ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმეტსახელი: Canarinho(პატარა იადონი)
A Seleção(შერჩევა)
Verde-Amarela(მწვანე და ყვითელი)
Esquadrão de Ouro(ოქროს ჯგუფი)
Os reis do Samba(სამბას მეფეები)
ასოციაცია: Confederação Brasileira de Futebol(ბრაზილიური ფეხბურთის კონფედერაცია)
კონფედერაცია: CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა)
მთავარი მწვრთნელი: მანო მენეზესი
კაპიტანი: ტიაგო სილვა
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი: კაფუ(142)
საუკეთესო ბომბარდირი : პელე(77)
საშინაო სტადიონი: Maracanã, Morumbi, Mineirão
ფიფას კოდი: BRA
ფიფას რეიტინგი: 13
ყველაზე მაღალი ფიფას რეიტინგი: 1 (1993-2007, 2009-2010)
ყველაზე დაბალი ფიფას რეიტინგი: 13 (2012 წლის აგვისტო)
Elo-ს რეიტინგი: 3
ყველაზე მაღალი Elo-ს რეიტინგი: 1 (1 (1958-63, 1965-66, 1970-74 1978-79, 1981-83, 1986-87, 1990,1992,1994-00, 2002-10)
ყველაზე დაბალი Elo-ს რეიტინგი: 18 (2001 წლის, ნოემბერი)
პირველი საერთაშორისო შეხვედრა: არგენტინა 3-0 ბრაზილია (1914 წლის 20 სექტემბერი,ბუენოს აირესი)
დიდი ანგარიშით მოგება: ბრაზილია 14-0 ნიკარაგუა(მეხიკო, 1975 წლის 17 ოქტომბერი)
დიდი ანგარიშით მარცხი: ურუგვაი 6-0 ბრაზილია (ვინა დელ მარი, ჩილე, 1920 წლის 18 სექტემბერი)
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა: 19 (პირველად 1930 წელს)
მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი: გამარჯვებული: 1958,1962,1970,1994,2002
კოპა ამერიკაზე მონაწილეობა: 33 (პირველად 1916 წელს)
საუკეთესო შედეგი: გამარჯვებული: 1919, 1922,1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007
კონფედერაციის თასზე მონაწილეობა: 6 (პირველად 1997 წელს)
საუკეთესო შედეგი: გამარჯვებულები, 1997, 2005, 2009
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა (შვედეთთან გამოძახებულები)
მეკარეები:
1. გაბრიელი===(1992 წლის 22 სექტემბერი, 19 წლის)===მილანი
12. ნეტო====(1989 წლის 19 ივლისი, 23 წლის)===ფიორენტინა
22. რენან რიბეიორო===(1990 წლის 23 მარტი, 22 წლის)===ატლეტიკო მინეირო
მცველები:
2. დანიელ ალვეში===(1983 წლის 6 მაისი, 29 წლის)===ბარსელონა
3. ტიაგო სილვა===(1984 წლის 22 სექტემბერი,27 წლის)===პსჟ
4. დავიდ ლუიზი===(1987 წლის 22 აპრილი, 25 წლის)===ჩელსი
6. ალექს სანდრო===(1991 წლის 26 იანვარი, 21 წლის)===პორტო
13. დედე===(1988 წლის 1 ივლისი, 24 წლის)===ვასკო და გამა
14. ჟუან ჟესუსი===(1991 წლის 10 ივნისი, 21 წლის)===ინტერი
16. რაფაელ და სილვა===(1990 წლის 9 ივლისი, 22 წლის)===მანჩესტერ იუნაიტედი
21. დანილო===(1991 წლის 15 ივლისი, 21 წლის)===პორტო
ნახევარმცველები:
5. რომულო===(1990 წლის 19 სექტემბერი, 21 წლის)===მოსკოვის სპარტაკი
7. რამირესი===(1987 წლის 24 მარტი, 25 წლის)===ჩელსი
8. პაულინიო===(1988 წლის 25 ივლისი, 24 წლის)===კორინთიანსი
10. ოსკარი===(1991 წლის 9 სექტემბერი, 20 წლის)===ჩელსი
15. სანდრო===(1989 წლის 15 მარტი, 23 წლის)===ტოტენჰემი
17. ლუკასი===(1992 წლის 13 აგვისტო, 20 წლის)===სან-პაულო(2013 წლის იანვრიდან პსჟ)
20. განსო===(1989 წლის 12 ოქტომბერი, 22 წლის)===სანტოსი
თავდამსხმელები:
9. ლეანდრო დამიაო===(1989 წლის 22 ივლისი, 23 წლის)===ინტერნასიონალი
11. ნეიმარი===(1992 წლის 5 თებერვალი, 20 წლის)===სანტოსი
12. ჰალკი===(1986 წლის 25 ივლისი, 26 წლის)===პორტო
17. ჟონასი===(1984 წლის 1 აპრილი, 28 წლის)===ვალენსია
19. ალეშანდრო პატო===(1989 წლის 2 სექტემბერი, 22 წლის)===მილანი
წინა თემის ლინკები:პირველი ნაწილი (2 ნაწილიანია)-
ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბიმეორე ნაწილი-
ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი (II ნაწილი)მესამე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიმეოთხე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიმეხუთე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებიმეექვსე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, SELECAOმეშვიდე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, SELECAOმერვე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბიმეცხრე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი მეათე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბიმეთერთმეტე ნაწილი-
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბიმეთორთმეტე ნაწილი
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბიმეცამეტე ნაწილი
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბიშესავალიბრაზილიის ეროვნული ნაკრები არის მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც მოიგო 5-ჯერ (1958,1962,1970,1994,2002).
