
ლიგატურიანი რეგულირდება რეზინებით და ულიგატუროს არ სჭირდება რეზინების შეცვლა იმიტომ რომ საერთოდ არ აქვს
ლიგატურიანის შემთხვევაში რეზინები იცვლის ფერს შეცვლამდე , მოწევის ,ყავის დალევის , შოკოლოლადის მიღების დროს, ნაცრისფერი რეზინები ფერს არ იცვლის გამოცდილებიდან გეტყვით
რაც შეეხება მკურნალობის ფასს , ფასი დამოკიდებულია კლინიკაზე და ორთოდონტის გამოცდილებაზე , თვითონ ბრეკეტები ყველა ერთნაირად მუშაობს
რაც შეეხება გასწორების პერიოდს , ყველა ინდივიადულირია დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე კბილების მდებარეობაზე და სხვა
ჩემს შემთხევაში სამჯერ გამიწყდა რკალი ძვლოვანი სტრუქტურის სიმაგრის გამო , რაც იშვიათი შემთხვევაა, ამიტომ დიდხანს მომიწია ყველაზე სუსტი ელასტიური რკალის ტარება რამაც მკურნალოს დრო გამიხანგძლივა

Posted by: pytgon 1 Aug 2018, 13:16
გამარჯობა
სვუპზე რომ დევს ფასდაკლებები 260 ლარი და 380 ლარი
ეს რეალურია?
აქ როგორც წავიკითხო პოსტები 800 და 1400 უჯდებახალხს 1 ყბა
მეც მხოლოდ ზედა ყბა მინდა და გამჭვირვალე რო იყოს ამ ბრეკეტს რა ჰქვია და ფასი როგორ ვნახო რა ღირს ასეთი ბრეკეტები?

Posted by: pytgon 12 Aug 2018, 22:35
თეასთან დავრეკე და 30 ლარი კონსულტანცია
გაუძვირებაი 2 წელია უკვე

Posted by: ninobu 15 Aug 2018, 12:36
pytgon
1 ყბა 1400 ლარი? ძვირია ... არაა? მეტალის ბრეკეტს ვგულისხმობ. გადაამოწმეთ სხვაგანაც. მგონი კლინიკა მედის აქვს ეხლა ფასდაკლებები. მანდ აქებენ ორთოდონტს რავინ ჯეირათს.

Posted by: pytgon 15 Aug 2018, 23:33
ninobu

ვნახე რაღაც კლინიკები 300 ლარად 1 ყბა
ვაფშე ეს სვუპზე რო დევს 250 ლარად 2 ყბა , ძაან ცუდი კლინიკაა ? 100 ლარად 1 ყბას რო აკეთებს ან კონსულტანცია ეღირება მერე ძაან ძვირი ან რამე სიაბანდობაა


Posted by: Ras_al_Ghul 9 Sep 2018, 17:56
კარგი კლინიკაა მირჩიეთ რა, ვარიანტები ჩამომიწერეთ <3

ფასითაც რო არ გამწეწომ, და + კარგი სპეციალისტები რო იყვნენ რა <3

Posted by: BabeRock 25 Sep 2018, 17:19
ესე იგი, ორი წელი გავიდა გაკეთებიდან და ტვინში სისხლი ემქცევა უკვე, როდის უნდა დამთავრდეს ეს ბრეკეტობანა აღარ შემიძლია

Posted by: clemente 4 Oct 2018, 12:00
Dna appliance ს აკეთებენ საქართველოში? ინტერნეტში ვნახე და ბრეკეტებს მგონი ჯობია

Posted by: framoj 5 Oct 2018, 02:14
clemente
ფირფიტებს გულისხმობ, რომლებიც სპლინტად გამოოყენება ?

Posted by: clemente 5 Oct 2018, 09:30
framoj
user posted image

აი ამ რაღაცას
თან მოხსნაც რომ შეიძლება

Posted by: framoj 5 Oct 2018, 09:51
clemente
კი ეგ ვიგულისხმე. ეს უფრო სხვა დანიშნულებისაა, ბრეკეტი კი სხვა. გააჩნია რა პრობლემა გაქვს. ექიმმა უნდა შესთავაზოს პაციენტს მკურნალობის გზა.

Posted by: clemente 5 Oct 2018, 10:35
framoj
ზედა ყბის ტკივილები მაქვს და როგორც ვიდეოებიდან გავიგე პირში საკმარისი ადგილის არ არსებობის გამოა და ამით მკურნალობენო

რამე კლინიკას ხო არ მირჩევ ?

