#52221068 · 20 Feb 2018, 19:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2008 წელს გორიდან ადამიანები მანქანებს 150 ლარად მიყავდათ თბილისში. ტაქსის რატომ არ ვწერ--ტაქსის იმ დროს ვერ გამოიძახებდი და თუ გამოჩნდებოდა ვინმე,ვინც მანქანით მიდიოდა(ანუ თვითონაც იქით ჰქონდა გზა),ბარემ ,,ფულსაც გავაკეთებ" პრინცპიპით ხელმძღვანელობდა და გეტყოდა -,,150 ლარად წაგიყვან",ბევრი იხდიდა და მიდიოდა,ზოგს პატარა ბავშვი ყავდა,ზოგს ავადმყოფი...და სამჯერ მეტს ახდევინებდნენ იმ დროს ასეთ ადამიანებს. ჯეოსელმა კი იმ დროს 4 ლარი ისე უნამუსოდ ჩამოაჭრა დედაჩემს,რომ ვითომც არაფერი და ოპერაატორი გოგო კიდევ აქეთ ეწიწინებოდა რაღაცას. და რას ვამტკიცებთ ახლა,ჯეოსელს და მაგთის რომ თავს არ აყვლეფინებს ბევრი, ეგ სამშობლოს მოღალატეობაა? ან ერთ კილომეტრზე რომ ლარს მისცემ მძღოლს და უკან მოგიგდებს-მარშუტკა კი არ ვარ,ეს რა არისო,არ გამოიძახებ მერე იანდექსს? ჩემი ქვეყნის პატრიოტი რომ ვარ,ეს იმას არ ნიშნავს თავი გავაყვლეფინო იმათ,ვისაც ეს ქვეყანაც და მისი მოსახლეობაც, და ადამიანობაც და შეგნებაც ფეხებზე ჰკიდია.
This post has been edited by DM-23 on 20 Feb 2018, 20:41
|