ბრაზილიაში, ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში, ფეხბურთი ინგლისელებმა შეიტანეს და ეს თამაში უკვე საკმაოდ პოპულარული იყო 19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს. ლოგიკურია რომ თამაში ფართოდ გავრცელდა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულოში, ანუ იმ ქალაქებში, რომლებსაც მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ქონდათ ინგლისთან. 1904 წელს ბანგუს ქარხნის მუშებმა(რიო-დე-ჟანეირო), რომლებთა შორის ბევრი ინგლისელი იყო, დაარსეს საფეხბურთო კლუბი ბანგუ. ამ ჩვეულებრივმა ბრაზილიურმა კლუბმა რომელიც ახლა საშუალოზე დაბალი დონის კლუბად ითვლება, სათავე დაუდო არაჩვეულებრივ სიახლეს. კლუბმა თავის რიგებში ჩარიცხა რიოს პლაჟებზე მოთამაშე შავკანიანი ფეხბურთელები და საბედნიეროდ მის მაგალითს მალე მიბაძა ვასკო დე გამამ. ამის შედეგად თამაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა ქვეყანაში, სწორედ ეს თარიღი უნდა მივიჩნიოთ ბრაზილიური ფეხბურთის დაბადებად.
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ თამაშად მიჩნეულია მატჩი,რომელიც გაიმართა 1914 წელს ქალაქ რიო-დე-ჟანეიროის გარეუბან ფლუმენინსეში. ნაკრები დაუპირსპირდა ინგლისის საფეხბურთო კლუბ იქსტერ სიტის და გაიმარჯვა ოსვალდო გომესისა და ოსმანის გოლების წყალობით ანგარიშით 2:0.
უმნიშვნელოვანესად მიჩნეულია თამაში, რომელიც ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ჩაატარეს ფეხბურთის ფედერაციის გვერდის ავლით და ამიტომ არ არის შესული სალესაოს ოფიციალურ სტატისტიკაში.
ისტორია1917 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამო, ლათინურ ამერიკაში ტურნეს ატარებდა იმ დროისთვის ერთ-ერთი უძლიერესი ინგლისური კლუბი, ბოლტონ უანდარერსი.
მატჩს ბოლტონსა და არაოფიციალურ სალესაოს შორის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მატჩს დაესწრო იმ დროისთვის უპრეცენდენტო მაყურებელთა რაოდენობა 20 000, ხოლო ტელეგრაფის საშუალებით ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გადაიცემოდა ცნობები მატჩის მიმდინარეობის შესახებ. თამაში დამთავრდა სენსაციური ანგარიშით 2:2. ორივე გოლი გაიტანა ბრაზილიური ფეხბურთის პირველმა ლეგენდამ არტურ ფრეინდენრეიხმა(ფრედი) და ბრაზილიელებმა ერთხელ და სამუდამუდ ირწმუნეს რომ მათ უმაღლეს დონეზე შეუძლიათ ფეხბურთის თამაში.
ამას მალევე (1919 წელს) მოჰყვა კოპა ამერიკაზე გამარჯვება და ფეხბურთი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სპორტის უბრალო სახეობიდან გადაიქცა ეროვნული თვითგამოხატვისა და სიამაყის საგნად.
სამწუხაროდ, პირველ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერ შეძლო უძლიერესი შემადგენლობის ჩაყვანა, რისი ლოგიკური შედეგიც იყო ის, რომ გუნდი ორივე შემთხვევაში საწყის ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას.