Posted by: Rubby 19 Oct 2018, 13:35
უნიდენტზე რას მეტყვით ვინმეს გაგისწორებიათ კბილები მანდ? რამდენად კმაყოფილები ხართ ? ან საშუალოდ რა ჯდება

Posted by: fujita 20 Oct 2018, 21:39
Rubby
მე დავდივარ უნიდენტში, თეასთან
კმაყოფილი ვარ ძალიან

ჩემს დროს ცოტა იაფი იყო, ეხლა მგონი გაძვირდა არ ვიცი ზუსტად
მე 2 350 გადავიხადე

Posted by: framoj 21 Oct 2018, 23:56
clemente
ყბის ტკივილი? შესაძლოა მერვე კბილი ამოდის, ან საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი გაწუხებს.
ორთოდონტთან კონსულტაციას გირჩევდი.

Posted by: Rubby 22 Oct 2018, 10:53
fujita
მადლობა და მეტალის ფასია ეგ ხო კერამიკის მაინტერესებს sad.gif
ან მანდ თუ არა სად მირჩევთ?
* * *
თამარ კუბლაშვილის პაციენტი აქ არავინ ხართ ?

Posted by: strelicia 26 Oct 2018, 23:17
fujita
QUOTE
მე 2 350 გადავიხადე

30+60+2650+300
კონსულტაცია, რენტგენები, ბრეკეტები, ფიქსატორები.

მამიდაშვილის ბავშვი გამოგვისწორა ამ ფასებში smile.gif
* * *
Rubby
QUOTE
თამარ კუბლაშვილის პაციენტი აქ არავინ ხართ ?

user posted image

Posted by: Ras_al_Ghul 6 Nov 2018, 18:38
მეგობრებო გთხოვთ დამეხმაროთ,

კარგი კლინიკა ან ექიმი მირჩიეთ, ან საკონტაქტო მომეცით. ძალიან ბევრი კლინიკებია და ავირიე რა smile.gif)

იქნებ გამოცდილებიდან გამომდინარე მირჩიოთ.. love.gif

Posted by: girjgi 8 Nov 2018, 18:11
მეგობრებო ბრეკეტების გაკეთება მინდა და ისეთი ექიმი მირთიეთ რომელიც ნორმალურად გამიკეთებს და შედარებით იაფად :ს

Posted by: kuki24 14 Nov 2018, 22:35
https://www.facebook.com/EvergreenDentalCenterByTinatinTopuridze/

Posted by: chimichanga 1 Dec 2018, 18:28
სალამი მეგობრებო, ვარ 25 წლის, წინა 5 კბილი მაქვს ძაან ცუდად, წინა 2 კბილი გვერდითებს ადევს, ერთი ეშვი გამოწეულია ცოტა, ( ყბები ერთმანეთზე ზის, არც წინ არი არც უკან) ნუ ვაპირებ ბრეკეტების ჩასმას, პირველ რიგში მირჩიეთ კარგი ექიმი ვისთანაც ღირს კონსულტაციის გავლა (თავისი ფასით) + რა დამჭირდება რენდგენი ყბების თუ რა, ნუ ერთი სიტყვით, რამდენი არი თანხა თავიდან საჭირო (ბრეკეტები რო განვადებით გაკეთდეს) და ვისთან მივიდე? მადლობა ყურადღებისათვის.

Posted by: 192Pound 1 Dec 2018, 20:22
ბათუმიდან არავინ არ ხართ? სად ჯობია გაკეთება?

Posted by: taamo 2 Dec 2018, 15:41
კერამიკის ბრეკეტები რაღირს უნიდენტში ზერეკიძესთან ხომ არ იცით? ან სად შეიძლება ხარისხიანად გაიკეთო კერამიკული ბრეკეტი და ძალიან ძვირიც არ ღირდეს?

Posted by: charliXL 2 Dec 2018, 21:40
აუ დამაკვალიანეთ თუ შეგიძლიათ, მოკლედ მაქვს წინ ორი კბილი გამოწეული ოდნავ, ბრეკეტების გაკეთება არ მინდა ძალიან, არ მიყვარს, არსებობს სხვა რამე საშუალება რომ გავისწორო? ან რაღაც გამჭირვალე ბრეკეტების მსგავსი რაღაცას მოვკარი ყური და თუ რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ იქნებ გამანდოთ

Posted by: any_body 9 Dec 2018, 17:23
charliXL
მეტალის ბრეკეტი და გამჭირვალე ბრეკეტები ფასით განსხვავდებიან, 2-ჯერ ძვირია გამჭირვალე.

chimichanga
ბრეკეტების ფასი იწყება ალბათ 400 ლარიდან და ადის 200 ლარამდე, ერთი ყვა.. გააჩნია ექიმს, კლინიკას.

