მოგესალმებით მეგობრებო. მეც მაქვს კითხვა და თუ დამეხმარებით გამახარებთ
მოკლედ მე და ჩემს შეყვარებულს გვინდა ამერიკის სამოგზაურო ვიზაზე შესვლა,არ დავმალავ და საბოლოოდ მიზანი არის დარჩენა,თუმცა შეიძლება არც დავრჩეთ და დავრუნდეთ უკან, მაგრამ ეს კონსულმა ვერ უნდა შეგვატყოს
მთავარია ჯერ ვიზა მივიღოთ.
სამსახური და ხელფასი ორივეს ნორმალური გვაქვს და კარგ კომპანიებში ვმუშაობთ (თუ აქვს ამას მნიშვნელობა) მე მაქვს ქვეყნიდან გასვლები (თურქეთი,იტალია 2ჯერ,ჩეხეთი,უნგრეთი,შვეიცარია..) ჩემს შეყვარებულს- არა. საბანკო ისტორია კარგი გვაქვს, პატარა განვადებები მაგრამ ეს არამგონია პრობლემა იყოს. უძრავი ქონებაც გვაქვს და ცოტა დანაზოგიც ბანკში. გვაქვს შანსი რომ ვიზა ჩაგვირტყან? ან რას მირჩევთ ჯობია ერთად შევიდეთ თუ ცალცალკე? ანგარიშზე უფრო დიდი თანხის დადებაც არაა პრობლემა ჩემთვის და ამას საერთოდ აზრი აქვს? რატომღაც მგონია რომ ეს არ წყვიტავს არაფერს. რომ გვკითხოს კონსულმა რატომ გადაწყვიტეთ პირველად ერთად მაინდამაინც ამერიკაში მოგზაურობაო რა ვუთხრათ? ყველაზე მეტად ეს მაფიქრებს
ვინც ასე შესულხართ შეყვარებულთან ერთად გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება,ყველანაირი დეტალი მაინტერესებს.საბუთები რა გქონდათ,თანხა,რა გკითხეს და რა უპასუხეთ და ა.შ
ისე ნაცნობმა მითხრა,ჩემს ძიძას ჩაურტყეს ვიზა რომელსაც 400 ლარს ვუხდიდიო.
მადლობა წინასწარ. ყველას წარმატებებს და მიზნების ასრულებას გისურვებთ