1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატი1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდები კვალიფიკაციის გარეშე მოხვდნენ. ფიფას სურვილი ჰქონდა მოეწვია,რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა,მაგრამ მხოლოდ 13 მათგანი გაემგზავრა ურუგვაიში. ყველა ფეხბურთელი (გარდა არაკენის), ვინც მუნდიალზე წასვლას გეგმავდა იყო რიო დე ჟანეიროს შტატიდან,სადაც იყო განთავსებული ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია. ფედერაციამ უარი თქვა მოეწვიათ მენეჯერები სან პაულოდან და შესაბამისად არც მათ გაუშვეს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე. არაკენი თამაშობდა სანტოსში, მაგრამ ის მოხალისედ მაინც წავიდა ჩემპიონატზე. ურუგვაიში მხოლოდ მოყვარულები ჩავიდნენ და შედეგიც შესაბამისი აჩვენეს.
ბრაზილიის ნაკრებმა პირველი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამართა 1930 წლის 14 ივნისს, იუგოსლავიის წინააღმდეგ. პირველი ტაიმის შემდგომ ისინი 2-0ს აგებდნენ. მეორე ტაიმის მე-17 წუთზე კაპიტანმა პრეგუინომ სხვაობა შეამცირა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ფლუმინენსეში თამაშობდა . მისი სრული სახელი და გვარია: ჟოაო კოელო ნეტო,ხოლო პრეგუინიო არის მეტსახელი, რომელიც ნიშნავს „პატარა ფრჩხილს“ (
)
როდესაც ბრაზილია და ბოლივია ერთმანეთს შეხვდნენ, მათ უკვე შანსი აღარ ჰქონდათ, რომ რომელიმე მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. ბრაზილიამ 4-0 გაანადგურა. პრეგუინიომ ამ ტურნირზე კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა ბოლივიას კარში და ბრაზილიის ნაკრების ბომბარდირიც გახდა. ასევე, 2 გოლი გაიტანა მოდერატომ.
ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი დაასრულა მე-6 პოზიციაზე, 1 მოგებით,1 წაგებით, 5-1 ზე ბურთების შეფარდებით.
1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი1934 წელსაც ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლოს შეკრება. მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე ცნობილი ვარსკვლავი ლეონიდასის თამადობით ტურნირზე გაემგზავრა. სამაგიეროდ მუნდიალი გამოტოვა ფრეიდენრეიხმა და ამ წელსაც სელესაო ნაადრევად დაემშვიდობა ტურნირს. გუნდის შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა :
ძირითადი შემადგენლობა: პედროსა,სილვიო ჰოფმანი,ლუიზ ლუზი,ტინოკო,მარტიმ(კაპიტანი),კანალი,ლუიზინიო,ვალდემარ დე ბრიტო, არმანდინიო, ლეონიდასი, პატესკო.
სათადარიგო: გერმანო (მეკარე), ოკტასილიო, არიელი,ვალდირი,კარვალიო ლეიტე და ატილა.
მწვრთნელი: ლუიზ ვინიაესი
ბრაზილიას და პერუს ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რათა გარკვეულიყო, თუ ვინ წავიდოდა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. პერუ გამოეთიშა ასპარეზობას და ბრაზილია ავტომატურა მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე არგენტინაც ასე გავიდა. წინა მსოფლიო ჩემპიონმა ურუგვაიმ საერთოდ უარი თქვა მიეღო მონაწილეობა იტალიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე.
1930 წლის მსგავსად, ბიუროკრატიულმა პრობლემებმა შეაფერხა ბრაზილიის ნაკრები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ფეხბურთელით წარმდგარიყო.