Posted by: CigaretteDaydreams 23 Dec 2018, 20:53
გამარჯობა , რა მაინტერესებს ბრეკეტებით გასწორების გარდა კიდევ რა მეთოდებია ? იმპანტაცია თუ რაღაცა ქვია ხო რომელი კბილიც არ მოგწონს მაგას რო ამოგიღებენ და სხვას გისვავენ თუ რა პონტია ? მაგის შესახებ მაინტერესებს ფაქტიურად არაფერი არ ვიცი და გუგლშიც ვერ ვეძებ სწორად და თუ ვინმემ იცით დამაკვალიანეთ რა ისეთი საპანიკო მდგომარეობა არ მაქ კბილებზე მარტო 2 კბილის მდგომარეობა არ მომწონს და მაგის გამო 2 წელი ბრეკეტების თრევა მეზარება

Posted by: justfeel 29 Jan 2019, 21:25
გამარჯობათ მოკლედ შუა კბილი მაქ ერთი ოდნავ უკან გამოწეული ერთ ყბაზე ჩანს რო დარღვევაა ჩემი ვარაუდით და ექიმმა დასაპლომბია ცალკეო მოკლედ ორთოდენტი მინდა ძალიან კარგი პროფესიონალი ზრდილობანი ადამიანი თავის საქმისადმი smile.gif

რჩევებისთვის მადლობას გიხდით წინასწარ , ერთი მახსოვს უბრალოდ ვერ ვიხსენებ შარტავაზე არის ვიღაც ქალი და თუ აგქვთ მაგის საკონატქტო იქნებ მომწეროთ

Posted by: fujita 22 Feb 2019, 22:41
CigaretteDaydreams
ექიმი გეტყვის ზუსტად რა გჭირდება smile.gif
კბილის ამოღება შეიძლება არ გახდეს საჭირო და ისე გაიწ გამოიწიოს და გასწორდეს ბრეკეტების სსუალებით

justfeel
ამ თემაში ძირიტადად კუბლაშვილი ზერეკიძის პაციენტები და მათი მაქებრები არიან smile.gif
თავად მეც ზერეკიძის პაციენტი ვარ და კმაყოფილი ვარ ძალიან

Posted by: boxvena 24 Feb 2019, 11:02
558793465 დამიკავშირდით ყველაფერს ვაკეთებთ კლინიკაში შეღავათიან ფასებში ირაკლი

Posted by: ჯუღაშვილი 26 Feb 2019, 22:38
მარტო ქვედა ყბაზე არ შეიძლება?
ზემოთ არ მჭირდება და ექიმმა ორივეზე უნდა გაიკეთოო და...

Posted by: kusakusa81 16 Mar 2019, 13:16
ვინმეს აქვს მარიამ სიჭინავასთან გაკათებული ბრეკეტი ? ქარდავას კლინიკაზე რას მეტყვით ? ვერ გადამიწყვეტია :-(
გადავიხადო ძვირი უკვე გაპიარებულ ორთოდონტებთან ამდენი ფული დავხარჯო , თუ რა ჯანდაბა ვქნა ?
ანუ რაზეა დამოკიდებული კარგ ორთოდონტზე ? კარგ ბრეკეტ სისტემაზე? თუ პაციანეტზე ?
რა განაპირობებს მკურნალობის მაქსიმალურ შედეგს? ყველას უსწორდება საბოლოოდ?
cry.gif cry.gif

Posted by: natia-ameli 27 Mar 2019, 12:58
გავიკეთე გუშინ ორთოდონტიულ ცენტრში ოპერასთან. მეგონა 1400 ჯდებოდა 2 ივე ყბა, მაგრამ მგონი 1 ყბის ფასი აღმოჩნდა ეგ და 2800 მომიწევს, თავიდან 350 შევიტანე. ძაან ძვირი არ არის ?
არც ფასი მითხრეს წესიერად არც გადახდის პირობები, მარტო ის რო 350 შევიტანე თავიდან და დანარჩენი თვეებზე ნაწილდება.

Posted by: DogLoverrr 4 Apr 2019, 00:26
საფითი თუ კერამიკა? რომელი უკეთესია და უფრო კომფორტული მოსავლელი

Posted by: fujita 4 Apr 2019, 00:42
natia-ameli
ვიზიტებზე ფული გექნება გადასახდელი?იმედია უფასო იქნება

Posted by: taamo 23 Apr 2019, 16:34
გაგარინზე ელიზ დენტში ხომ არ გაგიკეთებიათ ვინმეს ბრეკეტები. ზერეკიძესთან მინდოდა მისვლა, მაგრამ ძალიან მეძვირება

Posted by: kusakusa81 4 May 2019, 13:57
გამარჯობათ .
უკვე ერთი თვეა რაც გავიკეთე მეტალის ბრეკეტი. ყოველ დილით გაღვიძებისას მაქვს შეგრძნება თითქოს კბილები ერთმენეთზე " დაცემენტებულია" ძალიან მიწებებული.
გამოვბივარ კბილების დასახეხად. ვის გაქვთ მსგავსი შეგრძნება? კარგი იქნება ორთოდონტობის აზრი

Posted by: xucishvili 30 Jun 2019, 22:21
kusakusa81
წარმოიდგინე რომ 10 კბილი ერთი კბილის როლს ასრულებს

Posted by: calypso 26 Aug 2019, 12:29
ანა მეჩეხია, ჟანა კერესელიძე, თუ გსმენიათ?!