1934 წელს, ბრაზილიური ფეხბურთი გადადიოდა მოყვარულიდან პროფესიონალურ დონეზე. 2 მხარე გამოიყოფოდა: ძველი ბრაზილიური კონფედერაცია, რომელიც ძირითადად მოიცავდა მოყვარულ გუნდებს და ახალი ბრაზილიური ფედერაცია, რომელშიც შესული იყვნენ რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოს შტატის გუნდები. მიუხედავად ამისა, ფიფა არ ცნობდა ახალ ბრაზილიის ფედერაციას და ეს ყოველივე დამოკიდებული იყო კონფედერაცია, თუ როგორ დააკომპლექტებდა ნაკრებს. ორმა მხარე შეეცადა რომ ხელშეკრულება დაედოთ, მაგრამ ფედერაციამ უარი განაცხადა რომ საკუთარი ფეხბურთელები გაეშვათ. ბოტაფოგო,რიო დე ჟანეიროდან, იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც კვლავ კავშირში იყო კონფედერაციასთან. ბრაზილიის კონფედერაციამ გაუფორმა დროებითი კონტრაქტი 8 ფეხბურთელს, პროფესიული გუნდებიდან (სილვიო ჰოფმა,ლუიზ ლუცი, ტინოკო, ლუიზინიო, ვალდემარ დე ბრიტო, არმანდინიო, ლეონიდას და სილვა და პატესკო); სხვა 9 ფეხბურთელი თამაშობდნენ ბოტაფოგოში. მხოლოდ 17 ფეხბურთელი გაემგზავრა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიელები გაემგზავრნენ იტალიაში პატარა და არაკომფორტული გემით, 1934 წლის 12 მაისს. ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გარდა, ბრაზილიელებს უნდა ევარჯიშათ ფიზ-ინსტრუქტორის გარეშეც. ყველა ფეხბურთელი დაავადდა ზღვის დაავადებით. გემი გაჩერდა ბარსელონაში, სადაც აიყვანეს ესპანეთის ნაკრები.
ევროპისკენ მოგზაურობამ 13 დღეს გასტანა. ნაკრები იტალიაში პარასკევ დღეს ჩავიდა და კვირას გამართეს შეხვედრა ესპანეთის წინააღმდეგ. 1934 წელს, 16 გუნდი მონაწილეობდა, წაგებული ავტომატურად ვარდებოდა, ვინც მოიგებდა შემდგომ ეტაპზე გადიოდა. რამოდენიმე გამოჩენილი ბრაზილიელი არც კი წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მცირე შანსი გვაქვს ესპანეთი დავამარცხოთო. ესპანეთს კარგი ნაკრები ჰყავდა და გამორჩეული იყო მეკარე დივინი ზამორა.
ესპანელებმა 2 გოლი გაიტანეს პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში ბრაზილიელები გამოცოცხლდნენ, ლეონიდას და სილვა ერთადერთი გოლი გაიტანა და ბრაზილია დამარცხდა ესპანეთთან. მაგრამ იყო საკამათო ეპიზოდი, თამამად შეიძლება ითქვას რომ ბრაზილიას გოლი არ ჩაუთვალეს და სურათიდანაც ნათლად ჩანს რომ ესპანელმა ბურთი ხელით გააჩერა, რომელიც კარში გადიოდა. გერმანელ მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა და ყოველივეს აპროტესტებდა ტინოკო.
1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატი1938 წელს როგორც იქნა გაუგებრობები მოგვარდა და სელესაო მუნდიალზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგა. შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა :
ძირითადი შემადგენლობა: ბატატაისი,დომინგოს და მაჩადო, ზეზე პროკოპიო, მარტიმ და აფოსინიო, ლოპესი,რომეუ, ლეონიდასი(კაპიტანი), პერაკიო და ჰერკულესი.
სათადარიგო: ვალტერ(მეკარე), ჯაუ,ნარზი,ბრიტო, ბრანდაო, არგემირო, რობერტო, ლუიზინიო,ნიგინიო, ტიმ და პატესკო.
მწვრთნელი: ადემარ პიმენტა
შედეგიც ბრწყინვალე აჩვენა მე-3 ადგილი. ლეონიდასი გახდა ტურნირის ბომბარდირი. გუნდმა ერთადერთი თამაში წააგო საეჭვო ვითარებაში იტალიის ნაკრებთან, რომელსაც მუსოლინის ძალისხმევის შედეგად უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა მსაჯების მხრიდან.
პირველი თამაში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს პოლონეთს, 6-5. პირველ ტაიმში ბრაზილიელები 3-1 ს იგებდნენ, გოლები ლეონიდასმა, რომეუმ და პერაციომ გაიტანეს. მეორე ნახევარში, პოლონეთმა ანგარიში გაათანაბრა და გახდა 4-4, ხოლო შემდგომ ლეონიდასმა გაიტანა კიდევ 2 გოლი და საბოლოოდ დაფიქსირდა 6-5 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.
მეორე დღეს, ბრაზილიელებს მოუწიათ მატარებლით საფრანგეთში გამგზავრება და გაიარეს დაახლოებით 1000კმ. შემდგომი თამაში ჩეხოსლოვაკიასთან ჰქონდათ ტულუზაში. პირველი თამაშის შედეგი იყო 1-1, დამატებითი 30 წუთის შემდგომ, ლეონიდასმა გაიტანა გოლი. ამ მსოფლიო ჩემპიონატის წესის მიხედვით, გუნდებს ისევ უნდა ეთამაშათ ერთმანეთში, 2 დღის შემდგომ პირველი თამაშიდან.
ბრაზილიელთა მწვრთნელმა პრიმენტამ გადაწყვიტა რომ დაესვენებინა ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე , გარდა მეკარე ვალტერის და ლეონიდასის. სარეზერვო გუნდიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჩეხებმა პირველი გაიტანეს, მაგრამ შემდგომ ტიმმა და ლეონიდასმა საბოლოო შედეგი დააფიქსირეს 2-1
ბრაზილიის ნაკრებს მოუწია ისევ მატარებლით მოგზაურობა, ამჯერად მარსელში, სადაც უდნა შეხვედროდა იტალიას,ჩეხეთის თამაშიდან, 2 დღის შემდგომ.
ლეონიდასი დამტვრეული იყო და ვერ ითამაშა იტალიელების წინააღმდეგ თამაში. პირველი ტაიმი 0-0 დამთავრდა. ჯინო კოლაუზიმ პირველი გოლი გაიტანი იტალიის შემადგენლობიდან. შემდგომ დაინიშნა პენალტი, რომელსაც აპროტესტებდა ერთ-ერთი საუკეთესო მცველი დომინგოს და გუია, რომელიც ამბობდა, რომ იტალიელმა პიოლამ ხელი კრა მას,ხოლო საპასუხო შეხებისას, შვეიცარიელმა არბიტრმა ჯარიმა, პენალტი დანიშნა, რომელიც ჯუზეპე მეაცამ გოლად აქცია.ბრაზილიელებმა ერთადერთი თამაშის დამთავრებამდე შეძლეს სხვაობის შემცირება. იტალიასთან მარცხის შემდგომ ბრაზილიელები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, გადატვირთული მგზავრობის, თამაშების სიუხვის და მსაჯთა შეცდომების შესახებ. მიუხედავად ამისა, ჯოაო სალდანიანმ, გამოჩენილმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა (რომელიც 1970 ბრაზილიის ნაკრებს წვრთნიდა, სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო წრეში) განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში, რომ იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვაო.
შვედებს ბრაზილიელებმა 4-2 მოუგეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ, ლეონიდასი დაუბრუნდა გუნდს და 2 გოლი გაიტანა ამ თამაშზე.
1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატიძირითადი შემადგენლობა მექსიკასთან:
ბარბოსა, აუგუსტო(კაპიტანი),ჯუვენალი,ელი,დანილო,ბიგოდე, მანეკა, ადემირ, ბალტაზარი, ჟაირ და ფრიაკა.
სათადარიგო: კასტილიო(მეკარე), ნილტონ სანტოსი, რუი, ნორონია, ბაუერი, ალფრედო, ადაოზინიო, ჩიკო, ზიზინიო და როდრიგესი.
მწვრთნელი: ფლავიო კოსტა
1938 წელს ნაჩვენებმა თამაშმა განაპირობა ის, რომ ფიფამ გადაწყვიტა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩაეტარებინა. მეორე მსოფლიო ომმა ამ მოვლენის ორგანიზება 12 წლით გადადო. სამაგიეროდ ქვეყანას „თავზე საყრელი“ დრო ჰქონდა რომ ამ ტურნირისთვის შესაბამისად მომზადებულიყო. აშენდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი მარაკანა, ხოლო 1949 წლის კოპა ამერიკის ტრიუმფმა კიდევ უფრო განამტკიცა ბრაზილიელთა ოპტიმიზმი. ძალიან იმედის მომცემი იყო დასაწყისიც, გუნდი თამაშებს იგებდა ძალიან იოლად, დიდი ანგარიშებით.
პირველი თამაშში ბრაზილიელები შეხვდნენ მექსიკას, რიო დე ჟანეიროში და ადვილად მოიგეს ანგარიშით 4-0. 2 გოლი გაიტანა ადემირმა, 1 ბალტაზარმა და 1 ჟაირმა.
მეორე თამაშში, ბრაზილიელებმა ფრედ ითამაშეს შვეიცარიელებთან, ანგარიშით 2-2.
რადგანაც ეს ერთადერთი ტურნირი იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომლის გამარჯვებული გახდებოდა ის გუნდი რომელიც ფინალურ ჯგუფში (ბრაზილია, ურუგვაი, ესპანეთი, შვედეთი) პირველ ადგილზე გავიდოდა,ბრაზილიელებს სრული საფუძველი ჰქონდათ ოპტიმიზმის.
ჯერ შვედებს მოუგეს 7:1, შემდეგ ესპანელებს 6:1 და ჩემპიონობისთვის ფრეც ყოფნიდათ.