კლინიკა smile care თან თუ გქონიათ შეხება?

Posted by: Utopian 26 Aug 2019, 14:37
გამარჯობა, კვალიფიციური რჩევა მჭირდება
რეტეინერის მოხსნის ვადას ძალიან გადავაცილე და შეიძლება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს?
საქმე იმაშია, რომ ბრეკეტებით გასწორების დროს ექიმის რჩევის მიუხედავად კბილი არ ამომიღია (ვერ გავიმეტე საღი კბილი) ისე გავისწორე (ჩაეტია როგორღაც). ამის გამო, 2 წლის შემდეგ შემეშინდა რეტეინერის მოხსნა ისევ რომ არ არეულიყო. თან ისე მივეჩიე ვერც ვგრძნობ რომ მიკეთია

როგორც გავიგე სხვა ექიმს მოხსნის უფლება არ აქვსო და მე კიდე ჩემი ექიმის კოორდინატები აღარ მახსოვს. ფალიაშვილზე რომ იყო მხოლოდ ის ვიცი, ინდოელი ექიმი
რას მირჩევთ? რომ მოვიხსნა არის არევის შანსი? ან ვისთან მივიდე?

Posted by: jazzsoul 29 Aug 2019, 15:19
ბრეკეტები 2 წელი მეკეთა და რეტეინერიც მაგდენი ხანი დამჭირდება?
ინტერნეტში ორნაირი ვნახე. ერთი შიგნიდან კეთდება და მეორე გამჭირვალეა და კბილებზე ჯდება. ჩემზეა დამოკიდებული თუ რომელსაც სტომატოლოგი გადაწყვეტს ის უნდა გავიკეთო?

Posted by: mapshnik 9 Sep 2019, 00:13
მოკლედ ე.წ gummy smile ს მოშორება მინდა და ასევე მგონი ბრეკეტებიც დამჭირდება და მირჩიეთ ყველაზე მაგარი სტომატოლოგიური კლინიკა სადაც ყველაზე მაგარი პროფესიონალები მუშაობენ. რა დამიჯდება ეგეც მაინტერესება

Posted by: l-e-v-a-n 9 Sep 2019, 00:17
mapshnik
ზერეკიძე უნიდენტში, ან კუბლაშვილი

Posted by: any_body 9 Sep 2019, 00:36
Utopian
რავინთან დადიოდი ?
ხალხს მთელი ცხოვრება უკეთია რეტეინერი, ტყუილად ნერვიულობ.
მითუმეტეს თუ კბილი იყო ამოსაღები არ ამოიღე, რაც იფრო დიდხანს გექნება უკეთესია.

jazzsoul
ორთოდონტი რომესაც გირჩევს.
რეტეინერი მოუხსნელი ნიშნავს რომ 90% შედეგი სეგინარჩუნდება სანამ გექნება, მერე უკვე ზუსტად არავინ იცის.

Posted by: Utopian 10 Sep 2019, 15:09
any_body
მგონი მაგასთან, სახელი მეცნო.
გაიხარე! აღარ ვინერვიულებ ^^



Posted by: BabeRock 30 Sep 2019, 17:07
ესე იგი სამი წელია მიკეთია ბრეკეტი. დღეს ექიმმა მითხრა კიდევ უნდა გეკეთოს 1 წელი ალბათო და ნერვი აღარალი. ოპერაციის გაკეთება რთულია? და რა ჯდება ხომ არ იცით?

Posted by: chimichanga 17 Oct 2019, 17:05
მეგობრებო სად ჩავისვამ ბრეკეტებს შიდა განვადებით? კარგ სპეციალისტთან რასაკვირველია.

Posted by: CigaretteDaydreams 13 Nov 2019, 20:50
მეგობრებო ბრეკეტებით კბილების გასწორება რო რამდენიმე ათასი ჯდება საერთო ჯამში ვიცი მაგრამ თავდაპირველად მინიმუმ რამდენი უნდა გეჭიროს ხელში რო დაიწყო?

სეანსებში იხარჯება ხო ფული ძირითადათ თუ ერთიან ფულს ითხოვს ვინმე?

Posted by: CutOffHands 29 Nov 2019, 20:56
CigaretteDaydreams
გააჩნია რომელ კლინიკაში მიხვალ მე როგორც ვიცი არსებობს ძირითადად ~600ლარიანი, 1100ლარიანი და 2000იანი ვარიანტები. ბრეკეტების ხარისხშიაო განსხვავება ამბობენ მარა ხზ რა მნიშვნელობისაა ეგ განსხვავება.

ჩასმის მერე თვეში ერთხელ უნდა ვიზიტი და თითოში სადღაც 30 ლარი. წელიწადი-2 წლის განმავლობაში ძირითადად მარა გააჩნია კბილებს.

ა ხო, კბილების ამოღება დაგჭირდება კიდე სვარაუდოდ (თუ უკვე ამოღებული არ გაქ) ასე რო ეგეც დაჯდება რამდენიმე ასეული გელა

Posted by: kuki24 20 Dec 2019, 23:23
http://evergreendent.ge/geo/static.livedemo00.template-help/wt_50449/ortappliances.html


Posted by: WonderWoman 14 Jan 2020, 17:10
მეგობრებო გუშინ ჩავისვი ბრეკეტები ზედა ყბაზე, გამაფრთხილეს გეტკინება სანამ შეეჩვევიო მაგრამ არ მტკივა, ოდნავ დაჭიმულობას ვგრძნობ. ნორმალურია? ა კიდევ ყოველ ჭამაზე მგონია რომ მომძვრ3ბა ნებისმიერ წამს და საჭმლის ჭამა მექცა ტანჯვად. არადა რბილ საკვებს ვიღებ ყველა წესის დაცვით. რამდენად მარტივად ძვრება ხოლმე თქვენი გამოცდილებით?

Posted by: xucishvili 22 Feb 2020, 21:48
WonderWoman
გააჩნია რა სიძლიერით უჭერს კბილებს
ტკივილიც შესაბამისი იქნება მაქსიმუმუმ 4 დღიანია ტკივილი მერე დაჭიმულობას იგრძნობ .შეჩვევისს ამბავია რაც ნაკლებს იფიქრებ რომ ბრეკეტები გიკეთია მალე შეეჩვევი .მოძვრობით მასე ადვილად არ ძვრება .პომინდვის ჭამა მეშინოდა და კატლეტის ჩაკმეჩის .მიჩვევის მერე ცვეულებრივ ვჭამ როგორც უბრეკეტო

Posted by: Elisabeddd 28 Apr 2020, 17:04
მეგობრებო ერთი კბილის იმპლანტი რა ჯდება ? როგორც ამბობენ მაგ ჩასმულ კბილს ვერ ათეთრებენ და ფერი თუარ დაჯდა ვერაფერს ვერ უშველიო და რამდენად მართალია ? აი ფოტო რაც დავდე მონიშნულია , სიცილის დროს ეგ ერთი კბილი ძაან ცუდად მხვდება თვალში დანარჩენი რავი შევეგუე 25 წლის ასაკში რომ ბრეკეტები დავიწყო ძაან არ შემიძლია თავის მობმა და ეგ ვარიანტი ავირჩიე ვინმეს რამე ინფო თუ გაქვთ გამიზიარეთ მადლობელი დაგრჩებით
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: James-Kim 25 May 2020, 16:55
გამარჯობათ ვარ 22 წლის კბილები მაქ გასასწორებელი და ბევრმა მითხრა აზრი აღარ აქ ტყუილად ფულს გადაყრი მაიცნ ვეღარ გაგისწორებენ დაგვიანებულიაო რამდენად მართალია ეს? და ვის გაუწევდით რეკომენდაციას ან იქნებ დამაკვალიანოდ რა განსხვავებაა ბრეკეტების ფას შორის ან ძალიან ძვირი თუ დამიჯდება ეს ყველაფერი დაახალოებით მაიცნ რო ამიხსნათ დეტალები რა როგორ იქნება

Posted by: merciamercia 3 Jun 2020, 13:14
ოთო დარჯანიას პაციენტი ხომ არ ხართ ვინმე? ბევრმა მიქო და Mაინტერესებს თქვენი შედეგები user.gif
და რავინ ჯეირათი თუ დარჯანია? biggrin.gif

Posted by: სერაფიტი 5 Jun 2020, 15:59
James-Kim

31 წლის ვარ და ამ ზაფხულს ვაპირებ ბრეკეტების გაკეთებას.
მართალია, იქამდე ძველი ბჟენების გამოცვლითა და ახლების გაკეთებით ვარ დაკავებული, რამაც მტელი ჩემი ნერვები და ფინანსები შეიწირა, მაგრამ იმედი მაქვს, მივაღწევ ბრეკეტამდეც.
ასაკი არ აქვს , უბრალოდ მეტხანს გეკეთება სავარაუდოდ. ისიც სავარაუდოდ.
მიაკითხე კონსულტაციაზე, უფასოა.

Posted by: AvtandiL 169 25 Jun 2020, 17:49
სერაფიტი
QUOTE
ძველი ბჟენების გამოცვლითა და ახლების გაკეთებით ვარ დაკავებული


არანაირი კონსულტაცია არ გამივლია ჯერჯერობით ამ საკითხზე და ძველი ბჟენების შეცვლა ახლით აუცილებელია? გადავიფიქრებ ეგრევე.


ფასდაკლების საიტებზე 300 ლარიანებიც არის, 1000იანიც და 2 ათასიანიც. მეტალი და კერამიკა გასაგებია, მაგრამ სხვა რამე დამატებითი სხვაობა არის ფასები ასე ძალიან რომ განსხვავდება?