ყველაფერი კარგად დაიწყო გუნდი ფლობდა სრულ სათამაშო უპირატესობას და 47-ე წუთზე ფრიაკას გოლის წყალობით დაწინაურდნენ კიდეც.
ყველასთვის მოულოდნელად ურუგვაიმ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სკიფიანოს და ჯიგიას გოლების წყალობით შეძლო თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა.
ამ თამაშს დაესწრო 199,854 მაყურებელის.ეს დამარცხება ქვეყნისთვის იყო ტრაგედია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მას თავისი სახელიც კი ეწოდა მარაკანასო. დაფიქსირდა 40-მდე თვითმკველეობა ამ მოვლენის გამო, ხოლო ამ თამაშში მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ ლეგენდარულმა ზიზინიომ შეძლო სრულფასოვანი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება. დანარჩენებმა ფეხბურთის თამაშს ან მალევე დაანებეს თავი, ან კიდევ თავიანთ კლუბებში „ჩაიკარგნენ.“
მეკარე ბარბოსა, რომელმაც მეორე გოლი ახლო კუთხეში გაუშვა, 40 წლის მერე სიკვდილის წინ იტყვის. ჩვენ ქვეყანაში მაქსიმალური სასჯელი 30 წელია, მე კიდევ მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი ერთი შეცდომის გამო.
მეკარის პოზიცია იმდენად არაპოპულარული გახდა ქვეყანაში რომ მისთვის პრესტიჟის დაბრუნება მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა. საბედნიეროდ ბრაზილიელებმა მალე მოახერხეს ამ ტრაგედიის გადახარშვა და სათანადო დასკვნების გამოტანა, რაც მომავალი ტრიუმფების საფუძველი გახდა.
1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატიპირველი შეხვედრა ბრაზილიის ნაკრებმა16 ივნისს ჩაატარა მექსიკის წინააღმდეგ და
მორეირემ შემდეგი შემადგენლობა დაუპირისპირა:
კასტილიო(მეკარე), ჯალმა სანტოსი, პინეირო, ნილტონ სანტოსი, ბრანდაოზინიო,ბაუერი(კაპიტანი), ჟულინიო, დიდი, ბალტაზარ, პინგა და როდრიგესი.
სათადარიგი ფეხბურთელები: ველუდო (მეკარე), საბესაო(მეკარე), პაულინჰიო, ალფრედო, ელი ,მაურო, დექუინა,მაურინიო, უმბერტო, ინდიო და რუბენსი.
მწვრთნელი: ზეზე მორეირა
ბრაზილიელებმა საკმაოდ იოლად მოიგეს შეხვედრა, ანგარიშით 5-0. ბალტაზარმა, დიდიმ პინგამ (2) და ჟულინიომ გამოიჩინეს თავი. თამაშებს შორის ვარჯიშებზე, ბრაზილიელთა თავკაცი სტიმულს აძლევდა, რომ პატრიოტული გრძნობა გაეღვიძებინა მათში (ცდილობდა განსხვავებულები ყოფილიყვნენ 1950 წლის ბრაზილიის ნაკრებთან). ყოველდღე, ბრაზილიური დროშა იფინებოდა და ბრაზილიელთან ჰიმნს უკრავდნენ. თითოეულ თამაშამდე ბრაზილიელები კოცნიდნენ დროშას.
მეორე შეხვედრაში, ბრაზილია დაუპირისპირდა იოგოსლავიას და კურიოზიც დაფიქსირდა. იოგოსლავია საფრანგეთი დაამარცხა და იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიასთან ფრეს ითამაშებდნენ, ორივე გავიდოდა შემდგომ ეტაპზე, ამ მსოფლიო ჩემპიონატის წესის მიხედვით. ბრაზილიელებმა არ იცოდნენ. იუგოსლავია პირველი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის 25-ე წუთზე, დიდი გაათანაბრა. მას შემდეგ, იუგოსლავიელები ბურთს აგორავებდნენ და დროს იყვანდნენ, ამით ანიშნებდნენ ბრაზილიას რომ ეს შედეგი ორივეს აწყობდა. მაგრამ ბრაზილიელები გიჟებივით დარბოდნენ და უნდოდათ მეორე გოლის გატანა,მაგრამ საბოლოოდ ანგარიში ვერ შეცვალეს
1954 წელს მუნდიალს ერთი ფავორიტი ჰყავდა და ეს იყო უნგრეთის დიდი ნაკრები. ბრაზილია მას მეოთხედფინალშივე გადაეყარა და ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან სერიოზული ბრძოლა გაუმართა. გუნდში იყვნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: ჟილმარი, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, დიდი და ზიზინიო. მიუხედავად ამისა, ისეთი გუნდის დასამარცხებლად როგორიც მაშინ უნგრეთის ნაკრები იყო, მათაც არ ეყოთ ძალა და იღბალი. გუნდი 88-ე წუთამდე იბრძოდა, მაგრამ კოჩიშის გოლის შემდეგ ანგარიში 4:2 გახდა და ბრაზილია ოთხეულს მიღმა დარჩა. ფეხბურთის ისტორიაში ეს „სამარცხვინო“ თამაში ცნობილია, როგორც ბერნის ბრძოლა.