Posted by: სერაფიტი 25 Jun 2020, 23:06
AvtandiL 169


სავალდებულო არაა, უბრალოდ მე შევიცვალე, იმიტომ რომ თითქმის ყველას ქვეშ ფარული კარიესი იყო წასული ან კომტაქტები კბილებს შორის ხელახლა გასაკეთებელი. საღეჭებზე ყველგან შევიცვალე.

ამოვიღე ქვედა ორი მეხუთე კბილი, ზემოთ ისედაც ამოღებული მაქვს ბავშვობაში მეხუთეები, ვისწორებდი და არ დავასრულე.
სამშაბათს ვიკეთებ უკვე ბრეკეტს. ჯერ წმენდა კბილების, და იმავე დღეს ბრეკეტები.
მე ვიკეთებ გერმანულს, მეტალის. 1100 ლარი ღირს ორივე ყბა ერთად. არის 850 ლარიანი, იმავე კლინიკაში,.ისიც გერმანული. დროში მოგცემს სხვაობასო, ანუ უფრო მალე მოვიხსნი ამ ათას ასიანს.

კერამიკას არ გირჩევ. მეტალი აარჩიე ყველა ვარიანტში, თუმცა ხარისხებში არის სხვაობა და შესაბამისად ეფექტიანობაშიც.

Posted by: The_Kid 26 Jun 2020, 19:34
სერაფიტი
მადლობა, გაიხარე.

Posted by: merciamercia 3 Jul 2020, 23:21
სერაფიტი
სად იკეთებ, რომელ კლინიკაშI?

Posted by: სერაფიტი 4 Jul 2020, 00:13
merciamercia

სმაილ ქეარში, ჟანა კერესელიძეა ორთოდონტი.

Posted by: gobisha 11 Jul 2020, 19:53
წინ ქვედა აი პირველი ორი კბილი რაცაა მაგათ უკან მქონდა ამოსული კბილები თითოცალი დღეს სარკეში ჩავიხედე და ვამჩნევ რო ხაზე გასწორებულები უნდა იყვნენ მთლად მწკრივში ვერ იქნებიან მწკრივში სხვა კბილები უშლიან მაგრამ მიჩოჩებული არიან მწკრივთან ბუნებრივად მოხდა... რა საინტერსოა ეხლა თითითაც ვაწვები რო ისევ უკან არ გავიდნენ

Posted by: ფიესტა 16 Sep 2020, 13:39
კლინიკა ნიუ დენტის შესახებ რამე თუ გსმენიათ, მირჩიეთ რა


ერთადერთი ეგ კლინიკა არის ჩემს დაზღვევაში და ძაან კანტორა ხო არაა?


აქამდე არასდროს არ მქონია შეხება სტომატოლოგიურ კლინიკებთან და არ ვიცი ვინ რას წარმოადგენს

Posted by: სერაფიტი 20 Oct 2020, 20:11
არსებობს თუ არა ქართულ ბაზარზე ფტორიანი კბილის პასტა?
ლაკალუტს ან სენსოდინს ფტორით ვიყენებ და მითხრეს, არ აქვს ფტორის შემცველობაო.

არადა ბრეკეტიანებისთვის ფტორიანია საჭირო.

Posted by: stasi1 22 Oct 2020, 14:08
ერთი არ მესმის, ფასდაკლების საიტებზე ორივე ყბა რომ 300 და 400 ლარები ღირს და ისე კლინიკაში 1000 და მეტი, მათ შორის დიდი სხვაობაა?
მეც 29 წლის ასაკში გადავწყვიტე ბრეკეტის გაკეთება და ძალიან დავიბენი, ყველა სხვადასხვა რაღაცას მეუბნება.

Posted by: ლევან_ი 27 Oct 2020, 13:26
ხალხნო, ძველები თუ ხართ შემორჩენილი აქ, 3 წელი მეკეთა ხოლმე ღამე ფიქსატორი (ზედა ყბაზე კაპა) ხოდა 1-2 დღე რო ჩავაგდებდი და მერე გავიკეთებდი, ვგრძნობდი რომ "მიჭერდა" და გავიდა 3 წელი და წესით აღარ უნდა მჭირდებოდეს აწი ფიქსატორი მარა არ მეკეთა 1 თვე და გავიკეთე 2 დღის წინ და კიდე უფრო ძლიერად მომიჭირა რა
რა ვქნა? კიდე უნდა გავაგრძელო ღამე ამის გაკეთება? sad.gif 3 წლის მერეც რო ასე ხდება ნორმალურია?

Posted by: miriani777 29 Oct 2020, 22:00
user posted image


ვგიჟდები ჩემს კბილებზე

Posted by: სერაფიტი 4 Dec 2020, 20:45
ვინმეს შეგიცვლიათ ორთოდონტი?
ერთთან დაგიწყიათ და სხვასთან გაგიგრძელებიათ.
ვიცი, რომ არ უყვართ სხვისი პაციენტები, მაგრამ მაინტერესებს, ვინმე თუ უშვებს გამონაკლისს?