1957 წელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში. ქვეყანაში ჩავიდა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი უნგრელი ებრაელი ბელა გუტმანი, გახდა სან-პაულოს მთავარი მწვრთნელი და დაიწყო იმ დროისთვის რევოლუციური სისტემით 4-2-4-ით თამაში. სან-პაულო პაულისტას ჩემპიონი გახდა, ხოლო ყველა სხვა კლუბი დუბლ-ვედან 3-2-5 მომენტალურად გადავიდა ახალ, უფრო სრულყოფილ თამაშის სქემაზე, რომელსაც მოგვიანებით ბრაზილიური სისტემაც კი ეწოდა.
ამას დაემატა ის გარემოებაც , რომ გამოჩნდნენ ისეთი მაღალი დონის ვარსკვლავები როგორებიც არიან: გარინჩა, ალტაფანი, ამარილდო, ლუიზაო, ვავა, ზაგალო, პელე, კოუტინიო, კანტოჰიერო და ბრაზილიურმა ფეხბურთმა განვითარების ახალ არნახულ დონეს მიაღწია.
ოქროს ხანა და პელე(1958-1970) 1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბრაზილიელთა მწვრთნელმა ვისენტე ფეოლამ უამრავი ვარსკვლავიდან შეძლო და შეარჩია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც იდეალურად ჯდებოდნენ ახალ სათამაშო სქემაში და მოახდინა გუნდის დაბალანსება, ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების და გამოცდილების ხარჯზე. გარდა სათამაშო სქემისა, მზადების პროცესისადმი მიდგომაც რევოლუციური იყო.. მან ფეხბურთელებს მისცა იმ 40 ქმედების სია, რაც არ უნდა გაეკეთებინათ.ესენი იყო ქუდის და ქოლგის ტარება,ოფიციალური ტანსაცმლის ტარების დროს სიგარეტის მოწევა, პრესასთან საუბარი დაწესებულ დროში. ასევე,გუნდს ჰყავდა საკუთარი ფსიქოლოგი, სტომატოლოგი, ექიმი და მზარეულიც კი, რომელიც სპეციალურად არჩევდა ფეხბურთელების ჭამის რაციონს. პირველად სწორედ ფეოლას სამწვრთნელო შტაბმა შეძლო და მუნდიალისთვის მზადება ჩვეულებრივი ვარჯიშებიდან გადააქცია კომპლექსურ პროცესად, რამაც ბრწყინვალე შედეგი გამოიღო 1958 წელს შვედეთში ჩატარებულ მუნდიალზე.
ბრაზილიელთა შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა პირველ მატჩზე:გილმარი (მეკარე), დე სორდი, ბელინი (კაპიტანი), ორლანდო, ნილტონ სანტოსი, დინო სანი,დიდი, ჟოელ, მაზოლა, დიდა და ზაგალო.
სათადარიგო: კასტილიო(მეკარე), ჯალმა სანტოსი, მაურო, ზოზიმო, ორეკო, ზიტო, პელე, დინო სანი, მოაკირ, დიდა და პეპე.
მწვრთნელი: ვისენტე ფეოლა
ფეოლა დასაწყისში მაინც ფრთხილობდა და პირველ ორ მატჩში პელეც და გარინჩაც სათადარიგოთა სკამზე დატოვა პირველი თამაში ავსტრიის წინააღმდეგ ბრაზილიამ 3-0 მოიგო, 2 გოლი მაზოლას და 1 ნილტონ სანტოსის ანგარიშზეა. ხოლო, მეორე თამაში ფრედ ითამაშეს ინგლისთან. ჯგუფის ბოლო თამაში ბრაზილიის ნაკრებს ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. მატჩის დაწყებამდე გუნდის ლიდერები ნილტონი,ბელინი,სანტოსი და დიდი ესაუბრნენ მწვრთნელ ვისენტე ფეოლას და დაარწმუნეს რომ საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად და თასის ასაღებად გუნდში სამი ცვლილება გაეკეთებინა:პელე,გარინჩა და ზიტო დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში.თამაშის დასაწყისში გარინჩამ მიიღო ბურთი,მოატყუა ორი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი და გაიტანა გოლი.ბრაზილიელებმა სამი წუთის მანძილზე შეინარჩუნეს თავიანთი უპირატესობა,შემდეგ კი ვავამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ეს წუთები იყო ყველაზე დიდი სამი წუთი ფეხბურთის ისტორიაში,როგორც მოგვიანებით უწოდეს.საბოლოოდ 2:0 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.მეოთხედფინალში ბრაზილიელებმა პელეს დუბლით დაამარცხეს უელსელები,ხოლო ნახევარფინალში ფრანგები 5:2.
ფინალში ბრაზილია მასპინძელ შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შვედებმა მეოთხედფინალში საბჭოთა კავშირი დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში გერმანია. შვედთა თავკაცს სჯეროდა, რომ თუ თავისი გუნდი პირველ გოლს გაიტანდა, მაშინ ბრაზილიას შანსი არ ექნებოდა ამ თამაშის შემოტრიალების. მეორე წუთზე ლიდჰოლმა გოლი გაიტანა. ბრაზილიამ მალევე უპასუხა, კერძოდ ვავას 2 გოლით. მეორე ტაიმში პელემ და ზაგალომ გაიტანეს გოლები. პელემ გაიტანა ბოლო გოლი ჩემპიონატზე,ბოლო წუთზე. მსოფლიო ფეხბურთმა გაიცნო მეფე, სახელად პელე.
ბრაზილია გახდა პირველი გუნდი,რომელმაც საკუთარი კონტინენტის გარეთ მოიგო ჩემპიონობა. ჩემპიონობა.აღსანიშნივი ფაქტი იყო ის, რომ ფეოლას ვარჟიშებზე ჩაეძინებოდა,თამაშის დროს კი თვალები დახუჭული ჰქონდა და მძინარეს შთაბეჭდილებას ტოვებდა ხოლმე.ამის გამი დიდი ხშირად ეუბნებოდა, რომ ნამდვილი მწვრთნელი ყოფილიყო. (
)
1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები საინტერესო ინფორმაცია პელეზე და 10 ნომრიან მაისურზე. თუ რატომ მიანიჭეს მას 10 ნომერი.. 1958 წელს, ფორმაზე ნომრის დაწერა შესაბამისი კომისიის პრეროგატივა იყო, რომელიც არ უნდა შეცვლილიყო ტურნირზე. შვედმა კომისიონერი სწრაფად გაიქცა ბრაზილიელებთან, სანამ ითამაშებდნენ და გადაწყვიტა თავად მიენიჭებინა მათ ნომრები. პელე იყო ყველაზე ახალგაზრდა და უცნობი ფეხბურთელი და მას მიანიჭა 10 ნომერი. ეს არის ერთ-ერთი მისტიური ისტორია პელეს და 10 ნომრიან მაისურის შესახებ * * *
1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დგანან: 2. ჯალმა სანტოსი, 4. ზიტო, 1. გილმარ, 5.ზოზიმო, 6.ნილტონ სანტოსი,3.ჟოზე მაურო და კასიჰინგი(ექიმი).
სხედან: ა მერიკო(მასაჟისტი), 7.გარინჩა, 8.დიდი, 19.ვავა, 20,ამარილდო და 21.მარიო ზაგალო
ასევე ამ ნაკრებში თამაშჴბდნენ ფეხბურთელები, რომელიც ამ სურათში ვერ მოხვდნენ:9.კოუტინიო, 10.პელე, 11.პეპე, 12.ჟაირ მრინიო, 13.ბელინი,14.ჟურანდირი, 15.ალტაირი, 16. ზექუინა, 17.მენგალვიო, 18. ჟაირ, 22. კასტილიო
მწვრთნელი: აიმორე მორეირა
ბრაზილიას პირველი შეხვედრა მექსიკასთან ჰქონდა. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე, ზაგალომ დააწინაურა ბრაზილიელები. ამის შემდგომ, პელემ გვერდი აუარა 4 ფეხბურთელს და გოლი გაიტანა. ამით პელე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინება მოჩვენებითი არ იყო. მეორე შეხვედრა ბრაზილიელებს ჰქონდათ ჩეხოსლოვაკიასთა
This post has been edited by ratomac aRa on 17 Aug 2012, 23:54
ელმაზი გაცილებით უფრო გუნდური იგროკია დაჟე და ადრე თუ გვიან ამოაგდებს კიდევაც © Andro_forza juve
........................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