Posted by: klubnika 6 Dec 2020, 10:04
სერაფიტი
QUOTE
ვინმე თუ უშვებს გამონაკლისს?

ერთხელ ჩემი არ იყო და კორექციაზე სხვამ მიმიღო
და შეცვლით არ ვიცი
ალბათ ვინმე დაუშვებს
მოიტყე რამე ;დ მოკვდათქო და მიგიღებენ gigi.gif

Posted by: somnambuli 7 Dec 2020, 10:50
ქუთაისში ვის მირჩევთ?
ავტომობილს რომ გავყიდი უნდა გავიკეტო ბრეკეტები, ჰოდა თადარიგს ვიჭერ

Posted by: ლევან_ი 11 Dec 2020, 01:31
somnambuli
თბილისში სიარულს გირჩევ biggrin.gif უნიდენტში, თეა ზერეკიძესთან

Posted by: somnambuli 11 Dec 2020, 17:49
ლევან_ი
დიდი ხარჯი გამოვა ლევან, ვიზიტის ფულს პლუს საწვავის ხარჯი. უცებ რამე რომ დამჭირდეს დიდი მანძილი გამოდის. მოკლედ ქუთაისIშ მირჩევნია რა

Posted by: ლევან_ი 11 Dec 2020, 18:51
somnambuli
ჰო საწვავის ხარჯი კი არის 2 წელი თვეში 1ხელ საშუალოდ მოგიწევს სიარული მარა ქუთაისში ვერ ქაჩავს დონე რა biggrin.gif თუ იკეთებ, ხარისხიანად ჯობია გაიკეთო.

Posted by: Bestpc 29 Jul 2021, 15:02
ნინო ბერიძის კლინიკაში ვისაც გაგისწორებიათ კბილები, რა დაგიჯდათ მთლიანად პროცედურა დაახლოებით შეგიძლიათ დაწეროთ ? (თავისი კონსულტაციებით, რენტგენებით, წმენდით და ა.შ)

Posted by: somnambuli 27 Aug 2021, 10:24
გუშინ ჩავისვი ბრეკეტები. ქუთაისში, ეკოდენტის კლინაკაში. პირველი მომსახურებით კმაყოფილი ვარ. ეს კბილების დაძვრის პროცესიც მსიამოვნებს. მალე მინდა რომ გავიდეს დრო.
ყური მოვკარი ბრეკეტების მოხსნის მერე კიდევ რაღაცის ტარება არის საჭიროო. ექიმს არ უთქვამს, შეგიძლიათ მომაწოდოთ ინფორმაცია?

Posted by: Ras_al_Ghul 27 Aug 2021, 15:30
Bestpc
რენტგენები თავიდან გავქს გასაკეთებელი, ოღონდ ეგ ინდივიდუალურია, გააჩნია როგორი სიტუაცია გაქვს.
მერე აღარაა საჭირო.
თვეში ერთხელ გიწევს მისვლა, თავიდან 50 იყო და პანდემიის მერე 60 გახდა.
ბრეკეტი 1000 ლარია მგონი 1 ყბა.

Posted by: messi2003 3 Sep 2021, 17:52
გამარჯობა, მყავს11 წლის ბიჭი, რომელსაც მე 4 და მე 6 კბილს შორის ადგილის სიმცირის გამო არ ამოსდის მე 5 კბილი. მგონი რაღაც ფირფიტა უნდა ჩაიდგასო კბილების გასაწევად და ვერ დამაკვალიანებთ სად მივიდე და მიახლოებით რა ჯდება?

Posted by: Ras_al_Ghul 3 Sep 2021, 19:31
messi2003
ნინო ბერიძის კლინიკაში გაიარეთ კონსულტაცია, მგონი უფასოა. თან გაარკვევთ ფასსაც. ბავშვების კლინიკა ცალკე აქვთ.

Posted by: messi2003 4 Sep 2021, 18:33
Ras_al_Ghul
მადლობა
ნომერი ხომ არ გაქვთ კლინიკის?


Posted by: Ras_al_Ghul 4 Sep 2021, 22:11
messi2003
+995322322227

Posted by: mixR 26 Sep 2021, 09:14
დეიმონის ბრეკეტები ჩავისვი 2 თვის წინ, საოცარი შედეგი მაქვს! up.gif
დაახლოებით 2კ დაჯდა ერთი ყბა, თუმცა ჩვეულებრივ ბრეკეტთან შედარებით აშკარად უფრო სწრაფია და ეფექტური. bis.gif

Posted by: kapaferdo 5 Oct 2021, 18:57
ნიუ დენტში რომელ ორთოდონტს მირჩევთ ? სერიოზული თანკბილვა მაქვს და ძალიან გამოცდილი პროფესიონალი მჭირდება

Posted by: merciamercia 14 Dec 2021, 21:15
გამარჯობა,
ბრეკეტები რამე კავშირში შეიიძლება იყოს თავის ტკივილთან? ბოლო ორი კორექციის (მოჭერის) მერე თავის ტკივილები მაქვს ყოველ დღე. rolleyes.gif

Posted by: Ras_al_Ghul 15 Dec 2021, 00:09
merciamercia
ყოველდღე არა მაგრამ, ვიზიტის დღეს კი მტკივა ხოლმე biggrin.gif თუმცა წამალი არასდროს დამილევია.

შენ ცადე წამლის დალევა?

Posted by: merciamercia 15 Dec 2021, 00:18
QUOTE (Ras_al_Ghul @ 15 Dec 2021, 00:09 )
merciamercia
ყოველდღე არა მაგრამ, ვიზიტის დღეს კი მტკივა ხოლმე biggrin.gif თუმცა წამალი არასდროს დამილევია.

შენ ცადე წამლის დალევა?

კიი, მაგრამ სულ წამალზე ხო არ ვიქნები. მე Uფრო იმის მეშინია რამე არასწორად არ მიმდინარეობდეს და ეგ არ იწვევდეს, იმიტომ რომ Uკვე მალე მოვიხსნი და მანამდე არ მქონია ეს ტკივილები user.gif

Posted by: Ras_al_Ghul 15 Dec 2021, 00:41
merciamercia
აჰა, გასაგებია. დაელაპარაკე პირად ექიმს მაშინ, უმჯობესია

Posted by: SabArch 1 Jan 2022, 21:36
წინა მარჯვენა კბილი გამომეწია წინ და მაგის გასწორება მინდა. 27 წლის გავხდი ახლახანს. სადღაც 20 წლის ასაკიდან დაიწყო ნელ-ნელა გამოწევა წინ და საკმაოდ მეტყობა ახლა. იდეალური წყობა მაქვს კბილების, ერთი ეგ მაქვს მარტო გასასწორებელი და რანაირი ბრეკეტი დამჭირდება მაგისთვის?

Posted by: rawerfas 4 Jan 2022, 20:02
მეგობრებო, ტელერენტგენოგრამას სად აკეთებენ და რა ღირს, ხომ არ იცით?
* * *
მეგობრებო, ტელერენტგენოგრამას სად აკეთებენ და რა ღირს, ხომ არ იცით?

Posted by: Bestpc 28 Jan 2023, 20:53
(კლინიკა Dental Star / დენტალ სთარი) ორთოდონტ მაია ჩიტაძესთან თუ გაგისწორებიათ კბილები ვინმეს ?

Posted by: ჰეისან 7 Nov 2023, 21:30
ბერიძის კლინიკის საიტზე ფასები არსად უწერიათ და ვინმემ ხომ არ იცით, კბილისფერი (კერამიკული) ბრეკეტები რა ჯდება თავისი ვიზიტებიანად მიახლოებით?

Posted by: John Jolie 30 Nov 2023, 22:17
ოლა!
ქვედა ყბაზე გასასწორებელი მაქვს წინა 2 ან 3 კბილი
ბრეკეტები მეზარება და გადავწყვიტე ვინირები გავიკეთო
სად მირჩევთ და დიდხანს ძლებს თუ მალე ამძვრება და თავიდან მექნება გასაკეთებელი?...
ერთი კლინიკა ვნახე, ერთი კბილი 500+ ღირს, მეორე კლნიკაში 250, არადა ვიზუალურად ეს იაფიანი უფრო ბინებრივად და ლამახად აკეთებს მგონი
მოკლედ სად წავიდე sad.gif
არ შეიძლება დაქლიბონ და თავიდან ლამაზი ააშენონ? ამ პროცედურას რაღA ქვია? 2 სტომატოლოგი მტავს, ორივეს ვუხსნი და გამოიდებილებსხოლმე ორივე თავს... "არ გენანებაა ჯანმრთელი კბილები?"-ა პასუხი... არ მენანება მახინჯი კბილები...რომ მომტყდეს, ხო ამიშენებენ ხოდა ვითომ მომტყდა, გადამიჭრან და ამომიშენონ თავიდან კოხტად... აი რას ვითხოვ უცნაურს და გაუგებარს... თუ მართლა უცნაურია

Posted by: Lutz Euler 24 Apr 2024, 15:47
ბრეკეტების ტიპები:
1. მეტალი.
2. მეტალის თვითლიგირებადი.
3. კერამიკა ან საფირი.
4. ლინგვალური

Posted by: K O R A D O 25 Apr 2024, 13:53
ბავშვისთვის (8 წლის) მჭირდება კვალიფიციური ორთოდონტი, თანკბილვის დარღვევაა, მათ შორის ქვედა ყბა ცდება ზედა ყბას...
სად და ვის მირჩევთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)